"მალე თხილსაც ჩაივით აჩეხავს ხალხი"

gurianews.com

მთავარი თემა

"მალე თხილსაც ჩაივით აჩეხავს ხალხი"

2017 აგვ 17 11:18:24

ერთი კილოგრამი თხილის ფასი 2 ლარამდე დაეცა, რასაც გურიის მოსახლეობა ტრაგიკულად აღიქვამს და ამბობს, რომ ერთადერთი კულტურა, რომელმაც საკუთარი თავი თავადვე დაიმკვიდრა და გლეხობისთვის ლუკმაპურის იმედია, მალე ჩაის ბედს გაიზიარებს.

"საშველი არ არის _ მაფია და მავნებლები თანაბარი შემართებით გვიტევენ. ვინ იცის, იქნებ, ერთმა მოიზიდა მეორე ან ბუნების რისხვაა. ყოველ შემთხვევაში, კრიტიკულ ზღვარზე მივიდა თხილის ყოფნა-არყოფნის საკითხი და მალე, დარწმუნებული ვართ, ხალხი ისევე აჩეხავს მას, როგორც ჩაი ამოძირკვეს საქართველოში", _ გვეუბნებიან ოზურგეთის თხილის ბაზარზე თხილის ჩასაბარებლად თუ ფასის გასაგებად მოსული მოქალაქეები: მანანა ქიქოძე, ვაჟა სალუქვაძე, მარინა კაპანაძე, ნორა სალია.

ოზურგეთის თხილის მიმღებ პუნქტებში, ბოლო ოცი წლის მანძილზე რომ აბრებიც არ შეცვლილა და არც მიღება-ჩაბარების მეთოდი და ლექსიკა, უკვე ვწერდით. სიახლედ თუ ჩავთვლით, ახლახან გამოჩნდა პატარა ხის ჩაქუჩიანი ხისავე დაფა, თხილის ზომის ღრმულებით ამოტვიფრული, რომელშიც თხილს აწყობენ და ტეხენ. ათი ცალი თხილიდან თუ ოთხი უვარგისი აღმოჩნდება, თხილი პატრონს უბრუნდება და არანაირ ფასში არ იბარებენ. თუ ორი ან სამი ცალია უვარგისი, შეხედულების მიხედვით, კილოგრამი ორი ან ორლარნახევარი ღირს.

"რა დავაშავე, რომ 200 კილომდე თხილი უკან მიმაქვს? მოვუარე, შევწამლე, მოვკრიფე, ჩამოვიტანე და გატეხვის შემდეგ მეუბნებიან, რომ უვარგისია. შეწამლეთო და შევწამლეთ, თუმცა, ეს შეწამვლა რომ დროულად მომხდარიყო, საშველი იქნებოდა, მგონი. მაშინ დაიწყეს შეწამვლა, როცა ვადები დამთავრებული იყო. მთავრობა იმიტომ გვყავს, რომ დროულად დაეხმაროს საცოდავ გლეხკაცს. გვაქცევს ვინმე ყურადღებას ისე, როგორც საჭიროა?" _ გვეუბნება ოზურგეთში ლანჩხუთიდან თხილის ჩასაბარებლად ჩამოსული, სოფელ ნინოშვილის მკვიდრი მაყვალა ღლონტი და გაბრაზებული, თხილით სავსე ტომრებს მანქანის საბარგულში ალაგებს, _ რამ წამომიყვანა დღეს აქ ან ეს თხილი რამ მომაკრეფინაო.

გასაყიდად წამოღებული თხილი უკან მიაქვს დაბალი ფასის გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრ შაქრო სალიას: "წამოვიღე საუკეთესო ხარისხის თხილი, მაგრამ ფასი არ აქვს. ყველაფერი მთავრობის და მავნებლის ბრალია? შეხედე, აგერ, რას ჰგავს მიღებული თხილი, თავიდან არჩევენ. ნაგავს და ნაფოტს რომ ურევ შიგ, ვინ მოგცემს კარგ ფასს? ჩემს საქმესაც რომ აფუჭებ, ვინ ხარ? თხილი რომ გაქვს, იმასთან ერთად ნამუსიც უნდა გქონდეს კაცს, თორემ სულ ასეთ დღეში ვიქნებით. შეწამვლა რომ დაგვიანდა, ეს კიდევ სხვა პრობლემაა", _ ამბობს ის.

