„ასე ცხოვრება შეუძლებელია!“ _ სოფელში წლების წინ წარმოქმნილი და დღემდე მოუგვარებელი პრობლემა

მთავარი თემა

„ასე ცხოვრება შეუძლებელია!“ _ სოფელში წლების წინ წარმოქმნილი და დღემდე მოუგვარებელი პრობლემა

3 ივლ. 2020, 13:28:54

„მე გაწუხებთ შეწუხებული მოქალაქე. ნამდვილად მსურს, ზაფხული გავატარო ჩოხატაურის რაიონში, სოფელ შუა ამაღლებაში. იქ გავიზარდე, მაგრამ ძალიან შეწუხებული ვარ. როგორც მაწვდიან ინფორმაციას, არ არის წყალი, დასალევიც კი! რომელ ჰიგიენაზე მელაპარაკება ჩოხატაურის მთავრობა. იქნებ, თქვენ დაინტერესდეთ ამ თემით. მართალია, მე თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ მომავალ კვირას ჩამოვალ გურიაში და  აუცილებლად მივმართავ პრეტენზიით ჩოხატაურის მერიას.

არჩევნები მოდის, დაიწყებენ კარდაკარ  სიარულს ხმების კარგად მოსაგროვებლად.

იქნებ, თქვენ გამოაფხიზლოთ ჩოხატაურის ეს უმოქმედო და უნიათო მთავრობა!

ბავშვები ვერ ჩამოგვიყვანია. ელემენტარულად, რომ დავბანოთ, იმის საშუალებაც არაა სოფელში. დასალევ წყალს, ჯანდაბას, ვიყიდით!“ _ ეს წერილი „გურია ნიუსის“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ქსელის მომხმარებელმა თეა ჩხატარაშვილმა მოგვწერა და გვთხოვა, ადგილზე მივსულიყავით და სოფლის, კონკრეტული უბნის მცხოვრებლებს შევხვედროდით.

„გურია ნიუსი“ შუა ამაღლებაში 30 ივნისს იმყოფებოდა. მოსახლეობამ, რომელიც საკმაოდ მრავლად დაგვხვდა შეკრებილი, უწყლობით შექმნილ პრობლემასთან ერთად, იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც, მათი თქმით, წლებია აწუხებთ.

ნონა გოგოლაძე: ჩვენი პრობლემა, ძირითადად, უწყლობასთანაა დაკავშირებული. ყველაფრისთვის წყალი სჭირდება ადამიანს. სოფელში ვცხოვრობთ, საქონელი გვყავს, ფრინველები. ჭა კი გვაქვს, მაგრამ შრება ზაფხულში ჭები, ამოდის 100-200 ლიტრი წყალი და 200 ლიტრი ნამდვილად არ არის საკმარისი.

შარშან დავწერეთ განცხადება, შევაგროვეთ ხელმოწერები და გავუგზავნეთ ბატონ ირაკლი კუჭავას და პასუხი მოგვივიდა, რომ, როცა მუნიციპალიტეტს ექნება საშუალება, რომ დაგაკმაყოფილოთ წყლით, მაშინ დაგაკმაყოფილებთო და ველოდებით დღემდე“.


მამუკა ყაჭეიშვილი: ადრე გვქონდა წყალი, მაგრამ უხარისხო მილებით გაკეთდა და მალევე გაფუჭდა. ქვიშნარაზეა „ბასეინი“. ავდიოდით იქ გავაკეთებდით, ჩამოვიდოდით, ისევ გაფუჭდებოდა და თავიდან იწყებოდა. ბოლოს სულ გაფუჭდა და წლებია, სოფელს წყალი აღარ მიეწოდება. წინა წელს თავადაც ბრძანდებოდა აქ ბატონი ირაკლი. ჭაბურღილს გავაკეთებთო,  _ გვითხრა, მაგრამ რად გვინდა ჭაბურღილი, როცა სოფელში წყლის რესურსი არის, რომლითაც შესაძლებელია, მთელი სოფელი უწყვეტად მომარაგდეს. გვითხრა, სოფლის პროგრამიდან თანხა არაა საკმარისიო და კერძო ინვესტორი კიდევ აქ ვინ შემოვა, რომ ფული ჩადოს, მერე რას ამოიღებს აქედან. ვითხოვთ, თანადაფინანსებით, ჩვენი დახმარებით მაინც მოგვიგვარონ ეს პრობლემა, თორემ ასე ცხოვრება არ შეიძლება!

