არჩილ თალაკვაძე: "შემდგომ წლებში, ჩვენი მთავარი საზრუნავი ახალი სამუშაო ადგილები, ეფექტური სოციალური პოლიტიკა და განათლება იქნება"

მთავარი თემა

არჩილ თალაკვაძე: "შემდგომ წლებში, ჩვენი მთავარი საზრუნავი ახალი სამუშაო ადგილები, ეფექტური სოციალური პოლიტიკა და განათლება იქნება"

28 ოქტ. 2020, 15:19:23

გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც "გურია ნიუსმა" თქვენთვის ექსკლუზიურად ჩაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

_ ბატონო არჩილ, სამწუხაროდ, გურიამ, კოვიდ-19-თან დაკავშირებით, "მწვანე ზონის" სტატუსი დაკარგა; როგორ აპირებს სახელმწიფო შეუმსუბუქოს მოსახლეობას პანდემიით გამოწვეული მძიმე ყოფა?

_ ჩვენ გვაქვს გლობალური პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვის გეგმა და სრული კონსოლიდაცია, რომ ყველა რესურსი შედეგიანად გამოვიყენოთ ჩვენი მოქალაქეების, საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასაცავად. ჯანდაცვის სისტემა 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში რამდენიმე ათას შემთხვევაზე ახდენს რეაგირებას; ექიმების, ექთნების და ეპიდემიოლოგების მუშაობა ამ რთულ დღეებში სამაგალითოა. სოციალური დახმარების ღონისძიებები, პირველ რიგში, მივმართეთ მათთვის, ვინც დაკარგა სამსახური და შემოსავალი: 72000-ზე მეტ ადამიანს, ვინც სამსახური დაკარგა, სახელმწიფო 1200 ლარით დაეხმარა. 52000-ზე მეტ თვითდასაქმებულს 300-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა; 195000 სოციალურად დაუცველ ოჯახს დამატებით 600-ლარიანი დახმარება გადავეცით; ასევე, 600 ლარით დავეხმარეთ 22600 მრავალშვილიან ოჯახს და 40400 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს. მიზნობრივად, 200-ლარიანი დახმარება გადავეცით საქართველოში ყველა ბავშვს, ვისმა ოჯახმაც განაცხადი გააკეთა. მიზნობრივი მხარდამჭერი ღონისძიებები პოსტ-კრიზისულ პერიოდშიც გაგრძელდება. კოვიდ19-ის პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას.

_ "მწვანე ზონის" სტატუსი  აღარ აქვს, მაგრამ გურია ყოველთვის პოლიტიკურად აქტიური ზონაა; თქვენი აზრით, როგორია დღეს პოლიტიკური  ვითარება გურიაში? 

_ ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საზოგადოებას წარუდგინა საარჩევნო პროგრამა და მაჟორიტარობის კანდიდატი. ჩატარდა ბევრი შეხვედრა სოფლებსა და ქალაქებში. ოპოზიციური პარტიებიც ატარებენ წინასაარჩევნო შეხვედრებს და ხვდებიან თავის მხარდამჭერებს. ადგილზე არიან ეუთო/ოდირ-ის საერთაშორისო დამკვირვებლებიც. გურიაში წინასაარჩევნო კამპანია მშვიდად და კონსტრუქციულად მიმდინარეობს.

_ მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და ჯგუფებმა, მათ შორის, მმართველმა პარტიამ, ამომრჩეველს მაღალკონკურენტული, პროფესიონალი, ჯანსაღი პოლიტიკური წარსულის მქონე კანდიდატები წარუდგინეს?

_ პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გურიის ოლქში ვასილ ჩიგოგიძეა. ვასილ ჩიგოგიძემ იცის გურიის საჭიროებები, საქმიანი ადამიანია, არაერთი სიკეთე აქვს გაკეთებული, უყვარს თავისი მხარე და პარლამენტიდან კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს ხალხისთვის.