თხილის მიმღები ნონა ქურციკიძე წუხს, რომ უხარისხო თხილის გამო, ყველა ერთნაირად ზარალდება და წლევანდელი სეზონი ყველაზე ძნელბედობის ჟამს დაემსგავსა, როცა დაბნელებულ წლებში თხილის ფასი ისე იყო დაცემული, რომ ხალხი ამჯობინებდა, სიმწრით მოწეული მოსავალი ღორისთვის ეჭმია:

"ვტეხთ ათ ცალ თხილს. თუ შვიდი ვარგისია, ერთ კილოგრამს ორლარნახევრად ვიბარებ, თუ უვარგისი და კარგი თანაბარია, ანუ 5/5-ზე, მაშინ ლარნახევრად თუ ჩავიბარებთ, მაგრამ ეს როგორ შევთავაზოთ ადამიანს? თუ თვითონ ჩააბარებს, მისი ნებაა", _ გვეუბნება ნონა ქურციკიძე და ბევრის მსგავსად, წლევანდელი ცუდი მოსავლის მთავარ მიზეზად, თხილის პლანტაციების დაგვიანებულ წამლობას მიიჩნევს: "მთავრობის მხრიდან მეტი ყურადღებაა საჭირო. არ უშველა დაგვიანებულმა მკურნალობამ თხილს. ივნისში ვინ წამლავს, როცა ადრე გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო ეს ყველაფერი? დროულად გაკეთებული საქმეა შედეგიანი, თორემ დაგვიანებული მკურნალობა დიდად არ ამართლებს".

"ხელისუფლება გამოვიდეს გარეთ, მთავრობამ მიხედოს თხილის საქმეს ისე, როგორც არჩევნების დროს გამოდიან მთელი მონდომებით და ყველაფერს კადრულობენ ან ბოლომდე იხარჯებიან, რომ როგორმე ხმები მიიღონ. აი, ასე ბოლო კაკალი თხილი რომ მივიღოთ ხარისხიანი და კარგი, ამაში დაგვეხმარონ. ქალი წაიქცა, თხილის ჩაბარებაზე უარი რომ ვუთხარი. თურმე, დიაბეტით ყოფილა დაავადებული და ცუდად გახდა, სახლში პური რით წავიღოო. ავდექი და 5 ლარი მივეცი. რა მექნა? ყველამ იცის აქ ეს ამბავი, დამემოწმებიან. ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, როგორ უნდა მოიქცეს, რა სახის დახმარება სჭირდება გლეხკაცს," _ გვითხრა სასტუმრო "გურიას" ტერიტორიაზე განთავსებული ერთ-ერთი მიმღები პუნქტის მეპატრონემ, რომელმაც უარი განაცხადა ვინაობის დასახელებაზე.

"აპრილიდან რომ დაწყებულიყო თხილის შეწამვლა და საერთოდ, დროულად და წესიერად იწამლებოდეს თხილის პლანტაციები, ეს ამბავი არ იქნებოდა. დღეს უკვე ბევრი თხილის აჭრაზე საუბრობს. აგერ ნახავთ, თუ ისევე არ აჩეხავენ, როგორც ჩაი ამოძირკვეს. დღეს 2 ლარადაც რომ აღარ იბარებენ თხილს, ვის რად უნდა ასეთი კულტურა. ათეული წლების წინ თუ 50 თეთრი ან 1 ლარი ღირდა კილოგრამი თხილი, უარს მაინც არავის ეუბნებოდნენ ჩაბარებაზე. ახლა კი ხედავთ, ავსებული ტომრები უკან გავატანეთ ხალხს. რომელიც ჩავიბარეთ, სამ ტომარა თხილში რომ 75 ლარი მოუწია, იყვირა ქალმა, მუშების გასასტუმრებლად არ მყოფნისო. გააშენებს და მოკრეფს ამის შემდეგ ადამიანი თხილს? მეტი ყურადღება უნდა ხელისუფლებისგან გლეხს. თუ გინდა, თხილმა ივარგოს, ახლა რომ დამთავრდება მოსავლის აღება, მაშინვე უნდა დაიწყოს ყველანაირი შეწამვლა და გაზაფხულის ბოლომდე დამთავრდეს. აი, მაშინ იქნება შედეგი", _ გვეუბნება თხილის მიმღები გიორგი ნაკაშიძე.

