ატირებული “ოქროს მოწმე“ ოზურგეთის სასამართლოში

მთავარი თემა

ატირებული “ოქროს მოწმე“ ოზურგეთის სასამართლოში

2017 ივნ 23 14:38:27

რა ხდება რეალურად პოლიციაში მაშინ, როცა საქმეების გახსნა უჭირთ, როგორ აყენებენ შეურაცხყოფას და ახდენენ ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობას მოწმეებზე, _ ამასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა.

“შეურაცხყოფილს, შეშინებულს, გაუსაძლისს სტრესულ მდგომარეობაში მყოფს ხელი ისე მომაწერინეს ჩვენებაზე, არც კი გამაცნეს, ისე მოხდა ფოტოსურატით ამოცნობა, ადვოკატი არ ესწრებოდა და ოქმზე ხელი ადვოკატს აქვს მოწერილი. მამცირებდნენ, სახლში ღამის 2  საათზე მომაკითხავდნენ და ჩემი ოჯახის წევრებს აშანტაჟებდნენ, თავს დამტრიალებდა ათი პოლიციელი, რომლებიც რიგრიგობით თავს წამომარტყამდნენ ხოლმე“, _ ეს ამონარიდია, ერთ-ერთი მოწმის სასამართლო ჩვენებიდან, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებული გოჩა გაფრინდაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე.

სასამართლო პროცესი, რომელსაც მოსამართლე  ბიძინა სტურუა განიხილავს, 12 საათზე უნდა დაწყებულიყო, რომელიც ორი საათით გადაიდო და შემდეგ 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

2017 წლის 12 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ცენტრალურ გზაზე ინციდენტი მოხდა _ ბახვიჰესის წარმომადგენელს გია კილანავას  სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. კილანავას რამდენიმე მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც უმძიმესია და სამართალდამცავების მიერ მისი დაკითხვა ამ დრომდე ვერ ხერხდება. შესაბამისად, მას ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია.

სამართალდამცავების თქმით, ინციდენტს  ერთი თვითმხილველი ჰყავს, სოფელ დვაბზუში მცხოვრები ხარიტონ დათუნაშვილი, რომელმაც სასამართლო პროცესზე ჩვენება უკვე მისცა.

სისხლის სამართლის საქმეს  ერთი ბრალდებული ჰყავს. ბრალდების მხარის მტკიცებით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა "ბახვიჰესის" წარმომადგენელს გია კილანავას სწორედ გ. დ.-მ მიაყენა.

განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს ბრალდებულის ადვოკატი და „გურია ნიუსთან“ აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავე არაა.

22 ივნისს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოწმეებმა  ნანა ტუღუშმა, ლელა სურმანიძემ, გიორგი წუწუნავამ და ხარიტონ დათუნაშვილმა  ჩვენებები მისცეს.

პროკურორის მიერ წარდგენილი ჩვენებები მათ აღიარეს და განმარტეს, რომ ამ  ჩვენებებს ხელი  მათ პოლიციაში სტრესის, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზეწოლის შედეგად მოაწერეს.

მოწმე ნანა ტუღუშმა არ უარჰყო რომ ჩვენებას ხელი მოაწერა და პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზე და მათ მიერ შეურაცხყოფაზე გაამახვილა ყურადღება.

“შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს, გაუსაძლის მდგომარეობაში ვიყავი. ღამე 8 საათი  პოლიციაში გამატარებინეს ადვოკატის გარეშე. მართალია, ეს ჩვენებები ჩემ მიერ ხელმოწერილი ნამდვილად არის, ოღონდ ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად. ისე დაწერეს ჩვენება, რომ ჩემთვის არ შეუთანხმებიათ, ხელი მოვაწერე იმის გამო, რომ მთელი ღამე პოლიციაში მამყოფეს. არ უარვყოფ ხელისმოწერას, არავის არ გაუცნია დაწერილი ჩვენება, ადამიანი არ ვარ, უფლებები არ მაქვს? არაერთხელ წამიყვანეს ძალით, ასე ვთქვათ, ჩამტენეს პოლიციის მანქანაში, გამომართვევინეს ტელეფონი. იქნება, ადვოკატი მინდოდა ამეყვანა, იქნება დამცველი მჭირდებოდა? ეს არ არის ზეწოლა? ზეწოლას რა ეძახით, მანცდამაინც უნდა ვეცემე? ქალი ვიყავი და არ მცემეს, დანარჩენი, რაც შეიძლებოდა, ყველანაირი შეურაცხყოფა მომაყენეს პოლიციაში. მე ისეთ რაღაცას  ვერ შევთითხნი, რასაც მაძალებთ, ბატონო პროკურორო, უდანაშაულო კაცს ვერ დავაბრალებ“, _ აღნიშნა ნანა ტუღუშმა.

