“ქართული ოცნების“ კომპრომისი _ როგორ საარჩევნო სისტემას გვთავაზობენ

მთავარი თემა

“ქართული ოცნების“ კომპრომისი _ როგორ საარჩევნო სისტემას გვთავაზობენ

2019 დეკ 20 13:07:45

საერთაშორისო ორგანიზაციების არბიტრაჟით დღეს შემდგარ შეხვედრაზე მმართველი გუნდი კომპრომისზე წავიდა და 2020 წლისთვის საზოგადოებას შემდეგი ინიციატივა შესთავაზა: შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-დამდე გაიზარდოს  პროპორციულობის წილი ამ სისტემაში. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში,  პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ის, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-დე შემცირდება. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში იქნება 100 პროპორციული მანდატი, თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი.

არლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე: მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით  პოლიტიკური მსჯელობა იყო და პოლიტიკური სპექტრის მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ იყო.

ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს იყო ჩვენი ინიციატივა, თუმცა ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების და მმართველ გუნდში შექმნილი წინააღმდეგობების გამო, ამ საკითხის ირგვლივ არსებული მყიფე კონსენსუსის შენარჩუნება გუნდში სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

შესაბამისად, 2019 წლის 14 ნოემბერს, აღნიშნული ინიციატივასთან დაკავშირებული საკინსტიტუციო ცვლილებება  პარლამენტში ჩავარდა.

ამ მოვლენამ ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულა და პოლიტიკურ ველზე დაძაბულობის ხარისხი გაზარდა.

დაძაბულობა  იყო ვითარება ჩვენი გუნდის შიგნითაც - მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი არათუ პროპორციულ, არამედ სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასაც კი მოითხოვდა. ამ ვითარებაში, არსებობდა გუნდის დაშლის და ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური ვითარების შექმნის საფრთხე.

ამ ფონზე, ბუნებრივია, რომ მმართველ პარტიას, როგორც პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას, ერთი დღე არ შეუწყვეტია კომპრომისების ძიება და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, ჩვენი დასავლელი პარტნიორების თანადგომა. ამისთვის, გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ მათ, რადგან კომპრომისების ძიებას, პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებას და ქვეყნის მშვიდობიან, დემოკრატიულ განვითარებას ალტერნატივა რა თქმა უნდა არ გააჩნია.

რთული პროცესების შედეგად, „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო, არსებულ ვითარებაში ოპტიმალურ, კომპრომისული  გადაწყვეტილების შეთავაზება და მიღება.

პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-დამდე გავზარდოთ  პროპორციულობის წილი ამ სისტემაში.

ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში,  პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ის, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-დე შემცირდება.

შესაბამისად მომავალ პარლამენტში იქნება 100 პროპორციული მანდატი , თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროპორციაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ქართველ ხალხს რეფერენდუმზე გარკვეულწილად გამოხატული აქვს საკუთარი ნება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების სახით აისახა კიდეც კანონმდებლობაში 2005 წლის 23 თებერვალს და განისაზღვრა, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება 150 დეპუტატისგან, რომელთაგან 100 - პროპორციული, 50 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმმა ამის ლეგიტიმაცია არ მისცა წინა ხელისუფლებას, სამწუხაროდ, 2008 წლის 12 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“  ხელისუფლებამ ხალხის მიერ რეფერენდუმზე გამოხატული ნების გარეშე და საწინააღმდეგოდ შეცვალა ეს თანაფარდობა და მათ გაზარდეს მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა, პროპორციულის ხარჯზე. მაშინ მიღებული იყო გადაწყვეტილება ზუსტად საწინააღმდეგო იმისა, რასაც ჩვენ ახლა ოპოზიციას და საზოგადოებას ვთავაზობთ.

რა თქმა უნდა, ყველა საარჩევნო სისტემა, როგორც სრულად მაჟორიტარული,  პროპორციული თუ შერეული, დემოკრატიულია და თითოეულ მათგანს საკუთარი  უპირატესობა და ნაკლი აქვს.

