ხეხილის ბაღები გურიაში _ "მსგავსი მოცულობის ინვესტიცია ჩვენს რეგიონში არ გახორციელებულა"

მთავარი თემა

ხეხილის ბაღები გურიაში _ "მსგავსი მოცულობის ინვესტიცია ჩვენს რეგიონში არ გახორციელებულა"

2018 მარ 28 10:17:58

მსხალი, ვაშლი, გარგარი, ჟოლო  _ ხეხილის და კენკრის ეს კულტურები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყონაგორაში თითქმის 60 ჰეტქარზე შპს "ჯეონათს კომპანიმ" გაააშენა, რომლის დამფუძნებელი ბიზნესმენი გიორგი ჩხაიძეა. 

ამ ტიპის და მოცულობის ხეხილის ბაღი, რომლის გაშენებაში მილიონ ნახევრის ლარის ინვესტიცია უკვე ჩაიდო საქართველოში ერთადერთია.

კომპანიის  დირექტორის რევაზ ჩიტიძის თქმით პრეოქტის ჯამური ღირებულება სამ მილიონ ლარს შეადგეს და იგი 2019 წლისთვის დასრულდება:

"ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენდა ვაშლის, მსხლის, ჟოლოს, გარგარის ინტენსიური ბაღი. იგეგმება ჟოლოს პლანტაციის გაშენება 30 ჰექტარზე. პარალელურად მიმდინარეობს დარჩენილი ტერიტორიების გაკულტურება. ასევე, იგეგმება გადამამუშავებელი და სამაცივრე საწარმოების მშენებლობა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას რევაზ ჩიტიძემ.

მისივე თქმით ამ ეტაპზე 20 ადგილორბივია დასაქმებული, თუმცა პროექტის სრულად გახორციელების შემდეგ კიდევ 50 ადამიანი დასაქმდება. ჩიტიძის ინფორმაციით, კომპანია სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით და მონაწილეობს პროგრამაში „დანერგე მომავალი“.

ხეხილის ბაღები გუშინ გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მოინახულეს.

მერაბ ჭანუყვაძის თქმით, კონკრეტულ სფეროში მსგავსი მოცულობის ინვესტიცია ჩვენს რეგიონში ამ დრომდე არ გახორციელებულა: 

 „მინდა აღვნიშნო, რომ კონკრეტულ სფეროში მსგავსი მოცულობის ინვესტიცია ჩვენს რეგიონში არ გახორციელებულა და დარწმუნებული ვარ, სანერგე მეურნეობას ექნება მნიშვნელოვანი ადგილი რეგიონის განვითარებისთვის.

დღეს, ამ მიმართულების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. სახელმწიფო მუდმივად ეხმარება მეწარმეებს და ბიზნესმენებს, რათა მეტად შეუწყონ ხელი სოფლის მეურნეობის განვითარებას,“ _ განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.

როგორც კომპანიაში გვითხრეს, გარდა ხეხილის ბაღებისა, მალე ლანჩხუთში სათევზე მეურნეობა გაშენდება, რომელშიც 30 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება და სადაც 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.




 ახალი ამბები
  • მუშების დაშავებასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებსდღეს, ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, მოხდა  უბედური შემთხვევა და სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად,  სხეულის დაზიანება მიიღო რკინიგზის ორმა თანამშრომელმა - სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ. დაშავებულებს გაეწიათ  სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს  საავადმყოფოში.   სს „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, ამასთან ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.  სს „საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და მათ ოჯახებს.  (R)       ... ...
  • უბედური შემთხვევა თბილისში _ მაღაზიაში ამწე შევარდაცოტა ხნის წინ, უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. გურამიშვილის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი და ამწე ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების გამო ამწე ერთ-ერთი მაღაზიაში შევარდა. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათგან ორი მცირეწლოვანია. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 271-ე მუხლით ... ...
  • წვიმა და სეტყვა _უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 27-28 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28, ხოლო 29-31 მაისს +28, +31 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი ... ...
  • 9 წლის გოგოს მკვლელობა _ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდასასამართლომ 9 წლის გოგოს მკვლელობისა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეუფარდა.გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ... ...
  • პატრიარქის ფონდი გაქურდეს პატრიარქის ფონდი გაქურდეს, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე კომენტარი ფონდიდან არ გაკეთებულა. ამ დროისთვის უცნობია რა ნივთებია წაღებული ფონდის ოფისიდან. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...