"მადიანი" ხალხია და განსაკუთრებით ფსკერს ეტანებიან" _ აჭის წყლის კარიერზე კვლავ ხმაურია


მთავარი თემა

"მადიანი" ხალხია და განსაკუთრებით ფსკერს ეტანებიან" _ აჭის წყლის კარიერზე კვლავ ხმაურია

13 მარ. 2020, 15:03:03

გურიის მდინარეებზე არსებული კარიერების თემა, კარგა ხანია, აქტუალურია. თუმცა, მიუხედავად არაერთი საპროტესტო აქციისა თუ ოფიციალური განცხადებისა მოსახლეობის მხრიდან, შეწყდეს მდინარეთა ხეობების დასახიჩრება, არ მოხდეს მდინარეთა ფსკერის ვანდალური დაზიანება, ნატანი გაიტანონ მხოლოდ კანონიერი გზით და გამოიძებნოს ადგილმონაცვლე ტერიტორიები, დღემდე შეუსრულებელი მოთხოვნაა, კითხვები პასუხგაუცემელია წიაღისეულის სააგენტოსა თუ ლიცენზიანტთა მხრიდან და სახეზეა მხოლოდ დაპირებები.

ერთი კვირის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის სხვადასხვა უბნის მცხოვრებლები შეიკრიბნენ და გააპროტესტეს აჭისწყლის ხეობაში კარიერული წარმოება. კონკრეტულად, შპს "კავკაზ ცემენტ ჯორჯიას" მუშაობა, რომელიც ინერტულ მასალას მოიპოვებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებმა მოუწოდეს ლიცენზიანტს, აღარ გაეგრძელებინათ მდინარის ხეობაში ინერტული მასალის ამოღება და მოეხდინათ ადგილმონაცვლეობა, რამდენიმე დღის შემდეგ, ისინი მაინც შევიდნენ აჭისწყლის ხეობაში და განაგრძეს ქვა-ღორღის ამოღება.

_ შპს "კავკაზ ცემენტ ჯორჯია" მაინც შევიდა აჭისწყლის ხეობაში _ ისევ ქურდულად შეიპარნენ, ძირითადად, ღამით იღებენ ინერტულ მასალას, გამოაქვთ მოშორებით, ნეიტრალურ ტერიტორიაზე და იქ აგროვებენ, მერე კი გააქვთ. რამდენიმე დღეში სარჩელს შევიტანთ. არაფერი ამათთან არ გადის და სად ვდიოთ ამ რიყეებში? _ გვითხრეს ლიხაურში, სადაც ამბობენ, რომ 10 მარტს, გვიან ღამით შენიშნეს აჭისწყლის ხეობაში ტრაქტორები.

11 მარტს, "გურია ნიუსი" აჭისწყლის ხეობაში, კარიერული წარმოების ადგილზე მივიდა. აქ ერთი ტრაქტორი იდგა, მძღოლი ადგილზე არ იმყოფებოდა, მოშორებით კი, მდინარის გამოღმა ნაპირის სიახლოვეს საკმაო რაოდენობით იყო "ხრეშის გორები", რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ ახლად ამოღებული იყო.

_ შეხედეთ მდინარეს, სადაც ახლა ტრაქტორი დგას _ ეს არის აჭის წყლის კალაპოტის ცენტრალური ადგილი, ფსკერი! "მადიანი" ხალხია ესენი და მდინარის ფსკერს განსაკუთრებით ეტანებიან! მოძებნიან მდინარის შედარებით ვიწრო ადგილს, საიდანაც მერე უცებ იშლება კალაპოტი და ერთგვარ დელტას ქმნის. ასეთ ადგილზე გადაუშვებენ ნაკადებს ორი მიმართულებით და შუაში რჩება წიაღისეული, თან განუსაზღვრელი რაოდენობით! საგანგებოდ აღვნიშნავ, რომ ხდება მდინარეების ფსკერის მოსპობა. ნატანის მეტი რა აქვს მდინარეს _ მოიპოვონ და წაიღონ, ვინ უშლის?! არ ეყოფა ჩვენს გზებს თუ რა? მაგრამ არა! ფსკერიდან სურთ უსაზღვრო რაოდენობის ქვა-ღორღის ამოღება. ასე ადვილია _ ძალიან ბევრია ხრეში და ბევრს ბევრი ფულისკენ უჭირავს თვალი! სულ ეს არის მდინარეთა კალაპოტების მოსპობის მიზანი და ფილოსოფია! ამიტომ არ გავჩერდებით _ კატეგორიულად მივმართავთ სასამართლოს და წიაღისეულის სააგენტოს წარმომადგენლებს, მოვიდნენ ადგილზე, დღემდე რომ არავინ გამოჩენილა! დაგვიმტკიცონ, რომ მათ მიერ გამოშვებული ლიცენზიანტები კანონიერად მოიპოვებენ წიაღისეულს, _ ამბობენ ლიხაურელები.

