ბახმარო მორიგი სკანდალის მოლოდინში _ რას იძიებს სუს-ი და რა შუაშია ყოფილი გუბერნატორი

მთავარი თემა

ბახმარო მორიგი სკანდალის მოლოდინში _ რას იძიებს სუს-ი და რა შუაშია ყოფილი გუბერნატორი

2018 ივლ 18 13:51:34

 "ბახმარო არის მართლაც უნიკალური კურორტი და ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს მის განვითარებას!" _ ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაბა ურეკის კულტურის სახლში, "ქართული ოცნების" რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გასულ წელს გააკეთა.

"ბახმარო არის მართლაც უნიკალური კურორტი და ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს მის განვითარებას.

მზად არის ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა და განვითარება მოხდება არა ქაოტურად, არამედ კანონზომიერად და გეგმის მიხედვით", _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გეგმაში, რომელიც გამოქვეყნებულია საიტზე _ bakhmaro.info, ვკითხულობთ: "ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გეგმის მიზანია, ეტაპობრივად, ბახმაროს მთელი წლის განმავლობაში აქტიური საკურორტო სეზონის მქონე, ოთხსეზონიანი, როგორც ადგილობრივი, ასევე, ქვეყნის მასშტაბის, ასევე, საერთაშორისო დონის კურორტად გარდაქმნა. შესაბამისი ინფრასტრუქტურით და მომსახურების საშუალებებით დაგეგმილი ზაფხულის და ზამთრის აქტიური დასასვენებელი, სამკურნალო-სარეკრეაციო და ტურისტული მიმზიდველი ადგილის განვითარება".

თუმცა, ეს ყველაფერი ფურცელზე _ რეალობა სულ სხვაა. როგორც "გურია ნიუსმა" გაარკვია, ბახმაროში ადგილი აქვს უკანონო მშენებლობებს, მიწებისა და სახლების უკანონო ლეგალიზებას.

ჩვენი წყარო ჰყვება, რომ კურორტის ადმინისტრაციის დახმარებით, ადამიანები ქონების უკანონოდ ლეგალიზებას ახერხებენ. წყაროს თქმით, სქემა ასეთია _ პოულობენ ძველ ნანგრევებს, რომელსაც მეპატრონე არ ჰყავს, რომელიც 2007 წლამდე გადაღებულ ორთოფოტოზე ჩანს და იქ დგამენ ძველ სახლებს. შემდეგ განაცხადი შეაქვთ ლეგალიზების კომისიაში, მიჰყავთ ორი მოწმე, რომლებიც კომისიას უმტკიცებენ, რომ სახლი ნამდვილად ჰქონდა განმცხადებელს და შემდგომ ამისა, გაიცემა დოკუმენტი, რომელიც რეესტრში ტარდება და პირი ქონების მფლობელი ხდება.

ჩვენ გავარკვიეთ ისიც, რომ ამ საქმით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოა დაინტერესებული.

გვითხრეს ისიც, რომ სააგენტოს წარმომადგენლები სამშაბათს ბახმაროში იმყოფებოდნენ და ა(ა)იპ კურორტ "ბახმაროს" დირექტორთან, დავით საჯაიასთან კითხვებიც ჰქონდათ. სუს-ის წარმომადგენლების ბახმაროში ყოფნას დავით საჯაია ადასტურებს, თუმცა, ამბობს, რომ მათ არ შეხვედრია:

_ ვიცი, რომ იყვნენ, თუმცა, მე არ მინახავს. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ზედამხედველობის სამსახურთან ერთად იყვნენ, _ ამბობს "გურია ნიუსთან საუბრისას საჯაია.

მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კურორტის ადმინისტრაციის დახმარებით ქონების უკანონო ლეგალიზება ხდება, არასწორია:

_ არ ვიცი, რა ეჭვები აქვს სუს-ს, მაგრამ სქემა, რომელზეც თქვენ მესაუბრებით, აბსურდია და მსგავსი რამ არ ხდება, _ გვითხრა საჯაიამ და მხოლოდ ის დაგვიდასტურა, რომ ბახმაროში უკანონო მშენებლობებს ადგილი აქვს.

მისი ინფორმაციით, უკვე გაიცა გაფრთხილებები და დაიწერა ჯარიმები. კურორტის დირექტორი ამბობს, რომ ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა და პროცესი შარშანაც მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც "გურია ნიუსმა" გაარკვია, გასულ წელს და არც იმის წინა წლებში უკანონო მშენებლობების გამო ჯარიმა არ დაწერილა.

ჯარიმა, უკანონო მშენებლობისთვის ახლაც არ დაუწერიათ გურიის ყოფილი გუბერნატორის გია სალუქვაძის მეუღლისთვის, რომლის სახლიც, ჩვენი წყაროს თქმით, უკანონოდ აშენდა და რომლის საქმესაც სუს-ი უკვე სწავლობს.

საჯაია, რომელიც კურორტს 2012 წელსაც ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ გია სალუქვაძის მეუღლის სახელზე გაფორმებული სახლი ბახმაროში ადრეც იდგა და უკანონოდ არ აშენებულა. თუმცა, ოფიციალური დოკუმენტებით სხვა რამ ირკვევა. თანმიმდევრობას რომ მივყვეთ, 2012 წლის 3 სექტემბერს, საჯარო რეესტრმა გასცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადების ნომერი 882012603698; 29/08/2012).

ამონაწერში, მესაკუთრის განყოფილებაში მითითებულია, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულებით კი მხოლოდ 100 კვ.მ მიწის ნაკვეთია ნაყიდი.

