"განათლება არ არის საჭირო" _ ვის რა თანამდებობა უნდა ჩოხატაურის საკრებულოში

gurianews.com

მთავარი თემა

"განათლება არ არის საჭირო" _ ვის რა თანამდებობა უნდა ჩოხატაურის საკრებულოში

2017 ნოე 17 14:28:53

ორშაბათს, 12 საათზე, ჩოხატაურის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. პირველი საკითხი, რომელიც დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაა. ჩვენი ინფორმაციით, ამ თანამდებობას მოქმედი თავმჯდომარე ზაალ მამალაძე დაიკავებს, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერია.

როგორც დეპუტატები პირად საუბრებში ამბობენ, ეს საკითხი გადაწყვეტილია და მამალაძის კანდიდატურას წინააღმდეგობების გარეშე დაამტკიცებენ, რასაც ვერ ვიტყვით მისი მოადგილის კანდიდატურებზე.

ეს თანამდებობა სამ ადამიანს უნდა _ ზვიად მამალაძეს, მანანა მინდაძეს და ვლადიმერ სიხარულიძეს, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას გასული 3 წლის განმავლობაში იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ მინდაძეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობა ადრეც სურდა, თუმცა, დეპუტატთა უმრავლესობამ მაშინ არჩევანი სიხარულიძეზე გააკეთა.

რას იზამენ ამჯერად, ჯერ ისევ უცნობია _ ხალხის რჩეულთა მოსაზრებები ამ საკითხზე სხვადასხვაგვარია. მით უმეტეს, რომ ჩვენი ინფორმაციით, მინდაძე და მამალაძე, სიხარულიძისგან განსხვავებით, პოზიციების გასამყარებლად დედაქალაქს ესტუმრნენ და ლობისტების მოძიება სცადეს.

ზვიად მამალაძე ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობის სურვილი აქვს:

_ მართალია თბილისში ვიყავი, თუმცა, ჩემი ვიზიტი პოლიტიკურ საქმიანობას არ უკავშირდებოდა. პირად საქმეზე გახლდით. ნამდვილად არ მიძებნია ლობისტები. გიდასტურებთ, რომ მაქვს სურვილი, ვიყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თუმცა, ეს დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ საკრებულოს სხდომაზე, _ გვითხრა მამალაძემ.

მისივე თქმით, სურვილის ასასრულებლად ფარულ მოლაპარაკებებს არავისთან მართავს და არჩევანს კოლეგებს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მიანდობს.

დედაქალაქში ყოფნის შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურა მანანა მინდაძემ, თუმცა, აღნიშნა, რომ ეს საკრებულოს დაგეგმილ სხდომას არ უკავშირდებოდა:

_ ერთი დღით ვიყავი პირად საქმეზე. არანაირი ლობისტი არ მიძებნია და არც მჭირდება. არც ეს თანამდებობა მჭირდება. მაქვს სამსახური, რის გამოც ვჩერდები ჩოხატაურში და სხვა ამბიცია არ მაქვს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მანანა მინდაძემ.

_ ქალბატონო მანანა, როგორც ვიცით ზვიად მამალაძესთან ახლობლობთ. ცნობილია, რომ მას  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობა უნდა. მასთან ხომ არ გქონდათ მასთან მოლაპარაკებები და ხომ არ გადაგაფიქრებინათ?

_ არა. არანაირი მოლაპარაკება ამ საკითხზე არ ყოფილა. მართლა არ მსურს ეგ თანამდებობა. ადრე იყო ამაზე საუბარი, წინა მოწვევის საკრებულოს ვგულისხმობ, მაგრამ მაშინ ეს პარტიის მოთხოვნა იყო და არა ჩემი. მე მაქვს ძალიან კარგი სამსახური და მაქვს ბევრი პროექტი გასახორციელებელი. სწორედ ამიტომ ვარ საკრებულოში, სადაც კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ თანამდებობა არ მჭირდება, _ გვითხრა მინდაძემ.