დოდო სიხარულიძე: „ადგილს, სადაც „ბასეინებია“ განთავსებული, ტბორისთავს ეძახიან. იქ არის 5 „ბასეინი“, თითო რამდენიმე ტონიანი. ავზები ჰერმეტულადაა დახურული და დატოტილია, საიდანაც სხვადასხვა მიმართულებით გამოედინება წყალი. სოფელში 300 კომლი ვცხოვრობთ და წყლის რესურსი იმდენია, რომ თითო ოჯახზე ტონა წყალი მაინც მოდის. ეს სოფელს მთლიანად აკმაყოფილებდა, მაგრამ დღეს, სოფლის ცენტრის ქვევით წყალი აღარაა.  სოფლის ხელმძღვანელებმა უნდა დააყენონ საკითხი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან. თუმცა, ჩვენც მივწერეთ შარშან და აქ გვაქვს პასუხიც“.


ლალი ელიაშვილი: აქ ვისაც ხედავთ, ყველა „ოცნების“ მხარდამჭერები ვართ, მარტო ჩვენ კი არა, ჩვენი ოჯახებით. არჩევნები მოდის, რამდენ ხმას მიიღებენ ამ უბნიდან, ნახავენ. ჯერ ერთი, რაც გაკეთდა, ყველაფერი უხარისხოდაა გაკეთებული. გზა გააკეთეს ვითომ, ისიც უხარისხოდ, თან _ სანახევროდ. ამის ქვემოთ, საერთოდ არ ვცხოვრობთ თურმე ხალხი, _ გვითხრა ქალბატონმა ლალიმ, რომელსაც ჩატარებული სამუშაოების უხარისხობით შეწუხებული თავისივე მეზობელი, თამილა ჯიბუტი შეეკამათა.

_ ზევით რომ ვცხოვრობ, რა არის მერე, როგორაა გაკეთებული?! მოგწონთ თქვენ?! წვიმაში მესტუმრეთ და ნახავთ ჭიშკართან გავლას თუ შეძლებთ. ამას ჯობდა 200 მეტრი გაეკეთებინათ და ხარისხიანად. ნამდვილად უკეთესი იქნებოდა. მე რომ ვუთხარი გამგებელს, თუ მოგეწონა ჩვენთან გაკეთებული გზაო, სახლში მომაკითხეს, რატომ თქვიო.

გივი ჩიგოგიძე: სუფსიდან ამოღებულ ხრეშს გვამადლიან, ერთი-ორი გაწვიმება და წყალს ისევ სუფსაში ჩააქვს, რასაც დაყრიან. ახლა გათხარეს არხები, ჩაყარეს მილები, მაგრამ რა აზრი აქვს _ მილი ზევითაა, არხი _ ქვევით; თან არხი გზის ცალ მხარეს გაჭრეს“.

ნანა ჟღენტი: „უხარისხოდ რომაა საქმე გაკეთებული ჩვენი ბრალიცაა _ რომ არ დაადგება სოფლის მაცხოვრებელი იმ ტრაქტორისტს და სატვირთოს მძღოლს თავზე მუშაობის დროს. იმას სულ არ აინტერესებს _ მოვიდა, დაყარა, წავიდა, აიღო ფული _ იმას სხვა არაფერი აინტერესებს, მაგრამ მე  და შენ რომ ვცხოვრობთ აქ და არ მოგვწონს ის, რასაც ყრის, უნდა გამოვიდეთ და ვუთხრათ, ეს ქვა შენი სახლის წინ დაყარე ან ვინც გამოგატანა, იმას დაუყარეო, ან რომ არ გამოვატარებთ მაგ ლოდებით სავსე მანქანას გზაზე, მეორედ ასე არ გააკეთებენ. არჩევნები მოდის და შეიძლება მაგათთვის 10 და 20 ხმა არაფერს ნიშნავს, მაგრამ სოფლიდან 1 კაციც რომ არ გამოცხადდეს, გეძებენ და გირეკავენ, სად ხარ, ამოდიო და მოგაკითხავენ და ისე წაგიყვანენ. მარა აქ პრობლემა რომ გვაქვს, მაშინ არავის ვახსენდებით. გამოდით მამაკაცებმა გარეთ და ნახეთ, აბა, თუ გაგიბედავენ ამ ლოდების სახლის წინ დაყრას“.

