ახალმა ვიცე-მერმა მოღვაწეობა ჟურნალისტებისთვის "მეგობრული" ჭკუის სწავლებით დაიწყო

მთავარი თემა

ახალმა ვიცე-მერმა მოღვაწეობა ჟურნალისტებისთვის "მეგობრული" ჭკუის სწავლებით დაიწყო

7 თებ. 2018, 17:19:45

სწავლობს თუ არა სახელმწიფო აუდიტი ოზურგეთში სახელისუფლებლო სტრუქტურების საქმიანობას, რატომ გაჭიანურდა ოზურგეთის მერიაში საკადრო ცვლილებები, რატომ დატოვა შემოსავლების სამსახურის აჭარის მონიტორინგის უფროსის პოსტი _ამ და სხვა კითხვებზე ოზურგეთის მერის ახალდანიშნული ვიცე მერი ალეკო სურგულაძე გვპასუხობს და თანაც გვასწავლის, რაზე უნდა ვწეროთ ჟურნალისტებმა და რაზე _ არა.

ალეკო სურგულაძე, როგორც თავად ამბობს  1990 წლიდან იწყებს ფინანსთა სამინისტროში  საქმიანობას, 1999 წლიდან  ფინანსთა სამინისტროს ოპერატიულ სამსახურში გადადის, შემდეგ ფინანსურ პოლიციაში და საგამოძიებო სამსახურში მუშაობს. მისივე თქმით, 2011 წლამდე მუშაობდა  ფინანსთა სამინისტროს ოპერატიულ სამსახურში.  ამის შემდეგ ისევ ამ სისტემაში საბაჟო პუნქტის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის უფროსად; 2017 წლიდან დღემდე კი,  აჭარის შემოსავლების სამსახურში მონიტორინგს უფროსი იყო.

_ ბატონო ალეკო, ტოვებთ სამსახურს და მოდიხართ ოზურგეთში?

_ აქ პასუხი მარტივია _ იყო შემოთავაზებები და საინტერესო გამოწვევები მერისგან. იყო ჩემი გადაწყვეტილება და მერის ბრძანება.

_ საუბრობენ იმაზე, რომ თქვენ რამდენიმე თვეში გახდებით მერის მოვალეობის შემსრულებელი...

_ სიმართლე გითხრათ, ჭორებს ნაკლებად ვუსმენ, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დოზით მეც მსმენია ამის შესახებ. მოდის ჩემამდე ეს ამბებიც _ ოზურგეთი პატარაა. ჩემი დამოკიდებულება და კონცენტირირება არის ის, რომ ვემსახურო რაიონს და ვაკეთო საქმე.

_ ანუ, არ გამორიცხავთ გახდეთ  მერის მოვალეობის შემსრულებელი?

_ ვერ დაგეთანხმებით.

_ ბატონო ალეკო, დგას თუ არა თქვენს უკან ხელისუფლების რაღაც ნაწილი, ადამიანების ჯგუფი, რომელმაც თქვენი ვიცე-მერად დანიშვნა გადაწყვიტა?

_ ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი.

_ ანუ, პირადად თქვენი გადაწყვეტილება იყო?

_ ვიმეორებ _ ჩემს უკან არის ჩემი ოჯახი და მე მიყვარს ოზურგეთი.

_ ბატონო ალეკო, ოზურგეთის ახალარჩეული მერი კონსტანტინე შარაშენიძე  არ არის "ქართული ოცნების" წევრი. მისი პარტიიდან გარიცხვის ძირითადი მოტივი, როგორც მაშინ პარტიაში გვითხრეს, იყო ის, რომ „შეხვედრებზე დადიოდა და ამბობდა, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისად, პოლიტსაბჭომ მისი პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო". აქედან გამომდინარე, ოპოზიციურ მერად აღიქმება და ამის გამო, არ ფიქრობთ, რომ ბევრ კომპრომისზე მოგიწევთ წასვლა?