მოწმე გიორგი წუწუნავამ  ყურადღება ჩვენებაზე გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ ჩვენება დაწერეს მასთან შეთანხმების გარეშე და ხელი ისე მოაწერინეს, წაკითხვა ვერ შეძლო, რადგან სათვალის გარეშე ვერ ხედავდა და სათვალის გამოყენების საშუალება კი არ მისცეს.

სასამართლოზე ბოლოს ხარიტონ დათუნაშვილი დაიკითხა, რომელმაც გაიხსენა როგორ დაჭრეს მისი ოჯახის უახლოესი გია კილანავას.

“მოვდიოდით მე და გია კილანავა, გზაზე შავი ფერის მანქანამ ფარები აგვინთო, შემდეგ დვაბზუს დასაწყისში გადავაყენეთ. გია ჩავიდა და 2 წამში მოხდა ყველაფერი, არაფერი ვიცი, არაფერი მახსოვს, არ ვიცნობ პიროვნებას, ვინც გაისროლა“.

პროკურორმა ხარიტონ დათუნაშვილს მისი პოლიციაში დაკითხვის ჩვენებიდან ამონარიდი გააცნო, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხარიტონი იცნობდა ბრალდებულს.

ამის შემდეგ “ოქროს მოწმემ“  მოსამართლე ბიძინა სტურუას მისცა ჩვენება, თუ როგორ მოხდა ფოტოსურათით ამოცნობა და ჩვენებაზე ხელმოწერა.

დათუნაშვილი ამ ყველაფერში კი სახაზინო ადვოკატს მერაბ ფუტკარაიას ადანაშაულებს. მისი თქმით, ადვოკატმა დაიცვა პოლიციის მხარე და უფლებების ქვეშ მყოფი პირი მოატყუა და ჩვენებაზე ხელი, მისი გაცნობის გარეშე მოაწერინა:

“ფოტოსურათით ამოცნობა ჩატარდა პოლიციაში მესამე სართულზე ბოლო ოთახში, მარჯვენა მხარეს. ვისზეც ეჭვი ჰქონდათ, პირველად პოლიციაში გავიგე ამ პიროვნების შესახებ. დაადე ფოტოსურათს ხელიო, _ მითხრეს. როგორ დამედო, როცა არ ვიცნობდი კაცს. აღნიშნულ პროცესს კი ჩემი ადვოკატი მერაბ ფუტკარაია არ ესწრებოდა და მერე ოქმზე საიდან აღმოჩნდა მისი ხელმოწერა, გაურკვეველია“, _ თქვა დათუნაშვილმა.

„მთელი ერთი თვე მაწამებდნენ ფსიქოლოგიურად, ვარ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული და თავდაპირველად პოლიციაში ჩემი დაკითხვა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. წამლის დალევის საშუალებაც კი არ მომცეს. დამიბარებდნენ, ორი საათი გამაჩერებდნენ, გამიშვებდნენ, ისევ დამიბარებდნენ, სახლში მაკითხავდნენ დღე-ღამის განმავლობაში უამრავჯერ. არ ერიდებოდნენ მოხუც დედას, არც მეუღლეს, გვაშანტაჟებდნენ, გვემუქრებოდნენ“, _ ამბობდა ხარიტონ დათუნაშვილი, რომელიც აღნიშნავდა, რომ პროკურორის მიერ წარდგენილ ჩვენებებზე ხელი მოაწერა ადვოკატის ნდობის საფუძველზე:

“ჯერ ერთი, საერთოდ არ მჭირდებოდა ადვოკატი, მე ჩემი სიმართლე მქონდა და ამას ისედაც დავამტკიცებდი, მაგარმ მათ ამიყვანეს, ვენდე მერაბ ფუტაკარაიას, რომელიც ჩემი ოჯახის ახლობელია. დავუჯექი, მოვუყევი სიმართლე, რომ არ ვიცნობდი დამნაშავეს, არც მის შესახებ ვფლობდი რაიმე ინფორმაციას, ვენდე მას და მან მომატყუა. ჩემს ჩვენებას ხელი ისე მოაწერა და მომაწერინა, რომ არც კი გამაცნო. როცა ჩემი ოჯახის წევრები ღამის 2 და 3 საათზე გამოჰყავდათ სახლიდან, დავურეკავდი ადვოკატს და არ მპასუხობდა,  შემდეგ გამირბოდა და აღარ მიჩნდებოდა.

წამართვეს ჩემი მეუღლის მანქანა, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ჩემი ოჯახისთვის. ერთი შვილი ეპილეფსიით დაავადებული მყავს, მეორე _ გარდაცვლილი. ისედაც გამწარებული კაცს სულ გამიმწარეს ცხოვრება. ეს ყველაფერი მას შემდეგ გავიგე, რაც სხვა ადვოკატი ავიყვანე, რომელმაც წამიკითხა, თუ რამე მქონდა მოწერილი ხელი.

დამცინოდნენ პოლიციაში, დღეში ასჯერ დამიბარებდნენ, მაცდევინებდნენ, გამიშვებდენ. მომაკითხავდენ, დამიბარებდნენ, მირტყამდნენ კიდეც, პოლიციაში ათი კაციდან ხან ერთი წამომარტყამდა თავზე, ხან _ მეორე, მაფურთხებდნენ. განსაკუთრებით მახსოვს სახელი ნუკრი ცარციძე, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსანია.  მერე მაიძულეს წავსულიყავი თბილისში და კილანავასთვის მეთქვა, რომ ან მე უნდა ვაღიარო ან შენ-მეთქი, დამალაპარაკეს სკაიპში, როცა თბილისში ვიყავი, ჩემს მეუღლეს მიაკითხეს და პოლიციაში წაიყვანეს. მთელი ცხოვრება სინდისით მიცხოვრია“, _ განაცხადა ხარიტონ დათუნაშვილმა, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა და მოსამართლეს თავისი სიმართლის დამტკიცებას სთხოვდა:

“თქვენ არ იცით, ბატონო მოსამართლევ, როგორ ველოდი ამ დღეს, რომ სასამართლოს წინაშე ჩემი სიმართლე მეთქვა“.

ჩვენ შევეცადეთ სასამართლო პროცესზე გაჟღერებული ინფორმაციები გადაგვემოწმებინა სახაზინო ადვოკატ მერაბ ფუტკარაიასთან, რომელსაც  ვკითხეთ _  მოატყუა თუ არა მისი უფლებების ქვეშ მყოფი პირი, მოაწერინა თუ არა ჩვენებს ხელი მისი ნებართვის გარეშე, დაიჭირა თუ არა პოლიციის მხარე, _რაზედაც ფუტკარაია გვპასუხობს:

“თქვენ გჯერათ ამის, თუ მოსამართლემ დაიჯერა? რა პასუხს ელოდებით ჩემგან? რაც მევალებოდა, ის გავაკეთე, მეტი ამ საქმესთან დაკავშირებით არ დამირეკოთ“, _ გვითხრა მან.

შსს  აცხადებენ,  რომ თუ მოწმის სახით დაკითხულ დათუნაშვილს  პოლიციის მიმართ თუ რაიმე სახის პრეტენზია აქვს, შეუძლია შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართოს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მომდევნო სასამართლო პროცესი 28 ივნისს 12 საათზე ჩაინიშნა.




