"დედა ჩემს შიშველ გადაღებებს ესწრებოდა!" _ ექსკლუზიური ინტერვიუ სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართულ არასრულწლოვნათან

მთავარი თემა

"დედა ჩემს შიშველ გადაღებებს ესწრებოდა!" _ ექსკლუზიური ინტერვიუ სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართულ არასრულწლოვნათან

2019 სექ 21 16:05:37

19 სექტემბერს მთელი საქართველო შეძრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულმა ბრიფინგმა, სადაც ცნობილი გახდა, რომ შს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა ქსელი, რომელიც არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებით იყო დაკავებული.

ამ ამბავში ყველაზე შემზარავი ის გახლდათ, რომ დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები,

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ“, _ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბოცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი _ მათგან ორი ცოლ-ქმარია.

დაკავებული ცოლ-ქმრის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ტიპის გადაღებებზე დაყავდა ბავშვი ქალს:

_ ვფიქრობდით, რომ ეს ჩვეულებრივი, სამოდელო სტუდიის გადაღება იყო. ფოტოებიც კი მაქვს ნანახი, სადაც არანაირი პორნოგრაფია არ ყოფილა, _ გვითხრა დაკავებული მამაკაცის დედამ, რომელიც ფიქრობს, რომ მისი რძალი შეცდომაში შეიყვანეს და დარწმუნებულია, რომ მისი შვილი არაფერ შუაშია:

_ ბავშვის მამამ არაფერი იცოდა. ნამყოფიც კი არ არის იმ ადგილზე, სადაც გადაღებები იყო, _ ამბობს ქალბატონი, რომელთან საუბარში მისი შვილიშვილიც ჩაგვერთო და გვთხოვა, მისგან გაგვეგო სიმართლე.

ის 12 წლისაა და ჩვენთვის მოცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც მისი სურვილით და ბებიის თანხმობით ჩაიწერა, ყვება, რომ გადაღებების შინაარსის შესახებ მისმა მამამ არაფერი იცოდა.

ამბობს, რომ უღებდნენ, როგორც ფოტოებს, ასევე, ვიდეოებს _ ხან ჩაცმულს, ხან სრულიად შიშველს და ამ გადაღებებს ხშირად მისი დედაც ესწრებოდა:

_ დედა მაფრთხილებდა, რომ იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა, _ ამბობს გოგონა, რომელსაც, ბებიის თქმით, დედის ძალიან ეშინოდა.

გოგონა ამბობს, გადაღებებზე ბევრი არასრულწლოვანი დაჰყავდათ მშობლებს, რომელთა დიდ ნაწილს თავადაც კარგად იცნობდა:

_ თითქმის ყველა გორიდან იყო და ბევრს ვიცნობდი. ჩემი მეგობრები იყვნენ, _ ამბობს გოგონა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

რაც შეეხება დაკავებულებს _ მათ მიერ  ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას ცოლ-ქმრის კავშირის შესახებ, რა ფოტოების დადებას უკრძალავდნენ სოციალურ ქსელში არასრულწლოვანთა ახლობლებს და გაფართოვდება თუ არა დამნაშავე პირთა წრე _ „გურია ნიუსი“ ამ თემაზე ვრცელ მასალას და ექსკლუზიურ ინტერვიუებს ორშაბათს შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • ურეკის წყალსადენის რეზერვუარში წყლის დებეტის კლებას დავით ცერცვაძე უარყოფს„გურია ნიუსი“ ახლახან წერდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კურორტ ურეკის წყალსადენის რეზერვუარში წყლის დებეტის კლების შესახებ, რაზეც ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ. ჩვენი წყარო ამბობს, რომ მართალია, ეს ხდება ახლომდებარე კარიერზე, მდინარე ნატანების კალაპოტში, ინერტული მასალების მოპოვების გამო, რაც სტანდარტის სრული იგნორირებით ხდება, თუმცა, ჯერჯერობით ასაიდუმლოებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყურამდე რ მივიდეს და ახერხებენ, სინამდვილე შეფუთონ. _ გეტყვიან, არ არის კლებაო, თუმცა, იცით, რომ არ არის? ოფიციალურად, რაიმე მტკიცებულება, ვიზუალური ან დოკუმენტური გაქვთ ნანახი? მერე, მოგვიანებით, ატყდება გნიასი, ვიღაც თავს გამოიდებს და ირბენს წყალსადენის ირგვლივ... ასეთ თემებზე გრანტის წერაც მოდაშია _ იტყვიან, რომ ეს „აღმოჩენა“ მავანს ეკუთვნის, რის გამოც უნდა დაჯილდოვდეს, _ გვეუბნება  წყარო. როგორც ვწერდით, აღნიშნულის თაობაზე „გურია ნიუსი“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, გურიის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელს, დავით ცერცვაძეს დაუკავშირდა. მან კი კომპანიის პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. _წყლის დებეტის კლება, ზოგადად, საქართველოში იყო კლიმატური პირობების გამოც. არ იყო თოვლი. არა მარტო გურიაში, სხვა რეგიონებშიც შეიმჩნეოდა კლება. მაგალითად, ასე იყო გუდაურსა და ბაკურიანში. ეს პირველი პრეცედენტი არ არის. თუმცა, კონკრეტულად ურეკის შესახებ, ასეთი რამ არ ვიცი. მე აუცილებლად გადავამოწმებ ინფორმაციას, ყველაფერს გავიგებ და მე თვითონ გაცნობებთ, _ გვითხრა მაშინ წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურიდან ლელა კიკალეიშვილმა, თუმცა, იმ დღეებში პასუხი არ მოგვწერა და არც სატელეფონო ზარს პასუხობდა. ქალბატონი ლელა სამი დღის შემდეგ დაგვიკავშირა, მოიბოდიშა, რომ ავად იყო და ამჯერად გვითხრა, რომ დავკავშირებოდით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, გურიის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელს, დავით ცერცვაძეს, რომელიც დაზუსტებულ პასუხს მოგვცემდა. _ ურეკის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ დღიდან გაბურღვისა, დებეტი იგივეა და არ შემცირებულა. დებეტის შემოწმება არ ხდება, თუმცა, წყალი არ შემცირებულა _ რაც იყო, იგივეა, _ გვითხრა დავით ... ...
  • რამდენ აბონენტს ეხება კომუნალურ გადასახადებზე შეღავათიდღევანდელი მონაცემებით, ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათი 1 200 000 აბონენტს, ხოლო გაზის გადასახადზე – 650 000 აბონენტს ეხება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციაში განუცხადეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში გადასახადებს სრულად დაუფინანსებს. საუბარია მარტის, აპრილისა და მაისის გადასახადებზე. ამასთან, აღსანიშნავია,  რომ შეღავათი ეხება დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც. წყარო:პირველი ... ...
  • მარნეულში სასურსათო მაღაზიიდან ნისიების რვეული მოიპარესკარანტინის ზონად გამოცხადებულ მარნეულში სასურსათო მაღაზია გაქურდეს - წაღებულია თანხა, ნისიების რვეული და პროდუქტი. შემთხვევა გუშინ მოხდა. მაღაზიის მეპატრონის თქმით, უცნობმა პირებმა მაღაზიის შუშები ჩაამსხვრიეს და ისე შევიდნენ. როგორც მაღაზიის მეპატრონე „მთავარ არხთან“  ამბობს, პოლიცია შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით ... ...
  • ვის დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები _ მთავრობის გადაწყვეტილებამთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც. „აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“- განაცხადა ... ...
  • ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყომთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...