"ეს არის, ჯანსაღი მედია გარემოს ნგრევისკენ მიმართული ქმედება"

მთავარი თემა

"ეს არის, ჯანსაღი მედია გარემოს ნგრევისკენ მიმართული ქმედება"

2017 თებ 25 12:49:03

21 თებერვალს, ჰაკერებმა გატეხეს "გურია ნიუსის" ვებგვერდი, წაშალეს ყველა ინფორმაცია და ბაზები.

ამ დანაშაულს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო ორი მუხლით იძიებს, მაგრამ ამ ეტაპზე საქმე გახსნილი არ არის. 

რას შეიძლება უკავშირდებოდეს "გურია ნიუსზე" ჰაკერული თავდასხმა და ხომ არ არის ეს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ერთი ნაწილი? – ჩვენ ამ კითხვებით მედია ექსპერტების კომენტარები ჩავწერეთ.

ნინო დანელია, მედია ექსპერტი:

_ "გურია ნიუსზე" ჰაკერულ თავდასხმას, რამაც ამ საინფორმაციო გამოცემის თითქმის სრული პარალიზება გამოიწვია, ვაფასებ დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიაზე თავდასხმად, რომელიც აზიანებს მედია გარემოს საქართველოში.

ყოველთვის ვამბობ, რომ რეგიონულ მედიას რთულ პირობებში უწევს მუშაობა, სარეკლამო შემოსავალი მცირეა, რეგიონული ხელისუფლების ზეწოლა _ დიდი.

როცა ამ პირობებში თითზე ჩამოსათვლელი დამოუკიდებელი და პროფესიული რეგიონული მედია გვყავს და ერთ-ერთზე ასეთი შეტევა ხორციელდება, ეს დიდი პრობლემაა არა მხოლოდ "გურია ნიუსისთვის", არამედ, ზოგადად, მედია გარემოსთვის. "გურია ნიუსმა"  სულ ახლახან მიიღო ევროკავშირის ჯილდო საუკეთესო სტატიისთვის და ეს ბევრს ნიშნავს თქვენ მიერ შექმნილი პროდუქტის დასახასიათებლად.

ხელისუფლებამ ყველა ზომას უნდა მიმართოს და გამოიძიოს ეს დანაშაული. კარგი იქნება, თუკი დონორებიც შეძლებენ მედიის კიბერუსაფთრხოების დაცვის ხელშეწყობას.

ზვიად ქორიძე, მედია ექსპერტი:

_ ჰაკერული შეტევით მივიღეთ ის, რომ მედია საშუალება "გურია ნიუსს" შეუფერხდება მუშაობა. არის სერიოზული რისკი, რომ ვერ აღადგინოს არქივი და ვერ აღადგინოს ბაზები, რომლებიც მას გააჩნია.

ცალსახად ნებისმიერი ასეთი ტიპის ჰაკერული მოქმედება თუ, რა თქმა უნდა, დადასტურდა, რომ ეს არის ჰაკერული ქმედება, ჩემი აზრით, არის მიმართული კონკრეტული მედია საშუალების და მთლიანად მედია გარემოს დანგრევისკენ. ამიტომ ალბათ, ყველაზე ადეკვატური რეაქციები, რაც ქონდა ყველას, ვინც არის დაინტერესებული ქვეყანაში მედიის განვითარებით და მედია გარემოს სიჯანსაღით დაინტერესებული, არის ის, რომ დროულად იყოს გამოძიებული ეს ჰაკერული შეტევა _ რა მიზანი ჰქონდა კონკრეტულ ადამიანებსა და ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ცდილობდნენ, გაენადგურებინა მედია საშუალების მთელი მონაცემები და ამით გარკვეულწილად დაეზარალებინა მომხმარებელი.

რეალურად, ეს დანაშაული არ არის მიმართული კონკრეტული ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის  წინააღმდეგ _ ეს არის მიმართული საზოგადოების წინააღმდეგ ასეთი ტიპის დანაშაული და ეს მკაცრად უნდა იყოს გამოძიებული.

ეს არის, ერთი მხრივ, თავისუფალი, ჯანსაღი მედია გარემოს ნგრევისკენ მიმართული ქმედება და მეორე მხრივ, ეს არის საზოგადოების, მისი ინფორმირებულობის წინააღმდეგ მიმართული აქცია. ამიტომაც ასეთი ტიპის დანაშაული არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ თუ ხდება, ის დროულად უნდა იყოს გამოძიებული, საზოგადოება დროულად უნდა იყოს ინფორმირებული და, რა თქმა უნდა, დამნაშავეც  უნდა იყოს დასჯილი.

_გახსენედებათ თუ არა მედიასაშუალების წინააღმდეგ განხორციელებული მსგავსი შემთხვევა და გამოძიებულია თუ არა ის?

_ჰაკერული თავდასხმების რამდენიმე შეტევა იყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასე დადასტურებული ინფორმაცია, რომ მედიასაშუალების მთელი მონაცემთა ბაზები ყოფილიყო განადგურებული, არ მახსენდება. მახსოვს 2008 წელს, ძალიან სერიოზულად დააზიანეს გაზეთ "ბათუმელების" ვებგვერდი, ბევრი რამ წაიშალა მაშინ, სხვა შემთხვევა მე არ მახსენდება.

