მერის და დეპუტატის დაპირისპირება _ "კერძო კომპანიის ინტერესი ჩემი ინტერესი არაა"


მთავარი თემა

მერის და დეპუტატის დაპირისპირება _ "კერძო კომპანიის ინტერესი ჩემი ინტერესი არაა"

11 მარ. 2019, 13:20:08

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის მოსახლეობა კომპანია "გროს ენერჯ ჯგუფს" სოფელში ბურღვითი სამუშაოების დაწყების საშუალებას არ აძლევს.

როგორც ხეველები ამბობენ, კვლევითი სამუშაოების დაწყება ავტომატურად ჰესის აშენებას ნიშნავს, რასაც სოფელი კატეგორიულად არ ეთანხმება.

საკონსულტაციო საინჟინრო ორგანიზაციის წარმომადგენლის ირაკლი ტყებუჩავას მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც, ამ ეტაპზე მხოლოდ კვლევა უნდა გახორციელდეს იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა ამ ადგილზე ჰესის აშენება, სოფლის მოსახლეობისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა.

როგორც შეხვედრაზე გაირკვა, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ზვიად მამალაძე ადგილობრივების მოთხოვნას მხარს უჭერს:

_ რამდენიმე დღის წინ, შემთხვევით გავიგეთ, რომ ვიღაცას აქ ჰესის აშენება სურდა. არავისთვის უკითხავთ, ისე მოინდომეს მდინარეში ბურღვის დაწყება, _ აღნიშნა მამალაძემ.

ირაკლი ტყებუჩავას თქმით, ხელისუფლების და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება მას შემდეგ მოხდებოდა, რაც კვლევა დასრულდებოდა და კონკრეტული სათქმელი ექნებოდათ:

_ ჯერ კვლევა არ დაგვიწყია. არ ვიცით, შესაძლებელია თუ არა ჰესის აშენება. ჩვენ სახელმწიფოს წინაშე გვაქვს ვალდებულება, რომ ერთ თვეში კვლევის შედეგები გადავცეთ. კანონი ითვალისწინებს, რომ ამის შემდეგ მოხდეს შეხვედრები, განხილვები. კვლევა ჩაგვატარებინეთ, რომ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები შევასრულოთ, ჯარიმა არ გადავიხადოთ და ჩვენ მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის თანხა უკან დავიბრუნოთ, _ თქვა ტყებუჩავამ საგანგებოდ გამართულ შეკრებაზე, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლების გარდა, გუბერნატორის მოადგილე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, სოფლის დეპუტატი და მერის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

მისივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ კვლევებს ვერ ჩაატარებენ, კომპანიას სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს.

_ ეგ არ არის ჩვენი პრობლემა. არ დავუშვებთ ამ სოფელში ჰესი აშენდეს, _ აღნიშნეს შეხვედრაზე მყოფმა ხეველებმა.

"გროს ენერჯ ჯგუფს" კომუნიკაციის ნაკლებობის გამო საყვედური მუნიციპალიტეტის მერმაც უთხრა, თუმცა, ირაკლი კუჭავამ შეკრებილებს სთხოვა, მათთვის კვლევის საშუალება მიეცათ.

ანალოგიური თხოვნა ჰქონდა მოსახლეობასთან გუბერნატორის მოადგილესაც:

_ იცოდეთ, რომ თქვენ რაც არ გინდათ, თქვენს სოფელში ის არასდროს მოხდება, მაგრამ კომპანიამ რომ კვლევა დაასრულოს, რატომაა პრობლემა? _ იკითხა აკაკი შენგელიამ.

_ დადებითი შედეგი რომ დაიდოს, მერე რა იქნება? _ დაინტერესდა ერთ-ერთი ადგილობრივი.

_ ამის შემდეგ იწყება საჯარო განხილვა, საუბარი, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ ჰესის აშენებამ _ რა ზიანი იქნება, რა სიკეთეები. ეს არის პირველადი კვლევა, _ აღნიშნა შენგელიამ, რომელსაც ადგილობრივები არ დაეთანხმნენ.

მათი თქმით, მეზობელ სოფელში _ ბუქსიეთში აშენებული ჰესის გამო ადგილობრივებს ბევრი პრობლემა შეექმნა და არ აპირებენ თავადაც იგივე დღეში აღმოჩდნენ:

_ წყალი დაშრა მას შემდეგ, რაც ჰესი გაკეთდა. ბავშვები მდინარეში ბანაობას ვერ ახერხებენ, თევზაობა არ შეიძლება. ჰესის მეპატრონეს, როცა უნდა, მაშინ უშვებს გვირაბიდან წყალს. თანაც არც გვაფრთხილებს, _ აღნიშნეს ხეველებმა.

