მევახშეებით ჩანაცვლებული ბანკები

მთავარი თემა

მევახშეებით ჩანაცვლებული ბანკები

8 თებ. 2019, 15:19:02

2019 წლის იანვრიდან, ქვეყანაში ახალი საფინანსო რეგულაციები ამოქმედდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, სესხის გამცემ სუბიექტებს ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის შესწავლის გარეშე სესხის გაცემა ეკრძალებათ.

უფრო კონკრეტულად კი უნდა მოხდეს პირის შემოსავლების, ხარჯების და ჯამური ვალდებულებების დეტალური ანალიზი და სესხის საჭიროების შემოწმება; გონივრულობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმება; ბიუროში საკრედიტო ისტორიის გადამოწმება; ყველა იმ დამატებითი ფაქტორის გათვალისწინება, რომელმაც შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ვალდებულებების მომსახურებაზე.

ასევე, დადგენილია, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი.

იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადა 15 წელია, სატრანსპორტო სესხის ვადა _ 6 წელი; უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადა _ 10 წელი.

სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის აღება კი მხოლოდ 4 წლითაა შესაძლებელი.

ასევე, განსაზღვრულია სესხის მომსახურების კოეფიციენტებიც _ მაგალითად, თუ თქვენ ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ 1 000 ლარი, ყოველთვიური დასაფარი თანხა 350 ლარს არ უნდა აღემატებოდეს; 1 000-დან 2 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში, სესხში 45%-ზე მეტს ვერ გადაიხდით; 2 000-4 000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში საპროცენტო ზღვარი 55%-ია; 4 000 და უფრო მაღალი შემოსავლის შემთხვევაში კი ხელფასის 60%-ის გახადა შეგიძლია.

თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუკი შემოსავალი ლარში გაქვთ და სესხს ლარში იღებთ; იმ კატეგორიისთვის კი, რომლის შემოსავალი ლარშია და სესხის აღება დოლარში სურს, სხვა რეგულაციები მოქმედებს. კერძოდ: 1000 ლარის ან უფრო ნაკლები შემოსავლის შემთხვევაში სესხის შემოსავლის მხოლოდ 25%-ის გადახდა შეგიძლიათ; 1 000 _ 4 000 ლარის შემთხვევაში 30%-ის; 4 000 ლარის ან უფრო მეტის შემთხვევაში კი _ 35%-ის.

ეს რეგულაციები ეხება ნებისმიერ სესხის გამცემ ორგანიზაციას _ იქნება ეს ბანკი, ლომბარდი თუ მიკროფასინანსო ინსტიტუტი.

როგორც მთავრობაში განმარტავენ, საბანკო სფეროში დაწესებული რეგულაციები ჭარბვალიანობას შეასუსტებს და მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს. თუმცა, ასე არ ფიქრობენ ექსპერტები.

ფინანსისტის, გიორგი კეპულაძის თქმით, ახალი რეგულაციების შედეგად, მილიონამდე თვითდასაქმებულს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება:

"ძიძებს, ტაქსის მძღოლებს და სხვა თვითდასაქმებულებს, რომლებსაც შემოსავალი ოფიციალურად არ უფიქსირდებათ, საბანკო ფინანსურ რესურსზე წვდომა თითქმის აღარ ექნებათ და იძულებულნი იქნებიან, გადაერთონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და კერძო მევახშეებზე, სადაც პროცენტი საკმაოდ მაღალია.

შენელდება საბანკო ბიზნესის ზრდა და არ არის გამორიცხული, გაიზარდოს სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი.

მაგალითად, საკრედიტო ოფიცერს მოუწევს მივიდეს, მაგალითად, ძიძის დამსაქმებელ ოჯახში, რათა გაიგოს ზუსტი ინფორმაცია, ეს კი მათ ხარჯებს ზრდის და შესაბამისად, ეს სესხის პროცენტში აისახება", _ აცხადებს კეპულაძე.

ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზეც, რომ რეგულაციების გამო ბანკები საკომისიოებზე, ჯარიმებსა და სხვადასხვა მომსახურებაზე ფასს გაზრდიან, რომლის ტენდენციაც უკვე ჩანს.