თუმცა, რეესტრმა ამ დოკუმენტის საფუძველზე მიწასთან ერთად ზედ არსებული შენობა-ნაგებობებიც დაარეგისტრირა (საკადასტრო კოდი 28 24 21 082).

ოფიციალური დოკუმენტით ასევე ირკვევა, რომ აღნიშნულ ნაკვეთზე სახლის მშენებლობის ნებართვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული არ იყო.

ასევე, არ არსებობს ექსპლუატაციაში მიღების დოკუმენტი, რადგან თვითმმართველ ორგანოს არც ეს გაუცია.

საჯარო რეესტრში ამბობენ, რომ შენობის აშენების კანონიერების დადგენა სცილდება საჯარო რეესტრის კომპეტენციის ფარგლებს და წარმოადგენს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას:

"საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ მალხაზ დუმბაძემ, სარეგისტრაციო განცხადებით _ #882009266450 (31.08.2009), მიმართა ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მოითხოვა კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

რეგისტრაციისას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (საკუთრების მოწმობა) და საკადასტრო აზომვითი ნახაზი დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იყო მხოლოდ მიწის ნაკვეთზე.

რეგისტრაციის შედეგად მომზადდა შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (საკადასტრო კოდი _ 28.24.21.082).

2012 წელს, დაინტერესებულმა პირმა მალხაზ დუმბაძემ სარეგისტრაციო განცხადებით _ #882012515145 მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. მოთხოვნის დასადასტურებლად წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის თანახმადაც მიწის ნაკვეთზე განლაგებულია შენობა-ნაგებობა _ სააგარაკო სახლი. აღნიშნულის საფუძველზე, დარეგისტრირდა ცვლილება ამონაწერში და საკადასტრო გეგმაზე აისახა შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი _ 28.24.21.082).

2012 წლის 29 აგვისტოს, ქეთევან სალუქვაძემ მიმართა ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მალხაზ დუმბაძესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა, როგორც მიწა, ასევე, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი _ 28.24.21.082).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მეორე ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისთვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს. შესაბამისად, ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც აღმართულია შენობა-ნაგებობა, არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა (იხ. უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის #ას-667-634-2013 გადაწყვეტილება).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნებისთვის მიწის ნაკვეთი არის გეომეტრიული ერთიანობის მქონე ტერიტორია (დაზუსტებული ან დაუზუსტებელი), რომელიც მოქცეულია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთიან უფლებრივ სივრცეში ან არსებობს მასზე უფლების ამგვარად რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება. მიწის ნაკვეთზე უფლება ვრცელდება, ასევე, მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა არ არის გათვალისწინებული.

საჯარო რეესტრი, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულ მონაცემებში ასახავს მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებსაც. კანონმდებლობის თანახმად, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა დგინდება დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შედგენილი, საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად. ამავე წესის დაცვით, საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე დარეგისტრირდა შენობა-ნაგებობა მოცემულ მიწის ნაკვეთზე.

 ხოლო თუ რამდენად კანონიერადაა აშენებული შენობა-ნაგებობა, აღნიშნული სცილდება საჯარო რეესტრის კომპეტენციის ფარგლებს და წარმოადგენს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას.

დამატებით გაცნობებთ, რომ რეესტრის მონაცემების მიმართ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

"საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლში განსაზღვრულია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. ამ ნორმის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე, მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას/გადაწყვეტილებებს, მათი გაუქმების მიზნით, შესაძლებელია მიმართოს სასამართლოს", _ აღნიშნულია საჯარო რეესტრის ადმინისტრაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მენეჯერის მანანა მჭედლიშვილის მიერ "გურია ნიუსისთვის" გამოგზავნილ წერილში.

გურიის ყოფილი გუბერნატორი გია სალუქვაძე ამ თემაზე საუბრისას ღიზიანდება და ამბობს, რომ მის მეუღლეს ყველაფერი კანონის ფარგლებში აქვს გაკეთებული. სალუქვაძე ადასტურებს, რომ სახლი მისი მეუღლის სახსრებით იმ პერიოდში აშენდა, როცა ის ციხეში იმყოფებოდა და "ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ თემაზე კითხვები დავუსვათ".

სალუქვაძე ამბობს, რომ მისი გუბერნატორობისას თვითმმართველ ორგანოს უკანონო მშენებლობების შესახებ მითითებებს აძლევდა და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო უწყებას მასთან ამ თემაზე კითხვები არ ჰქონია:

_ ამ თემაზე არავინ შემხმიანებია და მგონია, რომ ვერც შემეხმიანება და არც შემეხმიანება, _ აღნიშნავს ყოფილი გუბერნატორი

_ რატომ გგონიათ ასე?

_ იმიტომ, რომ ბახმაროში არც ერთი ნებართვა ჩემი თანხმობით გაცემული არ არის. პირიქით, მე ვიყავი ადამიანი, რომელიც დავდიოდი და მითითებებს ვაძლევდი უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით.

_ მითითებას თუ აძლევდით, რატომ არ დააჯარიმეს ვინმე თქვენი გუბერნატორობის დროს?

_ მე არ ვიცი, რატომ. კადრებიც არის გადაღებული, როცა მე იქ ავედი. თუ გახსოვთ, გენერალური გეგმის გაკეთებაც ჩემს პერიოდში მოხდა. ეს იდგა ქაოტურად აშენებული სახლები, რომლის კანონიერების და უკანონობის გარკვევა საერთოდ რთული იყო. როცა ვხედავდი მხოლოდ და მხოლოდ ახალაშენებულს და როცა ხდებოდა უშუალო მშენებლობა. მაგალითად, შესასვლელთან მივეცი მითითებები.