"გროს ენერჯ ჯგუფის" წარმომადგენლის, ირაკლი ტყებუჩავას თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ბუქსიეთის ჰესი ექსპლუატაციაში არასწორად არის შესული და მოსახლეობის მხრიდან კანონდარღვევის შესახებ გარემოს დაცვის სამსახურში შეტყობინება არასდროს შესულა:

_ ამის შესახებ პირველად ვიგებ _ ჩემთვის ეს არავის უთქვამს. ორშაბათიდანვე ჩავაყენებ შესაბამის ორგანოებს საქმის კურსში, _ აღნიშნა ირაკლი კუჭავამ, რომელსაც შეხვედრის დასრულების შემდეგ ზვიად მამალაძესთან შელაპარაკებაც მოუვიდა მას შემდეგ, რაც მამალაძემ ხმამაღლა განაცხადა, რომ პირადად არის წინააღმდეგი ბურღვითი სამუშაოების დაწყებისაც კი.

_ ამაშია საქმე. კომპანიის წარმომადგენლები გეუბნებიან, რომ თუკი კვლევას ვერ ჩაატარებენ, დაჯარიმდებიან. შენ რას გაზარალებს გაბურღვა? _ მიმართა კუჭავამ მამალაძეს.

_ კერძო კომპანიის ინტერესი ჩემი ინტერესი არაა, _ თქვა მამალაძემ.

მისივე თქმით, "რაც არ უნდა სოფელს, იმას აკეთებენ და ეს მას აზარალებს":

_ არ გვინდა ჰესი და ვსიო, _ თქვა მამალაძემ, რასაც კუჭავა არ დაეთანხმა:

_ გაუგებარია შენი არგუმენტი _ ადამიანები გეუბნებიან, მივალ სახელმწიფოსთან და ვიტყვი, რომ მე ჩავატარე კვლევა. თუ დადებითია, ვეტყვი, რომ ხალხია წინააღმდეგი, მაგრამ მე ჯარიმის გადახდა არ მომიწევს და დამიბრუნეთ ჩემი საგარანტიო თანხა. რაა ამაში პრობლემა და შენ რატომ ხარ ამის წინააღმდეგი? _ ჰკითხა კუჭავამ მამალაძეს, რაც ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ "დააკისრებს თუ არა სახელმწიფო ჯარიმას კერძო კომპანიას, ეს მათი პრობლემაა":

_ სოფლის პოზიციაა, რომ ჰესი არ გვინდა. შესაბამისად, არც კვლევის ჩატარებას აქვს აზრი. გარდა ამისა, ამ სოფლის მკვიდრები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ, ყველა კატეგორიული წინააღმდეგია და არ გამოვა, _ თქვა მამალაძემ.

ირაკლი კუჭავას თქმით, ამ პოზიციას ისიც არ ეწინააღმდეგება, თუმცა, მამალაძეს და ხეველებს სთხოვა საკითხზე ემსჯელათ და კომპანიის პოზიციაც გაეზიარებინათ, რაზეც თავდაპირველად კატეგორიული უარი მიიღო, შემდეგ თანხმობა, თუმცა, საბოლოოდ, როგორც გავარკვიეთ, იმავე დღეს, ზვიად მამალაძის ორგანიზებით, კვლევის არდაწყების თაობაზე მოსახლეობაში ხელწერებიც კი შეგროვდა.




