ხალხის არჩევანი და ხელისუფლების პასუხი მოსახლეობასთან დაახლოების ლაიტმოტივით

მთავარი თემა

ხალხის არჩევანი და ხელისუფლების პასუხი მოსახლეობასთან დაახლოების ლაიტმოტივით

2018 ნოე 5 11:55:14

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ოზურგეთში მშვიდ ვითარებაში ჩატარდა _ "ქართულის ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ხმების 46%-ზე მეტი მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 20%-ზე მეტი.

მაგალითად, სოფელ ბახვის სამივე უბანი, შრომის ერთი უბანი, ძიმითი, ნასაკირალის და ჭანიეთის, ნარუჯისა და ლაითურის ერთი უბანი ვაშაძემ ზურაბიშვილს მოუგო. "გურია ნიუსი" დაინტერესდა იმ სოფლების ნაწილის მისაზრებით, რომლის მცხოვრებლებმა მხარი ოპოზიციის კანდიდატს დაუჭირეს.

ქალაქ ოზურგეთის ავტოსადგომში სოფელ ძიმითისკენ მიმავალ მიკროავტობუსში 6 მგზავრი იჯდა. ჩვენ ყველა მათგანს ვკითხეთ იმ არჩევნის შესახებ, რომელიც სოფელმა 28 ოქტომბერს გააკეთა.

"მე არ შემეკითხო, ქალები უფრო გეტყვიან", _ გვითხრა დაახლოებით 50 წლის მამაკაცმა.

პირველი მოსაზრება ახალგაზრდამ ქალმა გამოთქვა: "მიზეზი ძალიან ადვილი ამოსაცნობია _ ძალიან მძიმე სიტუაცია სოფლებში, თხილი არ არის და სიმინდი, საშინელება ხდება და რატომ უნდა გაემარჯვა მთავრობის მიერ მხარდამჭერ კანდიდატს? ერთი ტომარა პურის ფქვილი არ გაუცია "ქართული ოცნებას".

ჩვენს კითხვაზე, მთავრობას რატომ უნდა დაერიგებინა ფქვილი, ახალგაზრდამ ქალმა გვიპასუხა:

"აბა, ვინ უნდა გასცეს დახმარება?! მარტო არჩევნების დროს ვახსენდებით. ცოტათი, რომ დაეხმარონ ხალხს, არ შეიძლება? ბიძინას ხმა იმიტომ მივეცით, ფულიანი იყო და მისი მთავრობის წარმომადგენლები ზედმეტ პრემიებს და დანამატებს არ აიღებდნენ, მაგრამ ამათ უფრო მეტი ფული დასჭირდათ. 2-ტონიან სათხილეში ვერაფერი ავიღე და დავრჩით მშივრები".

საუბარში კიდევ ერთი ქალი ჩაერთო:

"ეს ფაროსანები კიდე ცალკე თემაა. საქონლებს ბრუცელიოზი გაუჩნდა, ღორებს _ ღორის გრიპი, ფაროსანამ თხილი მოსპო და ვცხოვრობთ ჰაერზე. საზღვარგარეთით გვიდგას სული _ რომ მოხვიდეთ ძიმითში, თითქმის ყველა მეორე ოჯახის წევრი უცხოეთშია წასული".

"გეიგონე? ამან თქვა ჩემი სათქმელი. გვენატრება ცოლი, შვილი, შვილიშვილები... აგია ცხოვრება?! მე ცოლის სურათი მიკიდია სახლში და რომ მომენატრება, იმას ვუყურებ. ხან სად არის და ხან _ სად. მუშაობს და ერთმანეთი გვენატრება. მძიმე ცხოვრება გვაქვს _ ძირითადი პრობლემა უმუშევრობაა. ხალხი უნდა დაასაქმონ და ფაბრიკა-ქარხნები გახსნან. ვერტფრენით რომ დადის აქეთ-იქეთ, გადმომიგდოს რამე. გავუყოფ მეზობლებსაც და ცოტა ამოვისუნთქავთ", _ საუბარში ის მამაკაცი ჩაერთო, რომელმაც ქალებს გადასცა ტრიბუნა.

"როგორი პრეზიდენტიც არ უნდა გვყავდეს, ჩემი მარჯვენის გარდა, არავინ არაფერს მომცემს. ამ ბოლო დროს ვერც ჩემი მარჯვენითაც ვერ შემოვიტანე ოჯახში ვერაფერი. არ მინდა წარმოვიდგინო როგორი ზამთარი გვექნება", _ თქვა შუა ხნის ქალმა.

ძიმითელებთან საუბრის შემდეგ სოფელ შრომის მიკროავტობუსშიც შევიხედეთ _ სოფლის მცხოვრებლები საკუთარ პრობლემებზე გვესაუბრნენ:

"ამ ოზურგეთში ყველა მოსახსნელია. სახლში არ იცხოვრება, ისეთი მდგომარეობა მაქვს და არავინ არ მეხმარება. დამპირდნენ, დაგეხმარებითო, მაგრამ დღეს არ იყო მერი სამსახურში და ვერ გავიგე, რას მიპირებენ. ასე უნდა ვიარო გამგეობაში თითქმის ყოველდღე, მაგრამ ასე უყურადღებოდ სანამდე შეიძლება?

