"აღდგეს სამარშრუტო ტრანსპორტი და არ გააძვირონ პურის ფქვილი!"

მთავარი თემა

"აღდგეს სამარშრუტო ტრანსპორტი და არ გააძვირონ პურის ფქვილი!"

26 მარ. 2020, 10:48:27

25 მარტის მდგომარეობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივი ცხოვრების ფონი სიმშვიდეს ინარჩუნებს. თუმცა, ისე, როგორც მთელ ქვეყანაში, კორონავირუსთან დაკავშირებული შიში თვალხილულია, პრევენციული ღონისძიებისადმი მეტი გულისყურით დამოკიდებულება იგრძნობა და პარალელურად, მოსახლეობა სოფლებში მგზავრობის, სასურსათო პროდუქტებს შორის კი, პურის და შაქრის ფასზე აპელირებს.

"აღდგეს სარეისო ტრანსპორტი, არ გააძვირონ პურის ფქვილის და მასთან ერთად, შაქრის ფასი", _ ესაა სოციალური ფენის უმეტესობის მოთხოვნა.

როგორც ოზურგეთის ავტოსადგურში გვითხრეს, 25 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების სამარშრუტო ავტობუსების გრაფიკი აღდგა.

_ ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან მივიღეთ მითითება, რომ დღეიდან ყველა სოფლის მიმართულებით გაგრძელდება სარეისო ავტობუსების მოძრაობა, რომელიც, ცნობილი მოვლენების გამო, დროებით შეჩერებული იყო. იმისთვის, რომ მძღოლებმა გამართულად იმუშაონ, ვესაუბრეთ, გადავეცით სადეზინფექციო ხსნარები. თავადაც ძალიან აქტიურობენ, მოდიან და ითხოვენ ამ ხსნარებს, რადგან ყველა შეშინებულია და ფრთხილობს. თითოეულმა ყოველდღე უნდა გაუკეთოს დეზინფექცია საკუთარ ტრანსპორტს, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ. ამასთანავე, ვუთხარით ყველას, რომ პირად ჰიგიენას მიხედონ _ მუშაობის დროს ატარონ პირბადე, ხელთათმანები. უნდა გითხრათ ისიც, რომ მგზავრები, ჯერჯერობით, არ არიან და ამის გამო, მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, თუმცა, რეალობა ასეთია _ ცოტაც უნდა გავიჭირვოთ და ყველაფერი კარგად იქნება, _ გვითხრა ავტოსადგურის დირექტორმა, შპს "აისი პლიუსის" დირექტორმა, შალვა ორაგველიძემ და დასძინა, რომ მუდამ ყურადღებით იქნება და ეცდება, რომ მძღოლებმა დეზინფექცია მისი თანდასწრებით ჩაატარონ.

რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, ამ მხრივ, როგორც მან გვითხრა, ჯერჯერობით, მოძრაობა არ არის და არც ინფორმაცია აქვს, როდის განახლდება.

25 მარტს, დღის პირველი საათისთვის, ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურში ორი სოფლის _ ნასაკირალისა და თხინვალის სამარშრუტო მიკროავტობუსი იდგა, მაგრამ არც ერთ მათგანში მგზავრი არ იჯდა.

_ ვდგავარ და ველოდები, რომ ვინმე მოვიდეს, მაგრამ შინ დაჯექითო, უთხრეს ხალხს და თუ უსაშველო არ ჭირს, არავინ მგზავრობს. წავედი დღეს, ორი რეისი გავაკეთე ნასაკირალში, ოთხი მგზავრი დავთვალე სულ. 15 ლიტრი ბენზინი დავხარჯე და სამი ლარი ავიღე. დაველოდები, თუ მოვიდა ვინმე, თუ არადა, ბოლო რეისზე წავალ სოფელში. აბა, რა ვქნა? _ გვითხრა ნასაკირალის სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ბიძინა მიმინოშვილმა.