ვფიქრობ, გურიაში ოპოზიციის კანდიდატებს ვასილ ჩიგოგიძე დამაჯერებლად მოუგებს და გაიმარჯვებს. წინასაარჩევნო პერიოდში, გურიაში არაერთი კვირა გავატარე და ოპოზიციური კანდიდატების ერთ ნაწილს პასიური კამპანია აქვს, მეორე ნაწილი კი დეზინფორმაციით არის დაკავებული, თითქოს "ქართული ოცნება" ფარულად მათაც უჭერს მხარს - ეს აბსურდია. "ქართული ოცნების" კანდიდატი გურიაში არის ვასილ ჩიგოგიძე და მას პარტიის სრული მხარდაჭერა აქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

_ პოლიტიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბიზნესმენები პარლამენტში, ძალიან ხშირად პრობლემას ქმნიან საკუთარი ბიზნესინტერესებიდან, ბიზნესამბიციებიდან გამომდინარე; ასევე, პოლიტიკური "წესრიგის" და კანონების არცოდნის ან მიუღებლობის გამო.... საჭიროა თუ არა, პოლიტიკურმა პარტიამ გააანალიზოს ეს გამოცდილება? თუ საარჩევნო პროცესებში უპირატესობის მისაღწევად, აუცილებელია დავეთანხმოთ გავრცელებულ "თეორიას" _ "არჩევნებს იგებს ფული!"

_ საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს მოქალაქეთა პოლიტიკურ საქმიანობას. იქნება ფერმერი, ბიზნესმენი თუ ექიმი - ყველა მოქალაქეს აქვს პოლიტიკური უფლებები. პარლამენტის წევრის ბიზნეს საქმიანობას კანონი მკაფიოდ არეგულირებს და ამას აკონტროლებს როგორც საჯარო სამსახურის ბიურო, ასევე სამოქალაქო საზოგადოება. არჩევნებს პირველ რიგში, იგებს ხალხის ნდობა, გაკეთებული საქმეები, პოზიტიური დღის წესრიგი და საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია.

_ ძალიან ხშირად, განსაკუთრებით მცირე პარტიები, რომლებიც მრავლად არიან პარტიულ ბიულეტენში წარმოდგენილნი, საუბრობენ გარიგებაზე  _ რომ მმართველი პარტია და მსხვილი ოპოზიციური პარტია პოლიტიკურ ველზე პოზიციების შესანარჩუნებლად ერთმანეთს "ამაგრებს"; დაპირისპირება ფორმალური,- "საგარეოა" და "საშინაოდ" ერთმანეთთან კავშირი სიამტკბილურია....  თუკი პოლიტიკურ  ოპონენტს "დამნაშავეს" უწოდებთ, რატომ არ  სამართლდება? ხომ არ მიანიშნებს ეს ხელისუფლების უღონობაზე?

_ ეს არ არის სწორი შეფასება. სიმართლე ის არის, რომ "ქართულმა ოცნებამ" გაატარა ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები, რომელიც ჯერ კიდევ 2018 წელს დასრულდა და კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერა, რომ ქვეყანა გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. 2020 წლის არჩევნები 1%-იანი ბარიერით და არსებითად პროპორციული სისტემით ტარდება, რაც პირდაპირ არის პასუხი თქვენს კითხვაზე - არანაირი გარიგება არ სჭირდებათ პარტიებს ერთმანეთთან, ვინაიდან პირობები კონკურენტულია და ყველას, ვისაც აქვს ხალხის რეალური მხარდაჭერა, დამოუკიდებლად შეუძლია ბარიერის გადალახვა და შესვლა პარლამენტში.

რიტორიკულია კითხვაც, თუ დანაშაულებრივ პოლიტიკას ატარებდა ნაციონალური მოძრაობა "რატომ არ სამართლდება?" რეალურად, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების 80-მდე მაღალჩინოსანი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სასჯელს იხდის ან მოიხადა, მათი ნაწილი კი მიმალვაშია საზღვარგარეთ და ნახეთ, რომ 2019 და 2020 წელსაც რამდენიმე მათგანის ექსტრადირება მოხდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენს საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, რომ ასეთი ოპოზიციური ძალა და წარსულში მძიმე დანაშაულებში მხილებული მისი ლიდერები, პოლიტიკური ველიდან გაიყვანოს და მათი ადგილი ჯანსაღმა ოპოზიციამ დაიკავოს.

"ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებასთან ერთად ეს დესტრუქციული და მძიმე პოლიტიკური ბიოგრაფიის მქონე პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" 2012 და 2016 წლის არჩევნებში დაამარცხა. ახლა ისინი აღარ არიან ჩვენი მთავარი კონკურენტები _ მათ პრობლემა აქვთ საკუთარ წარსულთან. ვიმეორებ, საზოგადოებას აქვს ამ არჩევნებში შესაძლებლობა, რომ მილევად რეჟიმში მყოფი "ნაციონალური მოძრაობა" გაიყვანოს პოლიტიკური ველიდან და მისი ადგილი ჯანსაღმა ოპოზიციამ დაიკავოს.

თქვენ მეკითხებით, რატომ სხედან ერთად მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში? ან კომიტეტის სხდომებზე? ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებზე? ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული მოქალაქის მიერ გაკეთებულ არჩევანს და ვისაც არ მოსწონს ოპოზიციაში დესტრუქციული ჯგუფები, არ მოსწონს ის პოლიტიკური ლიდერები, ვინც პარლამენტზე და საკუთარ სახელმწიფოზე ძალადობრივ თავდასხმებს აწყობენ, რასაკვირველია ამ არჩევნებით შეუძლია უარი უთხრას მათ. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება მშვიდ, საქმიან და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას იმსახურებს და "ქართული ოცნება" არის იმის გარანტია, რომ ქვეყანას სტაბილური პოლიტიკური სისტემა ექნება, რომელიც ქვეყანაში არა დაპირისპირებას, დესტაბილიზაციას და ძალადობას უწყობს ხელს, არამედ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, აგვარებს პრობლემებს და უზრუნველყოფს პროგრესს.

_ მოდით, დაპირებების შესახებაც ვისაუბროთ; წინა არჩევნებზე,"ქართული ოცნების" მხრიდან,  გურიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დაპირება გაიცა  - განათლების, ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების კუთხით...  ბუნებრივია, ზოგი შესრულდა, ზოგიც _ ვერა....ამომრჩეველს განსაკუთრებით შეუსრულებელი დაპირებები ამახსოვრდება. თქვენ, როგორც გურიის, ოზურგეთის მკვიდრს, რომელი აუხდენელი დაპირება გახსოვთ?

_ ამ წლების განმავლობაში მართლაც მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შევძელით მოქალაქეების მხარდაჭერით. გურიაში განსაკუთრებით გამოვყოფდი სოციალურ ინფრასტრუქტურას _ სკოლებს, ბაღებს, ამბულატორიებს, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბაზებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, მაგისტრალურ გზებს, გაზიფიკაციას, სპორტულ მოედნებს. გურიის რეგიონში მასშტაბური პროექტები გახორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედებითა და დაფინანსებით _ შავი ზღვის სანაპირო ზონამ ახალი ეკონომიკური და კულტურული, ტურისტული და ეკოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა: საკონცერტო ცენტრი "ბლექ სი არენა", სასტუმრო "პარაგრაფი", დენდროლოგიური პარკი, მინიატურების პარკი და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები გურიას განვითარების ახალ პერსპექტივას აძლევს. სახელმწიფოს მხარდაჭერით გახორციელდა მნიშვნელოვანი საინვესტიციო და ბიზნეს პროექტები, რომელმაც ახალი სამუშაო ადგილები შექმნა _ ასეთია ორი სამკერვალო ფაბრიკა, თევზის თანამედროვე საწარმოები, მეფრინველეობის ფერმები, მოცვის ახალი პლანტაციები, თხილის და ჩაის თანამედროვე საწარმოები, რამდენიმე სასტუმრო და სხვა.

კარგად გვესმის, რომ სიღარიბე კიდევ არა ერთ ოჯახში პრობლემად რჩება და შემდგომ წლებში ჩვენი მთავარი საზრუნავი სწორედ ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმება, ეფექტური სოციალური პოლიტიკა და განათლება იქნება.

