მერიის მიერ რეაგირების გარეშე დარჩენილი კანონდარღვევები _ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

მთავარი თემა

მერიის მიერ რეაგირების გარეშე დარჩენილი კანონდარღვევები _ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

5 ივნ. 2019, 13:55:43

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში უკანონო მშენებლობები აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება ცხადჰყოფს, რომ მერიაში ამის შესახებ ყველაფერი იციან, თუმცა, ადგილობრივების თქმით, "კიდიათ".

ამ "დაკიდების" ფონზე კი შავიზღვისპირეთში შენდება სახლები, სასტუმროები, მდიდრდებიან ბიზნესმენები და ზარალდება მუნიციპალიტეტი, რომლის ბიუჯეტშიც ჯარიმები თანხა არ შედის.

არის თუ არა ამის მიზეზი, როგორც ჩვენი წყარო ამტკიცებს, "ატკატები",  ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს _ როგორც ვწერდით, ურეკში მიმდინარე უკანონო მშენებლობებზე, მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უმოქმედობაზე, ოზურგეთის მერისა და ვიცემერის სიტყვიერ ბრძანებაზე, რომ ამ ყველაფერზე "თვალი დახუჭონ" , აჭარის პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 332-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა მერიის ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომელმა გენადი კიშინსკიმ, რომელმაც, ჩვენი ინფორმაციით, ჩვენება დოკუმენტაციითა და ჩანაწერებით გაამყარა.

კიშინსკი მედიასთან არ საუბრობს, თუმცა, ჩვენი წყარო ამბობს, რომ მის ხელთ არსებული მასალები ადასტურებს, თუ როგორ და ვინ მფარველობს უკანონო მშენებლობის მესაკუთრეებს.

სანამ პროკურატურა დეტალებს ადგენს, მანამ "გურია ნიუსმა" რამდენიმე უკანონო მშენებარე და დასრულებული ობიექტი იპოვა.

ერთ-ერთი სასტუმრო "კოლხიდას" მეპატრონეს ხათუნა ლაგაზიძეს ეკუთვნის. როგორც მერიის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი შუქრი გაბრიჩიძე ამბობს, მშენებარე ობიექტის მეპატრონესთან დაკავშირება ვერ მოახერხა:

_ უკანონო მშენებლობა რომაა, ვიცით, თუმცა, მეპატრონესთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. ხათუნა ლაგაზიძის მეუღლეს, ამირან ჩხაიძეს სიტყვიერად ვუთხარი, რომ უნდა შეაჩეროს მშენებლობა, ნებართვა აიღოს და შემდეგ გააგრძელოს. ასე მარტივად არ ხდება ეს ყველაფერი, _ ამბობს გაბრიჩიძე და გვიმტკიცებს, რომ "კოლხიდას" ეზოში უკანონო მშენებლობაზე საქმის წარმოება აპრილში დაიწყო, თუმცა, კითხვაზე _ ამ დრომდე რატომ არ აქვს შესაბამისი აქტი გაფორმებული, პასუხს ვერ გვცემს:

_ დაჯარიმება მარტივად არ ხდება. ბევრი პროცედურაა გასავლელი, რომ სასამართლომ არ გამამტყუნოს. ზოგჯერ მეპატრონეებს საერთოდ ვერ ვპოულობთ, _ ამბობს გაბრიჩიძე.

თუმცა, მისგან განსხვავებით, ჩვენ ადვილად მოვახერხეთ ხათუნა ლაგაზიძესთან დაკავშირება. ბიზნესმენი ამბობს, რომ სასტუმროს ეზოში არსებული შენობის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

_ ჩემთან არსებული ფართის რესტავრაცია მიდის, უფრო სწორად რეკონსტრუქცია და არა 110-მეტრიან ზოლში, _ გვითხრა ლაგაზიძემ და კითხვაზე, არის თუ არა მათ მიერ დაწყებული მშენებლობა უკანონო  და ამ დრომდე გაუგზავნა თუ არა მერიამ შეტყობინება, ასე გვიპასუხა: "მოგწერეთ".

