"მაცივარში დადებული ყველი მოგინდა?!" _ ანტისანიტარია ოზურგეთის ბაზარში

მთავარი თემა

"მაცივარში დადებული ყველი მოგინდა?!" _ ანტისანიტარია ოზურგეთის ბაზარში

2019 ნოე 23 10:04:22

ცოტა ხნის წინ, "გურია ნიუსი" ოზურგეთის ბაზარში (შპს "სოფლის ნობათი") ანტისანიტარიის, მალფუჭებადი პროდუქტების ღია ცის ქვეშ გასაყიდად გამოტანისა და მიუსაფარი ძაღლების ასეთ ობიექტებში მომრავლების შესახებ წერდა.

თუმცა, მას შემდეგ პრობლემები არათუ მოგვარდა, პირიქით, რძის ნაწარმი, ნედლი თევზი თუ სხვადასხვა სანელებლები, ღია ცის ქვეშ, მაცივრის და კონტეინერის გარეშე კი, პირდაპირ დახლზე დადებული იყიდება. რაც შეეხება ახლად შემოსული თევზის ("ქაფშია)" გაყიდვას თვით ქალაქის ცენტრალურ ნაწილებშიც კი, როცა ბუზები პირდაპირ ეხვევა პროდუქტს, ყოვლად მოუთმენელია.

_ "ხამსას" ვყიდი, რა მოხდა?! აგერ, უკვე ამოვათავე გაყიდვა, მოვრეცხავ ამ გობს და "ვსიო", _ გვითხრა ქალბატონმა, რომელიც ბაზრის ცენტრალურ ნაწილში თევზს ყიდდა, თასი მართლაც გარეცხა და პირდაპირ, იქვე ასფალტზე, ცხაურში ჩაუშვა ნარეცხი წყალი.

 "ხამსას სეზონი", როგორც აქ ეძახიან, ახალდაწყებულია და მატულობს სხვადასხვა დახლზე გამოტანილი თევზის გროვები, რომელსაც ნოემბრის უჩვეულოდ თბილ დღეებში ბუზები ეხვევა და შენიშვნაზე ზოგი გამყიდველი ამბობს, რომ არა უშავს, მწერი ისევ გაფრინდება:

_ რა უჭირს, თუ დააფრინდა?! კი გაფრინდება. ეს მწვანე ბუზი ხომ არ არის _ პატარა კრაზანებია, _ გვითხრეს მათ.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ცენტრსა და ბაზარში რვა ადგილზე დავთვალეთ ე. წ. "ხამსათი" მოვაჭრეები, რომელთაგან არც ერთს სინანული არ გამოუთქვამს, თუ რატომ ყიდნენ ასე უპასუხისმგებლოდ, სრულ ანტისანიტარიულ გარემოში თევზს. უმეტესობა აქეთ შემოგვწყრა, რამდენიმემ კი ისე გაჩუმება ამჯობინა, თითქოს არც ესმოდათ, რას ვეკითხებოდით.

რაც შეეხება ყველს და ზოგადად, რძის ნაწარმს, ამ კუთხითაც სრული ქაოსია. მართალია, ბაზარში მაცივრები დადგეს, მაგრამ შიგ ყველს ნაკლებად ნახავთ. რძის ნაწარმი ისევ დახლებზე ან პირდაპირ მიწაზე დგას ვედროთი და ისე ყიდიან. კითხვაზე, რატომ აქვთ მაცივარი ცარიელი, რომელიც რძის ნაწარმის მოსათავსებლად და შესანახად დაუდგეს და მაინც დახლზე, ღია სივრცეში ათავსებენ ყველს თუ ნადუღს, მოვაჭრეები ბრაზობენ:

_ რა იყო, მაცივარში დადებული ყველი მოგინდა? რა უნდა ახლა მაცივარში ყველს? ნოემბერია, აწი ზამთარი მოვა. გაქვავებული და გაყინული გინდა ჭამო?! _ გვითხრა ერთ-ერთმა ქალბატონმა.