ირაკლი ვაშაკიძე: „აქ წყალი მოდიოდა ძალიან კარგად. დიდი ხნის წინ, კომუნისტების დროს ჩაყარეს აქ მილები. ანალოგიური მილებით გაკეთდა წყალი ხიდისთავში, რომელსაც დღეს ცვლიან ხიდისთავში. ამდენ ხანს ვარგოდა, ყოველ შემთხვევისთვის, წყალს ატარებდა და სოფელს პრობლემა ამ მხრივ არ შექმნია. ჩვენთან  იმავე ხარისხის მილებზე თქვეს უხარისხოაო. მოვიდა ადგილობრივი ხელისუფლება, სხვაც თუ იყო ჩართული ამ საქმეში ვერ გეტყვით, ცუდია, უნდა ამოვიღოთო და ისე სწრაფად გააკეთეს ეს, ვერ გეტყვით. არც ის ვიცი, სად წაიღეს შემდეგ ეს მილები. მოვიტანთ ახალსო და მართლაც მოიტანეს, მაგრამ ეს არ იყო ახალი _ რომელიღაც სოფლის და მგონი არა ამ რაიონის გამონაცვალი „ტრუბები“. მოიტანეს ფორმალურად, როგორც იყო ჩაალაგეს. ეს „ტრუბები“ ისედაც დამპალი იყო და 2 წელიწადში საერთოდ გაფუჭდა. წყლის წნევას ვერ გაუძლო და დასკდა. მე ხშირად არ ვიყავი სახლში და ჩემზე მეტად ეს ადამიანები იტანჯებოდნენ _ წავიდოდნენ იმ სათავეში, გადაკეტავდნენ, გააკეთებდნენ. მერე კიდევ თავიდან იწყებოდა. თითქმის ყოველდღე ხდებოდა ეს! ის მილები რომ ყოფილიყო, წყალი დღესაც გვექნებოდა. არჩევნების დროს გვაყვედრიდნენ _ „ბასეინი“ გაგიკეთეთო, _ იძახდნენ. იმ „ბასეინით“ ჩვენ არ გვისარგებლია. ის მილები, რომ ყოფილიყო, რომელზეც უკვე მოგახსენეთ, წყლის პრობლემა დღეს არ გვექნებოდა.


ეს ამ ხელისუფლებამდე იყო _ ჯართის ჩაბარების აქტიური დრო რომ იყო, მაშინ. ამას ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებდა. დაგიძახებდნენ, მიხვიდოდი, რაღაცას დაგელაპარაკებოდნენ, ვითომ ხალხის მოთხოვნით კეთდებაო, ვიღაცა რაღაცას გამოგიგზავნისო. მთავარი იყო გასულიყო იქიდან. ხალხი სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ვითომ ხალხმაც იცისო და მორჩა _ გამქრალი იყო. ხალხისთვის ბნელა და ბნელოდა, თორემ მაგათთვის სულ ნათელი იყო. წყალი არაა, გზას, თქვენც ხედავთ, როგორი გაკეთებულია. ცოტას დაველოდები, თუ გააკეთებენ, მაგათ ჩხუბს ვერ დავუწყებ _ ვერც ადგილობრივს და ვერც რაიონს. მე გავაკეთებ მერე ჩემი ეზოს გასწვრივ. ვიყიდი ხრეშს, მოვიტან და დავყრი, მაგრამ იცოდნენ, რომ იმათ დიდ მანქანებს იმ გზაზე მერე არ გამოვატარებ. ეს იცოდნენ!“

სოფელს უნდა მიხედოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ადამიანებმა, რომლებიც ჩვენ ავირჩიეთ, მოგვხედონ, _ ამბობდნენ შეკრებილი ადამიანები და კიდევ ერთ პრობლემაზე  _ მდინარე სუფსაზე არსებულ კარიერზე საუბრობენ.

ირაკლი ვაშაკიძის თქმით,  მათი სოფლის საძოვრების გასწვრივ, მდინარე სუფსის კალაპოტი რამდენიმე ადგილას შეცვლილია.