მოგვიანებით, ლაგაზიძეს "კოლხიდას" ეზოში მშენებარე ობიექტის ფოტოც გავუგზავნეთ და ვთხოვეთ დაედასტურებინა, იყო თუ არა ეს ის ობიექტი, რომელზეც მისი თქმით, რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა, თუმცა, მან ეს გზავნილი უპასუხოდ დატოვა. ეს იმ დროს, როცა ობიექტზე მშენებლობა მიმდინარეობდა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა მერიის ზედამხედველობის განყოფილებისთვის ცნობილი იყო:

_ როგორც გითხარით, სიტყვიერად უკვე ვუთხარი ამირან ჩხაიძეს და მალე დავიბარებთ და ოფიციალურ გაფრთხილებასაც გადავცემთ. "კოლხიდას" მფლობელებმა იციან, რომ მშენებლობა ნებართვის გარეშე არ უნდა გააგრძელონ, _ გვითხრა გაბრიჩიძემ.

ხათუნა ლაგაზიძისგან ობიექტისგან განსხვავებით, უკვე დასრულებული აქვს მშენებლობა სოფელ ნატანების ყოფილ დეპუტატს დავით სიხარულიძეს _ მას ხის 8 კოტეჯი აშენებული და როგორც დავაზუსტეთ, გაქირავებულიც აქვს.

გაირკვა, რომ გაბრიჩიძემ ესეც კარგად იცის და უფრო მეტი _ ამის შესახებ ინფორმაციას გასული წლის დეკემბერში ფლობდა:

_ დათოს არაერთხელ ვესაუბრე. იცის, რომ ობიექტი უნდა დაანგრიოს, _ ამბობს მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი.

კითხვაზე, რატომ შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით და რატომ არ იმოქმედა კანონის შესაბამისად, გაბრიჩიძეს საკმაოდ უცნაური პასუხი აქვს:

_ რეალურად სხვაზეა გაფორმებული. იმ ადამიანმა ოპერაცია გაიკეთა და რა მექნა?

_ კანონი რომ დაირღვა, ამის შესახებ ხომ იცით?

_ კი და შესაბამისად ვმოქმედებთ.

_ ბატონო შუქრი, ამბობთ, რომ 6 თვეა ინფორმაცია გაქვთ კანონდარღვევის შესახებ და ამის აღმოსაფხვრელად არაფერი გაგიკეთებიათ.

_ კაცი ავად იყო, ოპერაცია გაიკეთა.

_ ხვდებით რომ ეს დანაშაულია და რომ ამით ბიუჯეტი აზარალეთ?

_ მე ვესაუბრე დავით სიხარულიძეს. ამ დღეებში ჩამოვა და ობიექტს დაშლიან.

_ როდის ესაუბრეთ?

_ სამი დღის წინ. მგონი. შაბათს.

_ მას შემდეგ, რაც ჩვენ პირველი სტატია მოვამზადეთ და გაიგეთ, რომ გამოძიება იყო დაწყებული. მანამდე რას აკეთებდით?

_ ვაწარმოებდით მოკვლევას. ყველაფერი ასე არ ხდება, როგორც თქვენ გგონიათ. კანონს არ ვარღვევთ.

_ ვინ გავალებდათ, რომ უკანონო მშენებლობებზე რეაგირება არ მოგეხდინათ?

_ არავინ არაფერს მავალებს. მე კანონის შესაბამისად ვმოქმედებ. ვერ მივალ და კაცს პირდაპირ ვერ დავაჯარიმებ. ჯერ უნდა გავაფრთხილო, გონივრული დრო მივცე.

_ და დავით სიხარულიძის შემთხვევაში გონივრული დრო 6 თვეა?

_ კარგით რა, თქვენ თუ მიზეზს ეძებთ, თქვით! ან რომ წერთ კიშინსკის ეჩხუბაო, რა მაქვს მასთან საჩხუბარი? _ კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა გაბრიჩიძემ და ჩვენი თხოვნაზე, ერთად შეგვემოწმებინა ობიექტები და სიმართლეც გაგვერკვია, უარი გვითხრა:

_ მე ყველაფერი ვიცი და კანონის შესაბამისად მოვიქცევი, _ ამ სიტყვებით დაასრულა საუბარი გაბრიჩიძემ.

