ქართული გენეტიკური პროდუქტის _ "გემოვანის" 2000-მეტრიანი სიმაღლე

gurianews.com

მთავარი თემა

ქართული გენეტიკური პროდუქტის _ "გემოვანის" 2000-მეტრიანი სიმაღლე

2018 ივნ 20 14:25:27

იდეა, რომლის გახორციელება სამი წლის თანამოაზრეთა ჯგუფმა დაიწყო და "გემოვანის" სახელით დამკვიდრდა, მხოლოდ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესს დარგს _ სოფლის მეურნეობას არ ეხება; ქართული გენეტიკური სურსათის წარმოება და მომხმარებლამდე მიტანა რამდენიმე სასიცოცხლო კომპონენტს მოიცავს, მათ შორის, მოსახლეობის უზრუნველყოფა ადგილობრივი ეკოლოგიურად სუფთა, სასარგებლო პროდუქტით; მცირე მეურნეობების მფლობელი მეურნეების სტიმულირება და მათთვის გასაღების ბაზრის უზრუნველყოფა; ისტორიულად ქართული, გენეტიკური ჯიშების მოძიება, გადარჩენა და ხელახლა მოშენება ადგილწარმოშობის მიხედვით.

ეს მართლაც მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი ქართული ჯიშის ხორბლის მოშენებით და შემდგომ - პურის წარმოებით დაიწყო; "მზეთამზის"  მრავალფეროვანი ასორტიმენტის ქართული ხორბლით, პურის დედაზე წარმოებული პური, უკვე კარგადაა ცნობილი თბილისის მოსახლეობისთვის.

ამას მოჰყვა გურიაში, მთისპირში გაშენებულ ჩხავერის ზვარი, მეგრული თხებისა და კახური ღორის ფერმები, ასევე, ქართული ჯიშის სხვა, როგორც მცენარეული, ისე ცხოველური აგრო სასურსათო პროდუქციის წარმოება.

ამჯერად, გვინდა მკითხველს გავაცნოთ  "გემოვანის" დოქტრინის შესაბამისად გახორციელებული ახალი ინიციატივა; "გურია ნიუსი" 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესასწაულზე, სწორედ ამ ინიციატივის საწყისთან,  სათავესთან აღმოჩნდა, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენთვის -  სწორედ 26 მაისს, გურიაში, გომისმთაზე, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს, "ჩუნიას" მინდვრებში, გაივლო პირველი ხნულები და დაითესა ქართული სიმინდი, მუხუდო, დიკის პური, უიშვიათესი კარტოფილის ჯიში - მელანა კარტოფილი და სხვა კულტურები.

როგორც "გემოვანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროექტის ავტორი ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, მთაში სოფლის მეურნეობის წარმოება და მთის კულტურების წარმოჩენა უფრო მაღალ სეგმენტში,  გაუაზრებლად არ მომხდარა:

"გომისმთაზე, ჩემი წარმომავლობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ადგილის მოძებნა და ქართული ჯიშის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, თუმცა, მაგრამ ამ ნაბიჯის გააზრების პროცესი რთული იყო; ზღვის დონიდან 2000 მეტრზე ხვნა-თესვა, მოსავლის მოყვანა რისკს შეიცავდა და ამას კარგად ვაცნობიერებდით. ერთი წელი ვფიქრობდით, ვგეგმავდით და ბოლოს, პირდაპირ გეტყვით, საქართველოს პატრიარქის, უწმინდესი ილია მეორის დავალებით, შევუდექით საქმეს. უწმინდესი მთელი "გემოვანის" იდეის მხარდამჭერია, მაგრამ როდესაც მთაში მეურნეობის ატანის ამბავი შევათანხმეთ მასთან, სამუშაოს წარმოების და სათესლე მასალის თანხა, პირადად მან გადმოგვცა".