_ სუფსა მისი კალაპოტიდან მოწყვიტეს, ზოგან ასი მეტრზე და უფრო მეტზეც შემოჭრილია ჩვენი ფართობებისკენ. ის მდინარე რომ ადიდდება არც საყანე ფართობები დაგვრჩება და არც საძოვრები. ახალი ტყე მოდის, ვნატრობდით, როდის წამოვაო, ყველაფერს გადალეკავს. ისეც შემცირებულია საძოვრები. იყვნენ ვლადიმერ სიხარულიძე და სხვები მოსული და ვეტყვითო, _ დაგვპირდნენ. ეტყოდნენ, ალბათ, მაგრამ სად ჩანს, სადაა შედეგი, _ ამბობს ირაკლი ვაშაკიძე.


შეკრებილი მოსახლეობა იმ საფრთხეებზე საუბრობს, რასაც, მათივე თქმით, მდინარეზე ინერტული მასალის მოპოვების გამო გაჩენილი ღრმა ორმოები უქმნით.

„გარდა ამისა, მდინარეზე, ნაპირთან ახლოსაც და წყალში დამბები გაჩნდა, ქვიშის ამოღების შედეგად. იქ ჩვენი საძოვრებია, საქონელი რომ შიგ ჩავარდეს, რა ვქნათ, ჩვენ ამ საქონლებით ვარსებობთ. ან ზამთარში, თოვლი რომ წაეფარება, შეუმჩნეველი გახდება ეს ადგილი,  ზედ რომ მონადირემ გაიაროს და ჩავარდეს, ვერ ამოვა და ხომ უბედურება დატრიალდება. ან როდის და სად მონახავენ“, _ ამბობენ ისინი.

ადგილობრივმა ახალგაზრდებმა კიდევ ერთ, მათთვის მნიშვნელოვან პრობლემაზე ისაუბრეს. მათი თქმით, სოფლის მოსაზღვრედ მდებარე ქვის სატეხი საამქროდან მდინარე სუფსა ისე ჭუჭყიანდება, რომ ბანაობა შეუძლებელია.

_ ზაფხულია, მდინარეში უნდა იბანაო, მაგრამ ჩვენთვის ესეც არაა. გორას გადასახვევზე რომ „დრაბილკაა“, ისე აჭუჭყიანებს წყალს, რომ მდინარეში შესვლა შეუძლებელია. ჩვენ რომ მანქანით წყალში გავიაროთ, მაშინვე დაგვაჯარიმებენ, წყალი ჭუჭყიანდებაო, ამათგან წყლის დაბინძურება შეიძლება? _ ეს მაინტერესებს. ან თითონ ამ კომპანიამ ის მაინც გაგვიკეთოს, რომ რაღაც მომენტში შეაჩერონ მუშაობა, ან _ დილით, ან _ საღამოთი, რომ ბანაობის შესაძლებლობა გვქონდეს, _ გვითხრა გივი ჩიგოგიძემ.

თუმცა, ქვის გადამამუშავებელი საამქროს ხელმძღვანელი, ამირან ბასილია ამბობს, რომ მათი ე.წ. დრაბილკა მდინარეს არ აჭუჭყიანებს.

"ჩვენი "დრაბილკიდან" მდინარე არ ჭუჭყიანდება. ჩემთვის ცნობილია, რომ პრეტენზია აქვთ მაგ სოფლის მცხოვრებლებს. მოვიდნენ ჩემთან და ვანახებ ჩაედინება თუ არა ჩვენგან ჭუჭყიანი წყალი სუფსაში", _ გვითხრა ბასილიამ.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ „გურია ნიუსთან“ საუბრისას თქვა, ამ კონკრეტულ უბანში ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა, მათ შორის, სოფლის პროგრამის ფარგლებში.

სოფელ შუა ამაღლებაში არსებული პრობლემების შესახებ უფრო დაწვრილებით სასაუბროდ „გურია ნიუსი“ სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს ჩოხატაურის საკრებულოში ვლადიმერ სიხარულიძეს დაუკავშირდა.

სიხარულიძის თქმით, ის კარგად იცნობს სოფლის ამ კონკრეტული უბნის პრობლემებს. მისივე განმარტებითაც, სოფლისთვის ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა.

