"მიღმართელნო, მოღმართელნო, შორებელნო, ახლობელნო" _ კალანდას გილოცავთ!

მთავარი თემა

"მიღმართელნო, მოღმართელნო, შორებელნო, ახლობელნო" _ კალანდას გილოცავთ!

2019 იან 14 00:02:50

„შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი! ფეხი ჩემი _ კვალი ანგელოზისა!“ _ დღეს კალანდაა. როგორც გურიაში იტყვიან, ნამდვილი ახალი წელი!

როგორც სულხან საბა ორბელიანი წერს, კალანდა წლის თავია, ამიტომ ამ დღეს შესაშური სიუხვით ხვდებოდნენ: იკვლებოდა საკალანდო ღორი და ფრინველები, იზილებოდა ღომი, ცხვებოდა კეცის მჭადები, ხაჭაპურები და უტკბილესი ნაზუქები, კეთდებოდა საცივი... ამას ემატებოდა ტკბილეული, ღვინო და ეწყობოდა ნაირ-ნაირი ნუგბარით სავსე საკალანდო ტაბლა.

დღესასწაულს ოჯახი ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი უნდა შეხვედროდა. შემოვიდოდა კალანდა და პირველი სადღეგრძელო ოჯახში მშვიდობისა უნდა ყოფილიყო.

კალანდის შესახებ საინტერესო სტატიაა გამოქვეყნებული გაზეთ „ივერიის“ 1877 წლის გამოშვებაში (#29).

„პირველი ენკენისთვე გურულებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა. ამ დღეს ისინი,, დამდაგს “ ეძახიან, იმ მოსაზრებით, რომ ძველად ამ დღიდამ იწყებოდა ახალი წელიწადი. წინა ღამით ერთის ყვირილით, ლოცვით და თოფის ცემით მიეგებებიან ამ დღეს და ახლაც როცა ომიანობაა და მტრის ჯარი კარზედ გვიდგას , არ დაივიწყეს გურულებმა ეს ჩვეულება, რის გამოც ახირებული მდგომარეობა წარმოსდგა.

წარმოიდგინეთ ის დრო, როცა ბინდი ეცემა და დღე და ღამე ერთმანეთს შორდებიან, მასთან ძლიერი მოხშირებული წვიმა, როცა კაცს გარეთ გამოსვლაც კი ეძნელება, ამას თან დაურთევით ერთი ვაი კიჟინა და ვაის და უის ყვირილი და თან აჩქარებული თოფის ცემა ყოველ სოფელში და ყოველ ოჯახში ერთი და იმავე დროს და მაშინ მიხვდებით თუ რა ახირებული ფეთება დაემართება იმათ, ვინც ეს ხალხის ჩვეულება არ იცოდა... აბა, რა იცოდა რუსის აფიცრებმა, თუ გურულები ამ თოფის გვახა-გუხით თავიანთ ,,ზაკვავებს” და ,,მავნე სულებს” ეგებებოდნენ და აშინებდნენ... ბევრი მათგანი ფერ-მიხდილი გარბოდნენ თავიანთ უფროსებისკენ და თან არწმუნებდნენ ,,ტრევოგაც” ისმისო...

ამ დამდაგის წინა ღამეს აქ ,,შეფუცების” ღამეს ეძახიან და ყველა ოჯახის უფროსი ვალდებულია წარმოთქვას ხმამაღლათ, ყვირილით ხალხში ერთხელვე მიღებული ლოცვა და თან თოფებიც მიაყოლოს. ეს ამბავი ამ გვარად მოხდება ხოლმე: ყველა სახლის უფროსი შუა ღამეს გამუა გარეთ, ეზოში გამოაქვს თავისი სასროლი იარაღები და გასძახის ისე თითქოს მოეძინი ეძახოდეს ხალხს მინარეთიდან სალოცავად და მასთან ამ სიტყვებს წარმოთქვამდნენ:

,,მიღმართელნო, მოღმართელნო, შორებელნო, ახლობელნო.

თქვენი სვით და თქვენი ჭამეთ ჩემსას ჯვარი დამიწერეთ.

ჯვარი აქა, ჯვარი აქა“.

თან ისე დაიწივლებს, რომ ტანში ჟრუანტელი აგივლ-ჩაგივლის და მოჰყვება თოფის სროლას. ამას ,,გადაძახებას “ ეძახიან. ამ ჩვეულებას ყველა ისე ასრულებს ახლაც როგორც ასი წლის წინათ. თუმცა მისი მნიშვნელობა ბევრს გურიაში ისე აღარ სწამს, როგორც უწინ სწამდათ. მაგრამ იკითხავთ, რას წარმოადგენს ეს ,,გადაძახება”? ყველა გურულს სწამს, რომ ზოგიერთი კაცი და ქალი როცა მოხუცდებიან, ,,ზაკვავები ხდებიან, კუდიც გამოებმებათ, თვალიც ,,უკვეთს” და თან შეიძენენ იმგვარ თვისებას, რომ ადვილად გადაიქცევიან, თუ მათ სურთ, სხვადასხვა გარეულ და შინაურ პირუტყვებად, ფრინველებად და ისე დასტრიალებენ ქვეყანას, რომ ვნება რამ მოუტანოს.

