აზიური ფაროსანას "საარჩევნო კამპანია" დასავლეთ საქართველოში

gurianews.com

მთავარი თემა

აზიური ფაროსანას "საარჩევნო კამპანია" დასავლეთ საქართველოში

2017 სექ 4 12:47:41

აზიური ფაროსანა, რომელსაც გურიაში "ცუანას" ეძახიან, "უცხო ხილი" აღარავისთვის არის. დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი სამეგრელოსა და გურიაში მისი ნახვა ყველგან შეიძლება _ თხილისა და საყანე ფართობებში, ხეხილის ბაღებში და სახლებში.

_ საარჩევნო კამპანიაც ამას ქვია. დღისა და ღამის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ ყველგან. სახლში დაძინება შეუძლებელია _ ყველგან ესენი არიან, _ პრობლემის აღწერას ხუმრობით ცდილობენ გურიაში.

_ "ცუანა" ეძახე შენ და კი მოგვთხარა გურიისა და სამეგრელოს სოფლები. დროა მოგვხედონ, _ აღნიშნავს ლანჩხუთელი ლადო აფხაზავა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ დროულად უნდა იმოქმედოს და შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.

იგივეს ამბობენ გურიის სხვა მუნიციპალიტეტებშიც და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

ხელისუფლება ბრალდებებს არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მავნებელთან საბრძოლველად ღონისძიებები ინტენსიურად ტარდება:

"სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ამ დროისთვის 2 ათასამდე ჰექტარი ფართობია შეწამლული და წინასწარი მონაცემებით, 3 ათასამდე ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი. მავნებლის გავრცელების კერები და საკარმიდამო ნაკვეთები თერმული ნისლის ტექნოლოგიით და სამანქანე აგრეგატებით მუშავდება.

გურიის სამხარეო ადმინისტრაცია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აქტიურად არიან ჩართულები იმ მასშტაბურ ღონისძიებებში, რომლებიც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტარდება. გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მუშაობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკა და სპეციალისტები. ჩვენ, სააგენტოსთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ მავნებლის გავრცელების კერების იდენტიფიცირებაში, რათა სრულად და დროულად მოხდეს ღონისძიებების გატარება", _ აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები განმარტავენ, რომ მავნებელთან ბრძოლა ამერიკული გამოცდილებით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციით, შეწამვლითი სამუშაოების დაწყება მიზანშეწონილია მაის-ივნისში, მავნებლის დაფრთიანებამდე (ნიმფის ასაკში). 

"გურია ნიუსი" დაინტერესდა, რამ გამოიწვია ფაროსანას გამრავლება აგვისტოში იმ ფონზე, როცა მაის-ივნისში, შეწამვლის პროცესი სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ასე თუ ისე, გახორციელდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ წამლობა უცხოელი სპეციალისტების რეკომენდაციით ჩატარდა:

_ მაის-ივნისში შეწამვლა ჩატარდა თხილზე. იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ ვებრძოლოთ მავნებელს, უნდა ვიცოდეთ მისი ბიოლოგია. ფაროსანა იზამთრებს, როგორც სახლებში, ნაგებობებში, ასევე, ტყეში. კორეაში, სადაც მისი სამშობლოა, ფუღურო ხის მავნებელს ეძახიან. მისი გამოსვლა ერთდროულად არ ხდება _ მეზამთრეობის ფაზიდან რომ გამოდის, ბუნებაში ხვდება გაჭიანურებულად, ერთი და იგივე ასაკისაც არ არის. წელს, იმის გამო, რომ ცივი და ნალექიანი გაზაფხული იყო, გამოსვლა გაჭიანურდა მაისიდან ივნისის 15-მდე. პირველი, რაც გამოსვლისთანავე შეიძლება გაეკეთებინა, იყო ის, რომ შესეოდა თხილს, რადგან თხილი ყველაზე ადრე მწიფს სამეგრელოსა და გურიაში. ამიტომ, პროგრამის ძირითადი მიზანი თხილის დაცვა იყო.

