"გაიყვანოს მთავრობამ აქედან მაოხრებლები!"


მთავარი თემა

"გაიყვანოს მთავრობამ აქედან მაოხრებლები!"

30 ივლ. 2020, 12:21:28

25 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, ბაილეთის მოსახლეობასთან ერთად, სილაურელებმა სოფლის ყრილობა დააანონსეს. მიზეზი კვლავ მდინარე სუფსაზე არსებული კარიერზე ქვიშა-ღორღის უკანონო მოპოვების საკითხზე საუბარი იყო. კონკრეტულად კი, ყრილობაზე შპს "სამი ძმების" წარმომადგენლებს ელოდნენ, რომელთანაც მოლაპარაკება უნდა გაემართათ.

ორი სოფლის მცხოვრებლები სუფსის ხიდთან შეიკრიბნენ, თუმცა, შპს "სამი ძმების" წარმომადგენელი არ გამოჩენილა.

_ ჯერ მდინარის კალაპოტში ღამით და მალულად შეიპარნენ. მერე დაიწყეს თავის მართლება, ლიცენზია გვაქვსო. ამის შემდეგ შეგვპირდნენ, მოვალთ და მოგელაპარკებითო. გაყვეს მდინარე შუაზე, ამოაცალეს ფსკერი და ახლა იმ მოგროვებული გორების წასაღებად შემოიპარებიან. ფეხს ვერ შემოდგამენ აქ! ამჟამად სუფსის კარიერში მუშაობს კომპანია "ქიუ ემ სი", რომლის წარმომადგენელმაც სოფელთან მოლაპარაკება აწარმოა და თითქმის მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოს შესრულებას შეგვპირდა. მათ შორის არის 50 ჰა ფართობის დახვნა და დათესვა. მემორანდუმს ხელი მოეწერა და ეს საკმარისია სოფლისთვის! მეტს სუფსა ვერ აიტანს და მადლობა გვითხრან, ერთი კარიერი თუ დავატოვებინეთ მდინარის კალაპოტში! ეს ახალ-ახალი მატყუარები მოგვშორდნენ აქედან! არ ეტყობათ, ვინც არიან?! დაიმალნენ კურდღლებივით! _ განაცხადეს შეკრებილებმა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ შპს "ქიუ ემ სი" ის კომპანიაა, რომლის წინააღმდეგაც სილაურში რამდენიმე თვის წინ ანალოგიური აქციები ეწყობოდა და ხალხი იმავე შემართებით ითხოვდა სუფსის ხეობიდან მათ წასვლას. მოგვიანებით, როგორც აქ თქვეს, ცნობილი გახდა, რომ ამ კომპანიამ სოფელთან მემორანდუმი გააფორმა, რომელშიც საუბარია სოფლისთვის 50 ჰექტარი საყანე ფართობის დახვნაზე, შიდა გზების მოწყობაზე და კიდევ სხვა სახის დახმარებებზე (რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს; ახლა, როცა ყანებში მოსავალი მალე უკვე ასაღები იქნება, როდის დახნავენ, რას გააკეთებენ და რომელ წელს, ამის შესახებ, დოკუმენტაციის მოპოვებისთანავე ვუამბობთ ჩვენს მკითხველებს. ავტ.).

_ ეს სოფელი და ეს მდინარე ჩვენია. 7-8 წელია, მდინარეში პატარები არ ჩასულან და არ უბანავიათ წესიერად, რომ ცურვა ისწავლონ. ქალაქებში ხალხი ფულს იხდის, რომ შვილებს ცურვა ასწავლონ, აქ კიდევ დასახრჩობ აუზებს გვიტოვებენ. წავიდნენ აქედან, არ დავინახოთ ესენი სოფელში შემოსული! შესახვედრად დაგვიბარეს და ამდენ ხალხს გვალოდინებენ. სამაგიეროდ, ღამით შეიპარებიან რიყეში ეს "კურდღლები". პიროვნულად არ ვერჩით არავის, მაგრამ წავიდნენ აქედან! _ განაცხადა სილაურელმა ზურაბ დარჩიამ.

_ რომ შემოვიდნენ და ჩადგნენ მდინარეში, ხომ დაინახეს, რომ იქ სხვა კომპანია იდგა? რატომ მივიდნენ? საბუთი აქვთ თუ რა? აქ მეტის ადგილი არ არის, _ თქვა ლიანა პაიჭაძემ, რომელსაც მისივე თანასოფლელი ელდარ დარჩია შეეწინააღმდეგა:

_ მაშინ იმასთან იყავი შეკრული და იმიტომ იძახდი, ჩვენზე კი არ ზრუნავდი, _ უთხრა დარჩიამ.

