გაფუჭებულ სასწორზე აწონილი სატვირთო მანქანები და კონტურების "უცოდინარი" ლიცენზიანტები

მთავარი თემა

გაფუჭებულ სასწორზე აწონილი სატვირთო მანქანები და კონტურების "უცოდინარი" ლიცენზიანტები

2020 მარ 26 10:47:01

გურიაში, კონკრეტულად კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარეების _ აჭისწყლის, სუფსისა და ნატანების ხეობებში ლიცენზიანტთა გააქტიურება განსაკუთრებით იმ დღეებში დაიწყო, როცა ქვეყანაში კორონავირუსი გააქტიურდა, მთავრობა კი, პრევენციის მიზნით აუცილებელ ღონისძიებას მიმართავს და მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.

სწორედ ამიტომ შეიკრიბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის მოსახლეობა აჭისწყლის ხეობაში, კარიერთან ახლოს.

მკითხველს შევახსენებთ, რომ სოფელ ლიხაურის მოსახლეობამ, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა მდინარე აჭისწყლის ხეობიდან ლიცენზიანტთა გასვლას, ორი თვის წინ, გარკვეული დროით, შეთანხმებას მიაღწია, თუმცა, მარტის შუა რიცხვებში ინერტული მასალის მომპოვებლები კვლავ გამოჩნდნენ აჭისწყლის ხეობაში, რის გამოც 19 მარტს ადგილობრივთა საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ.

როგორც ლიხაურელებმა გვითხრეს, მიუხედავად არა ერთი აქციისა და დაპირებისა, შპს "კავკაზ ცემენტ ჯორჯია" მაინც შევიდა მდინარის კალაპოტში და ხრეშის "აისბერგები" დააგროვა:

_ ეს არის ხრეშის მოპოვება? სანამ ვიყვიროთ? კი, ვასაჩივრებთ, მაგრამ სანამ საკითხი სამართლებრივად გადაიჭრება, როგორ გავაჩეროთ ეს მტაცებლები?! 50 წელია, უცვლიან აჭისწყალს კალაპოტს და ვერ წაიყვანეს თავის ჭკუაზე, ვერც თქვენ წაიყვანთ, მაგრამ იმხელა ტბები და მთები რომ დააყენეთ, იქ რომ ბავშვი საბანაოდ გაგვეპაროს და ჩავარდეს, თქვენ გეძებოთ? და თუ გნახეთ, ხომ გაგათავეთ ადგილზე! რას დაამსგავსეთ აქაურობა, "კორონა" კი არა ქოლერაც ხართ და უარესი, _ ბრაზობდნენ აქციის მონაწილეები და კომპანიის წარმომადგენელს, გელა დუმბაძისგან, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, მოთხოვეს, მუშაობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და მდინარის კალაპოტიდან ექსკავატორების გაყვანა.

_ მიდიოდა მდინარე კალაპოტში კარგად. რატომ არ ანებებთ?! მოგვშორდებით თუ არა?! არაფერი გვკი

თხეთ, შემოვარდით და გააჩანაგეთ აქაურობა. დღემდე გეძახით, რომ წადით, თავი დაგვანებეთო და წასვლის ნაცვლად, კიდევ აქეთ მოიწევთ? მაინცდამაინც დიდი უსიამოვნება გინდათ, მოხდეს? _ უთხრა დუმბაძეს ლიხაურელმა ნიკოლოზ დონაძემ.

_ გვეუბნებით,  თოფს გესვრითო და რას ვაშავებთ? ვმუშაობთ წესების დაცვით და იქ, სადაც გვაქვს ლიცენზიით მონიჭებული უფლება, _ თქვა გელა დუმბაძემ.

_ თოფს გესვრითო, არავის უთქვამს, თუმცა, ისე იქცევით, გამწარებულმა ხალხმა თოფი კი არა, იქნებ ისიც გითხრათ, ზარბაზანს გესვრითო, გიკვირთ? _ არ ცხრებოდნენ აქციის მონაწილეები.

ლიხაურელებმა მიმართეს დუმბაძეს, რომ შეესრულებინა დაპირება და დაუყოვნებლივ შეეწყვიტა მუშაობა.

თავის მხრივ, გელა დუმბაძემ (რომელსაც, როგორ ადგილობრივებმა თქვეს, წესიერ პიროვნებად იც

ნობენ და კომპანიაც კარგი სახელით სარგებლობს) თავი იმართლა, რომ ადგილმონაცვლე ტერიტორია არ მოიძებნა და ამიტომ ისევ გააგრძელეს მუშაობა ძველ ადგილზე.

_ რას მერჩით? ბიუჯეტში არ შემაქვს თანხა თუ ლიცენზიით ნებადართულ ადგილზე არ ვმუშაობ? დამპირდით, რომ ადგილმონაცვლე ტერიტორიას მომიძებნიდნენ, თუმცა, ეს დღემდე არ მოხერხდა, _ უთხრა აქციის მონაწილეებს გელა დუმბაძემ.

ლიხაურის მკვიდრმა, სასულიერო პირმა მამა მათემ სთხოვა გელა დუმბაძეს, ერთი თვით შეაჩერონ მუშაობა, სანამ საქმე სამართლებრივად გადაწყდება:

_ შესაძლოა, ამას ერთი თვეც არ დასჭირდეს. როგორც კი პასუხს მივიღებთ, შეგატყობინებთ. გვაქვს პეტიცი

ა, რომელსაც ათასი კაცი აწერს ხელს. ეს კალაპოტი ხუთ კილომეტრზეა მოქცეული კარიერში, მეორე ხუთ კილომეტრს კიდევ დაამატებენ, რომ გააგრძელოთ მუშაობა. ამიტომ ვართ დღეს აქ. როგორმე უნდა შევთანხმდეთ, _ უთხრა მამა მათემ დუმბაძეს.

სოფელ ლიხაურის წარმომადგენელი ოზურგეთის საკრებულოში, გიორგი თოიძე აქციის მონაწილეებს შეჰპირდა, რომ თავად იზრუნებდა, ათასკაციანი ხელმოწერა დროულად გაეგზავნათ წიაღის სააგენტოსთვის.

საბოლოოდ, აქციის მონაწილეები და კომპანიის წარმომადგენელი შეთანხმდნენ, რომ ერთი თვით შეწყდება მუშაობა, თუმცა, აქციის მონაწილეთაგან ბევრი ფიქრობს, რომ აღნიშნული კომპანია კვლავ დაარღვევს პირობას.

_ არ გაბედოთ აქ ჩამოსვლა, თორემ ცუდად დაამთავრებთ! _ დაუბარეს მათ კომპანიის წარმომადგენელს.

იმავე დღეს "გურია ნიუსი" იმყოფებოდა სილაურში, მერიასა და მელექედურში, სადაც მდინარეების, სუფსისა და ნატანების კალაპოტებში კარიერებია გახსნილი. აქაც, ადგილებზე თავდაუზოგავად მუშაობდნენ ლიცენზიანტები და გამალებით ეზიდებიან ინერტულ მასალას.

სოფელ სილაურში, სრული მობილიზაცია ჰქონდა გამოცხადებულ შპს "ქიუ ემ სის", რომელიც აქ, თავისი წარმომადგენლის, იაკობ ლექვინაძის განმარტებით, სამართლიანად ფლობს ლიცენზიას და აგრძელებს მუშაობას "წესების დაცვით", შპს "ბორან ქონთრაქშენის" სალიცენზიო კონტურებში. ზოგადად, ლექვინაძე ყოველთვის საოცარი თავდაჯერებით ლაპარაკობდა და ლაპარაკობს კარიერის გამართულ და კანონიერ მუშაობაზე, თუმცა, რეალობა ხშირად საპირისპირო აღმოჩნდა.