მთელი სოფლის პროგრამა, რაც იყო, მივმართეთ მაგ კუთხეში. თქვენ შეიძლება არ იცით, მაქ როგორი გზა იყო და რამხელა მონაკვეთი გაკეთდა. მაქ გზის ცალ მხარეს, კლდის კედელი იყო ჩამოშლილი და ის გავაკეთეთ; გასულ წელს გაკეთდა ის საყრდენი კედელი. წელსაც, მთელი სოფლის პროგრამა გაკეთდა და დაპროექტდა ისე, თითონ მაგ ხალხმა მიიღო მონაწილეობა, როგორც უნდოდათ. ვინც აკეთებს, მაგ უბნელია, შემდეგ თუ თვითონ ერთმანეთში ვერ მორიგდნენ, ეგ სხვა საკითხია. მთლიანი თანხა რაც იყო წავიდა მაგ უბანში და მოხმარდა გზას. ახლა რაც შეეხება არხებს, იმის მიხედვით გაკეთდა, როგორც არის სტანდარტი. ეგ გაკეთებულია პროექტის მიხედვით. სოფელს აქვს 5 ავზი _ 150, 50, 80, 12 და 27კბ/მ მოცულობის. რაც შეეხება წყალსადენს, 23 კმ. მილი ამორტიზირებული და მთლიანად შესაცვლელი, სათავე ნაგებობები მოსაწყობია, ამიტომ ეს საკითხი დაყენებულია მუნიციპალური განვითარების ფონდში და ამ საკითხზე ჩვენ ვმუშაობთ. ეს პროექტი ჯდება, დაახლოებით, 850 000 ლარი. შესაბამისი მასალები გაგზავნილია სამხარეო ადმინისტრაციაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მგფ-ში. აქ კანონმდებლობის პრობლემებია და სხვა არაფერი, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხებზე, მაგრამ როდის იქნება, კონკრეტული თარიღის დასახელება არ შემიძლია, რადგან, როგორც გითხარით, მინიმუმ, 850 000 ლარია საჭირო, რომ ტექნიკური წყალი წამოვიდეს, პირველ ეტაპზე საუბარია ტექნიკურ წყალზე. მაგ უბანში, რომელზეც საუბარი გვაქვს, გაკეთდა 2 ხიდი, ასევე რაღაც მონაკვეთზე _ ბეტონის გზა. სოფლის მაგ უბანში ყველაზე მეტი სამუშაოებია ჩატარებული. გზის მოხრეშვა კი მიმდინარეობს, მაგრამ რამდენიც არ უნდა დაყარო, სანამ ბეტონის გზა ბოლომდე არ დაიგება, ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. ამაზეც მიდის მთელი რიგი სამუშაოები, მაგრამ როცა პრობლემებზე საუბრობენ, იმაზე რატომ არაფერი თქვეს, ამდენი რამე რომ გაკეთდა მაგ უბნისთვის“.

სიხარულიძის თქმით, უსაფუძვლოა ადგილობრივ მცხოვრებთა საყვედური სხვა კუთხითაც. სოფლის დეპუტატის განმარტებით, კარიერზე დასაქმებული მძიმეწონიანი მანქანები აღნიშნულ გზაზე არ გადაადგილდებიან.

„კარიერზე დასაქმებული მანქანები მაგ გზით არ სარგებლობენ. მაქ გახსნილია სახელმწიფო კარიერი. კარიერის მანქანა ერთხელ შევიდა, ისიც იმიტომ რომ საჩუქრად მოგვცეს ქვიშა-ხრეში და თავისივე მანქანებით შეგვიყვანა ყანებში გზა“.

მოსახლეობას ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები, მივედით შევახვედრეთ მოსახლეობას. კარიერი მოქცეულია მხოლოდ თავის საზღვრებში. მაგათ სასაყვედურო ხელისუფლების მიმართ, ნამდვილად არ აქვთ. მაქ მართლა ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. წყლის პრობლემა კი მთელ სოფელშია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის კანონმდებლობის პრობლემა და აქ ლიცენზირებული კიდევ არავინ მოვა, რომ ნახევარი მილიონი ჩადოს შუა ამაღლების წყალსადენში და მერე ის თანხა ამოიღოს. ვიმეორებ, რომ მაგათ არც სოფლის და არც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან ყურადღება არ აკლიათ. მაქსიმუმი კეთდება, რაც შეგვიძლია და პრობლემა 5-იანი ასფალტი რომ დააგო, იტყვიან 7-იანი გვინდოდაო, ბეტონი რომ დააგო 13-იანი _ 5-იანი გვინდოდაო. მე შემიძლია თითონ გაჩვენოთ, რამდენი საქმეა გაკეთებული მაგ უბანში, _ ამბობს ვლადიმერ სიხარულიძე.




