იქ, სადაც თევზჭერა აკრძალულია, თევზის მომსპობი ნარჩენით სავსე სარკოფაგია გაჭრილი

მთავარი თემა

იქ, სადაც თევზჭერა აკრძალულია, თევზის მომსპობი ნარჩენით სავსე სარკოფაგია გაჭრილი

2019 ივლ 5 13:49:13

ახლახან, "გურია ნიუსი" წერდა გარემოს დაბინძურების უმძიმესი ფაქტის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების ტერიტორიაზე, შეკვეთილთან ახლოს, სადაც ციტრუსოვანთა ნარჩენით ქობულეთელმა, ბიზნესმენმა რამაზ გოგიტიძემ ტურისტულ სეზონს "სიურპრიზი" უძღვნა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის ციტრუსოვანთა ნარჩენით ავსებული სარკოფაგები, "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ დაფარეს, ახლომახლო ღელეები დაბინძურებულია. როგორც ადგილობრივმა მწყემსებმა გვაჩვენეს, ბაყაყებიც აღარ არის მასში ცოცხალი. უფრო მეტიც _ ეს ღელეები ჩაედინება ჩოლოქში, ჩოლოქს კი ზღვაში შეაქვს სიბინძურე და საშიში ნარჩენი.

ჩვენ ნატანების ტერიტორიაზე მორიგ ასეთ სარკოფაგს გადავეყარეთ, ოღონდ აქ უფრო საშიში სიტუაცია დაგვხვდა _ ქოხმახებიანი ეზოს ჭიშკარზე დიდი ასოებით წერია: "თევზჭერა და ნადირობა აკრძალულია", გვერდით პატარა თუნუქზე კი ცარცით წერია კიტა ბუაჩიძის ცნობილი ტრაგიკომედიის ფრაზა-სათაურის ტექსტი: "ეზოში ავი ძაღლია". ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი, მაგრამ გამაფრთხილებელი ფრაზა ჩვენთვის ორმაგად საშიში აღმოჩნდა, როცა ჭიშკარში შესვლისას ავი ძაღლი, რომელიც მანამდე არსად ჩანდა, მართლა გამოგვიდგა, "მასპინძელო" კი ამაოდ ვიძახეთ.

ჭიშკართან შევჩერდით და ძაღლი ყურადღების მიღმა დავტოვეთ. ინტუიციამ გაჭრა და კარგა ხნის ლოდინის შემდეგ, ის ეზოს უკანა მხარეს წავიდა ყეფით. მოვახერხეთ ჭიშკრის გაღება და იქვე, ტრიფოლიატის ტოტებით შემოსაზღვრული სარკოფაგის გადაღება, რომელიც ციტრუსოვანთა ისეთივე საშიში, მყრალი ნარჩენითაა სავსე, როგორზეც ვწერდით. უკვე აღნიშნული ადგილიდან ეს მორიგი საშიში კერა, ერთ კილომეტრ მანძილზე თუ იქნება. დაახლოებით, 700 კვ.მ-მდე ფართობი საგანგებო ავზად ამოთხრილი, ჯერ ღობითაა შემოსაზღვრული, შემდეგ კი ბოლო რიგად ტრიფოლიატის ბადე აქვს შემოვლებული.

სავარაუდოდ, ამ ყველაფრის შემოქმედმა, ვიზუალურად კარგად დამალა სარკოფაგი. თუმცა, სუნს ვერაფერი მოუხერხა, რომელიც სუნთქვას აუტანელს ხდის და დაუფარავი, ღიად დატოვებული მასა ყარს.

არსებული "სამალავი", მართალია, გზისპირასაა, რომელიც სოფელ ნატანების შიდა გზას წარმოადგენს, თუმცა, ეკალ-ბარდით დაფარული ეზოს შემოგარენიდან, თუ საგანგებოდ არ მიხვედი ახლოს, არ ჩანს. ახლოს მოსახლეობა არ არის _ მხოლოდ საყანე ფართობებია. მალე ძაღლი ისევ გამოგვიდგა და თავი ძლივს დავაღწიეთ.

