"გურიაში მეორადი თხილის ეპოქაა!"

მთავარი თემა

"გურიაში მეორადი თხილის ეპოქაა!"

2018 სექ 17 13:30:22

გურიაში წელს განსაკუთრებით ირთობენ თავს სარკასტული ყბისაქცევებით. თემა, მათი აზრით, საუცხოოა _ "რა გვიჭირს, ძამა, წელს მეორადი თხილი, ფაროსანას დაგემოვნებული წაბლი და ხილეული უხვად გვაქვს, ერთბაშად რომ ასეთ პატივს გცემს განგება, რა ჯობს?! ისე, რეიზა დევისაჯეთ, ნეტაი, პაწა ამაზე ფიქრიც კაია", _ საუბრობენ ოზურგეთის ცენტრში, თხილის მიმღებ პუნქტებთან თავმოყრილი გურულები და იუმორთან ერთად, ბრაზიც გაერევა ხოლმე მათ დიალოგში: "ამ მეორადი თხილითაც კარგად ითბობენ ხელს ვიღაცეები, მაგრამ ეგეც ჯანდაბას, ოღონდ, ვაითუ, სწორედ მაგიტომ კაიხანს არ მიხედონ ხეირიანად ამ ჩვენს მარჩენალ კულტურას და ხომ დავიღუპეთ". "ხეირიან მიხედვაში", ხარისხიან შესაწამლ პრეპარატებს გულისხმობენ და დიდი ეჭვი აქვთ, რომ წელს, ძირითადად, სიდამპლის საწინააღმდეგო პრეპარატები ვადაგასული და უხარისხო იყო.

რა არის მეორადი თხილი და რა დატვირთვის მატარებელია ეს ახლახან გაჩენილი ტერმინი, რომელსაც, სულ ცოტა ხნის წინ, მხოლოდ ტანსაცმლის თუ ავეჯის მისამართით გამოიყენებდნენ ჩვენში?

თხილის სიდამპლემ ისე იმსხვერპლა გურულების პლანტაციები, მიუხედავად არა ერთგზის შეწამვლისა, ჯერჯერობით, მინიმალური შედეგიც არ ჩანს და ხალხი ბაღებში მოსაკრეფად არც ჩასულა. ბევრგან ტონობით თხილი ყრია, რადგან თითქმის ყველა დამპალი და უვარგისია. გლეხკაცი იმედგაცრუების შიშმა სერიოზულად აიტანა.

დღეისთვის ოზურგეთში, ე. წ. "მეორადი თხილის" მიღებაც ხდება და ერთი კილოგრამი 20 ან 30 თეთრია. სხვაობა ასეთ მინიმალურ ფასშიც კი იმაში მდგომარეობს, რომ 30 თეთრად ღირებულ თხილში, ყოველი ათიდან ორი მაინც უნდა იყოს საღგულიანი. ათიდან თუ ყველა უვარგისია, მაშინ ერთი კილოგრამი 20 თეთრი ღირს.

_ ამ 20-თეთრიან თხილშიც კი ხეირს ნახულობენ, რადგან თავად, მინიმუმ, 80 თეთრად ყიდიან "გარჩეულ" დამპალ გულს. სამეგრელოში სპეციალური ქარხანა ხდის ზეთს, შემდეგ კი, უფრო ხარისხიანი გადამუშავებისთვის თურქეთში გააქვთ. ჩვენ ვიკითხოთ, თორემ, "ქორვაჭრები" და ამ ყიდვა-გაყიდვაში დახელოვნებული მაფიოზები მაინც ხეირობენ, _ ბრაზობს მოსახლეობა, რომელიც, ჯერჯერობით, პლანტაციებში ჩატოვებულ დამპალ თხილს ნაკლებად აქცევს ყურადღებას, მაგრამ მალე, როგორც ვარაუდობენ, ხალხი თხილის შეგროვებას მაინც დაიწყებს.

_ კომუნისტები ერთ კილოგრამ ჩაიში შვიდ თეთრს გვიხდიდნენ და წამხდარ საქმეზე, 30 თეთრად რომ ჩავაბაროთ და ორი პური მაინც წავიღო სახლში, რა უჭირს?! თუ ის დამპალი თხილიც უკვე ვირთხებმა არ წაიღეს, _ ამბობენ გურულები.

ერთ-ერთი მათგანი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს მკვიდრი ერაბ რუსიეშვილი ფაროსანასგან შეჭმულ წაბლზე გვესაუბრება:

_ თხილი ჯანდაბას, ვიცით, რომ დალპა და ფაროსანას მიზეზით არ მომხდარა ეს. წაბლი ხომ ნამდვილად გასინჯა და საკმაოდ მოასწრო განადგურება?! იძახდნენ, წაბლს ვერაფერს ავნებს და მოვაშენოთო. აგერ, ბატონო, ნახეთ, ბუდეში გახვეულიც შეჭამა და ლობიოს და კიტრს დატოვებდა? ისე, ლობიოც თუ სანატრელი გახდებოდა ჩვენს ყანებში, აღარ მეგონა, _ გვეუბნება მერაბ რუსიეშვილი და ფაროსანასგან დაზიანებულ წაბლის ნაყოფს გვაჩვენებს.