 ახალი ამბები
  • ეკა ბესელია: "ნუ ეთამაშებიან ხალხს, თორემ მწარე პასუხს მიიღებენ!“აქციაზე მისული ეკა ბესელია ხელისუფლებას ურჩევს, ნუ ეთამაშებიან ხალხს, თორემ მწარე პასუხს მიიღებენ. მან, ასევე, აღნიშნა, რომ მოსწონს თამარ ჩუგოშვილის და სხვა დეპუტატების გადაწვეტილება. ,,ხელისუფლებას ვურჩევ ნუ ეთამაშებიან ხალხს, თორემ მწარე პასუხს მიიღებენ. მე თამარ ჩუგოშვილს და სხვა დეპუტატებს ვუწონებ ამ გადაწვეტილებას. მას შეხვედრებზე სულ ვეუბნებოდი, რომ დაეტოვებინა „ოცნება“. ქვეყანა არ უნდა დაუბრუნდეს ავტოკრატულ რეჟიმს, ქვეყანა წინ უნდა წავიდეს", _ განაცხადა ეკა ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი: "იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას"პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებას. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ეტაპს გადის, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, აუცილებლად მიმაჩნია, გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რაც ამ დღეებში პარლამენტში ვითარდება. იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, პროპორციული წესით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები – სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა ეს ინიციატივა, „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ერთი ნაწილის, ძირითადად მაჟორიტარების, წინააღმდეგობის გამო ჩააგდო. საზოგადოებაში ისმის კითხვა: როგორ განვითარდა ასე უეცრად ე.წ. „მაჟორიტარული ამბოხი“ მმართველ გუნდში, როცა რამდენიმეთვიანი საკონსტიტუციო პროცესი წარმატებით დასრულდა და საქმე კენჭისყრაზე მიდგა? ამ კითხვაზე სრულფასოვანი პასუხის გასაცემად და სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, თავს ვალდებულად ვთვლი, რამდენიმე უდავო ფაქტი შევახსენო საზოგადოებას. კერძოდ:პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა, საკუთარი ინიციატივით, ჯერ კიდევ 2017 წელს, იმ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში მიიღო, რომელიც ოპოზიციური სპექტრის, არასამთავრობო სექტორის ნაწილისა და პარტიული მედიის მხრიდან ორგანიზებული, კამპანიური ხასიათის, აგრესიული ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა, რის გამოც, შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში, მხოლოდ მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ხმების ხარჯზე განხორციელდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაშინ ბოიკოტი გამოუცხადა პროცესს, რომლის შედეგადაც ჩვენ ერთ ლიდერზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე ორიენტირებული კონსტიტუციის ნაცვლად, ჭეშმარიტად ევროპული კონსტიტუცია მივიღეთ, რომელიც მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ცალსახად პოზიტიურად შეაფასა. არავისთვის დასამალი არ არის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის იდეა მაჟორიტარ დეპუტატებში არასდროს სარგებლობდა დიდი პოპულარობით და მათი დიდი ნაწილი არც მაშინ შეხვდა ამ რეფორმას სათანადო ენთუზიაზმით, რის გამოც, ჩვენს სურვილზე, უკვე 2020 წლიდან გაგვეუქმებინა შერეული საარჩევნო სისტემა, შიდაპარტიული კონსენსუსი ვერ შედგა. შესაბამისად, მიღებული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს გადასვლის თაობაზე. წარმოიდგინეთ, იმ დროს საპარლამენტო ოპოზიციას მინიმალური პოლიტიკური სიმწიფე და სახელმწიფოებრივი აზროვნება რომ გამოევლინა, ყველაფრის ხარჯზე ხელისუფლების დაზიანების ვიწროპარტიული დღის წესრიგით არ ეხელმძღვანელა და საკონსტიტუციო რეფორმისათვის მხარდაჭერის მზაობა ჰქონოდა, დღევანდელ დისკუსიას და ვნებათაღელვას საერთოდ არ ექნებოდა ადგილი – ჩვენს მაჟორიტარებსაც დავარწმუნებდით საარჩევნო რეფორმის გადავადების იდეის უპერსპექტივობაში და კონსტიტუციაშიც ცალსახად ავსახავდით 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას. ეს მნიშვნელოვანი გარემოება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, თუ ობიექტური სურათის დანახვა გვსურს და საერთო კონტექსტის გაუთვალისწინებლად, ფრაგმენტულად არ ვაფასებთ მოვლენებს, მით უმეტეს, ემოციურ ფონზე. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის ზაფხულში განვითარებულ მოვლენებს, საზოგადოების ნაწილის სამართლიან პროტესტს მმართველი გუნდის სრულიად ადეკვატური რეაქცია მოჰყვა – პარლამენტის თავმჯდომარემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგა, „ქართულმა ოცნებამ“ კი საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინიციატივით მიმართა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტებით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა. არ დავმალავ, ამ ინიციატივის ავტორი პირადად მე ვიყავი და გუნდმაც, მთლიანობაში, მაჟორიტართა ნაწილის ყოყმანის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ამ იდეას და მაჟორიტარებიც, ერთეული გამონაკლისების გარდა, დაექვემდებარნენ პარტიულ დისციპლინას. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს შექმნა პრეცედენტი და სწორედ შერეული სისტემის პირობებში დაამარცხა ის პოლიტიკური რეჟიმი, რომლის მმართველობის პერიოდში წაშლილი იყო ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის, ორგანიზაციულად სუსტ და მცირერიცხოვან პარტიებს მაინც მიაჩნდათ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ექნებოდათ წარმატების მეტი შანსი. სწორედ ამიტომ გამოვედით ჩვენ ამ ინიაციატივით. ნულოვანი ბარიერის შეთავაზებით კი, ჩვენ ვეცადეთ კიდევ უფრო გაზრდილიყო მცირე პარტიების შესაძლებლობები. მე დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებამ შესაბამისად შეაფასა კიდეც ჩვენი კეთილი ნება, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უარი გვეთქვა მნიშვნელოვან სასტარტო უპირატესობაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს და მის მაჟორიტარ კანდიდატებს უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტიის კანდიდატებთან შედარებით აქვთ. უმთავრესი, რაც ჩვენს შეთავაზებას უნდა მოჰყოლოდა, იყო ის, რომ ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლებისა და ოპოზიციური სპექტრის, ხელისუფლებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ურთიერთობა პოლიტიკური კულტურის თვისობრივად ახალ საფეხურზე გადასულიყო, ხოლო საკუთრივ პოლიტიკურ პროცესს, დემოკრატიული განვითარების ახალი ეტაპის დამკვიდრებისთვის შეეწყო ხელი. ვიმედოვნებდით, რომ ჩვენი თამამი პოლიტიკური აქტი, პროცესში ჩართული სხვა აქტორებისგანაც პოზიტიურად იქნებოდა აღქმული და პასუხად მათ კონსტრუქციულ რეაქციას მივიღებდით. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების განცხადებებიდან თუ ქმედებებიდან, საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობა – თვისობრივად ახალ საფეხურზე აგვეყვანა ქვეყნის პოლიტიკური კულტურა, მხოლოდ ცალმხრივი სურვილი აღმოჩნდა და აღქმული იქნა, როგორც ხელისუფლებისთვის პროპორციული არჩევნების გამოტაცება. გაუთავებელი დესტრუქცია, ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობა, აგრესიული რიტორიკა, ცინიზმი, ქილიკი და პირადი შეურაცხყოფა – აი, რით უპასუხა ჩვენს ინიციატივას უპასუხისმგებლო ოპოზიციამ და მისმა სატელიტმა ორგანიზაციებმა. საქმე იქამდე მივიდა, რომ რეგიონებში, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვების ჩაშლის მიზნით, პირდაპირ დარბაზებში უვარდებოდნენ ჩვენს დეპუტატებს ამ ოპოზიციისგან პირდაპირ თუ ირიბად მართული აგრესიული ჯგუფები და საჯაროდ ლანძღავდნენ მათ. ამ მოვლენების გამო უკმაყოფილება მმართველ გუნდში დღეს და გუშინ არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ მძაფრი შიდაპარტიული დისკუსია და უთანხმოება გარეთ არ გამოგვქონდა, მე და სხვა ლიდერებიც, უდიდეს