ბახვი _ მოვლენების ეპიცენტრით, ღატაკთა კვარტლით და წინასაარჩევნოდ დაპირებულის მოთხოვნით

gurianews.com

მთავარი თემა

ბახვი _ მოვლენების ეპიცენტრით, ღატაკთა კვარტლით და წინასაარჩევნოდ დაპირებულის მოთხოვნით

2018 ოქტ 1 10:09:12

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ბახვში მიმავალს, გზის მარჯვენა მხარეს თვალში მოგხვდებათ ნაძვზე გაკრული აბრა: "ვიბარებ თხილს ქალაქის ფასში". თხილის ჩაბარების მსურველთა მოსაზიდად გაკეთებულ ლოზუნგებს შორის, შინაარსი შედარებით ორიგინალურ-კომიკურია, რადგან, როგორც აქაურები ამბობენ, ქალაქში არსებული ფასი ნიშნავს, უკან დაბრუნდე და თუ რამ მიგაქვს, ან გზაზევე გადაყარო ან ღორს დაუყარო...

"თუმცა, ეს აბრა ძველია და ქარი სანამ არ ჩამოაგდებს, იყოს მანდ. იქნებ, კი დოურჩეს გაისად ქალაქის ფასი ჩვენი სოფლის თხილს", _ თან ხუმრობენ, თან სოფლის ავ-კარგზე გულღიად, გულისტკივილით საუბრობენ:

"რა უნდა ხდებოდეს ბახვში? მუდამ მოვლენების ეპიცენტრად ცნობილ სოფელში ჯერ კიდევ არ დაუნიშნავთ მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, როგორც ძველებურად ვეძახით, "გამგებელი".

წყლის პრობლემა, დიდი ხანია, დგას და საკარმიდამოებში არსებული ჭები, ასე თუ ისე, გვიმსუბუქებს ყოფას. თუმცა, "კრანის" წყალი აუცილებელია დღეს. კი მოდის ვაკიჯვრიდან დენიკინისდროინდელი "ტრუბით", მარა ტექნიკური უფრო ჰქვია ამ წყალს, სასმელად არ ვიყენებთ. უმეტესად, მილები დაზიანებულია და ყველგან ჟონავს.

ჩვენი თემის სოფელ მშვიდობაურში ხომ არც გზაა და არც წყალი, შიდა გზებზე ვამბობთ, რომელზე გავლას, იხოხო, სჯობს.

ძალიან გაჭირვებული ვართ ყველა _ ხელფასი _ არა; სამუშაო _ არა; პენსია კაი ხნის მერე გვიწევს, თუ მივიტანეთ სული იქამდე; თხილი _ არა; ხილი _ არა და ჯანდაბა დარჩა.

ღატაკების უბანში წადით, იქნებ, იმათ შეეშველონ, ჩვენ კიდევ გავიტანთ თავს როგორმე", _ გვეუბნებიან სოფლის ცენტრში შემხვედრი ბახველები და ნახევრად ხუმრობით გვიბარებენ: "გამგებლის დანიშვნა ამ წელში თუ არ გვეღირსა, მერე ბახვის მანიფესტი დაგვჭირდება და თემის მოთხოვნების წაყენება მთავრობაში. მანამდე კი ბალახობს ეგერ ძროხა, ცენტრში არხეინად".

ეგრეთ წოდებული ღარიბთა კვარტალი, ზოგი სხვა სოფლის მსგავსად, ბახვშიც არსებობს, ორსართულიანი, დანგრევის პირას მისული კორპუსებით. თითოეულში უფრო მიუსაფარი ადამიანები ცხოვრობენ, უმუშევრები, პენსიონერები, ობლები.

