ექსკლუზივი _ საკრებულოს თავმჯდომარე 50 000 ლარის ქრთამად აღების ფაქტზეა დააკავებული

gurianews.com

მთავარი თემა

ექსკლუზივი _ საკრებულოს თავმჯდომარე 50 000 ლარის ქრთამად აღების ფაქტზეა დააკავებული

2017 მარ 7 15:51:02

"გურია  ნიუსის" ინფორმაციით ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის სახით 50 000 ლარის აღების ფაქტზე დააკავა. უწყებაში ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ , თუმცა ჩვენი ინფორმაციით მალე საგანგებო განცხადება გაკეთდება.

ჩვენი წყაროს თქმით, კობალაძემ ქრთამი ერთ-ერთ მოქალაქეს კონკრეტული ნაკვეთის გადაცემის სანაცვლოდ გამოართვა.

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში კობალაძის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე კი ამბობს, რომ მომხდარით გაოგნებულია:

_არაფრის თქმა არ შემიძლია. გაოგნებული ვარ მომხდარით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სიორიძემ.



 ახალი ამბები
  • ჩოხატაურში მეხმა ქალის სიცოცხლე შეიწირამუჭუთას მთაზე, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების _ ქვაბღისა და ჩხაკაურას მოსახლეობა ზაფხულის საძოვრებად იყენებს, მეხის გავარდნას 40 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილს მეუღლე და შვილები დარჩა. აღსანიშნავია, რომ დიდი ხნის გვალვის შემდეგ ბახმაროსა და მის ახლომდებარე სოფლებში დღეს პირველად გაწვიმდა. წვიმას თან ძლიერი ელჭექი ... ...
  • რას ჰყვებიან პოლიციელების ცემაში ბრალდებულები და ვის ჰქონდა მათი დაჭერის ინტერესი„...პოლიციელმა ავთანდილ ვეფხვაძემ მკაფიოდ და გარკვევით განმარტა, რომ გაგვაჩერა პოლიციის უფროსის დავით გიგაშვილის დავალებით და უნდა გადავეყვანეთ ზესტაფონის რაიონულ სამართველოში. იქცეოდნენ აგრესიულად და მეტყველებდნენ გამომწვევად...“ „დაეგდე მანქანაში არავინ გკითხავს შენ აქ რა ხდება“-ო, რის შემდეგაც თავი თავზე მომადო, გადახტა უკან და დაიწყო ყვირილი: „თავი ვის ჩაარტყი, ბიჭო, პოლიციელები ვართ, არავიში შეგეშალოთ“-ო. სასწრაფოდ დავილაგე ხელები უკან, მივეყუდე მანქანას და ვუთხარი ნუ ინტრიგნობდა...“ „მომიქნია მარჯვენა ხელი რომელიც ავიცდინე და მხოლოდ მცირედ მომხვდა მარცხენა ყურთან. ჩამავლო ხელი გულმკერდის არეში ტანსაცმელზე და დამიწყო ნჯღრევა, თან ციხეში დალპობით მემუქრებოდა. მეუბნებოდა, რომ ციხეში მისი მეგობრები მომივლიდნენ როგორც საჭირო იყო“, _ ამის შესახებ 2017 წლის 13 იანვარს, ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე, პოლიციელებსა და მოქალქეებს შორის მომხდარი შელაპარაკების საქმეზე ბრალდებული მერაბ ხიდაშელი „გურია ნიუსთან“ საუბრისას  აცხადებს. მისივე თქმით, ის და გურამ ცხადაძე უდანაშაულოები არიან და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა პროვოკაცია მოაწყვეს. როგორც „გურია ნიუსი“ ცოტა ხნის წინ წერდა, საქმეზე უკვე დაკითხულები არიან დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები ავთანდილ ვეფხვაძე და დავით ნაკაშიძე, ასევე,  თვითმხილველი მოწმეების ნაწილი. კონფლიქტის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები. როგორც ავთანდილ ვეფხვაძემ და დავით ნაკაშიძემ სასამართლოში დაკითხვისას განაცხადეს, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც მათი  დაზიანებები მოჰყვა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის, დავით ნაკაშიძის თვალბუდის არის, ხოლო ამავე სამმართველოს მეორე პოლიციელის, ავთანდილ ვეფხვაძის