„ეს პოლიტიკური დევნაა“ _ ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ დაწყებული შურისძიება

მთავარი თემა

„ეს პოლიტიკური დევნაა“ _ ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ დაწყებული შურისძიება

2019 ოქტ 10 13:07:42

26 სექტემბერს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება_ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, სასტუმრო "პარაგრაფში" მმართველი პარტიის გურიის ორგანიზაციების წევრებს შეხვდა.

როგორც გავარკვიეთ, დახურულ შეხვედრაზე, ერთ-ერთი მთავარი თემა ოზურგეთის მერის საქმიანობა და მის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დასაქმება იყო. მმართველი გუნდის წევრებმა პარტიის თავმჯდომარეს უთხრეს, რომ ოზურგეთის მერის მხრიდან ხელისუფლების მხარდამჭერების დევნას ჰქონდა ადგილი; უთხრეს ისიც, რომ თანამდებობებზე „ნაციონალური მოძრაობის აქტიური“ მხარდამჭერები ინიშნებიან.

ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი ხმამაღლა თქვა, ზონის კოორდინატორი და ოზურგეთის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომელი თეა კვირკველია იყო. ჩვენი წყაროს თქმით, სწორედ მასსა და გუბერნატორს შორის მოხდა შეკამათება, მას შემდეგ, რაც მხარის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ „შარაშენიძე "ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერებით არაა დაკავებული და რომ კვირკველია ივანიშვილს არასწორ ინფორმაციას აწვდიდა.

შეხვედრაზე კვირკველიას პოზიცია ბევრმა დაიცვა და გურიის გუბერნატორს დარბაზშივე უთხრეს, რომ თავად ავრცელებდა არასწორ ინფორმაციას.

ამ შეხვედრის მეორე დღეს, გურიის გუბერნატორმა, ჩვენთან საუბრისას ეს ყველაფერი უარყო და გვითხრა, რომ „რასაც ლაპარაკობენ, არასწორია“, თუმცა, აღნიშნული ფაქტის ნამდვილობა არა ერთმა წყარომ დაგვიდასტურა.

ამ თემაზე საუბარი თეა კვირკველიამ მაშინ არ ისურვა და გვითხრა, რომ დახურული შეხვედრის დეტალების განხილვას არ აპირებდა. იგივეს ამბობს დღესაც და მხოლოდ იმას გვიდასტურებს, რომ ივანიშვილთან შეხვედრაზე თქვა ის, რაც რეალობაა.

თუმცა, „გურია ნიუსმა“ ექსკლუზიურად გაარკვია, რომ კვირკველიას საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და რეალობის თქმა საკმაოდ ძვირი დაუჯდა _ ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული შეხვედრიდან და გუბერნატორთან შეკამათებიდან ზუსტად 4 დღეში მასზე პოლიტიკური შურისძიება დაიწყო და ოზურგეთის მერი კვირკველიას მიერ 2015 წელს გახორციელებულ საქმიანობაში დანაშაულის ნიშნებს ეძებს.

საუბარია გაუქმებული ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბუღალტრო დოკუმენტაციაზე და თითქოსდა ახლა აღმოჩენილ ხარვეზიან გადარიცხვაზე, რის გამოც ახლა გადარიცხვები ვერ ხორციელდება:

„თქვენი სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე მოგახსენებთ, რომ 2019 წლის 25-26 სექტემბრიდან სახაზინო სამსახურში ვერ ხორციელდება #62 ვალდებულებების (განაცხადის) რედაქტირება/დაზუსტება, რომელიც მოიცავს/გულისხმობს სოციალური ღონისძიებების ყველა პროგრამიდან მერის ბრძანებების საფუძველზე მოქალაქეებისთვის გამოყოფილი სხვადასხვა სოციალური დახმარებების ჩარიცხვას მხოლოდ მათ პირად საბანკო ანგარიშებზე, ასევე, მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებას.

აღნიშნული შეფერხება გამოწვეული იმით, რომ ქალაქ ოზურგეთის მერიას დასაზუსტებელი ჰქონდა 2015 წლის 5 აგვისტოს #00003 საგადასახადო მოთხოვნა, ვინაიდან ვერ ხერხდება ქალაქის მერიის მიერ 05 03 სახაზინო კოდიდან ინდმეწარმე „მელის ნადირიძეს“ პირად ანგარიშზე ქორეოგრაფიული ანსამბლ „ზენაარისთვის“ წინასწარი გადახდით ჩარიცხული 1500 ლარის ჩამოწერა“, _ აღნიშნულია მოხსენებით ბარათში, რომელსაც ოზურგეთის მერიის სახაზინო მომსახურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი ნინო დარჩია საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსს გია მამაკაიშვილს წერს.

