დატბორილი გვირაბები, დაშლილი ხიდები _ ავტობანის მშენებლობაზე გაბნეული 113 მილიონი

მთავარი თემა

დატბორილი გვირაბები, დაშლილი ხიდები _ ავტობანის მშენებლობაზე გაბნეული 113 მილიონი

2019 აპრ 15 12:31:11

სამტრედია-გრიგოლეთს ავტობანის მშენებლობის დასრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არადა, მისი დამთავრება 2018 წელს იყო დაგეგმილი.

დატბორილი გვირაბები, დაშლილი ხიდები _ ეს ის რეალობაა, რომელიც 113-მილიონიან გზაზე დაგვხდებათ.

პროექტის თანახმად, რომელიც ევროპის საინვეტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, 10-კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი მიმართულების ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, პარალელური გზაგამტარი, სატრანსპორტო კვანძი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელი და წყალგამტარი მილები უნდა გაკეთებულიყო.

თუმცა, ეს პროექტით. რეალურად კი ირკვევა, რომ შესრულებული სამუშაოები უხარისხოა და უკვე აშენებული ხიდები იშლება.

“ინფრასტრუქტურის სამინისტროს უპასუხისმგებლო მუშაობის გამო რომ ვადები დარღვეულია, ეს ცალსახაა. წინა მინისტრს, ალავიძეს, სად ეცალა ასეთი პროექტის ვადებისთვის _ მილიონები ჰქონდა საშოვნი! რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას _ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს პროექტი ხორციელდება მათი ფულით, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს აღებულ აქვს გრძელვადიანი კრედიტი/ვალი სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახადია. და რა ხდება ამ დროს? 34 ხიდი, რომლითაც მოსახლეობას უნდა ესარგებლა საკუთარ საყანე ფართობებში მისასვლელად, აღმოჩნდა, რომ ამ ფუნქციის შესასრულებლად სრულიად უვარგისია.

წარმოგიდგენთ, რამდენი ფულია დახარჯული ამ ხიდების მონტაჟზე; ახლა წარმოიდგინეთ ამ უხარისხოდ გაკეთებული ხიდების დემონტაჟს რამდენი დასჭირდება, მერე ისევ ხელახლა მონტაჟს და ადვილი გასაგები იქნება, რომ ზარალი მილიონებზე ადის. დარწმუნებული ვარ, „ოცნების“ ხელისუფლებას ხელში ამ დანაშაულისთვის არც არავის მოეთხოვება პასუხი.

მე თავში მოგახსენეთ ალავიძეზე და შემთხვევით არ მიხსენებია _ თავად მმართველი პარტია ედავებოდა კორუფციას კვირიკაშვილთან ერთად და დასჯილი ნახეთ ვინმე?! მოქმედი მინისტრი, დარწმუნებული ვარ, როგორც აქედან და ტოკიო ისე ერკვევა ინფრასტრუქტურულ საკითხებში და თუ ერკვევა, მაშინ გასცეს შეკითხვებს პასუხი“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კახა ასკურავამ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში არ უარყოფენ, რომ ავტობანის მშენებლობაზე ბევრი ხარვეზია:

_ ხარვეზები არსებობს. ამას გიდასტურებთ და მიმდინარეობს მათი გამოსწორება. ყველა დამატებითი ხარჯი კომპანიას ეკისრება, _ გვითხრეს უწყების პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, მშენებელი კომპანიები უკვე დაჯარიმებულნი არიან:

„სამტრედია-გრიგოლეთის მეორე და მეოთხე მონაკვეთზე ჩინური კომპანიები _ „სინოჰიდრო“ და „ჩაინა რეილვეი 23“ მუშაობენ. „სინოჰიდრო“ დაჯარიმებულია 11 მილიონი ლარით, „ჩაინა რეილვეიმ“ კი უახლოეს დროში უნდა წარმოადგინოს საბუთი, რის მიხედვითაც დაითვლება ჯარიმის ზუსტი ოდენობა“, _ აღნიშნეს „გურია ნიუსთან“ საუბრისას სამინისტროში.

