ბიუჯეტიდან უცნობი ადამიანების ჭამა-სმაში გადახდილი ათასობით ლარი _ ფაქტები სამართალდამცავებისთვის

მთავარი თემა

ბიუჯეტიდან უცნობი ადამიანების ჭამა-სმაში გადახდილი ათასობით ლარი _ ფაქტები სამართალდამცავებისთვის

27 მაი. 2019, 12:45:01

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე იმ ჩინოვნიკების კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობს. ასეთი შემთხვევა "გურია ნიუსს" უკვე მრავლად აქვს, რის გამოც ჩვენ სასამართლო დავაც დავიწყეთ.

სანამ პროცესები გაიმართება და სასამართლოს ძალით მივიღებთ კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას, რომლის საშუალებით უნდა გავარკვიოთ, როგორ ხარჯავს ბიუჯეტის ფულს მერია, მანამ ჩვენ შევძელით შარაშენიძის და მისი სამსახურების მიერ ხალხის ფულის ხარჯვის დოკუმენტაციის ნაწილის მოპოვება ჩვენი წყაროების დახმარებით.

ეს დოკუმენტები, გარკვეულწილად სცემს პასუხს კითხვას, თუ რატომ არ სურს შარაშენიძეს ინფორმაციის გაცემა, განსაკუთრებით კი წარმომადგენლობითი ხარჯების ნაწილში. ფაქტები ცხადჰყოფენ, რომ ოზურგეთის მერიაში სმა-ჭამაში დიდი ფულს იხდიან _ თანაც ისე, რომ არავინ იცის, ვისი ქეიფისთვის იხდიან გადასახადების გადამხდელები ასეულობით ათას ლარს.

მივყვეთ მაგალითებს _ 2018 წლის 19, 20 და 21 თებერვალს, ოზურგეთში ჩატარდა ეროვნული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის.

კონსტანტინე შარაშენიძის #740 (22 თებერვალი, 2018 წელი) ბრძანების თანახმად, ჩემპიონატზე ჩამოსული 70 პირის _ მსაჯების, მწვრთნელების, ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლების გამასპინძლებისთვის წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლიდან 3 534,74 ლარია გადახდილი.

ეს თანხა რომ ნამდვილად გადახდილია, დასტურდება ინვოისით და მიღება-ჩაბარების აქტით, თუმცა, არც ოზურგეთის მერიაში არ არსებობს ჩამოსული და სუფრაზე მყოფი სტუმრების ზუსტი რაოდენობის დოკუმენტალური ინფორმაცია. უცნობია ასევე, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და საკანომდებლო ორგანოდან ამ სუფრაზე.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ 3 534,74 ლარი გადახდილია შპს "ელეგანტისთვის", რომელიც ფლობს საბანკეტო დარბაზ "თამარიონს".

ასევე, არ არსებობს დოკუმენტი, თუ რამდენი ადამიანს უმასპინძლა ოზურგეთის მერიამ 2018 წლის 3 ივნისს რესტორან "ჩაქუხაში", სადაც "ძალოსნობის ფედერაციიდან მოწვეული სტუმრების გამასპინძლებისთვის" 1 203 ლარი და 44 თეთრია გადარიცხული.

გასულ წელს, ნოდარ დუმბაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებული მე-2 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჩატარების უზრუნველსაყოფად, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასაფინანსებლად დაგეგმილი ფესტივალის ჩატარებისთვის, 2018 წლის 11 ივნისს, კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამიდან 62 000 ლარი გადარიცხეს.

მერიის მიერ ატვირთულ დოკუმენტაციაში ამ თანხის კანონიერად ხარჯვის დეტალური დოკუმენტაცია არ იძებნება. 62 000 ლარის ხარჯვას მხოლოდ მოხსენებითი ბარათი, თანხის გადახდის ქვითარი და 2018 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს.