ჩვენ ვხედავთ, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა პოლიტიკური კრიზისების წყარო ხდება განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ისეთი ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა  გერმანია, ლატვია, ესპანეთი, ბელგია და არაერთი სხვა მაღალგანვითარებული სახელმწიფო. ამის ნათელი მაგალითია ისრაელიც, სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გამო ვერ ხდება მთავრობის ფორმირება და ბოლო 1 წლის განმავლობაში, უკვე მესამედ უწევს არჩვენების ჩატარება, რაც ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის რა თქმა უნდა იქნება კრიტიკული და იქნება დესტაბილიზაციის აშკარა საფუძველი.

შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის, პოლიტიკურ კლასში პოლარიზაციის ხარისხის და კომპრომისების პოვნის ტრადიციის დეფიციტის გათვალისწინებით, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ნამდვილად ახლავს სახელისუფლებო კრიზისის და ქვეყნის დესტაბილიაზაციის მაღალი რისკები, რაც ხშირად შეუძლებელს ხდის კოალიციის შექმნას და რაც ხშირად გამოიხატება ისეთი ელემენტარული გადაწყვეტილებების ვერ მიღებაზე,  რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ყოფაზე.

ყველას გვახსოვს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის საჯარო განხილვების დროს ჩვენი მოქალაქეებიც კითხვებს გვისვამდნენ.

მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოსთვის, ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის საუკეთესო სწორედ ამ კონტექსტში სწორედ შერეული საარჩევნო მოდელია, რომელსაც, შეგახსენებთ, რომ იტალია სრულად პროპორციული სისტემის შეცვლის შემდეგ ახლახანს დაუბრუნდა.

აღნიშნული მოდელი ითვალისწინებს მაჟორიტარი დეპუტატების წილსაც, თუმცა გაცილებით სჭარბობს პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა.

„ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ამ ინიციატივით, პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა, მაჟორიტართა რიცხვის შემცირების ხარჯზე, 2/3-მდე იზრდება, რაც არის მნიშვნელოვანი ცვლილება.  სწორედ მეტი პროპორციულობა იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მთავარი რეკომენდაციაც და რეფორმების სულისკვეთებაც, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ ერთი წლის წინ.

აქედან გამომდინარე, მივმართავთ პოლიტიკურ სპექტრს, ვინც დაინტერესებულია ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარებით, აქტიურად ჩაერთონ ამ საკითხის განხილვაში და საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალი ჩართულობით, სწრაფად მივაღწიოთ კონსენსუსს და დავასრულოთ ამ საკითხთან დაკავშირებული პოლიტიკური ვნებათაღელვა.

ვაზუსტებ - გუნდში მიღწეული კონსესუსი და იცით, რომ უმრავლესობის შიგნით იყო ორ სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა, გუნდში მიღწეული კონსესუსი ამჟამად არის  ამ ცვლილების არა მხოლოდ 2020 წლის არჩევნებისთვის, ერთჯერადად, არამედ შემდგომი  არჩევნებისთვისაც დემოკრატიული და დაბალანსებული სისტემით ჩატარების დაკანონებას.

ამასთანავე, გარწმუნებთ, აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა წარმატებით დასრულდეს, არჩევნები კი დემოკრატიულ, სამართლიან და თავისუფალ და კონკურენრულ გარემოში ჩატარდეს, რომელზეც ხალხი გადაწყვეტს, თუ ვის ანდობს ქვეყნის მომავალს და მართვის ძირითად პასუხისმგებლობას. ეს ჩვენ ვუთხარით დღეს ოპოზიციასაც.

დასასრულ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „ქართული ოცნების“ აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი აზროვნებით არის ნაკარნახევი, რადგან ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს, განვითარებისთვის მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული გარემო ესაჭიროება.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ოპოზიციაც გამოიჩენს სახელმწიფოებრივ მიდგომას, შედგება კონსენსუსი და ყველა ერთად მშვიდად განვაგრძობთ ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას. ამის წინა პირობა კი ნამდვილად არსებობს“, _ ამბობს არჩილ თალაკვაძე.