მათი უფროსი ,,როკაპი” ხალხის გონებაში წარმოდგენილია როგორც ერთი მახინჯი დედაკაცი, რომელსაც უამრავი ქვეშევრდომი ჰყავს დედამიწაზე. ეს უკანასკნელნი კი ყველაფერს იტაცებენ თავისი როკაპისთვის შესაწირავად. გურულების აზრით, ამისთვის საჭიროა ზემოთ ხსენებული ლოცვა და თოფის სროლა, მერე ის, რომ ყველა ოჯახის შვილმა თავი ,,შეიბეჭდოს” _ მიიკრას თავზედ ოთხს ადგილას ჯვარად წმინდა სანთელი, შეიბეჭდოს ყველა შინაური პირუტყვი, ფრინველები, სახლ-კარი, ყანები და სხვა, რაც ოჯახში საჭირო საგნად ითვლება. და ამ ღამეს ფრთხილად უნდა იყოს მთელი სახლობა და არ უნდა დაიძინონ , რადგან ,,ზაკვავებმა”, რომლებიც გაშმაგებული დარბიან მათ ოჯახში არ შემოიარონ“, _ წერს გამოცემა.

კალანდობისთვის მზადების რიტუალი თავის ჩანაწერებში (ენთოგრაფიული გურია) აღწერილი აქვს აპოლონ წულაძესაც:

“გურულს ყველა დღესასწაული უყვარს, მაგრამ კალანდას და აღდგომას არაფერი ურჩევნია... ბარბარობამდე ორი-სამი დღით ადრე მეოჯახე კაცი ტყეში მიდის, მოჭრის ველური თხილის წმინდა წნელს, მოიტანს სახლში, მოღობავს ძარას, ანუ სასუქს... ,, ბარბარობა ქათმების პატარა დღეობაა.

ამ დროს მეოჯახე ქალი ქათმების დაპურების დროს დაიჭერს წინათვე დანიშნულ ქათმებს, არჩევს ბებერს, ნაკლებ კვერცხის მდებელს, ცუდ ,,მკეკელს”, ფრთხუს, უვარგისს, მოჭვას, ისეთს, რომელიც სათესლედ და სადგამურად არ გამოდგება, აგრეთვე ყვერულს, რომელიც საგანგებოდ, საკაიდღეოდ ჰყავს გამოზრდილი. ბარბარობიდან ერთი კვირის შემდეგ განსაკუთრებულ ადგილას, საგანგებო სამწყვდევში ჩასვამენ ღორს.

ქათმებიც და ღორიც სასუქში უნდა ყოფილიყო. ოჯახის ყველა წევრი ცდილობდა სხვებისთვის დაესწრო და სასუქში მყოფთათვის ,,კეკალი” დაეყარა, წყალიც დაესხა, თან ეთქვა:,,სუქ, სუქ, სუქ”. ღორი პირველ დღეებში პატივს იფერებს, ხარბად ჭამს, სიმინდის დაყრის დროს როთინით ხვდება, შემდეგ კი, როცა სიმსუქნე სძლევს, საჭმლით გულს ,,იმსუყებს”, ზარმაცობა ეპარება, უხალისობა ეტყობა, წვება და ნებივრობას იწყებს“, _ წერს წულაძე.

კალანდის განუყრელი ატრიბუტია ჩიჩილაკი, რომელიც თავდაპირველად ჩოხატაურში, სოფელ ბასილეთში დამზადდა. ჩიჩილაკს თხილის მსხვილი ჯოხისგან ამზადებენ. ჯოხს ჯერ გაახურებენ მეტი დრეკადობისთვის, კანს გააცლიან და მახვილი დანით ბოლოდან წვერისაკენ იწყებენ თხელი ბურბუშელების ათლას.

„ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მოჭრიდნენ თხილის გრძელ ჯოხს და წყალში ალბობდნენ. ახალი წლის წინა ღამეს კერიის ცეცხლზე ქერქს “დაბრაწავდნენ”, მერე კანს გააცლიდნენ, თლას დაიწყებდნენ და ცოტა ხანში თეთრწვერა ჩიჩილაკიც მზად იყო. მას სუროს შავმტევნიანი და კვალას წითელმარცვლიანი ტოტებით რთავდნენ. ხშირად ჩიჩილაკზე გაპუტული შაშვიც ეკიდა”, _ ვკითხულობთ ჩანაწერებში.

ხალხური ტრადიციით ჩიჩილაკს წმინდა ბასილის წვერს ადარებენ და ამით ხაზს უსვამენ სწრაფვას _ წმინდა ბასილისებური სიკეთის, სიუხვისა და ღვთისმოსაობისაკენ.

ტრადიციის თანახმად, ჩიჩილაკს წყალკურთხევამდე უნდა შეინახოთ, შემდეგ კი ან დაწვათ, ან წყალს გაატანოთ.

