ჩოხატაურის არცერთ აფთიაქში "ტამიფლუ" არ არის _ "თუ ვინმეს წამალი დასჭირდება, დამირეკავენ"

მთავარი თემა

ჩოხატაურის არცერთ აფთიაქში "ტამიფლუ" არ არის _ "თუ ვინმეს წამალი დასჭირდება, დამირეკავენ"

2019 იან 12 11:39:33

გასულ ხუთშაბათს, გვიან ღამით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმაში მცხოვრები 28 წლის ვაჟა ბერძენიშვილი ქუთაისის საავადმყოფოში  გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის მამამ, გია ბერძენიშვილმა "გურია ნიუსს" უთხრა, ვაჟას გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი გახდა:

როგორც კი შეუძლოდ გახდა, მაშინვე წავიყვანეთ ქუთაისშიყურადღება არავის დაუკლია, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ერთი კვირის განმავლობაში, აპარატზე იყო შეერთებული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გია ბერძენიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ვაჟას გრიპთან ერთად სხვა, ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა, რამაც ვირუსი გაართულა და მკურნალობას ვერ დაემორჩილა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 12 იანვრის მონაცემებით, H1N1-ის ვირუსით საქართველოში 15 ადამიანია გარდაცვლილი.

მათ შორის ორი გურიიდანაა _ ერთი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ვაჟა ბერძენიშვილია, ხოლო მეორე, ოზურგეთელი, 83 წლის ქალბატონი.

აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანს გრიპთან ერთად სხვა ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა და როგორც მედიკოსები „გურია ნიუსთან“ საუბრისას განმარტავენ, ამ ფაქტმა ვირუსის მკურნალობა გაართულა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ე. წ. ღორის გრიპის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2009-2011 წლებში დაფიქსირდა: 2009-2010 წლებში _ 1 550 შემთხვევა, 2010-2011 წლებში _ 1 995 შემთხვევა..

ამ წლების შემდეგ გრიპის მაჩვენებელმა დაიკლო.

2018 წელს, ე. წ. ღორის გრიპი შემოდგომის მიწურულს გამოვლინდა და თანდათანობით მისი ცირკულაციის არეალი გაფართოვდა; მოიმატა ჰოსპიტალიზირებულთა რიცხვმაც. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს, თუმცა, პრევენციული ზომები მიღებულია.

უფრო მეტიც, ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 12 იანვრიდან, ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ უფასოდ არამარტო რისკ-ჯგუფებისთვის, არამედ ყველა მოქალაქისთვის გაიცემა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიიღო:

 „მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ გარკვეული პერიოდის _ პიკის განმავლობაში, „ტამიფლუ“ უფასო იყოს ყველასთვის, ვისაც ექიმის დანიშნულება ექნება.

მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავადობის შემცირებას“, _ განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით,  მედიკამენტი 12 იანვრიდან  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და სააფთიაქო ქსელებში გაიცემა.

_ მოქალაქე პრეპარატს ექიმის დანიშნულებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის ფორმა N100-ის წარდგენის შემდეგ მიიღებს აფთიაქებში. გარდა ამისა,  დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, მედიკამენტის მიღება შესაძლებელი იქნება უკვე საავადმყოფოში ექიმისგან, _ აღნიშნა სერგეენკომ.

ამ განცხადების პარალელურად „გურია ნიუსმა“ აღმოაჩინა, რომ ჩოხატაურში არსებული 5 აფთიაქიდან, „ტამიფლუ“ არც ერთ აფთიაქში არ იყიდება. უფრო მეტიც _ ამ დრომდე არც შემოუტანიათ.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეპარატის მარაგი საქართველოში დღეს შემოვა და სააფთიაქო ქსელშიც გადანაწილდება:

_ დღის მეორე ნახევრიდან ყველა აფთიაქში იქნება, _ გვითხრა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა სალომე გოგინაშვილმა.

ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნატო ჯიბუტის თქმით,  ცენტრში ამ დროისთვის „ტამიფლუს“ 80 აბი აქვთ:

_ თუ საჭირო გახდა, ჩვენ მივაწვდით. ამ დროისთვის 80 აბი გვაქვს რეზერვში. საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ და მიუხედავად იმისა, რომ ოფისი დაკეტილია, ჩემი ტელეფონი მუდმივად ჩართულია _ თუ ვინმეს წამალი დასჭირდება, დამირეკავენ, გამოვალ და მივცემ, _ გვითხრა ჯიბუტმა.

„ტამიფლუს“ მარაგი აქვთ ჩოხატაურის „მედალფას“  კლინიკაშიც, რომლის მენეჯერის, ანტონ ხუნდაძის თქმით, რაიონში დეფიციტი არ შეიქმნება:

_ გვაქვს საჭირო რაოდენობის აბები. ამ დროისთვის გვყავს ერთი ორსული პაციენტიც, რომელიც „ტამიფლუთი“ მკურნალობს. ვირუსი აქვს და პრევენციის მიზნით ვასმევთ, _ გვითხრა ხუნდაძემ, რომელიც კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, არ მოეკიდონ გრიპს ზერელედ და პირველივე სიპტომების გამოჩენისთანავე მიმართონ ექიმს.

 




 ახალი ამბები
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თბილისში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვესთბილისში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული მოზარდი, აფრიკის დასახლებაში, ქაღალდების ქარხანასთან გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს ძალიან უჭირს, რის გამოც, მოზარდი იძულებული იყო მშობლების დასახმარებლად ჯართი შეეგროვებინა. წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რადგან ის ამით გადაადგილდებოდა. აქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა. ზუსტად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...