"გასვენებაში ვარ და ვერ დაგელაპარაკებით" _ საეჭვოდ დახარჯული 150 000 ლარის დეტალები

მთავარი თემა

"გასვენებაში ვარ და ვერ დაგელაპარაკებით" _ საეჭვოდ დახარჯული 150 000 ლარის დეტალები

2018 ოქტ 9 16:18:44

დაბზარული კედლები, დაზიანებული სახურავი, საპირფარეშოში დამდგარი წყალი _ ეს ის რეალობაა, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საბავშვო ბაღის შენობაში მისულებს დაგხვდებათ.

9 თვის წინ აშენებული საბავშვო ბაღის შენობა, რომელიც ანონსის თანახმად, სექტემბერში უნდა გახსნილიყო, ჯერ კიდევ უფუნქციოა _ ამის მიზეზი ის ხარვეზებია, რომლებიც რამდენიმე თვის წინ გამოვლინდა.

ბაღის ხელმძღვანელის მზია შარაშიძის თქმით, რამდენიმე თვეა შენობაში წყალი ჩამოდის, ხოლო ბზარები ყოველდღე მატულობს:

_ დაახლოებით 4 თვის წინ ჩამოვიდა წყალი, თითქმის ყველა ოთახში, თუმცა, განსაკუთრებით სამზარეულოში, რის გამოც, ჭერი ჩამოიწია. თქვენც ხედავთ, რომ შესაძლოა ჩამოვარდეს. ამის გამო მშენებელს რამდენიმეჯერ დავურეკე. მოვიდნენ და გააკეთეს, თუმცა, წყალი მაინც ჩამოვიდა, _ გვითხრა შარაშიძემ.

მისივე თქმით, ახალაშენებულ შენობაში კედლებზე ბზარები ყოველდღე მატულობს და მშენებლები ამის შესახებაც საქმის კურსში არიან:

_ არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო სხვა _ თითქმის ყოველდღე ვრეკავ, ვეუბნები, რომ პრობლემებია. მპირდებიან, რომ გააკეთებენ, მაგრამ ისევ გაუკეთებელია _ ამდენი ხანია „პლინტუსია“ ჩამოვარდნილი და ისიც ვერ მიაჭედეს“, _ ამბობს ბაღის დირექტორი.

მზია შარაშიძე ოთახების კარებსაც გვიჩვენებს, რომლებიც არ იკეტება _ კარის ჩარჩოები კედლებს უკვე დაშორებულია.

ერთ-ერთ საპირფარეშოში იატაკზე წყალი დგას. ბაღში გვეუბნებიან, რომ მშენებლებმა ეს რამდენჯერმე შეაკეთეს, თუმცა წყალი მაინც გამოდის _ სავარაუდოდ, უნიტაზის ბალონიდან.

ბუკისციხის საბავშვო ბაღის მშენებლობა გადასახადის გადამხდელებს 150 000 ლარი დაუჯდათ.

2017 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული #143 ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ბუკისციხის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ჩოხატაურის იმდროინდელმა გამგებელმა და დღევანდელმა მერმა ირაკლი კუჭავამ ხელშეკრულება ი. მ. „ტრანსმშენს“ გაუფორმა.

ხელშეკრულება რომ ხარვეზიანია, ეს პირველი გვერდიდან ჩანს, რადგან „ტრანსმშენი“ არა ინდმეწარმე, არამედ შპს-ა, თუმცა, ეს არაფერია სხვა პრობლემებთან შედარებით და ამიტომ, ამ ხარვეზზე მკითხველის ყურადღებას არ შევაჩერებთ.

ხელშეკრულებას შპს „ტრანსმშენის“ მხრიდან ვინმე გიორგი მეზურნიშვილი აწერს ხელს, რომელიც კომპანიის წარმომადგენელი და მინდობილი პირია.

