ირაკლი ტარიელაძის მკვლელობის ახალი დეტალები და მიმართვა შსს მინისტრს

gurianews.com

მთავარი თემა

ირაკლი ტარიელაძის მკვლელობის ახალი დეტალები და მიმართვა შსს მინისტრს

2017 ოქტ 13 20:19:38

"მივმართავთ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს _ აღადგინოს სამართალი, დააპატიმროს ირაკლი ტარიელაძის მკვლელობის შემკვეთები და შემსრულებლები, დაიცვას ჩვენი უფლებები! ხალხო, გააგებინეთ ყველას, რომ 28 წლის ბიჭი შეეწირა ზონდერებს და კლანურ დაჯგუფებას, რომლებსაც პოლიცია მფარველობს”, _ აცხადებენ მოკლული ირაკლი ტარიელაძის ოჯახის წევრები.

რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მცხოვრები 28 წლის ირაკლი ტარიელაძე საკუთარ სახლში, ჭიშკართან ჩაცხრილეს. მკვლელობასთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მოწმის სახით რამდენიმე პირი დაკითხეს და გამოუშვეს, რადგან, ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე არც ერთი მათგანის მიმართ ბრალის წაყენების საფუძველი არ არსებობდა.

ტარიელაძე გუშინ ბათუმში დაასაფლავეს, მანამდე კი ოჯახის წევრებმა  ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მიცვალებული დაასვენეს და გზა გადაკეტეს ერთი მოთხოვნით _ დააპატიმრონ ირაკლის მკვლელები.  

_ ნეტავ, ვის დაიჭერენ, ვის დედას გააუბედურებენ და “შეტენიან“ ირაკლის მკვლელობას?! არ გამოუვათ, არ გავჩერდებით, რადგან ირაკლის მკვლელობის დამკვეთია აქვე მცხოვრები ს. მ. და შემსრულებლები კი გ. ს. დ. კ. ვითხოვთ სამართალს! _ ამბობენ მოკლულის ოჯახის წევრები.

ტარიელაძის დის _ ირმა ფუტკარაძის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, იკვეთება კიდევ ერთი ახალი დეტალი:

_ ბათუმში ჩავიდნენ ყოფილი დეპუტატი მ. მ., დ. კ., მამა თ. კ. გ. ბ. და გ. ს. და ირაკლის ბიძაშვილებს მოთხოვეს, რომ ასახლდნენ იქედან, სანამ კიდევ მკვლელობა არ მოხდებაო. მე ეს ჩვენება მივეცი პოლიციას და დღემდე არ დაუკითხავთ არც ერთი მათგანი. ეს სამართალია? რატომ არის უმოქმედოთ პოლიცია? რადგან წუწკები, და  გასვრილები არ ვართ? ჩემმა ძმამ რომ პატიოსანი შრომით მიაღწია ყველაფერს, ამიტომ ვერ გვიტანენ?_ ამბობს ირმა ფუტკარაძე.

ირაკლის დედა ნანული ფუტკარაძე კი ჰყვება, რომ როცა მისი შვილი ჩაცხრილეს, სუფრა შემდეგ გაიშალა ს. მ.-ს ოჯახში, რომელსაც სატელეფონო საუბრებში არა ერთხელ უთქვამს, რომ მთავრობაც ეგ იყო და “კაი ბიჭიც“:

_ ამოიღონ სატელეფონო საუბრები, როგორ დამემუქრა ს. მ. ჩემი შვილის მოკვლით. 11 წელი შვილი მონატრებული მყავდა, მეც სამუშაოდ გადახვეწილი ვიყავი. ირაკლი თურქეთში დადიოდა სამუშაოდ,  არაფერს არ თაკილობდა. იმ დღეს ჩამოვიდა თურქეთიდან _ ეს იცოდნენ. ახლა კიდევ გვემუქრებიან, აქ არ გავაჩერებთ ამათო, _ ამბობს ნანული ფუტკარაძე. მისივე თქმით, პოლიციამ ყველაფერი იცის და ხელს აფარებს დამნაშავეებს, არ იძიებს ამ საქმეებს. ჩემი შვილის მკვლელები არიან აქ მცხოვრები გ. ს. და დ.კ., შემკვეთი კი _ ს.მ. ეს პირები არაერთხელ იყვნენ ნასამართლევები და სხვის მკვლელობაში შემჩნეული პირები, ზონდერები არიან.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ირაკლის სხვა მტერი არავინ არ ჰყავდა:

_ დამისახელონ ამ სამი ადამიანის გარდა, ვინ ჰყავდა ჩემს ძმას მტერი? არავითარი ხიდი, ტყუილია ეგ _  აუქციონში მიიღო მონაწილეობა ჩვენმა ნათესავმა და  მოიგო. ამის გამო გადაგვეკიდნენ. ს. მ.  ითხოვდა, ამ ბიჭმა დაგვიბრუნოს აუქციონით მიღებული მიწაო, _ ამბობენ ტარიელაძეები.

ტარიელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს მეორე მხარე _ ნ.მ. ამბობს, რომ კონფლიქტის მიზეზი  მის ძმას _ ს. მ,-ს და ირაკლი ტარიელაძის შორის თვითნებურად შემოღობილი მიწის ნაკვეთები გახდა:

_  მინდა დავიწყო ტყის თემით, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ,  შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეკონომიკის სამინისტროში, რომ ტყესთან დაკავშირებით გამოცხადებულ აუქციონში ს. მ.-ს  მონაწილეობა არ მიუღია, რასაც ოჯახი კონფლიქტის პირველ წყაროდ ასახელებს. რაც შეეხება კონფლიქტს, იგი განაპირობა გარდაცვლილის მიერ თვითნებურად შემოღობილმა მიწის ნაკვეთებმა, რომელიც არანაირი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენდა ს..მ.-სთვის.

გარდაცვლილის მიერ შემოღობილი ფართობები მოიცავდა მდინარის მთლიან ზოლს და ეს იქ მცხოვრები მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა, რადგან საქონელი ვერ ჩადიოდა წყლის დასალევად, ვერ ძოვდა მდინარისპირა მინდორს, ბავშვები ვერ ჩადიოდნენ სათევზაოდ და საბანაოდ. გარდა ამისა, დაზიანებული ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში, რომელიც დაახლოებით 7-8 თვე გრძელდებოდა, იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ გადაწყვიტა თავისი ხარჯებით ალტერნატიული ხიდის გაკეთება მდინარეზე. სწორედ ამ ხიდის გაკეთებას ხელს უშლიდა გარდაცვლილის მიერ მდინარეზე უკანონოდ  გავლებული ღობე. სანამ სამუშაოებს დაიწყებდნენ, ტარიელაძეს სთხოვეს, რომ აეღო ღობე, რადგან, ვიმეორებ, ღობე ხელს უშლიდა ამ პატარა გადასასვლელი ხიდის გაკეთებას. თემა იყო აქტუალური ამ საკითხთან მიმართებაში იმიტომ რომ, იქ მცხოვრებ მოსახლეობას გამრუდებული გზით, სამი კილომეტრის შემოვლით  უხდებოდა სახლში მისვლა, _ამბობს ნ. მ.

მისივე თქმით,  8 მარტს, გზაზე შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს მოკლული ირაკლი ტარიელაძე და ს. მ. _ წალაპარაკდნენ. წავიდა გარდაცვლილი, შემდეგ მიეპარა საჭესთან მჯდომ  ს. მ.-ს და თავის არასრულწლოვანი შვილის  თანდასწრებით სასიკვდილოდ გაიმეტა. მას ჩაუტარდა უმძიმესი ოპერაცია _ შეგიძლიათ გამოითხოვოთ მასალები სამედიცინო ცენტრიდან. ამის შემდეგ ჩვენმა მხარემ საჭიროდ ჩათვალა, თავი მოეყარა ოჯახის ახლობელი ადამიანებისთვის, ჭკუასაკითხავი ხალხისთვის სოფელში, რომელთაც ამ ორ მხარეს შორის საერთო  და კარგი ნაცნობობა აკავშირებდათ. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი თანაცხოვრების მიზნით შეხვდნენ მეორე მხარის ამ ხალხს. მე ვფიქრობ, რომ ამაში ცუდი არაფერი არ არის. ამ ადამიანების მიზანი იყო, შეესრულებინათ მხოლოდ მედიატორის როლი. სთხოვდნენ, რომ ტარიელაძე დროებით განრიდებოდა იქაურობას. ამაზე მისმა მხარემ თანხმობა განაცხადა, მაგრამ რამდენიმე დღეში შეგვატყობინეს, რომ ოჯახის დიასახლისი და თავად ირაკლი ამის სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ.