ამაზე ლიანა პაიჭაძე გაბრაზდა და ხმამაღლა მიმართა შეკრებილებს: "მე ერთი ვიყავი, ვინც "ქიუ ემ სის" გვერდით ვიდექი, გარწმუნებდით, რომ დაგვეხმარებოდა და ახლა თქვენ დგახართ ჩემ გვერდით".

ბადრი ლომაძე: "ძალად და ტყუილად ნურავინ შემოვა აქ, თორემ... 200 ბაღანა მარტო მე გამომყვება. ამ კორონამ ისეთი ხალხი დააბრუნა სოფელში, ცოცხალი რომ არ მეგონა. თუ კანონს ვერ აკანონებთ, ვისაც ეს გევალებათ და ჩვენ გვარბენინებთ აქ, ნახავთ, რანაირად დავუპირისპირდებით მათ და არავისთვის არ იქნება ეს კარგი. საქმე არ უნდა მივიყვანოთ აქამდე".

ადგილობრივმა მკვიდრმა მაია ზაქარიაძემ ოზურგეთის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსს, ლაშა თავაძეს, საკრებულოს დეპუტატებს სოფელ სილაურიდან და ბაილეთიდან _ გოჩა კილაძეს და პაატა კიღურაძეს, სოფლის გამგებელს გოგიტა ჯანხოთელს საყვედურით მიმართა:

_ რას გავს ეს? რას დაგვარბენინებთ თვეში სამჯერ ამ რიყეში? კი, ბატონო, დავწვები და ღამეს გავათევ ამ ხეობაში, მაგრამ შედეგი რა იქნება? მთავრობა თქვენ ხართ და არ შემოუშვათ ამ ხეობაში. იურისტები თქვენ გყავთ, ძალა თქვენ გაქვთ და ჩვენ სანამდე ვირბინოთ აქ _ შედეგი არ უნდა დადგეს? გაგვიფუჭდა ბოსტანი, ყანა. უამრავი საქმე გვაქვს, ტყუილად სირბილს რა აზრი აქვს? _ თქვა ზაქარიაძემ.

მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლაშა თავაძე შეეცადა, აეხსნა მისთვის, რომ ხელისუფლება გადამწყვეტი სიტყვის უფლებას ხალხს აძლევს. მით უფრო, როცა საქმე ეხება სოფელში ეკოლოგიურად საფრთხის შემცველ ქმედებებს. თუმცა, მაია ზაქარიაძემ მოსმენა აღარ ისურვა და გაბრაზებული წავიდა სახლისკენ.

სილაურის თემის მცხოვრებთა ყრილობა, საბოლოოდ, ისე დასრულდა, რომ შპს "სამი ძმების" წარმომადგენლები მათთან შესახვედრად არ მივიდნენ. თავის მხრივ, შეკრებილებმაც ფიცივით დაიბარეს, რომ მათ სუფსის ხეობაში აღარ შემოუშვებდნენ:

_ ჩემი აზრით, ისინი აქ აღარ მოვლენ, _ თქვა ბაილეთის დეპუტატმა ოზურგეთის საკრებულოში, პაატა კიღურაძემ.

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა შპს "სამი ძმების" წარმომადგენლებს. ისინი შეგვპირდნენ, რომ სათანადო დოკუმენტაციით რედაქციაში გვსტუმრებოდნენ. მართლაც "სამი ძმების" დირექტორი ივერი ფუტკარაძე რედაქციაში გვესტუმრა და მოიტანა სხვადასხვა დოკუმენტაცია, რომელიც, მისივე თქმით, ახალი და კანონიერია:

_ პირველ რიგში, გთხოვთ, დაწეროთ სიმართლე. ასე გვჯერა და ამიტომ მოვედით თქვენს რედაქციაში.

_ ბატონო ივერი, შეპირების თანახმად, რატომ არ გამოცხადდით ყრილობაზე, სადაც მოსახლეობა ერთი საათის განმავლობაში გელოდათ?

_ ჩვენ გვქონდა სასამართლო პროცესი ბათუმში. დაგვაჯარიმეს ათასი ლარით _ ერთ-ერთ ობიექტზე მოხდა გადაცდომა. ეს იყო მიზეზი.

