"არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა " - მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

მთავარი თემა

"არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა " - მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

2 მარ. 2021, 17:40:02

სურების მოსახლეობა სუფსის ხეობაში ჰესის აშენებას აპროტესტებს.

გარემოს დამცველები, სურების  მაცხოვრებლები და ის ადამიანები, ვისაც სუფსის ხეობაზე გული შეტკივათ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეიკრიბნენ.

"გურია ნიუსთან" საუბრისას სურების საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებელმა, გიორგი ტრაპაიძემ განაცხადა, რომ  ჰესის აშენება ხეობისთვის დამანგრეველია.

„მავანს სურს, ჩვენი ულამაზესი ბუნება გაანადგუროს. ოცნება, რომელსაც ჩვენ ვატარებდით ჩვენი ბავშვობიდან, ეს იყო ჩვენი სურების ხეობის აყვავება. გვინდოდა, რომ გზა გვქონოდა, ყოფილიყო მაღაზია,  საავადმყოფო, ფოსტა, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალება. თუმცა ეს რაც ჩამოვთვალე კომუნისტების დროს უფრო იყო.  ახლა კი არფერი აღარ არსებობს. დაიწყო ძალიან დიდი მიგრაცია. სოფლები დაიცალა. ჩემს ბავშვობაში მოსახლეობა 2 000 კომლს შეადგენდა. მშრომელი ხალხი. მთელ გურიის რეგიონს ამარაგებდა სურსათით და საკვებით. ახლა დარჩნენ მარტო მოხუცები, უძლურები და იმათთვისაც კი შეუძლებელია მისმა ჭირისუფალმა ავიდეს და მიხედოს, რადგან არც გზა გვაქვს და არც შესაძლებლობა  აქვს ახალგაზრდებს ასვლის.

რაც შეეხება ჰესებთან დაკავშირებულ საკითხს. ეს ჰესი არის ხეობისთვის დამანგრეველი. ეს ულამაზესი მდინარე, რომლის ჩხრიალშიც ბავშვობაში ვიძინებდით, უნდათ რომ მილებში მოაქციონ და ამწვანებული ულამაზესი ბუნება სულ გაუდაბნოვდება, გადახმება ყველაფერი. ამას ვეწინააღმდეგებით მე და ჩემი მომხრეები. ჩამოვედით იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი სიტყვა  ვთქვათ და ვინმემ მოგვისმინოს. თუ ნებით და სურვილით არ გააკეთებენ ამას  სხვა ხერხებიც ვიცით, როგორ მივაღწიოთ მიზანს“,_ გვითხრა ტრაპაიძემ.

შეკითხვაზე,  რა იგულისხმება სხვა სამოქმედო ხერხებში -  ტრაპაიძე განმარტავს, რომ  იარაღით ხელში ვერ გამოვლენ, მაგრამ მასობრივი აქციები გაგრძელდება.

„იარაღს ხელში ვერ დავიჭერთ და წინააღმდეგობის გასაწევად ასე ვერ გამოვალთ. იქნება მასობრივი აქციები, შეკრებები და გამოსვლები.  არ გვინდა „ნამახვანი 2“  გახდეს სურების ხეობა.  იქ ჩვენი მამა-პაპის ძვლებია შენახული“,_ გვითხრა ტრაპაიძემ.

აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა ქალბატონმა მანანა დიხანორიამ აღნიშნა, რომ სოფელში საცხოვრებლად ქალაქიდან ჩამოვიდა და მაცხოვრებლები ჰესის აშენებას არ დაანებებენ.

„დავტოვე ქალაქი და წამოვედი სოფელში, რომელიც ძალიან მიყვარს და მინდა, რომ ვიცხოვრო აქ. არა მაქვს სურვილი, რომ ჩვენი ლამაზი სურები გაანადგურონ. არ დავანებებთ“,_ თქვა დიხანორიამ.

მერიის წინ შეკრებილი ადამიანები ამბობდნენ, რომ დღეს ერთად უნდა იდგნენ და არ არის იმის გარჩევის დრო, თუ ვინ რომელი პოლიტიკური პარტიის მომხრე ან მოწინააღმდეგეა.

 „დღეს არ არის იმის დრო, ვინ ვისი მომხრეა და ვინ ვისი მოწინააღმდეგე. ყველა ერთმანეთის ნათესავი ვართ  და რაღაც დამოკიდებულებები გვაერთიანებს. ამიტომ ერთად უნდა დავდგეთ და არ უნდა მივცეთ ჩვენი ულამაზესი ბუნების დასახიჩრების საშუალება“,_ამბობდნენ ისინი.

აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ზურაბ დარსალიამ განაცხადა, რომ „სუფსა ენერჯის“ უკან, სავარაუდოდ, თურქები დგანან და თუ კომპანიას ჰესის აშენების უფლება მიეცემა, შემდეგ გაყიდიან.