 ახალი ამბები
  • გაბუნია ვაქცინაციაზე: ამბიციური სამიზნე მაჩვენებელი არის მოზრდილი მოსახლეობის 60%ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ვაქცინაციაზე საუბრისას ამბობს, რომ იმუნურობის საჭირო დონის მისაღწევად, ზრდასრულების 60%-ის აცრაა საჭირო. "სამიზნე მაჩვენებელი - ეს არის საორიენტაციო, თუმცა ამბიციური სამიზნე მაჩვენებელი, რასაც ჩვენ გვინდა, რომ მივაღწიოთ ქვეყნის კორონავირუსული ინფექციისაგან დასაცავად - არის მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც იქნება იმუნურობის დონის გარანტია, რომ მოვახერხოთ ეკონომიკის სტაბილური და უსაფრთხო გახსნა გრძელვადიან პერსპექტივაში. პირველი ჯგუფი არიას ჯანდაცვის პროფესიონალები, შემდეგ ამას მოჰყვება ასაკობრივი პაციენტები და მაღლი რისკის სხვა ჯგუფები", - ამბობს გაბუნია. ამასთან, გაბუნია ამბობს, რომ ტექნიკური სამუშაოების ნაწილი დასრულებულია. "ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა პარასკევს დასრულდა. მასში 82 სპეციალისტი იყო ჩართული. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს უკვე გეგმის ვერსიას, რაც მთავრობის ადმინისტრაციაში დასამტკიცებლად გამოიგზავნება. ვფიქრობ, რომ კვირის ბოლომდე ეს დასრულდება. გეგმაში განსაზღვრულია სამი ეტაპი, რის მიხედვითაც მაღალი რისკის ჯგუფებიდან მოხდება ვაქცინაცია, მოსახლეობის იმ ჯგუფებამდე, რომელსაც რისკი მაღალი არ აქვს, თუმცა იმუნიტეტის განვითარებისთვის მათი მოცვა მნიშვნელოვანია". ამავე ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ ... ...
  • ოპოზიციონერი დეპუტატი ფრიდონ ინჯია ოპოზიციას გაქრობას" უწინასწარმეტყველებსოპოზიციონერი დეპუტატი ფრიდონ ინჯია ოპოზიციას შანტაჟში ადანაშაულებს და ამბობს, რომ პარტიების ნაწილის განცხადება, თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს არ დაინიშნება თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ, შანტაჟია. ინჯია ოპოზიციას "გაქრობასაც" უწინასწარმეტყველებს: "შეიძლება ვიღაცამ ბოიკოტი გამოუცხადოს, მაგალითად, რომელიღაცა სოფელმა და იმ პარტიამ, ვისაც 0,5% აქვს. ვნახოთ, ყველაფერს დრო აჩვენებს, მაგრამ ეს არის შანტაჟი სხვადასხვა მეთოდებით. თვითმმართველობის არჩევნები როდის იქნება, ჯერ გამოცხადებული არ არის და ვნახავთ, ვინ დარეგისტრირდება. ვფიქრობ, რომ ბევრი პარტია მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. თუ არ მიიღებენ, ისინი უახლოეს წლებში საერთოდ გაქრებიან“, _ ამბობს ინჯია. შეგახსენებთ, რომ ინჯია პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით ... ...
  • გიორგი ვაშაძე - ჩემზე რომ რამე კომპრომატი იყოს, უკვე იქნებოდა გამოყენებულიჩემზე რომ რამე კომპრომატი ოყოს, ეს კომპრომატი იქნებოდა უკვე დიდი ხნის გავრცელებულიც და გამოყენებულიც, არაერთხელ მქონია განსხვავებული პოზიციები თუნდაც მის მერ დასახელებულ პიროვნებებთან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. აღნიშნული კომენტარით ის გამოეხაურა ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლითაც მან არ გამორიცხა, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მერაბიშვილი და ბოკერია კომპრომატებით ემუქრებოდნენ. გიორგი ვაშაძე ელისაშვილის ამ განცხადებას ჭორაობას უწოდებს. „ჩემზე რომ რამე კომპრომატი იყოს, დიდი ხანი იქნებოდა ეს კომპრომატი უკვე გავრცელებულიც და გამოყენებულიც ამ საკითხთან დაკავშირებით, არაერთხელ მქონია განსხვავებული პოზიციები თუნდაც მის მერ დასახელებულ პიროვნებებთან. ასე რომ, ეს არის ტყუილი, ზღაპარი და ძალიან ვთხოვ ალეკოსაც, იაგოსაც, ყველას, აქცენტი იყოს „ქართული ოცნება“ და არა – ოპოზიცია. დიდ ყურადღებას არ ვაქცევ ასეთ განცხადებებს, სიმართლე გითხრათ, იმუნიტეტი გამომიმუშავდა ამერიკაში ყოფნის პერიოდში, მაგრამ რასაც ხელს უშლის, ასეთი პოზიციონირება ნამდვილად უშლის მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულებას. დანარჩენი, თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა დაანებონ თავი ჭორაობას, ეს არის ჭორაობა, პოლიტიკოსი დაკავებული უნდა იყოს არა შეთხზვით, არამედ საქმის გადაწყვეტით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ალეკო ელისაშვილი ვარაუდობს, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ვანო მერაბიშვილი და გიგა ბოკერია სწორედ ამ კომპრომატებით ემუქრებიან. „არ გამოვრიცხავ, რომ იყოს სხვა მიზეზები. გიორგი ვაშაძის ან სხვების წინააღმდეგ, სხვა ოპოზიციონერების წინააღმდეგ, რომლებიც ერთ დღეს ამბობენ, შევხვდეთო დ მეორე დღეს ამბობენ, აღარ გვინდა შეხვედრაო, სხვა ბერკეტებიც ჰქონდეთ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. მაგალითად, კომპრომატები და სწორედ ამით მართავდნენ და ამას იყენებდნენ მათი პოზიციების ცვლილებებისთვის. „ქართული ოცნებაც“ ამბობდა და ლოგიკა არის ამაში, სამწუხაროდ. ვის შეიძლება ჰქონდეს მათ წინააღმდეგ კომპრომატები? არ ვიცი, ვინც წინა ხელისუფლებაში იყვნენ. ალბათ, ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია და ისინი, ვინც იყვნენ ადრეც ამით დაკავებულები, ხომ გვახსოვს“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებენ, რომ გიორგი ვაშაძე მათთან შეხვედრაზე თანახმა იყო, თუმცა დღეს პოზიცია შეცვალა და შეხვედრაზე უარს ... ...
