"ბანკების მერე, პარკირების წესი ხალხის გატყავების შეფუთული საშუალებაა"

მთავარი თემა

"ბანკების მერე, პარკირების წესი ხალხის გატყავების შეფუთული საშუალებაა"

2018 დეკ 24 17:03:23

ქალაქ ოზურგეთში, პარკირების წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, კერძო ავტომობილის მფლობელი ძალიან ბევრი მოქალაქე უკმაყოფილებას გამოთქვამს საათობრივი პარკირების წესის გამო.

პარკირების მართვის ცენტრის ოპერატორის განმარტებით, მის მიერ წარმოდგენილი ყვითელი ბარათით, ნახევარი საათით დგომაა განსაზღვრული და 25 თეთრი ღირს. ლურჯი ბარათით 50 თეთრს იხდი და ერთი საათით დგომის განმსაზღვრელია.

_ თუ ორი ან მეტი საათით გაჩერდები, შესაბამისი თანხა გამრავლდება დროის რაოდენობაზე და პირი იმდენს გადაიხდის, რამდენ ხანსაც გაჩერდება.

ვერ ეგუება ხალხი ახალ წესს, თუმცა, მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ. რა ვქნა? არა ერთი მოდის, გაჩერდება და მერე ისე გარბის, ფულს არ იხდის. რანაირად უნდა ვდიო გაქცეულ მანქანას? ალბათ, წესები რაღაცნაირად უფრო დაიხვეწება და გაუმჯობესდება, _ გვეუბნება პარკირების მართვის ცენტრის ოპერატორი ნუგზარ ბაბილოძე.

იგი გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე არსებულ საპარკირე ტერიტორიაზე მუშაობს და როგორც თვითონ ამბობს, არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა უხდება, გადახდის თვალსაზრისით. ბაბილოძე "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ დილიდან ბევრი შემთხვევა იყო, როცა მანქანა კონკრეტულმა პირებმა გააჩერეს, თანხა არ გადაიხადეს და გაიქცნენ.

პარკირების ასეთი წესის გამო, "გურია ნიუსთან" უკმაყოფილებას გამოთქვამენ მოქალაქეები:

_ თბილისს უყურებენ ესენი? ეს პერიფერიაა, ხალხს ისედაც უჭირს. თითოეული თეთრი როგორი საშოვნელია? ძვირია და ეს უნდა შეცვალონ.

_ ბანკების მერე, პარკირების წესი ხალხის გატყავების შეფუთული საშუალებაა.

 _ თითქოს, არაფერია 25 თეთრი. თუმცა, საათობრივი და წუთობრივი ანაზღაურება როცა მოხდება, ეს დიდ ფულს შეაგროვებს.

_ ეშმაკობაა მოფიქრებული ხალხის გასაძარცვად, მეტი არაფერი.

_ საყვედურები აწი ნახეთ მთავრობასთან.

_ მუნიციპალიტეტის მერიის წინ დააწესონ გადასახადი, ხელფასიც ბევრი აქვთ და მანქანაც ბევრი დგას, გაიძარცვონ საკუთარი თავი!

_ გაიქცევა კაცი, აბა, რას იზამს? საინტერესოა, ჰაერზე თუ დაწესდება გადასახადი, სუნთქვის მიხედვით. წყალზეც ველოდებით, _ ირონიას და რეპლიკებს არ ერიდებიან გურულები.

მოქალაქეები, ძირითადად, დაობენ ერთ საათში 50 თეთრის გადახდის გამო, რომელიც საკმაოდ ეძვირებათ. მაგალითად, ზოგს, სამსახურის გამო, დღის მანძილზე, შესაძლოა, რვა ან ათი საათის განმავლობაში მოუხდეს დგომა, რაც ერთი თვის მანძილზე, როგორც თავად ამბობენ, ხელფასის საკმაო ნაწილია.

"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა და პროექტის ავტორს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველს ალეკო ბერიძეს ესაუბრა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ პარკირების წესი შეიცვალოს და გადასახადის რაოდენობა შემცირდეს, ბერიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროექტის მიზანია საპარკირე ადგილებზე ყველას ჰქონდეს წვდომა.