"გემოვანის" მიერ გომისმთაზე დათესილ თითოეულ კულტურას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს; მაგალითად, უძველესი _ კაჟა სიმინდი, რომელიც ქართული მთის ენდემური კულტურაა, ზუსტად ამ სიმაღლეზე იწარმოებოდა. მისი მარცვლები უძველეს სამარხებშია ნაპოვნი და პროექტის წამომადგენლების თქმით, ამსხვრევს მითს, რომ სიმინდის კულტურა ჩვენთან შემოტანილია.

_ კაჟას თესლი წამოვიღეთ შუახევიდან, სოფელ ნაღვარევიდან. ამ მაღალმთიან სოფელში კაჟა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჩხაკაურადან მოხვდა, სადაც ქორისბუდას ეძახიან. აღმოჩნდა, რომ იმ ადგილსაც ქორის ბუდე ერქვა, სადაც ეს სიმინდი მოჰყავდათ. ჯიში დაბალი ტანისაა, ადრე შემოდის და ზუსტადაა მორგებული მთის კლიმატს. გარდა ამისა, დავთესეთ მუხუდო, უძველესი ქართული მარცვლოვანი კულტურა; მცირე ტერიტორიაზე, სატესტოდ, დავთესეთ ქართული დიკის ხორბალიც..... გვინდა, "გემოვანის" ბაზარში მთის ეს პროდუქტები მაღალ ნიშნულად წარმოვადგინოთ, _ ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

ჩავლეიშვილის თქმით, პროცესში ბიზნესის სახეც ჩამოყალიბდა: გურიაში და არა მარტო გურიაში, ბავშვებს ზრდიდნენ სიმინდის, ღომის ღომის, ხორბლის ფაფებით, ასევე იმ სხვა პრ პროდუქტეთ, რომლებიც მთაში მოჰყავდათ ან შეიძლება მოვიყვანოთ.

_ ამ სიმაღლეზე მოყვანილი კულტურებით, რომელსაც არ დაჭირდება ზედმეტი ინსპექტირება, რადგან არ იქნება სხვადასხვა ქიმიური საშუალებებით მოყვანილი, გვინდა შევქმნათ ბავშვთა კვების ქართული მიმართულება.

აქ მოყვანილი სიმინდით თუ სხვა პროდუქტი გამოირჩევა გემოთი _ მჯერა, რასაც ვჭამთ _ ის ვართ, ერის გენეტიკას საკვები, სასმელიც განაპირობებს. ამას გარდა, მცირე დოზით ექსპორტისთვისაც ვემზადებით უკვე _ გერმანელებმა ჩვენი ხორბალი რომ გასინჯეს, აღფრთოვანება ვერ დამალეს და დიდი სურვილი აქვთ, რომ მივაწოდოთ.  _ ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

გარდა გემოვნური და გენეტიკური თვისებებისა, მნიშვნელოვანია, რომ ბევრი მავნებელი, მაგალითად, პრობლემად ქცეული ფაროსანა, დაბალი ტემპერატურის პირობებში ვერ ვრცელდება და აქტიურობს; ამიტომ, "გემოვანის" ინიციატივა მთის მეურნეობების განვითარების შესახებ, ამ კუთხითაცაა საინტერესო.

"გურია ნიუსი" ამ წამოწყებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და პერმანენტულად გააშუქებს საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანი პროექტის მიმდინარეობას; გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებიც ფიზიკურად შრომობენ, რომ იდეას ხორცი შეასხან; რომ "გემოვანის" 2000-მეტრიან ნიშნულზე ატანილი ქართული გენეტიკური პროდუქტით, იმპორტირებული, ხშირად ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქცია ჩაანაცვლონ.

ასევე, აუცილებლად გავაშუქებთ, თუ როგორ, რა მექანიზმებით ხდება მომხმარებლამდე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიწოდება, რა ხდება "გემოვანის" საკვირაო ბაზრობებზე, სადაც გემრიელი და სასარგებლო, ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერების "ინგრედიენტებია". უახლოეს მომავალში, ასეთი ბაზრობა 30 ივნისს, შარდენზე, ქარვასლაში გაიმართება.