მინდა გითხრათ, რომ დაპირისპირების გამო წუხილს თავად მეორე მხარეც განიცდიდა _ ამის შემდეგ ტარიელაძე ჩამოვიდა სოფელში, გადაწია ღობე და დატოვა მდინარესთან მისასვლელი გზა, რასაც ითხოვდა სამეზობლო.

რაც შეეხება ჩემს ძმას, ეს, რა თქმა უნდა ადვილი არ იყო, მაგრამ საკუთარ თავში მოძებნა ძალა ოჯახის, საქმის სიყვარულიდან, პასუხისმგებლობიდან გამომდინარე და აღარ გააღრმავა კონფლიქტი.

ძალიან ვწუხვარ,  რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებისგან წამოსული ბრალდებები აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა, რადგან მდგომარეობა არ აძლევთ იმის უფლებას, რომ ილაპარაკონ ყველაფერი,  რაც პირზე მოადგებათ. უკმაყოფილო ვარ ტელევიზიების მიერ გაშუქებული სიუჟეტებით, ვხედავ არაპროფესიონალურ  დამოკიდებულებას, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ცალმხრივი ინტერვიუებით შემოიფარგლებიან _ არ დაინტერესებულან მეორე მხარის არგუმენტებით, არ გაჩენიათ სურვილი, გამოეთხოვათ ობიექტური  მასალები, აეღოთ ინტერვიუები მეზობლებისგან. მეუფლება განცდა, რომ მიკერძოებული დამოკიდებულებაა საკითხის მიმართ.

რაც შეეხება გაჟღერებულ დ. კ.-ს  თემას, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იმ დროს, როდესაც მკვლელობა მოხდა, იგი იმყოფებოდა “ზვანის“ თხილის ქარხანაში. არსებობს უამრავი ცოცხალი მოწმე _ ქარხნის ხელმძღვანელობიდან დაწყებული მუშა პერსონალით დამთავრებული, რომლებთანაც შეგიძლიათ ინფორმაციის დაზუსტება. ამავე დროს, ქარხნის მოპირდაპირე მხარეს არის მაღაზია, რომელიც აღჭურვილია ვიდეოთვალით. შეგიძლიათ ჩანაწერების გადამოწმება, _ ამბობს ნ. მ.

ნ.მ. თავის ძმასთან დაკავშირებით ასევე ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ადამიანმა ჩაიდინოს ასეთი დანაშაული, როცა მეორე დღეს, დილით სოფლის ცენტრში ტაძრის ფუნდამენტი უნდა ჩაყრილიყო მისი თაოსნობით:

_ მისი წინა დღის ყველა სატელეფონო  ზარი   უკავშირდება ტაძრის აშენების მოსამზადებელ სამუშაოებს. რამდენიმე წელია, ჩემი ძმა ცდილობს ამ ეკლესიის აშენებას, რა თქმა უნდა, სხვა ადამიანებთან ერთად. ითხოვდა შემოწირულობებს, გახსნილია საბანკო ანგარიში მამაოს სახელზე და ა. შ. ეს რეალობაა. ასევე, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია ხალხში, მთელ სოფელში. სამწუხაროა, რომ ამ უბედური შემთხვევით ცდილობს ზოგიერთი ადამიანი ისარგებლოს და პოლიტიკურ ასპექტში გადაიტანოს ეს თემა. ს. მ. არასოდეს ყოფილა პოლიტიკაში ჩართული, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ცხოვრობს, საკუთარი შრომით მოწვეულ ლუკმას აჭმევს საკუთარ შვილებს და მთელმა სოფელმა, რაიონმა იცის, ვინც იცნობს, რომ ის მცირედი, რაც გააჩნია, ოფლით ააქვს მოპოვებული. ადამიანის სიკვდილი ტრაგედია, მაგრამ, არანაკლებ ტრავმირებულია მისი ოჯახი. ჩვენ ვართ კანონმორჩილი ადამიანები და დიდი იმედით ველოდებით გამოძიებას. პოლიცია პირველივე დღიდან ყველაფერს აკეთებს ორივე მხარის  მშვიდობის  უზრუნველსაყოფად. ვიმედოვნებ, რომ აუცილებლად  მოეფინება ნათელი ამ საქმეს და დაისჯება დამნაშავე.