მას შემდეგ, რაც თემის დეტალებით „გურია ნიუსი“ დაინტერესდა და ჟურნალისტური გამოძება დაიწყო, ლანჩხუთში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, საგზაო დეპარტამენტისა და ავტობანზე სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის _ “სინოჰიდროს” წარმომადგენლები ჩავიდნენ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „სტუმრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად, ყველა ის მონაკვეთი დაათვალიერეს, სადაც, სამუშაოები ხარვეზებითაა შესრულებული“:.

„ადგილებზე შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და სტუმრებს თავად აჩვენებდნენ ყველა მცირეოდენ პრობლემასაც კი. სტუმრების მხრიდან აღინიშნა, რომ პრობლემები მართლაც თვალშისაცემია. ერთობლივი მოლაპარაკების შედეგად კი გადაწყდა, რომ აბსოლუტურად ყველა ხარვეზი დროულად აღმოიფხვრება და გამოსწორდება”, _ გვითხრეს პრესსამსახურში.

არსებულ პრობლემებზე კომენტარი გააკეთა ლანჩხუთის მერმაც. ალექსანდრე სარიშვილი ამბობს, რომ პრობლემები ბევრია:

_ განსაკუთრებით გვირაბებში და ეს არაერთხელ გვითქვამს. ბევრჯერ მივწერეთ კომპანიასაც. მოსახლეობა ქუჩაშიც კი გამოვიდა. როგორც გვეუბნებიან, ხარვეზებს მალე გამოასწორებენ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სარიშვილმა.

როდის იქნება ეს „მალე“, არც სარიშვილმა იცის და ვერც სამინისტროში გვეუბნებიან. არადა, მოსალოდნელი პრობლემების შესახებ „გურია ნიუსი“ 2 წლის წინ წერდა.

2017 წელს, იმდროინდელ ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ზურა ალავიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს, ექსპერტებზე დაყრდნობით, ვუთხარით, რომ ავტობანის მშენებლობაზე გამოყენებული მდინარის კარიერი პრობლემების შექმნიდა.

აშინ ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მშენებლობაზე მხოლოდ მდინარის კარიერს იყენებდნენ, რაც დაუშვებელი იყო. უფრო მეტიც, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ავტობანის დაპროექტების დროს, გათვალისწინებული იყო მთების კარიერის გამოყენება, რომელიც საქართველოში დახურული იყო და მისი გახსნის ნაცვლად პროექტების შეცვლა მოხდა...

სამწუხაროდ, ეს გზები სულ კარგადაც არ იყო დაპროექტებული. ბევრი პრობლემები გვაქვს და მარტო გზებში არა. 22 ქალაქში წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს და იქაც, პროექტირების, გამო სერიოზული პრობლემები შეგვექმნა” _ გვითხრა მაშინ ალავიძემ და დეტალებზე საუბარს თავი აარიდა. თუმცა, არ უარყვია, რომ პროექტის შეცვლა მოხდა.

რაც მოყვა ამ შეცვლილ პროექტს და სრულ უკონტროლობას ყველა ერთად ვხედავთ _ სამუშაოები თავიდანაა შესასრულებელი. თუმცა, რამდენად ხარისხიანად, ეს არავინ იცის. როგორც დავაზუსტეთ,. მშენებლობაზე ისევ მდინარის კარიერების გამოყენება ხდება და არა მარტო _ იქ დასაქმებული ადამიანები ჩვენთან საუბარში ამბობენ, მშენებლობაზე უხარისხო მასალების გამოყენება ხდება.

ამის ეჭვი აქვთ „ახალგაზრდა ადვოკატებსაც“, რომლებმაც გასულ წელს პროკურატურაშიც კი შეიტანეს განცხადება და მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მათი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა შემსრულებელმა კომპანიამ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან ნებართვების მიღების გარეშე შეცვალა. თავდაპირველად, პროექტიც განისაზღვრა, რომ ვინაიდან ტერიტორია წარმოადგენდა ჭაობიან ადგილს, გზა აშენდებოდა ბეტონის ხიმინჯებზე. კომპანიამ პროექტში ცვლილებები მოითხოვა და ტერიტორიაზე ფითილები დამონტაჟდა, თუმცა, ფითილების გამოყენებით გზის მშენებლობამ შედეგი არ გამოიღო.

„მივიღეთ შედეგი, როდესაც სამტრედია-გრიგოლეთის მეორე ლოტის მშენებლობა სერიოზული ხარვეზებით მიმდინარეობს. მოკვლევამ უკვე აჩვენა, რომ პროექტზე განსაზღვრულ 254 მილიონი ლარიდან, დახარჯულია 150 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, პროექტში თავის დროზე გახორციელებული ცვლილების სამართლებრივი საფუძვლების შექმნისთვის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მხოლოდ 2018 წელის 18 იანვარს მიმართა, რაც კანონის უკიდურესი დარღვევაა”, _ აღნიშნულია გასულ წელს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მათ მიერ მოკვლეული მასალები პროკურატურამ საქმეს მტკიცებულებად დაურთო.

ის, რომ სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, დაგვიდასტურეს მთავარ პროკურატურაშიც:

ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ სამტრედია - გრიგოლეთის საავტომობილი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება. სამწუხაროდ, სხვა დეტალებს ვერ გეტყვით“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გენერალური პროკურატურის პრესსამსახურმა გიორგი გრძელიშვილმა.

 ჩვენ შევეცადეთ ამ საკითხზე მშენებელი კომპანიის წარმომადგენლების კომენტარებიც მიგვეღო, თუმცა, ამ დროისთვის ვერ შევძელით.

ჩინური კომპანიის თარჯიმანმა მხოლოდ ის გვითხრა, რომ მისთვის, ცნობილი არც 11 მილიონით დაჯარიმების თემაა და არც პროკურატურაში დაწყებული გამოძიების.

თარჯიმნისგან იმის პირობა მივიღეთ, რომ კომპანიის ჩინელ მმართველებს ჩვენს შეკითხვებს გადასცემს და თუ პასუხის გაცემას მოისურვებენ კონტაქტზე თავად გამოვლენ.

 