ადგილზე მოვიდა შპს "კავკაზ ცემენტ ჯორჯიას" წარმომადგენელი, გელა დუმბაძე, რომელსაც არ უარუყვია, რომ კვლავ შევიდნენ მდინარის კალაპოტში და დაიწყეს ღორღის ამოღება. მან ხეობაში ისევ შესვლის მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ არ მოუძებნეს ადგილმონაცვლე ტერიტორია სხვაგან, სადაც მუშაობას გააგრძელებდნენ.

_ რა ვქნათ ჩვენ? ხომ გახსოვთ, ერთი კვირის წინ ლიხაურის კრებაზე რომ შეგვპირდნენ, მოიძებნება ადგილმონაცვლე ტერიტორია და იქ გადახვალთო. ვერ მოგვიძებნეს. ამ კონკრეტულ ადგილზე ჩვენ ლიცენზია გვაქვს და ამიტომ ისევ შევედით. გეტყვით, რომ არაფერს ვაშავებთ. რომ ვაშავებდეთ, ხომ დაგვიჭერდნენ? ჩვენ მითითებულ ადგილზე ვართ, რაც ლიცენზიით არის გათვალისწინებული, _ თქვა დუმბაძემ.

_ ჩვენ შენებას არ ვუშლით ხელს, ჩვენ ხელს ვუშლით ნგრევას! წიაღისეულის ეროვნულ სააგენტოს როცა ვუთხარით, დაბომბილს რომ ჰგავს ხეობები, მოასწორეთ და ისე მაინც დატოვეთ გარემოო, მაგის დრო სად გვაქვსო, _ გვიპასუხეს. სწორედ ამის გამო ვბრაზობთ. აჭისწყლის ხეობა საერთოდ ხელშეუხებელი უნდა გახდეს! აქ კარიერი ვერ იქნება! არ დავუშვებთ! _ ამბობდნენ ლიხაურელები.

ოზურგეთის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატის, გარემოს დამცველის ლევან მგელაძის თქმით, პრობლემას მხოლოდ მერია ვერ გადაწყვეტს:

_ შესაძლოა, მოუძებნეს კიდეც ადგილმონაცვლე ტერიტორია, მაგრამ ეს ადგილობრივ მცხოვრებლებსაც უნდა ჰკითხონ. მხოლოდ მერი ვერ გადაწყვეტს, წიაღისეულის სააგენტოც უნდა ჩაერთოს ამ საქმეში".გ

ურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს თემურ ჭანუყვაძეს დაუკავშირდა. კითხვაზე, რატომ არ მოხერხდა გამოყოფილიყო შპს "კავკაზ ცემენტ ჯორჯიას" დასაკმაყოფილებელი ადგილმონაცვლე ტერიტორია კარიერისთვის, თემურ ჭანუყვაძემ გვიპასუხა:

_ შპს "კავკაზ ცემენტ ჯორჯიას" მერიაში ადრე შემოტანილი ჰქონდა განცხადება ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით. ადგილზე, რომელიც მას მიეთითა სუფსის კალაპოტში, მაშინ უარი ეთქვა ოზურგეთის მერიის მიერ, რადგან ეს ტერიტორია შპს "ნატა 2000"-ის კოორდინაციაში იყო და ზედდებაში მოხვდა. ეს იყო მანამ, სანამ ლიხაურში აღნიშნული საპროტესტო აქცია დაიწყებოდა. შემდეგ მოიძებნა ადგილი სოფელ სილაურში, მდინარე სუფსის კალაპოტში, ისეთ ადგილზე, სადაც აკუმულირებულია დიდძალი მასა. მოსახლეობაც არ არის ახლოს და შესაძლებელი იყო, კანონის სრული დაცვით მოეპოვებინათ ინერტული მასალა. თუმცა, აღნიშნულ ადგილზე უარი განაცხადეს, რადგან იქამდე მისასვლელი გზა არ არსებობს და გასაკეთებელია. როგორც მათ თქვეს, იმდენი ფინანსური რესურსი არ აქვთ, რომ ეს გზა მოაწესრიგონ. ამასთანავე, აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ მოვიძიეთ მათი ისტორია და შპს "კავკაზ ცემენტ ჯორჯია", ზოგიერთისგან განსხვავებით, წესიერი კომპანიაა, კარგად მუშაობენ, ლიცენზია კანონიერად აქვთ მოპოვებული და სადაც იყვნენ, ყველგან სააგენტოს მითითებით შევიდნენ. ამიტომ ჩვენი სურვილია, ასეთმა ადამიანებმა იმუშაონ და აკეთონ მინდობილი საქმე, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, თუმცა, უნდა მოხდეს ადგილმონაცვლე ტერიტორიების ზუსტად მოძებნა. ხოლო თუ იქ მისასვლელად რაიმე პრობლემა აღმოჩნდება, როგორც აღნიშნულ შემთხვევაში (გზაა გასაკეთებელი), საქმეს თავად უნდა მიხედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რომელიმე ლიცენზიანტი არ შევა ადგილმონაცვლე ტერიტორიაზე და კვლავ იმ ადგილებზე გააგრძელებს მუშაობას, სადაც მოსახლეობა კატეგორიულად წინააღმდეგია და ზიანდება მდინარის კალაპოტი თუ ფსკერი, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ სამართლებრივი გზა ვეძებოთ და მივმართოთ შესაბამის ორგანოებს, _ გვითხრა ჭანუყვაძემ.




