"ეს აუცილებლად მძიმე შედეგებს არ ნიშნავს“ _ კორონავირუსი და რისკ-ჯგუფის პაციენტები

მთავარი თემა

"ეს აუცილებლად მძიმე შედეგებს არ ნიშნავს“ _ კორონავირუსი და რისკ-ჯგუფის პაციენტები

23 იან. 2021, 11:12:17

„რისკ-ჯგუფში ყოფნა არ ნიშნავს, რომ კოვიდის უმძიმესი ფორმა გეექნებათ, ან დასნებოვნება აუცილებლად ფატალურად დასრულდება. ეს ნიშნავს იმას, რომ რისკ-ჯგუფის პაციენტების შემთხვევაში, კორონავირუსის გართულების რისკი 4-5-ჯერ მეტია“, _ განმარტავს ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

ვინ მიეკუთვნება რისკ-ჯგუფს, რის ცოდნა სჭირდებათ ამგვარ პაციენტებს და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მათ - ამის შესახებ პანდემიის ერთწლიანმა გამოცდილებამ ექიმებს საკმარისი ცოდნა დაუგროვა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ინფიცირებულთა შორის რამდენი იყო რისკ-ჯგუფის პაციენტი და როგორ განვითარდა მათთან ინფექცია - ირკვევა, რომ ამგვარი სტატისტიკა სახელმწიფოში ჯერჯერობით არ არსებობს. 

როდესაც ინფექცია განსაკუთრებით საშიშია

51 წლის მარინა გორგოძეს კორონავირუსი 2020 წლის ნოემბერში დაუდასტურდა. ის მეუღლესთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობს. მარინა რისკ-ჯგუფშია, მას ჭარბი წონა და ფილტვების სისუსტე აწუხებს. სიმპტომების გამოვლენა სახსრების და ხელების ძლიერი ტკივილით დაეწყო.

მარინა გორგოძე

“თავიდან ამინდის ცვალებადობას დავაბრალე, რამდენიმე დღეში ფაღარათი დამეწყო, მაგრამ არც კი მიფიქრია, რომ შეიძლებოდა ეს კორონა ყოფილიყო”, _ ამბობს მარინა. ის ექიმს მხოლოდ მე-6 დღეს დაუკავშირდა, როდესაც სიცხემ აუწია. სწრაფი ტესტის გაკეთების შემდეგ კი, კოვიდ-19 დაუდასტურდა.

“ჟანგბადის უკმარისობა მქონდა, მაგრამ არ დამიკარგავს გემო და ყნოსვა. დაახლოებით 9-10 დღე ძალიან მძიმე იყო . გადავწყვიტე გადავსულიყავი საავადმყოფოში, მაგრამ არ იყო ადგილები და დავრჩი სახლში. 13-14 დღიდან დაიწია ტემპერატურამ და ცოტა უკეთესობა მქონდა. მაგრამ ვგრძნობდი საშინელ დაღლილობას. ჭამის მადა თითქმის ერთი თვე არ მქონდა”,  _ გვიყვება მარინა და იხსენებს, რომ 25-დღიანი მკურნალობის შემდეგ, სიმპტომების ნაწილი გაუქრა.

მან კორონავირუსის მკურნალობის პერიოდში  წონაში 10 კილოგრამი დაიკლო. მარინა ერთ-ერთია იმ პაციენტთაგან, რომელმაც კოვიდ-19 მძიმედ გადაიტანა, თუმცა გამოჯანმრთელება შეძლო. ავადმყოფობის პერიოდში, მის ემოციურ ფონს ისიც ამძიმებდა, რომ მეუღლეზე ნერვიულობდა _ მეუღლეც რისკ-ჯგუფშია, შაქრიანი დიაბეტი აქვს, თუმცა მას კოვიდი არ აღმოაჩნდა.

თამარ გორგაძე 72  წლისაა, ბათუმში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მას ეპილეფსია აქვს. თანმხლები დაავადების და ასაკის გამო, თამარიც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებოდა, თუმცა კოვიდის დამარცხება მაინც მოახერხა. თამარი ორი კვირის განმავლობაში გრძნობდა საერთო სისუსტეს და რამდენჯერმე ჰქონდა მაღალი ტემპერატურა. მკურნალობის კურსს შინ, ოჯახის ექიმის მითითებებით გადიოდა. ჩვენი მკითხველისთვის ვიდეო თამარის შვილიშვილმა მოამზადა.