“გურია ნიუსმა“ მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს არჩილ ყაზაიშვილს, მოეწოდებინა ინფორმაცია გაჟღერებული აუქციონის შესახებ:

არჩილ ყაზაიშვილი: _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მცხოვრებმა ტარიელაძეებმა 2015 წელს მომართეს (ზეპირად) მუნიციპალიტეტს და ითხოვდნენ, მათ მიერ მრავალწლიანი იჯარით აღებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთში მრავალწლიანი ხეების მოჭრას.

მოქალაქეებს განემარტათ, რომ  ადგილობრივი მოსახლეობა სასტიკი წინააღმდეგია არსებულ ტერიტორიაზე თუნდაც ერთი ხის მოჭრისა. ამავდროულად, ვინაიდან მიწა წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას, მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში არ შედიოდა შესაბამისი ნებართვის გაცემა.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონებს, გაცნობებთ, რომ არც ერთ მათგანში ტარიელაძეების ოჯახს მონაწილეობა არ მიუღია, _ამბობს ყაზაიშვილი.

შსს, პრესსამსახურში მხოლოდ ერთი პასუხი აქვთ: _ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


ნახვა: 3181


 ახალი ამბები
  • სანამ შახტები იქნება დახურული, მანამდე თითოეული მეშახტე მიიღებს ხელფასსპრემიერ-მინისტრის დავალებით, ტყიბულში, სოზარ სუბარი ჩავიდა. „ქართული ოცნების“ წევრის განცხადებით, მინდელის შახტების დახურვის მიუხედავად, თითოეული მეშახტე მიიღებს ხელფასს. მისივე თქმით, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დაიდება დასკვნა, თუ რამდენად უსაფრთხოა ამ შახტებში მუშაობის გაგრძელება მომავალში. „გამოძიების რაღაც ნაწილი უკვე დასრულებულია და ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი არის უკვე დაკითხული, შახტები დახურულია შსს-ს მიერ და ამ დროისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მუშაობს შახტებში. ვმუშაობთ იმაზე, რომ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დაიდოს დასკვნა, თუ რამდენად უსაფრთხოა ამ შახტებში მუშაობის გაგრძელება მომავალში, მას შემდეგ, რაც გაიხსნება. რაც შეეხება მუშებს, მინიმუმ ერთი თვის ხელფასს მათ კომპანია გადაუხდის, შემდგომ როგორ გაგრძელდება, ამაზე უკვე გაგრძელდება მოლაპარაკება კომპანიასა და სახელმწიფოს შორის, მაგრამ მანამ, სანამ ეს იქნება დახურული, სანამ ექსპერტიზის დასკვნები არ დაიდება, მანამდე თითოეული მათგანი მიიღებს ხელფასს“,-განაცხადა ... ...
  • საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის (R)ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და  მგზავრთა გაზრდილი ნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რკინიგზა გადადის ახალ სამატარებლო განრიგზე, რაც დამატებითი რეისების დანიშვნას ითვალისწინებს. 19 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე  ყოველდღიურად შესრულდება 5 (ხუთი) რეისი, რომელთაგან ერთ რეისს შეასრულებს GRS ტიპის (Stadler) რვავაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა, ხოლო დანარჩენ რეისებზე იმოძრავებენ როგორც GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები, ასევე - ერთი GRT ტიპის ელექტრომატარებელი. მცირედი ცვლილებებია სხვა მიმართულებებზეც. მატარებლების სრული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.railway.ge. დამატებით რეისებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების, რკინიგზის