 ახალი ამბები
  • უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა _ ვინაა ყველაზე მაღალქულიანი ჩოხატაურშიგამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც ზოგადი უნარები ჩააბარეს და მარალი შეფასება დაიმსახურეს. ზოგად უნარებში მაქსიმალური 80 ქულიდან 70 ქულა მიიღო სამრევლო სკოლის მოსწავლე ნინი ცინცაბაძემ. მისივე კლასელებმა: ალექსანდრე წეროძემ _ 53, ქეთევან ჩხიკვაძემ _ 51, ნიკა ბედინეიშვილმა კი 46 ქულა მიიღეს. შუა ამაღლების სკოლის კურსდამთავრებულმა მანანა ანთიძემ ზოგად უნარებში 42 ქულა დაიმსახურა, 40 ქულით შეფასდა თავისივე კლასელის, დიმიტრი სიხარულიძის ნამუშევარი. პ.ს. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია. აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • მაშ ასე, მოემზადეთ _გაიცანით მაღალქულიანი აბიტურიენტები ჩოხატაურიდან!ეროვნულ გამოცდებში ისტორიის შედეგები რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც გამოცდაში მაღალი ქულები დაიმსახურეს: ჯერჯერობით, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 57 ქულით ჩაისუბნის სკოლის კურსდამთავრებული რატი რამიშვილი ლიდერობს. დანარჩენი აბიტურიენტების ქულები ასეთია: პირველი საჯარო სკოლა: მარიამ ტიშჩენკო _ 55 ქულა; სალომე მახარაძე _ 50 ქულა; ერეკლე მამალაძე _ 50 ქულა. სამრევლო სკოლა: ცოტნე გოცაძე _ 55 ქულა; ნინი მგალობლიშვილი _ 55 ქულა; ალექსანდრე წეროძე _ 52 ქულა; ქეთი ჩხიკვაძე _ 51 ქულა;  ნიკა ბედინეიშვილი _ 50 ქულა.  შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია, აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააჯილდოვდაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2019 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დააჯილდოვა. მსაგვსი ჯილდო მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წელსაც აქვს მიღებული. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2019 წელს განხორცილდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასება, რომელიც მოიცავს საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს 2010-2019 წლებში და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგებს.რეიტინგებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 100 % აქვს მინიჭებული. "აღნიშნული შედეგი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც მუდმივად ორიენტირებულნი არიან მოქალაქეთა საჭიროებებზე", _ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ ... ...
  • "ბაჩალიაშვილის საქმე" _ პოლიცია ZAG-ის თანამშრომლების სახლებს ჩხრეკსკომპანია ZAG-ის დირექტორის და ყველა თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. კონრკეტულად რას ეძებენ კომპანიის თანამშრომლების ბინებში უცნობია, თუმცა დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებას ZAG-ის წარმომადგენლები ბაჩანა ლობჟანიძის ბრალდებებს უკავშირებენ. გრძელდება "ბაჩანას გამოძიება" ... ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ. ბაჩანას მითითებებით და ბაჩანას აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით რისი მიღწევა უნდათ არ ვიცი. მაქვს კითხვა საგამოძბებო ორგანოებთან, ჩატარდა თუ არა თვითონ ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა - ამბობს კომპანიის ადვოკატი, რომელიც სახლებში, ჩხრეკის საჭიროებას ვერ ხედავს. კომპანიის დირექტორის სახლში უკვე დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები. ბინიდან პოლიციამ ტექნიკა და კომპიუტერები ამოიღო. კომპანიის იურისტის, მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, გამოძიებამ მათ 1 აგვისტოთი დათარიღებული ჩხრეკის ოქმი წარადგინა, რაც მასში ეჭვს იწვევს, რატომ დასჭირდა 1 კვირა გამოძიებას ჩხრეკის ჩასატარებლად, თუ ფიქრობდნენ, რომ ბინებში საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტს იპოვიდნენ. პარალელურად კი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დღეს ისევ შსს-ში დაიბარეს. ოჯახს გამოძიების მასალები უნდა გააცნონ. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მათ თანხებისა და ტრანზაქციების ისტორიები აინტერესებთ.  წყარო: ... ...