ნახვა: 558


 ახალი ამბები
  • "დაველოდოთ გამოძიებას" _ ჰქონდა თუ არა პროკურატურას შეკითხვები ნოდარ ჯავახიშვილთან (ექსკლუზივი)საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე პროკურატურაში დაიბარეს. ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, საგამოძიებო უწყებას კითხვები მის თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებსა და შესყიდვებზე ჰქონდა: "ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს. გამოძიებას მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული სრული და ამომწურავი ინფორმაცია. როგორც იცით მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს“, _  განაცხადა ალავიძემ. ყოფილ მინისტრს დეტალებზე არ უსაუბრია და არ ის უთქვამს, კონკრეტულად რას იძიებს პროკურატურა მისი წინამორბედის, ნოდარ ჯავახიშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილეა. ნოდარ ჯავახიშვილი კი "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას მასთან კითხვები არ ჰქონია: _ თუ ჩემს პერიოდს შეეხებოდა, მე დამიბარებდნენ. არავის არ ჰქონია ჩემთან მსგავს საკითხზე შეკითხვები. ასეთი რამ როდესმე გაგიგიათ? _  საქართველოში, იმ უსამართლობის პერიოდშიც კი, რაც გვქონდა, არ ყოფილა, რომ სხვის საქმეზე სხვა დაებარებინოთ დაკითხვაზე, _ აღნიშნა ჯავახიშვილმა. _ ბატონო ნოდარ, ხართ პირადად პასუხისმგებელი ყველა იმ პროექტზე და შესყიდვაზე, რომელიც თქვენი მინისტრობისას გახორციელდა? _ რასაკვირველია ვარ, მინისტრის კომპეტენციის ფარგლებში. _ თქვენ ხართ აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე. შეგიმოწმებიათ თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობა მაშინ, როცა ის ალავიძეს ებარა? _ არა. მე მორალური უფლებაც არ მაქვს იმ სისტემის აუდიტი ვატარო, სადაც თვითონ ვმუშოაბდი. ამიტომ, ეგ ჩემს საკურაციო ზონაში არ შემოდის. მართალია, აუდიტის სამსახურმა შეამოწმა ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მაგრამ მე შეგნებულად არ ვინტერესდები ამ თემით. _ ალავიძის მუშაობას როგორ აფასებთ? _ რამდენადაც თქვენგან გავიგე, მიდის გამოძიება და ჩემი  შეფასება აღარ არის საინტერესო. გვაქვს საშუალება დაველოდოთ გამოძიებას და იმის შეფასება მოვიღოთ. _ როგორც ყოფილ მინისტრს და სფეროს მცოდნეს, გქონდათ კითხვები ალავიძის მინისტრობის დროს გახორციელებულ პროექტებზე? _ ნამდვილად არ ვუყურებდი მაგას. მე ვუყურებდი მაშინ, როცა მინისტრი ვიყავი. _ ბატონო ნოდარ, ალავიძის მინისტრობისას სამინისტროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ის ადამიანები მუშაობდნენ, რომლებიც თქვენ დროს... ნუთუ არ დაინტერესებულხართ და სიტუაცია არ მოგიკითხავთ? _ მერე? მე მინისტრის პოსტი რომ ჩავაბარე იქ დამთავრდა ჩემი შეფასება სამინისტროს მართვასა და შეფასებაში, _ გვითხრა ნოდარ ჯავახიშვილმა. ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტი დეტალი გამოძიების მიმდინარეობაზე ზურა ალავიძისგან გაგვეგო, თუმცა, ყოფილმა მინისტრმა "გურია ნიუსის" ზარებს არ ... ...