მეორე კორპუსში მცხოვრები, ნინა სინჯიაშვილი მოკრძალებული ქალბატონია. მარტო ცხოვრობს. ღია ცის ქვეშ ცხოვრება არ ჰქვია მის ყოფას, როგორ თავად ამბობს, მაგრამ ჭერშიც წყალი მოჟონავს და აივნის იატაკიც ჩანგრევის პირასაა:

"გარეთ გასვლა მეშინია, რომ სარეცხი გავფინო. წვიმის დროს ოთახშიც თქრიალით ჩამოდის წყალი. არ მინდა, საგანგებოდ შევაწუხო ვინმე. იქნებ, მოახერხონ და სადაც დაზიანებულია სახურავი, იქ დაამაგრონ ვარგისი შიფერი. ასევე, იატაკიც იმ ადგილზე რომ გამიკეთონ, სადაც უფრო დაზიანებულია. ვიცი, ბევრი გაჭირვებულია და ყველას ახალი სახურავითა და იატაკით მდიდარი სახელმწიფოც ვერ უზრუნველყოფს. არჩევნების წინ შარაშენიძე თვითონ იყო აქ. "ოჰ, ეს რა არისო", _ თქვა. დახმარებაც აღმითქვა. ახლახან ვიღაცეები იყვნენ. ჩაინიშნეს ჩემი ვინაობა. მერიიდან ვართ და დაგეხმარებითო. არ ვიცი, შესაძლოა, არჩევნები რომ ახლოვდება, ამიტომ აღგვრიცხეს. წინა არჩევნებზე კი მივეცით მერობის კანდიდატს ხმა, _ გვეუბნება ქალბატონი ნინა და საკუთარ შრომით ბიოგრაფიაზე საუბრობს: _ აქ დაბადებული ვარ. ათი წლიდან თავაუღებლად ვშრომობდი მშობლებთან ერთად და ჩაის ყუთებსაც ვჭედავდი. სამწუხაროდ, მშობლებიც, მეუღლეც ადრე გარდამეცვალნენ და მერე ქვეყანა რომ დაინგრა, გაჭირვებულ ყოფაში ჩავვარდი. შრომას როგორ დავიზარებ, მაგრამ სადაა სამუშაო? წუწუნიც არ მინდა, იქნებ, ცოტათი მაინც დამეხმაროს სახელმწიფო, საქართველოს მოქალაქე ხომ ვარ?!" _ ამბობს ქალბატონი ნინა.

ამავე კორპუსში ობოლი ბავშვებიც ცხოვრობენ, რომლებიც მუნიციპალიტეტის მერთან გვაბარებენ, სტადიონის აშენებას დაგვპირდა არჩევნების წინ და სიტყვას თუ შეასრულებს, კარგი იქნებაო. მერე კი, კორპუსის გვერდით, ნანგრევებით მოფარული ის სივრცე დაგვანახეს, სადაც ადრე ჩაის ფაბრიკა ყოფილა და ახლა სტადიონის მოწყობა სურთ.

მეორე კორპუსში მცხოვრები ახალგაზრდა ცოლ-ქმარი _ ლია დოლიძე და გიორგი შავლოხაშვილი, უკიდურეს გაჭირვებასა და მძიმე ავადმყოფობაზე საუბრობენ.

ლია დოლიძე: "ორივე უმუშევარი, არაფრის მქონენი ვართ. აგვისტოში, ჩემმა მეუღლემ გულის ინფარქტი გადაიტანა. სასწრაფოდ  ქუთაისში გადავიყვანეთ. ასი ლარის მეტი არ მქონდა. ოპერაცია გაუკეთეს, გამოეწერა კიდეც, მაგრამ მალე კიდევ ინფარქტი მოუვა _ სულ გვირეკავენ საავადმყოფოდან, თანხა შემოიტანეთო.

ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას თხოვნით მივმართე. ვუთხარი ჩვენი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. თუმცა, ცივი უარით გამომისტუმრეს _ ფული არ გვაქვს, ყველა ლიმიტი ამოწურულიაო. სახლის სახურავი ლამის, თავზე გვემხობა. წამოდით და ნახეთ, სახლის უკან ნაძვია წაქცეული და იქვე მდგარი მეორე ხე ამაგრებს, თორემ პირდაპირ ჩვენს საძინებელს დაეცემა. ესაა ყოფა?! ბანკის ვალები ცალკე თემაა. არჩევნებამდე იყო აქ შარაშენიძე, დაგვპირდა, გადაგიხურავთო, მაგრამ სადაა დაპირება? ხმები კი წაიღეს. კარგად გადაუღეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს. ასე უნდა გამოიყურებოდეს პრემია-დანამატების ქვეყანა?!"

