ისტორიული გადაწყვეტილება _ ვის და როგორ შეუძლია გახდეს ბახმაროს მცხოვრები

მთავარი თემა

ისტორიული გადაწყვეტილება _ ვის და როგორ შეუძლია გახდეს ბახმაროს მცხოვრები

2019 იან 23 12:16:09

გასულ კვირას, კურორტ ბახმაროს, მთავრობის გადაწყვეტილებით დაბის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სწორედ სტატუსის არქონა ზღუდავდა კურორტის განვითარებას და იქ ინვესტიციების ჩადებას.

მას უკვე აქვს სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები  და წვდომა საერთაშორისო დაფინანსებაზე”, _ აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, ბახმაროსთან დაკავშირებით მთავრობას დიდი გეგმები აქვს, უკვე შემუშავებულია სივრცითი განითარების გეგმა და  ბახმაროს ეკონომიკური განვითარების გეგმაზეც დაწყებულია მუშაობა.

„შარშან დავიწყეთ და უკვე 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული ელექტრომომრაგების პროექტში, რაც ბახმაროს დიდი ხნის პრობლემაა. წელს ეს პროექტი დასრულდება და 2 400 კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. ასევე, ვგეგმავთ ცენტრალური სკვერის მოწყობას და  სხვა საინტერესო პროექტებს, რაც გაახარებს როგორც ადგილობრივებს, ისე _ დამსვენებლებს“, _ განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, ბახმაროსთვის დაბის სტატუსის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა:

 სამთავრობო უწყებებთან, თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან შეხვედრებზე, შესაბამისი არგუმენტებით, ყოველთვის ვსაუბრობდით ბახმაროსთვის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე. 2017 წელს, კურორტის მიწათსარგებლობისა და სივრცითი მოწყობის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ, ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

გასულ წელს, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სტუმრობის დროს, კიდევ ერთხელ დავაყენეთ ეს პრობლემა. პრემიერისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის აქტიურმა პოზიციამ ახალი იმპულსი შესძინა ამ საკითხის მოგვარებას.  სამინისტროსთან ერთად მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ  კანონით განსაზღვრული პროცედურები დავიწყეთ.

კურორტ ბახმაროში დასახლების შექმნის საკითხის ინიცირება, შესაბამისი მოტივაციითა და დასაბუთებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოახდინა კურორტ ბახმაროში უძრავი ქონების 5 მესაკუთრემ.

საკრებულოს მიერ მოწონებული იქნა წინადადება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის, დასახლების შექმნის თაობაზე.

დასახლების შექმნის თაობაზე  წინადადების მოწონებისა და შესაბამისი განკარგულების მიღების შემდეგ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ დასახლების სახელდების თაობაზე, მიმართა გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას, საიდანაც მიღებული დასკვნის შემდეგ, მუნიციპალიტეტმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია და შუამდგომლობა წარუდგინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელმაც, თავის მხრივ,  დოკუმენტაცია და შუამდგომლობა წარუდგინა საქართველოს მთავრობას.

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ბახმაროს დასახლებას დაბის სტატუსი მიენიჭა.

ეს არის ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ისტორიული გადაწყვეტილება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუჭავამ.

ჯერჯერობით, უცნობია კონკრეტული პროექტები, რომლის გახორციელებასაც ხელისუფლება კურორტზე აპირებს. კურორტზე, რომლის უნიკალურ თვისებებზე და განსაკუთრებულობაზე წლებია ყველა საუბრობს, თუმცა,  რეალობა საკმაოდ მძიმეა.

ჩოხატაურის მერი ამბობს, რომ დაბის სტატუსი ხელს შეუწყობს ბახმაროს განვითარების მიზნით ინვესტიციების ჩადებას და აჩენს საერთაშორისო დაფინანსებაზე წვდომის შესაძლებლობას, რაც კურორტის  განვითარების წინაპირობაა:

ადგილობრივ მოსახლეობას ან დამსვენებლებს ექმნებათ შესაძლებლობა, ეფექტურად მიაწოდონ ინფორმაცია გადასაჭრელ საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ადგილობრივი სტრუქტურის მეშვეობით, ანუ ადგილობრივად გადაწყდეს რიგი საკითხები. კერძოდ, შემდგომში დაბა ბახმაროს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე  მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტებისა და ცნობის გაცემისთვის საჭირო დოკუმენტაციის საფუძველზე გასცემს შესაბამის ცნობას; გასცემს შუამდგომლობებს; ადასტურებს ფაქტობრივ მდგომარეობას ოჯახის შემადგენლობასა და საცხოვრებელი ადგილისა და ქონების ფაქტობრივი მოვლა-პატრონობის შესახებ; გასცემს ცნობებს საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის დადგენილების შესაბამისად. 

ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ეფექტურად გახორციელდება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენა, შესაბამისი სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციასთან იდენტურობის დადგენის მიზნით,“ _ აღნიშნავს ჩოხატაურის მერი.

ამ დროისთვის დაბა ბახმაროს მცხოვრები არ ჰყავს. თუმცა, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იქ სახლს ფლობს, შესაძლებლობა აქვს დაბაში ჩაეწეროს და ამისთვის მხოლოდ საჯარო რეესტრში მისვლაა საჭირო.