კომპანიის ხელმძღვანელის მალხაზ არაბიძის თქმით, მეზურნიშვილი მასთან წლებია თანამშრომლობს და ის მისი ქვეკონტრაქტორი  იყო _ მარტივად რომ ვთქვათ, „ტრანსმშენი“ მეზურნიშვილმა ტენდერის მოსაგებად გამოიყენა, რადგან ეს კომპანია ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებდა, რაც ტენდერის მოსაგებად იყო საჭირო.

ეს რომ ნამდვილად ასეა, „გურია ნიუსთან“ საუბრისას ადასტურებს მალხაზ არაბიძე, რომლის თქმით, საბავშვო ბაღის შენობაში არსებული პრობლემების შესახებ პირველად ჩვენგან გაიგო:

_ თქვენ ხართ პირველი, ვისგანაც ამის შესახებ ვისმენ. მეზურნიშვილი იყო ქვეკონტრაქტორი, თუმცა, ბუნებრივია, რომ პასუხისმგებლობა მე მაქვს მუნიციპალიტეტთან, რომლისგანაც ყველა საჭირო დოკუმენტაცია და ფორმები ჩაბარებული მაქვს. მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტები. თუ ხარვეზი იყო, ჩემთვის არ უნდა ეცნობებინა მუნიციპალიტეტს? თანხა რატომ ჩამორიცხეს? ერთი წერილი მაინც გამოეგზავნათ, რომ პრობლემა იყო! _ გაკვირვება ვერ დამალა  არაბიძემ.

კომპანიის დირექტორის თქმით, ის ობიექტზე არასდროს ყოფილა, რადგან პასუხისმგებლობა მეზურნიშვილს ჰქონდა, რასაც კატეგორიულად უარყოფს ეს უკანასკნელი.

გიორგი მეზურნიშვილი ამბობს, რომ სულ არ იცის სად არის სოფელი ბუკისციხე. მისივე თქმით, ის კომპანიის ხელმძღვანელის მინდობილი პირი იყო მხოლოდ და მშენებლობასთან შეხება არ აქვს:

_ იმდენი ობიექტი მაქვს გაკეთებული, რა მახსოვს, რომელი სადაა ან ვინ ააშენა?! ვიცი, რომ ადგილობრივებმა გააკეთეს და დანარჩენი მოკითხეთ „ტრასმნშენის“ დირექტორს, _ ამბობს გიორგი მეზურნიშვილი.

კითხვაზე _ ვინ ააშენა ბუკისციხის ბაღი, რომელშიც უკვე ბევრი პრობლემა აქვს, ვერ გვპასუხობენ „ტრასმშენში“ და  სიტუაციის მოკვლევის პირობას გვაძლევენ.

თუმცა, სანამ მალხაზ არაბიძე გაარკვევს, ვინ ააშენა მისი კომპანიით ბაღი, მანამდე ეს „გურია ნიუსმა“ გამოარკვია _ საბავშვო ბაღი ჩოხატაურელმა დავით ჯინჭარაძემ ააშენა, რომელიც 2012 -2013 წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იყო.

რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, დავით ჯინჭარაძემ ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. შესაბამისად, მისგან ვერ მოვახერხეთ იმის გარკვევა, როგორ მოახერხა 150 000-ლარიანი ობიექტის მშენებლობის ხელში ჩაგდება.

თუმცა, გავარკვიეთ ის, რომ სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის  12 მარტს, დავით ჯინჭარაძის ყოფილმა კოლეგებმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა ჩაიბარეს. აქტში აღნიშნულია, რომ „სამუშაოები მთლიანდ შესრულებულია და ხარვეზი არ არსებობს“. ერთადერთი დარღვევა, რაც მათ „აღმოაჩინეს“, ნაკისრი ვალდებულების მოწოდების 18-დღიანი გადაცილება იყო, რისთვისაც სამუშაოების შემსრულებელს პირგასამტეხლოს _ 156 ლარის და 90 თეთრის გადახდა დაევალა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტებში გახორციელებულ პროექტებს 2017 წლის ოქტომბრიდან, საზედამხედველო კომპანია იბარებს და არა ადგილობრივი ინსპექტირების ჯგუფი.

მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო სიხარულიძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მისმა მოადგილემ, გია გიორგაძემ, რომელსაც 2011 წელს ჩოხატაურის გამგებლის პოსტი ეკავა, ხოლო ახლა ქონების მართვის და ეკონომიკის სამსახურის უფროსია, გვითხრა, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვთ:

_ ვიცი, რომ ბაღში ხარვეზებია და მივწერთ წერილს მშენებელს, _ ამბობს გიორგაძე.

_ ბატონო გია, 2018 წლის მარტში ჩაიბარეთ ბაღი, რომელშიც რამდენიმე თვეა, წყალი ჩამოდის და წერილი ახლა უნდა მისწეროთ მშენებელს?

_  ხო, მივწერ ახლა.

_ რატომ ჩაიბარეთ ბაღი, რომელშიც ბევრი ხარვეზი იყო?

_ ახლა მივწერთ და გამოსწორდება.

_ მუნიციპალიტეტის კომისიამ რატომ ჩაიბარა, როცა  არსებობს საზედამხედველო კომპანია და მათ აქვთ ჩაბარების ვალდებულება?

_ ძველი პროექტია ეს.

_ ძველი როგორაა? საზედამხედველო კომპანია გურიაში 2017 წლის სექტემბრიდან მუშაობს და თქვენ 2018 წლის მარტში გაქვთ მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული. თანაც, ხარვეზიც კი არ გაქვთ ნაპოვნი. ეს როგორ გავიგოთ? თქვენს ყოფილ კოლეგას, დავით ჯინჭარაძეს ეცით პატივი?

_  ბიძაჩემის გასვენებაში ვარ, სასაფლაოზე და ახლა ვერ დაგელაპარაკებით.

_ ამდენი ხანია მესაუბრებით და ახლა ხართ გასვენებაში?

_ მართლა გასვენებაში ვართ, _ გვითხრა გიორგაძემ, რომელისგანაც მსგავსი პასუხი პირველი შემთხვევა არ არის.

თუ არქივს გადახედავთ აღმოაჩენთ, რომ ჩოხატაურელ ჩინოვნიკებს, როცა კითხვებზე პასუხი არ აქვთ, ახსენდებათ, რომ გასვენებაში არიან და საუბარს ვერ ახერხებენ.

უნდა ითქვას ისიც, რომ ბაღებთან დაკავშირებით ჩოხატაურისთვის ეს პირველი სკანდალი არ არის _ 2014 წელს მიღება-ჩაბარების კომისიამ, რომელშიც გიორგაძეც შედიოდა და სიხარულიძეც, უხარისხოდ შესრულებული 5 ობიექტი ჩაიბარა, რომელიც „გურია ნიუსმა“ აღმოაჩინა და  რის გამოც სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. მაშინ მხოლოდ მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს. ინსპექტირების ჯგუფის წევრებს იმ დროს პასუხი არაფერზე უგიათ და მხოლოდ ის თქვეს, რომ ჩოხატაურში „მხოლოდ ასეთი მშენებლობა იციან“, რომელიც, როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, ისევ გრძელდება.

ჩვენ შევეცადეთ ამ თემაზე ჩოხატაურის მერის კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა, ირაკლი კუჭავასთან გასაუბრება ვერ შევძელით, რადგან მისი თქმით შეხვედრაზე იყო და საუბარი არ შეეძლო.

 ამავე თემაზე: ფინანსურ პოლიციაში ახალ დაკავებებს აანონსებენ _ ბაღების სკანდალი გრძელდება

გურია ნიუსის" ჟურნალისტური გამოძიებით ფინანსური პოლიცია დაინტერესდა _ გამოძიება უკვე დაწყებულია

რეაბილიტაცია" ჩვენებურად _ ბაღების სკანდალი გრძელდება




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...