  • ,,არ შეიძლება საქართველოში პრემიერ-მინისტრები უცებ ქრებოდნენ, უარგუმენტოდ“_მარგველაშვილისაქართველოს პრეზიდენტმა ყოფილი მინისტრების, ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის, პროკურატურაში გამოკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესები საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს. ამასთან, მარგველაშვილმა კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოთქვა. ,,საზოგადოებას აქვს ძალიან კონკრეტული კითხვები იმასთან მიმართებაში, რანაირად ფორმირდება ხელისუფლების ვექტორები და ძირითადი ორიენტაციები. არაერთხელ აღმინიშნავს ბატონი კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება საქართველოში პრემიერ-მინისტრები უცებ,  უარგუმენტოდ ქრებოდნენ პოლიტიკური პროცესებიდან. ეს კითხვა გაგრძელდა აჭრასთან მიმართებით, როდესაც პატარაძემ მადლობა გადაუხადა პარტიას და წავიდა თანამდებობიდან. ეს კითხვა მაქვს მე და შესაბამისად, პროცესი, რომელიც ამას მოჰყვება, უმნიშვნელოვანესია, რომ იყოს უაღრესად გამჭვირვალე“,_განაცხადა გიორგი ... ...
  • „თურმე, მე და ჩემს მეუღლეს ოფიციალურად გვისმენენ“_ზაზა სარალიძე პროკურატურაში მივიდაამ წუთებში ზაზა სარალიძე პროკურატურაში იმყოფება. ის იქ პროკურორებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შესახვედრად და კითხვებზე პასუხების მისაღებად მივიდა. „ეს შეხვედრა 7 ივლისს დაიგეგმა. კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად 10 დღიანი ვადა ითხოვეს. დღეს გავიდა 10 დღე და მოვედი და შევხვდები ისევ იმ პირებს, პროკურორებს, იმედი მაქვს მთავარ პროკურორსაც შევხვდები. რას ვაპირებ, რომ გამოვალ შეხვედრიდან მერე გადავწყვეტ, რა კითხვებიც დავსვი იმ კიტხვებზე უნდა მივიღო პასუხები. ერთი რამე მინდა ავღნიშნო. პირველ დეკემბერს როცა ეს ინციდენტი მოხდა, იქ მონაწილე ბავშვებიდან არცერთის ტელეფონი არ იყო ამოღებული და მოსმენაზე დასმული. როგორც გავარკვიე, თურმე, მე და ჩემი მეუღლე მოსმენაზე დაგვსვეს ოფიციალურად  და ამ კითხვაზეც უნდა მივიღო პასუხი, რომელ პროკურორს მოუვიდა თავში იდეა, რა ბრალდება წაგვიყენეს“,_განაცხადა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ... ...
  • პროკურატურა ყოფილი მინისტრების გადაცდომებს იძიებსრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ალავიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ_აღნიშნული ,,გურია ნიუსს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. ,,გურია ნიუსი“ ჯერ კიდევ ერთი კვირით ადრე წერდა, რომ ყოფილი მინისტრების საქმიანობის შესწავლა პროკურატურაში მიმდინარეობდა, თუმცა მაშინ პროკურატურამ  ჩვენს კითხვებს არ უპასუხა და დუმილი ამჯობინა. მთავარი პროკურატურა ყოფილ მინისტრებს სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავება. ,,მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. გიდასტურებთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“_გვითხრეს მთვარ ... ...
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს.რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად სოზარ სუბარი დაინიშნა. განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კი მიხეილ ჩხენკელი იქნება. შესაბამისი ბრძანებები მთავრობის მეთაურმა დღეს გამოსცა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ... ...

არქივი

ზაფრანი

ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ორგანიზმზე...

ხუთი ყველაზე შხამიანი არსება დედამიწაზე

კუბომედუზა _ უდავო ლიდერი, ყველაზე...

უკვდავების გასაღები

ადამიანი ოდითგან ოცნებობს უკვდავებაზე, ამიტომ...

სიძუნწე დაავადებებს იწვევს

დადგენილია, რომ ძუნწობასა და სნეულებებს...

ქალთევზა _ მითი თუ სინამდვილე

უძველესი დროიდან მოყოლებული ადამიანებს უამრავი...

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი

ბრიტანელი ბენ ლი, რომელიც ვიოლინოზე...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...