მინდაძისგან განსხვავებით, ვლადიმერ სიხარულიძე გვიდასტურებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობა სურს. ამბობს, რომ ვინ იქნება ამ პოსტზე, ხალხის რჩეულებმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტონ და არ აპირებს, ამის გამო ვინმეს „მფარველობა“ სთხოვოს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მსგავსად, საკმაოდ დიდი „კონკურსია“ კომისიებში თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად. როგორც გავარკვიეთ, ამბიციები ბევრს აქვს, თუმცა, თანამდებობა მხოლოდ ხუთია.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეობა დავით გუდავაძეს სურს, რომელიც გასული მოწვევის საკრებულოშიც იკავებდა ამ თანამდებობას:

_ ამბიცია როგორ არ მაქვს? რატომ არ უნდა ვიყო? არაფერი დამიშავებია. პირიქით, ძალიან კარგი პროექტებიც შევთავაზე მუნიციპალიტეტს. თუმცა, არ ვიცი, რა იქნება. ისე მოვიქცევი, როგორც პარტია დამავალებს, _  აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გუდავაძემ.

ეს თანამდებობა გოგოლესუბნის მაჟორიტარ დეპუტატს აკაკი ყაჭეიშვილსაც სურს:

_ არ ვიცი ჯერ არაფერი. როგორც გადაწყვეტენ, ისე იქნება, _ გვითხრა ყაჭეიშვილმა.

წყაროს თქმით, ამავე კომისიის ხელმძღვანელობა გორაბერეჟოულის მაჟორიტარ დეპუტატს დავით ტყეშელიაძეს უნდა:

_ მე ისიც კი არ ვიცი, როდის არის სხდომა ჩანიშნული. რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარეობას, ამბიცია მაქვს, მაგრამ მაგ კომისიაზე არ მიფიქრია, უფრო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაზე ვფიქრობ, _ გვითხრა ტყეშელიაძემ.

ამავე კომისიის თავმჯდომარეობა უნდა გუთურის მაჟორიტარ დეპუტატს ლაშა თოლორდავას.

როგორც გავიგეთ, მას მხოლოდ საშუალო სკოლა აქვს დამთავრებული, თუმცა ამაზე საუბარი ჩვენთან არ სურს:

_ კომენტარს არ ვაკეთებ ამ თემაზე, _ გვითხრა თოლორდავამ.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული კომისიის თავმჯდომარეობა შალვა ჩანტლაძესაც სურს:

_ ამაზე არავისთან მისაუბრია. ჯერ ეს თემები არც კი განგვიხილავს და შესაბამისად, არაფრის თქმა არ შემიძლია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩანტლაძემ.

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ მარინა ბერაძე განიხილება, რომელსაც კონკურენტებიც გამოუჩნდნენ.

ჩვენი წყაროს თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ზვიად მამალაძეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არ აირჩევენ, უკვე წინასწარ შეთანხმებული საკითხი, რომლის თანახმადაც ფრაქცია „ქართული ოცნება“ (მამალაძე ამ ფრაქციას ხელმძღვანელობდა) სიის მეორე ნომერს ბექა გამდლიშვილს უნდა ჩააბარონ, აღარ გავა _ მამალაძე ისევ ფრაქციას უხელმძღვანელებს, ხოლო გამდლიშვილი, რომელიც პროფესიით იურისტია, იურიდიულ საკითხა კომისიის თავმჯდომარის პოსტზე იქნება წარდგენილი:

_ არ არის ეგრე მარტივად. არავინ იცის წინასწარ, რა იქნება. დაველოდოთ ორშაბათს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დეპუტატები, _ გვითხრა გამდლიშვილმა და მხოლოდ ის დაგვიდასტურა, რომ მისი კანდიდატურა ფრაქციის თავმჯდომარედ განიხილება.

მარინა ბერაძე ამბობს, რომ თანამდებობა არჩევითია და თუ ვინ უნდა წარადგინოს მმართველმა გუნდმა, ეს გუნდის შიგნით, ერთობლივი მსჯელობის შედეგად გაირკვევა:

_ ე ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და როვორც გუნდი გადაწყვეტს, ისე მოვიქცევი. ჩვენ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ, _ გვითხრა ბერაძემ.

კონკურენციაა სოციალურ საკითხთა კომისიის პოსტზეც _ აქ პრეტენზიას კლოდი მდინარაძე და ქეთევან სიხარულიძე აცხადებენ.

_ სურვილი მაქვს და ვნახოთ, რა იქნება. ეს დეპუტატების გადასაწყვეტია, _ გვითხრა სიხარულიძემ.