გიორგი შავლოხაშვილი: "გული ხელით მიჭირავს. აწი მოვიდნენ აქ ხმებისთვის და კი ვიცი... ან სამუშაო იყოს ან ჯანმრთელობა, ან კიდევ ვინმეს ადამიანებად მივაჩნდეთ. ჩვენ არ ვართ ისეთი ხალხი, პატივი გვცეს კაცმა და დავივიწყოთ. ახლა  საავადმყოფოდან კი გამოვედი, მაგრამ, ვაი, ამ ყოფას _ ვიცი, მალე ისევ იქ მოვხვდები. არც მომხედავენ. ოპერაციის ვალი გადაუხდელი მაქვს და მართალებიც იქნებიან. რა გვეშველება?!"

სახლის ნაწილობრივ დახურვას ითხოვს აქვე მცხოვრები, 78 წლის ლინა ალევორიანი, რომელსაც შვილი გარდაცვლილი ჰყავს, რძალი საზღვარგარეთ სამუშაოდაა წასული და ობოლ შვილიშვილებს თავად პატრონობს. ისიც ამბობს, რომ არჩევნების წინ იყო დაპირება სახლის გადახურვის თაობაზე:

"ადრე იყო, ადამიანები ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ახლა ვინ რას გაჩუქებს? ყველა ღარიბია. მთავრობა თუ რაიმეს დაგვეხმარება, ეგაა. აქ პრეტენზიული ადამიანები არ ცხოვრობენ. ცოტა დაგვეხმარონ, თავზე რომ არ გვაწვიმდეს და იატაკში ფეხი არ ჩაუვარდეს ადამიანს", _ ამბობს ის.

"გურია ნიუსმა" აღნიშნული პირების და მათი მდგომარეობის შესახებ კითხვით მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, საიდანაც მოკლე პასუხი მიიღო:

"ამ ადამიანებს 2018 წელს ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიისთვის არ მოუმართავთ, რაც შეეხება ბახვში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის დანიშვნას, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება კონკურსი, რომლის შედეგად შეირჩევა კანდიდატი".