ჩოხატაურელი ქეთინო ბერაძე ამბობს, რომ გადარჩეული და გარეგნულად საუკეთესო თხილი მოიტანა, თუმცა, გული უმეტესობას დაობებული აღმოაჩნდა და უკან დაუბრუნეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის მკვიდრი გივი გოგუაძე ამბობს, რომ საკუთარი ინიციატივით შეწამლა თხილის პლანტაცია, როგორც ნაცარზე, ისე სიდამპლის წინააღმდეგ. მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლისას კი სამთავრობო ღონისძიებით გათვალისწინებულ ფორმაზე უარი არ უთქვამს. ამიტომაც მიაჩნია, რომ წელს თხილის ძალზე ხარისხიანი მოსავალი აქვს. მიმღებ პუნქტშიც კილოგრამ თხილში სამი ლარი გადაუხადეს. თუმცა, ზოგადად, ხალხი ასეთ ღირებულებასაც სამართლიანად მიიჩნევს.

ანალოგიური შედეგი მიიღო დაბა ლაითურში თხილის კერძო მესაკუთრემ, სადაც ძალიან კარგი ხარისხის თხილი ოთხჯერადი შეწამვლის შემდეგ მოკრიფეს.

ჩოხატაურის მკვიდრი უჩა სიხარულიძე ამბობს, რომ სამ ტონამდე მოსავალს იწევს: "წელს დაგვიანებულმა შეწამვლამ არანაირი შედეგი არ გამოიღო და ამიტომაც არის უმეტესად ცუდი მოსავალი. მარტო მოვალეობის მოხდა არ კმარა _ მეტი ყურადღება სჭირდება გლეხკაცს", _ ამბობს ის.

"წესიერი შეწამვლა უნდა თხილს, გლეხკაცს სჭირდება დახმარება. მთავრობა საკუთარ თავს ეხმარება ყველაზე კარგად! ამდენ ხანს ეს პრობლემა მოგვარებული უნდა იყოს, მაგრამ ვის ადარდებს ხალხი? ოთხჯერ და ხუთჯერ შეწამვლა რომ უნდა, იმას ფული უნდა, ტყუილად ვინ მოგცემს? აქვს კი გლეხს ამდენი სახსრები, რომ ოთხჯერ შეწამლოს თხილის პლანტაციები?" _ ამბობს ოზურგეთელი გურამ ჯოჯუა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი გიგა ხარაბაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ "თხილზე მარტივად საუბარი არ შეიძლება": "ამ კულტურას აქვს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისებები და ამავე დროს, თხილის ქარხნებთან საკონტრაქტო ფასები წელს გაცილებით დაბალია _ 5 დოლარი, ვიდრე შარშან იყო _ 7 დოლარი. ამას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები, რაზეც უახლოეს პერიოდში გესაუბრებით", _ გვითხრა მან და ბოდიში მოგვიხადა იმის გამო, რომ "ახლა საქმეზეა გასული და სამსახურში არ იმყოფება".

მცენარეთა დაცვის გურიის რეგიონულ სამსახურში, გამოცდილმა სპეციალისტმა მადონა ჩიტაიშვილმა "გურია ნიუსთან" ისაუბრა უამრავ თანმხლებ პრობლემაზე, რაც თხილის კულტუ რას უკავშირდება და უარყო აზრი იმის თაობაზე, რომ წლევანდელი ცუდი მოსავალი დაგვიანებული წამლობის ბრალია:

"წელს შეწამვლა კი არ დაგვიანებულა, მავნებელი გამოვიდა დაგვიანებით, არახელსაყრელი, ცუდი პირობების გამო. გამოსვლის შემდეგ კი, უკვე მეორე წამლობის ჩატარება შეუძლებელი იყო, რადგან 21-დღიანი ინტერვალი სჭირდება აღნიშნულ პროცესს. რაც შეეხება აზიურ ფაროსანას, რომლის საწინააღმდეგო შეწამვლაც მოხდა, მხოლოდ ეს მავნებელი არ ანადგურებს თხილს. თხილი აღარ ემორჩილება იმ მამაპაპურ ტექნოლოგიებს, რაც ადრე იყო. ექვსჯერ შეწამვლაც სჭირდება, რომ ხარისხიანი თხილი მივიღოთ. კერძო პირმა თავადაც უნდა იზრუნოს საკუთარ პლანტაციაზე. რატომღაც არავინ ამბობს ხშირად: "მე შევწამლავ, მე ვუპატრონებ"; იმას გეუბნებიან: "მოდი და შეწამლე". ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ. გარემო პირობები, ბუნებაც შეცვლილია და თხილის აჭრაზე საუბარს, წამლობის გაუმჯობესება და მეტი გულისხმიერებით მოვლაზე საუბარი სჯობს. მთელი ციკლია თხილის მოვლისა, რომელსაც თუ სრულად არ დავიცავთ, მივიღებთ იმ შედეგს, რაც მივიღეთ.

ისმის კითხვები, რომელსაც ვერავინ უპასუხებს. მაგალითად, სანამ შეწამვლა დაიწყებოდა, ოპერატიულად ავრცელებდნენ ხმებს, რომ პირუტყვიან-ფრინველიანად ყველაფერი დაეხოცებოდათ ამ წამლით და სულ მშიერი დარჩებოდნენ. დღესაც ამბობენ, რომ თითქოს, იმ შეწამვლამ იმოქმედა უარყოფითად და მოსავალიც ამიტომაა უხარისხო. დავიჯეროთ, რომ თხილი აღარ ემორჩილება იმ მამაპაპურ ტექნოლოგიებს, რაც ადრე იყო. ამიტომ უნდა ავამოქმედოთ ჩვენი შესაძლებლობები სრულად, რომ გადავარჩინოთ ეს კულტურა და აქედან გამომდინარე, თავი გადავირჩინოთ. კარგა ხანია ვამბობთ, რომ თხილის მდგომარეობა საგანგაშო გახდებოდა და აი, შედეგიც. უკეთ უნდა მოვუაროთ, მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ!" _ გვითხრა მადონა ჩიტაიშვილმა.