ამ თანამდებობის დასაკავებლად კოლეგების მხარდაჭერის იმედი აქვს კლოდი მდინარაძესაც, რომელსაც, როგორც გავარკვიეთ, უმაღლესი განათლება არ აქვს, თუმცა, ამბობს, რომ ეს არც არის საჭირო:

_ როგორც ვიცი, განათლება არ არის საჭირო. ასე მითხრეს, იურისტებმა. მე კოლეჯი მაქვს დამთავრებული ოზურგეთში _ კომპიუტერული მართვის განხრით, თუმცა, ესეც არ ყოფილა აუცილებელი, მაგრამ მაქვს, _ გვითხრა მდინარაძემ, რომელსაც იმედი აქვს, რომ კოლეგები აღნიშნულ თანამდებობაზე მხარს დაუჭერენ.

 „კონკურსია“ ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზეც _ ამ სკამის დაკავება თითქმის ყველა დეპუტატს უნდა. როგორც გვითხრეს, თუ მამალაძემ სიხარულიძეს აჯობა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა, მაშინ ამ პოსტს ვლადიმერ სიხარულიძე დაიკავებს, თუმცა მსურველები იმდენად ბევრნი არიან, არ არის გამორიცხული, რომ ხმები გაიყოს _ ამის პრეცენდენტი კი ჩოხატაურის წინა მოწვევის საკრებულოში რამდენჯერმე დაფიქსირდა.

დეპუტატებს ამ თემებზე ღიად საუბრები არ უნდათ, პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ ყველაფერს შიდა მოლაპარაკებები გადაწყვეტს. თუმცა, აღნიშნავენ იმასაც, მითითებები პარტიის ცენტრალური ოფისიდანაც მოდის, სადაც ჩოხატაურელი კანონმდებლები თითქმის ყოველდღე ჩადიან და „პატრონის“ ნახვას ცდილობენ. ასეთი „პატრონები“ კი თითქმის ყველა მათგანს ჰყავს _ ზოგს ძლიერი, ზოგსაც შედარებით სუსტი, მაგრამ ფაქტია, რომ  „ოცნების“ დეპუტატების დიდი ნაწილი, როგორც სიაში, ასევე, მაჟორიტარებად, სწორედ გავლენიანი ნაცნობების წყალობით აღმოჩნდნენ და ეს არც დაუმალავთ.

მარტივად რომ ვთქვათ, „ქართულ ოცნებას“ ჩოხატაურის საკრებულოში სულ 30 დეპუტატი ჰყავს (აქედან 21 მაჟორიტარია და 9 სიით გასული) და ვაკანტური 8 თანამდებობაა. იმის გათვალისწინებით, რომ გადამოწმებული ინფორმაციით თანამდებობის დაკავება 20-ზე მეტ დეპუტატს სურს, ფაქტია, რომ ორშაბათს, საკრებულოს პირველი სხდომა საკმაოდ დაძაბული იქნება.

კიდევ ერთი დეტალი _ ჩვენ მიერ მოპოვებული და გადამოწმებული ინფორმაციით, ჩოხატაურის საკრებულოს უმრავლესობა ხვალ საგანგებო სხდომას მართავს, სადაც სწორედ იმ თემებზე იმსჯელებენ, რომელზეც უკვე გესაუბრეთ. თუ წარსულ გამოცდილებას დავეყრდნობით, სავარაუდოა, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის იქნება და თანამდებობები მაინც „ზევიდან“ გახორციელებული ზარების და შიდა გარიგებების მიხედვით გადანაწილდება და ნაკლებ სავარაუდოა, რომ საჯარო მოხელეები პროფესიონალიზმის მიხედვით შეარჩიონ.

მით უმეტეს, რომ როგორც დეპუტატები ამბობენ (კანონში ამაზე არაფერი წერია და შესაბამისად საკრებულოს თანამდებობის პირს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი არ სჭირდება) „განათლება საჭირო სულაც არაა“!