სახლი, რომელიც ერთსართულიანია და კარ-ფანჯრები სანახევროდაც არ აქვს, მიტოვებულის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ირგვლივ ამაოდ ვეძებდით ხმის გამცემს. ბოლოს, გზაზე ერთი გამვლელი ქალბატონი გამოჩნდა, თავსაბურავით და სამუშაო ტანსაცმლით, რომელიც რუხაძის გვარით გაგვეცნო, სახელი არ გვითხრა და არც ფოტოს გადაღებაზე დაგვთანხმდა. აგვიხსნა, რომ აქ ასეთ სახლებში მომთაბარე მენახირეები ცხოვრობენ და მათი გვარ-სახელები არ იცის, არც ის იცის, ვინ გააკეთა აქ ციტრუსოვანთა საშიში ნარჩენის ამხელა მასა.

_ მე რა ვიცი? აქ ახლოს მოსახლეობა არ არის. მწყემსებს თუ ნახავთ, სხვას ვერავის. რას ეძებთ, ვინ ჩაასხა? ეზოს შიგნითაა ამოთხრილი, _ გვითხრა ქალბატონმა.

_ ეს რომ საშიში ნარჩენია, აბინძურებს წყალს, გარემოს, აუტანელი სუნი დგას, ეს არ გაწუხებთ?

_ რა ვიცი... ცხვირზე ხელი მეიჭირე, აქ რომ გაივლი. ეზოში აღარ შეხვიდე, თორემ მაგ ძაღლს მეორედ ვერ გადაურჩები. სულ ყეფს აქ და იმიტომ აწერია ჭიშკარზეც. ჯაჭვი კარგად გასკვენით _ გარეთ არ გამოძვრეს. აბა, ღობეზე ვერ გადმოვა, კარგი გაკეთებულია, _ "დაგვარიგა" ქალბატონმა.

_ თქვენ ისე საუბრობთ, იცით, ამ ეზოში ვინც საქმიანობს... არასდროს დაგინახავთ?

_ არ ვიცი, რა ჩემი საქმეა, _ გვითხრა მან და სასწრაფოდ გაგვეცალა.

სავარაუდოა, რომ აღნიშნული წარწერა, რომელსაც ახალი ელფერი არ აქვს, დიდი ხანია, არსებობს და გასულ წლებშიც აქ მდებარე სარკოფაგს უფრო მალავდა და იცავდა, ვიდრე პატრონს, რომელიც არსად ჩანს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი და ზედამხედველობის სამსახურის, ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა შუქრი გაბრიჩიძემ ჩვენთან განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და აუცილებლად დაინტერესდება:

_ მაგ მხარეში გარემოს დაცვის ხალხი სულ დადის და შეუმჩნეველი დარჩათ? არ ვიცი. დავინტერესდები, _ გვითხრა მან.

ჩვენ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარა-გურიის რეგიონული სამმართველოს გურიის განყოფილების უფროსს ალექსი გოგალაძეს არაერთხელ დავურეკეთ, თუმცა, როგორც წესი, ის ზარებს არ პასუხობს. უპასუხოდ დატოვებული ზარების საკითხზე "გურია ნიუსი" აუცილებლად მიმართავს სამინისტროს.

ერთადერთხელ, როცა ალექსი გოგალაძე გვესაუბრა, თავმომწონედ განაცხადა, რომ ხშირად დადის რეგიონში, ახდენს რეაგირებას, იცის ყველა პრობლემის შესახებ. თუმცა, საკითხავია, რა იცის _ ის ხომ არა, ათი თვის განმავლობაში ქობულეთიდან შემოტანილი მომწამვლელი მასა ღია სარკოფაგში რომ ეყარა, გარემო ყარდა და მხოლოდ "გურია ნიუსის" ჩარევის შემდეგ დაიმარხა, თუმცა, საშიში შედეგი კიდევ დიდხანს დარჩება გარემოში?

როგორც ჩანს, გარემოს დაცვის სამინისტროს, აქ, რეგიონში საკმაოდ ზერელე და საქმისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების მქონე ხელმძღვანელი ჰყავს.