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რომ კორონავირუსული ინფექცია შეიძლება მძიმედ მიმდინარეობდეს, როგორც ჯანმრთელ ადამიანებში, ისე იმ ადამიანებში, ვისაც აქვს გარკვეული ქრონიკული დაავადებები და 65 წელს ზემოთ ასაკისაა. მისი თქმით, საერთაშორისო კვლევები და არსებული პრაქტიკაც ადასტურებს, რომ მდგომარეობა ხშირად სწორედ ხანდაზმულ ან სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებთან რთულდება.

რა არის ეს ქრონიკული დაავადებები? ესაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები ან არის იმუნოდეფიციტი ანუ იმუნური სისტემის პრობლემა (თანდაყოლილი ან შეძენილი) და ასევე ხანდაზმული პაციენტები. მათთან  მაღალი რისკია, რომ კორონავირუსის ინფექცია წავიდეს მძიმედ. ჯანმრთელობის პრობლემა და ასაკი  _ ძირითადად, ეს განაპირობებს ინფექციის მიმართ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე რისკ-ჯგუფს“, _ გვიხსნის ალექსანდრე გოგინავა.

ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ რისკ-ჯგუფის პაციენტებთან განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არსებობს, თუმცა, მათ უფრო მეტი და მჭიდრო მეთვალყურეობა ესაჭიროებათ, ხშირად უნდა დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს, რომ საშიშროების ნიშნების ამოცნობა დროულად მოხერხდეს.  

ბიძინა კულუმბეგოვი

ერთი წელი ახალი კორონავირუსის გამოჩენიდან

კოვიდ-19, ანუ ახალი კორონავირუსი, რესპირატორული დაავადებების გამომწვევი ვირუსია. ის მსოფლიოში ჩინეთის პროვინციიდან გავრცელდა, კორონავირუსის  პირველი შემთხვევა კი საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ვირუსის გამოჩენიდან მალევე დადგინდა, რომ ინფიცირებულთა ნაწილს, ის სრულიად უსიმპტომოდ გადააქვს, თუმცა სხვისი დაინფიცირება შეუძლია. ვირუსი ყველაზე ხშირად ადამიანიდან ადამიანზე, ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. მაგალითად, საუბრის დროს, როდესაც გადმოიფრქვევა თვალისთვის უხილავი სითხის წვეთები, რომლებშიც ვირუსის ნაწილაკებია. ამიტომაც, დღემდე ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია პირბადის ტარებასთან ერთად, ორმეტრიანი დისტანციის დაცვაა.

CDC (ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი)გასცემს რჩევებს, რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორი სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსს. კოვიდ-19-ით ინფიცირებულებს აღენიშნებათ სიმპტომების ფართო სპექტრი: ცხელება და შემცივნება, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება, დაღლილობა, კუნთების ან სხეულის ტკივილი, თავის ტკივილი, გემოს და ყნოსვის შეგრძნებების დაკარგვა, ყელის ტკივილი, დიარეა, გულისრევა - ეს ვირუსის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია, თუმცა, ხშირად, დაავადება ინდივიდუალურად და განსხვავებული სიმპტომებით ვლინდება.

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციები, რასაც CDC გასცემს,  არის პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირად დაბანა.

ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის არჩილ მარშანიას თქმით, იმისთვის  რომ წვეთოვანი გზით კორონავირუსით ინფიცირება თავიდან ავიცილოთ, ლოგიკურია, ეფექტური იქნება ნიღბის ტარება;

ეს შექმნის ბარიერს ადამიანებს შორის და შეაკავებს წვეთებს, რომელებიც ვერ მოახერხებენ ადამიანის დაინფიცირებას.  ამას ფიზიკურ დისტანციასაც თუ დავუმატებთ, გაიზრდება იმის შანსი, რომ თავიდან ავიცილოთ ინფიცირებული ადამიანისგან გადმოფრქვეული წვეთები.

“ რაც შეეხება ხელების ხშირად დაბანას; უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ საპონს აქვს ე.წ. ჰიბრიდული ბუნების მოლეკულა. რაც ნიშნავს იმას, რომ საპნის მოლეკულის ერთი ნაწილი არის ჰიდროფობული, ანუ მარტივად რომ ვთქვათ წყალში არ იხსნება და მეორე ნაწილი არის ჰიდროფილური, რომელიც წყალში იხსნება. საპონი  ჰიდროფობული ნაწილი ვირუსის დამცავ გარს უკავშირდება და იწვევს მის ინაქტივაციას, ანუ ვირუსი აღარაა აქტიური. საპონი ძალიან ეფექტურია ვირუსის წინააღმდეგ, ოღონდ უნდა გამოვიყენოთ სწორად, რაც ნიშნავს მინიმუმ, 20 წამის განმავლობაში ხელების დაბანას. საპნის ფასს არ აქვს მნიშვნელობა. არ არის აუცილებელი ის ანტიბაქტერიული იყოს, ნებისმიერი საპონი ეფექტურია” , _ ამბობს მარშანია.

