"ახლა შობაა და ნუ მომიშლით ნერვებს!"

მთავარი თემა

"ახლა შობაა და ნუ მომიშლით ნერვებს!"

2020 იან 13 10:54:53

წლების წინ არავის უკვირდა დანგრეული გზები და გახეთქილი წყალგაყვანილობის თუ კანალიზაციის მილები, რის გამოც ქუჩებსა თუ ქალაქის ცენტრალურ ადგილებში პირდაპირ ფეკალური მასა გადმოდიოდა. ნელ-ნელა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა და უმეტესად ცენტრალური ადგილები მოწესრიგდა _ დაიგო ასფალტი, ბევრგან გაკეთდა კანალიზაციის და წყალგაყვანილობის სისტემა. თუმცა, ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილში, გურიის ქუჩაზე, უკვე ორი თვე ხდება, რაც დაზიანებული საკანალიზაციო სისტემიდან ბინძური წყალი მოედანზე მოედინება და დღემდე გაკეთება არ მოხერხდა.

"გურია ნიუსი" ამ ფაქტის შესახებ უკვე წერდა და როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, გურიის რეგიონული ფილიალის დირექტორმა, დავით ცერცვაძემ მაშინ გვითხრა, პრობლემას მალე მოაგვარებდა.

_ ამ პრობლემის შესახებ საქმის კურსში ვარ. გამოძახებული მყავს სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოძებნის დაზიანების ადგილს და უახლოეს დღეებში გავაკეთებთ, _ გვითხრა მან მაშინ.

.თუმცა, ერთი კვირის შემდეგაც, არათუ სპეციალური ჯგუფი, ამბის მკითხავიც არავინ გამოჩენილა.

ტერიტორია, რომელიც გურიის ქუჩის ნაწილია, ხალხმრავლობით გამოირჩევა. აქ განლაგებულია მაღაზიები, აფთიაქი, სხვადასხვა სავაჭრო წერტილი და რამდენიმე ქუჩის კვეთის ადგილიცაა. შეწუხებული ადამიანები ითხოვენ საკანალიზაციო სისტემის დაუყოვნებლივ მოწესრიგებას. ზოგი ამბობს იმასაც, რომ ეს წყალგაყვანილობის სისტემაა და კანალიზაციასთან კავშირი არ აქვს.

_ აბა, ეს აყროლებული წყალი საიდან მოდის? აქოთებული კი არის აქაურობა და რა მნიშვნელობა აქვს, წყალგაყვანილობაა თუ კანალიზაცია? _ ამბობენ ახლო-მახლო მომუშავეები და გამვლელ-გამომვლელნი.

გურიის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი დიდი შენობის ინტერიერში განთავსებულ სარიტუალო დარბაზ "ნიცას" წარმომადგენელი, "გურია ნიუსთან" კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, რომ თითქოს ღია სივრცეში დატბორილი მოედანი და გზის სავალი ადგილები მათი საყოფაცხოვრებო მოხმარების ბინძური წყალია და ყურადღებას არ აქცევენ:

_ როგორ გეკადრებათ? შენობის მარჯვენა მხარეს დააკვირდით და ნახავთ, რომელი მილით ვსარგებლობთ ჩვენ. იქეთ მხარეს ჩვენ არაფერი გვესაქმება და ტყუილად ხელს ნურავინ იშვერს! არც რაიმე ცუდი არ დაწეროთ ჩვენზე! რახანია ასეა და ჩვენ რა შუაში ვართ?! _ გვითხრა სარიტუალო დარბაზის მეპატრონემ.

_ თუ გაფიცვაა საჭირო ან აქცია, გამოვალთ, ბატონო! ორი თვეა ვიძახით, ვყვირით, სად არ ვრეკავთ, მაგრამ გასაოცარ დუმილს ვიღებთ პასუხად. მე აქ რომელიმე ობიექტზე არ ვმუშაობ, მაგრამ ყოველდღე მიწევს ფეხით გავლა-გამოვლა, რადგან დავდივარ სამსახურში, შევდივარ ბანკში, ბაზარში და სხვა შემოვლითი გზა არ მაქვს. რა უბედურებაა, რა გახდა ამ ერთი ადგილის ამოქოლვა? საბადოებს არ სჭირდება ამდენი ძებნა. რა საძიებო ჯგუფი ჰყავთ გამოძახებული, რომ ორი თვეა, აქამდე ვერ მოაღწიეს? 90-იანი წლები მახსენდება, რომ ვუყურებ ამ სიბინძურეს... _ გვეუბნება ოზურგეთელი ნანა კილაძე.