"ლიბერთი ბანკის" პრესსამსახურში "გურია ნიუსს" უთხრეს, რომ 28 თებერვლიდან ამოქმედდება უმოძრაო ანგარიშის საკომისიო:

"თუ კლიენტს არც ერთ ანგარიშზე (მიმდინარე ან/და საბარათე) არ აქვს ბრუნვა უკანასკნელი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში და ამავდროულად, არ უფიქსირდება აქტიური სადეპოზიტო ან/და საკრედიტო პროდუქტი, მას დაერიცხება უმოძრაო ანგარიშის მომსახურების საკომისიო, რომელიც შეადგენს 3 ლარს თვეში. ასევე, იცვლება ანგარიშთა პაკეტების ("საბაზისო" და "კომფორტი") ღირებულება _ წლიური 6 ლარის ნაცვლად ყოველთვიურად 1.50 ლარი ანუ წელიწადში 9 ლარი იქნება. აღნიშნული მომსახურების ტარიფები არ ვრცელდება სოციალური სარგოს მიმღებ პირთა საბანკო ანგარიშებზე", _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას ბანკში.

როგორც გავარკვიეთ, სხვადასხვა სახის საბანკო პროდუქტზე მომსახურების ფასები შეიცვალა სხვა ბანკებშიც.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აღნიშნავს, რომ რეგულაციებმა ბანკებს გარკვეული პრობლემები უკვე შეუქმნა:

"იანვრის თვეზე აპელირება არასწორი იქნება, რადგან მაღალი სეზონურობით გამოირჩევა და არამხოლოდ წლიდან არის ხოლმე ამოვარდნილი, არამედ წლიდან წლამდეც სერიოზული ცვლილებებით ხასიათდება.

 გლობალურ შედეგს უფრო პირველი კვარტლის დასრულების შემდეგ ველოდებით. დღეის მდგომარეობით, რაღაც პროდუქტები გაჩერდა, იმ პროდუქტების დამტკიცება კი, რომლებიც ფიზიკური პირების მიმართ არსებობს, განახევრებულია", _ აღნიშნავს ძნელაძე.

მისივე თქმით, განსაკუთრებული პრობლემა შექმნა რეგულაციის იმ ნაწილმა, რომლის თანახმადაც, სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია, სესხის თავდების შემოსავლებიც შეამოწმოს:

"თუ კომპანია მიჩნეული იყო მაღალრისკიანად ან პირის თავდებობა იყო ხოლმე გამოყენებული, ან დამატებითი უზრუნველყოფები, დღეის მდგომარეობით, ძალიან გართულებულია ეს პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ თავდების შემოსავლის შესწავლაც უნდა მოხდეს და კოეფიციენტების მისადაგება, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება ამის გაკეთება. უზრუნველყოფის ნაწილში კი, თუ ფიზიკური პირის მხრიდან ხდება თავდებობის შეთავაზება, აქაც პრობლემაა _ აქაც კოეფიციენტი უნდა იყოს გადათვლილი, ან ეს ქონება უნდა იყოს მეორე ქონება და იქ არ უნდა ცხოვრობდნენ", _ ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

ახალმა რეგულაციებმა პრობლემები შეუქმნა მაღაზიებსაც, რადგან ძველი ფორმატით განვადება აღარ არსებობს.

როგორც ტექნიკის მაღაზიებში გვითხრეს, იანვარში გაყიდვების მაჩვენებელი საგრძნობლად არის შემცირებული:

"მოსახლეობა სხვადასხვა საჭირო ნივთს განვადებით ყიდულობდა. ახალი რეგულაციით კი განვადების გაცემა გართულდა, რამაც გაყიდვები შეაჩერა", _ აღნიშნავენ მაღაზიებში და არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს პერიოდში მათი დიდი ნაწილი დაიხუროს.

როგორც ჩვენმა მოკვლევამ ცხადჰყო, ამ რეგულაციებით ყველაზე მეტად მოგებული ე. წ. მევახშეები დარჩნენ, რომლებიც კანონს მიღმა საქმიანობენ და რომლებმაც საპროცენტო ზღვარი გაზარდეს.