_ მერე არ მოგიკითხავთ, რატომ არ მოხდა დაჯარიმება და დემონტაჟი?

_ როგორ არ მომიკითხავს?! როგორც ვიცი, დაჯარიმებული იყო გამგეობის მიერ.

_ ბატონო გია, ჩვენი ინფორმაციით, ანტიკორუფციულ სააგენტოს კითხვები აქვთ თქვენი მეუღლის საკუთრებაში არსებულ სახლთან დაკავშირებით, რომლის მშენებლობის ნებართვა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული არ არის.

_ რა კავშირი შეიძლება აინტერესებდეს ანტიკორუფციულს, როცა 2012 წელს მე გახლდით ციხეში და გუბერნატორი გავხდი 2015-ში?! რას მიხსენებთ, რა ზღაპარს მიყვებით?!

_ ბატონო გია, სახლის მშენებლობის ნებართვა გაქვთ?

_ არანაირი უკანონო არ ყოფილა. ჩვენ გვქონდა ამონაწერი, პროექტი და ყველაფერი.

_ შეგიძლიათ ნებართვა გვანახოთ?

_ რატომ უნდა განახოთ? მე კერძო პირი ვარ და ვინ ხართ თქვენ?! ნებართვა რომ არ ყოფილიყო, საჯარო რეესტრი არ გაატარებდა.

_ საჯარო რეესტრი არ ითხოვს მშენებლობის ნებართვას დარეგისტრირების დროს...

_ რეესტრი თუ არ ითხოვს, თქვენ რატომ ითხოვთ, ვერ გავიგე.

_ ჩვენ ფაქტებს ვამოწმებთ და გავარკვიეთ, რომ მუნიციპალიტეტს ნებართვა არ გაუცია. კანონის თანახმად ლეგალიზება ეხება მხოლოდ იმ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც 2007 წლამდე არსებობდა _ მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება მისი დაკანონება. თქვენი მეუღლის სახელზე გაფორმებული სახლი კი, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, აშენებულია 2007 წლის შემდეგ.

_ თქვენ მეტი საქმე არ გაქვთ, რომ ციხეში მყოფ ყოფილ გუბერნატორს სახლზე ედავებით?! იმდენი რამე ხდება თქვენ ირგვლივ და ამაზე თვალს რომ ხუჭავთ, ეგაა პრობლემა. მე კერძო პირი ვარ!

_ ბატონო გია, თვალს რომ არაფერზე ვხუჭავთ, იმიტომაც ვსვამთ ამ კითხვებს, ვმუშაობთ თემაზე და გეკითხებით _ როცა ნახულობდით უკანონონო მშენებლობებს და მითითებებს იძლეოდით, მაშინ რატომ არ მოხდა თქვენს მითითებებში თქვენი მეუღლის სახლი, რომლის მშენებლობის ნებართვა არ არსებობს?

_ ჩემი მეუღლის სახლი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, არსებობს ყველა დოკუმენტი და ამ თემაზე მეტი აღარ დამირეკოთ. თუ უნდა, ანტიკორუფციულმა დამირეკოს, _ აღნიშნა ყოფილმა გუბერნატორმა.

სხვა თემაა ის, რომ გია სალუქვაძის მეუღლემ მიწის და სახლის რეგისტრაცია იმ დროს მოახერხა, როცა ბახმაროში ქონების დარეგისტრირებას ვერავინ ახერხებდა, უკანონოდ "დაკანონებული" მიწების გამო სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, თავად გია სალუქვაძე კი პოლიტდევნილის სტატუსით ციხეში იჯდა, მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკისთვის.

ჩვენი ინფორმაციით, ამ თემაზე სუს-ი არ მუშაობს _ საგამოძიებო უწყება მხოლოდ კორუფციული სქემებით და იმის გარკვევით არის დაკავებული, რატომ არ ხდებოდა ამ დრომდე უკანონო მშენებლობებზე ჯარიმების დაწერა და ხომ არ სარგებლობდნენ სხვადასხვა პირები პრივილეგიებით.

სუს-ს რომ ეს კითხვები აქვს, ჩვენთან საუბრისას ოფიციალურად დაადასტურა ჩოხატაურის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ლომთათიძემ. მისივე თქმით, ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებს უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვები დავით საჯაიასთანაც ჰქონდა და კურორტის დირექტორის და გამომძიებლების შეხვედრა ბახმაროში ნამდვილად შედგა.

ლომთათიძემ ისიც გვითხრა, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს კითხვები ლეგალიზების პროცედურებთან დაკავშირებითაც ჰქონდათ. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ "ლეგალიზების კომისია კანონის ფარგლებში მუშაობს" და ყოველგვარ კორუფციულ სქემაში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს.

ამ თემაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ; მედიასთან კონტაქტზე არც საქმის გამომძიებლები გამოდიან.

ჩოხატაურის მერი, ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ თუკი მას ექნება დადასტურებული ინფორმაცია მისი თანამშრომლების მხრიდან კანონდარღვევებზე, რეაგირებას აუცილებლად მოახდენს. ჩოხატაურის პირველი პირი ადასტურებს, რომ უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს:

"ამის შესახებ არა თუ ვფლობთ ინფორმაციას, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვმოქმედებთ კიდეც. ამაზე შემდეგი ციფრებიც მეტყველებს: ოთხ უკანონო მშენებლობის მწარმოებელ ფიზიკურ პირზე დაწერილია ბრძანება _ თითოეულის 25 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე. ეს გადაწყვეტილებები დაეგზავნათ სამართალდამრღვევ პირებს და მათი მხრიდან იგნორირების შემთხვევაში, გახორციელდება იძულებითი აღსრულება. დაჯარიმება დემონტაჟსაც ითვალისწინებს. 12 პირზე აღსრულებაშია გადაგზავნილი საქმე დემონტაჟის თაობაზე. გარდა ამისა, უკანონო მშენებლობის თოთხმეტ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა, რომელიც, დიდი ალბათობით, დემონტაჟის გადაწყვეტილებით დასრულდება", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუჭავამ.