 ახალი ამბები
  • "ბალახს ცეცხლი წაუკიდა, გამოსვლა ვერ მოასწრო და შიგ ჩაიწვა!"_ ტრაგედია კასპშიკასპში, სოფელ დოესში უბედური შემთხვევის შედეგად 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ტარიელ ოხანაშვილმა უთხრა, "მამაკაცი ნაკვეთს ასუფთავებდა. ბალახს რომ ცეცხლი წაუკიდა, გამოსვლა ვეღარ მოასწრო და შიგ ჩაიწვა". შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188 მუხლით ... ...
  • კორონავირუსზე ეჭვის გამო ბათუმის მატარებელი თბილისიდან ვერ გადისთბილისი-ბათუმის მატარებელი უკვე ერთი საათია თბილისიდან ვერ გადის. ამის მიზეზი სასწრაფო დახმარების სამსახურში შესული შეტყობინება გახდა. როგორც  საქართველოს რკინიგზაში განგვიცხადეს, თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრების ნაწილმა მიიჩნია, რომ ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც მათი აზრით, ჩინეთის მოქალაქეა, სავარაუდოდ გრიპის ნიშნები ჰქონდა რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მატარებელი დატოვა. ისინი ბაქანზე იცდიან. თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის არც მგზავრის მოქალაქეობა და არც ის, იმყოფებოდა თუ არა ის ჩინეთში  ბოლო პერიოდში. რკინიგზაში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა უკვე ადგილზეა და მგზავრებს შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდება. ჯერჯერობით უცნობია როდის დაიძვრება მატარებელი ბათუმის მიმართულებით. სასწრაფოში გვითხრეს, რომ მგზავრებს სიცხეს უზომავენ და პირველადი დაკვირვებით არაფერი საგანგაშო არ არის. წყარო: ... ...
  • მაია მერკვილაძე: შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები“მოკლედ, ვიცი გაინტერესებდათ, შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები. ნინო ხაჟომია მოდის რედაქტორად.“ - ასეთი სახის განცხადება სოციალურ ქსელში აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის ახალი ამბების რედაქტორმა მაია მერკვილაძემ გაავრცელა. მაია მერკვილაძის ამ განცხადებას უცებ მოჰყვა მისი კოლეგების და ჟურნალისტების კომენტარები. “ ასე და ამგვარად, გრძელდება აჭარის ტელევიზიის გაპარტახება! ბიძინას ბორდი და კოხრეიძე მარტო აღარ არიან გამპარტახებლების რიგებში უკვე, ახალ ხალხს იმატებენ! მაიას საინფორმაციოდან გაყვანა, მისი ამ საქმისგან ჩამოცილება არის დანაშაული. ვისაც მასთან არ უმუშავია, ჩემი სიტვების მნიშვნელობას, ბოლომდე ვერ გაიგებს!“ - წერს სოციალურ ქსელში “მთავარი აჭარაში“ წამყვანი და ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა. “მაია მერკვილაძე ახალი ამბების სამსახურიდან გაჰყავთ. ამ დრომდე ხელშეკრულებას არ აჩვენებენ. დირექტორმა მმართველებს გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ რომ მაიკოს არათუ 20-იანის რედაქტორის, ან უბრალოდ რედაქტორის არამედ საერთოდ სხვა პოზიციის ხელშეკრულებას შესთავაზებენ, გაუგებარი, ბუნდოვანი პერსპექტივით და არარსებული რესურსით. აბა ეხლა დაგვაბრალოს იქნებ უმაღლესმა საბჭომ, ბორდმა, დირექტორიანად კივილი და წივილი.