რა იცის მან და კონკრეტულად ვისი დავალებით აკეთებდა ამ ყველაფერს, გამოძიების დასადგენია, რომლის პარალელურად, "გურია ნიუსი" კიდევ იმ 12 პირს ადგენს, რომელთა მიერ გახორციელებულ უკანონო მშენებლობაზე ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის განყოფილებას რეაგირება არ მოუხდენია.

პ.ს. ჩვენ შევეცადეთ ამ თემაზე კომენტარი ოზურგეთის ოზურგეთის მერისგან და ვიცე მერისგანაც იგვეღო, თუმცა, უშედეგოდ. არცერთმა მათგანმა "გურია ნიუსის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ჩვენი ზარი უპასუხოდ დატოვა მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე მგელაძემაც.

ამავე თემაზე: "ნათესაური კამათი" თუ "ხელჩართული ჩხუბი" ზღვისპირეთში უკანონო მშენებლობებზე თვალის დახუჭვის გამო




 ახალი ამბები
  • "ადვოკატმა კობაიძემ უარი განაცხადა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების მოწოდებაზე " (R)სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შესახებ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ადვოკატმა არ ისურვა წარმოედგინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. შეგახსენებთ, 2020 წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს N8 პენიტენციური დაწესებულების ოთხმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა იმიტომ, რომ მათ დაწესებულების დირექტორი სექსუალური ძალადობით დაემუქრა. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გამოყენებული იყო ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა: "ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბატონი ქინქლაძე (დაწესებულების დირექტორი) ეჩხუბა პატიმრებს იმის გამო, რატომ არ მოსწონდათ ჩაი და ამის გამო უთხრა, რომ მას გააუპატიურებდა. რაზეც ადეკვატური პასუხი ჰქონდათ პატიმრებს". ინფორმაციის გავრცელებისთანავე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება ადვოკატის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში მონიტორინგის დეპარტამენტი დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს და მიიწვია იგი იმისთვის, რომ თუკი მას გააჩნდა მის მიერ დაწესებულების დირექტორის მისამართით გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მასალა, მოეწოდებინა ეს ინფორმაცია მონიტორინგის დეპარტამენტისთვის. ადვოკატს შეეთავაზა 25 სექტემბერს 11:00 საათზე გამოცხადებულიყო სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, რაზეც მან განაცხადა უარი მოუცლელობის მიზეზით და ამის სანაცვლოდ შესთავაზა მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომ 25 სექტემბერს საღამოს საათებში მივიდოდა პენიტენციურ სამსახურში, ხოლო ადგილზე მისვლის ზუსტ დროს შუადღისას დაასახელებდა. დღეს, 25 სექტემბერს ადვოკატმა კობაიძემ, იმ დროს, როდესაც ვერ მოიცალა მონიტორინგის დეპარტამენტში გამოცხადებისთვის, აქცია გამართა N8 პენიტენციურ დაწესებულებასთან. აღსანიშნავია, რომ ადვოკატის ორგანიზებულ აქციაზე მხოლოდ თავად კობაიძე და კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ამან არ შეუშალა ადვოკატს ხელი, რომ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მისამართით კვლავ გაეკეთებინა ცილისმწამებლური განცხადებები. 25 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, როდესაც მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი კვლავ დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს, რათა მისი პენიტენციურ სამსახურში მისვლის დრო დაეზუსტებინა, ადვოკატმა მისვლაზე უარი განაცხადა, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, ვინაიდან თუკი იგი ფლობს რაიმე მტკიცებულებას, როგორც თავად აღწერს, ასეთი საგანგაშო ფაქტის შესახებ, მისი, როგორც უფლებადამცველის ინტერესში უნდა იყოს, რომ ამაზე ჭეშმარიტება დადგინდეს. ადვოკატთან მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის ორივე საუბარზე შედგენილია შესაბამისი ოქმები. ეს ოქმებიც და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტაციაც გადაეგზავნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სპეციალური პენიტენციური სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაადგენს ჭეშმარიტებას და ამ თემაზე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ყოველგვარი სპეკულაციები. ... ...
