"მარტის ბოლოს რომ შეწყდა წყალი, იმედია, ნოემბრის ბოლოს გამოჩნდება!"

მთავარი თემა

"მარტის ბოლოს რომ შეწყდა წყალი, იმედია, ნოემბრის ბოლოს გამოჩნდება!"

10 სექ. 2020, 16:26:08

ლანჩხუთის მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, მაკა სულაბერიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და იმ სიკეთეებზე აკეთებს აქცენტს, რომელიც ინფრასტრუქტურის კუთხით ბოლო წლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით გახორციელდა.

აღნიშნული პოსტისა და მის ქვემოთ გაკეთებული რიგი კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათ ავტორთა გულისწყრომის საბაბი ის ადამიანებია, რომლებიც კრიტიკულები არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გახორციელებული ამა თუ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტთან მიმართებაში.

"კომენტარებს ვკითხულობ და მეცინება _ ამდენი რამ, რაც ბოლო წლებში გაკეთდა, ოდესმე გაკეთებულა? არ მახსენდება. 2020 წელს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის, 16 265 000 ლარია გამოყოფილი ინფრასტრუქტურული პროექტების გასახორციელებლად", _ წერს ლანჩხუთის მერიის მთავარი პიარი მაკა სულაბერიძე და იქვე ინფრასტრუქტურული პროექტების არც თუ მცირე ჩამონათვალს გვთავაზობს: "კარგი საქმეების ჩამონათვალი ძალიან დიდია", _ ასე ასრულებს წერილს სულაბერიძე.

ჩამონათვალი მართლაც დიდია, თუმცა, ფაქტია, რომ ამ ბევრ საქმეში მოიძებნება ის აუცილებელი საკეთებელი, რომელიც, რატომღაც, კვლავაც ყურადღების მიღმაა დარჩენილი. სწორედ ამის დასტურია სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ საჯარო ჯგუფში მარიამ კოიძის მიერ გამოქვეყნებული, ასევე, ვრცელი პოსტი, სადაც იგი სოფელ ჩიბათში წლობით არსებულ უწყლობის პრობლემაზე საუბრობს.

მისი თქმით, მოსახლეობამ პრიორიტეტად სწორედ ამ პრობლემის მოგვარება დასახა თავის დროზე, თუმცა, რატომღაც მავანთა არჩევანი ასფალტის დაგებაზე შეჩერდა:

"როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმის 70%-ს შეადგენს წყალი. მის გარეშე ნორმალური ცხოველქმედება და არსებობა შეუძლებელია. არ მეგულება სოფელი ლანჩხუთის რაიონში, სადაც სასმელი უწყლობის პრობლემა მოგვარებულია და წყლის სისტემა გამართულად მუშაობს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მაგალითად, სოფელ ჩიბათში ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელმოწერები შეგროვდა, ცოტა ხნის მერე კი ასფალტი დააგეს, არგუმენტით _ დაფინანსება ამ პროექტზე იყოო.

მაინტერესებს, ვინ წყვეტს ამ და მსგავს, მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რა პრიორიტეტების მიხედვით ხელმძღვანელობს, საერთოდ, არის თუ არა ეს ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი ლანჩხუთის მცხოვრები, იმიტომ, რომ მე, პირადად, ვერაფრით წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ლანჩხუთში, ჩიბათში ან სადმე სხვაგან, აქვს სასმელი წყლის პრობლემა, მაგრამ ამტკიცებს გზის მოასფალტების პროექტს.

P. S. ჩიბათში ასფალტი რომ დააგეს, კარგია, ვხედავთ და მოგვწონს, მაგრამ მასლოუს პირამიდაში ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაღაცეები პირველ საფეხურზეა, მანქანა, გზა და მისთ. გაცილებით ზემოთ. ჰოდა, რას იტყვით, იქნებ, შემდეგ ჯერზე პირველი საფეხურიდან დაგეწყოთ?

კეთდება, რაც თვალშისაცემია _ ფასადი. ამიტომაც გააკეთეს გზა და არა წყალი, ამიტომაც კეთდება და ლამაზდება ლანჩხუთის შესასვლელი და არა კანალიზაცია. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი თვალისთვის ხილულია და ამ წინასაარჩევნოდ ხმები ხომ უნდა მოაგროვონ? უბედურება ისაა, რომ ჩვენ ვართ ჩუმად და არ ვართ მოწოდების სიმაღლეზე.

ძალიან ცუდი სიტუაციაა, აი, ძალიან. არ გვეკადრება. არადა, იქვე, 2-3 კილომეტრში ყინულივით ცივი, სუფთა წყალი იღვრება, ხალხი იქიდან ეზიდება ბოთლებით.