_ ბატონო ირაკლი, უკანონო მშენებლობების შესახებ "გურია ნიუსი" გასულ წელსაც წერდა. რატომ არ დააჯარიმეს მაშინ ის ადამიანები, რომლებმაც კანონი დაარღვიეს?

_ როგორც ზემოთ ვთქვი, უკანონო მშენებლობების ნაწილი, სწორედ გასულ წელს არის გამოვლენილი. ხშირად ძნელია ქონების ნამდვილი მეპატრონის დადგენა, დაქირავებული მშენებლები, როგორც წესი, მალავენ მეპატრონის ვინაობას. შესაბამისად, ამას დრო ჭირდება.

_ გაქვთ თუ არა ინფორმაცია ბახმაროს ადმინისტრაციის მხრიდან შესაძლო კორუფციულ სქემებში მონაწილეობის შესახებ? ამ სქემას ლეგალიზაციის კომისიას უკავშირებენ და, ჩვენი წყაროს თქმით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა ლეგალიზაციის კომისიასთან შეთანხმებით ახდენდა ახალი სახლების ძველად "გაფორმებას" და შემდეგ მის რეგისტრირებას...

_ მსგავსი დადასტურებული ინფორმაცია რომ გვქონდეს, როგორ ფიქრობთ, რეაგირების გარეშე დავტოვებდით? არაერთგზის იქნა შესაბამისი სამსახურები მკაცრად გაფრთხილებული... აქვე უნდა ითქვას, რომ მშენებლობები, რომლებსაც მოაგარაკეები აწარმოებენ, ზოგს ყველა უკანონო ჰგონია. მშენებლობის ნებართვა მხოლოდ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე გაიცემა. ამას წინ უსწრებს ეკონომიკის სამინისტროში პროექტის შესაბამისობაზე გადაგზავნა და თანხმობის მიღება. ეს პროცესი საკმაოდ მკაცრად კონტროლდება, მით უმეტეს, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული და მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული ბახმაროს განაშენიანების გეგმის ძალაში შესვლის შემდეგ. საკმაოდ ბევრია შემთხვევა, როცა კერძო პირმა კერძო პირისგან შეიძინა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთი და ზემოთ აღწერილი პროცედურების გავლით მიიღო მშენებლობის ნებართვა... ან კიდევ საჯარო რეესტრმა, წარდგენილი დასაბუთების საფუძველზე, დაარეგისტრირა ნაკვეთი. ასევე, 2007 წლამდე აშენებული სახლი ან ნანგრევი, რომელიც ორთოფოტოზე ფიქსირდება, ლეგალიზაციისა და შემდგომში ნებართვის გაცემის ქვემდებარეა. ამ კანონით ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ ისარგებლა.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ კურორტი ყველა ხელისუფლების "აქილევსის ქუსლია"?

_ შეიძლება ითქვას, რომ ასე იყო მაშინ, როდესაც ბახმარო ანგარიშსწორების, მათ შორის, პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გამოიყენებოდა. თქვენ კარგად გახსოვთ, მართლზომიერი თუ არამართლზომიერი მფლობელი, ყველა ერთ ქვაბში იხარშებოდა და ნაკვეთებს სახელმწიფოსთვის "ნებაყოფლობით" აბრუნებინებდნენ. ასეთ პირობებში აკრძალვა უფრო იოლია, ვიდრე რეგულაცია კანონის დაცვით. თუმცა, დარღვევებზე მკაცრი რეაგირებაა საჭირო. ჩვენ ამ მხრივ მუშაობის გააქტიურებას ვგეგმავთ შესაბამის კომპეტენტურ სამსახურებთან კოორდინაციაში.

_ და ადრე თუ ნებაყოფლობით აბრუნებინებდნენ, როგორც ამბობენ, ახლა უკანონოდ დარეგისტრირებაში ეხმარებიან თანხის სანაცვლოდ...

_ თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ _ "ამბობენ", სამართლებრივ არგუმენტად არ გამოდგება. დადასტურებულ დარღვევებზე ან კორუფციაზე, თუ ასეთი გამოვლინდება, ყველამ პასუხი უნდა აგოს, _ აღნიშნავს ჩოხატაურის მერი.