  • საკოორდინაციო საბჭო მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე მუშაობსვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭომ დეტალურად იმსჯელა ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმასა და იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია უპირველესად განხორციელდება. როგორც ცნობილია, გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს. „საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში ვაქცინის შემოსვლის მიმართულებით იდგმება. როგორც ცნობილია, კოვიდვაქცინაციის თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისია ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, როგორც ვაქცინის დროული მიღების, ისე ქვეყანაში შესაბამისი გამართული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის კუთხით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინის პირველი დოზების მიღებასთან დაკავშირებით COVAX-პლატფორმის მზადყოფნის დადასტურების პარალელურად, მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უპირველესი წინაპირობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია და მისი საერთაშორისო აღიარებაა“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ მოქმედი შეზღუდვების შედეგად, შეინიშნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია და დადებითობის მაჩვენებელი საშუალოდ ბოლო ერთ კვირაში 8,3%-ია, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ია და ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, თუ ის 95%-ს მიაღწევს, მაისში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 10-77-ის ფარგლებში იქნება. „საბჭომ ასევე იმსჯელა გლობალურად ინფექციის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში სიტუაცია კვლავ მძიმე რჩება და არაერთმა ქვეყანამ შეზღუდვების გახანგრძლივების თუ გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. მსოფლიოში არსებული ტენდენციებისა და ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ აუცილებელია გადაიდგას მაქსიმალურად ფრთხილი ნაბიჯები და თითოეული შეზღუდვის მოხსნა ეფუძნებოდეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგს, რათა არსებული სტაბილიზაციის შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, შემუშავდება ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა, რომელიც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარედგინება. ამასთან, მთავრობის მეთაურის დავალებით, ინტენსიურად გრძელდება ერთობლივი მუშაობა კერძო სექტორთან, რადგან ბიზნესმა ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული დაცვის მექანიზმებისა და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, გახსნის ეტაპზე უზრუნველყოს კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი. გარდა ამისა, შესაბამისი უწყებების მხრიდან აქტიურად კონტროლდება ქვეყნის მასშტაბით დღეს მოქმედი შეზღუდვების აღსრულება. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 121 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ  შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე კი ბოლო 24 საათის განმავლობაში 986 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელების საფუძვლით დაჯარიმდა სამი ობიექტი, რომელიც მათ შორის გასართობ დაწესებულებაში, ხალხმრავალი სოციალური ღონისძიების ორგანიზებას გულისხმობდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის გარდა, ობიექტებს საქმიანობა შეუჩერდათ. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 247 915 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 234 636 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 958 ადამიანი. ამ ეტაპზე, კარანტინში იმყოფება 460 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 634 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 3 670 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ორი დაშავებული - ახალი დეტალები აბაშაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზეაბაშაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით "გურია ნიუსისთვის"ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი მგზავრი,რომლებიც ამ წუთებში საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. შსს-მ  გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა აბაშაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....