“ - ასე შეაფასა მაია მერკვილაძის განთავისუფლება აჭარის ტელევიზიის ახალი ამბები წამყვანმა და ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძე “მთავარ არხთან“ მიცემული ინტერვიუს დროს ამბობს, რომ მაია მერკვილაძისთვის ახალი შემოთავაზება აქვს. “წინასაარჩევნო პერიოდია და ვალდებულება გვაქვს, რომ გაკეთდეს დებატების სახის გადაცემები ანუ თოქ-შოუ. აქედან გამომდინარე ვაძლევ სრულ თავისუფლებას, რომ ეს საარჩევნო პროექტი გააკეთოს მან.“ - თქვა გიორგი კოხრეიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ამ წინადადებას არ დათანხმდა მაია მერკვილაძე მაშინ რა მოხდება - გიორგი კოხრეიძემ უპასუხა: “მაშინ ვშორდებით, რაც მე არ მინდა.“ - აღნიშნა გიორგი კოხრეიძემ. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი მაია მერკვილაძე გიორგი კოხრეიძის შემოთავაზებას არ დათანხმდება. “უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო აჭარის ტელევიზიის დირექტორმა.“ - ამბობს მაია ... ...
  • 24 თებერვალი ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების დღეა2006 წლის 24 თებერვალს ქართველი მუსიკოსი, მწერალი ირაკლი ჩარკვიანი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში გელა ჩარკვიანი, ირაკლი ჩარკვიანის მამა სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “ჩაწერა მაქვს „რუსთავი 2“-ზე, დათო გოგიჩაიშვილთან. ნახევარ საათში უნდა გავიდე, – მითხრა ქეთათომ ტელეფონით. – იქნებ მოხ­ვიდეთ და ჩვენთან იყოთ, სანამ დავბრუნდები. ირაკლი ღამე თავს კარგად არ გრძნობდა. ახლა ჩაეძინა, მაგრამ მაინც მეშინია“. პარასკევის დილა იყო. ჩემს მდივანს, შორენა კობერიძეს დავურეკე და ვუთხარი, შემაგვიანდება-მეთქი. თეთრი „ტოიოტა კოროლა“ ეზოში მელოდებოდა. ომარ არუთინოვს ვთხოვე, ირაკლისთან ვერაზე მივეყვანე და გარაჟში ჩემს ზარს დალოდებოდა. ქეთათო რომ გავიდა, სავარძელში ჩავჯექი და კინოსცენარის კითხვას შევუდექი. იმ დღეებში გია ბაზღაძემ შემომთავაზა ქართულად გამეხმოვანებინა ერთი უცხოური საბავშვო კინოს პერსონაჟი. ამ ფილმის ჩვენებას გია თავისთან, რუსთაველის კინოთეატრში აპირებდა და რატომღაც გადაწყვიტა, რომ „კინო­გმირს“ ყველაზე უფრო ჩემი ხმა და ინტონაცია მოუხდებოდა. დავთან­ხმდი, რადგან ამ საქმეში გარკვეული გამოცდილება მქონდა და, რაც მთავარია, წინანდელივით დაკავებული აღარ ვიყავი – სიტყვებს აღარ ვწერდი და არაფრის თარგმნა აღარ მიხდებოდა. ფილმების გახმოვანებასთან კარგი მოგონებები მაკავშირებდა. დიღომში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ძველებური ყაიდის ვეება მიკროფონებთან არაერთხელ ვმდგარვარ დოდო აბაშიძესთან, თენგიზ არჩვაძესთან, რამაზ ჩხიკვაძესთან და სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად. რეზო ჩხეიძის „ნერგებში“ ამერიკელი