თუკი ამ დრომდე კერძო მევახშიდან თანხა 10-15 პროცენტში შეგეძლოთ აგეღოთ და თვეში, 1 000 ლარზე, 100 ან 150 ლარი გადაგეხადათ, დღეს 1 000 ლარის პროცენტით აღების დროს უკეთეს შემთხვევაში 200 ლარის გადახდა მოგიწევთ. თუმცა, მევახშეების დიდი ნაწილი თანხას უკვე 30 პროცენტში სცემს:

"ვიცით, რომ ხალხს უჭირს, მაგრამ ეს ბიზნესია. მე ხომ არ მივდივარ და არ ვაძალებ, მოდი და ფული წაიღე,-მეთქი. ეს ჩემი წესებია, რომელსაც თავს არავის ვახვევ", _ გვითხრა ერთ-ერთმა მევახშემ.

მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები მევახშეებსაც ეხებათ, როგორც გავარკვიეთ, გურიაში არც ერთი მათგანი ოფიციალურად არ არის დარეგისტრირებული და შესაბამისად, ყველაფერი "შავ ბაზარზე" გადის.

უფრო მეტიც, ჩვენ იმის დადგენაც შევძელით, რომ გურიაში მევახშეებს არაოფიციალური ლომბარდებიც აქვთ და თანხის გაცემის სანაცვლოდ ძვირადღირებულ ნივთებს და მათ შორის ავტომობილებსაც იტოვებენ.

"ბანკში მივედი _ 1 000 ლარიანი სესხი მჭირდებოდა შვილის ოპერაციისთვის. უარი მითხრეს, შემოსავალი არ გყოფნისო. სხვა გზა არ მქონდა და მევახშესთან მოვედი. 1 000 ლარში თვეში 300 ლარი უნდა გადავუხადო და თან ავტომობილი უნდა დავუტოვო. სხვა გზა არ მაქვს და რა ვქნა?!" _ გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც ამ სტატიაზე მუშაობისას მევახშესთან დეტალების გასარკვევად მისულებს დაგვხვდა.

როგორც ჩოხატაურში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მევახშემ გვითხრა, სესხის სახით მხოლოდ იანვრის თვეში 50 000-მდე ლარი აქვს გაცემული.

გადამოწმებისას გაირკვა, რომ გურიაში საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობაა. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უმრავლესობა, რომელიც სესხების აღებას ვერ ახერხებს, მევახშეებთან დადის და საჭირო თანხა მაღალი საპროცენტო განაკვეთით გამოაქვს _ თანაც კონკრეტული გირაოს სანაცვლოდ.

და კიდევ ერთი დეტალი _ რეგულაციებში "შავი ხვრელი" უკვე გამონახეს იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც ონლაინ სესხებს გასცემენ: მათ სესხებს სახელი შეუცვალეს, ლიზინგი დაარქვეს და მომხმარებლებს გირაოში ტელეფონების ჩადებას სთხოვენ.

როგორც დავაზუსტეთ, სესხის აღების დროს მოგდით 10-ნიშნა კოდი, რომლითაც კომპანიას თქვენი ტელეფონის მოდელის შეფასება შეუძლია. ხელშეკრულებაში გიწერთ, რომ ტელეფონი, სანამ სესხს არ დაფარავთ, კომპანიის საკუთრებაა (თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ხელშეკრულებას არავინ კითხულობს. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა თანხის მიღება ეჩქარებათ). სწორედ ამის შემდეგ გაძლევენ სესხს, რომლის გადასახადი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ონლაინ სესხის შემთხვევაში _ ლიზინგის საპროცენტო განაკვეთი 50%-ია, თუმცა, ამას ემატება დღგ, გაცემის საკომისიო და ჯამში ეს თანხა საკმაოდ დიდია. მაგალითად, თუ ამ დრომდე 300-ლარიან ონლაინ სესხში ყოველთვიურად იხდიდით 10 ლარს, ახლა ეს თანხა 56 ლარს შეადგენს.

როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში გვითხრეს, ლიზინგი კანონით დასაშვებია და ამ ფორმით, იანვარში ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა.