 „ჩვენმა წინაპრებმა დღემდე მოგვიტანა სურები, სუფსის ხეობა.  როცა ერთად ვიბრძოდით რომ დაეგოთ 11 კმ გზა, ამ დროს თავს მეორე უბედურება დაგვატყდა. თურმე, ჩვენი სურების მიწები 2016 წელს გაუყიდიათ.  კაციშვილს კი არაფერი  არ უთქვამს. თურმე გუბერნიამ გადაუგზავნა მერიას, მერიამ გადაუგზავნა გამგებელს არიქა, თუ ხართ თანახმა რომ ეს მიწები გადავცეთო. ეს თვალში ნაცარის შეყრაა. ჩვენი ხალხი მებრძოლი ხალხი იყო. ახლა დაპირისპირების დრო არაა. ახლა ერთად უნდა დავდგეთ და ერთმანეთი გავიტანოთ.  არ უნდა მივცეთ საშუალება „სუფსა ენერჯის“, რომლის უკანაც, როგორც გავიგე ამოფარებულია თურქები. მერე  გაყიდიან და ჩვენ არაფერი დაგვრჩება. უნდოდათ საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა, მაგრამ არ შევხვდით, იმიტომ რომ არაფერი გვაქვს გასარკვევი. გვითხრეს, რომ არაფერი არ დაშავდება, მაინც გაკეთდება და ჯობია დაგვეთანხმოთო. ცოცხალი თავით ამას არ ვიზამთ“,_ თქვა ზურაბ დარსალიამ.

აქციაზე აღინიშნა ისიც, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ჰესის აშენებას თანხმდება სუსტი ნებისყოფის აღმოჩნდა და მოისყიდეს.

მერიის წინ შეკრებილი ადამიანები ამბობდნენ, იმასაც რომ მათ მიერ არჩეული ხელისუფლება ახლა უნდა დაუდგეს გვერდით.

„არ უნდა შეგვეშინდეს. რამდენჯერ ვთქვით უარი და კიდევ უნდა ვუთხრათ. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია მერთან, რადგან შეძლებისდაგვარად გვეხმარება, მაგრამ საწყენია, რომ ამ წუთას ჩვენს გვერდში არ დგას არც მერი და არც დეპუტატი, არც გუბერნატორი. მოვუწოდებთ, ხალხის გვერდში დადგნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და გურიის ხელმძღვანელები“,_ განაცხადეს აქციაზე.

ცოტა ხანში კი აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ჩოხატაურის მერიის შენობიდან მერი, ირაკლი კუჭავა გამოვიდა.

მერმა მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, რომ არარაციონალურ მიდგომებს ჰესებთან დაკავშირებით არ იზიარებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მოსახლეობის გვერდით დგას.

 „მიუხედავად იმისა, რომ არარაციონალურ მიდგომებს ჰესებთან დაკავშირებით არ ვიზიარებ, ყოველთვის ვიქნები ჩემი თანამოქალაქეების გვერდით. ზუსტად და მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული სად შეიძლება აშენდეს ჰესი და სად კატეგორიულად მიუღებელია. დღეს  რომ ენგურჰესი გვქონდეს ასაშენებელი, ამ განწყობით ვერ აშენდებოდა და ჩვენი ენერგოსისტემა იქნებოდა დანგრეული. ერთადერთი სტაბილიზაციის წყარო, იმ ქვეყნისთვის რომელსაც 35-40%-იანი დეფიციტი აქვს, არის ენგური. მიუხედავად იმისა, ვთვლი, რომ ხელისუფლება არ უნდა წავიდეს ხალხის წინააღმდეგ“,_ განაცხადა კუჭავამ და ამის შემდეგ მერიის წინ შეკრებილ ადამიანებს განუმარტა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლოების დამაზიანებელ ნაბიჯებს არ დგამს.

კუჭავამ რამდენიმე დღის წინ გამართული კრების და იმ პასუხის შესახებაც ისაუბრა, რაც მერიისგან მიიღო კომპანიამ.

„თქვენი ხელსაყრელი თარიღი შეხვედრისთვის იყო 17 თებერვალი და შეხვედრა ჩაინიშნა მაგ რიცხვში. კრების ჩატარებას წინ უძღოდა გამოგზავნილი წერილი, რის მეშვეობითაც ისმეოდა კითხვა სოფლის ხელმძღვანელობისა და სოფლის კრების საფუძველზე გვითხარით, ხართ თანახმა თუ არა რომ მიწა გადაეცეს საკუთრებაში „სუფსა ენერჯის“.

მერის თქმით, საპასუხო წერილი 19 რიცხვში გაიგზავნა, სადაც მიწის ნაკვეთის 49 წლის ვადით გადაცემაზე „სუფსა ენერჯის“ უარი ეთქვა.

„გამომდინარე იქედან, რომ ვითვალისწინებთ მოსახლეობის მოსაზრებას ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიზანშეუწონლად მიგვაჩნია „სუფსა ენერჯისათვის“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ზემო სურების მიმდებარედ არსებული  12 ერთეული მიწის ნაკვეთის პირდაპირი ფორმით 49 წლის ვადით აღნაგობის უფლების გადაცემა. ეს არის იმაზე პასუხი, რომ თვითმართველობა დაგიდგათ გვერდში, უფრო სწორად კი კანონს დაუდგა გვერდში. კიდევ ვამბობ, რომ თვითმმართველობას, მერიას და პირადად მერს თქვენს საწინააღმდეგოდ არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ და არც გადადგამენ. მაგრამ მანამდე გადაცემული საკადასტროები, რომლებიც თქვენ გამოაქვეყნეთ, ყველა არ არის გადაცემული, მაგრამ რაღაც ნაწილი გადაცემულია.  მერიას ამასთან კავშირი არ აქვს“,_ განაცხადა მერმა.

