მარტო სახლში _ ვინ იზრუნებს უდედოდ დარჩენილი გიორგისთვის

მთავარი თემა

მარტო სახლში _ ვინ იზრუნებს უდედოდ დარჩენილი გიორგისთვის

6 მარ. 2020, 19:10:47

ეს ბიჭი გიორგი ცქიფურიშვილია. გიორგის დედა _ ასმათ ჟღენტი 2 თვის წინ გარდაეცვალა. დედის გარდაცვალების შემდეგ, გიორგიზე დეიდა ზრუნავდა, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში ცხოვრობს. რამდენიმე დღეა, გიორგი ისევ გამოჩნდა ჩოხატაურში და ის ისევ ბენდელიანის ქუჩაზე, „მუხების უბანში“, დედის დატოვებულ „სხვის“, ავარიულ, სიცოცხლისთვის საშიშ სახლში ცხოვრობს.


„გურია ნიუსი“ დაინტერესდა, ვინ ზრუნავს უდედოდ დარჩენილ გიორგიზე და რას აკეთებენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გიორგისთვის, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.

გიორგი გაყინულ სახლში მარტო მჯდარი ვიპოვეთ. ჩვენი მისვლა ძალიან გაუხარდა და მაშინვე დედაზე დაიწყო საუბარი...

_ აქ ვნახეთ, ნახევრად მკვდარი იყო, ამ საწოლში ეძინა საწყალს... იყოს ეს საწოლი, დედასია. აქედან ვერ გავასვენეთ, სინათლე არაა, _ გვითხრა გიორგიმ, რომელსაც ყველა კითხვაზე აქვს ლოგიკური პასუხი. მანვე გვითხრა, რომ მასზე კეთილი ადამიანები ზრუნავენ:

_ მეზობლები მაჭმევენ. აქ ქალი ცხოვრობს, მაია ჰქვია, ტანსაცმელი გამირეცხა; კიდევ, ნინო დეიდასთან დავდივარ რესტორანში, ის მაჭმევს; ავთოსთან დავდივარ, კაი კაცია. გვარი არ ვიცი, წაგიყვან და გაჩვენებ... მერე მოვდივარ სახლში და ვარ... რომ არ შემცივდეს, ლოგინში ვწვები“, _ გვითხრა გიორგიმ, რომელმაც სითბო და სიხარული ჩახუტებით და მხარზე კოცნით გამოხატა.

გადავწყვიტეთ, თქვენთვისაც გაგვეცნო ადამიანები, რომლებზეც გიორგი გვესაუბრა.

როგორც ბენდელიანის ქუჩის სხვა მცხოვრებლებისგან შევიტყვეთ, ქალბატონი, რომელზეც გიორგი გვიყვება, მაია სალიაა.

_ სალიები ცხოვრობენ აქვე; ღვთისნიერი ხალხია _ ისინი ზრუნავენ გიორგიზე. გიორგის დედასთან ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება, სულ ეხმარებოდნენ და ახლა გიორგისაც უვლიან. სხვებიც ვაწვდით საჭმელს, მაგრამ, ძირითადად, მაია პატრონობს, _ გვითხრა მეზობლად მცხოვრებმა ქალბატონმა.

როგორც მაია სალიამ გვითხრა, გიორგი დროებითაა დატოვებული ჩოხატაურში. მისმა ქვრივმა დამ, რომელიც სამ ობოლ შვილს უვლის და ქირით ცხოვრობს თბილისში, ბინა უნდა შეიცვალოს და როგორც კი ახალ ბინაში გადავა, გიორგისაც თან წაიყვანს.

გიორგი უმეტესად ეკლესიაშია, მოძღვრები, ეკლესია მზრუნველობს. კიდევ რამდენიმე ადამიანია, ვინც განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს გიორგის მიმართ, ეცოდებათ...

პოლიციაც აქცევს ყურადღებას, კონკრეტულად ვინ იყო, არ ვიცით, მაგრამ ერთხელ საჭმელი ჰქონია სახლში და შეფარებულმა ძაღლმა შეუჭამა... პოლიციელები მოვიდნენ და დიდი პარკით საკვები მოუტანეს. გიორგიც მოიყვანეს სახლში რამდენჯერმე“, _ გვეუბნება მაია სალია.

კიდევ ერთი ადამიანი, ვინც გიორგიზე უანგაროდ ზრუნავს, ჩოხატაურში მცხოვრები ავთო ბერიშვილია. ბატონი ავთო მკერავია და საკუთარი სახელოსნო აქვს. როცა მასთან მივედით, გიორგიც იქ იყო.