ჩვენ შევეცადეთ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცხელ ხაზს დავკავშირებოდით. თუმცა, ან გაბმული მუსიკა გვესმის, ან გვეუბნებიან, რომ რიგში მეათე ვართ, მერე პირველამდე რომ ჩამოვა ავტომოპასუხე, უკუათვლის წერტილი ისევ თავიდან იწყება.

წყალმომარაგების კომპანიის ფილიალში დარეკვას ადგილზე მისვლა ვამჯობინეთ, თუმცა, თანამშრომლებმა კვლავ ცხელ ხაზზე დარეკვა გვირჩიეს.

საბოლოოდ, ისევ წყალმომარაგების კომპანიის გურიის რეგიონული ფილიალის დირექტორს, დავით ცერცვაძეს დავუკავშირდით.

_ ბატონო დავით, ჩვენ ერთხელ უკვე გესაუბრეთ გურიის ქუჩაზე არსებული დაზიანების შესახებ. ამდენ ხანს რატომ არ მოვიდა გამოძახებული ჯგუფი?
_ თქვენ რომ გვითხარით, მერე დასვენების დღეები იყო. რომ მოვძებნით, გავაკეთებთ და გეტყვით...

_ როდის მოძებნით?

_ რა ვქნა, კიბე დავანგრიო?

_ მეორე თვეა, იქ აუტანელი მდგომარეობაა. რომ მოგენდომებინათ, ხომ შეიძლებოდა აქამდე გაკეთება?

_ აუ, ახლა შობაა და ნუ მომიშლით ნერვებს! სამსახურში ვარ...

_ შობაა და ჩვენც სამსახურში ვართ...

თუმცა, დავით ცერცვაძემ მეტი საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა.

ძალიან კარგი იქნება, ჩვენი ჩინოვნიკები, საკუთარ საქმესთან ერთად, ელემენტარულ, ტაქტიან საკომუნიკაციო ენას თუ ისწავლიან. მით უფრო, როცა ნოემბრიდან ქალაქის ცენტრი ბინძური წყლით ყოველდღე იტბორება და არაერთხელ არაერთი ადამიანის მიმართვის თუ მედიის ჩარევის მიუხედავად, რეაგირება ნულია.

ამასობაში კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორად გრიგოლ მანდარია დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. გრიგოლ მანდარია განათლებით ეკონომისტია. 2012 წლიდან სსიპ "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში" წყალმომარაგების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2019 წელს დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მრჩევლად წყალმომარაგების საკითხებში. გრიგოლ მანდარიას მოპოვებული აქვს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დოქტორის ხარისხი. გრიგოლ მანდარიას აქვს წყალმომარაგების კომპანიების მიერ გახორციელებული ინვესტიციების შეფასება-ანალიზისა და წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების გამახორციელებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება, რაც დაეხმარება მას "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიერ დასახული გეგმების და ახალი პროექტების გახორციელებაში. შპს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" მანამდე ეკატერინე გალდავა ხელმძღვანელობდა.

იქნებ, ვინმემ იფიქროს, რა შუაშია ეს ცვლილება, ოზურგეთის ცენტრში არსებულ მდგომარეობასთანო. მაგრამ დავძენთ - იმ შუაშია, რომ როცა ცენტრალურ ოფისში, ცხელ ხაზზე გამუდმებით ვრეკავთ , მეორე თვეა და შედეგი არ ჩანს, შესაძლოა, ამის შემდეგ მაინც, ზემდგომმა პასუხის გაცემა და დროული რეაგირება ასწავლოს ქვემდგომებს.