 ახალი ამბები
  • სემეკი საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე იმსჯელებს20 ივნისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე იმსჯელებს. აღნიშნულ საკითხზე სემეკმა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა დარგის ექსპერტებთან და საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან. სემეკი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ის პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს როგორც დღიურად, ისე გრძელვადიან პერიოდში, სხვადასხვა საიტის მეშვეობით, მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს ისევ საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან. კომისიის გადაწყვეტილება მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროებს შეეხება. (R) ... ...
  • როგორ გადაჭრა ბათუმმა უწყლობის და ზღვის დაბინძურების პრობლემა ევროკავშირის დახმარებით დაბა ჩაქვში, მრავალსულიან ოჯახში მცხოვრები ნინო ქათამაძე ამბობს, რომ სასმელი წყლის 24-საათიან უწყვეტ მომარაგებასა და სისუფთავეს მისთვის, ისევე როგორც დანარჩენი მოსახლეობისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დასახლებაში ვიდრე წყალმომარაგების ახალ სისტემაზე გადავიდოდნენ, ნინო ამბობს, რომ წყლის ჭავლი ტანსაცმლისა თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩართვას არ ჰყოფნიდა. წყალი ხშირად წყდებოდა კიდეც. არადა, მთელი ბათუმი, სადაც 165 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ბათუმის შემოგარენიც, სასმელი წყლით სწორედ იმ მდინარის (ჩაქვისწყლის) სათავიდან მარაგდება, რომელიც ნინო ქათამაძის სახლიდან ათეულ მეტრში მიედინება. ჩაქვსა და ბათუმში ცალკე ტექნიკური წყალი არ აქვთ, მოსახლეობას მხოლოდ ერთი - სასმელი წყალი მიეწოდება. „ყოველი გაწვიმება გვაშინებდა. წყალი იმღვრეოდა, ბინძურდებოდა და სასმელად უვარგისი ხდებოდა. გრაფიკით მოგვეწოდებოდა ხან როდის - ხან როდის. ერთი წელია, რაც წყალმომარაგების ახალ სისტემაზე გადავედით და მრიცხველიც დაგვიმონტაჟეს. ახლა 24 საათის განმავლობაში სუფთა წყალი გვაქვს, დიდი შეღავათია,“ - ამბობს ნინო ქათამაძე. ჩაქვის მცხოვრებ ნინო ქათამაძის ოჯახი წყალმომარაგების ახალ სისტემაში ერთი წლის წინ ჩაერთო  ნინოს ოჯახი სასმელი წყლით ახლა ჩაქვის ახალი რეზერვუარიდან მარაგდება,  რომელიც ევროკავშირისა და KFW-ს დაფინანსების ფარგლებში ორი წლის წინ მოეწყო. 2500 კუბური მეტრის მოცულობის ეს რეზერვუარი 1100 აბონენტისთვის წყლის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას უზრუნველყოფს. რეზერვუარის მშენებლობას 900 823 ევრო დასჭირდა. ცალკე პროექტის ფარგლებში ჩაქვში მეორე, შედარებით მცირე, 900 კუბური მეტრი მოცულობის წყლის სამარაგო რეზერვუარიც აშენდა. ჩაქვის №1 2500 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარიდან წყლით 1100 აბონენტი მარაგდება ჩაქვში, ასევე, ბათუმსა და მის შემოერთებულ ტერიტორიაზე კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ყველაზე დიდ ინვესტიციას გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი KFW და ევროკავშირის საინვესტიციო სამეზობლო ფონდი. კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ჩაქვში ჩატარებული სამუშაოები რეაბილიტაციის მესამე ფაზაში შედის. ამ ფაზაში ჩაერთო ევროკავშირის თანადაფინანსებაც. სწორედ KFW-ის დაფინანსებითა და ევროკავშირის გრანტით განხორციელდა პროექტი, რაც წყალმომარაგებისა და ნაწილობრივ წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების რეაბილიტაციას, ასევე, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას მოხმარდა ჩაქვის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე. პროექტისთვის, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მდინარეებისა და ზღვის წყლის სისუფთავეზე პირდაპირ აისახება, ევროკავშირმა 4 მილიონი ევრო გამოყო. პროექტის ღირებულებამ ჯამში 6 მილიონ 100 ათასი ევრო შეადგინა - 2 მილიონ 100 ათასი ევროს დაფინანსება  KFW ბანკმა და  ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო. ბათუმის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოლიტიკისა და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი, ჯაბა ტუღუში ამბობს, რომ ამ დასახლებებში წყალმომარაგების ძველ სისტემაზე ბევრი უკანონო დაერთება იყო, რის შედეგადაც მდინარე ჩაქვისწყლის სათავეზე მოპოვებული წყლის დიდი ნაწილი იკარგებოდა. ბათუმის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოლიტიკისა და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი ჯაბა ტუღუში  „ერთ დიდ ქალაქს რომ ეყოფა, იმდენი წყალი იკარგებოდა. წყლის სისტემის რეაბილიტაციასთან ერთად უკანონო დაერთებებიც ჩაიჭრა, რაც მოსახლეობისთვის 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგების გარანტიაა. უკვე მოწესრიგებული ახალი ქსელის საშუალებით მიმდინარეობს მოსახლეობის ეტაპობრივი გამრიცხველიანება. ცხადია, გაუმჯობესდა წყლის ხარისხიც, რაც რეზერვუარების არარსებობის პირობებში შეუძლებელი იყო. ჩაქვის ორივე რეზერვუარი თვითდენით ცენტრალური სათავე ნაგებობიდან მარაგდება წყლით და შემდეგ მოსახლეობაში ნაწილდება,“ - ამბობს ჯაბა ტუღუში. ზურაბ მიქელაძის მოვალეობა რეზერვუარში წყლის დონის და ქლორის შემცველობის მუდმივი კონტროლია. მან წყლის რეზერვუარის ოპერატორის სპეციალური კურსი გაიარა და სხვა პირებთან ერთად დასაქმდა.   