არჩილ მარშანია

არჩილ მარშანია ამბობს, რომ კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, თუ მკურნალობა მიმდინარეობს გართულებების გარეშე,  პაციენტი სრულად გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა სიმპტომის გამოვლენის პირველი დღიდან 10 დღის  და  3 უსიმპტომო დღის შემდეგ. თუმცა პაციენტებს ამის შემდეგაც შეიძლება გაუგრძელდეთ ხველა ან გარკვეული დროის განმავლობაში არ დაუბრუნდეთ გემოსა და ყნოსვის შეგრძნება:

 „13 დღეში შეიძლება ადამიანი გამოჯანმრთელდეს. არ აქვს მნიშვნელობა რისკ-ჯგუფს განეკუთვნება თუ არა პაციენტი. გამოჯანმრთელების კრიტერიუმი ერთი და იგივეა ყველასთვის. გამონაკლისია მძიმედ  მიმდინარე ინფექცია, რომელსაც ესაჭიროება რეანიმაციული მკურნალობა. მათ სხვა კრიტერიუმები აქვთ, შეიძლება დროში გაიწელოს და ხელახალი პსრ- ტესტირებაც დასჭირდეთ“ .

ექიმი აღნიშნავს იმასაც, რომ კორონავირუსი მულტისისტემურ გართულებებს იწვევს. ვირუსის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებით შეიძლება განვითარდეს ინსულტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევაში კი _ ინფარქტი. ყველაზე ხშირია ვირუსული პლევმონია ანუ ვირუსული ფილტვების ანთება და სუნთქვის უკმარისობა.

ვის და როდის შეხვდება ვაქცინა

მაშინ, როდესაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე დაიწყო კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, საქართველო ჯერ კიდევ ელოდება პირველ ვაქცინას. 21 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ვაქცინაცია ქვეყანაში ეტაპობრივად ჩატარდება. მინისტრის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია, მსოფლიოში არსებული ავტორიზებული ვაქცინებიდან რომლის შესყიდვას აპირებს ხელისუფლება.

გეგმის მიხედვით, ვაქცინაციის დასახული მიზნის მისაღწევად, 2021 წელს ქვეყანას დაახლოებით 3,979,300 დოზა ვაქცინა დასჭირდება. გათვლები და მოცვის მაჩვენებელი დათვლილია 18+ მოსახლეობისთვის, რადგან დღესდღეობით არსებული ვაქცინები მხოლოდ 18+ მოსახლეობისთვისაა განსაზღვრული. ჯამში, საუბარია 1,691,214 ადამიანზე, რაც მოსახლეობის 60%-ს შეადგენს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანას აქვს რესურსი, რომ ვაქცინა უსაფრთხოდ შეინახოს. 

ვაქცინაციის ეტაპები კი ეროვნული გეგმის მიხედვით ასე გამოიყურება:

 კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციამდე ქვეყანაში გრიპის ვაქცინაცია დაიწყო.  პირველ რიგში, აცრა უფასოდ გაუკეთდათ რისკ-ჯგუფების პაციენტებს.

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყოველ წელს ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ახლა, პანდემიისას, მისი ეფექტები კორონავირუსის წინააღმდეგ იქნება უბრალოდ ირიბი, ანუ დაცულები ვიქნებით გარკვეულწილად იმისგან, რომ ორივე ვირუსით ერთად არ შეგვხვდეს. პირდაპირი დამცველობითი გავლენა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას კორონავირუსზე არ აქვს; ის გვიცავს გრიპის ვირუსის გართულებებისგან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია პანდემიის დროს“, _  განმარტავს არჩილ მარშანია.