 ახალი ამბები
  • სეზონის გახსნა შეკვეთილში და უამრავი გახარებული ბავშვი 15 ივნისს შეკვეთილში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ტრადიციად  ქცეული შეხვედრა სოციალურად დაუცველ ბავშვებთან, ასევე, ბავშვთა სახლების აღსაზრდელებთან არც ამჯერად დარღვეულა. აქ  უამრავ ბავშვს უმასპინძლეს.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობით , ამავე მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, ასევე ქალაქიდან,  350 სოციალურად  დაუცველი ბავშვი ესტუმრა ატრაქციონების ქალაქს. აქ მოსვლამდე ბავშვებს დაურიგეს უალკოჰოლო სასმელები და ტკბილეული,   პარკში სეზონის გახსნის შემდეგ კი მათ ყველა გასართობი საშუალებით უფასოდ ისარგებლეს. _ როგორც შევძელით, მოვეფერეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს. რაც მთავარია, ბედნიერებაა, რომ გურიაში ასეთი ზღაპრული ადგილი არსებობს, რომელიც სტუმარს და მასპინძელს, დიდს თუ პატარას ერთნაირად იზიდავს. ბავშვების დღევანდელი სიხარული კი ორმაგი სიხარული და ბედნიერებაა ჩვენთვის, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ. ატრაქციონების პარკში ბავშვებს  შეხვედრა მოუწყვეს  ზღაპრების კეთილმა პერსონაჟებმა. პარკის გვერდით მდებარე პარკში "საქართველო მინიატურებში", სადაც  მინიატურების სახით წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები,   გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. გახსნის ღონისძიების მხატვრული ნაწილი მიჰყავდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს მარინა ჯაფარიძეს და ამავე სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელს, მაიზერ ცელაძეს. მათ ბავშვებს, ასევე, აქაურ და უცხოელ სტუმრებს პარკში,  ვირტუალური ხელოვნების მოშველიებით,  სრულიად საქართველო მოატარეს.  ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა  ანსამბლმა კობა დუნდუას ხელმძღვანელობით, ჩვეული მაღალი კლასით წარმოადგინა  საქართველოს ყველა კუთხის  ფოლკლორულ ცეკვათა ერთობლიობა. _ დღეს ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს .  ,,ციცინათელა” და მინიატურების პარკი  არის ის ადგილი,  რომელიც ბევრ ტურისტს სასიამოვნოდ გააოცებს. ტურიზმის განვითარება კი  ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია”, –  თქვა სეზონის გახსნაზე  გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.             ... ...
  • ვინ ინიშნება სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსადსურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად შალვა პეტრიაშვილი ინიშნება. წყაროს ცნობით, სეს-ის ეროვნული სააგენტოს უფროსი,  ზურაბ ჩეკურიშვილი მას, სავარაუდოდ, ხვალ წარადგენს გურიაში. პეტრიაშვილი ჯერ მცხეთაში მუშაობდა ანალოგიურ სამსახურში, შემდეგ კი _ თბილისში. წყაროს ცნობით, პეტრიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ნინო შეწირულმა გათავისუფლების შესახებ განცხადება გუშინ დაწერა, თუმცა წყაროს თქმით, მის გათავისუფლებაზე ხელი მოწერილი არ ... ...
  • "დაიცავი დავით გარეჯი" _ "პატრიოტთა ალიანსის" აქცია თავისუფლების მოედანზეამ წუთებში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე იწყება "პატრიოტთა ალიანსის" აქცია. როგორც აქ შეკრებილები ამბობენ, აქციის მიზანია დავით გარეჯის დაცვა. აქციას დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ, აჭარასა და გურიიდან ჩამოსული ადამიანები ქაშვეთის ეკლესიიდან მსვლელობით ... ...
