“ხაზზეა მასწავლებელი?!“


მთავარი თემა

“ხაზზეა მასწავლებელი?!“

27 ნოე. 2020, 23:14:39

თორნიკე, შემოდი სახლში, ხაზზეა მასწავლებელი!“ _მსგავსი ფრაზები პირველად ამ წლის დასაწყისში გავიგონეთ, როცა მსოფლიო პანდემიის გამო, განათლების სისტემა უმძიმესი გამოწვევის წინაშე დადგა - სასწავლო ოთახებიდან, სწავლის პროცესმა სახლებში და ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა. თორნიკეს ბებიამ ინტერნეტის ჩართვა წვალებით მოახერხა და შვილიშვილს უხმო; თორნიკემაც თამაში შეწყვიტა და ონლაინ გაკვეთილზეშევიდა“.

დისტანციური სწავლების დაჩქარებულად დანერგვა; პედაგოგების მხრიდან, ხშირად საჭირო უნარების არცოდნა; ინტერნეტით დაუფარავი სოფლები და დასახლებები; ინტერნეტ რესურსის და ტექნიკური მოწყობილობების სიძვირე... _ აი, ამ გამოწვევების წინაშე დადგა მოსწავლე და მისი მშობელი ონლაინ სწავლებაზე გადასვლისას.

ჩვენს რესპონდენტებთან ერთად, ვიწყებთ მსჯელობას, თუ როგორ გაუმკლავდა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს სახელმწიფო და დღეს ვისაუბრებთ გურიაში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შესახებ, რაც აუცილებელია დისტანციური სწავლებისას.

 “ხუთი შვილის დედა ვარ; აქედან სამი, ნაგომრის საჯარო სკოლაში სწავლობს, ერთი _ რაგბისტია; ერთიც _ კოლეჯის მოსწავლე ქალაქ ოზურგეთში. დისტანციური სწავლება ბავშვებს სახლში უჭირთ. ძირითადი პრობლემა ინტერნეტის არქონააამიტომ, პედაგოგებთან ინტენსიური კონტაქტი არ აქვთ“, _ გვიყვება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში მცხოვრები მერი ცინცაძე.

მერი ცინცაძე-დოლიძე: ინტერნეტი არ გვაქვს. პედაგოგებისგან ვიღებთ დავალებებს და შემდეგ, როდესაც ბავშვები დავალებებს შეასრულებენ, გადავუღებთ ფოტოს და ვუგზავნით მასწავლებელს, რომ შეამოწმოს.... ნოუთბუქები სკოლაში მიიღეს საჩუქრად და აქვთ, მაგრამ ინტერნეტის ფული არ გვაქვს.... 20-25 ლარი მაინც არის საჭირო, რომ თვიდან თვემდე ულიმიტო ინტერნეტი გვქონდეს.“

მერი ცინცაძე ამბობს, რომ 2020 წლის გაზაფხულზე, მთავრობამ სამი თვის განმავლობაში ჩაურიცხა სკოლის მოსწავლეებს ინტერნეტის თანხა, თუმცა ეს დახმარება აღარ გაგრძელებულა.

გამოდის, რომ უფრო მეტად მე ვასწავლი ბავშვებს, ასევე, ტელეფონით ეხმიანებიან პედაგოგები; დაწვრილებით მიდის გამოკითხვა... ძირითადად, ჩემი უფროსი შვილი ეხმარება თავის და-ძმებს. “

საუბარში უფროსი შვილი, კოლეჯის “ჰორიზონტი“ მოსწავლე მანანა დოლიძე გვერთვება:

წელს დავამთავრე ნაგომრის საჯარო სკოლა. მეც მომიწია დისტანციურ რეჟიმში სწავლა, თავიდან გვიჭირდა, მაგრამ შემდეგ 19-ლარიანი პაკეტები შეგვიძინა მთავრობამ. მართალია, ხანდახან ინტერნეტიჭედავდა“, მაგრამ  პედგოგებთან კონტაქტი გვქონდა. ახლა ოზურგეთის კოლეჯშიჰორიზონტივსწავლობ, იქაც ონლაინ სწავლებაზე გადავედით და ჩვენს ოჯახში ახლა ოთხ ადამიანს გვჭირდება ინტერნეტი... ვიცი, რთულია, მაგრამ რაღაცნაირად ვეცდები ჩავერთო ონლაინ სწავლებაში.... ვიპოვით, რაღაც გამოსავალს...“ _ ამბობს მანანა, რომელიც ჯერ თავის და-ძმას ეხმარება გაკვეთილების მომზადებაში და შემდეგ თვითონ სწავლობს. ამ მრავალშვილიან ოჯახში უფროსებს მუდმივი სამუშაო არ აქვთ. ამის მიუხედავად, მზად არიან, ყველაფერი მიიკლონ და პატარები სასწავლო პროგრამას არ ჩამორჩნენ.