ტურისტების ეპიზოდი თითქმის მთლიანად მე და ილო თუმაჯანოვმა გავახმოვანეთ. მერაბ კოკოჩაშვილის „მწვერვალში“ გია ყანჩელის დაწერილი ინგლისური სიმღერაც კი ვიმღერე. კიდევ იყო ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“ და „შერეკილები“, რომლის დიალოგები, ელდარ შენგელაიას თხოვნით, ინგლისურად ვთარგმნე და ქართულ ტექსტს დავადე. მაგრამ ბოლო 30 წლის განმავლობაში კინოსთან შეხება აღარ მქონია და ახლა, ამდენი პოლიტიკით დაღლილს, კინოპერსონაჟის აუდიო-თამაში უთუოდ გამახალისებდა. რამდენიმე გვერდი წავიკითხე და ცოტათი მომწყინდა – მხატვრულის კითხვას გადაჩვეული ვიყავი. ფურცლები იატაკზე დავდე. ავდექი და კედელზე დაკიდებული ირაკლის ნახატებისა და ფოტოების თვალიერება დავიწყე. მერე დიდ ოთახში გავედი და მძინარე ირაკლის დავხედე. მშვიდად, მეტრონომის სიზუსტით სუნთქავდა. ერთ ბეჭზე საბანი არ ეხურა და ხელი დავადე. სიცხე არ ჰქონდა. კედლებზე სურათები აქაც იყო და სანამ ყველა, ალბათ ასჯერ ნანახი, ისევ დავათვალიერე, ოთახი არ დავტოვე. კვლავ სავარძელში ჩავეშვი, თუმცა სცენარი იატაკიდან აღარ ავიღე. სახლში წავიკითხავ-მეთქი, ირაკლის პატარაობა გამახსენდა, როგორ ვეთამაშებოდი „შემოქმედებით“ თამაშებს – რითმობანას, პარადოქსობანას, ოქსიმორონობანას და აბსურდობანას. „აბა, გარითმე ხალი!“ უმალ პასუხობდა – „მსხალი“. „აბა, კიდევ?“ „ნალი, თვალი, ალი, ქალი, მთვრალი“. „გეყოფა“. „აბა, მოიგონე პარადოქსი“. „ისეთი მშიერი ვარ, რომ ხინკალსაც კი არ შევჭამ“. „კარგია. ახლა ოქსიმორონი მინდა სიტყვაზე ტკბილი“. დაფიქრდებოდა, „ვიცი! ვიცი! ტკბილი სევდა, ტკბილი ტკივილი“. „აბა, რაიმე აბსურდული ფრაზა მოიგონე, ისეთი როგორც ყვავი ჩხიკვის მამიდა“. „ბიძაშვილის ვირის ზმნიზედა. ხომ მაგარია?“ „კარგია“, – მოვუწონებდი და ის ბედნიერი ხტუნვა-ხტუნვით ეზოში გავარდებოდა, სადაც მისი თანატოლები უფრო ბიჭურ თამაშებს შესთავაზებდნენ. მერე ის საშინელი საღამო გავიხსენე, როცა ირაკლი და გეგა, მაგრად ნაცემები, წყნეთის კინოდან ჩვენს აგარაკზე ამოვიყვანეთ და ისიც, როგორი დაზაფრულები ისხდნენ ირაკლი და კოსტე, როცა გაიგეს, რომ გეგამ თვითმფრინავი გაიტაცა, ისე, რომ მათთვის არაფერი უთქვამს; და სულ ახლახან ქეთათოსთან ერთად რომ გვეწ­ვია და ნანას და მე გამოგვიცხადა, – მალე გოგო გვეყოლება და გადავ­წყვიტეთ რეტრო სახელი დავარქვათ – ნანაო. პატარა ნანამ გვასახელა – თავის წითურ ძაღლთან, კაფკასთან ერთად ის წარმატებით ასრულებდა როლს „მაესტრო TV“-ის მიერ გადაღებულ რეალიტი შოუში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში დეტალურად აშუქებდა ირაკლისა და ქეთათოს ყოველდღიურ ცხოვრებას. ამ დღეს ნანა ბებიასთან, გულიკოსთან იყო, რომელსაც დულიტოს ეძახდა, ისე როგორც მე – დელას. უკანა­ენისმიერებს, ვერც მჟღერსა და ვერც ყრუს, ბავშვი ვერ წარმოთქვამდა. ამით თავის მეორე, თანამოსახელე ბებია ნანას ჰგავდა, რომელიც თურმე ადრეულ ბავშვობაში кукла-ს ნაცვლად