გარემოს დამცველმა ლევან მგელაძემ ლექვინაძეს დაუსვა კითხვა, მუშაობს თუ არა ეს კომპანია სხვა ლიცენზიანტის _ შპს "ნატა 2000"-ის კუთვნილ სალიცენზიო კონტურებში, სუფსის კალაპოტში, სადაც ახლა უმძიმესი სურათი სუფევს.

_ ჯერ ერთი, რა გგონიათ _ აბა, კარიერზე როგორი მდგომარეობა უნდა იყოს?! მოვიპოვებთ ინერტულ მასა

ლას. როცა მუშაობას დავამთავრებთ, მერე გასწორდება და დალაგდება ყველაფერი.  სანაძლეოს დაგიდებთ, რომ ჩვენ ზუსტად ვმუშაობთ იქ, სადაც ლიცენზიით გვაქვს კონტურები, _ სანაძლეოს შემოთავაზების ჩვეული ჟესტი მოიშველია ლექვინაძემ.

ლევან მგელაძე შეედავა და უთხრა, რომ არ ამბობდა სიმართლეს.

_ შპს"ქიუ ემ სი" იანვრიდან წიაღს იპოვებდა მდინარე სუფსიდან, სოფელ სილაურში, ჯერ შპს "ბორან ქონთრაქშენი" კარგა ხანია, გადასულია შპს "ნატა 2000"-ის კუთვნილ სალიცენზიო კონტურებში. ხოლო კომპანიას, რომელიც მოიპოვებს, არც ლიცენზია აქვს, არც მოპოვების უფლება. ხელშეკრულება გააჩნია მხოლოდ, რომელიც თავისთავად საეჭვოა, _ თქვა მგელაძემ, რაზეც ლექვინაძე კატეგორიულად არ დაეთანხმა.

მგელაძე შეჰპირდა ლექვინაძეს, საგანგებო გადამოწმებით დააზუსტებდა, რომ ლექვინაძის კომპანია სწორედ "ნატა 2000"-ის კონტურებში მუშაობდა, რაც კანონდარღვევაა.

ლევან მგელაძემ მართლაც დააზუსტა და მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ შპს "ქიუ ემ სი" შპს "ბორან ქონთრაქშენის" სალიცენზიო კონტურებს კარგა ხანია გასცდა და გადასულია შპს "ნატა 2000"-ის კუთვნილ სალიცენზიო კონტურებში. თავის მხრივ, "ნატა 2000", როგორც ცნობილია და ჩვენ ამაზეც უკვე ვწერდით, გარემო

ზე ზიანის დადგენის გამო, გარემოს დაცვის გურია-აჭარის სამსახურის წარმომადგენლებმა დააყადაღეს და აეკრძალა წიაღისეულის მოპოვება. ამიტომ მან ხელშეკრულება გადაუფორმა "ქიუ ემ სის", თუმცა, ლექვინაძე არ აღიარებს ამას და ირწმუნება, რომ "ნატა 2000"-სთან არანაირი შეხება არ აქვს და შპს "ბორან ქონთრაქშენის" კონტურებში მუშაობს.

უმთავრესი "კურიოზი", რაც 19 მარტს სუფსის კარიერზე არსებულ სასწორთან მოხდა, იყო თვით სასწორის არარსებობა. კარიერიდან მომავალი ათეულობით მძიმე ტვირთმზიდი დგებოდა სპეციალურ სასწორზე, სადაც, მათივე თქმით, ზუსტად წონის და არ უშვებს ზედმეტად დატვირთულ მანქანებს, რომ გზები არ დაზიანდეს.

ჩვენთვის გასაკვირად, სასწორი, რომელზეც მანქანა მძღოლმა დიდი ამბით შეაყენა და სერიოზული სახით აწონვას დაელოდა, საერთოდ არ მუშაობდა. ჯიხურში შესვლისთანავე, "მწონავმა" "შპარგალკა-რვეული" გადამალა და ვიღაცასთან სასწრაფოდ დაიწყო ტელეფონით საუბარი. როცა ვკითხეთ, ასე რატომ იტყუებიან და სასწორი როცა არ მუშაობს, აყენებენ თუ არა ზედ მანქანებს ირგვლივ გამვლელთა მოსატყუებლად, გვითხრა, რომ სასწორი დღეს გაფუჭდა (?).