_ "ქართულმა ოცნებამ" წინასწარ დააანონსა, რომ პარლამენტს ისევ გურული თავმჯდომარე ეყოლება _ თქვენი პოლიტიკური ძალა თვლის, რომ კოალიციური შეთანხმებების აუცილებლობამდე საქმე არ მივა.... პოლიტიკაში პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ მაინც, როგორია თქვენი ყველაზე პესიმისტური  და ოპტიმისტური პროგნოზი?

_ მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის საზოგადოების და ჩემი პოლიტიკური გუნდის მადლიერი ვარ. მეამაყება, რომ ამ 4 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში ჩვენს მშობლიურ გურიას, თავისუფლებისმოყვარე და განათლებულ საზოგადოებას წარმოვადგენდი.

სადაც ყველაზე მეტად გამოვადგები ჩემს ქვეყანას, მზად ვარ იქ ვიმუშაო _ თანამდებობა ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. არ ვიცი, რას ამბობენ პოლიტიკური სინოპტიკოსები, მაგრამ მჯერა, რომ საზოგადოების მხარდაჭერით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ჩამოაყალიბებს უმრავლესობას პარლამენტში, დააკომპლექტებს მთავრობას და მეორე დღიდანვე განაგრძობს საზოგადოებისთვის საჭირო საქმის კეთებას.  

 _ "გურია ნიუსი" და ააიპ "Post ალიონი" ახორციელებს პროექტს "ვირჩევ დემოკრატიას!" - #მიეხმარასაქართველოს!" ეს პროექტი იმ ახალგაზრდების დასახმარებლადაა, ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში. რას ეტყოდით  მათ?

_ ახალგაზრდების ხმა და მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო და მისი ხელისუფლება მომავალზეა ორიენტირებული. ჩვენ ვხსნით ახალ შესაძლებლობებს ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და პროფესიული განვითარებისთვის. "ქართული ოცნების" ახალ საპარლამენტო გუნდში არაერთი წარმატებული ახალგაზრდა ლიდერია და ჩვენი ქვეყნის მომავალი ახალგაზრდებს ეკუთვნით.