ხაზგასასმელია კიდევ ერთი დეტალი _ როგორც წესი, არჩევნები ჩვენს ქვეყანაში გვიან შემოდგომაზეა. ამ დროს ბახმაროში უმეტესად თოვლია, რამაც  შესაძლოა პრობლემები შემქნას. თუმცა, ასე არ ფიქრობს ჩოხატაურის მერი. ირაკლი კუჭავას თქმით, ტექნიკურად ეს პრობლემას არ შექმნის:

საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1 500 ამომრჩევლისთვის. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. ინფორმაცია ახალი ადმინისტრაციული ერთეულის  შექმნის შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციას მიეწოდება მუნიციპალიტეტის მიერ.

ტექნიკურად ეს პრობლემა არ იარსებებს _ ბახმაროში გვიან შემოდგომაზე ათობით ტურისტია და ყველა ის მოქალაქე, რომელიც რეგისტრაციის ადგილად ბახმაროს აირჩევს, შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ირაკლი კუჭავამ.

და კიდევ ერთი დეტალი _ ამ დრომდე ბახმაროში არსებულ სიტუაციაზე ა(ა)იპ „კურორტი ბახმარო“ იყო პასუხისმგებელი, დაბის სტატუსის მინიჭების შემდეგ კი იქ მერის წარმომადგენელი და მისი თანაშემწეები დაინიშნებიან, როგორც ირაკლი კუჭავა ამბობს, კონკურსის წესით. რაც შეეხება ა(ა)იპ-ს, ჩოხატაურის პირველი პირი მის გაუქმებას არ გეგმავს, თუმცა რეორგანიზაციას არ გამორიცხავს:

„როგორც გითხარით, დაბა ბახმაროში კონკურსის წესით დაინიშნება მერის წარმომადგენელი. რაც შეეხება ა(ა)იპ-ს, იგი არ გაუქმდება, რადგან, დაბა ბახმაროს ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო  საკითხების მოგვარებას შესაბამისი სტრუქტურა ესაჭიროება, თუმცა, შესაძლებელია გარკვეული რეორგანიზაცია განიცადოს“, _ გვითხრა კუჭავამა, რომლის განმარტებით, კურორტისთვის დაბის სტატუსის მინიჭება მუნიციპალიტეტის ხარჯებს მნიშვნელოვნად არ გაზრდის:

„ხარჯები უმნიშვნელოდ გაგვეზრდება _ მერის წარმომადგენლის და მისი მოადგილის ხელფასი დაემატება, სანაცვლოდ კი ეფექტი გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება“, _ ამბობს ირაკლი კუჭავა. 

(R)