ლექვინაძის თქმით, სასწორი სამი დღეა გაფუჭდა:

_ სამი დღეა, რაც სასწორი გაგვიფუჭდა. ისე, სიმართლე გითხრათ, წონა საერთოდ არ მაინტერესებს. "პროსტა" იქ, ადგილზე მიტანილი ტვირთის რაოდენობაში არ მინდა მოვტყუვდეთ, _ გვითხრა ლექვინაძემ.

_ გეუბნებოდით, "სიაფანდი სასწორი" უდგათ და ის კაციც, ტყუილად წერს შპარგალკასო? ე, ბატონო, ხომ დარწმუნდით?! _ გვითხრეს სილაურელებმა.

სილაურის შემდეგ, სოფელ მელექედურში, მდინარე ნატანების კალაპოტში არსებულ კარიერს ვესტუმრეთ, სადაც უზარმაზარი სივრცე აოხრებულია და უმძიმესი სურათი სუფევს. შპს "პლატინა", რომელიც აქ, მისი წარმომადგენლის თქმით, ადგილობრივი სიკო მეხუზლას ლიცენზიით მუშაობს, მიიჩნევს, რომ კანონს არანაირად არ არღვევს. თავად სიკო მეხუზლა კი განაწყენებული, რედაქციაში გვესტუმრა: "ჩემი მანდ არაფერი არის. გავასხვისე, დიდი ხანია, სოფელში ჩემთვის სამეურნეო საქმიანობას ვეწევი, კარიერთან არანაირი შეხება არ მაქვს. ვიღაცეები გიკვეთავთ ამ წერილებს" _ გვითხრა მეხუზლამ.

ახლა საკითხავი ისაა, სამართლებრივი გზით, როდის და რამდენად სწორად გაირკვევა გურიის მდინარეებზე არსებული კარიერების ჩახლართული საქმე, რომლის გახსნა ადვილი სულაც არ არის.