_ რომელიც ვერ დაიცავით და პრაქტიკულად მოსავალი აღარ არსებობს...

_ ჩვენ ამერიკელი სპეციალისტების რეკომენდაციით და გამოცდილებით პირველად თხილი შევწამლეთ, მაგრამ უფრო ადრე მოსახლეობას უნდა შეეწამლა სოკოვან დაავადებაზე. ამას სახელმწიფო ვერ იზამდა და მოსახლეობას წინა წლის გამოცდილება ჰქონდა ამ საკითხში. არ შეწამლეს და სავალალო მდგომარეობაც ამის გამოა. დასავლეთ საქართველოში, მაისში მოვიდა ორნახევარჯერ მეტი ნალექი, ვიდრე წლიური ნორმაა. ამან გამოიწვია სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების განვითარება და ესაა თხილის გაფუჭების ძირითადი მიზეზი. გულის სიდამპლე გამოიწვია სოკოვანმა ბაქტერიამ, რომელიც შევისწავლეთ, სპეციალისტებიც ჩამოვიყვანეთ და თურქეთშიც წავიღეთ ნიმუშები. აღმოჩნდა სანტომონას ბაქტერია და სწორედ ამან გააფუჭა თხილი და არა ფაროსანამ.

_ ფაროსანა ახლა ყანებს შეესია...

_ ეს არის ტყეებიდან გამოსული მოზამთრე ფაზა, რომელმაც თხილს აუარა გვერდი და პირდაპირ გადავიდა სიმინდში. ამიტომ არის ამ მავნებელთან ბრძოლა ძნელი, რომ პოლიფაგია _ იკვებება ყველაფრით, განსხვავებით ამერიკული თეთრი პეპლისგან, რომლის მატლები ერთ ადგილზე იყო მიმაგრებული და ადვილი იყო მასთან ბრძოლა. ფაროსანა კი ბუნებაში მიგრირებს. ახლა, სადაც მაქსიმალური რაოდენობაა, ის კულტურები უნდა შეიწამლოს.

_ ბატონო ზურაბ, ფაროსანა უკვე სახლებშიც შედის, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათ არ აქვთ ინფორმაცია, როგორ ებრძოლონ მავნებელს...

_ მთავარი ამ მავნებელთან ბრძოლის წინააღმდეგ არის ინფორმაციის გავრცელება. ამერიკაში 16 წელია ებრძვიან ფაროსანას და კარგი შედეგი მოქალაქეების და სახელმწიფოს თანამშრომლობამ მოიტანა. ისინი შესაბამის სამსახურებს აწოდებენ ინფორმაციას მავნებლის გავრცელების ადგილებზე. ჩვენს რეალობაში კი ეს არ მომხდარა. 100 000 ბუკლეტი იქნა დარიგებული მოსახლეობაში ფაროსანას ბიოლოგიაზე, გასატარებელ ღონისძიებებზე და ა. შ. სამწუხაროდ, ძალიან ინდიფერენტულია მოსახლეობა. როგორც ამერიკული თეთრი პეპლის შემთხვევაში იყო, ისე მეორდება ახლაც _ თავის საკუთარ ეზოში არ აინტერესებთ შეწამვლის პროცესი. არ ვიცი, ეს რატომ ხდება. შემიძლია გითხრათ, რომ იყვნენ ინფორმირებულები, ჰქონდათ შარშანდელი გამოცდილება და იცოდნენ, რომ შარშან თხილი ნაცარმა დააზიანა. მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩაეტარებინათ სანიტარული ჭრები შემოდგომაზე, თუმცა, ეს არავინ გააკეთა. დამერწმუნეთ _ მხოლოდ სახელმწიფოს და ერთი წამლობის იმედით ეს პრობლემა არ გადაწყდება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ზურაბ ლიპარტიამ.

