ეკონიმიკის მინისტრის მოადგილე შემოსავალს ფართების გაქირავებით იღებს

მთავარი თემა

ეკონიმიკის მინისტრის მოადგილე შემოსავალს ფართების გაქირავებით იღებს

2017 მაი 1 17:13:23

სამი ბინა, სამი კომერციული ფართი, ორი მიწის ნაკვეთი, ავტომანქანა და ავტოფარეხი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის ოჯახის საკუთრებაშია.

ამის შესახებ გიორგი ჩერქეზიშვილის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დეკლარაციის თანახმად, გიორგი ჩერქეზიშვილის 100%-იან საკუთებაშია 2016 წელს, 7500,00-დოლარად ნაყიდი 3000,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი მცხეთაში, სოფელ წინამძღვრიანთკარში;

2006 წელს,  45000,00-დოლარად შეძენილი 70,00 კვ.მ-ი ფართობის ბინა თბილისში,ქავთარაძის ქუჩაზე. 2008 წელს, 100 200,00-დოლარად ნაყიდი  167,10 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე და ამავე წელს, ამავე მისამართზე, 5000,00-დოლარად  შეძენილი 13,5 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხი;

ასევე, გიორგი ჩერქეზიშვილს ეკუთვნის, ოზურგეთში, სოფელ ნატანებში, მდებარე 1000,00 კვ.მ -ის ფართობის მიწის ნაკვეთი (თანამესაკუთრე - პაატა ლელაშვილი), რომელიც მას 2009 წელს, 2500,00-დოლარად შეუძეენია.

გარდა ამისა, მის საკუთრებაშია ცოტნე დადიანის 271 ნომერში მდებარე, 142,10 კვ.მ-ის კომერციული ფართი, რომელიც 2006 წელს 21 3150,00-დოლარად აქვს შეძენილი. ამავე მისამართზე არსებული 60,80 კვ.მ-ის კომერციული ფართის მფლობელი მისი მეუღლე ეთერ მოდებაძეა. ფართის შეძენის თარიღად დეკლარაციაში 2006 წელია აღნიშნული, ხოლო მასში 91200,00-დოლარია გადახდილი. კიდევ ერთი, 56,20 კვ.მ კომერციული ფართი ეთერ მოდებაძეს ამავე წელს, ამავე მისამართზე 84300,00-დოლარად შეუძენია.

ეთერ მოდებაძის 100,00% -იან საკუთრებაშია ასევე, 2009 წელს, 46000,00-დოლარად ნაყიდი 59,99 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, ვაჟა- ფშაველას II კვარტალში.

გიორგი ჩერქეზიშვილის საკუთრებაშია ასევე, 2014 წელს, 5500,00 -დოლარად ნაყიდი მსუბუქი ავტომანქანა Mercedes C200 (გამოშვების თარიღი 2003 წ).

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, გიორგი ჩერქეზიშვილი ფლობს BGEO GROUP PLC -ის 524 აქციას, მათი ნომინალი 18,00 ბრიტანული გირვანქა სტერლინგია (ფასიან ქაღალდებში გადახდილი საფასური კი, 9432,00 ბრიტანული გირვანქა სტერლინგია).

ასევე, გიორგი ჩერქეზიშვილი ფლობს Caucasus Energy&Infrastructure 1116 აქციას რაშიც  1237,96 ლარი აქვს გადახდილი, ფასიანი ქაღალდის ნომინალი კი,  1,11 ლარია.

ჩერქეზიშვილის მფლობელობაშია Teliani Valley 981 აქციაც, რომელც მას 947,34ლარად აქვს შეძენილი, ხოლო მისი ნომინალი 0,97 ლარია.

რაც შეეხება მის ანგარიშებზე არსებულ თანხებს, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, შევსების მომენტისთვის, გიორგი ჩერქეზიშვილი "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშებზე 4501,60 ლარი და 2754,79 ლარი ირიცხებოდა. ამავე ბანკის კიდევ ერთ მიმდინარე ანგარიშზე - 5472,16  ბრიტანული გირვანქა სტერლინგი   31,15 დოლარი იყო; დეპოზიტზე -  2900,00 ლარი; ანაბარზე- 1555,81 ლარი; ხოლო მეორე ანაბარზე - 1105,08 ლარი ჰქონდა.

რაც შეეხება ჩერქეზიშვილის მეუღლეს, ეთერ მოდებაძეს "რესპუბლიკა ბანკის" ანაბარზე 7607,75 დოლარი; ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე - 150,33 ლარი და 8,28 დოლარი; საქართველოს ბანკის" ანაბარზე -  7938,17 დოლარი და 15520,28 ლარი; ხოლო მეორე ანაბარზე ამავე ბანკში 15520,28 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გიორგი ჩერქეზიშვილმა კომერციული ფართის გაქირავებით (გაქირავების ვადა - 18.11.2016, 22.11.2016-18.12.2021, ღირებულება - 14544,00 დოლარი) გასულ წელს 2424,00 დოლარის შემოსავალი მიიღო. ხოლო დივიდენდიდან  414,01 ბრიტანული გირვანქა სტერლინგის შემოსავალი მიუღია.

რაც შეეხება ოჯახის გასავლებს, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ეთერ მოდებაძეს 2016 წელს, 49300,00 დოლარის სესხი აქვს აღებული (ვადის ამოწურვის თარიღი - 27.07.2027), რისთვისაც „რესპუბლიკა“ ბანკისთვის 48312,00 დოლარი გადაუხდია.

ხოლო გიორგი ჩერქეზიშვილს საქართველოს ბანკიდან აღებული 40000,00 დოლარის იპოთეკური სესხის დასაფარად 2016 წელს 6926,00 დოლარი აქვს გადახდილი.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გიორგი ჩერქეზიშვილ სწავლის საფასური 2700,00 ევრო გადაუხდია.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ გიორგი ჩერქეზიშვილი 2017 წლის მარტის დასაწყისში დაინიშნა.

მისი საკურატორო სფეროები სამინისტროში - ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, მეწარმეობა, ინვესტიციები და ინოვაციებია.

გიორგი ჩერქეზიშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ხუციშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

ამავე თემაზე: 

ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი და შესამოწმებელ თანამდებობის პირთა სია

მაღალჩინოსანი, რომელიც შემოსავალს ფულის გასესხებით იღებს




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?