როგორ აპირებს ამ პრობლემების მოგვარებას ხელისუფლება, ამ დროისთვის უცნობია. ეროვნულ ბანკში არ გამორიცხავენ, რომ რეგულაციების პაკეტს გადახედონ.




 ახალი ამბები
  • უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა _ ვინაა ყველაზე მაღალქულიანი ჩოხატაურშიგამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც ზოგადი უნარები ჩააბარეს და მარალი შეფასება დაიმსახურეს. ზოგად უნარებში მაქსიმალური 80 ქულიდან 70 ქულა მიიღო სამრევლო სკოლის მოსწავლე ნინი ცინცაბაძემ. მისივე კლასელებმა: ალექსანდრე წეროძემ _ 53, ქეთევან ჩხიკვაძემ _ 51, ნიკა ბედინეიშვილმა კი 46 ქულა მიიღეს. შუა ამაღლების სკოლის კურსდამთავრებულმა მანანა ანთიძემ ზოგად უნარებში 42 ქულა დაიმსახურა, 40 ქულით შეფასდა თავისივე კლასელის, დიმიტრი სიხარულიძის ნამუშევარი. პ.ს. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია. აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • მაშ ასე, მოემზადეთ _გაიცანით მაღალქულიანი აბიტურიენტები ჩოხატაურიდან!ეროვნულ გამოცდებში ისტორიის შედეგები რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც გამოცდაში მაღალი ქულები დაიმსახურეს: ჯერჯერობით, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 57 ქულით ჩაისუბნის სკოლის კურსდამთავრებული რატი რამიშვილი ლიდერობს. დანარჩენი აბიტურიენტების ქულები ასეთია: პირველი საჯარო სკოლა: მარიამ ტიშჩენკო _ 55 ქულა; სალომე მახარაძე _ 50 ქულა; ერეკლე მამალაძე _ 50 ქულა. სამრევლო სკოლა: ცოტნე გოცაძე _ 55 ქულა; ნინი მგალობლიშვილი _ 55 ქულა; ალექსანდრე წეროძე _ 52 ქულა; ქეთი ჩხიკვაძე _ 51 ქულა;  ნიკა ბედინეიშვილი _ 50 ქულა.  შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია, აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააჯილდოვდაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2019 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დააჯილდოვა. მსაგვსი ჯილდო მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წელსაც აქვს მიღებული. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2019 წელს განხორცილდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასება, რომელიც მოიცავს საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს 2010-2019 წლებში და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგებს.რეიტინგებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 100 % აქვს მინიჭებული. "აღნიშნული შედეგი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც მუდმივად ორიენტირებულნი არიან მოქალაქეთა საჭიროებებზე", _ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ ... ...
  • "ბაჩალიაშვილის საქმე" _ პოლიცია ZAG-ის თანამშრომლების სახლებს ჩხრეკსკომპანია ZAG-ის დირექტორის და ყველა თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. კონრკეტულად რას ეძებენ კომპანიის თანამშრომლების ბინებში უცნობია, თუმცა დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებას ZAG-ის წარმომადგენლები ბაჩანა ლობჟანიძის ბრალდებებს უკავშირებენ. გრძელდება "ბაჩანას გამოძიება" ... ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ. ბაჩანას მითითებებით და ბაჩანას აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით რისი მიღწევა უნდათ არ ვიცი. მაქვს კითხვა საგამოძბებო ორგანოებთან, ჩატარდა თუ არა თვითონ ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა - ამბობს კომპანიის ადვოკატი, რომელიც სახლებში, ჩხრეკის საჭიროებას ვერ ხედავს. კომპანიის დირექტორის სახლში უკვე დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები. ბინიდან პოლიციამ ტექნიკა და კომპიუტერები ამოიღო. კომპანიის იურისტის, მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, გამოძიებამ მათ 1 აგვისტოთი დათარიღებული ჩხრეკის ოქმი წარადგინა, რაც მასში ეჭვს იწვევს, რატომ დასჭირდა 1 კვირა გამოძიებას ჩხრეკის ჩასატარებლად, თუ ფიქრობდნენ, რომ ბინებში საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტს იპოვიდნენ. პარალელურად კი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დღეს ისევ შსს-ში დაიბარეს. ოჯახს გამოძიების მასალები უნდა გააცნონ. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მათ თანხებისა და ტრანზაქციების ისტორიები აინტერესებთ.  წყარო: ... ...