როგორც ირკვევა, თეატრს მერიისთვის არც ხარჯთაღრიცხვა წარუდგენია და არც ჩატარებული აქტივობები. მიღება-ჩაბარების აქტებსა და ინვოისებში მხოლოდ ზოგადი ციფრებია და სწორედ ასე ზოგადად და ყოველგვარი კონტროლის გარეშე დაიხარჯა გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდილი 62 ათასი ლარი. ფესტივალის ორგანიზატორი, ვასილ ჩიგოგიძე ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და მასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. მერიაში კი ვერ ვიპოვეთ პირი, რომელსაც ამ საკმაოდ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი აქვს!

საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამიდან გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორული კონკურს-ფესტივალისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარების უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები.

2018 წლის 5 ივლისიდან 9 ივლისის ჩათვლით, მერის #3932 ბრძანების თანახმად (2018 წლის 4 ივლისი) აღნიშნული ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 38 000 ლარი გამოიყო.

 ამის შესაბამისად, გაფორმდა 4 ხელშეკრულება. ერთ-ერთი _#270, 2018 წლის 4 ივლისს დადებულია ი. მ. ბიჭიკო ხელაძესთან. დოკუმენტის თანახმად, ხელაძეს 18 450 ლარად უნდა მოეწყო სცენა თავისი გახმოვანებით და განათებით..

მოგვიანებით, ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 6 ივლისს, დაბა ურეკში აპარატურის მომსახურების გაწევა საჭირო აღარ აღმოჩნდა და სამუშაოს ღირებულება 3 000 ლარით შემცირდა.

ხელაძესთან ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების წესით გაფორმდა. ამის მიზეზად იგი მის მიერ შეთავაზებულ დაბალ ფასს ასახელებს, თუმცა, იმ მომსახურებას, რომელიც ხელაძემ მერიას გაუწია, გაცილებით იაფად შეიძენთ სხვა პირებისგან, რომელთა შესახებ ინტერნეტში ინფორმაცია მრავლადაა.

"გურია ნიუსმა" რამდენიმე მათგანთან დეტალები გადაამოწმა და ყველაზე დიდი თანხა, რაც ხელაძის მიერ შეთავაზებულ სცენასა და აპარატურაში მოგვთხოვეს, 10 000 ლარი იყო.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ გასულ წელს, ხელაძის მიერ გაკეთებულ სცენაზე 2 მეტრით დიდი და 3-ჯერ მეტი სიმძლავრის აპარატურის ქირაობა, თავისი ინსტრუმენტებით და დიჯეისთვის საჭირო მოწყობილობებით "ბახმარო სანსეტის" ფესტივალის ორგანიზატორებს 13 500 ლარი დაუჯდათ. თანაც ეს ყველაფერი ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, საკმაოდ რთულ გზაზე იქნა ატანილი, აწყობილი და შემდეგ უკან ჩამოტანილი!

სწორედ ამ ფონზე ამტკიცებს ბიჭიკო ხელაძე, რომ მომსახურებას იაფად ყიდის:

_ თუ სხვა ამბობს 25 000 ლარს, მე ვამბობ 20 000 ლარს. ამიტომაც ურჩევნიათ მე შემიკვეთონ, _ გვითხრა ხელაძემ, რომელსაც თავდაპირველად სცენის ქირაობის თხოვნით დავურეკეთ და გვიპასუხა, რომ სცენა არ ჰქონდა და მხოლოდ აპარატურის მოქირავება შეეძლო.

თუმცა, მას შემდეგ, რაც 2018 წლის ღონისძიება გავახსენეთ, გვითხრა, რომ სცენა მის "შინაურებს" აქვთ და შეუძლია ჩამოტანა.

ჩვენ დავინტერესდით, რამდენად სწორი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელაძემ მერიიდან ჩარიცხული თანხის ნაწილი უკან, "ატკატის" სახით დააბრუნა:

_ ამ თანხიდან რა იყო დასაბრუნებელი?! _ გვითხრა მან.

_ რა თანხა უნდა იყოს, რომ უკან დააბრუნოთ?

_ არ ვაბრუნებ არაფერს. მხოლოდ ის ვიგულისხმე, რომ იაფად ვუწევ მომსახურებას მუნიციპალიტეტს, _ განმარტავს ინდმეწარმე.