ამ წერილიდან ორ დღეში _ 3 ოქტომბერს, ოზურგეთის მერმა ბრძანება გამოსცა და მერიის შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, უზრუნველყოს საფინანსო საბიუჯეტო სამსახურში წინა წლებში აღებული ვალდებულებების ჩამოწერისას გამოვლენილი „შემდგომში შესაძლო გამოვლინების, შეუსაბამობების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა“.

ეს ყველაფერი კი, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს იმას, რომ შარაშენიძეს სურს, წინამორბედების საქმიანობებში დარღვევები აღმოაჩინოს და პარალელურად, მისთვის არასასურველი კადრები მოიშოროს.

_ ეს ყველაფერი ივანიშვილთან შეხვედრას და მერის საქმიანობაზე ხმამაღლა საუბარს რომ არ დამთხვეოდა, შეგვეძლო, გვეფიქრა, რომ შარაშენიძეს მხოლოდ და მხოლოდ მუნიციპალიტეტი ადარდებს და ამისთვის დაიწყო წინა წლებში გახორციელებული საქმეების შესწავლა. თუმცა, დღეს სხვა რეალობაა, რაც პირდაპირ მიანიშნებს პოლიტიკურ დევნაზე, _ აღნიშნავენ ოზურგეთის მერიის ის თანამშრომლები, რომლებიც მუნიციპალიტეტში შარაშენიძის მერობამდე მუშაობდნენ.

ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ გასული წლების საქმიანობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც შეისწავლა და არც თემთა და არც ქალაქის მუნიციპალიტეტში, საბუღალტრო დოკუმენტაციის ნაწილში დარღვევა არ აღმოჩენილა.

ხაზგასასმელია კიდევ ერთი დეტალი _ საფინანსო სამსახურის თანამშრომლის, ნინო დარჩიას წერილში წერია, რომ 2015 წელს გახორციელებული ფინანსური ოპერაციის გამო, ხაზინამ 2019 წლის გადარიცხვები შეაჩერა, რასაც ალოგიკურად აფასებენ ფინასისტები:

_ თუ მართლაც არსებობდა რაიმე ხარვეზი 2015 წელს, ხაზინა დაბლოკავდა გადარიცხვებს 2015 წელს და არა 2019 წელს. ასეთი რამ არ ხდება _ 4 წლის წინანდელი გადარიცხვის გამო შეაჩერონ გადარიცხვა ახლა. ამავე დროს, შეცდომაც რომ ყოფილიყო, ხაზინა დაბლოკავდა კონკრეტულად იმ მუხლს, რომლიდანაც გადარიცხვა მოხდა და არა სხვა მუხლებს, როგორც ეს მოხსენებით ბარათშია ასახული, _ ამბობენ ფინანსისტები.

თავად თეა კვირკველია ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ განმარტებებს აუდიტის დასკვნის შემდეგ გააკეთებს.

კომენტარს არ აკეთებენ არც აუდიტის სამსახურში. როგორც ყოველთვის, ჩვენს სატელეფონო ზარებს ამჯერადაც არ უპასუხა ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ.

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია „გურია ნიუსთან“ საუბრისას“ ამბობს, რომ მასსა და თეა კვირკველიას შორის „პარაგრაფში“ შელაპარაკება არ მომხდარა:

_ არასწორია ინფორმაციაა. არაფერი მომხდარა, _ ამბობს ნასარაია

_ ბატონო ზურაბ, ამას ბევრი ადამიანი გვიდასტურებს. და ასევე, იმ შეხვედრიდან 3 დღეში კვირკველიას წინააღმდეგ ოზურგეთის მერმა დევნაც დაიწყო...

_ არაფერი ვიცი მაგის შესახებ. თეას რამე პრეტენზია რომ ჰქონოდა, მოვიდოდა ჩემთან და მეტყოდა, _ გვითხრა მხარის პირველმა პირმა, რომელსაც ცოტა ხნის წინ პრემიერმა პირადადა დაავალა, რომ მუნიციპალიტეტებში არსებული რეალობა კარგად იცოდეს, თუმცა, აღნიშნული ფაქტი მის ცოდნასაც და დამოკიდებულებასაც კარგად ავლენს.