  • ვის ეკუთვნის “პარვუს ჯგუფი”, რომელიც ოზურგეთში ინტერნეტის ინფრასტრუქტურას მოაწყობსსაქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან იწყება. პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა 49 სოფლისთვის. პროექტს კომპანია “პარვუს ჯგუფი” განახორციელებს, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ 10-მილიონიანი ხელშეკრულება უტენდეროდ გააფორმა.კომპანია “პარვუს ჯგუფი” 2019 წლის მარტშია შექმნილი და მისი დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეა. ზუმბურიძემ სახელმწიფო კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში ზარალიანი სახელმწიფო უწყება იყო, 2018 წელს დატოვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა “აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო”. კომპანიაში დარჩენილი 50%-იანი წილი ეკუთვნის მამუკა პაპუაშვილს, რომელიც ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა ამავე სახელმწიფო კომპანიაში, ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.კომპანიის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,პარვუს ჯგუფის“ მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებას; განახორციელოს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა. ასევე, გაწიოს ელექტროენერგეტიკის სექტორში საკონსულტაციო მომსახურება.რატომ შეარჩია ეკონომიკის სამინისტრომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის განხორციელებისთვის “პარვუს ჯგუფი”?ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის განსახორციელებლად „ოუფენ ნეტმა“ ბაზრის/ფასთა კვლევა მიმდინარე წლის 9 მარტიდან გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია - შპს „პარვუს ჯგუფი“ შეირჩა. აქვე აღნიშნულია, რომ კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი მასშტაბური სახელმწიფო და კერძო პროექტი.სანამ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიირებდა, 10-მილიონიანი ხელშეკრულების უტენდეროდ გაფორმებისთვის “ოუფენ ნეტმა” საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. განაცხადში აღნიშნული იყო, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურის გაყვანა დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, რის გამოც შემსყიდველი უწყებებისგან ხელშეკრულების გაფორმების ნებართვას უტენდეროდ ითხოვდა.“წინასწარი დაგეგმვა შეუძლებელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ დადგენილების საფუძველზე, საპილოტე რეგიონი, შესაბამისი კომისიის მიერ განისაზღვრა 2020 წლის 9 მარტს, რის შემდეგაც ოუფენ ნეტმა დაუყოვნებლივ დაიწყო ბაზრის კვლევა პოტენციური მიმწოდებლებისა და პროექტირება-მშენებლობის ფასის დადგენის მიზნით (სულ გაეგზავნა 5 კომპანიას). აღნიშნულ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. აქედან გამომდინარე ოუფენ ნეტმა გაზარდა მიმწოდებლების რაოდენობა (17 კომპანია) და 8 აპრილს გამოცხადდა ხელახალი ბაზრის კვლევა. COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიისა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გახდა ბაზრის კვლევის ფარგლებში წინადადებების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის (23.04.2020) გაგრძელება 06 მაისამდე. შედეგად გამოვლინდა 2 პოტენციური მიმწოდებელი. აღნიშნულ მიმწოდებლებს შორის საუკეთესო წინადადების გამოვლენის მიზნით, ოუფენ ნეტმა დამატებით ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომელიც დასრულდა 18 მაისს,”- ნათქვამი იყო სახელმწიფოს კუთვნილი ა(ა)იპ-ის “ოუფენ ნეტის” განცხადში.საყოველთაო ინტერნეტიზაციასაქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა იწყება. პროექტისთვის მთავრობამ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. მის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს - 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან. თავდაპირველად, ინტერნეტიზაციის პროექტის დამფინანსებლად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დასახელდა. ამის შესახებ განცხადება 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. დღეს მთავრობა ამ პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ მსოფლიო ბანკს განიხილავს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...