 ახალი ამბები
  • გვეძახდნენ, რომ მირზა სუბელიანს ვერ დავიჭერდით, მაგრამ მირზა სუბელიანი დღეს არის პატიმარი _ გახარია შს მინისტრი, გიორგი გახარია ფარული აუდიოჩანაწერების თემას ეხმაურება, სადაც ხორავას ქუჩის გამოძიების ფარგლებში დაკავებული, მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერში მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს მისი შეტყობინებების შს მინისტრისთვის გადაცემას სთხოვს. გიორგი გახარია ოპონენტებს აკრიტიკებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება მირზა სუბელიანს იცავდა და არ დააკავებდა. მინისტრის თქმით, სუბელიანი დაკავებულია და სასამართლო განაჩენს ელოდება. „შსს და მე არ ვვაჭრობთ ჩემი თანამშრომლების თანამდებობებით, ეს ერთი, მეორე, ასე გვეძახდნენ ზუსტად, რომ მირზა სუბელიანს ვერ დავიჭერდით, მაგრამ მირზა სუბელიანი დღეს არის პატიმარი და რამდენსაც გადაწყვეტს ქართული სასამართლო იჯდება ზუსტად იმდენი. მირზა სუბელიანის დაკითხვის საფუძველი გახდა ჩვენება ბოლო სასამართლო პროცესზე, როდესაც საერთოდ მოწმეებმა, რომლებიც იყენებდნენ დუმილის უფლებას, ბრალდებულებმა, საერთოდ ახსენეს ეს სახელი. შსს არის აბსოლუტურად პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება. დღეს მე არ მაქვს არანაირი უფლება და არანაირი სურვილი, დეტალებზე ვისაუბრო ამ საქმეზე, მხოლოდ და მხოლოდ, იმ მიზეზის გამო, რომ ვართ არჩევნების კონტექსტში და ეს ყველაფერი კეთდება არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე. გარწმუნებთ, რომ ყველა ამ შეკითხვაზე იქნება როგორც სამართლებრივი პასუხი მიცემული, ასევე პოლიტიკური პასუხი მას შემდეგ, რაც შსს ქვეყანასთან ერთად ჩაატარებს მშვიდ, უსაფრთხო გარემოში არჩევნებს და მივიღებთ იმ შედეგს, რომელსაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს,“ - განაცხადა ... ...
  • "ისეთს დავარტყამ კიდევ, ვერ აეწყობიან" - მირზა სუბელიანი სისხლისღვრასა და ვენდეტაზე საუბრობს„კურიერმა“ კიდევ ახალი სკანდალური ფარული ჩანაწერი მოიპოვა, სადაც გლდანის ციხეში მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ელაპარაკება. აუდიოფაილის მიხედვით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სისხლისღვრასა და ვენდეტაზე საუბრობს. მირზა სუბელიანის თქმით, აქვს ჩანაწერები, რომელიც ხელისუფლებას დაამხობს. აუდიოფაილიდან ირკვევა, რომ ის ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე გაბრაზებულია და საკუთარი თავი გადაზღვეული აქვს იმ მტკიცებულებებით, რომელიც 2014 წლამდე მოიპოვა.  "მირზა სუბელიანი - ვიცი, ადვოკატს როგორც უნდოდა, ისე გაუკეთეს, მაგრამ მე რომ ჩავხსნილიყავი, ძმაო, მე არაფერში არ ვერევი, მაგრამ თვითონ იქნებიან ყველაფერზე პასუხისმგებლები. მაგრამ პასუხისმგებელი იქნებიან არა წარსულზე, არა ძმაო. 2014-მდე რაც გამიკეთებია. იქ იმაზე დავარტყამ, ისეთ დონეზე დავალ, ისეთს დავარტყამ კიდევ, ვერ აეწყობიან, დამიჯერე რა. ისე მაქვს თავი გადაზღვეული, მაგათ წარმოდგენა არ აქვთ ესე. მე ერთადერთ, რაც თავი მაკავებს, შენ რომ არ იყო და სოზარი. თქვენი ორი რომ არ იყოთ, ჩემი აქ ჩამჯდომის დედა ..... სარალიძე რომ გამოდის და მთავრობის გადადგომას ითხოვს. როგორ, ბიჭო, რა შემეშალა. აგერ არის სოზარი, დამიჯერე, 12 კაცს გამოვიყვან ძმაო, მე გამოვედი, მე ვეხვეწებოდი, წავალ, გავაკეთებ და მე მახოცავენ კიდევ ხელებს. მაგრამ ეს დედის მოვ..ან ასე არ დასრულდება. მირზა სუბელიანი - მე რას ვამბობდი? ეს ყველაფერი ხომ ჩირქივით არის, კაცი მოგვიკვდა, ეს რომ ჩავარდეს, რომ ვინ არის პასუხისმგებელი? ვიქტორ ჯაფარიძე - პასუხისმგებელი არავინ! მირზა სუბელიანი - ჰოდა, ძმაო, დღევანდელი გადმოსახედიდან თუ იმას ვერ ხვდებიან, რა ფასი ვარ მე მაგათთვის ყველას მო.... ვინც მაგას ვერ ხვდება, რასაც მე ვაკეთებ ქვეყნის გამო რა. აქ ერთი წელი ჩემთვის ჯოჯოხეთია, ბოლომდე მივალ, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, მაგრამ რომ არ შევარჩენ, პირობას რაღაცას რომ დაარღვევენ, ღმერთის წინ გეფიცები, წმინდა გიორგის ხატზე დავიფიცებ, თუ ვინმეს რამეს შევარჩინო. მე ის კაცი არ ვარ, წავიდე და ჟურნალისტებთან დავჯდე, მაგრამ თუ შევარჩინო, მერე ვეღარც ესკორტი და ვერაფერი უშველის." წყარო: ... ...