  • „თუ გინდათ საზოგადოება უკეთესობისკენ შეცვალოთ, ილიაუნი საუკეთესო ადგილია“დღეს, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ოზურგეთელ  აბიტურიენტებს შეხვდნენ.  პრეზენტაციაზე ისაუბრეს ზოგადად პროფესიის არჩევის შესახებ, თუ რა პროგრამებს და სწავლის გარე აქტივობებს ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა კვანჭილაშვილმა ახალგაზრდებს ვრცლად ესაუბრა ილიაუნის გაცვლითი  პროგრამების შესახებ,  თუ რამდენ ქვეყანაში აქვთ ის.  ასევე,  თქვა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის  მიხედვით, მობილობების  მაჩვენებლი ყოველ წელს  უკეთესობისკენ  იცვლება. ისაუბრა, ასევე, უცხოეთის რომელ ქვეყნებში  აქვთ  საბაკალავრო პროგრამები და რაც მთავარია, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამების შესახებ, სადაც, აბიტურიენტი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს თუ გადალახავს,  სრულად ექნება სახელმწიფო დაფინანსება. _ ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო პროგრამებს. უნივერსიტეტი მრავალი კუთხით არის პირველ ადგილზე სხვა უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ამიტომ თუ გსურთ საზოგადოება  შეცვალოთ  უკეთესობისკენ,  ილიაუნი   საუკეთესო ადგილია, _ თქვა მან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, წარმოშობით ოზურგეთელმა ნინო დობორჯგინიძემ „გურია  ნიუსთან“ საუბრისას თქვა, რომ მათი მიზანი აბიტურიენტთათვის სრული ინფორმაციის მიწოდებაა ილიაუნის ოთხი ფაკულტეტის, პროგრამების და ყოველივე იმის შესახებ, რაც უნივერისტეტს გააჩნია, რაც აბიტურიენტებს აინტერესებთ. _მთელ საქართველოში დავდივართ. ახლა დასავლეთში ვართ, ხვალ ფოთით ვასრულებთ აბიტურიენტებთან  შეხვედრებს, _ გვითხრა ... ...
  • შშმ პირთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი: „ჩვენ გვსურს ყველა ღონისძიებაში ჩავერთოთ“14 ივნისს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასრულების  აღსანიშნავი ღონისძიება შედგა. საზეიმო შეხვედრას, რომელიც  პროექტის მონაწილემ, ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გახსნა, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე, სხვა ხელმძღვანელი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები და შშმ პირთა ოჯახების წევრები ესწრებოდნენ. _ პროექტმა, „ჩვენ შეგვიძლია“,  რომელიც განათლების სამინისტროს მიერ გახორციელდა, ამ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად აგრძნობინა თავი საზოგადოების წევრებად. ცალკე დგომით  ვერავინ ვერაფერს შეძლებს, ძალა  ერთობაშია.  წავიდა  ის დრო, როცა არსებობდა რაღაც სტიგმა, რომ შშმ პირები უნდა ყოფილიყვნენ სახლებში.  ადაპტირებული, მორგებული გარემო  უნდა იყოს ირგვლივ ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით  კი მათთვის,  _ თქვა გოგა ჩანადირმა და მადლობა გადაუხადა ხელმძღვანელ პირებს იმის გამოც, რომ სწორედ მათი ძალისხმევით, გურია ხდება  რესპუბლიკაში პირველი, ვინც ასე აზარტულად შეუდგა ამ საქმის კეთებას. „სლოგანი _ „ჩვენ შეგვიძლია“ მასშტაბურად მოედო მთელ გურიას, მთელ საქართველოზე ასე გავრცელდება“, _ თქვა მან. კვირეულის განმავლობაში ჩატარებულ შეჯიბრში გამარჯვებულები გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ  დააჯილდოვა. პირველი ადგილი ნარდში ასაკით ყველაზე უფროსმა შშმ პირმა, ჩოხატაურელმა იამზე კეკელიძემ დაისაკუთრა.  ყველა  გამარჯვებულს გადაეცა ჯილდო.  სცენაზე ავიდნენ სამივე მუნიციპალიტეტის შშმ პირები. შეასრულეს სხვადასხვა მხატვრული ნომრები. იგრძნობოდა მათი საოცარი, ემოციური ერთიანობა. _ ჩვენ დღეს უსაზღვროდ ბედნიერები  ვართ.  გვინდა, მომავალში, გამოყოფილი არ ვიყოთ მხოლოდ შშმ პირთა ღონისძიების სახელწოდებით და ჩართული ვიყოთ ნებისმიერ ღონისძიებაში, _ ემოციურად ისაუბრა შშმ პირმა თამუნა ლურსმანაშვილმა. მის გამოსვლას დარბაზში ოვაციით  შეხვდნენ. ღონისძიების დასასრულ, უჩვენეს პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეოფილმი.  ყველამ ერთად კი  შეასრულა საფინალო სიმღერად მოაზრებული: „ჩემი საქართველო აქ ... ...

არქივი

ზაფრანი

რომელი ნაყინი არ ასუქებს

იყო დიეტაზე არ ნიშნავს იმას,...

რატომ ვტირით ხახვის დაჭრის დროს

ყველა დიასახლისისათვის ყოველდღიურად ხახვის დაჭრის...

აღმოჩენილია თამბაქოს სიყვარულის გენი

ცოტა ხნის წინ იაპონელმა ექიმებმა...

საინტერესო ცნობები ალკოჰოლის შესახებ

მეთილის სპირტის სასიკვდილო დოზა ადამიანისათვის...

რა ზიანი მოაქვს ვადაგასულ კოსმეტიკას

მეცნიერების გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ ქალბატონები,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...