ნახვა: 1086


 ახალი ამბები
  • რატომ გაათავისუფლა გურიის გუბერნატორმა მოადგილე, რომლის შესახებაც "არაფერი იცის"ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ, ყოფილი გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის კადრების გათავისუფლება დაიწყო. წყაროს თქმით, მან თანამდებობიდან წასვლა უკვე მოსთხოვა მოადგილეს არჩილ ყაზაიშვილს. აღნიშნულ ინფორმაციას ნასარაია არ ადასტურებს და ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის(?!): _ მე არავინ არ გამითავისუფლებია ჯერ. _ საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა? _ არ ვიცი არაფერი. _ ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სიმართლე არ შეესაბამება? _ მე არ ვარ გურიაში. გუშინ თბილისში ვიყავი და ახლა გზაში ვარ. _ ბატონო ზურაბ,  არჩილ ყაზაიშვილისთვის არ გითქვამთ, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადება დაეწერა? _ ჩამოვალ და ვნახოთ, _ აღნიშნა გურია ნიუსთან“ საუბრისას ნასარაიამ. ის, რაც მხარის პირველმა პირმა არ დაგვიდასტურა, დაადასტურა არჩილ ყაზაიშვილმა, რომლის თქმით, განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე პარასკევს დაწერა: _ კი, ბატონო, დაწერილი მაქვს განცხადება, _ გვითხრა ყაზაიშვილმა. გუბერნატორის უკვე ყოფილი მოადგილე, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს: _ ბატონო არჩილ, მიზეზად რა გითხრეს, როცა განცხადების დაწერა მოგთხოვეს? _ ალბათ სხვას მოიაზრებს მოადგილედ. ახალი გუბერნატორია და მისი გუნდის წევრი სურს. მოიყვანოს. _  როდის მოგთხოვათ თანამდებობის დატოვება? _ გვქონდა ჩვენ ამაზე საუბარი რამდენიმე დღის წინ და პარასკევს დავწერე განცხადება 24 სექტემბრიდან გათავისუფლების თაობაზე. _ ბატონო არჩილ, თქვენ მერაბ ჭანუყვაძის გუნდის წევრად მოიაზრებოდით და ხომ არ ფიქრობთ, რომ სამსახურიდან გათავისუფლება სწორედ ამას უკავშირდება? _ მაგას ვერ დაგიდასტურებთ, რადგან დეტალებზე საუბარი არ ყოფილა. _ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაგატოვებინეს თანამდებობა? _  ეს არის პოლიტიკური და არა პროფესიული თანამდებობა. შესაბამისად, როგორც პრემიერს სურს მისი გუნდი ყავდეს, ისე  სურს გუბერნატორსაც, რომელსაც აქვს ამის უფლება და შესაძლებლობა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ყაზაიშვილმა. რაც შეეხება დანარჩენ მოადგილეებს _ ამ ეტაპზე უცნობია,  დარჩებიან თუ არა თანამდებობებზე ქეთი მოისწრაფეშვილი და გია ებრალიძე. ორივე მათგანი ამ თანამდებობებზე ჭანუყვაძის გუბერნატორობამდე მუშაობდნენ და არ არის გამორიცხული, რომ ნასარაიამ ორივე დატოვოს. თუმცა, არის ერთი დეტალი _ მოისწრაფეშვილი საკმაოდ დიდი სკანდალშია გახვეული. როგორც ვწერდით, მისი გვარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოხვდა. მაკონტროლებელ უწყებას მის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეაქვს, რადგან უდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ აუქციონზე 2.5 თეთრად გაყიდული 1 კვადრატული მიწის ნაკვეთი, აუქციონიდან 4 დღეში, ამავე ფასად მყიდველისგან შეიძინეს მოისწრაფეშვილის მამამ და ძმამ, რომლებმაც მიწის ნაწილი, შეძენიდან ერთ კვირაში გაყიდეს _ როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ერთ ნაწილში 18 დოლარი აიღეს, მეორე ნაწილში კი _ 21 დოლარი (საუბარია ერთ კვადრატული მიწის ფასზე). „გურია ნიუსმა“ დაადგინა, რომ იმ დროს, როცა მოისწრაფეშვილებმა მიწის ნაკვეთები შეიძინეს, უმუშევრები იყვნენ _ გუბერნატორის მოადგილის მამას არანაირი შემოსავალი არ უფიქსირდება; ასევე, შემოსავალი არ აქვს მის ძმას, რომელიც სტუდენტია. გურიის გუბერნატორი ამბობს, რომ მოისწრაფეშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც დასკვნას გაეცნობა. მიუხედავად იმისა, რომ დასკვნა რამდენიმე დღეა ოზურგეთშია ჩამოსული, ნასარაია ამბობს, რომ არ უნახავს და ამ თემაზე კომენტარსაც ვერ გააკეთებს. „გურია ნიუსის“ წყაროს თქმით, ამ თემას მთავარი პროკურატურა აუდიტის სამსახურის წერილის საფუძველზე უკვე სწავლობს. ამავე თემაზე: რა წერია აუდიტის დასკვნაში და რატომ შეაქვთ ეჭვი გუბერნატორის მოადგილის კეთილსინდისიერებაში ... ...