თხინვალის ავტობუსის მძღოლმა ვახტანგ ქურიძემ კი გვითხრა, რომ დღეს მგზავრი არ გადაუყვანია.

რაც შეეხება პურის ფქვილისა და შაქრის ფასს, რაზეც გამუდმებით აკეთებს მომხმარებელი აქცენტს და განსაკუთრებით გამოთქვამს შიშს პურის ფქვილის ფასის საკმაოდ ზრდაზე, ჩვენ კონკრეტულად ამ პროდუქტის ფასები გადავამოწმეთ ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებში.

ოზურგეთის ავტოსადგურში მდებარე მაღაზიებში, საიდანაც მოსახლეობისთვის ყველაზე მეტად მოსახერხებელია შეძენა, 25 მარტს ერთი ტომარა (25-კილოგრამიანი) პურის ფქვილი 33 ლარი ღირდა. 24 მარტს კი 28 ლარად იყიდებოდა.

_ მე ვარ ინდმეწარმე "მარინა ჯიჯიეშვილი". წადით და თქვენც ჰკითხეთ, თუ გინდათ, ახლა დაურეკეთ მომწოდებელს. 5 ლარი მოუმატეს წუხელ ერთ ტომარა პურის ფქვილს. როგორ გგონიათ, მე ვიტყუები? ალბათ, თქვენ გატყუებენ, _ გვითხრა მარინა ჯიჯიეშვილმა.

პურკომბინატ "გულისტანის" მენეჯერმა მარინა ჩხაიძემ, აღნიშნულის თაობაზე "გურია ნიუსთან" განაცხადა, რომ მათ, ჯერჯერობით, პურის ფქვილზე ფასი არ მოუმატებიათ.

_ ჯერჯერობით, ჩვენგან ერთი ტომარა პურის ფქვილიც კი არ გასულა მომატებული ფასით. დღეს ჩვენ (საუბარი ჩაწერილია 25 მარტს) მთლიანად შევაჩერეთ ადგილზე რეალიზაცია. ველოდებით ბრძანებას, თუ მოიმატებს, რამდენი იქნება ეს მომატებული ფასი. ფასის მატება, ალბათ, იქნება და ეს იქნება, მთავრობასთან შეთანხმებით, რადგან დოლარის ფასმა ისე აიწია, უკვე შეუძლებელია ძველ ფასზე დარჩენა. კომბინატს ხომ ვერ გავაჩერებთ? ხალხს პური ხომ უნდა მიეწოდოს. თუმცა, დავძენ, რომ ჯერჯერობით, აქედან მომატებული ფასით არაფერი გასულა და ადგილზე თვითნებურად მოუმატეს, ალბათ, _ გვითხრა მან.

ქალაქის მაღაზიებში არაერთგვაროვანია შაქრის ფასი. ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებულ სასურსათო მაღაზიებსა და მარკეტებში ერთი კილოგრამი შაქრის ფასი, ძირითადად, 1. 85-დან 2 ლარამდე მერყეობს.

თუმცა, ამ მხრივ "ლიდერის" პოზიციაზეა გურიის ქუჩაზე მდებარე მარკეტ "შეწეულში" ფიქსირებული შაქრის ფასი. აქ ერთი კილოგრამი შაქარი 2 ლარი და ათი თეთრი ღირს. ამავდროულად, მაღაზიას აწერია, რომ ის საბითუმოა(?)

_ მე ვარ ინდმეწარმე "ნაირა მეგრელიშვილი". რა ვქნათ? აბა, როგორ გავყიდოთ? ერთი ტომარა 93 ლარად ვიყიდეთ. არაფერი არ უნდა დაგვრჩეს? _ გვითხრა მაღაზიის წარმომადგენელმა და მოვაჭრეებში საყოველთაოდ გავრცელებული ფრაზა მოიშველია: "უფრო დაბალ ფასს რომ გეუბნებიან, გგონიათ, წესიერი წონა აქვთ?"

ოზურგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებულ მაღაზიებში, შაქარს სხვადასხვა ფასი ჰქონდა.

მაკარონის და ბურღულეულის ნაწარმი ზოგან არ იყო და გვითხრეს, რომ ელოდებიან, ზოგან კი მინიმალური მატებაა. ასევე, 20-30 თეთრით გაიზარდა ერთ ლიტრი ზეთის ფასი.

_ ხშირად იარეთ, უფრო მეტად გააკონტროლეთ, ამათ პრემიერის შეგონება არ ესმით და თავად უფრო უმატებენ შაქარს ფასს. ახლა იმასაც ამბობენ, რომ პურის ფქვილი ძალიან გაძვირდება, _ გვეუბნებოდნენ გზადაგზა რიგითი მოქალაქეები: ნინო ჭელიძე, ლია ლომჯარია, ნადია ქათამაძე, ლია სარიშვილი და სხვებიც, რომლებმაც გვარ-სახელის და ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავეს.

ყველაზე ძალიან ახლა, ოზურგეთში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასის მატებაზე საუბრობენ და ხშირად იშველიებენ პრემიერის დაპირებას, რომ 9 დასახელების პროდუქტზე ფასების ზრდა არ უნდა მოხდეს.




 ახალი ამბები
  • საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტაბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. „გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში. 14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა. დაშავებული ფ.ჯ. გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში“,_ აცხადებენ შინაგან საქმეთა ... ...
  • ოზურგეთში თხილის გატეხვა და ფასის ამ მეთოდით დადგენა დაიწყესმიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი  სეზონის გახსნიდან აქამდე,  ოზურგეთში თხილის გატეხვა არ ხდებოდა, ფასის დადგენის მიზნით, დღეს, როგორც  გაბრაზებული მოქალაქეები ამბობენ, „ტახატუხი“ მაინც დაიწყეს. _დიახ, დავიწყეთ გატეხვა. ნახეთ, რა მოაქვთ. ფუტურო, შარშანდელი ნაგავი, მთლიანად უვარგისი  თხილი. არ მიაქვთ ქარხნებს,  უკან დაგვიბრუნეს, რაც წაიღეს. რა ვქნათ? ერთი  საღი გული 50 თეთრია.  ათი გატეხილი ნაყოფიდან თუ ყველა კარგი იქნება, ერთ   კილოგრამში  5 ლარს გადავუხდით, - გვითხრეს  ოზურგეთში, გაბრიელ  ეპისკოპოსის  ქუჩაზე  მდებარე თხილის მიმღებ  პუნქტებში მომუშავე პირებმა. კითხვაზე, ყოველი გატეხილი ათი ცალი თხილიდან, ყველა საღი არასდროს არ იქნება, იშვიათი გამონაკლისის გარდა და არიან თუ არა მაინც გლეხები დაზარალებული ამ მეთოდით,  კვლავ  შემოგვწყრნენ: _ჩვენ არ ვართ დაზარალებული, ნაგავი რომ მოაქვთ? მთელი დღე რომ  გვიყრია ეს თხილი ტომრებით და არავის მიაქვს? ვინ გითხრათ, რაიმე ბრძანება არის, რომ არ გავტეხოთ? ქობულეთში, ორი კვირაა, ტეხენ.  მიუხედავად ამისა, ზოგ პუნქტში თხილის გატეხვა მაინც არ ხდებოდა.  „გურია ნიუსი გაესაუბრა ქალაქში მყოფ არაერთ ფერმერს, რომლებსაც  თხილის პლანტაციები აქვთ და საგანგებოდაც  უვლიან. როგორც მათი შეფასებიდან ირკვევა, თხილის ვარგისიანობის  შესამოწმებლად, სხვა უფრო დახვეწილი  ფორმა უნდა მოიძებნოს. _ ამ მეთოდით მაინც რიგითი მეურნე ზარალდება, - თქვეს ... ...
  • Global Finance-მა თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი საქართველოში საუკეთესოდ აღიარა (R)საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისის სამომხმარებლო და კორპორატიული ციფრული ბანკი საუკეთესოდ დაასახელა რამდენიმე კატეგორიაში. ავტორიტეტულმა გამოცემამ, თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი 2020 წლის ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად აღიარა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში,  საქართველოში კი - საუკეთესოდ. გარდა ამისა, თიბისის  ციფრული ბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელდა ციფრული მარკეტინგისა და სერვისის მიმართულებით, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრები საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები არიან ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და სხვა სფეროების მიმართულებით. საუკეთესო ციფრული ბანკები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩნენ: გამორჩეული სტრატეგია; მომხმარებლისთვის შეთავაზებული ინოვაციური და მრავალფეროვანი ციფრული სერვისები და პროდუქტები; მომხმარებლების რაოდენობის ზრდა; ციფრული ბანკის დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. 2019 წელს Global Finance-მა თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა. ... ...