ზურაბ მიქელაძემ სპეციალური კურსი გაიარა და ჩაქვის წყლის №1 რეზერვუარის ოპერატორად დასაქმდა გარდა ჩაქვისა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, წყალმომარაგების სისტემა სრულადაა განახლებული მწვანე კონცხსა და მახინჯაურშიც. ეს დასახლებები, ჩაქვის ნაწილის მსგავსად, ქალაქ ბათუმის ფარგლებშია მოქცეული. აქ წყალმომარაგების ახალი მილები ზღვის დონიდან 40 მეტრ სიმაღლეზე მცხოვრებ თითოეულ მოსახლესთან ინდივიდუალურადაა მიყვანილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აბონენტების ქსელში ჩართვა-გამრიცხველიანების პროცესი. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსის, ნუგზარ პაპუნიძის თქმით, ჩაქვში წლების განმავლობაში ზღვაში კანალიზაციის წყლის უკანონო ჩაშვების 18 ადგილი იყო დაფიქსირებული და ეს დაბა ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთ ყველაზე დამაბინძურებელ მონაკვეთად მიიჩნეოდა. პრობლემა მას შემდეგ აღმოიფხვრა, რაც ევროკავშირისა და KFW ბანკი დაფინანსების ფარგლებში ჩაქვის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა აშენდა ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე. ევროპული სტანდარტის გამწმენდი ნაგებობის მოსაწყობად 400 ათასზე მეტი ევრო დაიხარჯა. ის 1200 ოჯახს ემსახურება. აქ გროვდება ყველა ჩამდინარე წყალი, სრულად იწმინდება  ბიოლოგიურად, ზედაპირულ წყალში ჩაშვებამდე კი, მოწმდება წმენდის ხარისხი. მსგავსი ნაგებობები აჭარის მთელ ტერიტორიაზე იქნება ზღვის წყლის უმაღლესი ხარისხის გარანტია, რადგან წყალარინების სისტემების გამართული მუშაობა პირდაპირ კავშირშია ზღვისა და მდინარეების წყლის სისუფთავესთან. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტის ფარგლებში ბათუმში აშენდა და ფუნქციონირებს ცენტრალური გამწმენდი ნაგებობა, სადაც მთელი ქალაქის, ასევე, გონიოსა და კვარიათის საკანალიზაციო სისტემები იყრის თავს. 2019 წელს, პირველად, ბათუმის კანალიზაცია ღიად ზღვაში აღარ ჩაედინება. ოპერატორი ჰუსეინ ნემსაძე ჩაქვის გამწმენდ ნაგებობაზე ხუთი  დასაქმებულიდან ერთ-ერთია. როგორც თავად ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია ასრულებდეს სამუშაოს, რაც მდინარეების, ზღვის, ბუნების დაცვასთანაა დაკავშირებული. აკონტროლებს დანადგარებს და მდინარეში ჩაშვებამდე გაწმენდილი წყლის ხარისხზეა პასუხისმგებელი. ჰუსეინ ნემსაძე - ჩაქვის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ოპერატორი  გამწმენდი ნაგებობა ჩაქვში უკვე სრულად ფუნქციონირებს. აქ დამონტაჟებული დანადგარებით გაწმენდილი წყლის არც ერთი ნაწილაკის შემცველობა გარემოსთვის საზიანო არ არის.             ჩაქვში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ინდივიდუალური დაერთებები გრძელდება იმ ახალ საკანალიზაციო ქსელზე, საიდანაც დაბინძურებული წყალი გამწმენდ ნაგებობაში იყრის თავს. პარალელურად მიმდინარეობს აბონენტების ჩართვა წყალმომარაგების ახალ სისტემაში. ჩაქვში, აღმაშენებლის გამზირზე აბონენტთა ახალ საკანალიზაციო სისტემაზე გადართვის სამუშაოები მიმდინარეობს ჩაქვის მოსახლეობა განცხადებისა და მიმართვის საფუძველზე უერთდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ცენტრალურ სისტემას, რაშიც მათ ფინანსური რესურსის ხარჯვა არ უწევთ. ყველა ხარჯი პროექტითაა გათვალისწინებული და ძირითადად, მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოს - „ბათუმის წყლის“ მიერ ფინანსდება. აღმაშენებლის გამზირის N36-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრები მამია კოჩალიძე ამბობს, რომ ამ და ახლომდებარე სხვა კორპუსების სერიოზული პრობლემა არასტაბილური წყალმომარაგება და მოუწესრიგებელი, არარსებული საკანალიზაციო სისტემა იყო. „მილები სულ იჭედებოდა, ვწვალობდით, ჩვენ ვწმენდდით... ძველ, კომუნისტების დროს მოწყობილ შამბოებზე იყო დაერთებული კორპუსების საკანალიზაციო მილები. ანტისანიტარია იყო... წყლისა და კანალიზაციის ძველი სისტემა აქ, მეზობლად მდებარე კორპუსებთანაც მთლიანად გაუქმდება და სრულად გადავალთ ახალ სისტემაზე,“ - ამბობს მამია კოჩალიძე. „მილები სულ იჭედებოდა, ვწვალობდით, ჩვენ ვწმენდდით“ - ჩაქვის მცხოვრები - მამია კოჩალიძე 24-საათიანი წყალმომარაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩაქვში, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში. შავიზღვისპირა ამ დასახლებებში მოსახლეობის უმეტესობისთვის მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს საზღვაო ტურიზმი. სწორედ ჩაქვთან, მწვანე კონცხთან და მახინჯაურთანაა დაკავშირებული მტირალას ეროვნული პარკი, ცნობილი პლაჟები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რაც განსაკუთრებით იზიდავს ტურისტებს. მუდმივი წყალმომარაგება ზრდის მომსახურების ხარისხს, რაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოსთან და ზღვასთან ერთად არის ამ ადგილებში ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდის გარანტია. ცხადია, ეს აისახება მოსახლეობის შემოსავლებზეც. ინგა ჯინჭარაძის ოჯახისთვის ტურისტულ სეზონზე ხარისხიანი წყლის უწყვეტ მომარაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს, აქამდე ვერც ეზოს რწყავდა ზაფხულობით ისე, როგორც მწვანე ნარგავებს სჭირდებოდა და მის საოჯახო სასტუმროში დაბინავებულ ტურისტებსაც დისკომფორტი ექმნებოდათ უწყლობისგან. უკვე ერთი წელია, რაც ეს მდოგომარეობა შეიცვალა და წყალი გასუფთავდა, აღარც გრაფიკია დაწესებული. ინგა მწვანე კონცხზე ცხოვრობს.  