ჩაბარებისას წაბლსაც ისე არჩევენ, როგორც თხილს

იმავეს ამბობს სოფელ გურიანთის მკვიდრი მაგული ლომთათიძე:

_ თხილის საქმე რომ წახდა, ფაროსანა წაბლს მაინც ვერ დააზიანებსო,  _ ამბობდნენ. თუმცა, კარგადაც შეეჭიდა და წაბლიც ნახევრად მოსპო, _ გვეუბნება ის და გვაჩვენებს ნაყოფს, რომელიც, ერთი შეხედვით, მატლისგან დაზიანებული გეგონება.

ჩაბარების წინ კაკალიც უნდა გაიტეხოს

ერთი კილოგრამი წაბლის ფასი, დღეისთვის 2-2,50 ლარია და უმეტესად, ხილის მსგავსად, მისი გადარჩევაც ხდება, ოღონდ, ცნება "მეორადი წაბლი", ჯერ არ დამკვიდრებულა.

_ მოსალოდნელი ყველაფერია _ ჩვენც მეორადი ადამიანები ვართ. აბა, რა ხეირია ჩვენს ცხოვრებაში? ჯერ უბედური წლები გავიარეთ, მერე თითქოს წამოვიწიეთ, ამოსუნთქვა დაგვეტყო თხილის საშუალებით. ახლა ისე წავიქეცით, მეორედ წამოდგომა გაგვიჭირდება. მეტი არაა კაცის ცხოვრება, კი დამთავრდა წუთისოფელი, _ გვეუბნება ცისო სალუქვაძე და ლიხაურიდან ქალაქში გასაყიდად ჩამოტანილი თხილი უკან მიაქვს.

რაც შეეხება კაკალს, კარგად გარჩეული, გარეცხილი და გამშრალი თუ არის, ერთ კილოგრამს ერთ ლარად იბარებენ, სხვა შემთხვევაში კი 85 თეთრი ღირს. გურულებს ეშინიათ, ფაროსანამ კაკალიც არ დააზიანოს.

ფერმერი და აგრონომი აკაკი ღლონტი მიიჩნევს, რომ ფაროსანა ნაკლებად დააზიანებს წაბლს და შესაძლოა, უფრო კენწეროსკენ მყოფი, უკვე ბუდეგახსნილი ნაყოფი გააფუჭოს:

_ მე მაქვს წაბლის პლანტაცია. აქა-იქ იყო დაზიანებული, თუმცა, უმნიშვნელოდ. მით უფრო, ქიმიური პრეპარატით არ შემიწამლავს, რადგან ბიოფერმერი ვარ და პრესტიჟს ვუფრთხილდები. ფაროსანა უფრო სიმაღლეში ეტანება, მიწასთან ახლოს არ აზიანებს სანაყოფე კვირტს თუ უკვე მწიფე ხეხილოვნებს და ბოსტნეულს.

ფაროსანასგან დაზიანებული წაბლი

მინდა, როგორმე, ჩემი მეურნეობა მექანიკური ბრძოლით და ბიოპრეპარატებით დავიცვა. ვიტყვი ერთს: 50 მილიონი რომ იყო გამოყოფილი ფაროსანასთან საბრძოლველად, 100 ათასი მაინც ხომ შეიძლებოდა ბიოფერმერებისთვის მიეცათ? სულ 300 ბიოფერმერია საქართველოში. დღეისთვის მრავალი პრობლემა შეექმნა ფერმერებს, თუმცა, ხელის ჩაქნევა რას მოგვცემს? მიეჩვევა ხალხი იმასაც როგორმე, რომ თხილი უნდა გასხლას, შეწამლოს, ნიადაგი გადაბაროს, მოაკირიანოს, გაანოყიეროს სისტემატურად და არა მოხასიათებით.

მე ვაპირებ, ჩემს ბიოფერმერულ მეურნეობაში შევქმნა სადემონსტრაციო ნაკვეთი. არავისგან არაფერს ვითხოვ. გავაკეთებ და ყველას ვაჩვენებ თავიდან ბოლომდე, როგორი მუშაობაა საჭირო, რომ საღი და საუკეთესო თხილის მოსავალი მივიღო. საერთოდ, ჩვენში თვალსაჩინოება უფრო ჭრის, ყოველგვარ გაგონილზე. ასჯერ მოყოლილს ერთხელ ნანახიც ჯობსო, ესეც ჩვენი შემეცნებიდან ნაკარნახევია.

მე ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ თხილს ეშველება, ფაროსანასაც ბოლო მოეღება. ვისაც გული შეტკივა, რაღაცას აკეთებს, კრიტიკასაც არ იშურებს და შედეგებსაც აჩვენებს ადამიანებს, _ ამბობს აკაკი ღლონტი.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...