ხელაძის მსგავსად, აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისთვის 4 ივლისს გაფორმდა

#271 ხელშეკრულება ს. ს. "ქობულეთის საკურორტო პოლიკლინიკასთან’’ 6 750 ლარზე, რომლის თანახმადაც, ამ სასტუმროში 30-კაციანი დელეგაცია უნდა დაბინავებულიყო. ამ თანხაში სტუმრების სამჯერადი კვებაც შედიოდა.

აღნიშნულ სააქციო საზოგადოებას ქობულეთში სასტუმრო "სოლიდარობა" აქვს, რომლის ვებსაიტს ინტერნეტში ვერ იპოვით. თუ ძებნაში რამდენიმე საათს გაატარებთ და ქობულეთის სასტუმროების ჩამონათვალს სათითაოდ ჩაყვებით, მაშინ ჩვენსავით გაგიმართლებთ, თუმცა, სასტუმროსთან დაკავშირება იოლი არ გეგონოთ _ რამდენიმე ნომერზე არ გიპასუხებენ და ბოლოს თუ გიპასუხებენ, ჩვენსავით თქვენც გეტყვიან, რომ ერთი ადამიანის სასტუმროში განთავსება, მხოლოდ ივლისის თვეში 75 ლარია, ხოლო სამჯერადი კვების სურვილის შემთხვევაში 45 ლარის დამატება მოგიწევთ (ეს თანხა ივლისსა და აგვისტოში იზრდება).

არადა, მერიაში არსებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ერთი ადამიანის მომსახურება 45 ლარს შეადგენს, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს _ პირველ რიგში, თუ რატომ მიაქირავეს ასე იაფად სასტუმრო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას იმ დროს, როცა ოზურგეთში ათეულობით სასტუმროა _ მათ შორის, შავიზღვისპირეთში (ურეკი, შეკვეთილი) და რომლის პოპულარიზაციისთვის თანხები დამატებით იხარჯება. შესაბამისად, საეჭვოა ის ფაქტი, რომ ოზურგეთის მერმა, სხვა მუნიციპალიტეტის ეკონომიკაზე და პოპულარიზაციაზე იფიქრა და არა იმ მუნიციპალიტეტისაზე, რომლის არჩეული ხელმძღვანელიც თავად არის.

ამას ემატება ისიც, რომ არ იძებნება ინფორმაცია იმ პირებზე, რომლებიც შარაშენიძის გადაწყვეტილებით, ქობულეთის სასტუმროში განათავსეს და  6750 ლარი გადაუხადეს გამარტივებული შესყიდვის წესით.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტებში ასეთი ტიპის ინფორმაცია არ არის, არადა, არსებობის შემთხვევაში უნდა იყოს!

დეტალების დაზუსტება სასტუმროში ვცადეთ, თუმცა, გვითხრეს, რომ ინფორმაციას ორშაბათამდე ვერ მოგვაწვდიან, რადგან მეილთან წვდომა არ აქვთ (?!).

ამ თანხების ხარჯვის დეტალებზე საუბარი ორშაბათამდე გადადო ოზურგეთის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ჯაფარიძემაც. მისი თქმით, დოკუმენტაციას დეტალურად უნდა გადახედოს, რადგან შარშანდელი ამბები კარგად არ ახსოვს. კითხვაზე, რატომ განათავსეს სტუმრები ქობულეთში, ჯაფარიძემ მხოლოდ ის გვითხრა, რომ ეს მათი არჩევანი იყო და სასტუმრო თავად შეარჩიეს. თუმცა, რის საფუძველზე მისცეს მათ ამის საშუალება და რატომ, ვერ გვიპასუხა!

ჩვენი ზარი უპასუხოდ დატოვეს ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ და მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა. არადა, ამ უკანასკნელთან დეტალების დაზუსტება ყველაზე საინტერესო იყო, რადგან ამ ფესტივალის ორგანიზატორის _ "არტ გურიას" წარმომადგენლის მერაბ მორჩილაძის განცხადებით, მონაწილე პირების სია საფინანსო სამსახურში დატოვა!