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელმაც დისტანციური სწავლების შესახებ კვლევა ჩაატარა. გთავაზობთ  ამონარიდს კვლევიდან: ჩვენთან სოფლებში ინტერნეტი შემოყვანილი არ არის. რელიეფია მთა-გორიანი. განსაკუთრებით სიმწვანე რომ არის და ხეები გაიფოთლა, საერთოდ დაიკარგა ინტერნეტი. ტელეფონის ინტერნეტს ვიყენებდი, თუმცა, ისიც კონკრეტულ ადგილებში იჭერს....“ (პედაგოგი);

ტელეფონის ინტერნეტს ვიყენებდი, ისე სოფელში ინტერნეტი არ არის. მე კი ვრთავდი, მაგრამ ბავშვებს უჭირდათ; მშობლები მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ვერ ჩაურთავდნენ ინტერნეტს, რადგან ჩვენთან მაინც სეზონური სამუშაოებია და შემოსავალიც შესაბამისად სეზონურია. ეს შემოსავლები არ ჰქონდათ და რა უნდა მეთქვა?! იყო შემთხვევები, რომ რამდენჯერმე მე ჩავურიცხე მოსწავლეს ინტერნეტის ფული (პედაგოგი);

ინტერნეტიიჭედებოდა“, გადაიტვირთა. ყველა ინტერნეტში იყო. ინტერნეტის ხარისხიც შემცირდა და ამ პანდემიის დროს შეძენაც გართულდა...“ (პედაგოგი);

მქონია შემთხვევა, რომ ინტერნეტის ხარვეზის გამო, ვერ ჩამიტარებია გაკვეთილი; ზოგჯერ _ ვერ შემოდიოდა ბავშვი, ზოგჯერ ხმა არ ისმოდა, ტექნიკური ხარვეზები იყო... (პედაგოგი);

 „ინტერნეტის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები გვქონდა, წყდებოდა ხმა, ზოგჯერ იყო, რომ მარტო პირის მოძრაობას ვხედავდი მოსწავლის და ამით ვხვდებოდი, რას ამბობდა...“ (დირექტორი);

გზები რომ ჩაიკეტა, გადაადგილება არ შეიძლებოდა, ყველას ხომ არ აქვს ბარათიდან თანხის ჩარიცხვის საშუალება?! ასეთი პრობლემების წინაშე თავისთავად დავდექით. ჩვენი სოფლიდან რაიონში [.ოზურგეთში] უნდა წავიდეს ადამიანი, რომ ჩარიცხოს თანხა ტელეფონზე. ტრანსპორტიც არ მოძრაობდა, რა უნდა გვექნა?!“ (პედაგოგი).

ხატია ჭანიშვილი “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კომპონენტის მენეჯერი გვესაუბრება, თუ რა მიგნებები გამოიკვეთა კვლევის შედეგად: მას შემდეგ, რაც მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა, საქართველოში მკაცრი ზომები შემოიღეს, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შეიზღუდა სკოლების ფუნქციონირება და, შესაბამისად, განათლების სისტემა ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, როგორ, რა მეთოდებით შეძლებდა ის სასწავლო პროცესის გაგრძელებას. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებითა და სამინისტროს ინიციატივით, დაიწყო ქვეყნის მასშტაბით დისტანციური სწავლების დანერგვა. სამინისტრომ სკოლებს შესთავაზა Microsoft-ის 15 პროდუქტი, ასევე საკომუნკაციო პლატფორმაფიდსი“, ასევე, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით _ პროექტიტელესკოლა“.  აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში არ გამოცხადდა აკადემიური წელი, რაც მიანიშნებას იმაზე, რომ დისტანციური სწავლება აღიარებულია, როგორც სწავლების ეფექტური მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართვას სასწავლო პროცესშიშესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო, დისტანციური სწავლების ერთ-ერთი მთავარი რგოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების მოსაზრებების გამოვლენა და შესწავლა ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, უპირატესობა მიენიჭა ზემოაღნიშნულ თემატიკას და სიტუაციიდან გამომდინარე, დროის მოკლე შუალედში დაიგეგმა ახალი კვლევა, რომლის მიზანიც იყო  პანდემიის პირობებში განათლების სისტემაში დანერგილი და გახორციელებული სიახლეების ეფექტურობის შეფასება საჯარო სკოლების წარმომადგენლების  პერსპექტივიდან.

დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესი სასკოლო საზოგადოებისთვის საკმაოდ სტრესული აღმოჩნდა, დამძიმდა პედაგოგთა და დირექტორთა ფსიქო - ემოციური მდგომარეობა. ისინი აღმოჩნდნენ იმგვარი ბარიერების წინაშე, რომელთა გადალახვაც საწყის ეტაპზე მათთვის წარმოუდგენელი იყო და ბევრ კითხვას აჩენდა. გამოიკვეთა, რომ სკოლის დირექტორებს დეტალური ინსტრუქციები  სასწავლო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით არ მიუღიათ, რაც მათ მისცემდა საშუალებას, შეერჩიათ იმგვარი სტრატეგია, რომ უზრუნველეყოთ ყოველი მოსწავლის მაქსიმალური ჩართულობა სასწავლო პროცესში. ეს კი, დირექტორთა გარკვეული ნაწილისთვის, საკმაოდ რთულად შესასრულებელი აღმოჩნდა.

ონლაინ გაკვეთილის დაგეგმვის შესაძლებლობა, რესურსების შექმნა და მოძიება, კლასის მართვის სტრატეგიების გაცნობა და დახვეწა, მენეჯმენტის რგოლის გაძლიერება, მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება და სხვადასხვა აქტივობით პროცესში მშობელთა ჩართულობის გაზრდა, _ ეს ის საკითხებია, რომელთა  პრობლემურობა ქმნიდა ბარიერებს, და მნიშვნელოვნად აზიანებდა ინკლუზიური გარემოს შექმნასა და მოსწავლეების თანაბარ პირობებში ჩაყენების შესაძლებლობას.

გამოიკვეთა, რომ რეგიონსა და დედაქალაქს შორის ძირითადი განსხვავება უკავშირდებოდა ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსწავლეთა ჩართულობა რეგიონში უფრო დაბალი იყო.

კვლევის შედეგების მიხედვით გამოვლინდა, რომ გურიის რეგიონში, განსაკუთრებით, მაღალმთიან სოფლებში, ინტერნეტიზაციის პროცესი დაწყებული არ არის; შესაბამისად, მოსწავლეებისა და პედაგოგების დიდ ნაწილს არ ჰქონდა წვდომა ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტთან, გარდა გურიის რეგიონისა, თბილისის საჯარო სკოლების პედაგოგებისა და დირექტორების თქმით, კარანტინის გამოცხადების შემდეგ, მოსწავლეების და პედაგოგების გარკვეულმა ნაწილმა დატოვა თბილისი, ისინი დაიფანტნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც აგრეთვე არ ჰქონდათ წვდომა ფიქსირებულ ინტერნეტთან.