მწვანე კონცხის მცხოვრები - ინგა ჯინჭარაძე ევროკავშირის საინვესტიციო სამეზობლო ფონდისა და გერმანული KFW-ის  დაფინანსებით ჩაქვში, მახინჯაურსა და მწვანე კონცხზე - წყლისა და წყალარინების ახალი სისტემის მოსაწყობად ჩატარებულ სამუშაოებში არაერთი ადამიანი ჩაერთო, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები. მხოლოდ ახალი აბონენტების სისტემაში ჩართვისა და მრიცხველების დამონტაჟების  სამუშაოებისას დასაქმდა 300-350 ადამიანი, ამას ემატება გამწმენდ ნაგებობებსა და წყლის რეზერვუარებზე დასაქმებულთა რაოდენობა. წყლისა და წყალარინების ახალი სისტემის მოსაწყობად ჩატარებულ სამუშაოებში არაერთი ადამიანი ჩაერთო, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.  ჩაქვის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის წყლისა და წყალარინების ახალი სისტემები, რომლებშიც ევროკავშირისგან გამოყოფილი გრანტი დაიხარჯა, იმ დიდი პროექტის ნაწილია, რომლის მიხედვითაც ბათუმში საბოლოოდ უნდა შეიქმნას თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი და ერთი პულტით მართვადი წყლისა და წყალარინების ერთიანი ქსელი. იქ, სადაც წყალარინების სისტემა მოწესრიგებული არ არის, მოსახლეობა იძულებული ხდება კანალიზაციის მილები უკანონოდ მიუერთოს სანიაღვრეებს, დაბინძურებული წყალი კი, ყოველგვარი გაფილტვრის გარეშე ჩაედინება  ზედაპირულ წყლებში და საფრთხეს უქმნის მდინარეებს, აბინძურებს გარემოს, აუარესებს ზღვის წყლის ხარისხს. ჩაქვში, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში, ასევე, ბათუმს შემოერთებულ სხვა ტერიტორიებზე - ხელვაჩაურში, კახაბერში, მეჯინისწყალსა და ადლია-აეროპორტის დასახლებაში -  წყალარინების ახალი სისტემის სრულად გასამართად მუშავდება ახალი პროექტი, რომელიც დონორებთან, განსაკუთრებით KFW ბანკთან წინასწარი შეთანხმებით, მათივე დაფინანსებით განხორციელდება. ავტორი: ია ბობოხიძე სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს ... ...
  • "მე და ბოკერია ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ცოტა ხანი ნუ შემოიხედავთ" _ ლევან ვასაძე"ერთადერთი თხოვნა მექნება, რომ ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ცოტა ხანი ნუ შემოიხედავთ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა. როგორც ლევან ვასაძემ აღნიშნა, პირადად შეურაცხყოფას არავის აყენებს, თუმცა, საქმე ეხება ქვეყნის რეპუტაციას. „მე თუ დასაპატიმრებელი ვარ, მაშინ გიგა ბოკერიაც არის დასაპატიმრებელი, ვინც არის იდეოლოგი არეულობის მცდელობისა. ერთადერთი თხოვნა მექნება, ორკაციან კამერაში ჩაგვსვით, ცოტა ხანი ნუ შემოიხედავთ, მერე ნამდვილად გექნებათ ლეგალურად დაკავების მიზეზი. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე. მე პირად შეურაცხყოფაზე არ გადავდივარ, მაგრამ აქ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას კავკასიის რეგიონში, ეს ხალხი ცდილობს ამ ქვეყნის დანგრევას. ჩვენი ქვეყნის პირველი ევროპელები ზეზვა და მზია. სულ უფრო და უფრო ემგვანებიან არამარტო ქცევით, ახლა უკვე გარეგნობითაც ზეზვას და მზიას. ამდენი წელია, მაგინებენ და მლანძღავენ. ეს არის პასუხი ჩემგან არა პირადი წყენის გამო, არამედ იმიტომ, რომ ცდილობენ ქვეყნის არევას“, – განაცხადა ლევან ... ...
  • "კომბლები ჭერში შემოაწყვეთ" _ რას მოუწოდებს ლევან ვასაძე მხარდამჭერებსბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, მას სურს სახელმწიფოს საჩუქარი გაუკეთოს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მხარდამჭერებს კომბლების ჭერში შეწყობისკენმოუწოდა. ამის შესახებ ვასაძემ ვიდეომიმართვაში თქვა. მისი განმარტებით, კომბლებილგბტ თემის წარმომადგენლებისთვის არ იყო განკუთვნილი, არამედ იმისთვის, რომ თუ პოლიცია მის მხარდამჭერებს დაუპირისპირდებოდა, მაშინ გამოეყენებინათ. "მინდა ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ ჭერში. იმიტომ, რომ როგორც გახსოვთ კომბლები არასდროს იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლებისა და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია ჩვენ წიხლებით შეგვდგებოდა და დაგვიწყებდა ცემას. მაგრამ რადგანაც შსს-მ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება და რადგან მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს, ახლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან სახელმწიფოს - კომბლები სხვენში. ჩამოვიღოთ მაშინ, როცა მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს პრაიდის ჩატარებას. ჩვენ იქ მოვალთ შიშველი ხელებით, ხელზე თეთრი ცხვირსახოცებით. ღმერთი არ გაგიწყრეთ, ძალიან დიდხანს ვიფიქრე, არ მძინებია გასულ ღამესაც. სრულიად ვაცნობიერებ ამ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობას და ვეუბნები ჩემ ძმებს - მოდით წავიდეთ ამ ხიფათზე და მივიდეთ იქ შიშველი ხელებით იმისთვის, რომ ნებისმიერი კორდონი დავშალოთ და გავათრიოთ ეს იდიოტები იქიდან და ხალხი შევაჩეროთ.  