  • „მოლაპარაკება ჰონდათ, როგორ მოქცეულიყვენენ“ _ ნოდია სუბელიანისა და ჯაფარიძის 14 ოქტომბრის შეხვედრაზე2016 წელს მოპოვებული მტკიცებულებების მიუხედავად, ბადრი პატარკაციშვილის საქმე 2018 წელს, არჩევნებამდე 12 დღით ადრე გაიხსნა _ რატომ? არის თუ არა დადგმული პროკურატურის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერი, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ? _ ამ და სხვა საკითხზე „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა გია ნოდიამ ისაუბრა. _ ბატონო გია, პროკურატურის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერი, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ, რბილად რომ ვთქვათ,  უნდობლობას იწვევს... როგორ ფიქრობთ, პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერები, ხელისუფლების იმიჯის გადასარჩენის მიზნით, დადმგულია? _ ამაზე საუბარი რთულია, თუმცა უნდა ითქვას, რომ მირზა სუბელიანის ჩანაწერები ძალიან მძიმე სურათს ხატავს. გასაგებია, რომ ხელისუფლება ცდილობს, რამენაირად გადაფაროს ჩანაწერები, მაგრამ თუ ლოგიკურად მივუდგებით საკითხს, დავინახავთ, რომ ხელისუფლების პოზიცია არადამაჯერებელია. რთული წარმოსადგენია, მირზა სუბელიანს სცოდნოდა, რომ იწერდნენ. ის ჩანაწერებში უკეთესი პირობების მოსაპოვებლად, ერთგვარად აშანტაჟებს  ან აშინებს ხელისუფლების წარმომადგენლებს.  დღეს კულტურა არსებობს ჩანაწერების შეგროვების, რაც ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა. _ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ,,ქართული ოცნების“ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს ციხეში შესვლის ნებართვა 5-ჯერ მისცა, მათ შორის, 14 ოქტომბერს. იმ დღეს, როცა ფარული ჩანაწერების გასაჯაროვება „რუსთავი 2“- ის ეთერში დაანონსდა... რატომ დასჭირდათ 14 ოქტომბერს  დეპუტატის ციხეში შესვლა და როგორ ფიქრობთ, რატომ მიეცა ვიქტორ ჯაფარიძეს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება მაშინ, როცა პროკურატურას საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებული ჰქონდა? _ გასაგებია, რომ საკმაოდ ექსტრაორდინალური ამბავია და ბუნებრივია, ჯაფარიძის ციხეში შესვლა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს უკავშირდებოდა, შეუძლებელია, სხვა ახსნა ჰქონდეს ამას. როგორც ჩანს, ამ დღეს, 14 ოქტომბერს სუბელიანსა და ჯაფარიძეს მოლაპარაკებები ჰქონდათ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ჯაფარიძე ციხეში კვირას შევიდა, რაც წარმოუდგენელი ფაქტია.   _ ვინ არის გავრცელებული ფარული ჩანაწერების ავტორი, ჯერჯერობით, უცნობია. საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ვიქტორ ჯაფარიძის აზრით, პროკურატურაში კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ კადრები არიან, რომლებიც ჩანაწერებს აკეთებენ... გაურკვეველია, რატომ უკვირს ჯაფარიძეს სისტემაში ყოფილი ხელისუფლების კადრების არსებობა  მაშინ, როცა ჩანაწერების მიხედვით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოქმედ პროკურორთან მირზა სუბელიანთან აგვარებს საქმეებს...  -ეს არის თავის მართლების მცდელობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საფრთხობელად წარმოაჩინონ, თუმცა სუბელიანიც “ ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია, აქ ლოგიკა არ არის. უბრალოდ რაღაც უნდა თქვას, რაც მდგომარეობიდან გამოვიდეს. მთლიანობაში ხელისუფლების მხრიდან ლოგიკური სურათი არ იკვრება. თავისთავად, საინტერესოა, როგორ გაკეთდა და შემდეგ, როგორ აღმოჩნდა ფარული ჩანაწერები „რუსთავი 2“- ის ხელში, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩანაწერების შინაარსია, რაც მთავარი პრობლემაა ხელისუფლებისთვის.  ისიც პრობლემაა, რომ ციხეში მოხერხდა ამ ჩანაწერის გაკეთება და შემდეგ, მედიისთვის გადაცემა, ხელისუფლება ამაზეც ნერვიულობს. _ გუშინ ბადრი პატარკაციშვილის საქმე პროკურატურამ თაროდან ჩამოიღო და ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით  2016 წლის დეკემბერში მოპოვებული ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის ბრალეულობა იკვეთება. რატომ გახსნა საქმე პროკურატურამ საარჩევნო პერიოდში და როგორ ფიქრობთ, აღნიშნული ხომ არ ემსახურება სუბელიანთან დაკავშირებული საქმის გადაფარვის მცდელობას? _ ცხადია, როცა ხელისუფლებისთვის კრიზისულ დღეებში ასეთი ჩანაწერები ვრცელდება, ძნელი წარმოსადგენია, არ იფიქრო, რომ სუბელიანთან დაკავშირებული ჩანაწერების გადაფარვა სურთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ჩანაწერის გამოქვეყნების დრო აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ეს ნამდვილად  გადაფარვის ... ...