ამ ბარიერის გადალახვა რესპონდენტებმა საკუთარ სატელეფონო ანგარიშებზე მობილური ინტერნეტის გააქტიურებით სცადეს, რაც დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. მათი თქმით, მობილური ინტერეტის შეძენა საკმაოდ ძვირია, თანაც, ის პლატფორმები, რომლებსაც დისტანციური სწავლების გახორციელების პროცესში გამოიყენებოდა, საჭიროებდა მეგაბაიტების დიდ რაოდენობას. პედაგოგები აღიშნავდნენ, რომ ისინი ახერხებდნენ მობილური ინტერნეტის გააქტიურებას საკუთარ ანგარიშზე, მაგრამ, რაც შეეხება მოსწავლეებს და, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ მშობლებს, მათ ძალიან გაუჭირდათ და ბევრმა ოჯახმა ვერ მოახერხა უზრუნველეყო მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვა შესაბამისი სახსრების არქონის გამო. განსაკუთრებით მოწყვლადი ამ მიმართულებით იყვნენ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახები. რესპონდენტების განმარტებით, გურიის რეგიონის სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, ძირითადი შემოსავლის წყარო სეზონური სამუშაოებია; კარანტინის პირობებში კი, მათ ეს შესაძლებლობა დაკარგეს და შესაბამისად, დარჩნენ შემოსავლის გარეშე, მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა და ძალიან გაუჭირდათ თანხის გამოყოფა მობილური ინტერნეტისთვის“, _ ამბობს ხატია ჭანიშვილი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანთლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი, “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე, მოსწავლეებისთვის ინტერნეტ პაკეტის შეძენის საკითხი არ განიხილება:

“ამ წლის გაზაფხულზე, ორი თვის მანძილზე, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ, აღმოსავლეთ ევროპულ უნივერსიტეტთან ერთად, მოხდა  აბიტურიენტებისთვის, მეთორმეტეკლასელებისთვის უფასო ინტერნეტ პაკეტების შეძენა. ამ პროექტში ჩართული იყო ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებული და სოციალურად დაუცველი 32 მოზარდი. ასევე, ათობით ბავშვს ინტერნეტპაკეტები შეუძინა ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ.

ახლაც, ოზურგეთის ყველა საჯარო და კერძო სკოლა, სულ 8 160 ბავშვი, ონლაინ რეჟიმში სწავლობს,“_ ამბობს იმედაშვილი.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი შორენა სიხარულიძე ამბობს, რომ მსგავსი პროექტით ისარგებლეს ჩოხატაურშიც: “პროექტის მონაწილე აბიტურიენტებს შესაძლებლობა მიეცათ ინტერნეტის მეშვეობით ჯეროვანი წვდომა ჰქონოდათ ეროვნული გამოცდებისათვის საჭირო მასალებთან; ისინი ჩაერთვნენ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საჭირო საგნების მომცველ 2-თვიან ონლაინ კურსში, რომელსაც უძღვებოდნენ გამოცდილი პედაგოგები. ასევე, ისინი ჩაერთვნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დარგობრივ/საგნობრივ უფასო ონლაინ კურსებში. ამ პროექტით წახალისდა  ჩოხატაურში მცხოვრები 28 მოსწავლე.14 მოსწავლეს მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა შეუძინა ინტერნეტპაკეტი. ჯამში,  ჩოხატაურის  საჯარო სკოლების 42 მოსწავლეს გაეწია დახმარება. “

თუ რა კრიტერიუმით შეირჩა მოსწავლეთა ეს კონტიგენტი, პასუხი ზოგადია _ მოსწავლეები, რომელთა მშობლებს ინტერნეტ პაკეტების შეძენის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტიძე კი ამბობს, რომ მსგავსი პროექტი ლანჩხუთში არ გახორციელებულა: ის მოსწავლეები, რომლებიც იყვნენ სოციალურად დაუცველები, არ აპირებდნენ ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას და აქედან გამომდინარე, ორთვიანი უფასო პაკეტებით ამ პროექტის ფარგლებში, არავის უსარგებლია. 25 მოსწავლეს უფასო ინტერნეტპაკეტი შეუძინა დეპუტატმა ნინო წილოსანმა... იყო შემთხვევები, როდესაც პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დახმარების აქცია ჩაატარეს და დაეხმარნენ იმათ, ვისაც ინტერნეტის თანხა არ ქონდა. ასევე, იაქტიურა პედაგოგმა ლადო აფხაზავამ და მობილიზება გააკეთა, რომ ინტერნეტ პაკეტები შეეძინა ბავშვებისთვის. მინდა ვთქვა, რომ ბევრი ადამიანი ჩაერთო მის წამოწყებულ აქციაში. ასევე, მასწავლებლების ნაწილმა მოსწავლეებს კომპიუტერები ათხოვეს, რომ ონლაინ სწავლის დროს მომხდარიყო მათი ჩართვა სწავლებაში,“ _ გვითხრა ნინო ჩიტაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი: თვითონ ონლაინ სწავლებას, რაც ხარვეზები აქვს ქვეყნის მასშტაბით, იგივე არის ოზურგეთში. ეს ხარვეზები არის ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის. ჩვენ ამ რეჟიმში ვართ თებერვლიდან, როდესაც დავიწყეთ პირველად ონლაინ სწავლებაზე გადასვლა. ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი ინტერნეტი არ არის, ამიტომ, სკოლები იყენებენ სხვადახვა პლატფორმებს, როგორიცაა თიმსი, ზუმი, დახურული ჯუგფები, ამ პლატფორებს დისტანციური სწავლების დროის 65-70% უჭირავთ, დანარჩენ დროს კი ტელეფონით ხდება დაკავშირება და დავალებების მიცემა ისე, რომ ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს რომელიმე მოსწავლე. ონლაინ სწავლება არ არის იდეალური გამოსავალი, მაგრამ ეს არის ოპტიმალური ამ შექმნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში.

კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე განთვსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გურიაში მხოლოდ 8 763 ფიზიკურ პირს და 372 იურიდულ პირს აქვს შეყვანილი ინტერნეტი. ყველაზე მეტი აბონენტი კომპანია “ეარნეტს“, “მაგთიკომს“ და “სილქნეტს“ ყავს.

საქსტატის მონაცემებით კი, საქართველოში, საშუალოდ, მოსახლეობის 21%-ს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, 38%-ს კი _ კომპიუტერთან.

ამ ეტაპზე, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გურიაში მიმდინარეობს საპილოტე ქსელის მშენებლობა.  "ოუფენ ნეტის" დირექტორის, მარიამ სულაბერიძის თქმით, რეგიონის 30 000-მდე მოსახლეს მალე შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ელექტრონული ჯანდაცვით, ელექტრონული განათლებით, ელექტრონული კომერციით და სხვა ელექტრონული სერვისებით (ინფორმაცია 19 ოქტომბერს http://opennet.ge/-ზე გავრცელდა).

სანამ გურიაში მცხოვრები  ოცდაათი ათასი ოჯახი ინტერნეტს მიიღებს, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში, 97 საჯარო და 4 კერძო სკოლაში ჩარიცხული 14 405 მოსწავლეთა უმრავლესობა, ცდილობს მასწავლებელს ტელეფონის ინტერნეტით დაუკავშირდეს. მშობლები ცდილობენ, რომ სატელეფონო ინტერნეტ პაკეტისთვის საჭირო ფული იშოვონ, რომ მასწავლებლები ვირტუალურ სივრცეში თუ ვერა, სატელეფონო ხაზით მაინც დაუკავშირდნენ მათ შვილებს.