მერაბ მორჩილაძემ, ჯაფარიძის მსგავსად გვითხრა, რომ სტუმრებმა სასტუმრო თავად შეარჩიეს:

_ ეს ადამიანები მხოლოდ ფესტივალზე არ ჩამოდიან. 10-15 დღე რჩებიან და თავად არჩევენ კურორტს, _ ამბობს მორჩილაძე.

მისივე თქმით, ფესტივალის მონაწილეები (ერთი ადამიანი ფესტივალში მონაწილეობისთვის 20 ევროს იხდის) სასტუმროში საკუთარი სახსრებით თავსდებიან და მუნიციპალიტეტმა მხოლოდ ანსამბლის ხელმძღვანელების თანხა გადაიხადა:

_ 350 უცხოელი სტუმარი იყო და ჩვენ მხოლოდ 30 ადამიანს _ ანსამბლის ხელმძღვანელებს გადავუხადეთ თანხა. ეს საერთაშორისო პრაქტიკაა, _ განმარტა მორჩილაძემ და აღნიშნა, რომ ფესტივალის მთავარი მიზანი გიორგი სალუქვაძის სახელის და ოზურგეთის, როგორც ფოლკლორის ქალაქის პოპულარიზაციაა:

_ ბატონო მერაბ, ოზურგეთის პოპულარიზაციაზე საუბრობთ და ამ დროს სხვა მუნიციპალიტეტში ათავსებთ სტუმრებს. ეს ნორმალურად მიგაჩნიათ?

_ ანსამბლის ხელმძღვანელებმა ანსამბლებთან ერთად უნდა იცხოვრონ. როგორც გითხარით, მათ თავად აარჩიეს გასაჩერებელი ადგილი და ჩვენ ვერაფერს შევცვლიდით.

_ იმ სასტუმროში, სადაც 6 750 ლარი გადაიხადეთ, 300 ადამიანი ვერ ეტევა და თქვენ როგორ განათავსეთ ხელმძღვანელებთან ერთად ანსამბლები?

_ ერთ გაყოლებაზეა იქ სასტუმროები და ახლოს იყვნენ, _ აღნიშნა მორჩილაძემ.

მორჩილაძემ ჩვენთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ურეკში, ფესტივალის გახსნაზე აპარატურა ლანჩხუთიდან იქირავეს. მისივე თქმით, იგივე აპარატურა იყო სხვა დღეებშიც! (არადა, ხელშეკრულება ოზურგეთში მცხოვრებ ხელაძესთანაა გაფორმებული. ავტ.)

მერაბ მორჩილაძე ამბობს, დეტალური ინფორმაცია ხარჯების შესახებ მერიის საფინანსო სამსახურს წარუდგინა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მამაკაიშვილი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შეუძლებელი აღმოჩნდა დაკავშირება ი. მ. დავით შარაძესთან, რომელსაც, ასევე, 2018 წლის 4 ივლისს გაუფორმეს #272 ხელშეკრულება სატრანსპორტო მომსახურებაზე, რომელშიც 8 875 ლარია გადახდილი. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთულ მიღება-ჩაბარების აქტში, რომელსაც ხელს მერიის მხრიდან სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე აწერს, ბევრი საინტერესო დეტალია _ მაგალითად, 7 ივლისს გახორციელებულ რეისის დასახელებაში წერია "ქობულეთი-ცხემლისხიდი-ქობულეთი" . 9 გზიდან, მხოლოდ 2 შემთხვევაში წერია 2 გზა _ დანარჩენი თითო გზაა. ასევე, საინტერესოა, რომ 80-ადგილიან ავტობუსში (თბილისი-ქობულეთის რეისი) 500 ლარია გადახდილი, ხოლო 50-ადგილიანში _ 490 ლარი. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ის საქმეა, რომელიც, იურისტების განმარტებით, საგამოძიებო უწყებებმა უნდა შეისწავლონ, რადგან დოკუმენტები ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

კითხვებს აჩენს ასევე, ამავე ღონისძიებისთვის, ასევე 2018 წლის 4 ივლისს,

ი. მ. მარინა მდივანთან გაფორმებული ხელშეკრულება 6 800 ლარზე, რომლის ფარგლებში მოწვეულ ანსამბლებს, დელეგაციის წევრებს და ადგილობრივ დამსწრე პირებს (სულ 400 კაცი) გაუმასპინძლდნენ. ეჭვებს აჩენს ის, რომ არც მერიაში და შესაბამისად არც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არ იძებნება ჩამოსული სტუმრების ვინაობის და რაოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა პირთან თანხები ჩარიცხულია ანგარიშფაქტურების და მიღება-ჩაბარების საფუძველზე.

დოკუმენტებში წერია, რომ მომსახურება შესრულდა, თუმცა, როგორ და რანაირად _ არა.

შესაბამისად, იურისტების განმარტებით, ეს დეტალები სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ, რადგან ეს სწორედ მათი ვალდებულებაა!

 

 




 ახალი ამბები
  • "ევროპულმა საქართველომ" სამტრედიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინადღეს, "ევროპულმა საქართველომ" სამტრედიაში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა. პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს წარუდგინა, ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, აკაკი ბობოხიძე. დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს ,,ევროპული საქართველოს" საარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხა."საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები, რომ ქვეყანა წელში გაიმართოს და ქართველებმა იცხოვრონ ღირსეულად. ამიტომ აქვს მნიშვნელობა არჩევნებზე მისვლას და თქვენი პოზიციის დაფიქსირებას", _ მოუწოდა ბაქრაძემ სამტრედიაში, მომავლის პარკში შეკრებილ ... ...
  • გურიანთაში, მშენებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში, პირველი წირვა ჩაატარესოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  გურიანთაში,  ღვთისმშობლის შობის  სახელობის     ეკლესიის  მშენებლობა, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო,  დასასრულს  უახლოვდება. თუმცა, ამას    არ შეუშლია ხელი, რომ აქ პირველი წირვა ჩატარებულიყო. _შარშან , 21 სქტემბერს, სოფლის მცხოვრებლებმა  გადაწყვიტეს, რომ ამიერიდან, ეკლესიის დასრულებისთანავე, „გურიანთელობაც“ ეზეიმათ.  ჯერ მშენებლობა არ დასრულებულა, თუმცა მამა ერმოლაოსმა ბრწყინვალე წირვა აღავლინა. ადგილობრივები ძალიან გაგვახარა ამ ამბავმა, - გვითხრწეს გურიანთის  მრევლის წარმომადგენლებმა. _სამწუხაროდ, პანდემიამ შეგვიშალა ხელი, რომ   სოფლის   მასშტაბური დღესასწაული ჩატარებულიყო, თუმცა წირვა დაუსრულებელ ეკლესიაში მაინც ჩატარდა. ეკლესია კეთილი ადამინების შემოწირულობით   შენდება. ისინი თავს იკავებენ ვინაობის დასახელებისგან.  სოფლის მხარდამჭერი პროგრამით განსაზღვრული თანხა  კი, 40 ათასი ლარის ოდენობით, ადგილობრივთა გადაწყვეტილებით, ეკლესიის მიმდებარე სკვერის კეთილმოწყობას მოხმარდება. შორს არ არის ის დღე, როცა მთელი სოფელი   ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მშენებლობის დასრულებას   და „გურიანთელობას“ , ალბათ, მომდევნო წლის 21 სექტემბერს, ერთად იზეიმებს, - გვითხრა ოზურგეთის საკრებულოს წევრმა სოფელ გურიათიდან, მაია ... ...
  • გალტ & თაგარტი მომხმარებელს განახლებულ „G&T Trader”-ის ვებგვერდს სთავაზობსსს „გალტ & თაგარტი“ მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას აგრძელებს. საინვესტიციო ბანკმა მომხმარებელს მასზე მორგებული და დახვეწილი „G&T Trader“-ის ვებგვერდის  განახლებული ვერსია შესთავაზა. განახლებული ვებგვერდის მეშვეობით, „G&T Trader“-ის პლატფორმა მომხმარებელს 35,000-ზე მეტ საინვესტიციო ინსტრუმენტთან წვდომას აძლევს. პლატფორმის ინტუიტიური ინტერფეისი მომხმარებელს ჰარმონიზებული ნავიგაციის მეშვეობით აძლევს შესაძლებლობას, იყიდოს, შეინახოს და გაყიდოს ფასიანი ქაღალდები. მოქნილი ონლაინ სივრცე სხვადასხვა მოწყობილობებიდან (როგორიცაა სტაციონალური კომპიუტერი, ლეპტოპი, ტაბლეტი თუ მობილური ტელეფონი) შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.  ასევე, განახლებული ვებგვერდის მეშვეობით გამოცდილ ტრეიდერებს  ექნებათ წვდომა „G&T TraderPro“-სთანაც -  პროფესიონალური დონის, მულტიეკრანულ სავაჭრო პლატფორმასთან, რომელიც სრულად პასუხობს მომხმარებლის საჭიროებებს. მომხმარებელზე მორგებული „G&T Trader“ და „G&T TraderPro“ პლატფორმები გამოირჩევა პროდუქტის ფართო დიაპაზონით, როგორიცაა: აქციები, ობლიგაციები, ETF, CFD, FX, ფიუჩერსი და ოპციონები. „მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, წარგვედგინა განახლებული „G&T Trader”-ის ვებგვერდი, რომელიც მოსახერხებელია ყველა დონის გამოცდილების მქონე მომხმარებლისთვის.  განახლებული ვებგვერდით ჩვენს კლიენტებს  ვთავაზობთ წვდომას ისეთ საერთაშორისო აღიარების მქონე პლატფორმებზე როგორიცაა: „G&T TraderPro“ და „G&T Trader“, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ჩვენი მომხმარებელი შეძლებს ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე.  განახლებული ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება ეძლევა მარტივად გახსნას საბროკერო ანგარიში და დაიწყოს ინვესტირება“, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ, „გალტ & თაგარტი“-ს მმართველმა დირექტორმა. „გალტ & თაგარტი“ საქართველოში უმსხვილესი და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი საბროკერო კომპანიაა, რომლის მეშვეობითაც კლიენტებს აქვთ წვდომა როგორც საერთაშორისო ბირჟებზე, ასევე რეგიონულ, ძნელად მისაწვდომ ბაზრებზე. კომპანია სარგებლობს უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიმწოდებლის რეპუტაციით, რომელიც სხვადასხვა ბაზრებზე სხვადასხვა კლასის აქტივების საბროკერო შეთავაზებებით მოიპოვა. „G&T Trader“ „გალტ & თაგარტი“-ს  ვებაპლიკაციაა, რომელიც ნებისმიერი ბრაუზერიდან არის ხელმისაწვდომი. მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია მობილური აპლიკაციით, როგორც სმარტფონისთვის, ასევე ტაბლეტისთვის. როგორც  IOS-სზე, ასევე Android-ზე, რომელიც Apple App Store-სა და Google Play-ზეა ხელმისაწვდომი. ... ...
  • შსს-მ ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ნ.ა., 1973 წელს დაბადებული ი.ა., 1987 წელს დაბადებული კ.ა., 1996 წელს დაბადებული ა.გ.,1967 წელს დაბადებული დ.ფ., 1976 წელს დაბადებული ს.გ., 1999 წელს დაბადებული ვ.მ., 1979 წელს დაბადებული ვ.ა., 1971 წელს დაბადებული ფ.ა., 1985 წელს დაბადებული რ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ე.გ. დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება ედებათ ბრალად. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ფული და მობილური ტელეფონები ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილით, მე-5 ნაწილის "ა" და"ბ" ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას ... ...
  • დაბა ლაითურის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდადღეიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ლაითურის საჯარო სკოლა ორი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ეს იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და აქედან გამომდინარე დაბა ლაითურის მოსწავლეები გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის დაბა ლაითურში სამი მოსწავლეს და ერთი მასწავლებელს აქვს კორონავირუსი. აქედან ორი ბავშვი სკოლის კლასტერი არ არის, რადგან მათ ახალი სასწავლო წელის დაწყების დროს სკოლაში არ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...