"გურიას“ გაწვრთნა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა..." _ კლუბის ახალი მმართველები და მწვრთნელები

მთავარი თემა

"გურიას“ გაწვრთნა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა..." _ კლუბის ახალი მმართველები და მწვრთნელები

26 მაი. 2020, 15:42:09

ლანჩხუთის "გურია" კიდევ ერთი გუნდი იქნება ქართულ ფეხბურთში, რომელიც კერძო სექტორის მფლობელობაში გადავა. გუნდის მმართველ კომპანიაში მარტის ბოლოს გახორციელებული ცვლილებების შემდეგ, „გურიას“ კომპანია „ჯი ბი არ“ მართავს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და გუნდის ახალ მმართველებს შორის "გურიას" სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაცია "გურიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვიდასტურეს: "აღნიშნული ცვლილებები გუნდში უკვე დადებითად აისახა. ფეხბურთელებმა ბოლო სამი თვის ხელფასები მიიღეს და ახლა გრიგოლეთის ბაზაზე შეკრებისთვის ემზადებიან. იგეგმება სიახლე სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაშიც, რის შესახებ დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი", _ აცხადებენ კლუბის პრესსამსახურში.

ჩვენი ინფორმაციით, ამიერიდან, კლუბს ლევან ხომერიკი და ვანო მახარაძე გაუძღვებიან, მათ ფიზმომზადებაში კახა ვაჩეიშვილი დაეხმარება _ ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა, გიგა სურმავამ დაგვიდასტურდა.

ჩვენ დავუკავშირდით ლევან ხომერიკს და რამდენიმე კითხვა დავუსვით:

_ ბატონო ლევან, უპირველესად, „გურიას“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნას გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!

_ დიდი მადლობა, ჩემთვის მართლაც დიდი პატივია ისეთი ტრადიციული და ისტორიული კლუბის გაწვრთნა, როგორიც „გურიაა“.

_ ახალ მთავარ მწვრთნელს თქვენი გუნდი გეყოლებათ...

_ რა თქმა უნდა. მართალია, ოფიციალური სტატუსით მთავარი მწვრთნელი გახლავართ, თუმცა, ჩემი მუშაობის პრინციპია გუნდურობა და რეალურად, მე და ვანო მახარაძე ერთად გავუძღვებით გუნდს. ჩვენთან ერთად იქნება კახა ვაჩეიშვილი, რომელიც ფიზმომზადების კუთხით მიხედავს გუნდს. ჩვენ ადრეც ერთად გვიმუშავია და კიდევ გავიმეორებ, მთავარი გუნდური მუშაობაა.

კლუბში დარჩება „გურიას“  ლეგენდა გიგლა იმნაძე _ ის ჩვენი უფრო მეგობარი და გამოცდილი კოლეგაა. ჯერ პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ჩვენთან იქნება მეკარეების მწვრთნელი გიორგი ჩხაიძეც. დარწმუნებული ვარ, სამწვრთნელო შტაბის გუნდური მუშაობა იქნება „გურიას“ წარმატებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი.

_ მართალია, „გურიამ“ პირველი მატჩი მოიგო, მაგრამ გუნდი თქვენი შეკრებილი არაა. ეს ხომ არ შეგიქმნით გარკვეულ პრობლემებს?

_ კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ ესაა დიდი ტრადიციების მქონე გუნდი, ძალიან მაგარი გულშემატკივრებით, რომელთაც უნახავთ ძალიან დიდი ფეხბურთელების თამაში. „გურია“ საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა და ამით ყველაფერია ნათქვამი. რაკი ჩვენ „გურიაში“ მუშაობას დავთანხმდით, ვიღებთ იმ გამოწვევას, რომ ეს გუნდი მაქსიმალურად სწრაფად დავაბრუნოთ ქართული ფეხბურთის ელიტაში.

ყველა ვთანხმდებით, რომ „გურიას“ დღევანდელი მდგომარეობა არაა კლუბის ტრადიციების შესაფერისი, ამიტომაც დიდი შრომა დაგვჭირდება, რომ ლანჩხუთელი გულშემატკივარი კმაყოფილი გვყავდეს. ეს უცებ ვერ მოხდება _ ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლითაც გეგმაზომიერად უნდა წავიდეთ. ეს არ იქნება ერთწლიანი გუნდი. სწორედ ეს რომ დავინახეთ კლუბის ხელმძღვანელობისგან, ამიტომ დავთანხმდით წინადადებას.

თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, საუბარიც ზედმეტია, რომ გუნდი მოუმზადებელია. გვექნება დრო, რომ ფეხბურთელები მოვამზადოთ, რა თქმა უნდა, ერთგვარად ფორსმაჟორულ ვითარებაში მოგვიწევს მუშაობდა, მაგრამ ბევრს ვიშრომებთ და შედეგს მივიღებთ. ფეხბურთელების ნაწილს ვიცნობთ, ნაწილს გავიცნობთ. არავის გაშვება გუნდიდან არ იგეგმება _ ყველას ექნება შანსი, თავი გამოიჩინოს და ჩვენ მხოლოდ მოხარული ვიქნებით ყველა მათგანის წარმატებით. ამას გარდა, არსებობს ხელშეკრულებები, რასაც ჩვენ პატივს ვცემთ.

_ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდის განახლდება ჩემპიონატი. თქვენ ხომ არ გაქვთ განსაზღვრული ვარჯიშის დაწყების თარიღი?

_ ჯერ არა. ჩვენც ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას. მთავარი ლიგის გუნდებმა ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყეს, რაც იმის იმედის მომცემია, რომ ქვედა ლიგის გუნდებიც მალე განვაახლებთ საწვრთნელ პროცესს.