"გურია ნიუსი" აგრძელებს პასუხების მოპოვებას არსებულ ყველა კითხვაზე, რომელსაც ჩვენს მკითხველს უახლოეს დროში შევთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • ერთად დავეხმაროთ ძმებს დედის გადარჩენაში _ მაიასთვის დავამარცხოთ ლეიკემიაქართველი ძმების _ ნიკა და რატი ქართველიშვილების შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის _ ისინი, დედის გადასარჩენად მოქალაქეებს ტაქსის სერვისს სთავაზობენ. მათ დედას, მაიას ლეიკეიმია აქვს და ძმები ასე ცდილობენ მისი მკურნალობის თანხის შეგროვებას. ამჟამად, ძმები ბათუმში არიან და როგორც გვითხრეს, სეზონის დასრულებამდე ზღვისპირა კურორტზე იმუშავებენ. ნიკა ქართველიშვილის თქმით, დედის ოპერაცია, რომლისთვისაც საჭირო თანხა ჯერ არ აქვთ, 5 სექტემბერს არის დაგეგმილი. "გარკვეული თანხა მოგვიგროვდა, თუმცა, ჯერჯერობით, მთლიანი თანხის შეგროვება ვერ მოვახერხეთ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს თანხა შევაგროვოთ. როგორც იცით, თბილისიდან ადამიანები დასასვენებლად არიან წასულები და მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, რომ მე აჭარაში წამოვსულიყავი და აქ გამემგრძელებინა ჩვენი საქმიანობა. დედასთან ყოველდღიურად გვაქვს კონტაქტი. ის საბრძოლო განწყობაზეა, შემართებით არის, ჩვენი იმედი აქვს... თავიდან არ ვეუბნებოდით, რომ ასე ვცდილობთ ფულის შეგროვებას, თუმცა შემდეგ სადღაც უნახავს რეპორტაჟი ჩვენს შესახებ და ძალიან მადლიერია ყველა ადამიანის, ისევე, როგორც ჩვენ მადლიერები ვართ, მათი ვინც კი ამ ხნის განმავლობაში გვეხმარება“, _ - განაცხადა ნიკა ქართველიშვილმა. ძმები ქართველიშვილების დახმარების სურვილის შემთხვევაში მათი აბანკო რეკვიზიტებია: თიბისი ბანკი GE28თB7739345064300013 საქ.ბანკი GE95BG0000000161310779 მიმღები: რატი ქართველიშვილი პ/ნ 01019072195.მაგთის და ბილაინის აბონენტებისათვის: ... ...
  • გვაქვს ფული და "რუსთავი 2"-ზე უკეთესი შენობა, აწი ხვეწნას არ ვაპირებ - ნიკა გვარამიარუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის გუნდს მიმართავს. მისი თქმით, მას ჰყავს ინვესტორები და აქვს ფული, ასევე, რუსთავი 2-ზე უკეთესი შენობა. "მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა - რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ. მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთჩვენთან ერთადთავისუფლება ps ბოლო ოთხი სიტყვა მთავარი არხის სლოგანია pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია - რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის. as simple as that", _ წერს ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 14:20 საათზე დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა ... ...
  • ჟურნალისტების პროტესტი - კურიერი ეთერში არ გადის“რუსთავი 2-ის” ეთერში საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” დღეს ეთერში არ გასულა. ეთერში მხატვრული ფილმები გადის. გავრცელებული ინფორმაციით, 3 საათზე რ2 ის გენერალურ დირექტორს, მაყურებლისთვის უნდა მიემართა, თუმცა, ბოლო მომენტში, პაატა სალიამ გადაწყვეტილება შეცვალა. ახალი ამბები არცვებ გვერდზე ქვეყნდება. ამ ფორმით ჟურნალისტები პაატა სალიას საკადრო წმენდას აპროტესტებენ. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილმა თანამშრომლებმა უარი თქვეს გასულიყვნენ გადაღებაზე. ისინი ასევე აპროტესტებენ საინფორმაციოს ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას და ნინო შუბლაძესთან შეხვედრას არ აპირებენ. "რუსთავის 2"- ს ჟურნალისტები ტოვებენ, გუშინ, 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, ტელეკოპანია დატოვეს პატა იაკობაშვილმა, გიგლა თუმანიშვილმა, ეკა გაგუამ და მაია ლომიძემ. ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ  გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე "ინტერესთა კონფლიქტის" მოტივით ... ...
  • 23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება (R) 23  და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა  „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.     მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს: 23-25/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena-  თბილისი   #884/883 გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი 12:40 17:25 18:23 23:50 0:38 5:15  ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც  ექნებათ.  ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.  “საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ! (R)   ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...