სამსახურებრივი მაისურის დაზიანება. ჩვენებები, რომელიც „გურია ნიუსმა“ ექსკლუზიურად სასამართლო სხდომაზე მოიპოვა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე უკვე შემოგთავაზეთ (იხილეთ ვიდეო ჩანაწერები). აქვე განვმარტავთ, რომ „გურია ნიუსს“ აქვს ყველა მოწმის სასამართლოზე მიცემული ჩვენების ამსახველი ფოტო და აუდიო მასალაც. რას აცხადებენ საქმეში ბრალდებული პირები, რა დაინტერესება ჰქონდა პოლიციას მათ მიმართ და როგორია მათი მოლოდინი, ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ცემაში ბრალდებულებს, მერაბ ხიდაშელს და გურამ ცხადაძეს ესაუბრა. ორივე მათგანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ სიმართლეს სასამართლოში დაამტკიცებენ. როგორც მერაბ ხიდაშელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, პოლიციელები, რომლებიც მოწმეებად დაკითხეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, ცრუობენ. მისივე განმარტებით, გურამ ცხადაძის ავტომანქანა  2017 წლის 13 იანვარს ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე პოლიციელებმა დავით ნაკაშიძემ და ავთანდილ ვეფხვაძემ არა დარღვევისთვის, არამედ, ზესტაფონის რაიონული პოლიციის უფროსის, დავით გიგაშვილის დავალებით გააჩერეს, რადგან გიგაშვილს ხიდაშლის დაკავების ინტერესი ჰქონდა. მერაბ ხიდაშელი „გურია ნიუსთან“ საუბრისას დეტალურად იხსენებს 13 იანვრის დღეს განვითარებულ მოვლენებს და ამბობს, რომ პოლიციელები ნაკაშიძე და ვეფხვაძე მათ თავიდანვე აგრესიულად ესუბრებოდნენ და დაკავებით ემუქრებოდნენ. „13 იანვარს, მე, გურამ ცხადაძე, დედამისი, მისი მცირეწლოვანი შვილი და ძმა წავედით ზესტაფონის აგრარულ ბაზარში სურსათის საყიდლად. იქედან რომ ვბრუნდებოდით, ჭანტურიას ქუჩაზე იყო საცობი. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვიდექით რიგში, რომ როგორმე ავტომანქანების მწკრივში ჩავმდგარიყავით. გზა დაგვითმო შემხვედრმა ავტომობილმა, რის შემდეგაც დავიწყეთ მოძრაობა ჭანტურიას ქუჩაზე სამკერვალო ფაბრიკის მიმართულებით. ამ დროს, გაგვაჩერეს პოლიციელებმა და მძღოლს, გურამ ცხადაძეს მოსთხოვეს საბუთები. აღმოჩნდა, რომ საბუთები მას ქურთუკის ჯიბეში, სახლში დარჩა. პოლიციელებს ჰკითხა, რაში იყო საქმე და რა მიზეზით გააჩერეს. ავთანდილ ვეფხვაძემ მკაფიოდ და გარკვევით განმარტა, რომ გაგვაჩერა პოლიციის უფროსის დავით გიგაშვილის დავალებით და უნდა გადავეყვანეთ ზესტაფონის რაიონულ სამართველოში. იქცეოდნენ აგრესიულად და მეტყველებდნენ გამომწვევად. წამიერად ჩემთვის გასაგები გახდა მათი აგრესიის მიზეზი, რაზედაც ქვემოთ მოგახსენებთ. გურამმა უთხრა, რომ მანქანაში იყო მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ატირდა პოლიციელებთან საუბრის დროს და შეუძლებელი გახდა მისი დაწყნარება. გურამმა შესთავაზა პოლიციელებს რომ საკუთარი ნებით გაყვებოდა სამმართველოში ადმინისტრაციული ჯარიმის დასაწერად და დასამალი არაფერი ჰქონდა, რაზეც პოლიციელებმა მოუმატეს აგრესიულ საუბარს. ორივენი ერთად, ნაკაშიძეც და ვეფხვაძეც ხმამაღალი ტონით ცდილობდნენ გურამის მანქანიდან გადაყვანას, სტაცეს ქამარში ხელი და ექაჩებოდნენ, რომ გადაეთრიათ ძირს, რაზეც ბავშვი ფაქტიურად ჩაბჟირდა. პოლიციელების აგრესიული ქმედებები გაგრძელდა დაახლოებით, 2-3 წუთის განმავლობაში“, _ აღნიშნავს ხიდაშელი. ანაგლოგიურად ყვება 13 იანვარს განვითარებულ მოვლენებს გურამ ცხადაძეც. როგორც მან „გურია ნიუსს“ უთხრა, მას პოლიციელები ურტყამდნენ „ვითომ ჩავლების მიზნით“ და  ცდილობდნენ მანქანიდან გადაეთრიათ. E „ეს აქტივობა ხდებოდა მონაცვლეობით, ერთ-ერთი მათგანი გამუდმებით ესაუბრებოდა ტელეფონით პოლიციის უფროს გიგაშვილს, უფრო ხშირად ავთანდილ ვეფხვაძე და ასრულებდენ ზუსტად იმ დავალებას, რასაც გიგაშვილი კარნახობდა“, _ ამბობენ ბრალდებულები. როგორც მერაბ ხიდაშელი ამბობს,  ამ ქმედების შემდეგ, შეუძლებელი იყო ავტომანქანაში გაჩერება და ის თავისივე სურვილით გადავიდა მანქანიდან, რომ პოლიციელებს გასაუბრებოდა. „ბავშვის შემხედვარე ვეღარ მოვითმინე და მანქანიდან გადავედი, მივედი მათთან და მოვუწოდე დაწყნარებულიყვნენ, რადგან საჩხუბარ მიზეზს ვერ ვხედავდი. ისედაც საცობი იყო და ამ ჩოჩქოლზე ხალხი მოგროვდა. ავთანდილ ვეფხვაძე შემომატრიალა და ღრიალით მითხრა: „დაეგდე მანქანაში, არავინ არ გკითხავს შენ აქ რა ხდება“-ო, რის შედეგაც თავი თავზე მომადო, გადახტა უკან და დაიწყო ყვირილი „თავი ვის ჩაარტყი, ბიჭო, პოლიციელები ვართ, არავიში შეგეშალოთ“-ო. სასწრაფოდ დავილაგე ხელები უკან, მივეყუდე მანქანას და ვუთხარი რომ ნუ ინტრიგნობდა, ამის შემდეგ, ვეფხვაძემ მომიქნია მარჯვენა ხელი რომელიც, ავიცდინე და მხოლოდ მცირედ მომხვდა მარცხენა ყურთან. ჩამავლო ხელი გულმკერდის არეში ტანსაცმელზე და დამიწყო ნჯღრევა, თან ციხეში დალპობით მემუქრებოდა. მეუბნებოდა, რომ ციხეში მისი მეგობრები მომივლიდნენ როგორც საჭირო იყო. ხელით მოვიშორე, რის შემდეგაც, უკან მოგროვებულნი პოლიციელები: ზურაბ გაჩეჩილაძე, მამუკა მელაძე, ზურაბ კოსინენკო, გიგა ფანჩულიძე, ჯუღელი, კახა ქარდავა და კიდევ ერთი პოლიციელი, რომლის გვარიც არ მახსოვს მომვარდნენ და დამაკავეს. ჯუღელი და ქარდავა პროკურატურის მიერ შეკერილ საქმეში არ ფიგურირებენ საერთოდ ვითომც იქ არ ყოფილან, არადა ქარდავა აწარმოებდა ინტენსიურ ვიდეო გადაღებას, მთელი ეს პროცესი გადაღებული აქვს თავისი ტელეფონით, რომელიც ნანახი აქვს პოლიციას. მეტიც, ეს ვიდეო მოგვიანები მსჯავრდებულ დავით მგალობლიშვილს აყურებინა და უთხრა, არჩადენილ დანაშაულს თუ არ აღიარებდა, ჩვენზე უარესს დამართებდნენ. მყისიერად მომახტნენ ზურგზე და დამაგდეს ძირს წვიმაში წყლის გუბეში ფაქტიურად სუნთქვის წყარო ჩამეკეტა. დაახლოებით, სამი ოთხჯერ მოვახერხე წამოდგომა და ისევ  ძირს მაგდებდნენ, ვუყვიროდი რომ მანქანაში ჩავესვი, რადგან ამ ყველაფერს  უამრავი ხალხი უყურებდა და მათ მაგივრად მრცხვენოდა. მთელი ძალით მანქანის კარებისაკენ ვიწეოდი. „ჰაილუქსის“ მარკის მანქანა იყო პოლიციის, რომელშიც ჩემი ნებით ჩავჯექი. გვერდით მომიჯდა ვეფხვაძე, საჭესთან დაჯდა დავით ნაკაშიძე და არა ზურაბ კოსინენკო, რომელიც სასამართლოში გულმოდგინედ ამტკიცებდა, რომ მან მიმიყვანა თითქოს პოლიციაში და წავედით სამართველოში“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ხიდაშელმა. რაც შეეხება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში განვითარებულ მოვლენებს, როგორც მერაბ ხიდაშელი იხსენებს, მას სამმართველოში არა მარტო გამომძიებელი, პროკურორი და სხვა პოლიციელები, არამედ პოლიციის უფროსი დავით გიგაშვილიც შეხვდა, რომელიც, მისივე თქმით, „ცინიკურად და გამომწვევად“ ესაუბრა. „ამიყვანეს მეორე სართულზე. შემიყვანეს ერთ-ერთ ოთახში. შემოვარდა გიგაშვილი და მკითხა თუUრა მოხდა. ვუთხარი, რომ მოძალადე პოლიციელებით არის სავსე ზესტაფონის სამმართველო-მეთქი. თავიდან ბოლომდე ტალახში ვიყავი ამოსვრილი... ამის შემდეგ, ამოიღო ტელეფონი გადამიღო სურათი და გავიდა ოთახიდან. შემდეგ შემოვიდა ჩემთან პროკურორი კობა სირაძე და მკითხა რას გერჩოდნენ პოლიციელებიო? საშინლად ამოსვრილი და ნაცემ-ნაბეგვი რომ ვიყავი, მეტყობოდა. პროკურორს, რა თქმა უნდა, მოვუყევი რაც მოხდა“, _ ამბობს ხიდაშელი. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ის პროკურორ კობა სირაძეს ესაუბრა, ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა. როგორც ხიდაშელი ამბობს, სირაძე მასთან საუბრის შემდეგ შევიდა პოლიციის უფროსთან და სავარაუდოდ უთხრა, თუ ამათ არ დაიჭერ, პოლიციელებს დაიჭერენო. მისივე თქმით, ამის შემდეგ მას ხელბორკილი დაადეს, ხოლო გურამ ცხადაძეს, რომელიც მისი ამბის საკითხავად მივიდა პოლიციის სამმართველოში, გამოუცხადეს, რომ ისიც ბრალდებულის სახით არის დაკავებული. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ჰქონდა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფროსს დავით გიგაშვილს ხიდაშელის და ცხადაძის დაკავების ინტერესი, ხიდაშელი ამბობს, რომ ყველაფერი გაცილებით ადრე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში დაიწყო. „ყველა დანაშაულს აუცილებლად სჭირდება მოტივი, სწორედ ამ მოტივზე ვესაუბრე პროკურორ სირაძეს და განვუმარტე, რომ გიგაშვილს ჩემი დაკავების ინტერესი ჰქონდა. კერძოდ,  2016 წლის 1 ოქტომბერს, დავით გიგაშვილს ვინმე ქართლოს პერანიძემ, რომელიც იყო  დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ილია კოკაიას საარჩევნო შტაბში კოორდინატორების უფროსი, გადაუგზავნა ჩემი ავტომობილის ფოტოსურათი და უთხრა, რომ ეს მანქანა სვირში დადიოდა და ხევდა ილია კოკაიას საარჩევნო პლაკატებს. ამის შემდეგ, ათი შეიარაღებული კაცით გამოვარდა გიგაშვილი და შემომესივნენ სოფელ სვირის გადასახვევთან მაღაზიის წინ. მოვარდა და მთხოვა საბუთები. გვერდით ედგა მისი პირველი მოადგილე შოთა ფორჩხიძე. მივაწოდე საბუთები და ვკითხე, რა ხდებოდა, რაზეც მიპასუხა ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ და დამატებით ისიც, რომ თვითონ პერანიძემ დამინახა როგორ ჩამოვხიე პლაკატი. პერანიძე არის პოლიციელი მამუკა მელაძის მამიდაშვილი, რომელიც ჩვენს საქმეში მოწმედ გამოდის. რა თქმა უნდა, გამეცინა და ვუთხარი, რომ ეგეთ შემთხვევაში რაიმე მტკიცებულება უნდა ჰქონოდათ, რომ ნამდვილად მე ჩამოვხიე ვინმეს პლაკატი, თუნდაც ფოტოსურათი გადაეღოთ ჩემთვის ამ ჩამოხევის მომენტში. ვუთხარი, რომ ჩემი საქმე არ იყო პლაკატის გაკვრა ან ჩამოხევა და მშვიდობიანი აპოლიტიკიური მოქალაქე ვიყავი. ჩემს დანაშაულს რომ ვერაფრით ამტკიცებდა, გიგაშვილმა ყვირილი დაიწყო, პოლიციელების წინააღმდეგობისთვის დააკავეთო. ვუთხარი, ჯერ წინააღმდეგობის არსი განმიმარტე და ჩემი ნებით წამოვალ განყოფილებაში-მეთქი. პოლიციელები იქცეოდნენ საკმაოდ დარცხვენილად, არ უნდოდათ ჩემთვის ხელის მოკიდება და არც არავის მოუკიდია. უხეხულობის გასანეიტრალებლად თვითონOვკითხე რომელ მანქანაში დავმჯდარიყავი, მიმანიშნა ერთ-ერთ მანქანაზე, გამოვაღე კარი და მძღოლის სავარძლის უკან დავჯექი. მანქანაში ვიჯექი მარტო, დაახლოებით, 2 წუთი. მოვიხედე და დავინახე, რომ ჩემს გვერდით, სავარძელზე იდო დატენილი კალაშნიკოვის მარკის ა.კ.ს.