  • 200-ლარიანი დახმარების მისაღებად 17 წლამდე ბავშვების რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლები სპეციალურ  პორტალზე  რეგისტრაციის გავლას   ხვალიდან  შეძლებენ. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე -daxmareba.moh.gov.ge ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: •             ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; •             მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; •             მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); •             საკონტაქტო მობილური,  რომელზეც  მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება. იმ შემთხვევაში,  თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე  ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს. იმ შემთხვევაში, თუ  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს. ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს. სოციალური დახმარება, ბავშვის ერთ-ერთი მშობელის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ბავშვის ელექტრონულ პორტალზე  განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ.  დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს: •             სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს •             საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველბებს •             საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს •             „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე -  1505. ... ...
  • გაუთქმელობის დაკისრებით შესაძლოა მხარეთა თანასწორობა დაირღვეს - ომბუდსმენი შაქარაშვილის საქმეზესაქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაუსაბუთებელი დაკისრებით მოცემულ სიტუაციაში შესაძლოა დაირღვეს მხარეთა თანასწორობის უფლება.  2020 წლის 12 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ადვოკატები დაავალდებულა, არ გაამჟღავნოს და გაახმაუროს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები და მონაცემები. პროკურატურამ ადვოკატებს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შესაძლოა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარონ. საგულისხმოა, რომ ადვოკატთა ნაწილმა აღნიშნულის გამო საქმეთა მასალების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.  საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა უფლებამოსილია, პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, რომ მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები. თუმცა, ამ უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოხდეს სისხლის სამართლის პროცესის უმთავრესი პრინციპების - შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უგულებელყოფის ხარჯზე. არსებული მექანიზმი გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ბრალდების წარდგენისას პროკურატურამ საზოგადოებას გააცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოძიებების ვერსია და აღნიშნულის შესაბამისი გრაფიკული რეკონსტრუქცია. ამ პირობებში ბუნებრივად, დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თანაბრად ისაუბროს საქმის მასალების შესახებ და საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ თავისი მოსაზრება და პოზიცია მიაწოდოს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატებისთვის მსგავსი ვალდებულების დაკისრება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებიდან და იმ არასწორი პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც არაპირდაპირი გზით დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის მასალების გასაჯაროების საკითხთან მიმართებით, უზრუნველყოს სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა. „ აქვე გვსურს მოვუწოდოთ ყველა მხარეს, მაქსიმალურად დაიცვან და პატივი სცენ სისხლის სამართლის საქმეთა ფარგლებში მონაწილე პირთა (მოწმეთა, დაზარალებულთა, ბრალდებულთა) უფლებებს. აღნიშნული მნიშვნელოვანი გარემოებაა ნებისმიერი გამოძიების ეფექტურად და ჯეროვნად წარმართვისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის“,_ აცხადებს სახალხო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...