_ თუმცა, ერთი წარმომადგენლის გამოგზავნა მაინც შეიძლებოდა. ხალხი გელოდათ...

_ კი, მართალი ბრძანდებით, მაგრამ არ მოხერხდა. ისე კი, გვინდა, იცოდეთ, რომ ჩვენ სამჯერ ვცადეთ, შევხვედროდით სოფლის წარმომადგენლებს. ამას ვერ უარყოფს ვერც დეპუტატი და ვერც გამგებელი. ბაილეთის დეპუტატმა პაატა კიღურაძემ გვითხრა, სოფელთან დაალაგეთ ურთიერთობა და მე არაფერს გერჩითო. როგორ დავალაგოთ, როცა გარკვეული პირები ხალხს ჩვენზე აქეზებენ? სიცრუეა ის, რომ ჩვენ, თითქოს, არ გვაქვს ლიცენზია, გვადევს ყადაღა, არ ვართ რეგისტრირებული წიაღის სააგენტოში, არ გვაქვს წარმოების წლიური გეგმა და ასე შემდეგ. აგორებულია ისეთი კამპანია, თითქოს, ჩვენ ვანგრევთ და ვაქცევთ სუფსის ხეობას. რაც ჩამოვთვალე, ამ ყველაფრის ნახვა შესაძლებელია წიაღისეულის სააგენტოს ვებ-გვერდზე. მოგიტანეთ დოკუმენტაციის ორიგინალები, ასლებს გიტოვებთ. თავს კი არ გაცოდებთ, სიმართლე დაწერეთ. თუ გავმტყუნდებით, სამართალმა პასუხი გვაგებინოს და ამას თქვენც დაინახავთ, _ თქვა ფუტკარაძემ და განმარტა, რომ სახელმწიფოსთან მის კომპანიას ვალდებულება აქვს აღებული, რის შესრულების საშუალებასაც არ აძლევენ კონკრეტული ძალები:

_ თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს. შპს "ნატა" და შპს "სამი ძმა" არის ერთი და იგივე კომპანია. ყადაღა გვედო იმიტომ, რომ კომპანია იყო გასხვისებული გარკვეულ პერიოდში და მფლობელმა არ შეასრულა ვალდებულებები _ არ გადაიხადა გადასახადები. ვიბრძოლეთ და მივაღწიეთ იმას, რომ შემოსავლების სამსახურმა ყადაღა მოგვიხსნა. უნდა ვიმუშაოთ კანონის დაცვით, რომ ჯერ ეს ვალდებულება შევასრულოთ.

რაც შეეხება სოფლის მოსახლეობას, ჩვენ მათ ვერ მოვატყუებთ და მილიონებს ვერ შევპირდებით. ჯერჯერობით კი, მათ ვუდებდით პირობას, რომ საყანე ფართობებთან გავაკეთებდით ჯებირებს. არ შევეხებოდით ტერიტორიას, რომელიც საყანე ნაწილს ეკვრის. ასევე, გავუკეთებდით გზას, მივაწვდიდით ხრეშს, სხვა მასალას ჭირსა თუ ლხინში. ვიმეორებ, მილიონების შეპირებით ჩვენ ხალხს ვერ მოვატყუებთ ან თავს ვინ იტყუებს ასე მარტივად? ჩვენ ხალხზე მეტად გვედავება არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოს" წარმომადგენელი ირმა გორდელაძე. მან ზუსტად ასე გაგვიცხადა: "ყველაფერი რომ კანონის სრული დაცვით გქონდეთ აკინძული, მაინც არ გვინდა, ფეხებზე მკიდია ეს ქაღალდები. აქ თუ წავაგე, მერე ყველგან წავაგებო". გეკითხებით, რა სიტყვა-პასუხია ეს, ან არის თუ არა ეს მუქარა, რომ მართალიც რომ იყო, გაგამტყუნებ და მოგერევიო? ჩვენ, უკიდურეს შემთხვევაში, მივმართავთ სასამართლოს, რომ კანონიერ მუშაობაში გვიშლიან ხელს, _ გვითხრა ფუტკარაძემ.

თავის მხრივ, ირმა გორდელაძემ ჩვენთან განმარტა, რომ "სამი ძმები" კანონდარღვევით მუშაობს, იტყუება და მათ სოფელი ეწინააღმდეგება.