 ახალი ამბები
  • ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს ზიარებას არ შევწყვეტთ – მეუფე ანტონივანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მზადაა, სააღდგომო წირვა სპორტულ მოედანზე ჩაატაროს. მისი თქმით, აღდგომის დღესასწაულზე, წირვას ყველა იმ რეკომენდაციის დაცვით ჩაატარებს, რომელიც საპატრიარქოსგან აქვთ. ამასთან, მეუფე ანტონი საზოგადოებას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის დაძაბვაში ადანაშაულებს. “ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, აღდგომის დღესასწაულს და საერთოდ ზიარებას არ შევწყვეტთ დედამიწაზე. მე მაგალითად, იმასაც ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატარო აღდგომის წირვა. ყველას შეუძლია განთავსდეს ერთმანეთისგან შორს, თავის დინამიკებით. ამას ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ წირვა რომ შევწყვიტოთ და მსახურება ეს წარმოუდგენელია. ყველა სპექტრი თითქოს აკეთებს იმას, რომ ჩვენსა და ხელისუფლებას შორის დაძაბოს სიტუაცია”, – აღნიშნა მეუფე ანტონმა ... ...
  • „შექება ჩვენთვის უცხო არ არის" _ გიორგი ვოლსკი„რასაკვირველია ძალიან სასიამოვნოა და საზოგადოებისათვის წამახალისებელიც და ენერგიის მიმცემიც არის  ჩვენი დაწესებულებებისათვის ის შექება, რომელსაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მიმართავენ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, რითაც გამოეხმაურა ვაშინგტონის შუა აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ჯორჯ ვისანის სტატიას „შავი ზღვა და ახალი კორონავირუსი", სადაც აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად ოპერატიულად განხორციელებული ზომებისთვის აქებს. როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ თვითკმაყოფილებას უნდა მივეცეთ, ვინაიდან მდგომარეობა ზოგადად საკმაოდ საგანგაშოა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. „შექება ჩვენთვის უცხო არ არის, და არც რაიმე სისუსტეს, მოდუნებას განაპირობებს. მუშაობა გაგრძელდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ  ვირუსის საფრთხე როგორღაც შენელებულია. ჩვენ მზად ვართ საბრძოლველად - მთელი სისტემა და არა მარტო ჯანდაცვის სამინისტროს სისტემა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მთავრობის მითითებები ემყარება მეცნიერულ დონეზე გაკეთებულ ანალიზს და ყველა მითითება  ზედმიწევნით უნდა შესრულდეს, ვინაიდან  მდგომარეობა ჯერ კიდევ საკმაოდ საგანგაშოა მთელ მსოფლიოში", _ განაცხადა გიორგი ... ...
  • როგორ რეცხავენ თბილისში ქუჩებს ღამითკორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ პეკინზე გადაღებულ ... ...
  • გიორგი გახარია: დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნაროგორც ბევრთან შედარებით ადრე დავიწყეთ ეპიდემისთან ბრძოლა, დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უნდა იყოს აშკარა სხვაობა, თუ რა კეთდება კრიზისის პერიოდში და რა გაკეთდება პოსტკრიზისულ პერიოდში. პრემიერის თქმით, უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ნაწილზე. ამისათვის უკვე მღებულია საგარანტიო საკრედიტო სქემების ამუშავების გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა საუბარია კრიზისიდან გამოსვლის ეტაპზე. „აქ შესაძლებელია ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მოზიდვა. მნიშვნელოვანია ჩვენმა ბიზნესმა იცოდეს, რომ ეს იქნება საგარანტიო საკრედიტო სქემები, რომლის საშუალებითაც პოსტკრიზისულ ეტაპზე შევძლებთ კომპანიებს დავეხმაროთ სწრაფად განვითარებაში. რეალურად ჩვენ ახლა რაც დავთვალეთ, შეგვიძლია დაახლოებით 2 მილიარდი ლარის კრედიტების ასე თუ ისე გარანტიების სქემებით დახმარება. ოღონდ ეს არის პოსტკრიზისული პერიოდი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როგორც ბევრთან შედარებით ადრე დავიწყეთ ეპიდემისათან ბრძოლა, დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა და უნდა გვქონდეს აშკარა სხვაობა - რას ვაკეთებთ კრიზისის პერიოდში და რას ვაკეთებთ პოსტკრიზისულ პერიოდში. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და რამდენჯერმე ვთქვით უკვე, რომ ყველაზე დიდი გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის დაიწყება, როგორ სწრაფად შეძლებენ ეკონომიკური პრობლემების დაძლევას“ ,- განაცხადა გიორგი ... ...
  • დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხებაკორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. „ვაგრძელებთ სამუშაოებს, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ქუჩების მორეცხვას გულისხმობს. ამ ღამისთვის ავიღეთ სამი კონკრეტული ქუჩა: პეკინისა და კოსტავას ქუჩები, ასევე, ვარკეთილში ცენტრალური ასასვლელ-ჩამოსასვლელები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ამ ღონისძიებას ვახორციელებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურთან ერთად, ჩართულები არიან „თბილსერვისის ჯგუფის“ თანამშრომლებიც.  პრევენციული ღონისძიებები კორონავისუსთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა კალაძემ. დეზინფექცია, რომელიც პეკინის გამზირიდან დაიწყო, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თავდაპირველად, დედაქალაქის რამდენიმე მთავარ ქუჩაზე ჩაატარა. სამუშაოების ფარგლებში, სპეციალური ხსნარით ასევე, დამუშავდა რუსთაველის გამზირი, ბარათაშვილის ქუჩა და ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორია მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“. გზის მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ  სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. გარდა ამისა,  საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, დედაქალაქში ხიდები, გვირაბები და პანდუსები ეტაპობრივად მოირეცხება. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ნაგავშემკრებ კონტეინერებს. პეკინის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერთად ერთად, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო საჯაია გაეცნო.           ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...