_ სიტყვა “მეცოდება“ ცოტაა, რასაც გიორგის მიმართ განვიცდი. შემეჩვია და ხშირად მოდის ჩემთან. რაც შემიძლია ვეხმარები... საღამოს ერთად მივდივართ სახლში, ვაწესრიგებ, ვაჭმევ. მერე ტაქსს ვიძახებ, რომელსაც სახლში მიჰყავს. არის შემთხვევა, როცა საღამოს ისევ გამოდის სახლიდან _ უჭირს, ეტყობა, მარტო ყოფნა, _  ამბობს ბატონი ავთო.

ავთო ბერიშვილიც გვეუბნება, რომ გიორგის მეურვე მისი და _ ქეთევან ცქიფურიშვილია, თუმცა, თავადაც მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს.

_ ძალიან უჭირს იმ გოგოსაც... მარტო, ნაქირავებ ბინაში სამ ობოლს ზრდის. მათთან ერთად გიორგისაც უნდა მიხედოს... ან როგორ გაჩერდება ქალაქში... დეიდამ წაიყვანა სოფელში და იქაც ვერ გაძლო... არ ვიცი, რა ვქნა, ვიწვი ამ ბიჭის საცოდაობით. 

„გურია ნიუსი“ გიორგის დას _ ქეთევან ცქიფურიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ მეურვის სტატუსის ვადა გავიდა და საბუთები თავიდან აქვს გასაკეთებელი. რაც შეეხება გიორგის, ძალიან მალე წაიყვანს და მასთან ეყოლება.

იმის გასარკვევად, თუ რას აკეთებს მუნიციპალიტეტი მარტო და საშიშ გარემოში მცხოვრები შშმ პირისთვის, ჩოხატაურის მერს ირაკლი კუჭავას დავუკავშირდით.

ირაკლი კუჭავას თქმით, მუნიციპალიტეტის მერია ოჯახს ფინანსურად დაეხმარა: „ამ ოჯახს მერია ფინანსურად დაეხმარა. რაც შეეხება გიორგის, მასზე მეურვეობას ოფიციალურად იფორმებს და, რომელიც თბილისში ცხოვრობს. გიორგი მასთან გააგრძელებს ცხოვრებას. მერია ამ სახლის სხვა მობინადრეებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ დაცალონ ეს ავარიული სახლი, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ერთ-ერთი მობინადრე ამჟამად ჩოხატაურში არ იმყოფება და ვცდილობთ მასთან დაკავშირებას. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ეს საცხოვრებელი, გარდა იმისა, რომ საფრთხის შემცველია მობინადრეებისთვის, არის ანტისანიტარიის ბუდე, რაც ირგვლივ მცხოვრებთა გაღიზიანებას და აღშფოთებას იწვევს. თუ ისინი დაგვთანხმდებიან, ჩვენ მზად ვართ, ვუქირავოთ დროებითი თავშესაფარი. ასე, უკვე არაერთი წელია, გაყვანილი გვყავს 25 ოჯახი, _ ამბობს ირაკლი კუჭავა.

სანამ გიორგის სოციალურად შეჭირვებული და თბილისში წაიყვანს, ჩვენს იმედადაა _ მართალია, ჩოხატაურში უმწეოთათვის სასადილო არ არის, მაგრამ კეთილი ადამიანების წყალობით, ყოველდღიური ლუკმაპური, ალბათ, საძებნელი არ ექნება; ამასთან, სახელმწიფოს, საზოგადოებას გიორგის მომავალზეც გვმართებს დაფიქრება.

„გურია ნიუსი“ მოგმართავთ თხოვნით _ ერთად მოვიფიქროთ, თუ რით და როგორ შეგვიძლია გიორგის დახმარება, რომ მას საკუთარი ჭერი ჰქონდეს, რომ დიდხანს გაგვათბოს მისმა გულთბილმა გაღიმებამ, მოხუტებამ და მადლიერების ნიშნად მხარზე კოცნამ.