ყველასთვის ცნობილია, რომ წყალი პრობლემაა, მაგრამ რატომღაც პასუხისმგებლობას არავინ იღებს მის მოგვარებაზე.

ჩემი პირადი დაკვირვებაა, რომ მუნიციპალიტეტები არ გეგმავენ და წყვეტენ ბიუჯეტს. უფრო სწორად ვერ, რადგან, საბოლოოდ, ყველაფერი მაინც თბილისში წყდება. რეგიონებს სჭირდებათ მეტი გასაქანი და თავი უნდა დაიხსნან თბილისის გავლენისგან, დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს და იმან მართოს რაიონი, ვისაც ევალება. ახლა მაინტერესებს, რატომ, რა უფლებით მიწყვეტს ვიღაც გაურკვეველი პიროვნება (რომელსაც, დიდი ალბათობით, წარმოდგენაც არ აქვს, რუკაზე ჩიბათი სადაა) რისი საჭიროება მაქვს მე და რა უნდა გაკეთდეს ჩემ სოფელში?

როგორ ვაიძულოთ, გააკეთონ ის, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია? გზები გადავკეტოთ? არეულობა მოვაწყოთ? ფაქტია, ცივილური ენა არ ესმით. რა უნდა ვქნათ?" _ ასე აფიქსირებს საკუთარ პოზიციას მარიამ კოიძე ჩიბათში არსებულ უწყლობის პრობლემასთან დაკავშირებით.

ირკვევა, რომ იგი ერთადერთი არაა, ვინც ამ სოფელში უწყლობას უჩივის:

"ჩემთან, "კრანში" წყალი მარტის ბოლოს რომ შეწყდა, მას შემდეგ არ გამოჩენილა. ნოემბრის ბოლოს, იმედია, გამოჩნდება. სად ვცხოვრობ? ჩიბათში, კერძოდ ჭაჭახუნაში. წლებია, ასეთ დღეში ვართ. წერე და იკითხე. ვის რაში ვაინტერესებთ. თურმე ბევრი რამ კეთდება და ჩვენ ვერ ვხედავთ";

"ამ საუკუნეში წყალი მაინც ჰქონდეთ ამ ხალხს ...ეგ სტაგნაცია კი არა, შუა საუკუნეებში დაბრუნებაა";

"ძალიან მაინტერესებს, რას აკეთებს მერია,  როცა 21 საუკუნეში წყალი არ აქვს ადამიანს.  ნუთუ, ოდნავ მაინც არ გრცხვენიათ, ეს ვისაც გეხებათ _ წყლის პრობლემა რომ აქვს მოსახლეობას?! არჩევნებზე ხომ კარგად ეძებთ ხმებს?! გრცხვენოდეთ, დაპირებაში რომ გვაცხოვრებთ";

"ყველა შეხვედრაზე ჩიბათში ისევ და ისევ წყალი განიხილება, მაგრამ მოგვარების არაფერი ეტყობა. აშკარაა, რომ კარგად ტყდება თანხა ამ თემის ტრიალით. ხალხი კი განა ვინმეს ადარდებს გარდა საარჩევნო პერიოდისა?! ჩიბათში დამწვარი და განადგურებული გამგეობის უკან გაკეთებულ საფეხბურთო მოედანზე ნეტავ, რას იტყვიან მმართველი ძალა ან ის პირები, ვინც კურირებს ამ სამარცხვინო საკითხს მისდა სასიკეთოდ?! ესეც ხომ ჩიბათელების დაცინვაა მათთვის ჯიბის გასასქელებლად, სხვა არაფერი. სამარცხვინოა ეს და კიდევ ბევრი რამ ერთ ლამაზ და საყვარელ სოფელ ჩიბათში".

სამწუხაროდ, ჩიბათი ერთადერთი სოფელი არაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობას წყლის მიწოდების პრობლემა აწუხებს:

"ზუსტად ეს პრობლემაა ჩემს სოფელში, ახალსოფელიც და ყველაზე ცუდი ისაა, რომ მოსახლეობა ამას შეგუებულია. არ ადარდებთ, არ რეაგირებენ საერთოდ. წყალი მაქ კომფორტია. არადა, ყველა ერთმანეთს რომ ამოუდგეს მხარში, ამოიღონ ენები წყლისთვის და არა საჭორაოდ, კაი იქნება, მარა სადაა. ახალგაზრდებიც მუდოებივით სხედან, ჰკიდიათ ფეხებზე რა";

 "ახლა დაამტკიცებენ ასფალტს, ამოთხრიან და მერე წყალს გაიყვანენ. მართლაც საკითხავია, ვინ ამტკიცებს, ეს არის არასწორი ხედვა, თუმცა, ასე სჭირდებათ";

 "შუხუთში, კერძოდ, ანდრია პირველწოდებულის ჩიხი, მიუხედავად მოსახლეობის განცხადებისა, ბიუჯეტში მაინც ვერ მოვხვდით. რატომ? არ ვიცით...