  • დეტალურად ვიცით, ვინ, სად, როდის რას გეგმავდა და რას გეგმავს _ შსს მინისტრიშინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, რომელშიც გვარამია ჩანაწერების გამოქვეყნებას აანონსებს. გახარიას განცხადებით, მან არ იცის, რომელ ჩანაწერზე საუბრობს ნიკა გვარამია, თუმცა დეტალურად იცის ყველა ის გეგმა, რითაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია იგეგმებოდა. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. "წარმოდგენა არა მაქვს საერთოდ, რა ჩანაწერებზე საუბრობს ბატონი ნიკა გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად და გარწმუნებთ, რომ როგორც ნეიტრალურ უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს. დეტალურ დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს. ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი. ეს ყველაფერი ვიცით, მათ შორის მიყურადების შედეგად. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო", -განაცხადა გიორგი გახარიამ. „რუსთავი 2“-მა 17 ოქტომბერს გაავრცელა კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ დაკავებამდე ორი დღით ადრე შეხვდა კახა კახიშვილს, პატიმრობის გარკვეული პირობების შექმნაზე შეთანხმდნენ და რადგან შეთანხმება დაირღვა, კახიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს და საჭიროების შემთხვევაში გამოაქვეყნებს.  ნიკა გვარამიამ თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერების გამოქვეყნებას ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: ჩანაწერების მოსმენისას ხალხი არ იწყებს გარკვევას, რა არის მართალი და რა – არაჩანაწერების მოსმენისას ხალხი არ იწყებს გარკვევას, რა არის მართალი და რა – არა, რადგან ეს ნარევია. ჩანაწერები პოლიტიკის მიმართ ადამიანების ნდობას ძირს უთხრის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ბოლო პერიოდში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხისას განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, საჭიროა ჩანაწერების კარგად გამოძიება. „კიდევ ერთი დაკვირვება, რომელიც მაქვს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია – საჭიროა სხვადასხვა საუბრის და ფარული ჩანაწერების კარგად გამოძიება. ეს ყველაფერი მოქალაქეებზე მოახდენს ზეგავლენას. ისინი პოლიტიკური ისტებლიშმენტისადმი ნდობას საერთოდ დაკარგავენ, იმის გარკვევას კი არ დაიწყებენ, რა არის მართალი და რა არ არის სწორი, რადგან ეს ყველაფრის ნარევია. ზოგადად, პოლიტიკის მიმართ ადამიანების ნდობას ძირს უთხრის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. მისი შეფასებით, ეს პრობლემაა, რომლის მოგვარებაზეც ყველა უნდა დაფიქრდეს. ამავე დროს, სერიოზულად უნდა იყოს გამოძიებული ყველა ბრალდება, რომელზეც ჩანაწერებშია საუბარი. „ეს პრობლემაა და ამაზე უნდა ვიფიქროთ. უნდა დავფიქრდეთ აღნიშნულ საკითხს როგორ მოვუაროთ. ბრალდებები კი, რომელიც ისმის, სერიოზულია და, რა თქმა უნდა, საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. კარლ ჰარცელმა, რომელმაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე იანოშ ჰერმანი შეცვალა, დღეს მედიის წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა ... ...

არქივი

ზაფრანი

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...

რა დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

რატომ ტირიან მამაკაცები საკუთარ ქორწილში

მამაკაცები ხშირად მალავენ გრძნობებს, ალბათ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?