"დანაკუწებული "იამკებიანი" გზებიც "ხეირია" _ ძროხები სვამენ წყალს"

მთავარი თემა

"დანაკუწებული "იამკებიანი" გზებიც "ხეირია" _ ძროხები სვამენ წყალს"

2019 აპრ 1 13:18:44

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნარუჯა, ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სოფელია, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაჭირვებაზე, ძირითადად, უმუშევრობაზე, უგზოობაზე და ამჯერად მავნებელ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებაზე დარდობს. როგორც ადგილობრივები "გურია ნიუსთან" საუბრობენ, დიდი ხანია, უმუშევრობამ დაბა წელში გატეხა. როცა აქ ლურჯი მოცვის პლანტაციების გაშენების პროცესი დაიწყო, როგორც გვეუბნებიან, ეგონათ, რომ მოსახლეობის საკმაო ნაწილი დასაქმდებოდა, თუმცა, მოლოდინმა არ გაამართლა.

_ რა ვქნათ?! ტყეში ჯონჯოლის საძებრად მივდივართ. იქნებ, რამდენიმე კილოგრამი შევაგროვოთ და გავყიდოთ. გაზაფხულია და ამ დროს ყველაზე ძალიან ჭირს ცხოვრება. გასაყიდი არაფერია, სამუშაოც არსადაა. რაღაცას ვეძებთ, რომ თავი ვირჩინოთ, _ უთხრეს "გურია ნიუსს" დიმა აივაზიანმა და მისმა ახალგაზრდა მეგობრებმა, რომლებიც ცულით ხელში, მახლობელი ტყისკენ მიიჩქაროდნენ.

"რა ვქნათ?! ტყეში ჯონჯოლის საძებრად მივდივართ. იქნებ, რამდენიმე კილოგრამი შევაგროვოთ და გავყიდოთ"

ნარუჯელები ჩვენთან საუბარში სოფლის ცენტრალური და შიდა გზების აუტანელი მდგომარეობის შესახებ საუბრობენ, რომლის გაკეთებას, როგორც თავად ამბობენ, მრავალწლიანი დაპირების მიუხედავად, საშველი არ დაადგა.

_ როდის აკეთებენ, როდის? "დღეს და ხვალეს" ძახილი არ დაილია. გაიარეთ ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ შესახვევში თუ ცენტრალურ გზაზე. კარგია, რომ ნაწვიმარზე ამოხვედით. დათვლით "იამკებს" და გუბეებს? ისე, ერთის მხრივ, ხეირია ეს "იამკები" _ ნაწვიმარზე ძროხები წყალს მაინც სვამენ. შარშან და შარშანწინაც იძახდნენ, გაკეთდებაო, მაგრამ ხედავთ, რა გზაც გვაქვს, _ გვეუბნება თამაზ სურმანიძე.

"დანაკუწებული "იამკებიანი" გზებიც "ხეირია" _ ძროხები სვამენ წყალს"

_ რა მაგარია გლეხის ტყავი _ ყველა მთავრობა ხევს და ვერ დახია. ოთხ-ოთხი წლით არიან ხელისუფლებაში და ყოველ მოსვლაზე ახალ-ახალი დაპირებებია. ძაან ბევრ წურბელას ვარჩენთ, თორემ ეს გზა აქამდე ათჯერ გაკეთდებოდა. უმუშევრობამ ხომ დაგვიყვანა ყუაზე. ეს თურქეთი რომ არ იყოს, რა გვეშველებოდა?! ორიოდე ფაბრიკა და ქარხანა ვერ გახსნეს რაიონში, რომ ხალხს ემუშავა. ლუკმა-პურისთვის თურქეთში, ძირითადად, სამი თვით მიდივართ, დანარჩენ ცხრა თვეს რაღაცას ვიზოგებთ, მაგრამ მაინც შიმშილობაა აქ, _ გვეუბნება ნარუჯელი იოსებ ბერიძე.

მრავალშვილიანი მამა მუსლიმ აპლატოვი უხერხულობას განიცდის იმის გამო, რომ მისი ვაჟი სამხედრო სამსახურშია და შვილის ხელფასზე იმყოფებიან:

_ ეს რა ნამუსია? ბავშვი "კომანდოში" გავუშვი და ჩვენ მის ხელფასს ვიღებთ. მაგრამ რა ვქნათ? ოთხი ბიჭი მყავს, უმცროსები მოსწავლეები არიან. სამუშაო რომ იყოს, რა მაქვს საწუწუნო? მაგრამ რომ არ დარჩა საშველი! _ ამბობს ის ცრემლმორეული.