_ ვინ რას ამბობს, არ მაინტერესებს; რაც შეეხება კითხვის შინაარსს, მისაღებია _ ის პერიოდი, რაც მე დამჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად, ეს იყო სწორედ. ზოგად ნაწილში მე არ მიფიქრია ამ ინტრიგებზე;  ჩემი ფიქრი ის იყო, რამდენად შევძლებდი საკუთარი თავის რეალიზებას არსებულ პოზიციაზე _ აქ  იყო საინტერესო გამოწვევა.

_ თქვენი სახელი და გვარი პოლიტიკურ თანამდებობებზე თითქმის ყველა არჩევნებზე ჟღერდება. ანუ აისრულეთ მიზანი?

_ ვერ დაგეთანხმებით, ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა ამ თანამდებობაზე მოსვლა. ჩინოვნიკი ვიყავი წლების განმავლობაში, მაგრამ ამ პოლიტიკური თამაშებში არასდროს არ ვყოფილვარ ჩართული; თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკისთვის მზად არ ვარ. ხვალინდელი დღე დაგვანახებს, ვარ თუ არა პოლიტიკური თანამდებობს პირი. იმ ინტრიგებს და გამოწვევებს რაც შეეხება, ეს ხვალინდელი დღეა და ყველაფერს დაინახავს საზოგადოება და პოლიტიკური ფიგურები. ეს არის გამოცდა.

_ მერიაში, ა(ა)იპ-ების რეორაგნიზაციის საკითხი ძალიან გაიწელა, მერს სოფლებში კვლავ არ ჰყავს წარმომადგენლები,  რამდენიმე სამსახური უფროსებისა და თანამშრომლების გარეშეა მიუხედავად იმისა, რომ კონკურსების ჩატარება, კარგა ხანია, დაანონსდა. ხელოვნურად ხომ არ ჭიანურდება პროცესი?

_ ვერ დაგეთანხმებით. პროცესი მიმდინარეობს, რაც მოითხოვს დროს _ ლიკვიდაცია, შერწყმა, ახალი დებულებები და ასე შემდეგ.  სამართლებრივი საკითხებია მოსაგვარებელი, დავალიანებებია გასასტუმრებელი. აქ ინტრიგების თემა არ არის, რა. კი, ბატონო, გაიწელა, მაგრამ პროცედურა მიდის ეტაპობრივად. ატესტაციების, კონკურსების გამოცხადებას, მთავრობიდან თანხმობას ველოდებით. ჩვენგან ყველაფერი გადაგზავნილია. აქ არ არის არც საბოტაჟი, მუშა პროცესია ჩვეულებრივი. ა(ა)იპ-ებში, სავარაუდოდ, შემცირებებიც იქნება.

_ როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, ოზურგეთის მერის მიერ, მისი სიძისთვის ბიუჯეტიდან გადარიცხული 30 000 ლარის საქმეს სუს-ი სწავლობს. რა ხდება ამ თემასთან დაკავშირებით?

_ მიმდინარეობს გამოძიება. ადამიანები ისედაც დაღლილები და გაღიზიანებულები არიან ყოველდღიური გაჭირვებით, ამდენი უბედურება ხდება ყოველდღიურად. შეიძლება, ადამიანების გარკვეული კატეგორიები იკვებებიან ამ ბოროტების  სმენით, იღებენ რაღაც მუხტს და არიან ანგაჟირებულები. მაგრამ, ჩემი მეგობრული რჩევაა, რომ ასე ყოველი ინფორმაციის გაჟღერება არ არის საჭირო. შევიდა მერიაში სუს-ი, რომელიც არის ჩვეულებრივი საგამოძიებო ორგანო. თუ ვინმეს დაკითხავს ან დოკუმენტს იღებს, ესეც პროცედურა.

_ ანუ, თქვენ გვირჩევთ "მეგობრულად", რომ საზოგადოებას ინფორმაცია არ მივაწოდოთ?