მისივე თმით, აუცილებელია, რომ მოსახლეობამ მექანიკური ღონისძიებები თავადაც გაატაროს და გაითვალისწინონ, რომ ერთი ფაროსანას მოკვლით 200-ით მცირდება მომავალ წელს პოპულარიზაცია.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი _ გავრცელებული ინფორმაციით, ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველი წამალი "ზონდერი", რომელიც ექსკლუზიურად იყიდა სახელმწიფომ, ვეტაფთიაქებში გაიყიდა. მოსახლეობა ეჭვობს, რომ სწორედ ესაა მავნებლის ასე ფართოდ გავრცელების მიზეზი:

_ ეს ინფორმაცია ჩვენამდეც მოვიდა. დადის ხმები, ყველგან არ შეასხურეს და რეალიზაციაში გავიდა წამალიო, თუმცა, რამდენიმე ადგილზე გადავამოწმეთ, ამის ვერც ერთი ფაქტი ვერ ვნახეთ. თუ თქვენ ან ვინმეს აქვს ინფორმაცია და ფაქტი ამის შესახებ, ძალიან გთხოვთ, მოგვაწოდოთ და დამერწმუნეთ, მკაცრ ზომებს გავატარებთ. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ მსგავსი ფაქტი ვერ მოვიპოვეთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ზონდერის" ანალოგიური პრეპარატი _ "ტალსტარი" საქართველოში 10 წელია, რაც იყიდება. ის ისევე შეიცავს ბიფეტრინს, როგორც "ზონდერი", რომელიც ქვეყანაში მხოლოდ ჩვენი პროგრამის ფარგლებშია შემოსული და მისი გაყიდვა არ დაშვებულა, _ აღნიშნა ლიპარტიამ ჩვენთან საუბრისას.

იგივეს ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას მცენარეთა დაცვის აგრონომი გურამ მინდიაშვილი, რომელმაც ქვეყანაში "ზონდერი" შემოიტანა:

_ მე შემოვიტანე ბიფეტრინის შემცვლელი პრეპარატი "ზონდერი", რომელიც გაყიდვაში არ გაგვიცია _ შეისყიდა სახელმწიფომ და განკარგა. სხვაგან არსად არ იყიდება წამალი "ზონდერის" დასახელებით. ზუსტად იმდენი შემოვიტანე, რამდენიც სახელმწიფოს სჭირდებოდა და მეტი არ გამიიმპორტებია.

_ ბატონო გურამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე წერია, რომ წამლობა მაის-ივნისში უნდა მოხდეს. თქვენი ინფორმაციით, საკმარისი იყო თქვენ მიერ შემოტანილი წამალი? არსებობს იმის ალბათობა, რომ დააკლეს? თუ არა, რატომ გავრცელდა ასე მასობრივად მავნებელი?

_ წამლობები ჩატარდა და თვითონ პრეპარატს, როგორც მე ვიცი, სამინისტროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისგან, ბრწყინვალე შედეგი ჰქონდა. "ზონდერს" ძალიან მაღალი ტოქსიკური თვისებები გააჩნია მავნებლების წინააღმდეგ.

რაც შეეხება ფართოდ გავრცელების გამომწვევ მიზეზს _ მავნებელი არის პოლიფაგი, ის ჭამს ყველაფერს, რაც მწვანეა და მარტო თხილით არ შემოიფარგლება. ეს პროგრამა მხოლოდ თხილზე იყო, სხვა კულტურები არ დამუშავებულა და გადავიდა სხვა მცენარეებზე. ჩემი აზრით, ნახა საუკეთესო გზა განვითარებისა და გამრავლდა წინააღმდეგობის გარეშე. გამრავლების და გადარჩენის უნარით გამორჩეული მავნებელი ყოფილა, რაც ჩვენთვის ახალია. როგორც ვიცი, მასთან ბრძოლა ძალიან რთულია _ მასიური და ფართო ღონისძიებებია გასატარებელი, განსაკუთრებით ვენახშია საშიში.

_ ფიქრობთ, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები საკმარისია?