_ „გურიას“ აქვს საწვრთნელი ბაზა გრიგოლეთში _ გუნდი, სავარაუდოდ, ზღვისპირეთში დაბანაკდება...

_ კი, გრიგოლეთში ახლა მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები. მნიშვნელოვანია ბაზის არსებობა. შესაძლოა, მინდვრის საფარი ამჟამად არ იყოს იდეალური, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი მოგვარდება და „გურიას“ ექნება ის პირობები, რასაც ეს კლუბი იმსახურებს.

_ რას ნიშნავს თქვენთვის „გურიას“ გაწვრთნა?

_ ამ კითხვას, ფაქტობრივად, ზემოთ ვუპასუხე. არ მომწყინდება იმის თქმა, რომ ესაა დიდი გამოწვევა. „გურია“ ის ქართული გუნდია, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენი ფეხბურთის სახე თბილისისა და ბათუმის „დინამოებთან“ და ქუთაისის „ტორპედოსთან“ ერთად. საამაყოა ამ გუნდის გაწვრთნა და ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, თავდაუზოგავად ვიშრომებთ, რომ გავამართლოთ იმედები.

_ თქვენ ბათუმის „დინამოს“ უმაღლეს ლიგაში წვრთნიდით და გუნდი მესამე ადგილზეც გაიყვანეთ. ეჭვგარეშეა, მაღალი მიზნები გექნებათ ახალ გუნდშიც?

_ რა თქმა უნდა! ჩვენი მუშაობის შედეგი უნდა იყოს წარმატება. ეს ერთი ხელის მოსმით არ მოხდება, მაგრამ „გურიამ“ არა მხოლოდ საქართველოში უნდა დაიბრუნოს ადგილი მოწინავეთა შორის, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც უნდა გვასახელოს ისევე, როგორც გასული საუკუნის 80-იან წლებში ასახელა საქართველო, როცა პატარა ქალაქის გუნდმა სახელი მთელს საბჭოთა კავშირში გაითქვა, როცა მილიონიანი ქალაქების გუნდებს ტოლსწორად ეთამაშებოდა!




 ახალი ამბები
  • “იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. “პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ 18 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ ოჯახს. ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი. ამასთან ერთად, მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ განვაცხადო, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, მე მხოლოდ 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე, რის გადამოწმებაც, უმარტივესად არის შესაძლებელი. არ გამოგივათ! იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია! დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.“ - წერს ნინო ... ...
  • გომისმთაზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს (R)დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისს N825 განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა დაბა გომისმთის დასახლება. შედეგად „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები,“-აღნიშნულია ... ...
  • კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის პატივისცემისაკენ მოუწოდებსკოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესების შეწყვეტისა და ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანების პატივისცემისაკენ მოუწოდებს ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ მცდელობას სახელმწიფომ დასაჯოს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს მედიასაშუალებები. ვფიქრობთ, მსგავსს პრეცენდენტს ქმნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის“ მუხლით წარმოებული გამოძიება. რომელიც მიმართულია „მთავარი არხის“ სიუჟეტის შინაარსზე. მიგვაჩნია, რომ წამოწყებული პროცესით, კიდევ უფრო ღვივდება მედიის მიმართ უნდობლობა, და სახეზეა ცენზურის საფრთხე. გავრცელებული ინფორმაციით, სუს-მა „საბოტაჟის“ მუხლით გამოძიება 2020 წლის 16 მარტს უწყებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უსაფრთხოების სამსახური სწავლობს 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების პირობებში ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილებების შესაძლო ბოროტად გამოყენებას. გამოიკითხა სიუჟეტის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი, ხოლო 2 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხიდან“ რეპორტაჟის დაუმონტაჟებელი ვიდეო მასალის გამოთხოვის თაობაზე უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობა საგანგაშოა მედიის თავისუფლებისათვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება.სიუჟეტში პროფესიული გადაცდომის ან უზუსტობების შემთხვევაშიც კი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს და ჟურნალისტთა პროფესიული გადაცდომების კორექციის საჭიროებისას უნდა გამოიყენოს მედიის თვითრეგულირების მექანიზმი, ისევე როგორც ჟურნალისტთა კოლეგიურ გაერთიანება - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია . კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გასცეს დირექტივა მედიის თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად. ვითხოვთ, დროულად შეწყდეს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები და გაშუქების დეტალებზე პროფესიული სიზუსტის გამოკვლევისათვის საქმე გადაეცეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ან /და შესწავლა დაიწყოს "მთავარი არხის" თვითრეგულირების მექანიზმის ... ...
  • ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელიც მდინარე ტეხურუში დაიხრჩოცოტა ხნის წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, მდინარე ტეხურაში 18 წლის ბიჭი გადავარდა. როგორც გაირკვა, ის ადგილობრივი მკვიდრია.~ როგორც "გურია "ნიუსთან" თვითმხილველები ამბობენ, ბიჭს, სავარაუდოდ, გული გაუსკდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • ტეხურაში 18 წლის ბიჭი გადავარდა, მის გადარჩენას ადგილობრივები ცდილობენსენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, მდინარე ტეხურაში 20 წლის ბიჭი გადავარდა. სასწრაფო დახმარების მანქანა უკვე ნახევარი საათია იგვიანებს და ბიჭის გადარჩენას გულის ხელოვნური მასაჟით თვითმხილველები ცდილობენ. ბიჭი ამ წუთებში პოლიციას გადაჰყავს საავადმყოფოში. "გურია ნიუსი" დამატებით ინფორმაციას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...