დაუხარჯავი 7 მილიონი და ციფრები, რომლებიც ადასტურებს, რომ უმრავლესობის ლიდერს ატყუებენ

მთავარი თემა

დაუხარჯავი 7 მილიონი და ციფრები, რომლებიც ადასტურებს, რომ უმრავლესობის ლიდერს ატყუებენ

2019 მაი 7 14:45:44

"ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგო რატიანმა, 30 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, მუნიციპალიტეტების საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თვითმმართველობები ბიუჯეტის ხარჯვას ვერ ახერხებენ.

რამდენიმე მუნიციპალიტეტის ჩამონათვალში, ოზურგეთიც მოხვდა:

 "ძალიან დიდი ნაშთები დარჩათ მუნიციპალიტეტებს. ოზურგეთში, განსაკუთრებით დიდია ეს თანხა _ 7 მილიონზე მეტი ვერ დაიხარჯა და, ფაქტობრივად, ჩაიშალა ტენდერები. ვერ წარმომიდგენია, რას აკეთებენ აქ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც უნდა ფიქრობდნენ და ლობირებდნენ იმას, რომ მეტი თანხა მოიზიდონ საკუთარ საარჩევნო ოლქებში, რამე გაკეთდეს და ამ დროს 7 მილიონი რჩება დაუხარჯავი. ეს ინფორმაცია კობა ზაქარეიშვილმა ("ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი. ავტ.) მოგვაწოდა. მიხეილ გოგოტიშვილი (პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი. ავტ.) საუბრობს ასევე, იმაზე, რომ თუ ეს თანხა 2018 წელს იყო 7 მილიონი, 2017 წელს იყო 4 მილიონი. ტრადიციაა _ როცა ტენდერები იშლება, გაუხარჯავია თანხები. ამის სანაცვლოდ მიხეილ გოგოტიშვილი სთავაზობდა "ქართულ ოცნებას" და საკრებულოს, 30 ლარით გაეზარდათ პენსიები ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ეს იყო შესაძლებელი და, რასაკვირველია, ეს არ მოხდა", _ განაცხადა სერგო რატიანმა.

მის ამ განცხადებას განცხადებითვე უპასუხა ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ:

"ახლა ვარკვევთ, ვინ ჩაიყვანა ოზურგეთში სერგო რატიანი და ვინ შეიყვანა ეს წესიერი ადამიანი შეცდომაში, რადგან, რაც მან თქვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტზე, დეზინფორმაცია იყო", _ თქვა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, რეალურად, როგორც მუნიციპალური ბიუჯეტის, ასევე, რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხების ათვისების და პროექტების გახორციელების მხრივ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა:

"აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წელს საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ლიმიტით განსაზღვრული პროექტების დაკონტრაქტების გეგმა 100%-ით შესრულდა, გამომდინარე აქედან, წელს ოზურგეთი საქართველოს მთავრობისგან სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების გასახორციელებლად დამატებით თანხებს მიიღებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2018 წელსაც რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებიც სრულად აითვისა", _ განაცხადა ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

სანამ თალაკვაძე იმას გაარკვევდა, "ვინ შეიყვანა შეცდომაში" სერგო რატიანი, ამ უკანასკნელმა თალაკვაძეს და საზოგადოებას, კონკრეტული ციფრები წარუდგინა, რომელიც მოწმობს, რომ შეცდომაში არა "ევროპული საქართველოს" წევრი, არამედ, უმრავლესობის ლიდერი შეიყვანა ვიღაცამ.

"ჩემს განცხადებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა და პარლამენტის წევრმა არჩილ თალაკვაძემ უპასუხეს _ თითქოსდა, ჩემმა მეგობრებმა შეცდომაში შემიყვანეს.