  • რიკოთის გვირაბში ღამით ავტოტრანსპორტის მუშაობა აიკრძალებარიკოთის გვირაბში 24 და 25 სექტემბერს ღამის 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, დროის ამ მონაკვეთში გვირაბში, ზაფხულის პერიოდში ინტენსიური მოძრაობის შედეგად, ავტომატური მოწყობილობები და სანათი საშუალებები ავტომანქანების გამონაბოლქვისგან გაიწმინდება და გაირეცხება.  ავტომობილებს გვირაბის შემოსავლელ გზაზე მოუწევთ მოძრაობა. ამ გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. ამ რეჟიმით მოძრაობას ზედამხედველობას და კოორდინაციას  საპატრულო პოლიცია ... ...
  • როგორ ანაზღაურდება დიალიზით მკურნალობა და თირკმლის ტრანსპლანტაცია საქართველოშიდევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფრომაციით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზეა განმარტებული, პროგრამის მიზანია თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება. უწყების ცნობით, პროგრამის მოსარგებლეები არიან თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებული და/ან ორგანოგადანერგილი საქართველოს მოქალაქეები, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი სხვა პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად. პროგრამა მოიცავს ჰემოდიალიზით უზრუნველყოფას, მათ შორის: ნეფროლოგის კონსულტაციას; კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს საჭიროების მიხედვით; მედიკამენტებით უზრუნველყოფას - საჭიროების შემთხვევაში; სისხლძარღვოვანი მიდგომის უზრუნველყოფას. ასევე, პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა, მათ შორის: ნეფროლოგის კონსულტაცია; კათეტერის იმპლანტაცია/ექსპლანტაცია; კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები - საჭიროების მიხედვით; მედიკამენტებით უზრუნველყოფას - საჭიროების შემთხვევაში; მე-3 მუხლის „გ" ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული სადიალიზე საშუალებებით, მასალითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას; ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვას და მიწოდებას; თირკმლის ტრანსპლანტაციას - თირკმლის გადანერგვის ოპერაციის ჩატარებას; ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფას; სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირებას, შენახვა და გაცემას (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა ბენეფიციარებზე აფთიაქების მეშვეობით). „დიალიზის მომსახურების მისაღებად, სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა პაციენტმა უნდა წარადგინოს გეგმური მომსახურების წინასწარი დოკუმენტების ნუსხა (რის შემდეგაც მოხდება პაციენტის რეგისტრაცია დიალიზის მომლოდინეთა რეესტრში):  პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, ხოლო თუ პირი არასრულწლოვანია - დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონის შემთხვევაში). აღნიშნული დოკუმენტების არქონის შემთხვევაში, გამონაკლისად დაიშვება შემდეგი შემთხვევები:• თუ პირი მიტოვებული ან მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვანია;• ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;• იმყოფება თავისუფლების აღკვეთისა და პატიმრობის დაწესებულებაში. - ფორმა NIV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად), საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი კალკულაცია;- დადგენილი ფორმის განცხადება. სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია, მოგაწოდოთ ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ტექნიკური რესურსების შესახებ, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. მომსახურების უფლებით დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მომართვის რიგითობის მიხედვით. თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ერთი მეთოდის მეორეთი ჩანაცვლება ხორციელდება შეუფერხებლად, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების წარმოდგენის შემთხვევაში.თირკმლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, უნდა მიაკითხოთ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებას და ზემოაღნიშნული დოკუმენტები წარმოადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოში. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად და პაციენტის მხრიდან თანაგადახდას არ ითვალისწინებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში“- აღნიშნულია სააგენტოს ... ...