 ახალი ამბები
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...
  • “დაანებონ ლიხაურს და შემოქმედს თავი“ _ აშენდება თუ არა ლიხაურში ქვესადგური“ყველა ლიხაურს რატომ უტევს? ხვალ 17 ოქტომბერს,12 სთ ზე,კომპანია "სლრ ცუნსულტინგ" მართავს შეხვედრას სოფ.ლიხაურში. თემა-მძლავრი ელექტრო გადამცემი სადგურის მშენებლობა და გარემოზე დაკვირვების განხილვა. მსურს მოგახსენოთ, რომ სოფელი ლიხაური არის, უნიკალური ბუნების, ხეობის და უძველესი ისტორიის მქონე ტურისტული ზონა. ოზურგეთის ერთ-ერთი მარგალიტი. მჭიდროდ დასახლებული სოფელი. აქ, მის ტერიტორიაზე ასეთი სადგურის მშენებლობა, ყოვლად დაუშვებელია. ააშენონ ლიხაურის ტერიტორიის გარეთ. ყველა როგორ უტევს სოფელ ლიხაურს. ხან კლდის ნგრევა, კარიერები, ახლა სადგური გვაკლია. ავსახლდეთ სოფლიდან? ელექტრო მაგნიტურ გამოსხივებას სად გავექცეთ?“ - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში, გადავარჩინოთ გურიის მდინარეებს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ გაავრცელა. შეხვედრა სოფელ ლიხაურში მართლაც შედგა, მაგრამ დარბაზში ცარიელი სკამები უფრო ჭარბობდა, ვიდრე ხალხი. როგორც სოფელში აღნიშნეს, მოსახლეობა ინფორმირებული არ იყო და სწორედ ეს აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ ლიხაურისთვის კარგი არ კეთდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ  სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა იგეგმება. თინა დობორჯგინიძე, ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი: ისე ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ განვითარების წინააღმდეგი ვართ. ძალიან კარგად ვიცით, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები, თუმცა... სახელმწიფო ადამიანებისთვის არსებობს უპირველეს ყოფვლისა. ადამიანებს ამ ჰესის წინააღმდეგი არის იმიტომ, რომ ჩვენ ბევრჯერ მოგვიაწია ლიხაურის დაცვა, ფაქტიურად ომში ვიყავით ჩართული. ეს იყო კარიერების თემა, ეს იყო ციხის თემა, ეს იყო მიწის თემა და არაერთი საკითხი, რომელიც ჩვენი სოფლისთვის მიუღებელია. რატომ? ლიხაური არის ერთ-ერთი საუკეთესო სოფელი გურიაში და მას პატრონობა ჭირდება და არა დაქცევა, განადგურება.  ირმა გორდელაძე: “ლიხაური არის ტურისტული ზონა და ეს ქვესადგური სხვა ადგილას ააშენონ, სადაც ადამიანებს და ბუნებას არ შეეხებიან. დაგვანებონ  ლიხაურს და შემოქმედს თავი, ამ ბოლო დროს ძალიან ამ სოფლებს გადაეკიდნენ და ყველას მივმართავთ, ნუ მიდიხარ ხალხის საწინააღმდეგო მხარეს. ვანო მუმლაძე, "სლრ ცუნსულტინგ საერთაშორისო პროექტების უფროსი ინჟინერი: “ეს პროექტები ხალხის კეთილდღეობისთვის კეთდება. ჩვენი შეხვედრა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რაც შეიძლება ინფორმირებული იყოს მოსახლეობას და მათ უნდა გავაცნოთ რამხელა მნიშნელოვანია ამ პროექტების განხორციელება ქვეყნისთვის და გურიის რეგიონისთვის.“ მთავარი კითხვა შედგება თუ არა სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა ამ ეტაპისთვის პასუხის გარეშე ... ...
  • დუისში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება (R)მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და საერთაშორისო ასოციაციის, "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" (თავმჯდომარე, მაია კვეზერელი-კოპაძე) მხარდაჭერით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ადგილობრივ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს თბილისის წამყვანი კლინიკებიდან მოწვეული ექიმები_ (პედიატრი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი) კონსულტაციებს და ლაბორატორიულ კვლევებს ჩაუტარებენ. ბენეფიციარებს ასევე, უფასოდ დაურიგდებათ ფართო სპექტრის მედიკამენტები. ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: სოფელი დუისი, ამბულატორიის შენობა.ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საერთაშორისო ასოციაციასთან "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" უკვე მესამე წელია თანამშრომლობს. ამ ხნის განმავლობაში, უწყებასთან ერთად, ასოციაციამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა;ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ... ...
  • "ექვთიმეს სურვილები გვქონოდეს საქართველოში" _ სახალხო დღესასწაული სოფელ ლიხაურში17 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში  ტრადიციული „ექვთიმობა“   წელს იმით გახდა ნიშანდობლივი, რომ  ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში ოზურგეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  დოკუმენტს ხელი მოაწერეს  ოზურგეთისა და ზუგდიდის საკრებულოების თავმჯდომარეებმა დავით დარჩიამ და მამუკა წოწერიამ. აქ განმარტეს, რომ ეს სასიხარულო მოვლენაა, რადგან  მუნიციპალიტეტის საკრებულოებს შორის,   ასეთი  სახის ურთიერთობა, თვითმმართველობის ისტორიისთვის ახალია და პირველად ხდება. _ მემორანდუმის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილია ერთობლივი მრავალი  ერთობლივი პროექტის გახორციელება, _ თქვა ოზურგეთს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაციის წევრებმა, ოზურგეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად,  მოინახულეს რეაბილიტაციის პროცესში მყოფი ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრი, ეწვივნენ  ოზურგეთის სურათების გალერეას,  კოლეჯ „ჰორიზონტს“, ფოლკლორის ცენტრს და  ბოლოს  დაესწრნენ „ექვითმეობის“ დღესასწაულს. ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი რუსლან ურუშაძე მიესალმა სტუმრებს, მათ ესაუბრა საქართველოში დაკარგულ  და მერე სასწაულებრივად აღდგენილ მინანქრის ხელოვნებაზე,  აჩვენა მათ  მეორე სუკუნის ძეგლზე აღმოჩენილი  მინანქრის ხელოვნებით შესრულებული ხატის ასლი,  რომელიც ათი წლის წინ საპატრიარქომ სპეციალურად დაამზადა ექვთიმეს სახლ-მუზეუმისთვის.   ასევე ისუბრა ექვთიმე თაყაიშვილის არა როგორც განძის მცველის, არამედ მისი, როგორც  პილიტიკური  და საზოგადო მოღვაწის უდიდეს დამსახურებაზე : _ ექვთიმე თაყაიშვილმა მოახერხა და საქართველოს კულტურის გვირგვინი დაადგა ..   და ეს გვირგვინი  ჩვენს ქვეყანას დღემდე ადგას!  ექთიმეს სურვილები გვქონოდეს საქართველოში, ოჯახებში დ მთელ მსოფლიოში, _ თქვა მან ემოციური გამოსვლის დროს. ვრცლად ამ საინტერესო ღონისძიების შესახებ, ჩვენს მკიხველებს უახლოეს საგაზეთო სტატიაში ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...

რატომ უნდა დადოთ საწოლთან გაჭრილი ლიმონი

ლიმონი ვიტამინი C-ს წყაროა. გარდა...

სიზმრის ახსნა

კბილის გატეხვა ან ამოღება -...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...