გზა და გაზი არ გვაქვს. ახლა გვითხრეს, გაზის შემოყვანა დაიწყებაო, მაგრამ კონკრეტული არაფერი ვიცით. ხალხს მეტი ყურადღება ჭირდება და არა არაფრის მომცემი დაპირებები";

"მეზობელს სახლთან მისასვლელი ხიდი ჩაენგრა სტიქიის დროს. დახმარებას დაპირდნენ, მაგრამ არ დაეხმარნენ. ოჯახი კუნძულზე დარჩა და კიდევ ხმებს ეს ითხოვს ეს მთავრობა. სოფელში ისეთი გზაა, რომ გზის რაღაც მონაკვეთზე მძიმეწონიანი ადამიანები ჩამოდიან ავტობუსიდან, რომ სოფლამდე მივაღწიოთ";

"21-ე საუკუნეში პურის მარცვალს ყიდულობენ და იმას ფრვავენ, რომ პური გამოაცხონ. გვპირდებიან რომ გზაც გაკეთდება და გაზიც შემოვა, მაგრამ ასე ხდება ყოველი არჩევნების წინ. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა მიხედონ ხალხს და არა მხოლოდ საკუთარ თავს? მერე  უკვირთ, რატომ ვერ მოიგეს შრომის ერთ-ერთი უბანი ან სხვა უბნები. ყველგან ერთნაირი სიტუციაა".

ოზურგეთის საკრებულოს და უმრავლესობის წევრი მარიკა ჩხიკვიშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ პრობლები ბევრია:

"ვფიქრობ, რომ საზოგადოებისგან ეს არის გზავნილი, რომ  ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია. აუცილებლად გასაუმჯობესებელია კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ვფიქრობ, ხალხი მეორე ტურში აუცილებლად  გააკეთებს სწორ არჩევანს და მხარს დაუჭერს "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს".

ამ ფონზე ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით,  2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე, ყველა სოფელში უნდა მოხდეს პრიორიტეტების გაცნობა და ამ საქმეში მოსახლეობის ჩართულობა. ამის შესახებ ოზურგეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სივრცით-ტერიტორიული  დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა:

"2019 წლის ბიუჯეტი თქვენი აქტიურობის გარეშე არ უნდა შედგეს, რომ კარგად დაიგეგმოს. ზუსტად უნდა მოხდეს იმ პრობლემების გადაწყვეტა, რაც აწუხებს ხალხს. ამისთვის, უნდა იაქტიუროთ. ეს, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს სოფლის მიზანმიმართულ განვითარებას, ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პროექტის ადმინისტრაციულ ერთეულებში რაციონალურ განლაგებას, ამასთან, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბიუჯეტის მომზადების ხარისხს", _ თქვა კომისიის სხდომაზე ლავრენტი ბიგვავამ.

1 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება და მისი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება პროექტები, რომელთა ღირებულება 50 000 ლარი და მეტია, მაგრამ ხშირად სოფლებში მცირე პროექტების საჭიროებაცაა. მან ამის მაგალითად სკვერების მოწესრიგება, უბნის კეთილმოწყობა, სანიაღვრე არხების გაწმენდა და სხვა მცირე სამუშაოები დაასახელა:

"პროგრამა აღდგა, თუმცა, არა იმ მასშტაბით, როგორიც ადრე იყო. გარდა ამისა, ეს პროგრამა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მივმართეთ, რაც მის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ბიუჯეტი 20 მილიონია. აუთვისებლობის და პროექტების სიმცირის შემთხვევაში, თანხა ისევ რეგიონული განვითარების ფონდს დაუბრუნდება", _ განაცხდა მაია ცქიტიშვილმა.