ფაქტების კიდევ ერთხელ გადამოწმების შემდეგ, მინდა მივაწოდო საზოგადოებას ინფორმაცია: ოზურგეთის საკრებულოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის 13 მარტის #8 დადგენილებით: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების ნაშთმა 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 7 409 887,7 ლარი. მათ შორის: საკუთარი ნაშთი _ 5 021 666,80 ლარი; ევროკავშირის გრანტის ნაშთი _ 41 295,79 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერის ნაშთი _ 20 454,78 ლარი; საქართველოს მთავრობის #1993 განკარგულება (29.10.2018 წ.) _ 263 086,77 ლარი; საქართველოს მთავრობის #957 (03.05.2018 წ) განკარგულება (სტიქია) _ 1 051 755,14 ლარი; საქართველოს მთავრობის #2168 (09.11.2018 წ) განკარგულება (სტიქია) _ 459 695, 28 ლარი; საქართველოს მთავრობის #1525 (21.07.2017 წ) განკარგულება (სტიქია) _ 158 717,71 ლარი; საქართველოს მთავრობის #840 (19.04.2018 წ.) განკარგულება (სტიქია) _ 41 440,95 ლარი; საქართველოს მთავრობის #265 (19.02.2016 წ.) განკარგულება (სოფლის პროექტები) _ 5 096,93 ლარი; საქართველოს მთავრობის #136 (18.01.2018 წ.) განკარგულება (რეგიონული პროექტები) – 346 677,55 ლარი.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ არ არის გახარჯული და, შესაბამისად, 2018 წელს არ შესრულდა სტიქიით დაზარალებულთა მიმართ ვალდებულებები; სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები; არ მოხდა ევროკავშირის გრანტის თანხის ათვისება.

ამასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ვკითხულობთ: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება (გეგმა _ 4 864,3 ათ. ლარი, შესრულება _ 4 705,0 ათ. ლარი, გეგმის 96,72 %); თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (გეგმა _ 148,0 ათ. ლარი, შესრულება _ 148,0 ათ. ლარი, გეგმის 100 %);  ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (გეგმა _ 20 509,8 ათ. ლარი, შესრულება _ 15945,2 ათ. ლარი, გეგმის 77,74 %); განათლება (გეგმა _ 3 988,1 ათ. ლარი, შესრულება _ 3 688,6 ათ. ლარი, გეგმის 92,49 %); კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (გეგმა _ 3 674,6 ათ. ლარი, შესრულება _ 3 474,0 ათ. ლარი, გეგმის 94,54 %); მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (გეგმა 1 615,0 ათ. ლარი, შესრულება _ 1 410,8 ათ. ლარი, გეგმის 87,4%).

აქედან ცხადად ჩანს, რომ 4 564 600 ლარი დააკლდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს", _ აღნიშნულია სერგო რატიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც დეპუტატი, ასევე აღნიშნავს, რომ თალაკვაძეს ატყუებენ:

"არჩილ, კოლეგავ, გატყუებენ! ამასთან, მზად ვარ, ფაქტების გადამოწმება გავაგრძელო," _ წერს რატიანი.

ის, რომ ოზურგეთის ბიუჯეტში დიდი ნაშთი დარჩა, ჩვენი მკითხველისთვის უცხო არ არის _ ამის შესახებ "გურია ნიუსმა" რამდენიმე სტატია მოამზადა.

როგორც რატიანი აღნიშნავს, მას ფაქტების გადამოწმებაში ჩვენი სტატიები დაეხმარა.

ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, რატომ არ კითხულობს მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი და რატომ უარყოფს ფაქტებით დადასტურებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა, გასულ წელს 7 მილიონ ლარზე მეტი ვერ დახარჯა. ასევე, გვსურდა გაგვერკვია, ვის და რატომ დააფარა ხელი საკუთარი განცხადებით უმრავლესობის ლიდერმა, თუმცა, თალაკვაძემ ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. უმრავლესობის ლიდერმა უპასუხოდ დატოვა სოციალურ ქსელში, საჯაროდ გაკეთებული მიმართვაც, რომელშიც ისიც აღვნიშნეთ, რომ სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა, 2 წელზე მეტია, დახმარების მოლოდინშია და გაურკვეველია, რატომ არ ხერხდება მათთვის დახმარების გაწევა მაშინ, როცა ბიუჯეტში შესაბამისი თანხა გამოყოფილია.

თალაკვაძის მსგავსად, უშედეგო აღმოჩნდა ჩვენი რამდენიმე მცდელობა მოგვეპოვებინა ოზურგეთის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის კომენტარი და გაგვეგო, რატომ ვერ მოახერხა მერიამ 7 მილიონის დახარჯვა იმ უამრავი პრობლემის ფონზე, რაც მუნიციპალიტეტში დგას.

აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ეს ნაშთი 2018 წლის ბიუჯეტში საერთოდ არ ასახა და საზოგადოებამ წელს გაიგო, რომ თვითმმართველმა ორგანომ 7 მილიონის დახარჯვა ვერ მოახერხა.