_ ახლა "მოუკრეფავში" გადავდივართ _ მე პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ. სახელმწიფო კარგად იბრძვის, სუსტად თუ ნახევარად, მე მაგას ვერ შევაფასებ. ისე, ქმედითი ღონისძიებები რომ გაატარა, ვიცი. ისიც ვიცი, რომ ბევრმა არ შეწამლა _ შხამიაო. იმ ფოსფორულ პრეპარატებთან შედარებით, რასაც წლებია ვიყენებთ, ეს პრეპარატი ნაკლებად ტოქსიკურია, _ გვითხრა მინდიაშვილმა, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილეს ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მავნებელს მოსახლეობამაც უნდა ებრძოლოს.

"გურია ნიუსი" შეგახსენებთ, რომ თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მოსახლეობამ გამოსაზამთრებლად თავშეფარებული მავნებლები უნდა შეაგროვოს და მექანიკურად გაანადგუროს. ხეხილისა და თხილის ბაღებში მაისიდან უნდა ჩატარდეს ყოველკვირეული დაკვირვება მასპინძელ მცენარეებზე.

მათივე ინფორმაციით, მცენარეები ინსექტიციდებით უნდა დამუშავდეს მხოლოდ მავნებლით დასნებოვნებულ ადგილებში. მნიშვნელოვანია, ქიმიური წამლობა ჩატარდეს ნიმფის (მატლის) ფაზაში. მავნებლის წინააღმდეგ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საქართველოში რეგისტრირებული პირეტროიდების, ნეონიკოტინეოიდების, კარბამატების ჯგუფის პრეპარატები.

საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურია პირეტროიდული ჯგუფიდან ბიფეტრინის შემცველი პრეპარატები _ ტალსტარი, ინსეკარი. პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 0.6 -1ლ ჰექტარზე. ინსექტიციდების პირველადი შესხურება უნდა მოხდეს არა უგვიანეს ივნისის ბოლოს.

პესტიციდების გამოყენებისას აუცილებელია დაცვის ინდივიდუალური საშუალებები _ სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, რესპირატორი, აირწინაღი, დამცავი სათვალე და ხელთათმანი! შესხურებისას აკრძალულია თამბაქოს მოწევა, საკვებისა მიღება. პესტიციდების გამოყენების წინ დახურეთ სასმელი წყლის ჭები, დაამწყვდიეთ ფრინველი, საქონელი, შეზღუდეთ ფუტკრის ფრენა!

გახსოვდეთ, რომ შეწამლული პროდუქტის საკვებად გამოყენება დაუშვებელია წამლობიდან 18-20 დღის განმავლობაში; წამლობა ტარდება უქარო ამინდში დილას ან საღამოს, ან ღრუბლიან ამინდში შუადღის საათებში; არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების სიახლოვეს!