ვებ-გვერდისა და სმარტფონებისთვის სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით (Georgian Railway Tickets). ძვირფასო მგზავრებო, ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ახალ განრიგზე გადასვლამ გამოიწვია მცირედი ცვლილება არსებულ განრიგში, რომლის მიხედვით GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი მატარებელი ბათუმიდან 07:30-ის ნაცვლად, გამოემგზავრება 08:15-ზე. საქართველოს რკინიგზა გისურვებთ სასიამოვნო მგზავრობას! (R) ... ...
  • ეფექტურია თუ არა წამლობა _ ფაროსანამ გამრავლება დაიწყო (ფოტო)ფოტოები, რომელსაც კომენტარის გარეშე გთავაზობთ, ჩოხატაურში, ერთ-ერთ საკარმიდამო ნაკვეთში, თხილის ერთ ბუჩქზეა გადაღებული. ფოტოებზე კარგად ჩანს ფაროსანას განვითარების ფაზები. ასეთი მდგომარეობაა თითქმის მთელ ... ...
  • ხანძარი ლანჩხუთში _ ორსართულიანი სახლი სრულიად დაიწვახანძრის შედეგად, რომლის გამომწვევ მიზეზად წინასწარი ინფორმაციით, ელექტროგაყვანილობა სახელდება, ლანჩხუთში, სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა იმყოფებოდა, რომელთაც დაზარალებულ ზურაბ მარშანიშვილის ოჯახს, შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარების გაწევის პირობა ... ...
  • რა ხდება ოზურგეთის მერიაში _ ოთახებში გადაადგილება თუ ზეწოლის მორიგი მცდელობაახლახან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის  სოციალური და  ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის უფროსის, თამარ დუმბაძის სამუშაო კაბინეტიდან სოციალურ განყოფილებაში გადაიყვანეს უმცროსი სპეციალისტი, ნინო ნიკოლაიშვილი. ხოლო თამარ დუმბაძე ამჯერად მარტო დარჩა. „გურია ნიუსის“ წყაროს  ინფორმაციით, ყოველივე ეს თამარ დუმბაძის წინააღმდეგ სამოქმედოდ გადადგმული ნაბიჯია მერის მხრიდან და, ჩვენი წყაროს მტკიცებით,  შესაძლოა,  უახლოეს პერიოდში, დუმბაძის  მიმართ ადგილი ექნეს შანტაჟს, რასაც თვით თამარ დუმბაძეც ადასტურებს „გურია ნიუსთან“ საუბრისას. სამუშაოს სირთულიდან  გამომდინარე, დუმბაძე აღნიშნავს, რომ მასთან ერთი სპეციალისტი მაინც უნდა იჯდეს, რადგან მასთან მრავალი მოქალაქე  შედის, მათ შორის სოციალურად დაუცველები, რომელთაც სჭირდებათ დახმარება და მარტო მომსახურება რთულია. ამასთანავე, დუმბაძის თქმით, უმეტესობა სამსახურების უფროსებისა, სხედან თანამშრომლებთან ერთად და საკვირველია, ასეთი მნიშვნელობა  რატომ მიენიჭა მისი ოთახიდან ნინო ნიკოლაიშვილის გაყვანის საკითხს. თამარ დუმბაძე ჩვენთან საუბრისას ღიად ადასტურებს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის  მხრიდან შესაძლო შანტაჟს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როცა ის მარტო იქნება ოთახში. _მე მირეკავენ და პირისპირაც მეუბნებიან, რომ, შესაძლოა, იგეგმებოდეს შანტაჟი, თუმცა, მსურს, რომ ეს ასე არ იყოს.  ნამდვილად შემეშლება ხელი მუშაობაში. ნინო ნიკოლაიშვილი ჩემი თანამშრომელიცაა დ მეგობარიც, თუმცა, ამაში არაა საქმე.   ნამდვილად სასურველია, სხვა იყოს და მყავდეს ერთი დამხმარე აქ. თუმცა , რაკი გადაწყვიტეს, იყოს ასე. მე ყველანაირად ვეცდები, როგორც ყოველთვის, ვიმუშაო მაქსიმალური ობიექტურობით და მთელი ძალისხმევა მოვახმარო აქ მოსული უამრავი მოქალაქის გასაჭირის მოგვარების საქმეს, _ გვითხრა დუმბაძემ. რაც შეეხება ოზურგეთის მერის,  კონსტანტინე  შარაშენიძისა და თამარ დუმბაძის სამსახურებრივ დაპირისპირებას, ამის შესახებ „გურია ნიუსი“ ვრცლად წერდა, როცა დუმბაძის სამსახურში მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახური შევიდა  მერის დავალებით.   