тутла-ს ამბობდა. ამგვარ მოგონებებში გავატარე საათ-ნახევარი. მალე ქეთათო უნდა დაბრუნებულიყო. წამოვდექი და კვლავ იმ ოთახში შევედი, სადაც მძინარე ირაკ­ლი მეგულებოდა. იმავე პოზაში იწვა და ოთახიდან გასვლა დავაპირე. კართან ვიდექი. არც გავდიოდი და არც უკან ვიხედებოდი. ძალიან არ მინდოდა დამენახა ის თითქმის შეუმჩნეველი ცვლილება, რომელიც შევამჩნიე და არ შევიმჩნიე, ის ზარდამცემი, უსასრულოდ მცირე სხვა­ობა, ახლად მკვდარს ცოცხლისგან რომ განასხვავებს. რამდენ ხანს შემეძლო მეტყუებინა თავი... მივედი და იმავე ბეჭზე ხელი დავადე. არ სუნთქავდა. მერე მკერდს ჩავუყევი. მხოლოდ გულის სიახლოვეს აღმოვაჩინე პაწაწინა თბილი წერტილი. სასწრაფოს ექიმმა გარდაცვალება დაადასტურა. ქეთათო ჯერ კიდევ სტუდიაში იყო, იქ შევატყობინე და „რუსთავი 2“-მა ირაკლის სიკვდილის ამბავი breaking news-ის სახით გაუშვა ეთერში... ამას მოჰყვა სხვა ტელევიზიების სიუჟეტები, ათას­გვარი ვერსიებით და უწყვეტი ზარების ნაკადი ჩემს მობილურზე. ნანა მიღებული შოკისგან სიცოცხლის ბოლომდე სრულად ვერ გამოვიდა. მის გაუსაძლის ტკივილს ისიც ერთვოდა, რომ სახსრის მოტეხილობისა და ხელოვნურით ჩანაცვლების შემდეგ დამოუკიდებლად სიარული ჯერ არ შეეძლო. სულ ლოგინში იწვა და ტიროდა. ცრემლს მეც ვერ ვიკავებდი, განსაკუთრებით, როცა ვიხსენებდი ირაკლის სასაცილომდე არარეალურ ბიზნეს-პროექტებს, რომელთა განხორციელებით აპირებდა, გამდიდრებას თუ არა, საკუთარი ოჯახის შენახვას მაინც. ამგვარი იდეების გენერირებას მან მას შემდეგ უმატა, რაც გაჩნდა პატარა ნანა, მისი ერთ-ერთი ბოლო, და ბაბუა-ბებიების აზრით საუკეთესო ნაწარმოები. ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს: ერთი – ჩემი და ნანას პირმშო. ის ჩემს მეხსიერებაში მარად ბავშვად დარჩება. სწორედ ამ ბავშვის – ირაკლის სიკვდილი განვიცადე ასე მწარედ 2006 წლის 24 თებერვალს. მეორე – მიამიტი და იმავდროულად უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული შემოქმედი. ის არ მომკვდარა. „სათქმელი თქვა და უბრალოდ კარი გაიხურა“. სამძიმრის სათქმელად ჩვენს პეკინის 14-ის ბინაში, ნათესავებისა და ნაცნობ-მეგობრების გარდა, საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელები მოვიდნენ. სანდრა სააკაშვილი ყოველდღე ჩვენთან იყო და მწოლიარე ნანას საათობით ეჯდა. როცა სადარბაზოში შევარდნაძის დაცვის თანამშრომელი შევნიშნე, მივხვდი, რომ მალე ექს-პრეზიდენტი გამოჩნდებოდა. შევი გადამეხვია, გასვლისას კვლავ შეხედა ირაკლის და თავი დახარა, როგორც მაშინ, მამაჩემის პანაშვიდზე. ცოტა ხანი გავიდა და ოთახში მიშა სააკაშვილი შემოვიდა. მელაპარაკა. მერე დიდხანს ჩუმად იყო. რაღაცაზე ფიქრობდა. წასვლისას ასე მითხრა – „სამსახურში გამოსვლას ნუ იჩქარებ, მაგრამ როცა გამოხვალ, აუცილებლად მნახე“. მაშინ მე პრეზიდენტის თანაშემწე და პრესსპიკერი ვიყავი. დღის განმავლობაში ვეცნობოდი მსოფლიო მედიაში გამოქვეყნებულ ჩვენთვის საინტერესო