_ ერთხელ ხომ მიაწოდეთ, რომ გამოძიება დაწყებულია და ვაცალოთ. ყველა დეტალის წერა რა საჭიროა?! ვაცალოთ გამოძიებას და მალე ყველაფერი გახდება ნათელი. მე არც მოსამართლე არ ვარ და არც გამომძიებელი. ვაცალოთ ანტიკორუფციულ სამსახურს _ არ გვინდა წინასწარი დასკვნების გამოტანა.

 _ სწავლობს თუ არა სახელმწიფო აუდიტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების ბოლო წლების საქმიანობას?

_ ვიცი, რომ შესაბამისი ბრძანება არსებობს, მიმდინარეობს შესწავლა, დარიგებულია შესაბამისი ფორმები და საფინანსო სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ.




 ახალი ამბები
  • შინგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ა.ი. პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2020 წლის 5 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, 1975 წელს დაბადებულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. პოლიციელებმა მიღებულ შეტყობინებაზე ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე ა.ი., რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, იგი კვლავ აგრძელებდა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ა.ი. დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საცხოვრებელი სახლი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა იგი ადგილზე დააკავეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ... ...
  • დიზელის საწვავით დახმარება და მოსახლეობის გამოთქმული ეჭვი: „მაინც გვატყუებენ“საქართველოს მთავრობის მიერ  შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რომელიც პრემიერმა წარადგინა,  კონკრეტულ მიმართულებაში „ზრუნვა სოფელსა და ფერმერეზე“, ქვეთავში,  „პროგრამით სარგებლობის ინსტრუქცია“,  ნათქვამია, რომ: „პროგრამაში ჩართულ ფერმერებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადეობრივ ცენტრებში დაურიგდებათ ავტოგასამართი კომპანიის (,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”) ფასდაკლების ბარათები. აღნიშნული ბარათებით, პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს, შესაძლებლობა ექნებათ, დიზელის საწვავი, მიმდინარე წლის განმავლობაში, დიზელის ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში ფიქსირებულ ფასზე,  დაახლოებით, 1 ლარით ნაკლებ ფასად შეიძინონ. საწვავის შეძენა შესაძლებელი იქნება „სოკარ პეტროლეუმ-ჯორჯიას” საბითუმო ბაზებიდან და ავტოგასამართი სადგურებიდან.“   დღეს, დილიდან, „გურია ნიუსს“  სწორედ „სოკარის“ სადგურიდან დაუკავშირდა არაერთი ფერმერი და მათ ერთნაირი პრეტენზია ჰქონდათ: _ხომ გვითხრეს და დაგვპირდნენ, რომ ერთი ლარით ნაკლებ ფასად იყიდით საწვავსო? აგერ, „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურზე ვართ. ევროდიზელი ორი ლარი და ოთხი თეთრი ღირს, ჩვეულებრივი _ ერთი ლარი და 80 თეთრი. პარალელურად, ევროდიზელს თუ იყიდი, 1,15 ლარს გვახდევინებენ, ხოლო ჩვეულებრივში ერთ ლარს. გამოდის რომ 70-80 თეთრია შეღავათი. კი, ბატონო, მაგრამ, ყოველთვის ხალხი რატომ არის ადვილად მოსატყუებელი? თუ ერთ ლარს და 80 თეთრს ჩვენ ვერ ვარჩევთ ერთმანეთისგან ან ყურში ცუდად გვესმის? - ბრაზობდნენ ისინი. ჩვენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურს დავუკავშირდით, საიდანაც ასეთი პასუხი მოგვაწოდეს: „სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგროდიზელით ხელშეწყობის ფასდაკლების ბარათებით პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, დიზელის   საწვავი ბენზინგასამართ  სადგურებში ფიქსირებულ ფასზე, დაახლოებით, 1 ლარამდე ნაკლებ ფასად შეიძინონ. დღეისათვის, ავტოგასამართ სადგურებში დიზელის ფასი შეადგენს საშუალოდ 1.90 ლარს, ფასდაკლების ბარათებით პროგრამის ბენეფიციარები კომპანია „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებში აგროდიზელს 74 თეთრით ნაკლებ ფასად იძენენ. ფასდაკლების ბარათების და დიზელის გაცემის პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუფერხებლად მიმდინარეობს, რასაც სახელმწიფოს და კომპანიის „სოკარი“ მიერ შემუშავებული გრაფიკი უზრუნველყოფს. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ორგანიზებულად მომსახურების პროცესის შენარჩუნებისთვის ყველა ბენეფიციარმა, ვინც უკვე მიიღო ნებისმიერი ოდენობის ფასდაკლების ბარათი, აუცილებლად, 1 ივლისამდე უნდა შეიძინოს 50 ლიტრის დიზელის საწვავი. 1 ივლისის შემდგომ, 50 ლიტრზე ფასდაკლების ბარათით ვეღარ ისარგებლებენ. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მეორე ეტაპზე ბენეფიციარები 1 სექტემბრამდე შეძლებენ არაუმეტეს 300 ლიტრის, ხოლო მესამე ეტაპზე, 1 სექტემბრიდან, დარჩენილი ოდენობის შეძენას ფასდაკლების ბარათებით. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება. ფასდაკლების ბარათების განაღდება შესაძლებელია კომპანიის ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“, საქართველოს მასშტაბით მოქმედ 89 ბენზინგასამართ სადგურზე. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15,000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც. ბარათების გაცემა ხდება პროგრამის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო თანამესაკუთრეების შემთხვევაში, დამატებით შესაბამისი მინდობილობის ან თანხმობის წარდგენის საფუძველზე, ან იმ შემთხვევაში თუ ყველა თანამესაკუთრე ერთად გამოცხადდება.“ როგორც ამ პასუხიდან ჩანს, დიზელის საწვავის ფასი არა ზუსტად ერთი ლარით მცირდება ამ ბარათის მფლობელთათვის ,  არამედ საწვავის ყიდვისას  შეღავათი გაეწევათ ერთ ლარამდე ... ...
  • "პრიორიტეტთა შორისაც კი პრიორიტეტი უნდა იყოს"-მინისტრი გარემოს დაცვაზე„გარემოს დაცვა სულ უფრო მეტ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ყველა გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, თითოეულ ჩვენგანს ახსენებს, რომ ზრუნვა გარემოზე, ზრუნვა ჰაერზე, წყალზე, ზრუნვა ტყეზე, ნიადაგზე პრიორიტეტთა შორისაც კი პრიორიტეტი უნდა იყოს. წელს, გარემოს დაცვის საკითხებში მსოფლიო განსაკუთრებულ ყურადღებას ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ამახვილებს, რადგან ბიომრავალფეროვნება უზრუნველყოფს ეკოსისტემების მდგრადობას, ის სასიცოცხლო როლს ასრულებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების წარმოქმნასა და განვითარებაში. ჩვენი ქვეყნის უნიკალურ სიმდიდრეზე, ჩვენს ბუნებაზე ზრუნვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხისმგებლობაა. ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ჩვენ ევროპული სტანდარტების და გამოცდილების გაზიარებით შევიმუშავეთ და მივიღეთ არაერთი საკანონმდებლო აქტი”,_ განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის განცხადებით, ტყის კოდექსი ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და აღნიშნა, რომ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტში დასაქმებული ადამიანები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ  ტყეებს. „მივიღეთ ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. 2019 წელს ავკრძალეთ პლასტიკის პარკების გამოყენება. აკრძალვა ძალიან დროული და საჭირო ნაბიჯი იყო. ამოქმედდა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემა, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ბუნების დაცვისთვის და ეკონომიკის ალტერნატიული საქმიანობების წახალისებისთვის. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამოქმედება უზრუნველყოფს, რომ ბატარეები და აკუმულატორები, საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, ზეთები, შესაფუთი ნარჩენები და ელექტრო და ელექტრონული ნარჩენები გარემოს აღარ დააბინძურებს. გავაძლიერეთ წყლის და ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემა; შეიქმნა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი. ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. აქ დასაქმებული ადამიანები, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ ჩვენ ტყეებს, ებრძვიან უკანონო ჭრებს. ჩვენ მნიშვნელოვანად გავაძლიერეთ საინსპექციო ნაწილი. გარემოს ყველაზე დიდ დამაბინძურებლებს, მსხვილ ინდუსტრიულ საწარმოებს გონივრულ ვადებში გამოსწორების გეგმები განესაზღვრათ. სუფთა გარემოს შენარჩუნება მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ცნობიერების ამაღლებასთან. სწორედ ამიტომ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროგრამაში შევიტანეთ გარემოსდაცვითი საკითხები. ჩვენი ხვალინდელი დღე ჩვენი მომავალი თაობაა. მათ უნდა ჰქონდეთ უფრო მეტი ცოდნა ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებზე და ამ შესაძლებლობების სწორად გამოყენებაზე. ჩვენი მთავარი მიზანია, მდგრადი განვითარების პრინციპებით, გარემოს დაზიანების მინიმუმამდე შემცირებით შევძლოთ ეკონომიკის განვითარება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო იქნება, ერთი მხრივ ეკონომიკურად ძლიერი, ხოლო მეორე მხრივ, ეკოლოგიურად სუფთა, მიმზიდველი ქვეყანა“, - განაცხადა ... ...
  • ბექა გოჩიაშვილი და კახა თოლორდავა - იმპროვიზაცია აქ.ახლა (R)თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა გრძელდება. 5 ივნისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს მუსიკოსის - ბექა გოჩიაშვილის სესიას ვირტუალურად დაესწროს თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით. ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, რომლის მოდერატორი კრიტიკოსი და ჟურნალისტი - კახა თოლორდავა იქნება. სესიის - „იმპროვიზაცია - აქ.ახლა" ფარგლებში, კახა თოლორდავა და ბექა გოჩიაშვილი მუსიკასთან ერთად, ახალ რეალობაში მუსიკოსების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ახალ შესაძლებლობებსა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. ჯაზ-პიანისტი, რომელიც ამჟამად ამსტერდამში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ახლანდელ ცხოვრებასა და შემოქმედებაზეც ისაუბრებს. (R) ... ...
  • EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა (R)ევროპოს რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), თიბისი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში 2019 წლის ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ უკვე მეექვსედ მიიღო. „ვაჭრობის დაფინანსება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ჩვენი პარტნიორი ბანკები აქტიურად უჭერენ მხარს კომპანიებს და ხელს უწყობენ მათ განვითარებას. ჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან ასეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა." – EBRD-ის მმართველი დირექტორი, ფრანს მელიგი. EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა (Trade Facilitation Programme), რომელიც 1999 წელს დაფუძნდა, მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერას იმ ქვეყნებში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციებს ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, EBRD გასცემს გარანტიებს პარტნიორი ბანკებისთვის ადგილობრივი ექსპორტიორების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების დაფინანსების მხარდასაჭერად. დღეს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა შეადგენს 5 მილიარდ ევროს და მოიცავს 30 ქვეყანას. 2020 წლის პირველი ხუთი თვის მანძილზე დაფინანსება რეკორდულ თანხას - 1.5. მილიარდ ევროს მიაღწევს. EBRD 27 ქვეყნის 120 ბანკთან თანამშრომლობს, 800-ზე მეტი ბანკისთვის გაცემული ფინანსური მხარდაჭერა კი 5 მილიარდ ევროს აღემატება. „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თიბისი 1999 წლიდან EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრია. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ქვეყანაში ვაჭრობის ფინანსირების განვითარებას, რისი მტკიცებულებაც ჩვენი არაერთი საერთაშორისო ჯილდოა. 2020 წლის დასაწყისში თიბისიმ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2020 წლის საუკეთესო პროვაიდერად, Euromoney-მ კი ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა. ასევე, წელს თიბისიმ ვაჭრობის ფინანსირებისთვის სითი ბანკისგან 67 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?