ამავე თემაზე: რა მოხდა გუშინ სასტუმრო "პარაგრაფში" და რაზე არ სურს საუბარი გურიის გუბერნატორს

"ყველაფერი სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს" _ რაზე ესაუბრნენ "ოცნების" წევრები ბიძინა ივანიშვილს და რა დაპირება მიიღეს




 ახალი ამბები
  • აჭარის ტელევიზიის დირექტორს, სავარაუდოდ, მეორე ტურში აირჩევენსაზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი პირველ ტურში ვერ აირჩიეს. 2 ხმა მიიღო გიორგი კოხრეიძემ, 1 ხმა _ მაია მერკვილაძემ და 1 ხმა _ ფირუზ ბოლქვაძემ მიიღო. მეორე ტურში, რომელიც 20 წუთში გაიმართება, ეს სამი კანდიდატი მიიღებს ... ...
  • “ნაცმოძრაობის“ წევრმა პროკურატურის ეზოში ბოქლომი შეაგდოფოთში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და “ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული აქცია გრძელდება. ამ წუთებში აქციის მონაწილეები ფოთის რაიონულ პროკურატურასთან არიან. აქციის მონაწილეებმა ვერც აქ მოახერხეს ბოქლომის დაკიდება. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზააცის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ ბოქლომი პროკურატორის ეზოში შეაგდო. ,, დღეს ვერ შევძელით ვერცერთი შენობის დაბოქლომება, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით. ეს პროცესი გაგრძელდება, აქციებს არ შევწყვეტთ და საწადელ მიზანს მივაღწევთ”- ასეთი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან დარეჯან ... ...
  • სუს-თან მიმდინარე აქციაზე 7 ადამიანია დაკავებულისუსთან მიმდინარე აქციაზე 7 ადამიანია დაკავებული, მათ შორის, 4 იდენტიფიცირებულია, ისინი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან, მათ შორის ლეიბორისტული პარტიის, ქრისტიან დემოკრატების, გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენლები. ორგანიზაცია "გაბედე" აცხადებს, რომ მათ დასახსნელად იბრძოლებენ და აქციებს ... ...
  • სუს-თან ლეიბორისტების აქტივისტი დააკავეს (ვიდეო)ამ წუთებში ხმაურია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ორგანიზაცია "გაბედე" ცდილობს, სუს-ის შესასვლელის გადაკეტვას. თუმცა, ამის საშუალებას სამართალდამცავები არ აძლევენ. აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს. როგორც "გურია ნიუსმა" გაარკვია სუსთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული ლეიბორისტული პარტიის აქტივისტი ოთარ ბექაურია. სუს-თან შეკრებილი ადამიანები დაკავებული წევრის გასათავისუფლებად 10 წუთს იძლევიან და ამბობენ, რომ თუ 10 წუთში მათ ლილუაშვილი არ შეხვდებათ ვაჟა ფშაველას  ... ...
  • სემეკმა ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგისა და ინვესტიციების შეფასების წესები დაამტკიცასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ)  ენერგეტიკის სექტორის გაუმჯობესების მიზნით ახალი რეგულაციების დამკვიდრებას განაგრძობს.  22 ნოემბრის საჯარო სხდომაზე სემეკმა ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგისა და ინვესტიციების შეფასების წესები დაამტკიცა. წესების მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, კანონშესაბამისი, ევროპული სტანდარტების დანერგვა.  ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესის მიზანია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარებზე კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის მარეგულირებელი ეფექტიანი მექანიზმების შექმნა და ქსელის ოპერატორების ეფექტიანი რეგულირება, ასევე, რეგიონულ დონეზე ბაზრების ინტეგრირებისა და ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა. ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესი განსაზღვრავს საწარმოთა მიერ კომისიაში ანგარიშგების წარმოდგენის პროცედურებს, ანგარიშგების ფორმებს, მონაცემების წარმოება-დამუშავების სტანდარტებს, საწარმოთა ელექტრონული პლატფორმის შექმნის, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების წესს. ინვესტიციების შეფასების წესით განისაზღვრება ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული ლიცენზიატების საინვესტიციო გეგმებისა და მათი შემადგენელი საინვესტიციო პროექტების შემუშავების, წარდგენის, შეფასების, დამტკიცების, მონიტორინგისა და მათში ცვლილების შეტანის ძირითადი პრინციპები და კრიტერიუმები. წესის მოქმედება ვრცელდება ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების ლიცენზიატებზე, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიატებზე, წყალმომარაგების ლიცენზიატზე, ასევე, ელექტროენერგიის წარმოების იმ ლიცენზიატებზე, რომელთაც კომისია უდგენს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს. (R)    ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?