 ახალი ამბები
  • რას ნიშნავს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის დასახელებადღეს, ქაშვეთში, გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვის დაწყებამდე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პატრიარქის მოსაყდრედ ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დაასახელა. "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე", – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დებულებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ 1995 წელს მიიღო. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე უფლებამოსილია, მოიწვიოს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. მოსაყდრე, ასევე, საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ იწვევს წმინდა სინოდის სხდომას, საპატრიარქო კანდიდატების ... ...
  • გიორგი კვირიკაშვილი დღეს დონალდ ტუსკს შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდება. მოლაპარაკებები ბრიუსელში დღეს საღამოს არის დაგეგმილი. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპთან. ინფორმაცია გამოცემა Politico ავრცელებს. ტუსკთან მოლაპარაკებები ბრიუსელში დაგეგმილ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტამდე ერთი დღით ადრე იმართება. “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგით მეხუთე სამიტი ბრიუსელში ხვალ არის დაგეგმილი. მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და პროგრამის მონაწილე ექვსი ქვეყნის საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობის წევრები დაესწრებიან. როგორც სამიტის წინ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, სამიტზე სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ. პრიორიტეტულად კი დასახელებულია ოთხი საკითხი : 1. ძლიერი ეკონომიკა, რაც ეკონომიკის განვითარებას და ბაზრის შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას ითვალისწინებს. 2. ძლიერი მმართველობა, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას გულისხმობს. 3. ძლიერი კავშირები. რაც ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას უკავშირდება. 4. ძლიერი საზოგადოება, რაც მოქალაქეებს შორის კავშირების განმტკიცებას ეხება. ამ პრიორიტეტების მიხედვით, განსაზღვრულია 20 ამოცანა. რომელთა შესრულებასაც პარტნიორები 2020 წლამდე ... ...
  • "საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ _ შსს მინისტრიშს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის მასშტაბები შეაფასა. გიორგი გახარიას განცხადებით, "საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“. ფაქტისთვის ტერორიზმის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხზე მინისტრი არ საუბრობს და ამბობს, რომ ეს პროკურატურის და გამოძიების საქმეა. „სანამ არ დასრულდება გამოძიება, სანამ არ დასრულდება ექსპერტიზის ის ეტაპი, რომელიც აუცილებელია, კონკრეტული მსჯელობისთვის, სჯობს თავი შევიკავოთ წინასწარი შეფასებებისგან. იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ შინაარსობრივად, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას",- განაცხადა მინისტრმა.  შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე თითქმის 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, გუშინ დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებისას ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა, ოთხი სამართალდამცველი ... ...
  • ილია მეორემ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე დაასახელა. ქაშვეთში გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ ილია მეორემ წაიკითხა ბრძანება. „მინდა, წაგიკითხოთ ბრძანება, რომელიც დღეს დაიწერა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყრდედ დადგენილია მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)“. მიტროპოლიტი შიო, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, 1969 წლის 1-ელ თებერვალს თბილისში დაიბადა. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. ... ...
  • საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელად დავით ფერაძე დაინიშნასს “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭომ, “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დავით ფერაძის კანდიდატურა დაამტკიცა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დავით ფერაძე დღემდე  საქართველოს თანაინვესტირების ფონდში შპს “მტკვარი ჰესის” დირექტორის თანამდებობას იკავებდა.  იგი გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის და ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტების ბაკალავრი, ასევე, მას აქვს სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ფინანსებში. დავით ფერაძე 2004 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა “საქართველოს რკინიგზაში” სხვადასხვა პოზიციაზე Booz Allen Hamilton/USAID-ის პროექტის ფარგლებში როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. ... ...

არქივი

ზაფრანი

ტრაქტორიდან „ლამბორჯინამდე“

საქვეყნოდ ცნობილი საავტომობილო გიგანტის, "ლამბორჯინის",...

როზალინდა ჩელენტანოს საიდუმლო

რამდენიმე ხნის წინ ადრიანო ჩელენტანოს...

მკურნალი ზეთი

მცენარეული ზეთი არა მარტო აუმჯობესებს...

„ფოტოგრაფი“ ლომი

კენიაში, "მასაი მარას" ნაკრძალში, ლომებზე...

ბრაზიანი "ელვისი"

სიდნეიში, "ავსტრალიის რეპტილიის პარკში", ცნობილი...

„სიგარეტი“ და რიანა

ახლახან ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად ჩასული...
კარმიდამო ჩემი

ნატურალური წვენები ჯანმრთელობის სამსახურში

გერმანელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევების შემდეგ...

ხიზილალა და ადამიანის ჯანმრთელობა

წითელ ხიზილალას მედიცინა მეტად ძვირფას...

როგორ მოვერიოთ ინტოქსიკაციას

ყოველდღიურად სუნთქვის საშუალებით, საკვებიდან, წყლიდან...

ღიღილო ჯანმრთელობის სამსახურში

ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი ლურჯი...

იაჟუჟუნას სამკურნალო თვისებები

იაჟუჟუნა, ანუ სამფერა ია შედის...

ჯანმრთელობისთვის საჭირო ელემენტები

როგორც კი ცუდად ვიგრძნობთ თავს,...

გემრიელი "დუეტი"

თუ გინდათ იყოთ ჯანმრთელი და...

ფიტოაფთიაქი

სამყურას ეთეროვან ზეთს აქვს ანთების...

ექინაცეას სამკურნალო თვისებები

ექინაცეა სამართლიანად მიაჩნიათ "გონიერ" მცენარედ....

როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა

მხედველობის მრავალი პრობლემა თვალების გადაღლისა...

ძლიერი იმუნიტეტი რომ გვქონდეს

ყოველდღე ორგანიზმში წარმოიქმნება 12 მილიარდი...

როზმარინის სამკურნალო თვისებები

ბერძებმა ექიმებმა იცოდნენ, რომ "როზმარინი...