  • ვის ეკუთვნის “პარვუს ჯგუფი”, რომელიც ოზურგეთში ინტერნეტის ინფრასტრუქტურას მოაწყობსსაქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან იწყება. პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა 49 სოფლისთვის. პროექტს კომპანია “პარვუს ჯგუფი” განახორციელებს, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ 10-მილიონიანი ხელშეკრულება უტენდეროდ გააფორმა.კომპანია “პარვუს ჯგუფი” 2019 წლის მარტშია შექმნილი და მისი დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეა. ზუმბურიძემ სახელმწიფო კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში ზარალიანი სახელმწიფო უწყება იყო, 2018 წელს დატოვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა “აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო”. კომპანიაში დარჩენილი 50%-იანი წილი ეკუთვნის მამუკა პაპუაშვილს, რომელიც ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა ამავე სახელმწიფო კომპანიაში, ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.კომპანიის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,პარვუს ჯგუფის“ მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებას; განახორციელოს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა. ასევე, გაწიოს ელექტროენერგეტიკის სექტორში საკონსულტაციო მომსახურება.რატომ შეარჩია ეკონომიკის სამინისტრომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის განხორციელებისთვის “პარვუს ჯგუფი”?ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის განსახორციელებლად „ოუფენ ნეტმა“ ბაზრის/ფასთა კვლევა მიმდინარე წლის 9 მარტიდან გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია - შპს „პარვუს ჯგუფი“ შეირჩა. აქვე აღნიშნულია, რომ კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი მასშტაბური სახელმწიფო და კერძო პროექტი.სანამ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიირებდა, 10-მილიონიანი ხელშეკრულების უტენდეროდ გაფორმებისთვის “ოუფენ ნეტმა” საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. განაცხადში აღნიშნული იყო, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურის გაყვანა დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, რის გამოც შემსყიდველი უწყებებისგან ხელშეკრულების გაფორმების ნებართვას უტენდეროდ ითხოვდა.“წინასწარი დაგეგმვა შეუძლებელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ დადგენილების საფუძველზე, საპილოტე რეგიონი, შესაბამისი კომისიის მიერ განისაზღვრა 2020 წლის 9 მარტს, რის შემდეგაც ოუფენ ნეტმა დაუყოვნებლივ დაიწყო ბაზრის კვლევა პოტენციური მიმწოდებლებისა და პროექტირება-მშენებლობის ფასის დადგენის მიზნით (სულ გაეგზავნა 5 კომპანიას). აღნიშნულ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. აქედან გამომდინარე ოუფენ ნეტმა გაზარდა მიმწოდებლების რაოდენობა (17 კომპანია) და 8 აპრილს გამოცხადდა ხელახალი ბაზრის კვლევა. COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიისა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გახდა ბაზრის კვლევის ფარგლებში წინადადებების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის (23.04.2020) გაგრძელება 06 მაისამდე. შედეგად გამოვლინდა 2 პოტენციური მიმწოდებელი. აღნიშნულ მიმწოდებლებს შორის საუკეთესო წინადადების გამოვლენის მიზნით, ოუფენ ნეტმა დამატებით ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომელიც დასრულდა 18 მაისს,”- ნათქვამი იყო სახელმწიფოს კუთვნილი ა(ა)იპ-ის “ოუფენ ნეტის” განცხადში.საყოველთაო ინტერნეტიზაციასაქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა იწყება. პროექტისთვის მთავრობამ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. მის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს - 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან. თავდაპირველად, ინტერნეტიზაციის პროექტის დამფინანსებლად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დასახელდა. ამის შესახებ განცხადება 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. დღეს მთავრობა ამ პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ მსოფლიო ბანკს განიხილავს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...