ადგილობრივები, მოახლოებულ გაზაფხულზე, უდიდეს საფრთხედ მიიჩნევენ მავნებელ ფაროსანას ხელახალ შემოსევას:

_ მაგათი ტრენინგები არ ვიცით ჩვენ! ხალხს სჭირდება სერიოზული დახმარება. ათეულობით მილიონს რომ ჰაერში აორთქლებენ, გამოყონ ათი პროცენტი საიმედო პესტიციდებისთვის და ხალხს მისცენ თხილის სიდამპლის სამკურნალოდ. დაიწყეს რაღაც, ახალი პროგრამააო, ათი ჰექტარი თხილი მოძებნეთ, გაერთიანდითო და მერე მოგცემთ შესაწამლ აპარატსო. სად ვეძებო ათი ჰექტარი ფართობი ამ მცირემიწიან ნარუჯაში? და ჩემი თხილის პატრონი და მეწილე გავხადო ვიღაც? ვუცადო, როდის შეწამლავს ერთი და მეორე? თავის საქმეს იადვილებენ და ჩვენსას ართულებენ. მობრძანდნენ აქ და ჩვენ ვეტყვით, რა სახის დახმარება გვინდა და როგორ უნდა დაგვეხმარონ, _ ბრაზობს ადგილობრივი მცხოვრები არჩილ კოჩალიძე.

უკმაყოფილებას გამოთქვამენ ნარუჯის მცხოვრებლები ვაზირ ბოლქვაძე, ნათელა ბერაძე, თემურ მახარაძე და სხვები, რომლებიც გასულ წელს ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლას აბრალებენ ბაღ-ბოსტნების სრულ განადგურებას.

_ ვინმემ არ გვითხრას, რომ გასულ წელს მაგ აქოთებული "სალიარკიანი" წამლით შებოლებას არ ემსხვერპლა ჩვენი ბოსტნები. სადაც ჩაიარეს და შეასხურეს, თუ ღობის გასწვრივ ბოსტანი იყო, მოკლე ხანში სათითაოდ დაჭკნა და გაყვითლდა ყველაფერი. ჩვენთან არ მომხდარა არასდროს, რომ აგვისტოს დასაწყისში ბოსტანი "აგველაგებინოს". ან წესიერად მოიხმარონ თავიანთი ინსტრუქციები, ან საერთოდ არ მოვიდნენ აქ. "შუკებში" მაინც არ შედიან _ ცენტრალურ გზაზე გაიარეს და მოგვისპეს ახლომახლო ბოსტნები. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ წელს კიდევ არ "დაგვაფსონ" და შესაწამლად რაღაც სხვა მეთოდი მოძებნონ. სერიოზულად გეუბნებით, აქ არ ამოვიდნენ _ მშივრები დაგვტოვეს შარშან! _ ამბობენ ისინი.

"გურია ნიუსი" ესაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ოზურგეთის საკრებულოში, ვალოდია ბერიძეს, რომელიც ამბობს, რომ გზის რეაბილიტაცია სოფელში მალე დაიწყება.

_ რაც შეეხება მავნებელ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს, ტყუილია, რომ სოფლის უბნებში სეს-ის მანქანები არ შედიან და არ ახდენენ შეწამვლას. მე თვითონ ვახლდი მათ გასულ წელს ამ ღონისძიების დროს. ყველა უბანში, ყველა წერტილში შევიდნენ მანქანები ცხელი ნისლით, სადაც კი შეიძლებოდა მანქანის მისვლა. გარდა ამისა, სად არის ლოგიკა _ შეწამლეს და რატომ შეწამლეს, ბოსტნები გააფუჭაო. არ შევიდნენ და რატომ არ შევიდნენ შესაწამლადო _ "ნურც მოფრინდები და ნურც გაფრინდები" არ შეიძლება. მე მოსახლეობის ნებას ვითვალისწინებ, იმიტომ ვარ მათი წარმომადგენელი, მაგრამ მოთხოვნებსაც გააჩნია, _ გვითხრა ბერიძემ.

ნარუჯაში უკიდურესად დაზიანებული გზის შესახებ, რისთვისაც სამართლიან საყვედურს გამოთქვამს მოსახლეობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძალიან მალე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები:

 "ანასეული-ნარუჯა-ლაითურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე წელს სამი მილიონ შვიდასი ათასი ლარი დაიხარჯება. თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოყო, აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი 15 მარტს გამოცხადდა. გზა მთლიანად იქნება მოასფალტებული, თავისი სანიაღვრე არხებითა და საგზაო ინფრასტრუქტურით", _ ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ პასუხში.




 ახალი ამბები
  • ერთიანობა ჩვენთვის გადამწყვეტია – რ2 “P.S”-ის გუნდმაც დატოვარუსთავი 2 P.S-ის გუნდმაც დატოვა. განცხადება გადაცემის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.  "რუსთავი 2-ის 25-წლიან ისტორიასთან ერთად დასრულდა საქართველოს ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ანალიტიკური გადაცემა „პოსტსკრიპტუმიც“. სატელევიზიო ფორმატი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში არ დაუკარგავს უმაღლესი რეიტინგი და მაყურებელი. პირველიდან უკანასკნელ დღემდე ჩვენ ვირჩევდით საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო თემებსა და მოვლენებს, გიყვებოდით არა მხოლოდ იმას, რა მოხდა, არამედ იმას, რატომ მოხდა, როგორ მოხდა და რა გაგრძელება ექნებოდა. საქართველოს უახლესი ისტორია იწერებოდა გადაცემით, რომელსაც მაყურებელი ყოველ კვირას, 9 საათზე ელოდა და რომელსაც ამ ქვეყნის ყველაზე გამოცდილ და ნაბრძოლ ჟურნალისტთა და ოპერატორთა პატარა გუნდი ამზადებდა. რამდენიმე დღის წინ სრულიად გაუფრთხილებლად მოგვიხსნეს საავტორო გადაცემის წამყვანი და ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რის შესახებაც მხოლოდ პირდაპირი ეთერით გავიგეთ. ეს გადაწყვეტილება აღარ გვიტოვებს არჩევანს - მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად, წაგვერთვა შესაძლებლობა, ვაკეთოთ ისეთი გადაცემა, როგორსაც ვაკეთებდით და ვთქვათ ის, რასაც ვთვლით საჭიროდ. სარედაქციო დამოუკიდებლობასთან ერთად, ერთიანობა და გუნდურობა ჩვენთვის გადამწყვეტია. ამიტომ ერთობლივად მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება, დავუტოვოთ ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხელით ნაშენები დაცარიელებული ტელევიზია და გუნდისგან დაცლილი „პოსტსკრიპტუმი“ - მხოლოდ ლოგო და მხოლოდ სახელი - იმისთვის, რომ ისევ ერთად გავაგრძელოთ იმავე საქმის კეთება. ჩვენს მაყურებელს არ ეღალატება. არ გემშვიდობებით! გვინდა გითხრათ - ნახვამდის. ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე! სულ მალე!", - წერია ... ...
  • უკანონო მშენებლობები, ბოძების მოთხრა-დარჭობის სტიქიური პროცესი გომისმთაზე 13 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული "გომისმთობა 2019" გაიმართა, თუმცა, სადღესასწაულო განწყობის მიუხედავად, გომისმთაზე ასულს ყურადღების მიღმა არ დაგრჩებათ მიწაზე დაყრილი ბოძები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთი მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ბულდოზერებით მოთხარეს. ამის პარალელურად, ახლად ამოთხრილი ორმოებიც ჩანს, რომელსაც, აქაურთა თქმით, ნაწვიმარზე სოკოც ვერ ასწრებს ამოსვლას, ისე სწრაფად ჩნდებიან _ რაც მეტია ზეწოლა, უფრო სწრაფად ჩნდება ახალი ორმოები. _ აგერ მოთხრილია ბოძი, გვერდით დატოვებულია. კიდევ იქით მოთხრილი, მერე ისევ დატოვებული. ვინც მოთხარა, როგორ მიხვდა _ რომელია კანონიერი და რომელი უკანონო? აქ ხომ ყველაფერი მოსწრებაზეა უკვე და დღეს რომ მოთხარო, ხვალ დილას ორმოს ვიღაც მაინც ამოიღებს, რომ სასწრაფოდ მოინიშნოს სამოსახლო და ასევე, ჩქარა დაიწყოს სახლის მშენებლობა _ იმედოვნებენ, რომ აშენებულს ვერავინ წაართმევთ. ვის დააჯერებ, რომ ამ განუკითხაობისას, აქ ყველაზე მეტად ხელისუფლების წარმომადგენლები არ იხეირებენ?! ამიტომ, მაქსიმალურად უნდა იქნეს მიღებული გადამწყვეტი ზომები, რომ უკანონო მშენებლობები, ბოძების მოთხრა-დარჭობის სტიქიური პროცესი რაიმე რეგულაციით შეჩერდეს, _ გვეუბნებიან გომისმთაზე მყოფი დამსვენებლები, რომლებიც, ძირითადად, გურიის მცხოვრებლები არიან. როგორც ყოველდღიურობა გვიჩვენებს და ადგილზე მისვლისას ჩანს, მოთხრის პროცესმა უკანონო მშენებლობები უფრო დააჩქარა _ გომისმთაზე ასულთ არაერთი სამშენებლო მასალით დატვირთული მანქანა დაგვხვდა. გარდა ამისა, აქ მიმდინარე მშენებლობებს შორის, უკვე იციან, რომელს არ უნდა შეეხოს არავინ. მაგალითად, ერთ-ერთ ადგილზე, სადაც, დაახლოებით, 400 კვ.მ. ფართობზე ფუნდამენტის ჩასხმის სერიოზული სამუშაოებია დაწყებული, გვითხრეს, რომ ეს ერთ-ერთი მღვდლისაა, რომელიც იქით გვერდზე ცოლისძმას უშენებს სახლს, აქეთ _ ცოლისდას და კიდევ სხვა ახლობელსაც, მაგრამ როგორ ეტყვიან რაიმეს, უხერხულიაო. ახლახან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ ლავრენტი ბიგვავამ წარმოადგინა რეკომენდაციების პროექტი, რომლითაც სააგარაკო სახლების იმ მშენებლებს, რომლებსაც კურორტზე სახლის 30 პროცენტი აქვთ აშენებული, არ შეუშლიან ხელს და ნებას დართავენ, გააგრძელონ მშენებლობა(?),დანარჩენებს კი _ არა... რაკი კურორტზე არსებული განუკითხავი ვითარების დასაძლევად, ბარიერი მისივე დღევანდელი სტატუსია, კომისიის წევრებმა უმწეობა გამოთქვეს დღევანდელი მდგომარეობის მოსაგვარებლად. კომისიის თავმჯდომარის ლავრენტი ბიგვავას მოსაზრება ასეთია: "აუცილებელია მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურებმა, არსებული მძიმე მდგომარეობის კანონის ჩარჩოებში მოქცევის მიზნით, კურორტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და სხვა ნორმატიული აქტების მიღებამდე, დაგეგმოს და განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები, რომელიც არც სააგარაკო სახლების მეპატრონეებს დააზიანებს და არც კურორტის შემდგომ განვითარებას შეუშლის ხელს". ეს წინადადება ოფიციალურად კარგად ჟღერს, თუმცა, ეწინააღმდეგება 30%-იან შეღავათს, რომლის დადგენა რა მოსაზრებას ექვემდებარება, ბუნდოვანია. ასევე, ბუნდოვანია კომისიისა და უმრავლესობის ფრაქციის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება _ შემუშავდეს სარეკომენდაციო წერილი, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციას და მუნიციპალიტეტის მერიას გადაეგზავნება. გაურკვეველია, რა უნდა დაადგინოს სამხარეო ადმინისტრაციამ და მუნიციპალიტეტის მერიამ _ როგორ დართავს ნებას მას, ვინც სახლის 30% ააშენა, ან როგორ შეუშლის ხელს, ვისაც მხოლოდ ახლად ჩაბეტონებული ბოძები აქვს და თუ ის სასულიერო პირი იქნება?! გომისმთაზე უკანონო მშენებლობის პროცესი, ჯერჯერობით, შეუქცევადია, რასაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე განხილული საკითხი _"გომისმთაზე არსებული მდგომარეობა და მიღებული გადაწყვეტილება", ალბათ, ძნელად შეაჩერებს. "გურია ნიუსი" გომისმთაზე არსებული უკანონო მშენებლობების რთულ პროცესს აქტიურად ... ...
  • ფეშენებლური ვილების მიღმა _ რა ხდება შეკვეთილში და რა პრეტენზიები აქვს დამსვენებელს ხელისუფლებასთანშავი ზღვის ნაპირას, მდინარე ნატანების შესართავთან, ზღვის დონიდან 2 მეტრზე, ოზურგეთიდან 21 კილომეტრის დაშორებით მდებარე კურორტ შეკვეთილის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები _ ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი და მაგნიტური ქვიშაა. როგორც მედიკოსები ამბობენ, ჰაერის, მზისა და ქვიშის აბაზანები გულსისხლძარღვთა, ნერვიული სისტემის ფუნქციური დაავადებებს, მეორად ანემიას, რაქიტს, პერიფერიულ ნერვულ სისტემისა და სახსრების დაავადებებს შველის. შესაბამისად, წლების განმავლობაში კურორტი დამსვენებელს არ უჩიოდა. ბოლო წლებში, შეკვეთილის სახელი საერთაშორისო საძიებო სისტემებშიც გამოჩნდა, რასაც ხელი"ციცინათელამ","მინიატურულმა საქართველომ","მუსიკოსების პარკმა","ბლექ სი არენამ" და სასტუმრო"პარაგრაფმა" მნიშვნელოვნად შეუწყვეს. თუ ინტერნეტმასალებს დაეყრდნობით, გაიგებთ, რომ შეკვეთილში დასვენებისა და გართობისთვის საუკეთესო პირობებია. თუმცა, ეს ყველაფერი ერთ ზოლში _ იქ, სადაც ფეშენებლური ვილები და გასართობი ობიექტებია. დანარჩენი უბნები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებოდ აქვს მიტოვებული _ იქ არც გზაა, არც სანაგვე ურნები, არც დასასვენებელი ადგილები. უფრო მეტიც, იმ ადგილებში, სადაც უამრავი ტურისტი კარვებითა და მანქანებით მიდიან, ბალახის მოთიბვითაც კი არავინ იწუხებს თავს. ამ ადგილებში გზა ისეა დაზიანებული, რომ ძლიერ სიცხეშიც კი ტალახია... ტყეში, ეკალ-ბარდებთან ერთად უამრავი ნაგავი ყრია, რაც დამსვენებლების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს: _ უნიკალური კურორტია ძალიან დიდი პოტენციალით, თუმცა, მის კეთილმოწყობაზე, როგორც ჩანს, შერჩევით ზრუნავენ _ მდიდარი ხალხის სახლებთან გზაცაა, განათებაც და სისუფთავეც. ის ადგილები კი, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ყოველდღიურად დადიან, როგორც ჩანს, არავის ადარდებს, _ აღნიშნავენ დამსვენებლები. მოუწესრიგებელ კურორტზე ყურადღებას უცხოელი ტურისტებიც ამახვილებენ: _ არაჩვეულებრივი კურორტია _ კარგი ზღვა, ჰაერი, თუმცა, ძალიან მოუწესრიგებელი. საპიკნიკე ადგილები არ არსებობს, კარავსაც ვერ ვშლით ნორმალურად, რადგან ყველგან ტალახი და ეკლებია. არადა, ინტერნეტში სხვა რამ იძებნება, _ აღნიშნეს"გურია ნიუსთან" საუბრისას პოლონელმა ტურისტებმა. მათ მსგავსად ფიქრობენ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებიც და ადგილობრივებიც: _ დასუფთავების მანქანა მხოლოდ მდიდრულ ვილებთან და ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დადის. ალბათ, იმისთვის, რომ ივანიშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომლებსაც შეკვეთილში ფეშენებლური კოტეჯები აქვთ, დაანახონ, თუ როგორ მუშაობენ. იმ მხარეს ასუფთავებენ, უვლიან და აქეთ, სადაც უამრავი ტურისტია და ჩვეულებრივი ადამიანები ყოველდღე მოდიან, არც კი იყურებიან. არაერთხელ ვთხოვეთ ოზურგეთის მერიას, რომ ეს ტერიტორიებიც დაესუფთავებინათ, გზა მოეწესრიგებინათ, ეკალ-ბარდები მოეჭრათ, თუმცა, უშედეგოდ. არადა, ხელისუფლებას რომ ჰკითხო, ტურიზმის განვითარება მათი პრიორიტეტია. ეს პრიორიტეტი როგორაა დალაგებული, თქვენც ხედავთ, _ გვიყვებიან შეკვეთილში ჩასულებს. იმის გასაგებად, თუ რატომ ასუფთავებენ მხოლოდ ერთ ნაწილს და რატომ არ ითვალისწინებენ ჩვეულებრივი ადამიანების თხოვნას, ოზურგეთის მერთან დაკავშირება ვცადეთ. თუმცა, კონსტანტინე შარაშენიძემ, ჩვეულებას არ უღალატა და "გურია ნიუსის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ თავდაპირველად გვითხრა, რომ შეკვეთილი ერთი კვირის წინ დასუფთავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ვუთხარით, რომ საპირისპირო სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა გაგვაჩნდა და რომ ის ადგილები, სადაც ფეშენებლური ვილები არ დგას (განსაკუთრებით ე. წ."კაპროვანი") ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, გვითხრა, რომ აუცილებლად გაარკვევდა: _ ზუსტად არ ვიცი, ლოკაციები სად დაასუფთავეს. ამიტომ, დავუძახებ დასუფთავების სამსახურს, გავერკვევი და შესაბამის მითითებებს მივცემ, _ აღნიშნა ... ...
  • ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენელი: "გურულები ძაღლების მიმართ აგრესიულები ხართ!"მიუსაფარი ძაღლების საკითხი მწვავედ დგას ოზურგეთში _ აქ, უახლოეს თვეებში, გასულ წლებზე რომ არაფერი ვთქვათ, არაერთი მოქალაქე დაკბინა ქუჩაში მოხეტიალე ძაღლებმა, მათ შორის, ბავშვიც იყო. 16 აგვისტოს, ოზურგეთის აგრარულ ბაზარში მიუსაფარმა ძაღლმა მოქალაქე დაკბინა _ მელექედურელი მამაკაცს, რომელიც ბაზარში შევიდა, მოულოდნელად ძაღლი უკნიდან ეცა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, კაცი შემობრუნდა და მოგერიებას შეეცადა, თუმცა, დაეცა და ძაღლი ზემოდან მოექცა. კაცმა იმდენი მოახერხა, რომ ყელში წვდა და სახეზე კბენის საშუალება არ მისცა. ცხოველის მოგერიება ვერც ირგვლივ შემოხვეულმა ხალხმა მოახერხა და სამაშველო სამსახური გამოიძახეს. _ სამაშველო სამსახური გამოვიძახეთ, ისეთი ამბავი იყო. აგერ, ბაზარში მომუშავე ავთო ჩხაიძემ იმარჯვა და ძაღლი მოაშორა წაქცეულ კაცს. თუ აქაურობას არ მოაშორეს ეს ძაღლები, შეჭამს ვიღაცას და მერე მიხედავენ, ალბათ, _ ამბობს ბაზარში დასაქმებული აბელ ფრანგულაშვილი. ბაზარში მომუშავე ქალბატონის, მანანა ფერცულიანის თქმით, ისიც დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და დღემდე მკურნალობს. _ ამ ძაღლებს დღეში რამდენჯერ ვაჭმევ, არ ვიცი. მაინც მე დამკბინეს. რა უნდა ვქნა? ვინმემ თუ არ მოაგვარა ეს საკითხი, კარგად არ დასრულდება ამ ძაღლების პარპაში. ახლახან რომ ბავშვი დაკბინა, მთელმა ოზურგეთმა იცის, _ გვითხრა ქალბატონმა მანანამ. ბადრი ჭაფოძე, ბაზარში მომუშავე: "მეც მახსოვს ამ ძაღლების კბილი. ვის დატოვებენ ესენი, რომ არ უკბინონ? მანქანიდან გადმოვედი და მეცა უცებ. დაგელაპარაკება თუ რა? მიუსაფარი ძაღლებიაო, რომ იძახიან, მიუსაფარი ადამიანი დაკბინა, აგერ, აჩიკო ჭაფოძე _ არც სახლი აქვს, არც არავინ ჰყავს და იმას უპატრონონ. ძაღლიც ცოდოა და ადამიანიც. შეგვჭამონ მაშინ. გამოუშვან, რაც ძაღლებია, "ბირკის" დაბნევა შველის?!" ლილი დოლიძე, ბაზარში მომუშავე ქალბატონი: "საშინელებას ვუყურე! ბაზარში შესულ კაცს პირდაპირ ეცა, კაცი წაიქცა და ძაღლი ყელში წვდა. ვკიოდით. ისევ კაცმა იმარჯვა და არ მისცა საშუალება, სახეზე ეკბინა. სამაშველო სამსახურში დავრეკეთ... აქ თითქმის ყოველდღე ასეთი ამბავია. რაღაც ღონისძიება გაატარონ, სასწრაფოდ. ხალხს ვერ გაუვლია _ ყველგან ძაღლი დადის ან წევს..." დალი ქერქაძე, მაღაზიაში მომუშავე ქალბატონი: "ფეხით სიარულს ვინ დაეძებს, ველოსიპედით ვერ გაუვლიათ ღამით ადამიანებს. იკითხეს ამბავი? რომ დაწერთ, ვიღაცამ ხომ უნდა გაატაროს ღონისძიება? თუ საპროტესტო აქცია მოვაწყოთ მაინცდამაინც?" ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ "გურია ნიუსთან" თქვა, რომ ძაღლი, რომელმაც მოქალაქე დაკბინა იდენტიფიცირებულია და მალე გადაიყვანენ თავშესაფარში: _ ბაზარი კერძო ტერიტორიაა და თუ იქიდან ოპერატიულად მოგვმართავენ ასეთ დროს, ჩვენ რეაგიბას არ დავაყოვნებთ, _ გვითხრა ქუტიძემ. "გურია ნიუსი" ცხოველთა დაცვის ფედერაციის, გურია-აჭარის ზონის წარმომადგენელს, გულო ფუტკარაძეს დაუკავშირდა და შექმნილი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა. _ ძაღლი არავის კბენს, თუ არ უყვირე და დაარტყი. გურულები განსაკუთრებით აგრესიულები ხართ ძაღლების მიმართ (?!) მე ერთი თვის განმავლობაში დავდივარ მთელ გურიაში. ლიხაურის გადასახვევიდან ვიწყებ, ურეკსა და ნატანებში ჩავდივარ. ოზურგეთის ბაზარში ყვირიან ქალები, ძაღლები წაათრიეთო. ერთხელ არ მითხრა რომელიმემ, რა ცოდოაო. პირიქით, ოზურგეთში აწამებენ ძაღლებს (?!). რამდენს მე თვითონ მოვხსენი ყელზე თოკი. კისერში აქვთ წაჭერილი და ქუჩაშია გადმოგდებული, თითქოს, ის სულიერი არ იყოს. ყველას ფოტოები მაქვს. ვაგროვებ და გამოფენა უნდა გავაკეთო, ოზურგეთის რომელ სოფელში და რომელ ქუჩაზე ვნახე ეს ნაწამები ცხოველები. _ ქალბატონო გულიკო, ვინ სცემს ასე გააფთრებით, ან სად წერია, რომ გურულები არიან განსაკუთრებით აგრესიულები ძაღლების მიმართ? ბავშვი დაკბინა ამას წინათ და გიკვირთ, მშობელი რომ უკმაყოფილო იყოს? _ კი, ოზურგეთელები არიან ძალიან აგრესიულები. მე ეს ვნახე. მეოთხე კლასიდან ძაღლებს ვმფარველობ, ახლა პენსიონერი ვარ. ჩემთვის არ უკბენია ძაღლს. რაღა მანდ დაკბინა ყველა? მოფერება უნდა. სადაც მიჩვეულია, იქ უნდა იყოს და უნდა აჭამონ. კანონი იცავს და ძაღლს ვერსად წავიყვანთ. როგორც ვიცი, ოზურგეთში დაგეგმილია თავშესაფრის აშენება. მანამდე კი, თეატრის რეაბილიტაცია რომ დასრულდება, უნდა შეკრიბოთ მთელი მოსახლეობა და ტრენინგი ჩავუტაროთ, თუ როგორ უნდა მოუარონ ძაღლებს. _ გურულებს ძაღლების მოვლა ესწავლებათ? _ კი, კი, ნამდვილად... აგერ მოვიდა ჩემი "სერი", ასე ქვია. ... მოდი, მოდი, გენაცვალე. ქუჩაში ვიპოვე, 7 კილო თუ იქნებოდა, გატყავებული, გადაგდებული, დავბანე, ვუმკურნალე, ვაჭამე და ახლა უზარმაზარი ბომბორაა. მოდი, შემოგევლე, მოდი (ეტყობოდა, ძაღლს მიეფერა გურულებზე გაბრაზებული ქალბატონი გულიკო, რომელიც ვერანაირად ვერ დავარწმუნეთ, რომ ოზურგეთში ძაღლების ცემას მასობრივი ხასიათი არ აქვს და აგრესიული ხშირად თვით ეს მიუსაფარი ცხოველები არიან. ავტ.). ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ თავშესაფრის აშენება 2020 წლის იანვრისთვის იგეგმება, მანამდე კი უდიდესი ძალისხმევაა საჭირო, რომ მოქალაქეების დაკბენის ფაქტები აღარ ... ...
  • ერთი კილოგრამი თხილის ფასი ოთხი ლარი გახდა: "დაბრუნებული დიდება"გასული ერთი კვირის განმავლობაში, ოზურგეთში ერთი კილოგრამი თხილის ფასი ერთი ლარით გაიზარდა და ოთხი ლარი გახდა. ყველა აღნიშნავს, რომ წელს კი არა, მომავალ წლებშიც არ ელოდნენ თხილის ფასის მატებას, რადგან თხილის სიდამპლემ და მის მიერ მოყენებულმა ზარალმა ადამიანებს რწმენა ისე შეურყია, რომ ზოგან პლანტაციების აჩეხვაც დაიწყეს. თხილის მიღება, ჩვეულებრივ, კვლავ პრიმიტიული ფორმით ხდება _ ერთი საღი მარცვლის ღირებულება 40 თეთრია. ყოველი გატეხილი ათი ცალიდან, რამდენიც იქნება საღი, მომტანი იმდენ ორმოც თეთრს მიიღებს. ზოგან გაუტეხავადაც იბარებენ, რადგან თხილს ხარისხი ეტყობა და სიმძიმეც მოქმედებს. თუ გასულ წლებს გადავხედავთ, მხოლოდ 2005 წელს და მომდევნო პერიოდში, თხილის ფასი ასეთ ნიშნულზე, ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში იყო. _ 2005 წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო და მაშინ ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ვფიქრობდით, ავშენდითო და ამ ყველაფერს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლას ვუკავშირებდით. თუმცა, ორ წელიწადში თავდაღმა წავიდა თხილის ფასის საქმე. ბოლო სამი წელია კი, ამ ყველაფერს თხილის სიდამპლე მიემატა, თითქოს, დაბალი ფასი არ გვყოფნიდა და იქამდე მივიდა საქმე, ხალხმა თხილის აჩეხვაც კი გადაწყვიტა. თუმცა, ახლა უზომოდ გვიხარია _ მგონი, გვეშველება და თხილი ძველ დიდებას დაიბრუნებს. შიში მაინც გვაქვს, რადგან უცებ ვიღაც გამოხტება და ფასს დააგდებს. ამიტომ, ჟურნალისტები თუ იქნებით ფხიზლად და ასე ხშირად ჩამოივლით, იქნებ, ვერ დაგვჩაგრონ. უნდა მოგვეხმაროთ! _ გვეუბნებიან თხილის ჩასაბარებლად რიგში მდგომი მოქალაქეები: ჩოხატაურელი ნონა შათირიშვილი, ოზურგეთელები: მარგო ნინიძე, ვახტანგ ერქომაიშვილი და ხათუნა ცქვიტინიძე. თხილის სეზონზე, მიმღებ პუნქტებში ხშირად ამბობენ, რომ არ იციან, შეიცვლება თუ არა თხილის ფასი უარესობისკენ ან პირიქით. უმეტესად, საუბრობენ ქარხნების ამუშავების შესახებ, რაც, თუ გასული წლების პრაქტიკას გადავხედავთ, ფასზე უარყოფითად მოქმედებს. ამასთანავე, აგვისტოს დღესასწაულების და შემდეგ, მოახლოებული სასწავლო წლის დაწყებისას, ჩვეულებრივი ამბავია თხილის ფასის დაწევა, რაც არასდროს კონტროლდება, თუ ვის მიერ ხდება. _ ვერაფერს გეტყვით. მანამდე ჩააბარონ, ვიდრე დღესასწაულები დადგება. ნედლ თხილს რომ ასეთი ფასი აქვს, ურიგოა? ჩვენ არ ვქმნით ამ გარემოს, ფასების ზევით-ქვევით მონაცვლეობას არ ვაკონტროლებთ და არც არავინ გვეკითხება. უბრალო ადამიანები ვართ და ლუკმა-პურის ფულისთვის ვათენ-ვაღამებთ, _ გვეუბნებიან თხილის მიმღებ ჯიხურებში. ფასის მატების მიუხედავად, ხალხი მაინც უკმაყოფილოა იმის გამო, რომ თხილს სათითაოდ ტეხენ და ცალობით ითვლიან: _ კარგს და ცუდ თხილს ეტყობა, როგორი ხარისხიც აქვს. ესეც ხალხის საწვალებლად მოგონილი ხერხია და არ გვგონია, ხარისხს ზუსტად განსაზღვრავდეს, _ ამბობენ ისინი. რაც შეეხება თხილის გადამამუშავებელი ქარხნების ამუშავებას, ზოგიერთი უკვე ამოქმედდა. თხილის მიმღებ პუნქტებში გვითხრეს ისიც, რომ ქარხნებმა უკვე გააშრეს თხილი და წონაში სხვაობა დიდია. უვარგისიც ბევრია და შესაძლოა, ფასმა მოულოდნელადაც დაიწიოს. თუმცა, რიგითი მოქალაქეები ამ ყველაფერს მორიგ ფანდს უწოდებენ და როგორც წლების მანძილზე, ახლაც ითხოვენ განსაკუთრებულ რეგულაციას, რომელიც არც ერთ მხარეს _ არც გლეხს და არც მიმღებს არ დააზარალებს. 14 აგვისტოსთვის, ოზურგეთში, თხილის ფასმა 5-10 თეთრით დაიწია; ასევე, მოხდა, ფასების მინიმალური სხვაობით,"გულშიშველას" და"ბერძნულას" გაყოფა ერთმანეთისგან _ ერთი კილოგრამი"ბერძნულა", თუ გატეხილი ათი ცალიდან, ცხრა ან ათი საღია, ოთხი ლარი ღირს, ანუ ერთი ცალი 40 თეთრად ფასდება."გულშიშველას" ერთ ცალს 35 თეთრად ანგარიშობენ, ანუ ერთ კილოგრამში სამლარნახევარს იხდიან. თუ გატეხილი თხილის რაოდენობიდან საღი გული ნაკლებია, შესაბამისად, იკლებს ფასიც. ოზურგეთის ბაზარზე, ჯერჯერობით, თხილის ფასის გამოანგარიშების ეს მარტივი, პრაქტიკული და შესაძლოა, პრიმიტიული წესი დომინირებს. დღეისთვის, ოზურგეთში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეზობელ რეგიონებში ერთი კილოგრამი თხილის ფასი 2-3 ლარით მეტია, რაც არანაირად არ დასტურდება"გურია ნიუსის" მიერ გადამოწმებული ინფორმაციით. შედარებით მეტი ფასი აქვს სამეგრელოში, კონკრეტულად, ზუგდიდში, რაც წლების განმავლობაში ასე ხდება. _ ოზურგეთში, რომ შეხვიდე სხვადასხვა მაღაზიაში, შაქარი 10-15 თეთრით, ზოგან მეტი ღირს, ზოგან _ ნაკლები. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებს დღევანდელ კონიუნქტურაში, ჯერჯერობით, ვერაფერი ცვლის. თუმცა, ორი ან სამი ლარით მეტი იყოს თხილის ფასი რომელიმე რეგიონში, მტკნარი ტყუილია, ჩვენზე უკეთ ეს არავინ იცის, _ გვეუბნებიან თხილის მიმღებ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...