ოზურგეთის ბაზარში, ასევე, თავღია, პირდაპირ პოლიეთილენის პარკებში მოთავსებულია სხვადასხვა სანელებლები, ყველა ღია ჭურჭლით ან, როგორც ვთქვით, პარკებით. დღის განმავლობაში მტვერი, რაც ხალხის უწყვეტი მოძრაობისას უფრო მეტია, მით უფრო ბაზარში, სადაც ძაღლიც იმდენია, ყოველ გავლაზე ფეხებში წამოგედება, ადვილი წარმოსადგენია, რა დოზითაა დაბინძურებული სანელებლები, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი მიირთმევს.

ბაზრის მთელ ტერიტორიაზე ყოველდღე უამრავი ძაღლი ირევა, რის გამოც პროდუქტის, მწვანილეულის თუ ხილის დაბინძურების ღია საფრთხე სახეზეა.

_ დღე არ გავა, ძაღლმა პროდუქტით სავსე ყუთზე არ მიაშარდოს, ან ამა თუ იმ პროდუქტს პირი არ სტაცოს, ან არ დაყნოსოს, _ ამბობენ ბაზარში.

საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა ნაგვის გატანის მხრივაც _ არა ერთ ადგილზე ერთად ყრია ქაღალდის ყუთები თუ სხვადასხვა ნარჩენები, რომელიც ბაზრის გარეთ გააქვთ. შიდა ტერიტორიაზე კი, დასუფთავების სამსახური ნაგვის ურნებს არ დგამს იმ მოტივით, რომ ბაზრის დირექცია შესაბამის გადასახადს არ იხდის.

_ მე ნაგავს ვეზიდები, ქაღალდის ყუთებს ვუტოვებ ფრინველების გამყიდველ ქალებს. სცივათ და ცეცხლი ხომ უნდა დაანთონ?! დანარჩენს ბაზრის გარეთ ვყრით ურნებში. აბა, აქ ურნები არ დგას. ადრე დეზინფექცია უკეთდებოდა, ახლა საშინელი სუნია, _ პრეტენზიებით აქეთ შემოგვაგება აქ მომუშავე ზაზა ჟორჟოლიანმა.

ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსი თენგიზ ქუტიძე ბაზარში არსებული მდგომარეობის შესახებ, ასეთ კომენტარს აკეთებს:

_ ოზურგეთის ბაზარი კერძო ორგანიზაციაა. მე მათ ავუკრძალე ურნებში ფრინველების და ცხოველების დაკვლა-გასუფთავების შემდეგ გამოტანილი ნარჩენების ჩაყრა. დეზინფექციას ყოველთვის ვაკეთებთ. ჩვენ მიმართ სათქმელი არაფერი აქვთ, _ გვითხრა მან.

ბაზრის გარეთ "ხამსას" გაყიდვის თაობაზე, რომელიც სხვადასხვა მწვანილეულის გვერდით აქვთ მოთავსებული, მივმართეთ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, შუქრი გაბრიჩიძეს:

_ მე როცა ვნახულობ ასეთ ფაქტებს, მოვუწოდებ მათ, რომ თევზი შეიტანონ ბაზარში და იქ გაყიდონ. ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები სულ აფრთხილებენ. ახლაც გავგზავნი, რომ გადაამოწმონ, _ გვითხრა მან.

შპს "სოფლის ნობათის" დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან ამ ზაფხულს გათავისუფლდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავად დაწერა განცხადება, ავადმყოფობის გამო. მოვალეობას კი, როგორც არაერთხელ გვითხრეს, სოსო სიხარულიძე ასრულებს. თავად სიხარულიძემ ორიოდე კვირის წინ დაგვიდასტურა, რომ ჯერ არ დანიშნულა და მოვალეობას ასრულებს.

ამჯერად ჩვენ ის ადგილზე ვერ ვნახეთ, დირექციის თანამშრომელი, მენეჯერი ნატო დანელია კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სოსო სიხარულიძე აგვისტოშივე დაინიშნა შპს "სოფლის ნობათის" დირექტორის თანამდებობაზე, რომელიც ახლა არ იმყოფება ადგილზე და მას აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გადასცემს.

კითხვაზე _ რატომ მატულობს ანტისანიტარია, რატომ თავნებობენ გამყიდველები, დირექციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ყველაფერს მიხედავენ(?!).

სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსი მანანა ერქომაიშვილი ბაზარში არსებული მდგომარეობის გამო ამბობს, რომ არა ერთხელ გააფრთხილა დირექცია, ასევე, იქ მომუშავეებიც, რომ არ მომხდარიყო მალფუჭებადი პროდუქტის მაცივრის გარეთ გამოტანა, გარდა გაყიდვის პროცესისა. ასევე, კატეგორიულად მოითხოვა, რომ თევზი არ გაყიდულიყო მაცივრის გარეშე და ღია ცის ქვეშ, მით უფრო, ასეთ თბილ დღეებში.

_ არა ერთხელ მყავს გაფრთხილებული ყველა, რომ სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დარღვევის გამო დაჯარიმდებიან. ქალაქის ტერიტორიაზე რაც იყიდება, ჩვენ არ გვეხება. ასევე, ძალზე ჭირს თვით მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება, რომ ასეთ გარემოში არ იყიდოს სხვადასხვა სახის პროდუქტი, რძის ნაწარმი თუ თევზეული, ასევე, სანელებლები. თუმცა, ამის მიღწევა გაჭირდა. მე თვითონ ყველაზე მეტად ვარ დაინტერესებული, რომ აქ მდგომარეობა გაუმჯობესდეს, თუმცა, რაკი ასეა, უფრო მკაცრად მივუდგებით საკითხს, _ გვითხრა ერქომაიშვილმა.

"გურია ნიუსი" თვალს მიადევნებს ოზურგეთის ბაზარში არსებულ მძიმე სურათს, რაც ანტისანიტარიასა და მალფუჭებადი პროდუქტების უპასუხისმგებლო გაყიდვაში გამოიხატება და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, რა ღონისძიება გატარდება მდგომარეობის გამოსასწორებლად.




