ეკონომიკის მინისტრის მოადგილის 197 000-დოლარიანი შენაძენი _ რა ქონებას ფლობს ქეთევან ბოჭორიშვილი

მთავარი თემა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის 197 000-დოლარიანი შენაძენი _ რა ქონებას ფლობს ქეთევან ბოჭორიშვილი

2017 მარ 20 14:57:12

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა,  გასულ წელს, 197 000-დოლარად ღირებული საცხოვრებელი სახლი შეიძინა. ბინა თბილისში, მაყაშვილის 34 ნომერში მდებარეობს და მისი ფართობი 170,00 კვ.მ-ია.

ამის შესახებ ბოჭორიშვილის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.

გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით, ბოჭორიშვილის ოჯახი თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს ფლობს.

კერძოდ, ქეთევან ბოჭორიშვილის მამის, ავთანდილ ბოჭორიშვილის 100,00% საკუთრებაშია 1994 წელს, 7000,00-ლარად ნაყიდი 350,00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი და, ამავე წელს, 10000,00 ლარად შეძენილი 595,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი ამავე მისამართზე.

დედა, მარიამ ბოჭორიშვილი ფლობს, 2014 წელს, 10 000,00-დოლარად ნაყიდ საცხოვრებელ სახლს თბილისში, აბაშელის ჩიხში, რომლის ფართობიც 68,00 კვ.მ-ია.

რაც შეეხება  ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის საერთო შემოსავალმა გასულ წელს 83685,20 ლარი შეადგინა.

კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან, ქეთევან ბოჭორიშვილის შემოსავალი გასულ წელს 76285,00 ლარი იყო;

დედის, მარიამ ბოჭორიშვილის შემოსავალი სამედიცინო კოლეჯიდან ,,პანაცეა“, სადაც ის ლექტორია 2418,20 ლარი, ხოლო სსიპ-შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შტატგარეშე მომუშავეს პოზიციიდან  (04.05.2016 01.09.2016) 1750,00 ლარი.

რაც შეეხება მამის, ავთანდილ ბოჭორიშვილის შემოსავალს, განათლების ხარისხისა და განვითარების ცენტრიდან, სადაც ის შტატგარეშე კონსულტანტია 3232,00 ლარი აქვს მიღებული.

რაც შეეხება ქეთევან ბოჭორიშვილის წინა წლების შემოსავლებს, 2015 წელს შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკის სამინისტროდან მან 99289.00-ლარის შემოსავალი მიიღო. 2014 წელს შევსებულ დეკლარაციაში კი აღნიშნულია, რომ ქეთევან ბოჭორიშვილმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტისთვის 62129.27 ლარი აქვს მიღებული, ზუსტად ამდენივე იყო მინისტრის მოადგილის შემოსავალი 2012 წელსაც.  

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ქეთევან ბოჭორიშვილმა ბინა „საქართველოს ბანკიდან“ აღებული იპოთეკური სესხით იყიდა, სესხის დაფარვის ვადა 2027 წელს იწურება. გასულ წელს კი პროცენტისთვის 125000,00 ლარი გადაუხდია.

გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით, ქეთევან ბოჭორიშვილის დედა, მარიამ ბოჭორიშვილი შპს საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,,დიდაქტიკა“-ს პარტნიორია (თანაპარტნიორები: ნინო ჯავახიშვილი, ხათუნა რამიშვილი, ეთერი ბათიაშვილი) 2006 წლიდან, თუმცა სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავალი გასულ წელს მიღებული არ აქვს.

 

ამავე თემაზე:

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ქონება და შემოსავლები




 ახალი ამბები
  • ტრაგედია კახეთში-ავარიას მამა-შვილი ემსხვერპლატრაგედია დატრიალდა ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენიმე მეტრი გაიარა და შემდეგ გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად 24 წლის ახალგაზრდა და მისი 3 წლის შვილი დაიღუპნენ, 25 წლამდე ახალგაზრდამ კი სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. სამივე მათგანი სოფელ ველისციხის მკვიდრია. შემთხვევა წუხელ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძებო ... ...
  • როგორია გოგოს მდგომარეობა, რომელიც ქმართან და 3 შვილთან ერთად მტკვარში გადავარდაქვიშხეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, მარიანა ქორიძე, მცხეთაში, ჯეო ჰოსპიტალის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „გურია ნიუსს“ კლინიკის ხელმძღვანელმა, დავით ლოლაძემ უთხრა, დაშავებული სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია. „სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია, რეანიმაციაში იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა“,_ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი. ავტომობილი, რომლითაც ოჯახი, მგზავრობდა მდინარეში გადავარდა. შემთხვევას 4 ადამიანი, მამა და სამი შვილი ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი- უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. 29-30 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში და მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე ... ...
  • რას წერდა ავარიამდე გოგო, რომელიც ქმართან და 3 შვილთან ერთად მტკვარში გადავარდა მარიანა ქორიძემ, რომელიც ქმართან და შვილებთან ერთად ქვიშხეთთან ავტომანქანით მტკვარში გადავარდა, ტრაგედიამდე  ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პატარას დაბადების დღეს ულოცავდა. "ჩემს თამარას, ჩემს ,,უკრაინკას" ვულოცავ დაბადების დღეს. ჩემო სიხარულო, შენს ბუთქუნა ვარდისფერ ლოყებს რა დამავიწყებს. ძალიან მიყვარხარ, მინდა ბედნიერი ბავშვობა და წარმატებული მომავალი გქონდეს", _ წერდა მარიანა. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ ქვიშხეთთან მოხდა. ოჯახმა ბაკურიანში შვილის დაბადების დღე აღნიშნა და სახლში ბრუნდებოდა. სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა და ავტომანქანა წყალში გადავარდა. შემთხვევის შედეგად მამა შვილებთან ერთად ადგილზე დაიღუპა, მარიანა კი უმძიმეს მდგომარეობაში ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია მარიანას გარდაცვალების შესახებ. "გურია ნიუსი" იზიარებს ოჯახის უდიდეს ტრაგედიას და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ... ...
  • ტრაგედია ქვიშხეთთან _ დაღუპულია მამა და სამი ბავშვიწუხელ საშინელი ავარია მოხდა ქვიშხეთთან.  მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც დედ-მამა სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, მდინარეში გადავარდა. მამა ბაქარ ბანძელაძე შვილებთან ერთად ადგილზე დაიღუპა _ ბაქარი წყლიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს, ვერც ბავშვების, ორი ბიჭუნას და ერთი გოგონას გადარჩენა მოხერხდა. დედა, მარიანა ქორიძე უმძიმეს მდგომარეობაში მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელდა ინფორმაცია დედის გარდაცვალების შესახებაც, რომელიც, როგორც გაირკვა სიმართლეს არ შეესაბამება. ოჯახი ბაკურიანიდან ბრუნდებოდა, სადაც პატარა გოგონას დაბადების დღე ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...