 ახალი ამბები
  • იუსტიციის სამინისტრო ახალშობილთა მშობლებს 25-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემს15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. მშობლები ასევე მიიღებენ ფასდაკლების ბარათებს ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე. „2016 წელს დაწყებული სოციალური პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბს იძენს. პროექტი, რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება. 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. ისინი მიიღებენ ფასდაკლების ბარათებსაც ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე; სოციალურად დაუცველთა სასაჩუქრე პაკეტი კი, მნიშვნელოვნად უმჯობესდება. გაუმჯობესებულ პირობებს იუსტიციის სახლსა და სს „გეფას“ შორის თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელსაც 1-ლ დეკემბერს ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კოხრეიძემ და სს „გეფას“ დირექტორმა მიხეილ აბრამიძემ. პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს. სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი, ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ. სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისულ ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში − „ფარმადეპოსა“ და „ჯპს“-ის ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს. პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ 2016 წლის 17 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც სასაჩუქრე ნაკრები სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებულ 15 000-ზე მეტ ახალშობილს გადაეცა; დღეიდან კი, პროექტის გაზრდილი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც საქართველოში დაბადებული ყველა ახალშობილის დასაჩუქრებას გულისხმობს, ბენეფიციართა რაოდენობა წლიურად 50 000-ს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ პროექტს სისტემატური სახე ექნება, ვინაიდან იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლმა სოციალურად დაუცველი ახალშობილების დასაჩუქრება მუდმივ ვალდებულებად აიღო“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ... ...
  • საარჩევნო პლაკატების ნარჩენები ოზურგეთში: „ეს რამიშვილის კი არა, ახეულ-ჩახეულების ქუჩაა“ ოზურგეთში, ხეებზე, ღობეებზე, შენობების კედლებზე კვლავ ბლომად შეხვდებით  საარჩევნო პლაკატების ნარჩენებს. თუმცა, ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევა ქალაქის ცენტრში მდებარე  ნინო რამიშვილის ქუჩა. _ ეს რამიშვილის კი არა, ახლა ახეულ-ჩახეულების ქუჩაა. ასე გააშპალიერეს, აწებეს და აგოზეს კედლებზე. მერე კი გოუყვნენ კუდიგორის გზას. ახლა ჩვენ უნდა  ვფხიკოთ? გადაიღეთ, ჰო, უცებ არ შერცხვეთ, გამოიქცევიან და გადაფხეკვაში ფრჩხილებს წეიძრობენ, _ ხუმრობენ,  იქვე, თხილის მიმღებ პუნქტებში ... ...
  • „ბაჩონკით“ მოზიდულ წყალს ჭაში ვასხამთ, მერე ვქაჩავთ... “ : უწყლობა და ციტრუსოვანთა რთველი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მერიაში, ხვარბეთში და კონჭკათში, ახლა ჩვეულებრივ ციტრუსოვანთა ოქროს რთველია. ადგილობრივებს უხარიათ, რომ  წელს მანდარინის კარგი მოსავალია და კლიენტიც ბევრი მოდის. _წელს, ალბათ, ჩვენთან დეკემბრის შუა რიცხვებში ხალხს მანდარინი რეალიზებული ექნება. თუმცა,  მოკრეფილი მოსავლის ნახევარი მიაქვთ მხოლოდ.  არჩევენ. მთავრობა უნდა იბარებდეს, უკეთესი იქნებოდა. გადავყევით, შევწამლეთ. რა  რჩება მანდარინის მფლობელს? აგერ, მზევინარ ღლონტის ეზოში მოვკრიფეთ. დღიურად 35 ლარს გვიხდის. 68 ლარი ერთ ტომარა ფქვილში მივეცი. ყველაფერი გაძვირებულია. თვითონ მზევინარმა 900 ლარი აიღო გუშინ, გორელებმა წაიღეს. 7 00 ლარი მკრეფავებისთვის გადაიხადა. რა დარჩა?  ორივე მხარე წაგებული ვართ, _ გვეუბნებიან მერია -კონჭკათის საზღვარზე მცხოვრები ქალბატონები:  მანანა ვასაქძე, ფატი დოლიძე და მადონა დიასამიძე. _ მერიას წყალი საერთოდ არ აქვს. კონჭკათში ნახევარ სოფელს მაინც აქვს გაკეთებული. დავდივართ  კარდაკარ. ვიღაცის ჭაში რომ წყალი ამოვიღოთ. მოგვაქვს „ბაჩონკებით“, ვასხამთ ჩვენს ჭაში. მერე უნდა  ჩავრთოთ „ტუმბო“,  უნდა  „ავწიწოთ“  ავზში, რომ ისევ უკან სახლში,  ონკანში წამოვიდეს. ასე ძლივს ვახერხებთ ჭურჭლის გარეცხვას და საჭმელის გაკეთებას. თქვენ გეცინებათ და ასე ვართ, ასე!  