 ახალი ამბები
  • გორში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლაგორში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. ... ...
  • სამტრედიის N3 საჯარო სკოლის გუნდი ,,წიგნების თაროს“ მე-8 სეზონში მიიღებს მონაწილეობასახალგაზრდებში მეტად პოპულარული სატელევიზიო  ლიტერატურული შოუს ,, წიგნების თაროს“  მე-8 სასკოლო სეზონის შესარჩევი ტური  დასრულდა. საქართველოს მასშტაბით 32  სკოლა შეირჩა. რჩეულთა შორის  სამტრედიიდან მხოლოდ ერთი გუნდი მოხვდა, N3 საჯარო სკოლის გუნდი. ელენე ალფაიძე, მარიამ  რუხაძე და ანი  ჯღამაძე,   მე-11 კლასის წარჩინებული მოსწავლეები არიან. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი როგორც სასკოლო,  ასევე, კლასგარეშე ღონისძიებებში. ,,წიგნების თაროში“  მონაწილეობას  სიხარულით შეხვდნენ, თუმცა,  ორმაგ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, მათ ხომ არა მარტო სკოლის, არამედ  მშობლიური ქალაქის ინტერესების დაცვაც ევალებათ. ,,თაროელები’’ საინტერესო  სეზონს გვპირდებიან. წარმატებები ... ...
  • კონკურსში, „სუფთა რეგიონი“ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდასაქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით,  კონკურსის „სუფთა რეგიონი" გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, "ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელით  დაჯილდოვდა. 27 იანვარს, თბილისის საკრებულოში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული კონკურსი გასულ წელს გამოცხადდა.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, "ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელით  დაჯილდოვდა. კონკურსის იდეა პირველად გაჩნდა 2015 წელს „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში. კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები.  გამარჯვებულთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტიცაა - შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით სიგელი გადაეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.  კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი", „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო", საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.  ... ...
  • საფრანგეთში ქართველი მორაგბე გარდაიცვალაფრანგული „გროლეს“ ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა. 27 წლის მორაგბე, რომელიდ ფედერალ 1-ის ბინადარ გუნდში 2014 წლიდან ირჯებოდა, სტადიონისკენ საკუთარი ავტომობილით მიემართებოდა და ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც, გარდაიცვალა. ფრანგული მედიის ცნობით, ავარიის მიზეზი ნისლი და მოლიპული გზის ზედაპირი გახდა. მანქანაში ბექა მარტო იმყოფებოდა, მისი გარდაცვალების გამო კი, „გროლესა“ და „ლავორის“ შეხვედრა გადაიდო. წყარო: ... ...
  • რა მდგომარეობაა ჩოხატაურში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით და შეწყდება თუ არა სასწავლო პროცესიზამთრის დადგომასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპისმსგავსი დაავადებების შემთხვევები მატულობს. მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო. ავადმყოფობა კი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, ბავშვები სკოლას და საბავშვო ბაღს აცდენენ. როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში გაკვეთილებს მოსწავლეთა დიდი ნაწილი არ ესწრება. როგორც ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესს აცდენენ, სკოლებში სწავლის შეწყვეტის საშიშროება არ დგას. „მცირეოდენი გაცდენები გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ის ზღვარი, რომლის გამოც, სკოლამ უნდა შეწყვიტოს პროცესი. სკოლების ნაწილში ჩავარდნებია, მაგრამ, ძირითადად, სკოლებში სწავლა ნორმალურად მიმდინარეობს. თითო- ოროლა ბავშვი აკლია კლასებში, ცხადია, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. მაგალითად, ამაღლების საჯარო სკოლამ გვითხრა, რომ მეცხრე კლასში ბავშვების უმრავლესობა არ იყო“, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ. როგორც  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება „მომავალის“ დირექტორი,  ნინო ბარამიძე ამბობს, სასწავლო პროცესის განახლებამდე საბავშვო ბაღებში დეზინფექცია ჩატარდა, მაგრამ არის ბაღები, სადაც ვირუსის გამო ბავშვები არ დადიან. ბარამიძის ინფორმაციით, გრიპის გამო დღეს არცერთი ბავშვი არ მივიდა სოფელ სამების საბავშო ბაღში. „სასწავლო პროცესი 20 იანვარს განვაახლეთ. 17-18-ში სრული დეზინფექცია ჩავატარეთ და დავიწყეთ სასწავლო პროცესი, მაგრამ ვირუსი რამდენიმე ბაღში დაფიქსირდა. გამკაცრებული გვაქვს წესები და ბავშვები სადაც არ მოდიან, აქვთ ვირუსი. დღეს სოფელ  სამების ბაღში ერთი ბავშვიც არ ყოფილა. სააღმზრდელო პროცესის შეჩერებისა და ბაღების დათხოვნის საფრთხე არ არის. იქ სადაც ბავშვები არ დადიან იმ დღეს სააღმზრდელო პროცესი თავისთავად არ არის“,_ ბარამიძე. რამდენად არის გავრცელებული  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრიპის ვირუსი და რამდენად ხშირია მიმართვიანობა_ ამ კითხვით ჩოხატაურის კლინიკებს მივმართეთ. შპს „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“-ს მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მიმართვიანობა შედარებით გაზრდილია. განსაკუთრებით კი ბავშვებში. საავადმყოფოში ამ დროისთვის 6 პაციენტი ფილტვების ანთებით მკურნალობს. „მომართვიანობა შედარებით გაზრდილია, განსაკუთრებით ბავშვებში. განსაკუთრებული შემთხვევა ისეთი, რომ რეფერალი ყოფილიყო საჭირო გრიპთან დაკავშირებით, არ გვქონია. დაწესებულებაში 6 პაციენტი გვიწევს ფილტვების ანთებით, 2 ხვალ გაეწერება, ამჯერად, საუბარია მოზრდილებზე“, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ. ჩოხატაურის „მედალფას“ სამედიცინო ცენტის ხელმძღვანელი ანტონ ხუნდაძე კი ამბობს, რომ კლინიკაში გრიპის ვირუსის გართულებული ფორმებით მიმართვა ზამთრის არდადეგების დროს უფრო ხშირი იყო. „წინა თვეში უფრო მეტი მომართვიანობა იყო გრიპის ვირუსის გართულებებით, ვიდრე ახლა. გრიპის ვირუსს მკურნალობენ ბინაზე ოჯახის ექიმების მეშვეობით“, _ გვითხრა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...