ამიტომაც მგონია, რომ თუ დანაშაული არ იქნა დროულად გამოძიებული და დასჯილი დამნაშავე, ეს შეიძლება წამახალისებელი აღმოჩნდეს ჰაკერებისთვის. აქ მნიშვნელოვანია არა  კონკრეტულად პერსონალიზაცია იმ ჰაკერის, ვინც ჩაიდინა ეს, არამედ ის, თუ რა მოტივები და რა ინტერესი ჰქონდა ამ ადამიანს, როდესაც იგი მედიასაშუალების ვებგვერდს აზიანებდა და აზარალებდა თავისუფალი მედიის გარემოს და საზოგადოების უფლებას, რომ იყოს ინფორმირებული.

ნათია კუპრაშვილი, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი:

_ როცა ვსაუბრობთ ,,გურია ნიუსზე", ვსაუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გავლენიან მედიაზე, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ქმნის განახლებად მედიაპროდუქტს. ამიტომ, შეუძლებელია ასეთი მედიაორგანიზაციის ვებზე შეტევა განვიხილოთ რიგით ჰაკერულ თავდასხმად. კიბერდანაშაულთან ერთად, სახეზეა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი, რაც საჭიროებს სამართალდამცავთა მხრიდან დროულ და ეფექტურ გამოძიებას.

პარალელურად, საჭიროა მედიის მხარდამჭერი ინსტიტუტების ყურადღებაც შექმნილ პრობლემაზე, რომ "გურია ნიუსმა" დროულად შეძლოს სრულფასოვანი და შეუფერხებელი ფუნქციონირება.

გიორგი მგელაძე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე:

_ ვფიქრობ, რომ შემაშფოთებელი ფაქტია. ვიმედოვნებ, 21-ე საუკუნეში სამართალდამცავებს აქვს ყველა რესურსი მსგავსი დანაშაული გამოიძიოს. მით უფრო, როცა მედიას, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას აქვს ადგილი. საზოგადოების მაღალი ინტერესია მსგავსი დანაშაულის დროულად გამოძიება. მოვუწოდებ, სამართალდამცავებს, ეფექტური გამოძიება აწარმოონ. მსგავსი დანაშაულის გახსნა და დამნაშავეების დასჯა პრევენციის ძალის მატარებელი იქნება.

ვფიქრობ, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულება მაქსიმუმს უნდა აკეთებდეს, რომ არ მოხდეს მედიის საქმიანობაში ხელშეშლა და თუ ეს მაინც მოხდება, დამნაშავემ პასუხი აგოს.




 ახალი ამბები
  • ვის მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ექიმის გათავისუფლებაში დასახმარებლადსაქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია, თუ ვის მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის გათავისუფლებაში დახმარებისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მიმართა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს : გაეროს გენერალურ მდივანს – ანტონიუ გუტერეშს, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში - როზმარი დიკარლოს, ევროკომისიის პრეზიდენტს - ურსულა ფონ დერ ლაიენს, ეუთოს თავმჯდომარეს - მიროსლავ ლაიჩაკს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს - მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს: გაეროს წარმომადგენელს - ჩიჰან სულტანოგლუს, ეუთოს თავმჯდომარეს სპეციალურ წარმომადგენელს - რუდოლფ მიჩალკას ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს - ტოივო კლაარს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს - მიშელ ბაშელეს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს - დუნია მიატოვიჩს. პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მძიმე კრიზისია შექმნილი და დღეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო. დაკავებულია ცნობილი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რეგიონში თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა. პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა ოკუპირებულ რეგიონში გამოსწორდეს ვითარება და უმოკლეს დროში გათავისუფლდეს ქართველი ... ...
  • კონსტანტინე შარაშენიძე: “ჩემი კომენტარი, არ გამოგადგებათ თქვენ“ დღეს თბილისში გამართულ აქციასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი“ დაინტერესდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მოსაზრებით.  ეთანხმება თუ არა დამოუკიდებელი მერი ოპოზიციის მოთხოვნებს - ამ კითხვაზე კონსტანტინე შარაშენიძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. “ჩემი კომენტარი, არ გამოგადგებათ თქვენ“ _ მხოლოდ ეს გვითხრა სატელეფონო საუბრის დროს ოზურგეთის ... ...
  • დედაქალაქში აქციისთვის ემზადებიან _ ფოტორეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდანამ წუთებში თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. "გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს რუსტაველის ... ...
  • "მობილიზებულია საპოლიციო ძალები" _ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადებასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციებზე უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთანავე, პოლიცია იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა დაცული იყოს ერთი მხრივ შეკრების და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ - სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ ... ...
  • "შეასრულონ დაპირებები ან დანიშნონ ვადამდელი არჩევნები" _ ლევან მგელაძე "ის რაც დღეს ხდება, არის ყოვლად მიუღებელი", _ ეს განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას გააკეთა. მგელაძის თქმით ის ამ ეტაპზე არ წასულა აქციაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა, იზიარებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ხელისუფლების მიმართ აქვს ოპოზიციას. "ის, რაც დღეს ხდება,  არის ყოვლად მიუღებელი. მიმაჩნია, რომ მთავრობამ პასუხი უნდა აგოს. ან შეასრულონ ის, რაც ხალხს შეპირდნენ, ან გადადგნენ და დანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები", _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?