 ახალი ამბები
  • 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამ დღეს პატივს მიაგებენ 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა იუნკერებს. 1919 წელს შექმნილი სამხედრო სკოლის იუნკერები ისტორიაში სწორედ 1921 წლის თებერვლის ბრძოლების შემდეგ შევიდნენ. წელს ამ ბრძოლიდან 96 წელი გავიდა. საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის წითელი არმია საქართველოში 1921 წლის 12 თებერვალს შემოიჭრა. დამპყრობელთან ყველაზე მძაფრი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა, მე-11 არმიას ქართული ჯართან, სახალხო გვარდიასთან და და მოხალისეებთან ერთად დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს იუნკრებმაც . მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში დაიღუპა პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც , ის ბრძოლის ველზე მედდად მუშაობდა და ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. 23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა. კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკრები ეკლესიის ეზოში დიდი პატივით დაკრძალეს. 1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. მოკავშირეების დარჩენილმა ქვეყანამ რუსეთის არმიას სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რუსეთმა საქართველოს დედაქალაქი დაიკავა და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ტაძრის ადგილზე სადაც იუნკრების საფლავები იყო ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. აღნიშნული ტაძარი 1930 წელს კომუნისტებმა დაანგრიეს. წყარო: www.newposts.ge ... ...
  • 1902 წლის 23 თებერვალს მარო მაყაშვილი დაკრძალესდღეს საქართველოს ეროვნული გმირის, მარიამ (მარო) მაყაშვილის დაკრძალვის დღეა. ის 1902 წლის 19 თებერვალს  დაიღუპა საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან. მარო მაყაშვილი დაიბადა თავადაზნაურთა ოჯახში. მამა, კონსტანტინე მაყაშვილი პოეტი და საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო; დედა, თამარ გაბაშვილი კი — მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ასული. დაამთავრა ქალთა ქართული გიმნაზია და სწავლა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო. წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია რუსთაველის გამზირზე). შემორჩენილია მაყაშვილის დღიურები და წერილები. სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი — ქალის დაღუპვა მძიმედ განიცადა ქართველმა საზოგადოებრიობამ, რაც აისახა იმდროინდელ პრესაში, მას ქართველი “ჟანა დ’არკი“ უწოდეს. დაკრძალეს 23 თებერვალს, სამხედრო ტაძრის გალავნის შიგნით, კოჯორში დაღუპულ ქართველ იუნკერებთან ერთად, ოღონდ საპირისპირო, ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მხარეს. 2015 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მარო მაყაშვილის სახელობის ბაღი გაიხსნა. მარო მაყაშვილის პატივსაცემად ზაქარია ფალიაშვილმა თავისი ოპერის დაისის მთავარ გმირს მისი სახელი — მარო — დაარქვა. 2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ვიკიპედიის მასალების მიხედვით სტატია მოამზადა გიორგი ... ...
  • გახარია: კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა საჭირო ზომა გატარდებაპრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა საჭირო ზომა გატარდება. „კორონავირუსთან დაკავშირებით, ყველა ის აუცილებელი მექანიზმი ამუშავდება, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში შესაბამისი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად. ეს იქნება ფრენები, თუ სხვა, რაც იქნება საჭირო ყველაფერს გავაკეთებთ. მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კონტროლი“,_ განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.     ... ...
  • საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა 17 წლის მოზარდი დააკავესგორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა 17 წლის მოზარდი დააკავეს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოზარდის გასათავისუფლებლად. სოფლის გამგებლის, დავით ცერცვაძის განცხადებით, დაკავებულია ალექსანდრე შიუკაშვილი. მოზარდი თანასოფლელებთან ერთად იმყოფებოდა ტყეში, რომელიც საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება. ცერცვაძის თქმით, შიუკაშვილთან მყოფებმა გამოქცევა მოასწრეს. ... ...
  • პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და მეუღლის მიმართ მუქარის ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კ.ა., ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს - 1975 წელს დაბადებულ ხ.გ.-ს და არასრულწლოვან შვილს სხვადასხვა დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, ასევე, სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...