  • დაპირისპირება სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორისდაპირისპირება სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორის - შვილმოკლულ მამას გუშინ, გვიან ღამით, პოლიციამ ადგილზე გასაბერი ლეიბის შეტანის უფლება არ მისცა. ზაზა სარალიძე, რომელიც პარლამენტთან უკვე 12 დღეა, აქციას მართავს, ლეიბის ტროტუარზე გაშლას აპირებდა, თუმცა, სამართლდამცველებმა განაცხადეს, რომ ადგილზე ბევრი ტურისტი მოძრაობს და შვილმოკლულ მამას ამის საშუალება არ მისცეს. ზაზა სარალიძე აქციის შეწყვეტას არ აპირებს.   წყარო: ... ...
  • ორად გაყოფილი სპორტული ცენტრი დახურულ სხდომაზე ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდახმაური და დაპირიპირება იყო დღეს ლანჩხუთის საკრებულოში, სოციალური კომისიის სხდომაზე, სადაც „გურია ნიუსის“ ინფორმაციით,  სპორტული ცენტრის საკითხი განიხილებოდა. სხდომის ეს ნაწილი, კომისიის თავმჯდომარის ემზარ თედორაძის გადაწყვეტილებით, დახურულად გამოცხადდა. თედორაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება სპორტული ცენტრის თანამშრომელთა მოთხოვნით მიიღო. როგორც გაირკვა, სოციალური კომისიის სხდომაზე ცენტრის დირექტორს გოჩა ლომაძეს თანამშრომელთა ნაწილი ღიად დაუპირისპირდა და მისი სამსახურიდან წასვლა მოითხოვა. „თავად თანამშრომლებმა მთხოვეს, რომ სხდომა დახურული ყოფილიყო. ფაქტია,  სპორტულ ცენტრში არაჯანსაღი ვითარებაა და კოლექტივი ორ ნაწილადაა გაყოფილი. შექმნილი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება სპორტული ცენტრის მუშაობაზე.  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მოუწევს დროული გადაწყვეტილება მიიღოს ამ საკითხზე“, _ გვითხრა თედორაძემ. სხდომას მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ია ჩხაიძეც ესწრებოდა. „პირადად ვესწრებოდი ამ სხდომას და მოვისმინე ის პრეტენზიები, რაც  ცენტრის თანამშრომელთა ნაწილს აქვს, ამის თაობაზე  მანამდეც ვიყავი ინფორმირებული.  ამ საკითხის დარეგულირება უშუალოდ მერის პრეროგატივაა და თუ მისი მხრიდან იქნება დავალება, ჩვენი სამსახური შეისწავლის სპორტულ ცენტრში არსებულ მდგომარეობას. ფაქტია, რომ ვითარება იქ მართლაც არაჯანსაღია“, _ გვითხრა ია ჩხაიძემ. თუ რას გადაწყვეტს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა  სპორტულ ცენტრთან მიმართებაში, ჯერჯერობით, უცნობია, სოციალური კომისიის სხდომას არც მერი და არც მისი მოადგილე არ დასწრებიან. „სოფელ ნინოშვილში ვიყავი აქციაზე და ამ დროისთვის არ ვარ ინფორმირებული, თუ რა ხდებოდა სოციალური კომისიის სხდომაზე. მერიც არ იმყოფება ლანჩხუთში, თბილისშია. ასე რომ, ამ ეტაპზე, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით საკითხთან დაკავშირებით“, _ გვითხრა გოგი ფაცურიამ. შეგახსენებთ, რომ „გურია ნიუსი“ უკვე წერდა სპორტულ ცენტრში არსებული დაპირისპირების შესახებ, სადაც  ცენტრის დირექტორს, გოჩა ლომაძეს თანამშრომლების მიმართ ძალადობაში ამხელდნენ. თუმცა, მაშინ ლომაძე მისი მისამართით გაჟღერებულ ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. სპორტული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილიც მხარდაჭერას გამოთქვამდა დირექტორის მიმართ. ამავე თემაზე: სპორტული ცენტრის დირექტორს თანამშრომელთა ნაწილი ... ...

არქივი

ზაფრანი

რა ემუქრება დედამიწას მზე რომ ჩაქრეს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადრე თუ...

შეცდომით აღმოჩენილი გენიალური გამოგონებები

პენიცილინი _ მედიკამენტი, რომელმაც გადატრიალება...

უცნაური სინდრომები

ფეთქებადი თავის სინდრომი  ესაა საკმაოდ...

საიდუმლოებით მოცული ადამიანები

საუკუნეების განმავლობაში ისტორია სავსეა საიდუმლოებით...

ბრძნული ცხოვრების პრინციპები

1. გაუშვით ადამიანები და სიტუაცია....

გიგანტების სამარხი

უკვე დიდი ხანია, რაც დედამიწაზე...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...