_ მათ სურთ, ყველაფერი მე გადმომაბრალონ და ისე მოაჩვენონ თავი, თითქოს, ხალხი კი არ არის წინააღმდეგი, ჩვენ "ვაბუნტებთ" მათ. ხომ ნახეთ, რომ არ მოვიდნენ ყრილობაზე? სასამართლოში ახლა ჩვენ შეგვაქვს სარჩელი, _ თქვა გორდელაძემ.

შპს "სამი ძმების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ყველაზე ადრე მუშაობდნენ სუფსის ხეობაში. თავის მხრივ, "ქიუ ემ სი" განმარტავს, რომ ისიც დიდი ხანია, მუშაობს და ორ სოფელს უკვე მემორანდუმი გაუფორმა.

 "გურია ნიუსი" აქტიურად მიადევნებს თვალს ამ პროცესებს და მკითხველს უამბობს, რა ხდება არა მარტო კარიერებით ავსებულ და აოხრებულ ჩვენი მდინარეების ხეობებში, არამედ სხვადასხვა კომპანიებში და ასევე, ამ კომპანიებს შორის. ხომ არ აქვს ადგილი მიკერძოებებს, მჯობნის მჯობნის პრინციპით პოზიციების დაკავებას და არა კანონის გათვალისწინებით, რეგულაციების დაცვით მუშაობას.




