ბრალდებები, პოლიტიკური განცხადებები და კრიზისში მყოფი "მერცხალი" ინვესტორის მოლოდინში

მთავარი თემა

ბრალდებები, პოლიტიკური განცხადებები და კრიზისში მყოფი "მერცხალი" ინვესტორის მოლოდინში

13 აგვ. 2018, 09:28:06

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, "ლეიბორისტული" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით მამალაძე სოციალურ ქსელში ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ "მერცხალში" არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ წერს:

"ორი დღეა, ოზურგეთის "მერცხალის" ფეხბურთელებმა, ახალგაზრდებმა, რომლებმაც უკანასკნელ ხუთ მატჩში საუკეთესო შედეგი აჩვენეს და არც ერთხელ არ დამარცხებულან, გაფიცვა მოუწყვეს კლუბის დირექციას, რადგან 22 აგვისტოს სეზონი იხსნება და კლუბის მომავალი ბუნდოვანია. ისინი ითხოვენ, საარსებო მინიმუმს ხელფასის სახით. მუნიციპალიტეტის მერია არ ჩქარობს საკითხის გადაწყვეტას, გულშემატკივარი აღშფოთებულია.

მივმართავ მუნიციპალიტეტის მერიას! საკრებულოს თანამდებობის პირებს, გუბერნატორს და მის მოადგილეებს! მაჟორიტარ დეპუტატს და მის წარმომადგენლობას! დაუყოვნებლივ, შემჭიდროვებულ ვადებში გადაწყვიტეთ "მერცხალში" არსებული პრობლემები! სპორტსმენ ახალგაზრდებს ნუ გაწირავთ ქუჩისთვის! წინააღმდეგ შემთხვევაში, პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც საკრებულოს წევრი, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის სახელით, რომ ასეულობით გულშემატკივარი გამოვა ქუჩაში და ფეხბურთელებთან ერთად, ჩვენ გადაგიწყვეტთ თქვენს პოლიტიკურ მომავალს!"

"მერცხალის" მწვრთნელი-კონსულტანტი აკაკი ათუაშვილი ფეხბურთელების გაფიცვას არ ადასტურებს და "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ ვარჯიშები "მერცხალის" ახალი შემადგენლობით მიმდინარეობს.

"გურია ნიუსი" არაერთხელ წერდა, რომ კლუბში უამრავი პრობლემა არსებობს. როგორც ფეხბურთის გულშემატკივრები გვეუბნებიან, "მერცხალს" _ ორი მთავარი მწვრთნელი, ხოლო სტადიონს ორი დირექტორი ჰყავს.

პირველი დაპირისპირება "მერცხალის" მთავარი მწვრთნელის ხარიტონ ჩხატარაშვილის გათავისუფლებას მოჰყვა _ სხდომა ჩხატარაშვილის გარეშე ჩატარდა და მან მისი გათავისუფლების შესახებ არაფერი იცოდა. ჩხატარაშვილის თქმით, ის ამ დროს თბილისში ოპერაციას იკეთებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხარიტონ ჩხატარაშვილთან სამწლიანი ხელშეკრულება იყო დადებული და სტადიონის გენერალური დირექტორის, მურთაზ აბაშიძის სიტყვიერ ბრძანებას იურიდიული ძალა არ ჰქონდა.

აქედან მოყოლებული, სტადიონის დირექტორს მამუკა გოგუაძეს, ხარიტონ ჩხატარაშვილსა და გენერალურ დირექტორს მურთაზ აბაშიძეს შორის უკვე ხუთი თვეა, მიმდინარეობს "შიდა ომები".

მამუკა გოგუაძე ამბობს, რომ მურთაზ აბაშიძის მოსვლის შემდეგ, ცხრა ფეხბურთელი მოიყვანეს გუნდში, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.

მამუკა გოგუაძე: "გენერალურმა დირექტორმა მურთაზ აბაშიძემ ყველაფერი თავის თავზე აიღო და ახლა სავალალო შედეგი რომ დადგა, ამაზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდა. ჩხატარაშვილი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაუშვა და იქვე, "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა _ სანამ მე ვიქნები, ვერ იქნება ხარიტონ ჩხატარაშვილიო. ყველამ იცოდა, კაცი ოპერაციას იკეთებდა და მან კი სიტყვიერად გაათავისუფლა. ამ დროს ხომ შეიძლება, დაიცადო და დაელოდო, ისე გაარკვიო ყველაფერი?!"

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ერთ-ერთ თათბირზე მურთაზ აბაშიძემ პოლიტიკური შეფასებები გააკეთა.

მამუკა გოგუაძე: "ხელისუფლებაში ბალაგანი არის... ვინც სამტრედიაში რკინიგზა გადაკეტა, ის ახლა პარლამენტშია (საუბარია ზვიად ძიძიგურზე) _ ეს იყო პოლიტიკური შეფასება მისი მხრიდან. სულ იმაზე აქვს აქცენტი, რუსები უნდა მოვიდნენ და ათასი მსგავსი მოსაზრებები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ვარ ოზურგეთში, სამსახურში პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ.

გენერალური დირექტორის მოსვლიდან დღემდე სულ პროტესტი და უწმაწური სიტყვების კორიანტელია, თათბირებზეც სულ გინება ისმის. კაცი ფეხბურთში იყოს და ფეხბურთის სამყაროს აგინებდეს, ასეთი რამ არ გამიგია! ახლა ამბობენ, რომ ეს ფეხბურთელები მათ არ მოუყვანიათ. არადა, მე და ხარიტონს შეხება არ გვაქვს არანაირ გადაწყვეტილებასთან.

მე და ხარიტონს სამწლიანი პროგრამა გვქონდა. წარვუდგინეთ მაშინდელ მერს, ბეგლარ სიორიძეს. ასევე, ჩამოყალიბდა ახალი გუნდი. წელსაც იმ ბიჭებით, იმ შემადგენლობით უნდა გვებრძოლა, რომლებმაც შარშან ჩაატარეს ჩემპიონატი. ჩვენი მიზანი იყო ოთხეულში მოხვედრა. ეს იყო ახალგაზრდული პროგრამა, მაგრამ ასე არ მოხდა. მოვიდა მურთაზ აბაშიძე და გასცა უამრავი დაპირება. პირდაპირ გეტყვით, ეს იყო მოქმედი მერის ღალატი, რომელსაც ჰპირდებოდნენ ფეხბურთის აყვავებას, ოღონდ მე და ხარიტონი მოვშორებოდით "მერცხალს". ასევე, მინდა გითხრათ, რომ მთავარი მწვრთნელია აკაკი ათუაშვილი და სინამდვილეში ეს თანამდებობა უკავია ხარიტონ ჩხატარაშვილს".

ჩვენ კითხვაზე _ თუ ასეთი მდგომარეობაა კლუბში, რატომ არ ჩააყენეს შესაბამისი უწყებები საქმის კურსში, გოგუაძე გვპასუხობს, რომ წლის ბოლოს აუდიტი შეამოწმებს, რა ხდება "მერცხალში":

"ჩემი წინადადება ასეთია _ ხარიტონ ჩხატარაშვილი არის ლიცენზირებული მწვრთნელი, მან იცის ფეხბურთი და მისცენ ამის კეთების საშუალება.

9 ფეხბურთელს 500-700 ლარი ეძლეოდა ანაზღაურება ბოლო სამი თვის განმავლობაში. ასეთი რამ არ მომხდარა დიდი ხანია.

ასევე, მინდა აღვნიშნო, ხარიტონმა მუშაობა დაიწყო 2018 წლის იანვარში, თებერვალში ახალი უფროსობა მოვიდა. ოთხეულში ვერ მოხვდით. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონული ლიგის ბოლო ადგილებზე ვინაწილებთ პოზიციას, იმის იქით აღარ არის არაფერი. ეს არის დაპირებული აღორძინება?"

მამუკა გოგუაძის თქმით, "მერცხალის" ხარჯებისთვის ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ყოველწლიურად 25 000 ლარია გამოყოფილი:

"ამ თანხიდან 3 500 ლარი ფეხბურთის ფედერაციის საწევროს გადასახადია. რჩება 21 500 ლარი, ამ ფულით უნდა ჩავასხათ საწვავი ტრანსპორტში, მოხდეს ფეხბურთელების კვება, ვიყიდოთ ბუცები, ბურთები.

როცა ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთის განვითარების ფონდს დედას აგინებ, იქ საქმე არ გაკეთდება. მურთაზ აბაშიძეს არაპროფესიონალურად უდგება საქმეს", _ ამბობს მამუკა გოგუაძე.

 საპირისპირო პოზიცია აქვს მურთაზ აბაშიძეს _ ის ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, იმაზე მეტი აიღო საკუთარ თავზე, რაც მის მოვალეობებში შედიოდა, რომ კლუბს წარმატებისთვის მიეღწია. აბაშიძე ამბობს, რომ ცილისმწამებლური განცხადებების გამო, რაც ამ ბოლო პერიოდში მისი მისამართით გაჟღერდა, აუცილებლად მიმართავს სასამართლოს. ის ასევე ამბობს, რომ ის თათბირებზე არანაირ პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს.

კითხვაზე, რა ხდება კლუბში, მურთაზ აბაშიძე გვპასუხობს:

"ფაქტობრივად, გუნდი დაშლილია და ახალგაზრდებს არ აქვთ ხელფასი. რა არის ამის მიზეზი? ახალმა ხელისუფლებამ გვითხრა, რომ თუ შედეგს დავდებდით, დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ შედეგი ვერ დავდეთ. ვინ მოგცემს ფულს, როდესაც ვერ თამაშობ?!" _ თქვა აბაშიძემ.

კლუბის გენერალური დირექტორი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ 9 ფეხბურთელი ანაზღაურებას 500-700 ლარს იღებდა:

"რა 700 ლარი?! სამთვიან ხელშეკრულება იყო დადებული, 500-ლარიანი და ისიც არ აქვს ნაწილს აღებული. შეიძლება სასამართლოში წავიდეს საქმე. აქ მუშაობენ ადამიანები, რომელთაგან ზოგი ოც წელზე მეტია "მერცხალშია". არაფერს აკეთებენ და არიან კარგ პირობებში, შედეგს კი ვერ დებენ. თუ ვერ დებ შედეგს, უნდა წახვიდე!

ხარიტონ ჩხატარაშვილს არანაირად არ ვუშლი ხელს, ვინ მეკითხება მისი არშემოშვებას?! მან ის მოიკითხოს, პირველი ლიგიდან რომ გააგდო გუნდი ბოლო ლიგაში. ხუთი თვეა, მას შეხება არ ჰქონია გუნდთან და ტყუილად იღებს ხელფასს".

აბაშიძის თქმით, მან ათუაშვილს და გიორგაძეს სრული ნდობა გამოუცხადა, მაგრამ შედეგს გუნდმა მაინც ვერ ან არ მიაღწია:

"ფეხბურთელებმა ფეხბურთი არ ითამაშეს ან ვერ ითამაშეს. გუნდში არის დაჯგუფებები, გაუგებრობები. ქალაქის მერმა მითხრა, რომ მივიდოდი სტადიონზე და მივხედავდი სტადიონს. არანაირი შეხება გუნდთან არ უნდა მქონოდა, მაგრამ მაინც რაღაც-რაღაცებში ჩავერიე, რადგან მინდოდა გუნდის წინსვლა. ჩემი ჯიბის ფულით გავაკეთე ბევრი რამ. მოვიდნენ და ნახონ", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას აბაშიძე.

 პოლიტიკურ განცხადებების შესახებ კი მურთაზ აბაშიძე ამბობს:

"რა ბალაგანი, რა ზვიად ძიძიგური?! გოგუაძე, რომ სტადიონის ე. წ. დირექტორად ითვლება, მას რამე შეხება აქვს სტადიონთან ან ჰქონია როდესმე? ეს ხალხი მოვიდა ფულის საკეთებლად! სად არის ტრიბუნა, დარბაზი, ტაბლო? ჩემ დროს არ გაყიდულა!

ხუთი წერილი მაქვს პროკურატურაში გაგზავნილი და არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მომდიოდა პასუხი, არაფერი არ ხდებოდა სტადიონზეო".

აბაშიძის თქმით, მან მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა აუდიტის შესვლა "მერცხალში":

"მე მქონდა ვიცე-მერთან საუბარი და ვითხოვე აუდიტის შემოსვლა. საქმე ახლა შესწავლის სტადიაშია. ცილს მწამებენ და აუცილებლად მივმართავ სასამართლოს.

ფულები მიდის ჰაერში და ამიტომ მოვითხოვე აუდიტი. ხარიტონ ჩხატარაშვილის და მამუკა გოგუაძეს ფულის შოვნის საშუალება გადავუკეტე და იმიტომ მერჩიან. რაც მივედი, სულ ასეთი სიტუაცია. სამჯერ მივმართე მერს შეესწავლა არსებული სიტუაცია.

ფეხბურთელებს აბუნტებენ. ეს მიმართულია არა მარტო ჩემ წინააღმდეგ, არამედ ქალაქის მერის წინააღმდეგაც. ესენი ის ხალხია, რომლებიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" აგინებდნენ. ისინი მხარს უჭერდნენ ბეგი სიორიძეს და კოტე შარაშენიძის წინააღმდეგ მუშაობდნენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ადამიანები ხალხის ფულს ჭამს და გამკითხავი არავინ არ არის!"

ხარიტონ ჩხატარაშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ის ყველა ვარჯიშს ესწრება, მაგრამ მას უფლებას არ აძლევენ, ვარჯიშში ჩაერიოს:

"არც ერთი დაპირება არ შეასრულეს. სად არის აღორძინებული კლუბი?! მე მაბრალებენ, თითქოს გუნდი გავაგდე პირველი ლიგიდან. კარგად მოიკითხონ, ვინ იყო მაშინ მწვრთნელი და ისე გააკეთონ განცხადებები. მურთაზ აბაშიძე არ ასრულებს მოვალეობებს, ის განაგებს ყველაფერს სტადიონზე და კლუბში", _ ამბობს ჩხატარაშვილი და ვრცელი კომენტარისგან თავს იკავებს.

კლუბის უფროსი შოთა გიორგაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ "მერცხალში" განვითარებული მოვლენების შესახებ სტადიონის ორ დირექტორს უნდა ვკითხო, თუმცა, ის ადასტურებს ჩვენთან საუბრისას, რომ კლუბში და სტადიონზე დაძაბული სიტუაციაა:

"აურზაურს ეშველება... ჭექა-ქუხილის შემდეგ ყოველთვის კარგი ამინდი გამოდის. ხელფასების მიცემა არ შეუძლია ფეხბურთელებისთვის ფედერაციას და ფეხბურთის განვითარების ფონდს _ მხოლოდ პრემიებია და ისიც 80 ლარი. ინფორმაციას გადამოწმება უნდა და არავინ 700 ლარს არ იღებდა, ეს არის სიცრუე! ეს ინფორმაცია ვინც გაავრცელა, ის არის გუნდის და ფეხბურთის მოღალატე.

მე მომხრე ვარ, თუ ხარიტონ ჩხატარაშვილი იქნება მთავარი მწვრთნელი. ერთხელ და სამუდამოდ, დაერქვას ყველაფერს თავის სახელი!" _ თქვა გიორგაძემ.

მისივე თქმით, "მერცხალი" ელოდება ინვესტორს და ამასთან დაკავშირებით სერიოზული საუბრებია. გიორგაძე ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს, რადგან ჯერ ზუსტი დეტალები მისთვისაც უცნობია.

"მერცხალის" მწვრთნელი-კონსულტანტის, აკაკი ათუაშვილის თქმით, ვარჯიში "მერცხალში" არ შეწყვეტილა, 25 ივლისიდან კი დაიწყო მზადება მეორე წრისთვის:

"სამწუხაროდ, ხდება ფეხბურთელების გადინება _ ოთხი ახალგაზრდა ფეხბურთელი წავიდა. გასულ წელს მხოლოდ უფროსი თაობის ფეხბურთელებს, 7 ადამიანს ეძლეოდა ხელფასი. შემდეგ ისინი წავიდნენ და ახალგაზრდების იმედზე დარჩა გუნდი, მათი თამაშით კმაყოფილები ვართ.

ფეხბურთელებს არ აქვთ ხელფასი და ადამიანს, ინვესტორს, რომელიც ამ საკითხს მოაგვარებს.

ბოლო ლიგაში იყო გუნდი და ახლა წინ წასვლა გვჭირდება, ასევე, საჭიროა გამოცდილი ფეხბურთელები.

მე ვარ მწვრთნელი-კონსულტანტი. მე რაც მევალება _ სამწვრთნელო საქმე, ვაკეთებ, მაგრამ, როცა არ არის ხელფასი, არ არის ბუცი, ბურთი, ფორმა, შესაბამისად, არ არის შედეგი. ახალგაზრდები, რაც შეუძლიათ ამ პირობებში, ყველაფერს აკეთებენ", _ გვითხრა ათუაშვილმა.

მისივე თქმით, გუნდში ამ ეტაპზე გუნდში მხოლოდ 2001-2002 წელს დაბადებულები არიან.

"გურია ნიუსმა" ამ საკითხზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე სურგულაძესთან სცადა დაკავშირება, თუმცა, მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

გურია ნიუსი" აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და ახალ დეტალებს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • მესამე დღე: ეს დღე სხვა დღეებისგან განსხვავებული დარჩა„გურია ნიუსის“ კორესპონდენტს იმერეთში, ჟურნალისტ ნინო ნანიტაშვილს სამი დღის წინ კორონავირუსი  დაუდგინდა. ნინომ ჩვენი აუდიტორიისთვის დღიურის დაწერა გადაწყვიტა. ვფიქრობთ, მისი მონათხრობი, განცდები და გამოცდილება, დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ პანდემიის არსი, იზოლირებული ადამიანების გრძნობებს და საჭიროებებს უკეთ გავეცნოთ. თუ როგორ ჩაიარა მესამე  დღემ მისთვის, თავად ნინო ასე გვიყვება: „ეს დღეც მიილია. მართალია, სახლში ერთი კოვიდინფიცირებული ოფიციალურად დამემატა,  მაგრამ, მაინც მშვიდობიან დღეს დავარქმევდი. როგორც ნახეთ, ბადრი ვაშაკიძე არ ჩამომრჩა და სოლიდარობა გამომიცხადა. დილით შევიტყვეთ, რომ ისიც დადებითია. გრიგოლს უარყოფითი პასუხი მოუვიდა. გამიხარდა. მაინც რა არის დედის გული,  არჩევანი რომ ყოფილიყო, ამ სამიდან ერთი უარყოფითი უნდა გამოვიდესო, გრიგოლს ავირჩევდი. დარწმუნებული ვარ ბადრიც ასე მოიქცეოდა. ასე რომ,  ეს დღე სხვა დღეებისგან განსხვავებული დარჩა. შემცირდა დისტანცია და განზიდულობა ჩემსა და ბადრის შორის.  ერთმანეთის გასამხნევებლად და სტიგმის დასაძლევად ჩავეხუტეთ კიდეც. რა ყოფილა, მაინც,  ეს კორონა, ოჯახი ერთ მუშტად შეგვკრა. ამდენი დრო ქმარ-შვილთან, ბავშვები ჩვილები რომ მყავდნენ, მას შემდეგ არ გამიტარებია. სიცხე არ მაქვს, არაფერი მაწუხებს, მეც გავყოჩაღდებიო,  იკითხებოდა ბადრის მთელი დღის აქტივობებში. ეზო რამდენჯერმე დაზვერა, გრიგოლს გვიანი შემოდგომისთვის დასამუშავებელ მიწის ნაკვეთზე მიუთითა, რამდენჯერმე წაიღიღინა და კლინიკაზე სიტყვა არ დასცდენია. გავუყავი ჩემი ოჯახის ექიმის მიერ ჩემთვის დანიშნული ,,ვიუსიდი" და გადავწყვიტე, რომ არც კარდიომაგნილის მიღება აწყენდა. გულშემატკივრების სატელეფონო ზარები და  მოკითხვები დღესაც ბევრი იყო: ,, როგორ ხართ, აბა, თქვენ იცით, არ შეშინდეთ, კორონას არ უხდება დაძაბულობა." ვუხსნი ყველას: რას ჰქვია, მეშინია, როგორ გეკადრებათთქო, ყველანი კარგად ვართო. მაგრამ, ვატყობ, ბევრს არ სჯერა. ვერც გაუმტყუნებ. რანაირი წარმოსადგენია, კორონა გჭირდეს, იყო ინფიცირებული, შენი თავის ექიმი, მეორე ინფიცირებულის მომვლელი, შეუნაცვლებელი დიასახლისი და ამ დროს არაფერი გაწუხებდეს.  მთავარი გაჭირვება დისკომფორტია, შენი სტატუსით შეშინებული ადამიანებისგან დისტანციის. ვიღაცას შენთან სიახლოვის გამო რომ შორდებიან და გაურბიან. ამ დროს გინდა, დღეები სწრაფად გაფრინდეს, რომ მალე თავის გასამართლებელი აღარ გქონდეს, რომ რვა დღის წინ, როცა შენ შენს მოქალაქეობრივ უფლებას იყენებდი, შენს ქალაქში გადაადგილებას,  სამსახურში სიარულს სხვა ადამიანების დაზარალება არ გამოუწვევია, რომ დღეს და გუშინ მსოფლიო ასე რომ შეიშალა, შენი ბრალი არ არის. მალე გინდა დრო მთელი ოჯახის კარგადყოფნაში გავიდეს და ამ უსაქციელო კორონას გამო ყველაზე ძვირფასი,  ჯერ ადამიანები, შემდეგ საკუთარი თავი არ დაკარგო. 22 ოქტომბერი, 1:39 ... ...
  • ქობულეთში საქართველოს ბანკის ინკასატორი დააყაჩაღესქობულეთში საქართველოს ბანკის ინკასატორი დააყაჩაღეს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ინკასატორს  75 ათასი წაართვეს. დამატებით დეტალებს მომხდართან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ მალე ... ...
  • დღეს, „ლელო საქართველოსთვის“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატს, გიორგი სიორიძეს წარადგენს დღეს, 15 საათზე პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე გურიის მოსახლეობას ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი სიორიძეს წარუდგენს. კანდიდატის წარდგენა გაიმართება ოზურგეთის ცენტრში, „ჭადრების ბაღში“. ... ...
  • „კოორდინატორებს რომ აგზავნით, ხმა მიეცით „ოცნებასო“, ვის მივცე ხმა? უგზოობას?“-ჭანჭათში უგზოობას უჩივიან„სირცხვილი თქვენ! 3 წელია გზაზე გესაუბრებით, თუ საჯაროდ და თუ პირადად.  დღევანდელ ამინდში თუ სკოლის მარშუტკა არ ამოვა, როდის უნდა ამოვიდეს?  მთელი სოფლის გზა რომ დააგრეიდერეთ და ეს მონაკვეთი დატოვეთ, არ შეგრცხვათ? თურმე ეს გზა სოფლის ცენტრალური გზა არ არის, აბა რა არის? შუკა? სამი წელია ტენდერში ვერცერთმა კომპანიამ გაიმარჯვა? თუ ფეხებზე დაგვიკიდეთ? თქვენს კოორდინატორებს რომ აგზავნით, ხმა მიეცით ოცნებასო, ვის მივცე ხმა? უგზოობას? ადამიანის მოთხოვნის ფეხებზე დაკიდებას? თუ იმას რომ ჩემი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება 3 წელია უმოქმედოთ ზის, დაბრმავდა და დაყრუვდა. შეგრცხვეთ! მთელი სოფლის გზას აგრეიდერებენ და როცა ვურეკავ გამგებელს ჩვენთან რა ხდება, რატომ დატოვეთ თქო. სოფლის ცენტრალური გზის დაგრეიდერება მოხდაო, ფაქტობრივად დაგვცინიან. არანაირი ბავშვის ინტერესების გათვალისწინება, არანაირი ახალი კანონის მიღება, არაფერი არ ესმით, უსირცხვილოდ იქცევიან. ყველაფერს აქვს საზღვარი! სასწრაფოდ მოახდინეთ აღნიშნული გზის რეაბილიტაცია, ადამიანების მოთმინებას ნუ ცდით!-წერს სოციალურ ქსელში სოფელ ჭანჭათის მკვიდრი ვეკო წულაძე. ვეკო წულაძის ამ პოსტს, რომლის ადრესატიც სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მორჩილაძე და მუნიციპალიტეტის მერიაა, არაერთი კომენტარი მოჰყვა, მათ შორის თანასოფლელთა მხრიდან. „რაც თავი მახსოვს ყველა მაგ გზაზე გამოვთქვამთ პრეტენზიას და მაშინ შეთანხმებულად მოვაწყოთ ერთი დღე და მოვიფიქროთ რაიმე ისეთი რომ მოგვაქციონ ყურადღება...ყველას გვაწუხებს ეგ უგზობა, რომელ საუკუნეში ვართ, ელემენტარულად, სამგზავრო მარშუტკა დღეში ერთხელ გვემსახურება და ისიც სახლამდე ვერ მოდის, რამხელა მანძილის ფეხით დაფარვა გვიწევს უგზობის გამო. ეს ყველას პრობლემაა, მხოლოდ შენი და ჩემი არა, ამიტო ყველა უნდა გავერთიანდეთ და რაიმე გზით ვაიძულოთ შესაბამისი პირები რომ მოგვაქციონ ყურადღება. არ ვიცი ჩვენ სოფელში როა, ისეთი გზა თუ არსებობს ლანჩხუთის რომელიმე სოფელში. საკუთარი მანქანით ვერ გადაადგილდები ადამიანი ნორმალურად და სამგზავრო მარშუტკას რა უნდა მოვთხოვოთ, სანამ ეს გზა არ მოგვარდება. ბავშვები სკოლაში და ბაღში ვერ დადიან ნორმალურად გზის გამო. რომელ განვითარებულ ან განვითარებად მუნიციპალიტეტშია მსგავში პრობლემები .განათლება ყველგან ხელმისაწვდომია და ჩვენთან ელემენტარული გზის გამო სახლში უნდა გვეჯდეს ბავშვები, ზამთარსა და წვიამიან ამინდში განსაკუთრებით“. საგულისხმოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არა, როცა ვეკო წულაძე საჯაროდ, სოციალური ქსელის საშუალებით აჟღერებს ჭანჭათში არსებულ გზის პრობლემას და დახმარებას მედიასაშუალებებსაც თხოვს.  „გურია ნიუსიც“ არაერთხელ წერდა ამის თაობაზე, თუმცა, როგორც ირკვევა, საქმე წინ არ წასულა და უგზობის პრობლემა კვლავაც აწუხებს სოფლის მოსახლეობას. ზემონახსენებ  პრობლემასთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“  სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში, გიორგი მორჩილაძეს დაუკავშირდა, რომელიც აღმოჩნდა რომ არ იზიარებს ვეკო წულაძის მხრიდან გაჟღერებულ  პრეტენზიებს და ყველაფერ ამას საარჩევნო სპეკულაციას უწოდებს. „სოფელში გზა ყველგან კეთდება, რაღაც 200 მეტრიანი მანძილია დარჩენილი და მისი გაკეთებაც ამ 15 დღეში დაიწყება. რატომღაც გზის პრობლემა მხოლოდ წინა საარჩევნო პერიოდში ახსენდება. არჩევნებია კარზე მომდგარი და გარკვეულ სპეკულაციას ეწევა, მარშანიშვილთანაა („ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი“ შეკრული და ის აწერინებს რაღაცეებს“-ასეთია სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის კომენტარი „გურია ნიუსთან“ სატელეფონო ... ...
  • რატომ გადაკეტეს ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩაამ დროისთვის ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციას გზა აქვს გადაკეტილი და ავტომობილებს გზის გაგრძელების უფლებას არ აძლევს. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, გზის გადაკეტვის მიზეზი სკოლის წინ ზებრის მოხატვის სამუშაოებს უკავშირდება. „გურია ნიუსთან“ საუბრისას ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი, ნანა ცინცაძე ამბობს, რომ ერთი ზებრა გადასასვლელი სამრევლო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა, 2 კი მაგისტრალზე. „აქ არის ცენტრალური გზა მაგისტრალი. გზას მოვხატავთ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ხშირად ვსარგებლობთ და ფაქტია, რომ აქ აუცილებლობა იყო იმის, რომ განგვეახლებინა ქვეითთა გადასასვლელები“,_ გვითხრა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...