უ სისტემის ავტომატი. არც დავფიქრებულვარ, გამოვაღე ავტომანქანის კარი და დავუძახე გიგაშვილს, “დამნაშავისათვის” დატენილი ავტომატის ხელში მიცემა უარესი დანაშაულია, ვიდრე ის, რისთვისაც მიჭერ-მეთქი. ვეღარ მოვითმინე და სხვა სალანძღავი სიტყვებიც არ დავიშურე, კერძოდ ყურადღებას ვამახვილებდი მის არაკომპეტენტურობაზე, არაპროფესიონალიზმზე... არცკი დაფიქრებულან, ისე გადმომიყვანეს მანქანიდან და გამომიშვეს“, _ იხსენებს ხიდაშელი. მისივე თქმით, ამ ფაქტის შემდგომ პოლიციელებმა რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ დავით გიგაშვილი პროვოკაციის მოწყობას გეგმავდა, რის შესახებაც გააფრთხილა სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი და რაიონის პოლიტიკური თანამდებობის პირები. „მიპასუხეს, რომ მსგავს რამეს გიგაშვილი ვერ გაბედავდა.Eეს ყველაფერი, 13 იანვრის განვითარებული მოვლენების შემდეგ, რა თქმა უნდა, უფრო დეტალურად და დაწვრილებით მოვუყევი პროკურორ სირაძეს, რომელმაც მყისიერად აცნობა გიგაშვილს და უთხრა, რომ მონათხრობზე რეაგირება რომ არ მოეხდინა პროკურატურას, ამისათვის საჭირო იყო ჩემი მყისიერი დაპატიმრება, თუნდაც ცრუ ბრალდებით“, _ განაცხადა ხიდაშელმა „გურია ნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. ხიდაშელის თქმით, ამის შემდეგ გიგაშვილმა ის კიდევ ერთხელ მოინახულა პოლიციის სამმართველოში და დაემუქრა კიდეც. „შემოვარდა ჩემთან ოთახში გიგაშვილი და მითხრა: „რა მოუყევი, ბიჭო, შენ პროკურორს. მე შენ მაშინ ჯიგრულად გაგიშვი, რამე რომ მდომოდა შენგან, ეზოს და ჯიბეებს იარაღით და წამლით გაგივსებდი“-ო. რა თქმა უნდა, ვიკამათეთ. ამის პარალელურად სამმართველოს ფოიეში პროკურორი სირაძე ცხადაძის თანდასწრებით ეკითხებოდა პოლიციელებს ცხადაძის ბრალეულობასთან დაკავშირებით. ყველა პოლიციელი ერთხმად აღნიშნავდა, რომ მთელი კონფლიქტის მანძილზე ცხადაძეს ხელში ეჭირა ატირებული, ჩაბჟირებული შვილი და ფაქტიურად ადგილიდან არ განძრეულა. შეიკეტნენ გიგაშვილის კაბინეტში ყველანი ერთად, მცირე თათბირის შემდეგ ჩაირბინა ფოიეში ვეფხვაძემ და ყველას თვალწინ დაადო ხელბორკილი გურამ ცხადაძეს ვითომ და დააკავეს ჭანტურიას ქუჩაზე. არადა, ის კაცი თავის ფეხით მოვიდა სამმართველოში“, _ ამბობს ხიდაშელი. ფაქტს ასევე ადასტურებს, საქმეზე ბრალდებული გურამ ცხადაძეც. მისი თქმით, 13 იანვარს, ჭანტურიას ქუჩაზე ის არავის დაუკავებია. მეტიც, თავისივე ფეხით მივიდა პოლიციის სამმართველოში მერაბ ხიდაშლის ამბის საკითხავად, საკუთარი ავტომობილით. დაახლოებით,  15 წუთის მერე უთხრეს, რომ დაკავებული იყო ბრალდბულის სახით პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წინააღმეგობის გაწევისთვის. როგორც ცხადაძე ასევე ხიდაშელი აღნიშნავს, რომ მათთვის არავის განუმარტავს ბრალდებულის უფლებები, რითაც პოლიციამ კანონი დაარღვია. მერაბ ხიდაშელი ამბობს, რომ პროცესუალური დარღვევებისა და პოლიციელების უკანონო ქმედებების შესახებ დაწვრილებით მოუყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციის და ქუთაისის საოლქო პროკურატურის გამომძიებლებსა და თანამდებობის პირებს. თუმცა, არცერთ უწყებას ამ დრომდე რეაგირება არ მოუხდენია. „შსს-ს გენინსპექციაში უწყების ხელმძღვანელის მოადგილის, ვარლამ ხათრიძის ოფისში უშუალოდ ვინც მკითხავდა ისიც „დაზარალებული“ პოლიციელის, ავთანდილ ვეფხვაძის მამიდაშვილი ყოფილა - ბექა ედიბერიძე, რის შესახებაც მოგვიანებით შევიტყვე. შესაბამისად, ედიბერიძემ, რა თქმა უნდა, მყისიერად აცნობა ვეფხვაძეს და გაანადგურეს ყველანაირი მტკიცებულება საკუთარი ტელეფონებიდან და იმ ადგილიდან, სადაც შემთხვევა მოხდა. მეტიც, ედიბერიძის კომპიუტერში ინახება ჩემი ცემის ვიდეომასალა, რომელიც პოლიციელებმა გადაიღეს. ამის მოწმეც არსებობს, რომელსაც ედიბერიძესთან ეს ვიდეო