_ ამ პროექტის ავტორი მე ვარ. პროექტის მიზანია, საპარკირე ადგილებზე ყველას ჰქონდეს წვდომა. ჩვენი გვსურს, ადგილების 20% იყოს თავისუფალი. გარკვეულ ადგილებზე კი ეს აუცილებელია. ადამიანები, რომლებიც ადრე მიდიან და დგებიან ამა თუ იმ ადგილზე, ყველას წილი რესურსით არ უნდა სარგებლობდნენ. ეს ადგილები საერთო სარგებლობისაა. რა თქმა უნდა, ვიღაცას ეძვირება და ვერ გადაიხდის. თუმცა, ათიდან რვა დააყენებს ავტომანქანას განსაზღვრულ დროს და გადაიხდის.

_ "გურია ნიუსი" დააკვირდა პარკირების პროცესს და ვნახეთ, რომ ოპერატორს ხშირად უწევს დავა, რადგან ბევრი პარკირების თანხას არ იხდის.

_ გასაგებია, იქნებოდა ასეთი ფაქტი. პარკირების მართვის ცენტრის ოპერატორის მოვალეობაში შედის, მიაწოდოს ტალონი მას, ვინც შემოვა ტერიტორიაზე და მანქანას განსაზღვრული დროით დააყენებს. ვიღაც რომ შევარდა და გაიქცა, მჯერა. ამისთვის მალე ამოქმედდება კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. პარკირების წესების დარღვევისთვის ამოქმედდება ათლარიანი საჯარიმო სანქცია.

_ ეს საათობრივი პარკირების სისტემა მძღოლების უმეტესობას არ მოსწონს და როგორც ამბობენ, მხოლოდ ოზურგეთში მოქმედებს...

_ დიახ, ოზურგეთი დღეს ერთადერთი ქალაქია, რომელმაც საათობრივი პარკირების სისტემა აამუშავა. თუმცა, მალე სხვაგანაც ამუშავდება, მაგალითად, თბილისში.

_ არ მიგაჩნიათ, რომ ეს გადასახადი _ საათში 50 თეთრი ძვირია და შესაძლებელია თუ არა ტარიფის გაიაფება?

_ კი, შესაძლებელია შეიცვალოს, გაიაფდეს ან პირიქით, გაძვირდეს კიდეც, _ გვითხრა ბერიძემ.