თუ თქვენ შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებას და დაიცავთ პრაიდს, ჩაატარებინებთ მას, შეგვდგებით ჩვენ, ჩვენ არ გვეშინია, რა გახდა ერთი ჩხუბი და დაპატიმრება, თუ ჩვენ ამას გვიზამთ, მერე თქვენ თავს დააბრალეთ, რადგან ვერავინ გააკონტროლებს მერე იმას, რაც ამ ქალაქში მოხდება", - თქვა ლევან ვასაძემ. 19 ივნისს „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ღირსების მარშის გაუქმებას არ აპირებენ. ლგბტქ+ აქტივისტები ხელისუფლებისგან ადამიანის უფლებების დაცვას და ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ. ამ განცხადებას უპასუხეს ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა, რომლებმაც თქვეს, რომ პრაიდის მშვიდად ჩატარების საშუალებას არ ... ...
  • საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ, ინოვაციურ საგადამხდელო სისტემას QR - გადახდებს ნერგავს (R)საქართველოს ბანკი  მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას აგრძელებს.  მგზავრთა მეტი კომფორტისა და ტაქსის მძღოლებისთვის ახალი ფინანსური შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით, საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ საგადახდო სისტემის QR - გადახდების დანერგვაზე აცხადებს.    QR გადახდა წარმოადგენს საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მყისიერი, უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადონ ტაქსის მგზავრობისას და აღარ იფიქრონ ნაღდ ანგარიშსწორებასა თუ ხურდის მოძიებაზე. QR-ით გადახდა ძალიან მარტივია. ყველა მომხმარებელი, ვინც სარგებლობს საქართველოს ბანკის მობილბანკით და ფლობს საქართველოს ბანკის აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express), QR-ით გადახდას მარტივად შეძლებს. ამისათვის მომხმარებელი ხსნის მობილბანკს და QR კოდის წაკითხვით ახდენს გადახდას. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, მოსახერხებელი და თანამედროვე გადახდის მეთოდი მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება. ასევე, ისინი შეძლებენ მომხმარებლის ახალი სეგმენტის მოზიდვას, შემოსავლის ჩარიცხვისა და ანგარიშზე თანხის ბრუნვის ჩვენებას. ეს მათ მისცემს შესაძლებლობას, დაადასტურონ რომ არიან დასაქმებულები და აქვთ მუდმივი შემოსავლის წყარო. შემოსავლის დადასტურება კი ტაქსის მძღოლებს საბანკო პროდუქტებზე წვდომას გაუხსნის. QR-ის, როგორც საგადახდო სისტემის დანერგვით ტაქსებში, მძღოლები ისარგებლებენ საბანკო პროდუქტების შემდეგი უპირატესობებით:  საჩუქრად მიიღებენ  საქართველოს ბანკის ბარათს და სხვა უამრავ ბენეფიტს. კონკრეტულად კი, პროგრამაში ჩართული მძღოლები შეძლებენ ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის ყველა ბენეფიტით სარგებლობას (მათ შორის სადაზღვევო პროდუქტებით); QR-ით ჩარიცხულ თანხებზე განხორციელდება PLUS ქულების დამატებითი დარიცხვა. მძღოლები სესხის ასაღებად მანქანის მფლობელობისა და შესაბამისი ფოტოსურათის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.  ექნებათ წვდომა სასესხო პროდუქტებზე (საკრედიტო ბარათებზე, სამომხმარებლო სესხზე,  ნებისმიერი მიზნობრიობით).  QR-ით გადახდების სისტემა პირველი სამი თვის განმავლობაში განკუთვნილი იქნება მხოლოდ საქართველოს ბანკის მომხმარებლისთვის, თუმცა, ამ პერიოდის შემდეგ, მძღოლების ხელშეწყობის მიზნით, QR-ით კომფორტულ  გადახდას სხვა ბანკის მომხმარებლებიც შეძლებენ.   იმისათვის, რომ ტაქსის მძღოლი (რომელიც ფლობს თბილისის მერიის მიერ გაცემულ A კატეგორიის ლიცენზიას) ჩაერთოს QR-ით გადახდის ინოვაციურ სისტემაში, საკმარისია, მან 1 ივლისიდან  მიმართოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს, სადაც ის მიიღებს ინდივიდუალურ QR კოდს.  „ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელმა გადაიხადოს ყველგან. იქაც კი, სადაც  გადახდები აქამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა.  ამასთან,  ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს მცირე ბიზნესისთვის, მომხმარებელს მოემსახურონ კიდევ უფრო კომფორტულად, ოპერატიულად და მინიმალური დანახარჯებით.  ამავე დროს, ჰქონდეთ წვდომა საბანკო პროდუქტებზე, ისარგებლონ ახალი ფინანსური შესაძლებლობებით და  განავითაროს საკუთარი ბიზნესი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხეილ გომართელმა.  ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს დიეტა 99% - იან შედეგს იძლევა

ამ დიეტის დროს ერთ კვირაში...

ჩინური მედიცინის რჩევები

ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას,...

იაპონური სილამაზის საიდუმლო

გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი,...

5 აკრძალული საკვები

იდეალური ფიგურა და ბრტყელი მუცელი...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...