სტატისტიკა, რომელიც არ არსებობს

 ინფორმაცია იმის შესახებ, გარდაცვლილთა ან საერთო ინფიცირებულთა რა ნაწილს შეადგენენ რისკ-ჯგუფის პაციენტები, ჯერჯერობით უცნობია. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები  "გურია ნიუსმა" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან დაახლოებით ერთი თვის წინ გამოითხოვა. გვითხრეს, რომ ისინი სტატისტიკას ამ კონკრეტული მიმართულებითაც აწარმოებენ და ოფიციალურ მონაცემებს კანონით გათვალისწინებულ ვადაში მოგვაწვდიდნენ, თუმცა არაერთი შეხსენებისა და მცდელობის მიუხედავად, პასუხი ვერ მივიღეთ.

როგორც ვიცი, საქართველოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამ ინფორმაციის დამუშავება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი აკეთებს რისკ-ჯგუფთა პაციენტების აღრიცხვას. ბოლომდე დამუშავებული და ჩამოყალიბებული სტატისტიკა არ არის, _ გვითხრა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.

2021 წლის 22 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 251 974 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 238 737  პაციენტი, გარდაიცვალა 3 002  ადამიანი.

საიტ worldometers.info-ს მონაცემებით, საქართველო კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო ქვეყნებს შორის 45-ე ადგილზეა.




 ახალი ამბები
  • "ჩვენი არჩეული არიან და ჩვენ გვერდით უნდა დადგნენ" _ აქცია ჩოხატაურშიამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას, მერს და გუბერნატორს მოუწოდებენ, რომ ჰესის აშენებას მათთან ერთად შეეწინააღმდეგონ და მოსახლეობის გვერდით დადგნენ. ისინი, ასევე, აღნიშნავენ, რომ მართალია, აქცია მერიასთან ტარდება, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და მოითხოვენ, მათი არჩეული ხელისუფლება, მათ გვერდში დადგეს. "ჩვენი არჩეული არიან და ჩვენ გვერდით უნდა დადგნენ", _ ამბობენ ... ...
  • "იცოდეთ, ხეობაში ჰესი არ აშენდება" _ აქცია ჩოხატაურის მერიასთან ამ წუთებში ჩოხატაურის მერიასთან სურების მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი სუფსის ხეობაში ჰესის აშენებას აპროტესტებენ. ვრცლად „გურია ნიუსი“ მასალას ცოტა ხანში ... ...
  • ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება - რა ხდება პარლამენტთანპოლიტიკური დიალოგის განახლების მიუხედავად, ოპოზიცია პიკეტირებასა და აქციებს მაინც აპირებს. საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე პიკეტირებისას, მას შემდეგ, რაც ერთერთმა აქტივისტმა გზის გადაკეტვა სცადა, ის სამართალდამცველებმა დააკავეს. "ხელი გამიშვით, თქვენ პოლიცია არ უნდა გერქვათ, თქვენ ხართ ოდეპე, ივანიშვილის რეჟიმი კი მაინც დაემხობა", - დაიყვირა აქტივისტმა, ენმ-ის წევრმა ცესიკ გაზდელიანმა, სანამ მანქანაში ჩასვამდნენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, რასაც წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ძირითადი მოთხოვნები არ ... ...
  • შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს, როდესაც ბრიუსელში ასოცირების საბჭოზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ანგარიშს ჩაიბარებს, თუ რა შედეგი მოჰყვება ოპოზიციისა და  ხელისუფლების დიალოგს. "ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური პარტიებსა და მთავრობას შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები და ყველა მონაწილემ უნდა იზრუნოს დიალოგის გაძლიერებაზე. ჩვენ განვაგრძობთ მხარდაჭერას ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისთვის, რომ ეს დიალოგი დარჩეს ძალაში. მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა", _ ამბობს შარლ ... ...
  • ვადა დაახლოებით 2 კვირა დაინიშნა - ხაზარაძე "მთავარია, პროცესი დაიძრა და ამ პროცესს კონკრეტული ვადები ახლავს. ვადა დაახლოებით 2 კვირა დაინიშნა. 2 კვირაში არის შეხვედრა ბრიუსელში და იმ დღისთვის, ჩვენ უნდა მოვახერხოთ რომ ეს შეთანხმებები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყდეს. საუბარი ყველა საკითხზე იყო, გაიცვალა აზრები დ შევთანხმდით რომ წარსულზე არ უნდა იყოს საუბარი. პროცესი სხვა კატეგორიაში გადავიდა და იმედი მაქვს, რომ თუ ხელისუფლება იქნება გონივრული და მოქნილი, გამოსავალს ვნახავთ,"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელოს" ლიდერმა მამუკა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...