ჰიგიენა იქნება ასეთ პირობებში? არც გაზია, მაგრამ უგაზოდ გავძლებთ, უწყლოდ სანამ ვიყოთ? ახლა ციტრუსოვან ბაღებში რომ ვმუშაობთ და ხელის დასაბან წყალს გამოიზოგავ, თან ამ  გაგანია პანდემიის დროს, როგორია? სოფელში მცხოვრები მოსწავლეები, რომლებიც ონლაინსწავლების რეჟიმში იმყოფებიან, ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში ბავშვები იჩაგრებიან, სწავლის მხრივ.  ბევრს არ აქვს ინტერნეტი და სწავლის პროცესს ძალიან ჩამორჩენილი არიან. _გარდა ამისა, ერთი სტადიონის გაკეთება არ მოხერხდა მერიაში.  გავიდოდით სტადიონზე. თუარა, კი  ვართ ტელეფონში თავჩარგული _ გვითხრეს მეთერთმეტე კლასელებმა, სანდრო ჯიჯიეშვილმა და გელა ქავჟარაძემ, მეშვიდელკლასელმა თინათინ ჯოგლიძემ. სოფელ კონჭკათში, სეზონზე ათას ტონაზე მეტ ციტრუსოვანს კრეფენ. წელს რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ. ადგილობრივი მკვიდრი, ირაკლი ლოდია ამბობს, რომ  ნახევარ სოფელს უწყლოდ ყოფნა უწევს.   _ბევრი რამ გაკეთდა.  სოფლის  პროგრამით  მოეწყო  გარე განათება, შუაღელის უბანში აიგო ხიდი, ხუთ ადგილზე კი, აღმართებზე, ბეტონის მონაკვეთები დააგეს. ახლა უწყლობა აწუხებს ნახევარ სოფელს  და ესეც თუ მოგვარდება, სასაყვედურო არ გვექნება, _  გვითხრა მან. კონჭკათი-მერიის საზღვარზე,  სოფლის ცენტრალური გზის გასწვრივ, დაუდევარ  ადამიანთა მიერ დაყრილია, როგორც  საყოფაცხოვრებო, ისე სამშენებლო ნაგავი. ვრცელ სტატიას ციტრუსოვან სეზონსა და სხვადასხვა პრობლემებზე, მალე ... ...
  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი კოვიდ-19-ით გარდაიცვალარამდენიმე საათის წინ, სამტრედიის ჯეოჰოსპიტალსში, რომელიც ერთი თვის წინ კოვიდკლინაკად გადაკეთდა, დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი, ლია ბიბილეიშვილი გარდაიცვალა. "ერთი კვირა სახლში მკურნალობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, დამძიმებული მდგომარეობით სამტრედიის სამედიცინო ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მედიკოსებმა მისი გამოჯანმრთელება და გადარჩენა ვერ მოახერხეს, რადგან შუახანს გადაცილებულ ქალბატონს რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა: შაქრიანი დიაბეტი და გული ნაოპერაციები. ლია ბიბილეიშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. ის უდიდესი დანაკლისია არა მარტო ჩვენი მუნიციპალიტეტის, დიდი ჯიხაიშის, არამედ მთლიანად იმ საზოგადოებისთვის, ვისაც დიდი ნიკო ნიკოლაძე უყვარს და მის განვლილ ცხოვრების გზას ეთაყვანება", _ თქვა "გურია ნიუსთან საუბრისას სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მამუკა ბიბილეიშვილმა. ლია ბიბილეიშვილი დიდ ჯიხაიშში მარტო ცხოვრობდა. მან მთელი თავისი ცხოვრება ნიკო ნიკოლაძის სახელობის მუზეუმს და დიდი ნიკოს მოღვაწეობის პოპულარიზაციას შესწირა. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ლია ბიბილაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ... ...
  • დგას თუ არა გურიაში დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობასაქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. რა შეზღუდვები მოქმედებს გურიაში და დგას თუ არა ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა, როგორიცაა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიას ესაუბრა. „ამ ეტაპზე დამატებით შეზღუდვებზე არ არის საუბარი. თუ ამის აუცილებლობა დადგება, შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. შეზღუდვებიდან რეგიონში ვრცელდება ღამის საათებში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა. დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება არ არის შეზღუდული”,_ გვითხრა ნასარაიამ. ნასარაიას თქმითვე, შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც იმ ობიექტების მონიტორიგს ახორციელებენ, რომელთა მუშაობაც ახლად დაწესებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდულია ან არ არის შეზღუდული. “შესაბამისი ჯგუფებია შექმნილი, რომლებიც მიდიან და აფრთხილებენ ობიექტებს, რომლის შეზღუდვაც დაწესებულია, ვთქვათ რესტორნების, სასტუმროების და ა.შ. და იმათ, რომლებიც  არ იზღუდება, აცნობენ რეკომენდაციებს და ვალდებულებებს, რომლებიც უნდა შეასრულონ და შრომის ინსპექციის გაფრთხილების ჯგუფთან ერთად რამდენიმე დღეში დაიწყება შემოწმებები. თუ აღმოჩდება ისე რომ არ ემორჩილებიან დაწესებულ შეზღუდებს სანქციები იქნება გატარებული”,_ გვითხრა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...