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილe გიორგი ღურჯუმელიძე ამბობს, რომ თალაკვაძემ რატიანის პოლიტიკურ განცხადებას გასცა პასუხი. მისივე თქმით, ნაშთთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრებმა შესაბამისი შეფასებები გააკეთეს.

_ ბატონო გიორგი, ფაქტები ცხადჰყოფს, რომ შეცდომაში არა სერგო რატიანი, არამედ არჩილ თალაკვაძეა შეყვანილი. დოკუმენტები ადასტურებენ, რომ მუნიციპალიტეტმა 7 მილიონი ლარი ვერ დახარჯა. როგორ ხსნით იმას, რომ უმრავლესობის ლიდერი საპირისპიროს ამტკიცებს და საერთოდ, რატომ ვერ შეძლო მუნიციპალიტეტმა ამ თანხის დახარჯვა?

_ ვერ დაგეთანხმებით. ბატონმა არჩილმა უპასუხა სერგო რატიანის პოლიტიკურ განცხადებას, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული მიმართულებით ჩამორჩენაა და თითქოს არაფერი კეთდება. არჩილ თალაკვაძემ თავის პასუხში თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ამ წლების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს და ასევე, აქვს ბიუჯეტის მაღალი შესრულება _ ეს ნამდვილად ასეა.

_ ნამდვილი და დადასტურებული ისაა, რომ 7 მილიონის ნაშთი არსებობდა და 2018 წლის ანგარიში მერიამ ისე გააკეთა, რომ ნაშთი ბიუჯეტში არ აუსახავს. საკრებულო, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს _ მარტივად რომ ვთქვათ, დამალეს...

_ რაც შეეხება 7 მილიონი ლარის ნაშთს 2018 წლის ბიუჯეტში, გაგიმარტავთ, რომ ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის და წლიური ანგარიშის განხილვის დროს, საკრებულოს წევრების მიერ მოხდა ამ საკითხის შეფასება, სადაც გაკეთდა განმარტებები: 2 მილიონი ლარის ფარგლებში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გასახორციელებლად მიღებულ თანხებზე 2018 წელს მოხდა კონტრაქტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება და ეს იყო გარდამავალი შესასრულებელი სამუშაოები; ხოლო 5 მილიონი ლარი ასახული იყო, როგორც თვის ანგარიშში, ასევე, კვარტლის ანგარიშში. შესაბამისად, ეს ანგარიშები საკრებულოში შემოვიდა იანვარში და ამ საკითხზე საკრებულოს ჰქონდა ადეკვატური პოზიცია.

დასმულ კითხვებზე მერიამ განმარტა, რომ ეს თანხა არის 2018 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში დაუგეგმავი ქონების გადასახადიდან მიღებული შემოსავალი. შემოსავლების ასეთი ზრდა, 2014 წლიდან გაწეული მუშაობის შედეგია. ამ გადასახადის დეკლარირება საგადასახადოში ხდება ყოველი წლის 15 ნოემბრისთვის და შესაბამისად, თანხის გახარჯვა ვერ მოხდებოდა. ეს თანხა აისახა 2019 წლის ბიუჯეტის კორექტირების დროს 9 იანვარს. ამ საკითხის შეფასებისას, როგორც საკრებულომ, ასევე, საკრებულოსთან არსებულმა საზოგადოებრივმა დარბაზმა გამოთქვა შენიშვნები და მერიას მისცა რეკომენდაცია ბიუჯეტის შემოსულობების დაგეგმვაში არსებული ეს მნიშვნელოვანი ხარვეზი გაითვალისწინოს. მუშაობის პერიოდში და უზრუნველყონ მაქსიმალური სიზუსტით სავარაუდო შემოსულობების განსაზღვრა, _ გვითხრა ღურჯუმელიძემ, რომელიც, როგორც მისი პასუხები ცხადჰყოფს, უმრავლესობის მოტყუებული ლიდერის დაცვას და მისი უხერხული მდგომარეობიდან გამოყვანას შეეცადა, თუმცა, ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, მათემატიკა ზუსტ მეცნიერებად რჩება!