ამავე თემაზე: ღვთისგან და კაცისგან დავიწყებულნი




 ახალი ამბები
  • როგორ უნდა მოიქცნენ სვანეთში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ნამყოფი მოქალაქეებიმთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეები, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში სვანეთში იმყოფებოდნენ, კორონავირუსის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ცენტრებს უნდა მიმართონ ან დაუკავშირდნენ 112-ს. „მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ტესტირების მიზნით, მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს“,_ განაცხადა ... ...
  • რა შეზღუდვები წესდება სვანეთშიუწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, დამატებითი შეზღუდვები წესდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. შეზღუდვები გულისხმობს შემდეგს: უშგულსა და ლენჯერში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედ რეგულაციებს, მათ შორის - საკარანტინო შეზღუდვებს. იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ისე - მესტიის მუნიციპალიტეტიდანაც. ასევე, წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის. დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში იფუნქციონირებს მხოლოდ აფთიაქები, საბანკო დაწესებულებები, სასურსათო მაღაზიები და ღია ტიპის საკვები დაწესებულებები. თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა. მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება, შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს. გარდა ამისა, შესაბამისი უწყებები ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს. ცნობისთვის, დღეს, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში ... ...
  • კახა ოქრიაშვილმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებთან ერთად პარტია შექმნამაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ამის შესახებ განცხადებას კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. „პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია - „პროგრესი და თავისუფლება“ შეიქმნა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად. ახალი პარტიის სახელი მოქმედი მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილისა და ძმების, ცეზარ და იაგო ჩოჩელების სახელს უკავშირდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ... ...
  • ვინ მიიღო მაღალი შეფასება ჩოხატაურში _ უცხო ენის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდაცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ეროვნული გამოცდების უცხო ენის შედეგები. "გურია ნიუსი" გაგაცნობთ ამ წუთისთვის ჩვენს ხელთ არსებული შედეგებს _ მაღალქულიან აბიტურიენტებს, რომელთა შესახებ ინფორმაცია სკოლებიდან მივიღეთ. 80-დან 77 ქულით ლიდერის პოზიციაზე იმყოფება ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნინი მგალობლიშვილი. მისივე კლასელმა, ელისაბედ სიხარულიძემ 75 ქულა მიიღო. მომდევნო პოზიციაზე 74-74 ქულით პირველი საჯარო სკლის კურსდამთავრებულები სოფო მრელაშვილი და ქეთევან ჯიქია იმყოფებიან. 73 ქულა აქვს ასევე პირველსკოლელ მარიამ ტიშჩენკოს; ქრისტინე გუდავაძეს _ 70 (პირველი საჯარო სკოლა); სალომე ანდღულაძეს _ 69 (სამრევლო სკოლა); რუსუდან ლომთათიძე _ 66 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); ნინი ცინცაბაძეს _ 63 ქულა (სამრევლო სკოლა); ქეთი ჩხიკვაძეს _ 62 ქულა (სამრევლო სკოლა); გიორგი მეფარიშვილს _ 62 ქულა  (პირველი საჯარო სკოლა); ინა მეფარიშვილს _ 61 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); ია დოლიძეს _ 61 ქულა (სამრევლო სკოლა); მარიამ ანთიძეს _ 60 ქულა  (ხიდისთავის საჯარო სკოლა); ცოტნე გოცაძეს _ 60 ქულა (სამრევლო სკოლა); მარიამ ჩხიკვაძეს _ 60 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); ერეკლე მამალაძეს _ 60 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); თეა დოლიძეს _ 57 ქულა  (პირველი საჯარო სკოლა); მარიამ მდინარაძეს _ 55 ქულა (პირველი საჯარო სკოლა);  ლუკა კიკვაძეს _ 54  (პირველი საჯარო სკოლა); მარიამ ბარამიძეს _ 53 ქულა  (პირველი საჯარო სკოლა); დიმიტრი სიხარულიძეს _ 50 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); სალომე მახარაძეს _ 50 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); ანა უნგიაძეს _50 ქულა (სამრევლო სკოლა).  შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენტთა შედეგების შესახებ სრული ინფორმაცია. "გურია ნიუსმა" განათავსა მხოლოდ მათი სია, რომელიც სააგენტოს მოაწოდეს და მას მალე დაემატება სხვა სკოლებიდან მიღებული ... ...
  • სამტრედიელმა ნინო გეგეშიძემ ინგლისურის გამოცდაში უმაღლესი, 80 ქულა მიიღოსამტრედიის #11 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა  ნინო გეგეშიძემ ინგლისური ენის გამოცდაში მაქსიმალური - 80 ქულა მოიპოვა. მან ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და ინგლისური ენის გამოცდა ჩააბარა. ქართულში 70-დან 63 ქულა მოიპოვა, ისტორიაში 60-დან 48, ინგლისურში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ 80-დან 80 ქულა. ნინო სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...