მასალას და საღამოობით შეკუმშული სახით მიშას ვაცნობდი. კვირაში რამდენჯერმე ქართველ და თბილისში აკრიდიტებულ უცხოელ ჟურნალისტებს ვხვდებოდი და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ჩვენეულ ხედვას ვუზიარებდი. ტელევიზიებში კვლავინდებურად ხშირად ვჩნდებოდი. სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი და მოხელეთა შრომის პირობები შეუდარებლად გაუმჯობესებული. მიშა ერთი კვირის თავზე ვნახე. ყოველგვარი შესავლის გარეშე მით­ხრა, რომ წინათაც ფიქრობდა და აზრი არც ახლა შეუცვლია: „საქარ­თველოს ინგლისში შენ უნდა წარმოადგენდე“. ეს სიახლე ნანას ტრაგედიამდე რომ გაეგონა, სახე გაუბრწყინდებოდა და მეგობრებს ტელეფონზე რეკვით აიკლებდა. ახლა კი მხოლოდ თავი დამიქნია და თვალები ცრემლით აევსო. ლონდონში სექტემბერში წავედით. თან შვილიშვილები – ანა და გაგა – წავიყვანეთ. პატარა ნანა ჯერ მართლაც პატარა იყო და ლონდონში ყოფნა არაფერს არგებდა. ჩამოვიდა, როცა სკოლის ასაკს მიაღწია. ლონდონმა თავისი ქნა. დიპლომატიურმა მიღებებმა, მკაცრი დრეს­­კოდის ნორმების აღსრულების აუცილებლობამ, ახლად შეძენილი ნაცნობების მრავალეროვნულმა წრემ ნანა თანდათან თვალში გამოახედა. და როცა, ბუკინგემის სასახლეში დედოფლისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის აღსანიშნავად გამართულ vin d’honneur-ზე მან შამპანურით სავსე ჭიქა ასწია, მის უძირო თვალებში პირველად ამ თვეების განმავლობაში მოციმციმე ვარსკვლავები დავინახე“. - წერს გელა ჩარკვიანი სოციალურ ... ...
  • „პირბადეს ვეღარ იშოვი, სადეზინფექციო ხსნარებს ფასი დაადეს“ _რას გვატყობინებენ იტალიიდან_პულიის რეგიონი ბარის პროვინციაში,  რომელიც მილანიდან, კორონავირუსის ეპიცენტრიდან ათასი კილომეტრის დაშორებით იმყოფება, ჯერ არანაირი პრევენციის ზომები არ მიუღიათ.  ჩემი გოგონა სკოლაში დადის, როგორც მშობელს,  მომივიდა შეტყობინება, რომ არ დავტოვო ლოკაციის  ადგილი.  ამ ეტაპზე  სხვა არანარი გაფრთხილება არ შემოსულა.  უნდა გითხრა  ისიც , რომ აფთიაქში   ვერ იშოვი პირბადეს. სადეზინფექციო  ხსნარები, რასაც „ამაზონი“ გვჩუქნიდა, ფასები დაადეს და სამი შეკვრა  90 ევრო ღირს.  ახლა აქ დღის პირველი საათია. ამ წუთებშიც შევედი აფთიაქში და პირბადე უკვე არ არის. მითხრეს, რომ დილით რაც მიიღეს, უკვე გაყიდულია, - გვატყობინებს ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მეგობარი ხათუნა შარაძე.  კორონავირუსი ფაქტიურად  ვრცელდება  იტალიაში და ეს სამწუხარო ამბავია. ხათუნა შარაძემ  ასევე გვითხრა, რომ იტალიაში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულია განცხადება ,  კორონა ვირუსთან დაკავშირებით: „ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გაითვალისწინონ  იტალიის მთავრობის მიერ,  ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.“ ... ...

არქივი

ზაფრანი

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...