  • რომან გოცირიძე - მთავრობას ლარიც გაექცა და ვირუსიცპარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ეკონომიკასთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამოსასვლელად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. „მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ გამოეყენებინა 5 მილიარდი ფული საარჩევნო მანიპულირებისთვის, ნაცვლად ხალხის მხარდაჭერისა. მთავრობას, რომელსაც დიდი დრო და რესურსი ჰქონდა უცხოეთის დახმარების სახით, ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა თავიდან, ლარიც გაექცა და ვირუსიც. ეს არის ხელისუფლების მიერ გადადგმული პოლიტიზირებული ნაბიჯების შედეგი. დღეს, თუ სასწრაფოდ არ მიიღებს მთავრობა რადიკალურ ზომებს, თუ არ შეკვეცს კორუფციულ და უსარგებლო ხარჯებს, რომელიც „ქართულ ოცნებასა" და მასთან მიტმასნილ ბიზნესს ემსახურება, თუ არ გამკაცრდება პოლიტიკა, ამ შემთხვევაში, ლარი მიაღწევს ისეთ ნიშნულს, როდესაც ეკონომიკა გაჩერდება და მოქალაქეების შემოსავალი კატასტროფულად დაიკლებს. პირველ რიგში, მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყვიტოს ფულის ფლანგვა მათი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, დაანებოს თავი უსაზღვრო ოდენობით რეფინანსირების სესხის გაცემას, მართოს ჯერ კიდევ მის ხელთ არსებული ბერკეტით ეს პროცესი“, - განაცხადა ... ...
  • „დავასახელებთ მომსყიდველების ვინაობას“ : " ჩვენი საქართველო, სოლიდარობის ალიანსი"-ს ბრიფინგი ოზურგეთშიოზურგეთში „ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი"-ს  შტაბში , ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ განაცხადა, რომ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინოშეწირული-გობრონიძე იქნება და სწამს, რომ ის გამრჯვებას მიაღწევს ამ საპარლამენტო არჩევნებში. __ჩვენ ვაპირებთ პატიოსან საარჩევნო კამპანიას. არ გვაქვს ფუფუნება, ვინმეს დავურიგოთ   კარტოფილი ან კვერცხი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად და ჩვენი ხმა  გვქონდეს პარლამენტში, - თქვა ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ. მან თქვა, რომ ადგილი აქვს ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობას, როცა მათ პირდებიან ფულს, ასევე ოზურგეთის სპორტის სახლში ახლახან შეიტანეს დიდი ტრაილერით ბურღულეული, მათთვის დასარიგებლად, _ თქვა ნაცვალაძემ. ჟურნალისტების კითხვაზე, დაესახელებინა კონკრეტული პირები, ვინ ვის სთავაზობს ქრთამს, ნაცვალაძემ თქვა, რომ ამჯერად თავს იკავებს, თუმცა მალე დაასახელებს მათ ვინაობას. დეპუტატობის კანდიდატმა,    ნინო შეწირულმა ისაუბრა საარჩევნო კამპანიის თაობაზე, რომ  ამომრჩევლებს, კერძოდ, მის ნათესავებს და  ოჯახის წევრებს, ახლობლებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები   ფულით მოსყიდვას უპირებენ, ჰპირდებიან თანხას, ოღონდაც კი  მათ მხარეს გადავიდნენ. _დღეს არ ვასახელბ მათ  გვარებს, თუმცა ამ ბრიფინგით  ვაფრთხილებთ   მათ. თუ კვლავ   გაგრძელდება მათი მხრიდან ასეთი საქციელი, აუცილებლად გადმოგცემთ   მათ სიას, სათანადო მტკიცებულებით, - უთხრა მან ... ...
  • სამტრედიაში ახალი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში გაიხსნასამტრედიაში, კოსტავას ქუჩაზე, მრავალბინიანი კორპუსების მიმდებარედ ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო. ახალი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში დღეს გაიხსნა. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა. "მუნიციპალიტეტის მერია ინტენსიურად ახორციელებს სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, პოპულარიზაციას და განვითარებას", _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან" კომენტარში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ... ...
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიესსაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. ბერძენიშვილის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის მტკიცებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. კონკურსის მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. თუმცა, ვახტანგოვმა კანდიდატურა მოხსნა და მხარი ბერძენიშვილს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls