"ჩემმა ქმარმა გაჭირვების გამო თავი მოიკლა _ არ მინდა, მეც ეს მაიძულონ!"

მთავარი თემა

"ჩემმა ქმარმა გაჭირვების გამო თავი მოიკლა _ არ მინდა, მეც ეს მაიძულონ!"

2018 მაი 24 09:24:14

38 წლის ხათუნა სიხარულიძე 4 შვილის დედაა. იგი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში 2 არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

ორი გოგონა თბილისში ჰყავს _ წარმატებული სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში 100%-იანი დაფინანსებით მოხვდნენ და ახლა თავს სტიპენდიით ირჩენენ.

ხათუნა სიხარულიძემ ერთი წლის წინ დიდი ტრაგედია გადაიტანა _ მისმა მეუღლემ თავი მოიკლა, როგორც ჩვენი რესპონდენტი ჰყვება, გაჭირვების გამო:

_ ძალიან ძნელია ჩემთვის ამ თემაზე საუბარი. ურთულესი დღეები გამოვიარე და ახლაც იგივე მდგომარეობაში ვარ. გოგონები რომ გრანტით მოხვდნენ სასწავლებელში, სიხარულით ცას ვეწიე. ბავშვებმა ყოველგვარი რეპეტიტორის გარეშე, საკუთარი შრომით შეძლეს ეს, თუმცა, ჩვენ ვერ შევძელით დავხმარებოდით _ საჭმლის ფულს ვერ ვუგზავნიდით. არც აქ გვქონდა რაიმე. ჩემი მეუღლე სადმე დღიურ მუშად თუ იმუშავებდა, იმით ვსაზრდოობდით. არადა, სტუდენტს ბევრი რამ უნდა. მხოლოდ გადასახადი ხომ არ არის _ ბინის ქირა სჭირდებოდათ, გზის, საჭმლის ფული. ამ ყველაფერს ვერ გაუძლო ჩემმა ქმარმა და თავი ამიტომ მოიკლა, _ ცრემლების გარეშე საკუთარი ისტორიის მოყოლა უჭირს ხათუნას, რომელიც ცდილობს გაჭირვებას არ შეუშინდეს:

_ მინდა, სულ ღიმილი მქონდეს სახეზე; მინდა, რომ ჩემმა შვილებმა არ შეამჩნიონ ჩემი ტკივილი, მაგრამ ხანდახან არ გამომდის. რთულია დამალო ემოცია და განცდა მაშინ, როცა შვილისთვის პურის ყიდვა არ შეგიძლია. ახლაც მაგ მდგომარეობაში ვარ. ბავშვი სკოლიდან რომ დაბრუნდება, არ ვიცი, რა უნდა ვაჭამო, _ ამბობს ხათუნა, რომელიც წლებია, სოციალურ დახმარებას ითხოვს, თუმცა, უშედეგოდ:

_ 2011 წლის შემდეგ ვითხოვთ სოციალური დახმარების დანიშვნას, მაგრამ არ გვინიშნავენ. მიზეზსაც არ გვეუბნებიან, რატომ. ერთხელ დეკლარაციაში ჩაუწერიათ, რომ თითქოს სახლის წინ მდებარე მცირე ნაკვეთზე მეურნეობა მაქვს და 300 ლარის შემოსავალს ვიღებ. არ ვიცი, ეს საიდან მოიტანეს. ნეტავ კი მქონდეს და ხმას არ ამოვიღებ. არანაირი შემოსავალი ჩემს ოჯახს არ აქვს. 2011 წლის შემდეგ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ არ შეცვლილა, პირიქით, ყოველდღიურად მემატება პრობლემები. ეს სახლიც, სადაცაა დაინგრევა. უკანა მხარე სულ ჩამოშლილი აქვს, ყოველ გაწვიმებაზე პირველი სართული იტბორება. წინა მხარეს, გარედან რომ შეხედავ, ნორმალურად გამოიყურება თითქოს, მაგრამ არც იატაკი ვარგა და არც ჭერი. ამ სახლის მეტი არაფერი გაგვაჩნია და მართლა ვერ გამიგია, რაა იმის მიზეზი, რომ დახმარებას არ მაძლევენ, _ უკვირს ხათუნას.

მისივე თქმით, გასულ წელს, დეკლარაციის შევსების დროს ბაზაში გამოჩნდა, რომ მის შვილებს სტიპენდია ერიცხებოდათ და დახმარების არდანიშვნის მიზეზად ეს დაუსახელეს:

_ მიმტკიცებდნენ, ხელფასი გაქვსო. არადა, ბავშვებს წარმატებული სწავლისთვის ჰქონდათ ეს სტიპენდია. შემდეგ მირჩიეს, გოგონები სახლიდან ამოწერე და იქნებ, დაგინიშნონო. ასეც მოვიქეცი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მარტში შევავსე დეკლარაცია და ძალიან მაღალი ქულა მომივიდა, _ ამბობს ხათუნა სიხარულიძე.

მისივე თქმით, ერთადერთი, რასაც სახელმწიფოდან იღებს, ორი არასრულწლოვანი შვილის პენსია და ათლარიანი დანამატია:

_ ჩვენი თვიური შემოსავალი 220 ლარია. 100-100 ლარი აქვთ ბიჭებს მარჩენალდაკარგულის პენსია და 10-10 ლარიანი დანამატი ეძლევათ სახელმწიფოსგან. ესაა ჩვენი შემოსავალი, რომელიც წამლებშიც არ მყოფნის. ერთი ბიჭი იაშვილის კლინიკაში დამყავს სოფლის დეპუტატის ვლადიმერ სიხარულიძის დახმარებით _ თვალის პრობლემები აქვს და რომ არა ბატონი ვლადიმერი, ვერ წავიყვანდი. მეორეს დაბადებიდან ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და სულ ექიმებთან არის სატარებელი. ხშირად, წამლებში არ მყოფნის ეს თანხა. მერია და მერის წარმომადგენელი ერთხელ კი დამეხმარა წამლის თანხით. რაც შეეძლოთ, გამიკეთეს, მაგრამ, სამწუხაროდ, საკმარისი არ არის. 100 ლარი გადამირიცხეს წამლისთვის. 200 ლარი მქონდა აფთიაქში ვალი და ის თანხა გამომიქვითეს. ახლა წამალიც ვერ ვუყიდე, _ წუხს ხათუნა, რომელიც მაღაზიაში დაგროვილ ვალებზეც დარდობს:

_ მაღაზიაში ვალი ვერ გადავიხადე. რომ გადამეხადა, წინა თვეში წამალს ვერ ვიყიდდი. გამყიდველის მრცხვენია, ვერ მივდივარ, ვერც რაიმე მომაქვს. კარაქზე, ხორცზე, კანფეტზე და ასეთ ფუფუნებაზე არაფერს ვამბობ. უბრალოდ, იმის საშუალებაც არ მაქვს, მაკარონი ვიყიდო.

მეც ავად ვარ. დიდი ხანია თავის ტკივილები დამეწყო და წამონაზარდიც გამიჩნდა. ექიმთან ვერ მივდივარ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით კი ვსარგებლობ, მაგრამ სრულად არ იფარება საჭირო თანხა, მე კი დამატების საშუალება არ მაქვს და ვართ ასე. არ ვიცი ასე სანამდე შეიძლება გაგრძელება. მეტი აღარ შემიძლია. არ მინდა ჩემი შვილები სულ უპატრონოდ დავტოვო, მაგრამ ამას მაიძულებენ, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ხათუნა სიხარულიძე.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, ყველაზე მეტად გულს ის ტკენს, რომ სახელმწიფო მის ირგვლივ მცხოვრებ ისეთ ადამიანებს ეხმარება, რომლებსაც არ უჭირთ:

_ არ მინდა კონკრეტული გვარები დავასახელო, მაგრამ ჩემსოფელში, ჩემ ირგვლივ ისეთ ადამიანებს აქვთ დახმარება, ორ-ორ სამსახურში რომ მუშაობენ, მანქანები რომ ჰყავთ და არაფერი უჭირთ. მე რომ უპატრონო ვარ, იმიტომ არ მაძლევენ დახმარებას? სულ არ მინდა მაგათი ფული _ სამსახური მომცენ და ჩემი შრომით შევძლებ ჩემი შვილების გამოკვებას, _ აღნიშნავს ხათუნა სიხარულიძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში სიხარულიძეების ოჯახისთვის დახმარების არდანიშვნის მიზეზები გვითხრეს, რომელიც იმ რეალობიდან, რაც "გურია ნიუსმა" ადგილზე ნახა, მკვეთრად განსხვავდება:

"ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია 2008 წლიდან, თუმცა, დღემდე მხოლოდ 2 წლის მანძილზე იღებდა შემწეობას ბავშვებზე, რადგან მრავალჯერადი გადამოწმებების მიუხედავად, მუდმივად მაღალი ქულა უფიქსირდებოდა. ბოლოს ოჯახი გადამოწმდა 2018 წლის მარტში. დეკლარაციაში ფიქსირდება 3 ჯანმრთელი წევრი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი. ოჯახს ჰყავს გარეთ მცხოვრები 2 სრულწლოვანი შვილი, ფლობენ საკუთარ 2-სართულიან სახლს, დამხმარე ნაგებობებს, იღებენ სახელმწიფო კომპენსაციას ბავშვებზე 100-100 ლარის ოდენობით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გაყიდვიდან აქვთ შემოსავალი, გააჩნიათ სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართი და უფიქსირდებათ მაღალი კომუნალური გადასახადები.

სააგენტომ ოჯახის სამივე წევრი _ დედა და ოჯახს გარეთ მცხოვრები სრულწლოვანი შვილები დაარეგისტრირა დასაქმების პორტალზე და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება დამსაქმებელთან. ვფლობთ ინფორმაციას, რომ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, ბავშვების დედა, თანახმაა, დასაქმდეს შეთავაზებულ პოზიციაზე. ასევე, შვილები ჩაერთვებიან სტაჟირების პროგრამაში, რომელსაც სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტი ახორციელებს.

იმ შემთხვევაში, თუკი გახორციელდება მომართვა "კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების" პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით, დამატებით: ინვენტარით, საკვებით და სხვა აუცილებელი საჭიროებებით უზრუნველვყოფთ ოჯახს", _ მოგვწერა სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის თანამშრომელმა მაგდა კოტრიკაძემ.

"გურია ნიუსმა" სიხარულიძეების მძიმე მდგომარეობის შესახებ საქმის კურსში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაც ჩააყენა. მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, ოჯახს საცხოვრებელი პირობების გაუარესების გამო, მათთვის ამ დრომდე არ მიუმართავს:

_ აუცილებლად მოვიკვლევთ ოჯახის მდგომარეობას და აუცილებლად გავუწევთ იმ დახმარებას, რის საშუალებასაც ბიუჯეტი მოგვცემს. უყურადღებოდ ნამდვილად არ დავტოვებთ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლის კუჭავამ.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბობოყვათში - არის მსხვერპლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • „ან ბოდიში მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს ვის ემუქრები?“_ ხიდაშელი მერაბიშვილსვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლას სოციალურ ქსელში  ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. „ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონტრანტს. ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ. PS ან ბოდიში, მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს  ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები, ის ხელისუფლება ისევ დასამხობი, რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე “ – წერს თინა ხიდაშელი. ... ...
  • იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო იაპონიის საელჩოშისტუმართა შორისაა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელიც შეხვედრაზე მიტოიოს მერიამ ... ...
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...
  • ოზურგეთელ მონადირეთა ჯგუფმა, ათ დღეში სამი მგელი მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის,  ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა. გუშინ, 19 თებერვალს,  სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია.  მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა. ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ  უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე. როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი,  გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება,  დღეს,  20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...