 ახალი ამბები
  • სამოქალაქო აქტივისტები კომენდანტის საათს არ ემორჩილებიან - საპროტესტო მსვლელობა თბილისშირუსთაველის გამზირზე აქცია-მსვლელობა დაიწყო, სამოქალაქო აქტივისტები ამ ფორმით კომენდანტის საათის არ ემორჩილებიან და არსებულ შეზღუდვებს აპორტესტებენ. აქციაზე პოლიტიკური მოთხოვნებიც ისმის და მოითხოვენ ირაკლი ფანგანის გათავისუფელბას, რომელიც დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილსთვის ნაგვის დაყრის გამო დღეს დააკავეს.  აქცია მსვლელობა რუსთაველის გამზირზე დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის დროს ... ...
  • ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავესირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 30 წლის ირაკლი ფანგანის დაკავების ფაქტს „ნაციონალურ მოძრაობაში“ადასტურებენ. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, დაკავებული მოძრაობა „ალტერატივას“ წევრია და ის დაკავების დროს ოფისში იყო. გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით მიმდინარეობს. „მოსამართლის განჩინებით დააკავეს რამდენიმე წუთის წინ. ის „ალტერნატივას“ წევრია. დაკავებულია 156-ე მუხის მეორე ნაწილით. ამ მუხლით პირველი დაკავებულია ქვეყანაში. ეს დაკავება „ქართულ ოცნებას“ სჭირდებოდა იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკოს უთხრას - ნუ გეშინიათ, შემოდით პარლამენტში და უმაღლეს საბჭოში და თუ ვინმე შეგეხებათ, დაისჯება. სწორით ამით სურთ, შეიყვანონ პოლიტიკოსები პარლამენტში. მოსაწონი არ იყო ფაქტი, მაგრამ მიზეზზე უნდა ვიმჯელოთ, რამ გამოიწვია“, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა. ირაკლი ჩავლეიშვილმა ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა. 23 იანვარს, ბათუმში, ბულვარში მიმდინარე აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა მონაწილემ მას თავზე ნარჩენები დააყარა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ჩავლეიშვილს აქციაზე გამოჩენის უფლება არ ჰქონდა, რადგან ის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით მოხვდა და დაარღვია შეთანხმება. ჩავლეიშვულმა აქცია პოლიციის დახმარებით დატოვა. აქცია ბათუმში - შეკრებილები ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობას აპროტესტებდნენ. აქტივისტები ამბობენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი შენობის მშენებლობა დაუშვებელია და კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის მიერ ირაკლი ჩავლეიშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ ... ...
  • დღეს, კომენდანტის საათის დაწყებისთანავე, რუსთაველზე საპროტესტო სეირნობა იწყებადღეს, საღამოს 9 საათის შემდეგ, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო სეირნობას აანონსებენ. ამ ფორმით ისინი კომენდანტის საათს გააპროტესტებებ.  ამის შესახებ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, ერთერთმა გამომსვლემა ისაუბრა.  შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში შეზღუდვების გასაპროტესტებლად მასშტაბური აქცია კანცელარიასთან მიმდინარეობს.  აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 48-საათიანი ვადა მისცეს გამოხმაურებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახელისუფლო შენობების პიკეტირებაა დაგეგმილი. წყარო: ... ...
  • "ფოთი პატარა, დაშინებული ქალაქია“ _ ანა იოსავა თევზის სუნის პრობლემას ებრძვისარასამთავრობო ორგანიზაცია “გამოიღვიძეს” დამფუძნებელი ანა იოსავა 10 იანვარს, ქალაქ ფოთში აქციის მსვლელობის დროს სამ პირთან ერთად დააკავეს. სასამართლო პროცესი 27 იანვარს არის ჩანიშნული. როგორც ანა ამბობს, მას ემუქრება ან _ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ან _ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 1 წლის ვადით, ან _ ფულადი ჯარიმა 1000-დან 1500 ლარამდე. „გურია ნიუსი“ ანა იოსავას ესაუბრა. _ როგორ მოხდა თქვენი დაკავება? _ აქცია მოვაწყვეთ ფოთის მერიასთან _ ვაპროტესტებდით ქალაქში თევზის სუნს და ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან შეხვედრას ვითხოვდით. მერმა მოგვატყუა და დაპირების მიუხედავად, ჩვენთან შესახვედრად არ მოვიდა. შემდეგ გადავინაცვლეთ გოჩა კურდღელიას სახლთან, სადაც მისი ნათესავები დაგვხვდნენ, რომლებიც იძახდნენ, რომ იქვე ცხოვრობენ, მაგრამ მეც იმავე სამეზობლოში ვცხოვრობ და იქ მყოფი ადამიანების უმრავლესობა პირველად ვნახე. ჩვენ სამნი ვიყავით და დაგვხვდა 25 კაცი. ისინი გვაყენებდნენ შეურაცყოფას. ქალაქის მერის ნათესავსა და აქციის წევრს შორის მოხდა შელაპარაკება, რის გამოც აქციის წევრები დააკავეს. მინდოდა ჩემი აქტივისტი გამეთავისუფლებინა და პოლიციას ვკითხე მიზეზი, რის საფუძველზე აკავებდნენ. ამის შემდეგ მეც დამაკავეს. დაკავების მიზეზად ხულიგნობა, ძალადობა, შეურაცხყოფა დაასახელეს, მაგრამ ჩემი მხრიდან ასეთი არაფერი მომხდარა _ მაქვს ყველაფრის ვიდეო მტკიცებულება. სამართალდამცავებმა ჩვენ დაგვიჭირეს და ვინც შეურაცხყოფას გვაყენებდა, მათი საქციელი რეაგირების გარეშე დატოვეს. _ ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას სახლთან მისვლის მიზანი რა იყო?       _ ჩვენი მიზანი იყო გოჩა კურდღელიასთვის პირადად გვეთქვა, რომ მეორე დღეს იგეგმებოდა აქცია და იქ ველოდებოდით. მაგრამ დაგვხვდა აგრესიულად განწყობილი ადამიანები. _ ამ აქციის შემდეგ დაანონსებული იყო ყოველდღიური აქციები... _ აქციები გრძელდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ფოთის მოსახლეობა არ იღებს ხმას. ფოთი პატარა, დაშინებული  ქალაქია. ყველა ყველას იცნობს და ერთმანეთის ხათრით არ გამოდიან გარეთ. პლიუს ამას, ფოთელები მუშაობენ პორტში, სადაც წილი აქვს ფოთის მერს გოჩა კურდღელიას. არ დაგვიდგა ხალხი გვერდით და 20 კაცის პროტესტი უშედეგოა. _ რამდენი ხანია, რაც თევზის სუნია ქალაქში? _ სამი წლის განმავლობაში. როგორც ვიცით, ფოთში თევზის გადამამუშავებელი ორი ქარხანაა, რომელიც პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიას საკუთრებაა. ამ ქარხნების ხელმძღვანელობა ყველა არჩევნების დროს „ქართულ ოცნებას“ სწირავს ფულს და ამიტომ არ აჩერებენ, ჩვენ რაც არ უნდა ვაპროტესტოთ. ვიცი, რომ ასე მარტივი არაა ამ ყველაფრის მოგვარება, მაგრამ ვცდილობ ყველანაირად. ამ ქარხნებს ისეთი ადამიანები აფარებენ ხელს, რომლებსაც მთელი ქალაქი „ხელში უჭირავთ“. _ როგორც ვიცი, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეამოწმებს ქარხნებს და დაადგენს პრობლემის მიზეზებს... _ მე მაქვს ინფორმაცია სპეციალურ ჯგუფებზე, რომელიც შეამოწმებს ქარხნების მუშაობას, მაგრამ მე არ მჯერა მათი. ორ კვირაში თევზჭერის სეზონი მთავრდება და ისედაც აღარ იქნება სუნი. მერე იტყვიან, რომ მოაგვარეს პრობლემა. დარწმუნებული ვარ მომავალ წელს სუნი მაინც იქნება. ქალაქში 3-4 წლის განმავლობაშია თევზის სუნი და აქამდე რატომ არ შექმნეს ეს ჯგუფი, ხომ იცოდნენ რომ ხალხი ამას წლების მანძილზე აპროტესტებდა. გამკეთებელი აქამდე გააკეთებდა. თევზის სეზონის მიწურულ პერიოდში რატომ აკეთებენ სამუშაო ჯგუფს? ეს დღეები შტორმის გამო ვერ გავიდნენ გემები ზღვაში და ვერ შეიტანეს ქარხნებში თევზი, ამიტომაც არ არის სუნი. ამბობენ, რომ პრობლემა მოგვარდა. მაგრამ ეს ხომ დროებითია?! _ სოციალურ ქსელში ვრცელდება შენი ერთ-ერთი პირდაპირი ჩართვა, სადაც ამბობ, რომ დაიწყეს შენი დაშინება. შეგიძლია, აგვიხსნა რას გულისხმობ? _ ნადვილად დაიწყეს ჩემი დაშინება, ხალხის მოგზავნა და მე ეს მიხარია _ ეტყობა, სერიოზულად მიმიღეს. მე შევქმენი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლისთვისაც ვეძებ ფინანსებს. მოვიდა ადამიანი, რომელიც ყველანაირ ფინანსურ უზრუნველყოფას მთავაზობდა. თუ მე დავთანხმდებოდი ამ შემოთავაზებას, იძულებული გავხდებოდი, ყველაფერი ისე მეკეთებინა, როგორც მეტყოდნენ. მე ვიცი, რომ ეს ადამიანი მოგზავნილი იყო. მინდა, მოგვარდეს ეს პრობლემა, ამიტომ უარი ვთქვ ი ამ შემოთავაზებაზე. მე მინდა ჩემი ორგანიზაცია სამართლიანი იყოს და არა ვინმეზე დამოკიდებული.  _ რა გეგმები გაქვთ მომავალში? _ გადავწყვიტე, ეს პრობლემა კანონიერად მოვაგვარო. მაგალითად, გეგმაში მაქვს, მივიდე გარემოს დაცვის ინსპექციასთან და მოვთხოვო პასუხი, რატომ არაფერს არ აკეთებენ. რიონი ბინძურდება, ჰაერი ბინძურდება, ხალხი იწამლება. რადგან მე მარტო ვარ და მთელ ქალაქში მხოლოდ 20 კაცი აპროტესტებს ამ სუნს, გადავწყვიტე მარტომ მოვაგვარო ეს ... ...
  • "მდგომარეობა კრიტიკულია, გთხოვთ, გადავარჩინოთ ჩემი ძამიკო""გთხოვთ გადავარჩინოთ, ჩემი ძამიკო", _ თხოვნის შემცველი წერილით "გურია ნიუსს" თამუნა ბაიაჯანმა მიმართა. "ძალიან გვჭირდება თქვენი თანადგომა და დახმარება. 20 წლის ბაკო ბაიაჯანს, აქვს თავის ტვინის სიმსივნე. მას ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და სასწრაფოდ საჭიროებს განმეორებით ოპერაციას, რომელიც უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ. სამწუხაროდ, მდგომარეობა არის კრიტიკული, თითოეული დღე მისი სიცოცხლისთვის არის გადამწყვეტი. ოპერაცია დაკავშირებულია დიდ თანხებთან, რისი შესაძლებლობაც უკვე აღარ გვაქვს. გთხოვთ, გავერთიანდეთ, გადავარჩნოთ კიდევ ერთი სიცოცხლე. თქვენ მიერ გაღებული თითოეული ლარიც კი მისი სიცოცხლის გადასარჩენად ძალიან მნიშვნელოვანია.  მადლობა თანადგომისთვის, _ გვწერს თამუნა ბაიაჯანი და იქვე ბაკოს დასახმარებლად შექმნილი ანგარიშის ნომრებს უთითებს: მიმღები თამუნა ბაიაჯანი (და) TBC ბანკი #GE24TB7502445061600004 საქართველოს ბანკი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....