მაშინ დუმბაძეს მოქალაქეთა წერილებისთვის პასუხების დაგვიანებით გაცემას ედავებოდნენ. თუმცა, როგორც თავად  დუმბაძე ამბობდა, ეს მხოლოდ მიზეზი იყო, რადგან შარაშენიძემ მოსვლისთანავე მოინდომა დუმბაძის გათავისუფლება და უთხრა კიდეც,   თანამდებობიდან წასულიყო. მაშინ დუმბაძეს დეპუტატების უმრავლესობამ მხარდაჭერა გამოუცხადა და ეს პროცესი შეჩერდა.   მას  გაფრთხილება მისცეს, თუმცა თამარ დუმბაძე იმასაც  აღნიშნავს, რომ მსგავსი გადაცდომები  თითქმის ყველა სამსახურში არსებობდა, მაგრამ გაფრთხილება არცერთი სამსახურის უფროსისთვის არ მიუციათ. მხოლოდ დუმბაძე „გააშავეს“. რაც შეეხება სოციალური დაცვის განყოფილების უმცროს სპეციალისტს, ნინო ნიკოლაიშვილს, ის „გურია ნიუსთან“ ასეთ განმარტებას აკეთებს: _ გაურკვეველი მიზეზით გადმომიყვანეს სოციალური დაცვის განყოფილებაში. აქ კი ხედავთ, ამდენი თანამშრომელი ზის და თითქმის ადგილი არცაა. ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ დამიბარა და მითხრა, რომ თქვენზე არ არის საუბარი არანაირად, უბრალოდ, მერმა გადაწყვიტა ასე, უნდა გამოხვიდეთ დუმბაძის ოთახიდან, მას ფუნქციურად აქვს ამის უფლებაო. კი, ბატონო, აქვს უფლება, მაგრამ ამ წუთში აქ ამის საჭიროება არანაირად არ იდგა დღის წესრიგში. გარდა ამისა, აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ ეს ყველაფერი იგეგმება იმისთვის, რომ თამარ დუმბაძის წინააღმდეგ შანტაჟის მოსაწყობად უფრო ხელსაყრელი გარემო შეიქმნას, _ გვითხრა ნიკოლაიშვილმა. როგორც „გურია ნიუსმა“ ადგილზე მისვლისას ნახა, ნიკოლაიშვილს ჯერ კიდევ არ ჰქონდა სამუშაო პირობა შექმნილი. კერძოდ, კომპიუტერი არ იყო ჩართული მოუგვარებელი  ტექნიკური მიზეზით. თუმცა, თავად ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, რომ ალბათ, მოგვარდება ეს ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგება მუშაობას. აღნიშნული „უმნიშვნელო“ პროცესის, ოთახიდან ოთახში გადაადგილების  შესახებ, „გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ირაკლი სირაძეს ესაუბრა: _ მე გეტყვით ასე _ თუკი სხვა სამსახურის უფროსები, მაგალითად, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, გოგი ინწკირველი ზის ცალკე, რატომ არ შეიძლება კაბინეტში ცალკე იჯდეს სოციალური სამსახურის უფროსი? კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე ზის განყოფილებასთან ერთად. ის, რომ სამსახურის უფროსი იჯდეს მეოთხე რანგის სპეციალისტთან, ასეთ პრეცედენტი ჩემს საკურატოროში არ მაქვს. სამსახურის ფუნქციონირებისთვის უმჯობესია ერთ განყოფილებაში იყვნენ სპეციალისტები. _ ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ  უთხარით, სხვა ოთახში მერის დავალებით გადაგყავთ. _ რაც შეეხება მერს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი. ფუნქციურად ეს ჩემი მოვალეობაა და უბრალოდ, ვთვლი, რომ განყოფილების თანამშრომლები უნდა ისხდნენ ერთად. სამსახურები უნდა განთავსდეს ისე, როგორც უმჯობესია და როგორ ამას ჩვენ ვთვლით საჭიროდ. რა პრობლემაა ამაში? თამარ დუმბაძეს