ნანახი აქვს. შესაბამისად, იმის თქმა რომ არავის უნახავს ჩემი დაკავების კადრები, სისულელეა. გარდა ამისა, შეგიძლიათ თქვენც გადაამოწმოთ და ნახოთ, რომ შემთხვევის ადგილზე ოთხი სათვალთავლო კამერაა, რომელიც უყურებს უშუალოდ კონფლიქტის ადგილს, თუმცა ყველგან წაშალეს ფირები და არცერთი ვიდეოჩანაწერი საქმეში არ დევს. ობიექტების მეპატრონეები, სადაც კამერებია დამონტაჟებული, პირად საუბრებში ადასტურებენ რომ ნამდვილად იყვნენ პოლიციელები იმავე დღეს, 13 იანვარს მისულები და გაანადგურეს ფირები, მაგრამ პოლიციის შიშით, სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარს ამბობენ. ჩემი სიტყვების დასტურად ისიც კმარა, რომ გამომძიებელ ლაშა პირველაშვილს არ მიუმართავს ოფიციალური მოთხოვნით კამერების ჩანაწერების თაობაზე არცერთი მეპატრონისათვის, რადგან ზუსტად იცოდა რომ მათი საწინააღმდეგო კადრები იყო და საქმეში მისი ჩადება პირდაპირ გამოიწვევდა არა მარტო პოლიციელთა, არამედ, უფრო მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. სამმართველოში დამონტაჟებულ კამერებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს ფირებიც გააქრეს. მეტიც, შოთა ფორჩხიძის და დავით გიგაშვილის მტკიცებით, არ იციან ეს კამერები რისთვისაა დამონტაჟებული, ეს მათ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადეს. ხოლო გამომძიებელი ლაშა პირველაშვილი ამბობს, რომ ონალაინში უყურებენ კამერებს და მონიტორნიგი არ მიმდინარეობს; შესაბამისად, ჩანაწერებს ვერ მომცემენ. იმის დასტურად, რომ ჩემი მონათხრობი სრული სიმართლის არასრული ვერსიაა მოვიყვან იმ გარემოებას, რომ ამ ყველაფერზე დეტალური ჩვენება მივეცი პროკურატურას და გენინსპექციას. არანაირი რეაგირება და საგამოძიებო სამუშაოები არ ჩატარებულა მათი მხრიდან, როგორც უკვე მოგახსენეთ. შსს-ს გენინსპექციიდან მთავარ პროკურატურაში გადამამისამართეს და მითხრეს, რომ პოლიციელების დანაშაულებირვ ქმედებას ისინი გამოიძიებდნენ. თუმცა, საბოლოოდ, როგორც გენინსპექციიდან, ასევე მთავარი პროკურატურიდანაც მივიღე პასუხი, რომ ჩემს მონათხრობში, რასაც მე ზესტაფონის რაიონული პოლიციის თანამშრომლებზე ვყვებოდი, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს. არადა, საქმე გვაქვს კარგად ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან, რომლებსაც, სამწუხაროდ, ჩვენი მწირი ბიუჯეტიდან ხელფასებს ვუხდით იმისათვის, რომ კრიმინალური საქმიანობა გააგრძელონ და უდანაშაულო ხალხი ციხეში გამოამწყვდიონ“, _ განაცხადა მერაბ ხიდაშელმა „გურია ნიუსთან“ ექსკლზიურ ინტერვიუში. საკუთარი პოზიციის დაფიქსირება „გურია ნიუსმა“ პროკურორებს კობა სირაძესა და გიორგი ავალიშვილსაც სთხოვა, თუმცა, ორივე მათგანი აცხადებს რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მათ კომენტარის გაკეთება არ სურთ. შეგახსენებთ, რომ პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმის განხილვას ზესტაფონის რაიონული სასამართლო 13 სექტემბრიდან გააგრძელებს. მანამდე, საქმეში ბრალდებული პირები, გურამ ცხადაძე და მერაბ ხიდაშელი 5 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლებულები არიან. „გურია ნიუსი“ პროცესის მიმდინარეობას აკვირდება და დამატებით ინფორმაციებს მოგვიანებითაც შემოგთავაზებთ. რას ყვებიან მოწმეები „ნაცემი პოლიციელების“ საქმეზე და თავად რა პოზიცია აქვთ დაზარალებულებს, ამაზე შეგიძლიათ იხილოთ „გურია ნიუსის“ სტატიები: „დამარცვლით გვაგინეს“ _ რას ჰყვებიან დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები (ვიდეო) რას ყვებიან მოწმეები „ნაცემი პოლიციელების“ საქმეზე ... ...