ნახვა: 1814


 ახალი ამბები
  • გაიმართება თუ არა რიგგარეშე სხდომა 21 ივნისს ჯერჯერობით, უცნობია გაიმართება თუ არა 21 ივნისს რიგგარეშე სხდომა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში _ ამის შესახებ კომენტარი “გურია ნიუსთან“ საკრებულოს თამჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ გააკეთა. “18 ივნისს შემოვიდა წერილი საკრებულოში. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ვამზადებთ პასუხს და  კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით ეცნობება ფრაქცია “ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს“, _ გვითხრა გიორგი ღურჯუმელიძემ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე ამბობს, საკრებულო გუბერნიასთან გადის კონსულტაციებს, თუ რა პასუხი უნდა გაგვცეს საკრებულომ ჩატარდება თუ არა ხვალ რიგგარეშე სხდომა. “ეს ინფორმაცია არ შეესაბამება  სიმართლეს“, _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს საკრებულოს თავმჯდომარის ... ...
  • ,,განათლებული ადამიანი მთავრობას ტვირთად არ აწვება“_ გუგული მაღრაძეგანათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუგული მაღრაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნა, რომ განათლებული ადამიანი ტვირთად არ აწვება სახელმწიფოს და ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეაქვს. ამასთან, მაღრაძემ მთავრობის პროექტებში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ამერიკის ერთ-ერთი პრეზიდენტის გამონათქვამი გაიხსენა. ,,განათლება მართლა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ განათლებული ადამიანი, თავის პროფესიაში მყარად მყოფი ადამიანი ეგუება ცვლილებებს, თვითონ მართავს თავის ცხოვრებას და ტვირთად კი  არ აწვება მთავრობას, არამედ თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში. ეს არის გზა იმისა, რომ თვითონ მოსახლეობა იყოს ჩართული მთავრობის პროექტების და გეგმების განხორციელებაში. ამერიკის ერთ-ერთი ცნობილი პრეზიდენტი ამბობდა, რაც არ უნდა კარგი პროგრამა იყოს, თუკი ის მოსახლეობაში არ სარგებლობს მხარდაჭერით და ჩართულობით ძნელი იქნება მისი გახორციელებაო“_თქვა ... ...
  • ,,ბრწყინვალე იდეებიდან კვირიკაშვილი რომლის გახორციელებაში გიშლიდათ ხელს?“_ ბოკერიაპარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ  მომავალ პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს  მიმართა კითხვით, ბრწყინვალე ინიციატივებიდან, რომლის განხორციელებაში უშლიდა ხელს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ამასთან, ბოკერიამ მომავალ პრემიერს სრული უნდობლობა გამოუცხადა და თქვა, რომ მისი იდეები ლოზუნგებად დარჩება. ,,ბატონო მამუკა, არ გაგიკვირდებათ, რომ თქვენი ახალი პროგრამა ჩვენი გუნდისთვის დამაჯერებელი არ არის. ძირითადად, იქ რა იდეებიც არის მოტანილი ან მავნებლობად მიგვაჩნია, ან უაზრობად, ან უბრალოდ ვშიშობ, რომ ლოზუნგად დარჩება. ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან, ამ თქვენი ახალი ბრწყინვალე იდეებიდან რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი? აქამდე რომელს გიბლოკავდათ? თუ არც ერთს არ გიბლოკავდათ და ყველა ეს ბრწყინვალე იდეა მოგივიდათ მაშინ, როცა მისი მოხსნა გადაწყდა? ამ კითხვებზე უნდა გასცეთ პასუხი საზოგადოებას“, _ განაცხადა ... ...
  • ქართველების ოცნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას _ ქუცნაშვილიპარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადონ, მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა მომავალ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს  მოუწოდა, რომ  როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაში ჩაერთოს, რადგან მისი თქმით, ეს პროექტი ჩავარდნილია. ამასთან,  როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, გარკვეული პრობლემებიდან გამომდინარე,  დღეს ქართველებისა და ხევსურების ოცნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ,,მინდა ინფორმაციისთვის გითხრათ,  ხევსურებმა დამაბარეს თქვენთან, რომ  ჩავარდნილია როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომლის დამფინანსებელი მუნიციპალური განვითარების ფონდი იყო. ამ შემთხვევაში, 21-ე საუკუნის ხევსურების ოცნება და ქართველების ოცნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თქვენი ჩარევა აუცილებელი სხვანაირად ეს პროექტი არ დასრულდება“,_ განაცხადა ... ...
  • ავტომობილი სახლის ეზოში ჩავარდა _ შემთხვევა პარლამენტთანთბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლმა პარკირებისას ავტომობილის მართვას თავი ვერ გაართვა და საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩავარდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. რაც შეეხება მძღოლს, მას სხეულის მსუბუქი დაზიანება აღენიშნება. ... ...

არქივი

ზაფრანი

დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო

ამერიკელი  მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

„თამამი და ჭირვეული“ ზოდიაქოს ნიშნები

არსებობობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ...

ფეხით სიარული ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

ამერიკელი მკვლევარების ჯგუფმა ჰაილენდსის უნივერსიტეტიდან...

რომელია თქვენი ფერი ზოდიაქოს მიხედვით

ვერძი ზოდიაქოს ამ ნიშანს შეესაბამება...

რა მუსიკას უსმენენ ნიჭიერი ბავშვები

ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა,...

საინტერესო ფაქტები ქალებზე

თუ მიკროსკოპში ჩავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ...
კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...