 ახალი ამბები
  • ყაჩაღობა თბილისში-დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეუცხო ქვეყნის მოქალაქემ  თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღაბის მიზნით, ამავე ჯიხურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა 15 იანვარს მოხდა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული 1996 წელს დაბადებული, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ჰ.მ.-ს თანამზრახველის ვინაობა დაადგინა და მისი დაკავების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.    დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ... ...
  • სუს-მა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი დააკავასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ჰ. ნ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰ. ნ-მ  საქართველოს ორ მოქალაქეს ნინოწმინდაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრით სარგებლობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 30 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 3000 ლარი. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნტქით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ... ...
  • ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული- უცხო ქვეყნის მოქალაქეები შუხუთში დააკავესლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში პოლიციამ ავტომობილი შეაჩერა და სამი ადამიანი დააკავა. დაკავებულები თურქეთის მოქალაქეები არიან და მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულში ედებათ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათი დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოხდა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ბათუმში, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს - 1987 წელს დაბადებულ ბ.ე.-ს, რის შემდეგაც იგი ავტომანქანით თბილისის მიმართულებით წაიყვანეს. გამომძალველები მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ დაზარალებულის ძმას და მას 130 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძმის - ბ.ე.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული ავტომობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში შეაჩერა და დანაშაულში მონაწილე სამივე პირი დააკავა. გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. 1975 წელს დაბადებული დ.ს.-ის, 1982 წელს დაბადებული ი.ა.-ის და 1992 წელს დაბადებული ბ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“_ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ... ...
  • მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლებამეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვრის საღამოდან ვეკუას ქუჩაზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ხოლო შეშელიძის ქუჩიდან გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებისკენ ვეკუას ქუჩის გავლით გადაადგილება ნებადართული იქნება. დროებითი სქემის თანახმად, კერძო ტრანსპორტისთვის შეშელიძის ქუჩიდან გლდანის დასახლებისკენ მოძრაობა შესაძლებელი იქნება ხიზანიშვილის ქუჩით და ხიზანიშვილის N17-თან არსებული ვეკუას ქუჩასთან დამაკავშირებელი გზის მეშვეობით; მოსულიშვილის ქუჩიდან ხიზანიშვილის ქუჩის გავლით შეშელიძის ქუჩისკენ მოძრაობა შეიზღუდება; გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებიდან ვეკუას ქუჩაზე ტრანსპორტი ბოჭორიშვილის ქუჩის გავლით მოხვდება; ხიზანიშვილის ქუჩიდან გურამიშვილისა და სარაჯიშვილის გამზირების მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი ქერჩის ქუჩას ომის გმირების, შენგელაიასა ან ლესელიძის ქუჩების გავლით დაუკავშირდება. ამასთანავე, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, ქერჩის ქუჩიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიას ავტობუსები N23, N24, N32, N33, N45, N51, N108 და მიკროავტობუსები N77, N85, N96, N111 და N133 ვასაძის და მოსულიშვილის ქუჩებით დაუკავშირდებიან. შემდეგ ისინი ხიზანიშვილის N17-თან არსებული გზით ვეკუას ქუჩას დაუკავშირდებიან. ხოლო, ავტობუსი N32 შეშელიძის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ხიზანიშვილის ქუჩისკენ და ხიზანიშვილის N17-თან არსებული გზით ვეკუას ქუჩაზე გადავა. „ახმეტელის თეატრიდან“ ავტობუსები N45, N73 და N108 და მიკროავტობუსები N86, N95, N116, N136 და N139  დადგენილი მიმართულებით მოძრაობას განაგრძობენ ვეკუას ქუჩაზე, სადაც ვეკუას N24ა-სთან მოუხვევენ ხიზანიშვილის ქუჩისკენ და ქერჩის ქუჩას ვასაძისა და მოსულიშვილის ქუჩებით დაუკავშირდებიან. N142 და N145 მიკროავტობუსები მუხიანის დასახლებიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისკენ“ იმოძრავებენ გობრონიძის, ნოზაძის, ბოჭორიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით, რის შემდეგაც N24ა-სთან ხიზანიშვილის ქუჩისკენ მოუხვევენ და დადგენილი სქემით იმოძრავებენ,“_წერია განცხადებაში. ... ...
  • ნათელაშვილი გომელაურს- ისე წაიმტვრევ კისერს, ივანიშვილი ვერ გიშველისღამით, შალვა ნათელაშვილის შვილის, ბექა ნათელაშვილის ავტომანქანა გაჩხრიკეს. მომხდარს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი სოციალურ ქსელში ეხმაურება: “მოკლედ, გუშინ ღამით, ბაზალეთის ტბასთან პოლიციამ გაჩხრიკა ბექას ავტომანქანა. ორი უშედეგო, უსაფუძვლო დაკავების შემდეგ ეტყობა ახალ პროვოკაციას ამზადებენ. რა თქმა უნდა ეს პირადად ბიძინას დავალებაა. ამის მიუხედავად, მე ვაფრთხილებ გომელაურს- დაანებე ნადირობას თავი,  თორემ ისე წაიმტვრევ კისერს, რომ მერე ივანიშვილი ვერ გიშველის. ცნობისათვის, ბექა არ ატარებს ცივ და ცხელ იარაღს,არაა ნარკომომხმარებელი და ამას გიცხადებთ საჯაროდ. ერთადერთი ნაკლი აქვს, რომ ჯერ განიცდის ჩვენი ხალხის მძიმე მდგომარეობას და მერე ამაზონის ჯუნგლებში ხანძრის ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...