არ გვაქვს გზა, განათება და თქვენ წარმოიდგინეთ _ წყალი.

ჰოდა, ვართ ასე უპატრონოდ მიტოვებული, ხანდახან შემოგვივლიან, კიდე ცოცხლები თუ არიანო...

რას ვიზამთ "ჭირსა შიგან გამაგრებაო", _ წერენ უწყლობით შეწუხებული ადამიანები.

ჩიბათის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ჩახვაძის თქმით, ისეთი ფაქტი, რომ მოსახლეობას პრიორიტეტად წყალი დაესახოს და გზა გაკეთებულიყოს, არ ყოფილა. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის მხოლოდ "ჭაჭახუნას" უბანშია წყლის მოსახლეობისთვის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა და მოკლე ხანში მისი მოგვარებაც იგეგმება: "გასულ წელს, სოფლის პროგრამიდან გამოყოფილი თანხით, მოხდა სოფელში წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, თუმცა, სტიქიის შედეგად საგრძნობლად დაზიანდა და ახლა მისი შეკეთება მოხდა.

ასე რომ, ადმინისტრაციული ერთეულის ოთხივე სოფელს წყალი აქვს. ერთადერთი "ჭაჭახუნას" უბანში, რომელსაც ცალკე სათავე ნაგებობაა, არის ამ კუთხით პრობლემები და მისი მოწესრიგებაც გათვალისწინებულია. მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით წელს სოფლის პროგრამის თანხა ცენტრალურ გზაზე გარე განათების მოსაწყობად მიიმართა", _ გვითხრა ჩიბათის მაჟორიტარმა დეპუტატმა.




 ახალი ამბები
  • ზუგდიდის ბანკთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა _ თავდამსხმელმა ბანკი დატოვახელისუფლება, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნებს აკმაყოფილებს -  ბანკის შენობასთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა და ვერტმფრენი დაჯდა. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, ინკასაციის მანქანა თავდამსხმელის მხრიდან ფულის მოთხოვნას, ხოლო ვერტმფრენი მის მიერვე მოთხოვნილ უდაფრთხო კორიდორს უკავშირდებოდეს.  შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან სავარაუდოდ რამდენიმე მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში ჩანს, მას შენობის დატოვების დროს ხელები აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა ეკავა. ადგილზე სპეცრაზმის ჯგუფები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. შემოსაზღვრული ლენტის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მძევლების ოჯახის წევრები. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლაარსებული ინფორმაციით, ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა.  დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებად პოლიცია მუშაობას აგრძელებს. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელიასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტს ეხმიანება. როგორც განცხადებაში წერია, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია. „მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან ორმხრივი სროლისას ოთხი ადამიანი დაიჭრაცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. დაპირისპირებამ შემდეგ გარე პერიმეტრზე გადაინაცვლა, სადაც იყო ორმხრივი სროლა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი ადამიანი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნასვამები იყვნენ. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ... ...
  • ხმაური ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაური იყო. კლინიკა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახრეხებდა სასწარაფო დახმარების მიერ გადმოყვანილი პაციენტის მიღებას. პაციენტის ახლობლებს, რომლებიც კლინიკასთან იმყოფებოდნენ, მედიკოსები განუმარტავდნენ, რომ ადგილის არ ქონის გამო ავადმყოფს ვერ მიიღებდნენ. ხმაური და კამათი "მედალფასთან" რამდენიმე საათი გრძელდებოდა, ბოლოს საქმეში კლინიკის ხელმძღვანელის რეზო კვერენჩხილაძის ჩარევის შემდეგ, პაციენტი, რომელსავ კუჭ-ნაწლავის პრობლემა აღენიშნებოდა, სტაციონარში მოათავსეს. "მედალფას" კლინიკის მენეჯერი რევაზ კვერენჩხილაძე პაციენტის ახლობლებს შეხვდა და მათ განუმარტა, რომ შეყოვნება იძულებით იყო. "კლინიკაში გვიწევს კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტი, იმ ზონაში სხვა პაციენტს ვერ მოვათავსებთ. სანამ ქალბატონს მოიყვანდა სასწრაფო, მანამდე მივიღეთ 44 წლის მამაკაცი, უმძიმესი მდგომარეობით. მისი სიმძიმიდან გამომდინარე, ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ახლა გათავისუფლდა ადგილი და პაციენტს მივიღებთ. ბოდიშს გიხდით ყველას, მაგრამ პანდემიის გამო, ფაქტობრივად, ომში ვართ, ექიმები წინა ხაზზე არიან. გაგვიგეთ, რომ იქნება დაყოვნებები, ჩვენ შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ", - თქვა კლინიკის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...