კუჭავამ მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, ისიც რომ:

_ ორი წლის წინ ვეუბნებოდი ამ ხალხს, რომ კარგი იდეაც კი თუ არ იქნა სწორად მიწოდებული, გამოიწვევს ვნებათაღელვას და ვთხოვე, რომ შეხვედროდნენ საინიციატივო ჯგუფს. მსგავსი თემები იყო ბახმაროს ჰესთან დაკავშირებით. იქ სკოპინგის შედეგად იმდენი მუხლი  ჩამოუთვალეს და 2 თვიანი ვადა მისცეს, რომ მე მეეჭვება ეს ყველაფერი დააკმაყოფილოს იმ ორგანიზაციამ. თუ თქვენ გაქვთ იმის განცდა, რომ მერი ან მერია ან თვითმმართველობა რაიმე გარიგებაში შევა, ეს იცოდეთ, რომ არის არასწორი.

 ამის მერე კი შეკრებილ ადამიანებს მოუწოდა 10 კაციანი ჯგუფი გამოეყოთ, ვინც მერიის შენობაში მოწყობილ სპეც ოთახში შევიდოდა და ონლაინ სკოპინგში ჩაერთვებოდა.

თავის მხრივ, შეკრებილი ადამიანები ამბობდნენ, რომ სურებში ინტერნეტი არ არის და ონლაინსკოპინგში მონაწილეობას სოფლიდან ვერ მიიღებდნენ.

„ერთხელ უარით გამოვისტუმრეთ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო. ახლა ხელი შეუწყო პანდემიამ და გადავიდნენ ონლაინ რეჟიმზე. ხალხს სურებში ინტერნეტი არ აქვს და ვინ ჩაერთვება და ვინ გამოთქვამს თავის აზრს სურებში? ამიტომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გავაფრთხილეთ, ჩამოვედით და აქედან  ჩავერთვებით სკოპინგში“,_ გვითხრა სურების საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებელმა.

"ბარამიძე ჰესის"პროექტის ონლაინ სკოპინგის განხილვა კი რამდენიმე საათია გრძელდება.





 ახალი ამბები
  • NCDC: იმ პირებისთვის, ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა მიიღო, ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებულია „ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს“,_ ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე ... ...
  • "მთელი სოფელი გლოვობს" _ 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვესსაზარელი ტრაგედია მოხდა გორში, სოფელ მეჯვრისხევში. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი, საკუთარ სახლში ნახეს. "მთელი სოფელი გლოვობს. უპატიოსნესი გოგო იყო. რა მოხდა, არ ვიცით", _ აცხადებენ ადგილობრივები. სუიციდის ფაქტს ადასტურებს "გურია ნიუსთან" მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში _ გიორგი ნარიკაშვილის თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა: "უცნობია მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება", _  ამბობს ... ...
  • როდის აღდგება წყლის მიწოდება ხიდისთავშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის თემს წყალი უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება. „სარემონტო სამუშაობია, გადართვები მიმდინარეობს.  ამიტომ დავცალეთ ცენტრალური მილი. დღეს გავავსებთ ბასეინს და ხვალ დილიდან იქნება წყალი“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა. ამავე თემაზე: რატომ არ მიეწოდება წყალი ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი კერძო საკუთრების წინააღმდეგ?„მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე“ - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანის ამ პოზიციამ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც გოლეთიანი ამბობს, მიუღებელია, როდესაც  ისეთი დიდი ტერიტორია, როგორიცაა მაგალითად, ხეობა კერძო პირის ხელში გადადის. გოლეთიანი უკვე მერამდენედ და ხაზგასმით ამბობს, რომ მისი ეს პოზიცია უშუალოდ თურქულ კომპანიას არ ეხებას: „ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ამბობს გოლეთიანი. გოლეთიანის თქმით, სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში,  სახელმწიფომ უნდა ააშენოს და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება. კიდევ ერთი საინტერესო გზავნილი რომელიც ვარლამ გოლეთიანს ეკუთვნის და რომელიც მან ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში განაცხადა ჰესის მშენებლობის პირობებს ეხება. „თუკი ამ პირობებით, როგორც არის სხვაგან, განვითარებად ქვეყნებში, მოხდებოდა გადაცემა, მაგალითად, 30-წლიანი სარგებლობის უფლებით ააშენებდა კომპანია „ენკა“ ნამახვანში პირობითად რომ ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურს და შემდეგ დაუბრუნებდა ჰიდროელექტოსადგურს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამ ნაწილში კითხვა აღარ გვექნებოდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • რას განიხილავენ ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა დაიწყო. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს,  შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას. განსახილველი თემა აქციის გარდა, ასევე არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...