 ახალი ამბები
  • მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 25 000 აპლიკანტი დარეგისტრირდამასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 25 000 აპლიკანტი დარეგისტრირდა. მათგან 20000 პრაქტიკოსი, 5000 კი მასწავლებლობის მსურველია. პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც მინიმალურ კომპეტენციას დაადასტურებენ და სტატუსს აიმაღლებენ, 2019 წლის სექტემბრიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. საპენსიო ასაკის პედაგოგები, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების და სტატუსის ამაღლების სურვილი, ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ. ამის სურვილი უკვე ასეულობით პედაგოგმა გამოთქვა.  გამოცდა ივლისის პირველ ნახევარში ჩატარდება. 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის რეგისტრაცია 24 მაისს 18 საათზე ... ...
  • დავით ჭიჭინაძე ახალ პარტიას ქმნისმმართველი პარტიიდან გარიცხული დეპუტატი პარტიას ქმნის. დავით ჭიჭინაძე, რომელიც ახლა „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის რიგებში ირიცხება „კურიერთან“ საუბრისას ამბობს, რომ ივნისის ბოლოს საკუთარ პარტიას შექმნის. ჭიჭინაძე მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ გუნდში მმართველი პარტიის ასევე ყოფილ წევრთან, ეკა ბესელიასთან ერთად არ იქნება. ჭიჭინაძის თქმით, მას ბოლო წლებში საკრებულოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის "ქართული ოცნების" რიგებიდან წასული პოლიტიკოსები შეუერთდებიან. მისი თქმით, მას და ბესელიას სხვადასხვა პოლიტიკური ხედვა აქვთ. ჭიჭინაძე „კურიერთან“ პარტიის შექმნის თარიღად 22 ივნისს ... ...
  • პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გურიაში შეხვედრები იმართება (R)სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გურიაში შეხვედრები იმართება. ამჯერად, სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში _ ბოხვაურის და გომის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივებს სოციალურის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და c „ჰეპატიტის“ მიმართულებით განხორციელებული პროექტები და ძირითადი პრინციპები გააცნეს. პრეზენტაციები წარმოადგინეს რწმუნებულის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა, ოზურგეთის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ, გურიის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელმა თეა ლომჯარიამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა თეა კუპრაძემ. „ ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რათა თითოეულმა მოქალაქემ დეტალური ინფორმაცია მიიღოს, იმ სიკეთეებისა და პროგრამების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო მათ სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. შეხვედრები, რომელიც პრიორიტეტულ საკითხებზე, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად, რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში გაიმართება”,- განაცხადა ზურაბ ... ...
  • 7 თვის ჩვილის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე შსს ახალ ინფორმაციას ავრცელებსარასრულწოვანი დედის მიერ, სავარაუდოდ, 7 თვის შვილის სავარაუდო მკვლელობის შესახებ ახალ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ. პოლიციამ დაადგინა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და გამოკითხა იგი. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.ასევე, 2018 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მ. შ.-ს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ აცნობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება.ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს.გენერალური ინსპექციის მიერ დადგინდება ქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურეობრივ გულგრილობას. დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის ... ...
  • ტაქსის მძღოლები მასშტაბური აქციებით იმუქრებიან ტაქსის მძღოლები რეგულაციების გადავადებას რეგულაციების გადავადებას მერიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე ითხოვენ. ისინი ულტიმატუმს უყენებენ თბილისის მერია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. "ტაქსის მძღოლები თბილისის მერს კახა კალაძეს მივმართავთ: ბატონო კახა, პირველ ივნისამდე გაძლევთ გონივრულ ვადას, რათა გაახმოვანოთ გადაწყვეტილება, აპირებთ თუ არა ტაქსის რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე. ეს არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც შევა თბილისის ტაქსის ყველა წარმომადგენელი და უახლოეს დროში დაანონსდება მასშტაბური საპროტესტო აქცია. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ჩვენი ოჯახები არ დარჩნენ ლუკმა-პურის გარეშე. რეგულაციების მიხედვით, მარჯვენა საჭიანავტომობილებს ხსნიან ბაზრიდან, ასევე გადაღებვა ხდება საჭირო და ა.შ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტული დრო მოგვეცეს იმისთვის, რომ ამ რეგულაციებს მოვერგოთ", - განაცხადა "პირველი რადიოს" რადიოკლუბში გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთმა მძღოლმა ლევან ხუზაურაშვილმა მათივე ინფორმაციით ისინი აპირებენ ითანამშრომლონ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ტაქსის მძღოლები თბილისის მერიას გადაწყვეტილების მისაღებად დროს პირველ ივნისამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია...

სულ რაღაც მილიონ ორასი ათასი...

დუმილი ოქროა

დუმილი ოქროა, მაგრამ ხშირად ვივიწყებთ...

ქალური მეხსიერების თავისებურება

მამაკაცებს შეუძლიათ, მეხსიერებიდან ამოაგდონ ის,...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...