  • "ნაციონალების" მერობის კანდიდატის ვინაობა ჩოხატაურში ცნობილიაჩოხატაურში მერობისთვის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დიმიტრი კორიფაძე იბრძოლებს _ აღნიშნული ინფორმაცია „გურია ნიუსს“ პარტიაში უკვე დაუდასტურეს. კორიფაძე ბოლო 4 წელია "ნაციონალური მოძრაობის" ჩოხატაურის ოფისს ხელმძღვანელობს, არის საკრებულოს წევრი ამავე პარტიის სიით. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ის გამგებლის მოადგილედ ... ...
  • პროკურატურა: სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, უკრაინაში მიმართვები გაგზავნილიაოდესის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებას 10 სექტემბერს კიევში ჩასვლასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა პასუხობს.  “მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან და მიმდინარეობს ყველა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ უკრაინულ მხარესთან გაგზავნილია სამართლებრივი მიმართვები სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავარი პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან“, - ნათქვამია პროკურატურის განცახდებაში. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების თარიღი გუშინ დაასახელა. ის აცხადებს, რომ პოლონეთიდან კიევში 10 სექტემბერს ჩავა. ... ...
  • შსს-მ ხმაურის ნორმების დარღვევის 35 ფაქტი გამოავლინა შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე, აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის შესახებ მიღებულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინეს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ შესული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 35 გამოძახება დაფიქსირდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 4 სამართალდამრღვევს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გაფრთხილება მისცეს, დანარჩენ შემთხვევებში - რეაგირების ოქმი შეადგინეს, 2 შეტყობინების ინიციატორი კი შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო ეკიპაჟს არ შეხვდა. კანონმდებლობის შესაბამისად, იმისათვის, რომ დადგინდეს აკუსტიკური ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტი, საპატრულო ეკიპაჟს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შევიდეს შესაბამისი საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიებზე. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მოსახლეობამ საპატრულო ეკიპაჟებთან არ ითანამშრომლა. უწყების ცნობით, ვინაიდან აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციები სიახლეს წარმოადგენს, სამართალდარღვევის ჩადენის პირველ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, საპატრულო ეკიპაჟი დამრღვევ პირს ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ნაცვლად, სიტყვიერ შენიშვნას აძლევს. პოლიციელები, ასევე, აფრთხილებენ დამრღვევ პირს, რომ მსგავსი ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მის მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია დღის (08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე) და ღამის (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე) პერიოდებისათვის. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

 საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მამაკაცები...

ასპირინი კიბოს წინააღმდეგ

ამან თერაპიის ეფექტურობა უნდა გაზარდოს...

ყველაზე სახიფათო ხე მსოფლიოში

მანცინელას ხე, ან როგორც მას...

რას წარმოადგენს ცრემლი

ჯანმრთელი თვალი 6–7 ცრემლს შეიცავს....
კარმიდამო ჩემი

რა უნდა ვიცოდეთ ციანიდის შესახებ მცენარეთა დაცვის საქმეში

ბოლო პერიოდში, ციანიდის ირგვლივ საქართველოში...

როგორ ვიმოქმედოთ ფუტკრის ღალიანობის დასასრულს

აგვისტოსა და სექტემბერში მთავრდება ფუტკრის...

როგორ ვკვებოთ ზაფხულში შინაური ფრინველები

შინაურ, კვერცხისმდებელ ფრინველს რომ მარცვლეულით...

ტყემლის მოდუღების ძველებური წესი

მოსახარშად დადგმულ ტყემალს აუცილებლად ჩააყოლებდნენ...

ჟოლოს ყვავილისა და ნაყოფის სიკეთე ხალხურ მედიცინაში

ჟოლოს გამოყენება, როგორც სამკურნალო, ისე...

ნივრის უნიკალური ნაყენი თავის ტკივილის საწინააღმდეგოდ

ნივრის უთვალავი სიკეთეებიდან, ქრონიკული თავის...

როგორ დავამყნოთ ციტრუსი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პრივატიზაციით...

ზაფხული და მორწყვის თავისებურება

მცენარის განვითარებისთვის, ერთწლოვანია იგი თუ...

ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება სიდერატებით (მწვანე სასუქი)

სიდერატების თესვა ყველაზე შედეგიანია 15...

ნამცხვარი "იმპერატორი"

ჭიქანახევარი შაქარი და ვანილი დავუმატოთ...