 ახალი ამბები
  • როდემდე გაგრძელდება სწავლა ჩოხატაურში დისტანციურადჩოხატაურში სასწავლო პროცესი ორშაბათს განახლდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, შორენა სიხარულიძემ განუცხადა. „ორშაბათიდან სწავლა განახლდება ჩოხატაურში დისტანციურად. საკლასო ოთახებში კი 1 თებერვლის შემდეგ შევალთ“,_ გვითხრა ... ...
  • ,"ჰელფები“ უკვე საქართველოს მასშტაბით“რუტინად გვექცა უკვე  ყოველი  დილა _  7-ის ნახევარზე ვიწყებთ  მუშაობას  ბაზარში გასვლით, მერე საწყობში მიტანა, აწონვა, დახარისხება, განაწილება. ცალკე ჯგუფი მუშაობს ბაზების შექმნაზე. ჯგუფი იღებს ინფორმაციას შემოსული შეტყობინებებიდან. შეძლებისდაგვარად ვამოწმებთ, რა სჭირდებათ, რა უჭირთ და ვადგენთ მისამართებს. მერე დახარისხებული  კალათები მიდის საწყობიდან და ნაწილდება სხვადასხვა მისამართზე“, _ ყვება სამოქალაქო აქტივისტი და საქველმოქმედო პროექტის „ჰელფების“ დამფუძნებელი გიგა მაქარაშვილი. „ჰელფების“ ჯგუფი 26 იანვრიდან დადის ოჯახებში და ეხმარება მათ საჭირო ნივთებით და სხვადასხვა პროდუქტებით. გიგას თქმით, 26 ნოემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, ისინი იყვნენ  2 762 ოჯახში და დაეხმარნენ  თითქმის 12 000 ადამიანს. მათ შორის 110 ოჯახს გურიაში. სადაც ძალიან მძიმე სიტუაციაა, როგორც მთელს საქართველოში. „ ჰელფების“ ჯგუფები ყოველდღიურად  150-120 ოჯახს ეხმარებიან. „ყველა რეგიონში ვართ. დაახლოებით 250 სოფელი და ყველა ქალაქი მოიცვა ჩვენმა კამპანიამ ამ ეტაპისთვის. 2 500-ზე მეტი „ჰელფია“  ჩართული. დღეში, მინიმუმ, 70-ზე  მეტი ადამიანი  მუშაობს დილიდან საღამომდე დიდი ენთუზიაზმით, რომ ეს პროექტი შედგეს. ყოველდღიურად ჩავდივართ რუსთავში. სხვა ქალაქებში გვყავს ჩვენი მეგობარი „ჰელფები“, რომლებსაც ვუგზავნით თანხას და ისინი უწევენ ორგანიზებას პროდუქტების შეძენას, დახარისხებას. შემდეგ ჩვენგან გადაგზავნილ მისამართებზე  ხდება კალათების განაწილება. ქუთაისში და ბათუმში სამ-სამი ჯგუფები გვყავს , რომლებიც ინტენსიურად მუშაობენ.  ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას კარანტინის დასრულებამდე “, _ ამბობს გიგა მაქარაშვილი. შეგახსენებთ,  რამდენიმე თვის წინ სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა  საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი: „დავწერე, რომ შემეძლო ნებისმიერ რამეში დავხმარებოდი _ ეს იქნებოდა ნაგვის გატანა, დალაგება, ინფიცირებული ბავშვების გამხიარულება თუ სხვა რაიმე საქმე, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ არ გამომეხმაურა. თუმცა, გამომეხმაურნენ  ადამიანები, რომლებმაც დახმარების სურვილი გამოთქვეს.  ზოგმა ხელთათმანები მომიტანა, ზოგმა _ სადიზენფექციო ხსნარი,  ხალათები, კომბინეზონები. ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი მოხალისედ ჩართულიყო ჩვენს აქტივობაში.  ამის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი საქველმოქმედო პროექტის ... ...
  • ბესო ქათამაძემ პოლიციის შენობა დატოვა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო ქათამაძემ პოლიციის შენობა დატოვა. დღეს, ბუკნარში, მას და “ქართული ოცნების“ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძის შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგ ბესო ქათამაძე ოზურგეთის პოლიციაში გადაიყვანეს დაკითხვაზე. “ის, რაც მოხდა ბუკნარში, არის ვასილ ჩიგოგიძის დამსახურება. ამას ახლაც ვამბობ და ბუკნარის შეხვედრის დროსაც ვუთხარი“, _ თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ბესო ქათამაძემ. მისი თქმით, ის დაკითხვაზე 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ბესო ქათამაძემ საუბრის დროს აღნიშნა, რომ "გამომძიებლებს არ უნდოდათ ოქმში დამეფიქსირებინა მთავარი ფაქტი _ ვასილ ჩიგოგიძემ მომაყენა ზიანი. ეს ფაქტი ოქმში ... ...
  • Fitch-მა თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი შეუნარჩუნაგავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - Fitch Ratings თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი „BB-„ შეუნარჩუნა. გამოწვევებით სავსე წლის შემდეგ საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება კომპანიის სიჯანსაღესა და ფინანსურ მდგრადობაზე მეტყველებს, რაც კრედიტორებისა და აქციონერების მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის ზრდის წინაპირობაა და ასევე საშუალებას იძლევა კომპანია კიდევ უფრო მეტად იყოს მომხმარებლებზე ორიენტირებული. Fitch Ratings-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თიბისი ლიზინგი საქართველოში სალიზინგო ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს დაფინანსებას როგორც კორპორატიული კლიენტებისათვის, ასევე, მცირე და საშულო ბიზნესებისთვის,  მიკრობიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის. „მოხარულები ვართ, რომ თიბისი ლიზინგმა გასულ წელს მიღებული, ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი, გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე წლის მიუხედავად, წარმატებით შეინარჩუნა, რაც ბაზარზე თიბისი ლიზინგის N1 პოზიციას ადასტურებს და ხაზს უსვამს კომპანიის წარმატებულ თანამშრომლობას მომხმარებლებთან. გასულ წელს მოვახერხეთ, რომ მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული პროდუქტები და სერვისები უწყვეტად შეგვეთავაზებინა. რეიტინგის შენარჩუნება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კომპანიას სწორი სტრატეგიული ხედვა აქვს და სწორი მიმართულებით ვითარდება", - თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი - გაგა გოგუა. თიბისი ლიზინგი, აქტივების ზომის მიხედვით, თიბისი ბანკის ყველაზე მსხვილი შვილობილი კომპანიაა. ის, ასევე საქართველოში ყველაზე მსხვილი სალიზინგო კომპანიაა, 17-წლიანი გამოცდილებითა და 70%-მდე საბაზრო წილით. ... ...
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება18 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, 1 თებერვლამდე გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში სწავლა. ამ ეტაპზე უცნობია 1 თებერვლის შემდეგ მოხდება თუ არა სწავლის გაგრძელება საკლასო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....