რომ გავაცანი ეს ყველაფერი, მეორე დილით ამოვიდა ჩემთან ნინო ნიკოლაიშვილი და მითხრა, რომ მე არ გავალ იმ ოთახიდანო. რა ნიშნავს ეს? მეოთხე რანგის სპეციალისტი  ეუბნება მერის მოადგილეს, რომ ოთახიდან არ გავა. რანაირი საქციელია? მე ჩავთვალე ასე საჭიროდ და გადავა იქ და იმუშავებს იქ, სადაც ფუნქციურად უფრო გამართლებულია. _ თამარ დუმბაძე ამბობს, რომ მასთან ერთი სპეციალისტი მაინც უნდა იჯდეს, რომ უფრო გამართულად იმუშაოს. ის აგრეთვე, არ გამორიცხავს შანტაჟის მოწყობის მცდელობას, როგორც ამას „გურია ნიუსის“ წყაროც ადასტურებს. _რა შანტაჟი? ვინ უწყობს შანტაჟს? იქ არის ვიდეოკამერები. მოძრაობენ ადამიანები. როგორ წარმოგიდგენიათ ეს? თუ თამარ დუმბაძე ამბობს, რომ მას სურს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდეს გვერდით და მთხოვს იქეთ გადასვლას, მე მას აუცილებლად დავუკმაყოფილებ ასეთ განცხადებას. მე და თამარს კი გვაქვს ისეთი ნორმალური და კარგი ურთიერთობა, თუ მას ეს სურდა, შეეძლო ეთქვა. _გულწრფელად ამბობთ ამას?  ნამდვილად თქვენ მოიფიქრეთ და გადაწყვიტეთ თუ მერმა დაგავალათ? _მატყობთ რაიმეს ისეთს,  რომ  არ ვარ გულწრფელი ადამიანი? _შესაძლოა, როგორც ჩინოვნიკი, არ იყოთ... _ გიმეორებთ, ჩემი აზრი არის ასეთი, რომ განყოფილების უფროსი, მესამე და მეოთხე რანგის სპეციალისტები ისხდნენ და მუშაობდნენ  ერთ ოთახში, ასე ფუნქციურად უფრო გამართული იქნება მუშაობა. ასეთ რეალობასთან გვაქვს საქმე და ასე უფრო სწორად მიგვაჩნია. თუ ვინმე სხვა გაიმარჯვებს 2021 წელს არჩევნებში და მოვა და სხვანაირად გააკეთებს, გააკეთოს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის. მე კი ასე ვთვლი საჭიროდ, _ გვითხრა ირაკლი სირაძემ. სირაძის მოსაზრებებს თუ გავყვებით, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ვიდეოკამერა მხოლოდ კორიდორს აკონტროლებს. დუმბაძის კაბინეტში კი არ დგას. ასევე, სოციალური განყოფილების სივრცე  ოთხი თანამშრომლის ადგილს  ძლივს ჰყოფნის. ამიტომაც მოგვიბოდიშა დუმბაძემ, როცა მის იქ შესაძლო გადასვლაზე სირაძის თვალსაზრისი ვუთხარით. „ბოდიში, მაგრამ სად გადავიდე, იქ თავზე ხომ არ დავაჯდები ვინმეს? უმჯობესია, აქ მყოლოდა ერთი სპეციალისტი და არანაირი საჭიროება მისი ამ ოთახიდან გაყვანისა არ არსებობდა და ყველაფრის მიუხედავად, ეს მუშაობაში და სიმშვიდის შენარჩუნებაში ხელს მაინც ვერ შემიშლის“. „გურია ნიუსის“  კითხვაზე, რა შეიძლება იყოს, "ზეწოლის მცდელობის" მიზეზი, დუმბაძე ამბობს, რომ არ იცის.   „ერთადერთი  ამის  მიზეზი შეიძლება  იყოს ის, რომ არჩევნებზე  „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების გვერდით  ვიდექი და ვერც წარმომედგინა სხვანაირად“, _ თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

ბავშვები ტყუილებს 6 თვიდან სწავლობენ

ბრიტანელმა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვილი...

საინტერესო ფაქტები, რომლებიც თქვენ არ იცით

პარალელური ხაზები კოსმოსში იკვეთება. ფენ-შუი...

რომელი ასტროლოგიური ქვა მოგიტანთ წარმატებებს

თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის...

"ორქიდეა მაიმუნი"

ეს საოცარი "ორქიდეა მაიმუნი" საიდუმლოდ...

რა არ მოსწონთ კაცებს ქალებისაგან

მამაკაცებს ინსტიქტი, იმპულსი ამოძრავებთ, ქალები...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...