 ახალი ამბები
  • ,"ჰელფები“ უკვე საქართველოს მასშტაბით“რუტინად გვექცა უკვე  ყოველი  დილა _  7-ის ნახევარზე ვიწყებთ  მუშაობას  ბაზარში გასვლით, მერე საწყობში მიტანა, აწონვა, დახარისხება, განაწილება. ცალკე ჯგუფი მუშაობს ბაზების შექმნაზე. ჯგუფი იღებს ინფორმაციას შემოსული შეტყობინებებიდან. შეძლებისდაგვარად ვამოწმებთ, რა სჭირდებათ, რა უჭირთ და ვადგენთ მისამართებს. მერე დახარისხებული  კალათები მიდის საწყობიდან და ნაწილდება სხვადასხვა მისამართზე“, _ ყვება სამოქალაქო აქტივისტი და საქველმოქმედო პროექტის „ჰელფების“ დამფუძნებელი გიგა მაქარაშვილი. „ჰელფების“ ჯგუფი 26 იანვრიდან დადის ოჯახებში და ეხმარება მათ საჭირო ნივთებით და სხვადასხვა პროდუქტებით. გიგას თქმით, 26 ნოემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, ისინი იყვნენ  2 762 ოჯახში და დაეხმარნენ  თითქმის 12 000 ადამიანს. მათ შორის 110 ოჯახს გურიაში. სადაც ძალიან მძიმე სიტუაციაა, როგორც მთელს საქართველოში. „ ჰელფების“ ჯგუფები ყოველდღიურად  150-120 ოჯახს ეხმარებიან. „ყველა რეგიონში ვართ. დაახლოებით 250 სოფელი და ყველა ქალაქი მოიცვა ჩვენმა კამპანიამ ამ ეტაპისთვის. 2 500-ზე მეტი „ჰელფია“  ჩართული. დღეში, მინიმუმ, 70-ზე  მეტი ადამიანი  მუშაობს დილიდან საღამომდე დიდი ენთუზიაზმით, რომ ეს პროექტი შედგეს. ყოველდღიურად ჩავდივართ რუსთავში. სხვა ქალაქებში გვყავს ჩვენი მეგობარი „ჰელფები“, რომლებსაც ვუგზავნით თანხას და ისინი უწევენ ორგანიზებას პროდუქტების შეძენას, დახარისხებას. შემდეგ ჩვენგან გადაგზავნილ მისამართებზე  ხდება კალათების განაწილება. ქუთაისში და ბათუმში სამ-სამი ჯგუფები გვყავს , რომლებიც ინტენსიურად მუშაობენ.  ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას კარანტინის დასრულებამდე “, _ ამბობს გიგა მაქარაშვილი. შეგახსენებთ,  რამდენიმე თვის წინ სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა  საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი: „დავწერე, რომ შემეძლო ნებისმიერ რამეში დავხმარებოდი _ ეს იქნებოდა ნაგვის გატანა, დალაგება, ინფიცირებული ბავშვების გამხიარულება თუ სხვა რაიმე საქმე, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ არ გამომეხმაურა. თუმცა, გამომეხმაურნენ  ადამიანები, რომლებმაც დახმარების სურვილი გამოთქვეს.  ზოგმა ხელთათმანები მომიტანა, ზოგმა _ სადიზენფექციო ხსნარი,  ხალათები, კომბინეზონები. ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი მოხალისედ ჩართულიყო ჩვენს აქტივობაში.  ამის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი საქველმოქმედო პროექტის ... ...
  • ბესო ქათამაძემ პოლიციის შენობა დატოვა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო ქათამაძემ პოლიციის შენობა დატოვა. დღეს, ბუკნარში, მას და “ქართული ოცნების“ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძის შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგ ბესო ქათამაძე ოზურგეთის პოლიციაში გადაიყვანეს დაკითხვაზე. “ის, რაც მოხდა ბუკნარში, არის ვასილ ჩიგოგიძის დამსახურება. ამას ახლაც ვამბობ და ბუკნარის შეხვედრის დროსაც ვუთხარი“, _ თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ბესო ქათამაძემ. მისი თქმით, ის დაკითხვაზე 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ბესო ქათამაძემ საუბრის დროს აღნიშნა, რომ "გამომძიებლებს არ უნდოდათ ოქმში დამეფიქსირებინა მთავარი ფაქტი _ ვასილ ჩიგოგიძემ მომაყენა ზიანი. ეს ფაქტი ოქმში ... ...
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება18 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, 1 თებერვლამდე გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში სწავლა. ამ ეტაპზე უცნობია 1 თებერვლის შემდეგ მოხდება თუ არა სწავლის გაგრძელება საკლასო ... ...
  • ლანჩხუთში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდებაგანათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციურად სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ირკვევა, რომ 18 იანვარს სასწავლო პროცესი ლანჩხუთშიც ონლაინ განახლდება. ამის შესახებ განმარტებები მერის მოადგილის ეკა გუჯაბიძისგან მივიღეთ. მისი თქმით, ორშაბათიდან სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციურ რეჟიმში განახლდება. „18 იანვარს მუნიციპალიტეტის სკოლებში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდება. ამ ეტაპისთვის გათვლილი გვაქვს, რომ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე პირველ თებერვლამდე ვიქნებით, თუმცა ყველაფერი ეპიდ ვიტარებაზეა დამოკიდებული“, _ გვითხრა ეკა ... ...
  • ფირუზ წულუკიძე: "საჯაროდ მოვრიგდით და ღმერთს მადლობა ამისთვის“ბუკნარში, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მუსლიმი თემის წარმომადგენელმა ფირუზ წულუკიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. "მიზანი მიღწეულია და იმედია უკეთესად გაგრძელდება აქ თანაცხოვრება. საჯაროდ მოვრიგდით და ღმერთს მადლობა ამისთვის", _ განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....