ძალისხმევას ვხარჯავდით, რომ პროცესი ჩიხში არ შესულიყო. მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის მყიფე კონსენსუსი, რაც ზაფხულში ჩვენს გუნდში შედგა, დარღვეულიყო. როდესაც სესიაზე ინიციატივის განხილვა პრაქტიკულად დასრულდა და საკითხი კენჭისყრაზე დგებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩვენს დეპუტატებს, პირდაპირ პარლამენტის დარბაზში, უმძიმესი პერსონალური შეურაცხყოფები მიაყენეს. როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების დიდი ნაწილის მოთმინების ფიალა აავსო და მეც, სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება. ჩვენს ქვეყანაში სკეპტიკოსებს რა დალევს, მაგრამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა და ისიც ფაქტია, რომ ჩვენს გუნდში არა ფასადური, არამედ რეალური დემოკრატიაა, რაც ადამიანისთვის საკუთარი პრინციპული პოზიციის ძალით შეცვლის მცდელობას გამორიცხავს. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ როგორც საბჭოური, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ მონოლითური, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური მართვის სტილი, როცა ერთპიროვნული ლიდერის წინააღმდეგ ვერავინ მიდიოდა. ჩვენს გუნდში აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსია, ბუნებრივი პროცესია და ამის არაერთი მაგალითი უნახავს ჩვენს საზოგადოებას. დაბოლოს – უნაკლო საარჩევნო სისტემები არ არსებობს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცივილიზებულ სამყაროში არ წყდება დისკუსიები ამა თუ იმ სისტემის ავკარგიანობაზე. პანაცეა არა საარჩევნო სისტემა, არამედ დემოკრატიაა, ანუ ინსტიტუციონალურად გამართული პოლიტიკური სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთავარი – ხელისუფლების წყარო ხალხია და მისი ნება დაუბრკოლებლად უნდა აისახოს არჩევნების შედეგებში. მე, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი, კიდევ ერთხელ ვადასტურებ რა, რომ ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა, – ჩემს გუნდთან და ხელისუფლებასთან ერთად ვიქნები გარანტი, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი გახდება შეუქცევადი. 2020 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამის წინაპირობა და თვალსაჩინო მაგალითი იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში. წყარო: ... ...
  • პოლიტიკოსები მჯდომარე აქციაზემჯდომარე აქციას პოლიტიკოსებიც შეურთდნენ _ მათი განცხადებით, მანამდე, სანამ მიზანს არ მიაღწევენ, სანამ ხალხის ნება არ აღსრულდება, სანამ მიტაცებულ ხელისუფლებას ხალხი არ დაიბრუნებს, ისინი პროტესტს არ ... ...
  • "პოლიციას მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილი კი არა, ხალხი დაიცვას"აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, ყველა არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ: "ჩვენ ვართ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ მალე დავამთავრებთ ამ ხელისუფლებას. პოლიციას კი მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილი კი არა, ხალხი დაიცვას", _ განაცხადა აქციის ერთერთმა ... ...
  • მჯდომარე აქცია რუსთაველზე და დაპირისპირება საპატრულო პოლიციასთანაქციის მონაწილეები რუსთაველზე მჯდომარე აქციას მართავენ ორგანიზატორების განცხადებით, პოლიცია ამ წუთებში თათბირობს, რომ ქუჩებიდან რაც შეიძლება მეტი ხალხი გააძევოს. ორგანიზატორები მოსახლეობას თხოვენ, გამოვიდნენ და რუსთავველზე მჯდომარე აქცია გამართონ. ამასობაში საპატრულო პოლიციის უფროსი და აქციის ორგანიზატორები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ორგანიზატორებმა პოლიციას მოუწოდეს დაიცვან ხალხი, გადავიდნენ საზოგადოების მხარეს: „მათ 20 ივნის ვერ დაიცვეს ხალხი და ახლა მაინც შეძლონ დაცვა“, _ ამბობენ აქციის ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?