 ახალი ამბები
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდაბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე გააკეთა. "შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განაგრძობს 24 - საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობას საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტისა და მთავრობის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით, დაწესებულია სხვადასხვა შეზღუდვები, მათ შორის:• აიკრძალა საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება;• იმ ობიექტებში, რომელთა მუშაობაც არ შეჩერებულა, დადგინდა 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება;• მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერდა ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა;• დაწესდა შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობაზე• აიკრძალა საკარანტინო ზონების თვითნებური დატოვება.შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით პოლიცია 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულად რეაგირებს სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე.შინაგნ საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული მკაცრი მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ყველა რეგიონში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა.96 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო.3 იურიდიული, ხოლო 8 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე დაჯარიმდა 5 პირი.ხოლო, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევაზე დაჯარიმდა 13 პირი.შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას",_ განაცხადა ... ...
  • მეუფე იოსები: “ნამდვილად ბოლო ჟამი დაიწყო და კურთხევას გაძლევთ, დათესეთ რამე"“არაფრით არ შეიძლება წირვა-ლოცვის შეწყვეტა. ეს იქნება კატასტროფა მსოფლიოსთვის. იესო ამბობს, როცა მსხვერპლშეწირვა შეწყდება, მაშინ კაცობრიობა დაამთავრებს თავის არსებობას. ღვინოს და პურს ვწირავთ ჩვენ ღმერთს,“ _ ამ სიტყვების მიმართა საკვირაო წირვაზე მრევლს, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა. მისივე თქმით, ხალხის 2 პროცენტი ეზიარება, ალბათ, საქართველოში, არც კი იციან რა არის ზიარება. ეტყობა ღმერთმა იმიტომ მოავლინა ეს განსაცდელი, რომ ხალხი უზიარებელი არ დარჩეს. ვიღაცები გვეუბნებიან, რომ ჩვენც კათოლიკეებივით, ბაპტისტებივით და ა. შ. დავკეტოთ ეკლესია და წავიდეთ სახლში. “ეს რომ ვქნათ, კაცობრიობა დაასრულებს თავის არსებობას. პური და ღვინო არის ქრისტეს სხეული და როგორ უნდა დავიჯეროთ ჩვენ, რომ ქრისტეში ვირუსი შევა? არც ხატებთან და ჯვართან მთხვევით არ გადავა ვირუსი, მაგრამ სახელმწიფოს რეგულაციები უნდა შევასრულოთ. ზოგადად მე კი ვფიქრობ, რომ არაფერი დაგემართებათ თქვენ, მაგრამ ქრისტიანობა არის მორჩილება და უნდა დავუჯეროთ. პირიქით, ეხლა ეკლესიები უნდა გაიხსნას, რადგან ღმერთი განრისხებულია სამყაროზე და გული უნდა მოვულბოთ მას, რომ მოგვაშოროს ეს საშინელი სენი. გაძლევთ კურთხევას, რომ წირვაზე პირბადეებით მოხვიდეთ, ეს არ არის ცოდვა. ნამდვილად ბოლო ჟამი დაიწყო და კურთხევას გაძლევთ, ვისაც მიწები გაქვთ, დათესეთ რამე, რომ საკვები გქონდეთ. ეს ვირუსი ხელოვნურია და იმიტომ გაუშვეს, რომ ფულის ერთეული გაქრეს მსოფლიოში.“ - თქვა ქადაგების დროს მეუფე იოსებმა. ... ...
  • ოზურგეთში პოლიციის სამი ავტომობილი მეგაფონით ივლისოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ დღეიდან ოზურგეთის განაპირა ქუჩებზე და სოფლების მიმართულებით, ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით პოლიციის სამი ავტომობილი, მეგაფონით ივლის და მოსახლეობას შინ დარჩენაზე გაფრთხილებას მისცემს. პოლიცია ასევე იმ წესებს შეახსენებს მოსახლეობას, რაც გარეთ გამოსულებმა უნდა ... ...
  • სამეგრელოში მანქანით გადაადგილება მკაცრად გაკონტროლდებასამეგრელოში საზოგადოებრივი ტრანსორტის გადაადგილება იზღუდება, ავტომობილებით გადაადგილებას კი პოლიცია გააკონტროლებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სამეგრელოს რეგიონის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსორტის გადაადგილება იზღუდება. ეს არის ერთადერთი დამატება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არის მოქმედი. დადგება დამატებითი ბლოკპოსტები რეგიონის მუნიციალიტეტების შესასვლელებში. რაც ნიშნავს, რომ გაძლიერებული საპოლიციო ძალები მკაცრად გააკონტროლებენ მანქანით გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში სამი პირის ყოფნაა დასაშვები ანუ მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ. ამავდროულად პოლიცია განახორციელებს პატრულირებას მთელი რეგიონის მასშტაბით, რომ ეს წესი იყოს დაცული“,_ განაცხადა ჩიქოვანმა. ჩიქოვანმა ასევე აღნიშნა, რომ გაკონტროლდება სხვა წესების დაცვაც, რაც საგანგებო მდგომარეობის გამო იკრძალება. პრემიერის პრესსიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არ არის სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდატის საათის ... ...
  • მეუფე იაკობი: რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთმეუფე იაკობის განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად დაწესებული რეკომენდაციები გასათვალისწინებელია, რომ  ჯანდაცვის სისტემამ გაართვას თავი გამოწვევას. „სახელმწიფო, რასაც იტყვის, ნებისმიერი ქრისტიანისთვის მისაღებია, მთავრობა ნებისმიერი მოქალაქის ჯანმრთელობასა და და უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ჩვენ რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, რათა ჯანდაცვის სისტემამ გაართვას თავი გამოწვევას. თუ აუცილებელი საჭიროება არ არის, დავრჩეთ სახლში. თუ არ დავიცავთ დადგენილ წესებს, ქვეყანა კარანტინის წინაშე აღმოჩნდება. მადლობა მთავრობას და იმ ადამიანებს, ვინც ამ პროცსებში მონაწილეობს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...