კიდევ ერთი ტრადიცია, რომელიც კალანდას უკავშირდება ასეთია _  კალანდის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა. მამაკაცები ღორის თავს, საახალწლო კვერს, საახალწლო სანოვაგით დატვირთულ გობს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს აიღებდნენ და მარნისკენ გაეშურებოდნენ. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი გობს ხმაამოუღებლად დადგამდა მიწაზე, ჩაფს ღვინით გაავსებდა და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებას დაჩოქილი შესთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს აიღებდა და წმინდა ბასილს შეეხვეწებოდა, რომ ამ კაკალივით აევსო ოჯახი ყოველივე სიკეთით.

ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართებოდა. მეკვლე კარებზე სამჯერ დააკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით: „კარი გამიღე!“ სახლიდან სამჯერ უპასუხებდნენ: „რა მოგაქვს?“. მეკვლე პასუხად ჩამოუთვლიდა: „მშვიდობა, ღვთის წყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური, ტკბილეული..." შემდეგ მას კარებს უღებდნენ და იწყებოდა საახალწლო მილოცვები.  




 ახალი ამბები
  • ლისის ტბის წართმევის საქმე ევროსასამართლოში გასაჩივრდასაქართველოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ლისის ტბის წართმევის საქმე გასაჩივრდა. აღნიშნულის შესახებ ლისის ტბის 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობების ყოფილმა მესაკუთრემ, ბიზნესმენმა რამაზ ახველდიანმა და ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, რამაზ ახველდიანის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს სახელმწიფომ რამაზ ახველდიანის წინაშე ვერ შეძლო ევროკონვენციით დაცული საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა, ეროვნული სასამართლოებმა მიიღეს არასაკმარისი მტკიცების მქონე გადაწყვეტილებები, საქართველოს პროკურატურამ კი არასათაანდო საქმისწარმოების გამო, ვერ შეძლო სამართალწარმოების პროცესში რამაზ ახვლედიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, კვალიფიკაცია, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება და პირის დაზარალებულად ცნობა შესაბამისი საპროცესო უფლებების წარმოშობისთვის. რამაზ ახვლედიანი ევროპულ სასამართლოში მოითხოვს, მოპასუხე სახელმწიფოს მიმართ დადგინდეს ევროკონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის სავარაუდო დარღვევა, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტის სავარაუდო დარღვევა და ევროკონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა ევროკონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით. „ჩვენ ძალიან რთულ საქმეზე ვსაუბრობთ, რომელიც თვალსაჩინო მაგალითია, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში დაშვებული სისტემური დანაშაულებების, მაგრამ უფრო მეტად მტკივნეულია იმის აღქმა და გათავისება, რომ სამართლიანობის აღდგენა არ შეეხო რამაზ ახვლედიანს. ხელისუფლებამ ვერ დაიცვა ლისის ტბის წართმევის საქმეზე კანონის უზენაესობა, მაგრამ ამ მიმართულებით, ჩვენ კვლავ გვაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას ნდობის რესურსი არ ამოუწურავს. ქართულ სახელმწიფოს ევროპულ სასამართლოში მოუწევს სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის აღება ბატონი ახვლედიანის წინაშე.  ევროპული სასამართლო იმსჯელებს, რა ფინანსური სანქცია უნდა დაეკისროს საქართველოს. ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ ობიექტური რეალობის გამო - ის, რაც სახელმწიფომ ბატონ ახვლედიანს წართმეული ლისის ტბის გამო უნდა გადაუხადოს, სინამდვილეში ეკუთვნის გადაიხადოს პოლიტიკას ამოფარებულმა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც ნამდვილად იცის ბიზნეს-პარტნიორის ღალატის ფასი. ჩვენ ლისის ტბის წართმევის საქმეზე ვიწყებთ ადვოკატირების ახალ პროცესს და სამართლებრივად პასუხს აგებს ყველა, ვინც მონაწილეობდა ბატონი ახვლედიანის უფლებების დარღვევაში. რამაზ ახვლედიანმა ლისის ტბაზე, გასულ წელს, აღიდგინა წყალმოსარგებლის უფლებები. ეს ბრძოლაც წინააღმდეგობებით სავსე გზას გაივლის და გარდაუვალი გამარჯვებით დასრულდება. მე ამას საზოგადოებას ვპირდები,“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით (რომელიც მხარემ 2019 წლის 23 ივლისს ჩაიბარა), რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ხანდაზნმულობის გამო. მოსამართლე მაია ვაჩაძემ ლისის ტბის წართმევის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულება კანონიერ ძალაში დატოვა და რამაზ ახვლედიანის მიერ ნების საწინააღმდეგოდ დათმობილი 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის კომპანიის „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ მფლობელობაში აღიარა. რამაზ ახვლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა. სასამართლომ მიუთითა, რომ პრეზიდენტის განკარგულება დაინტერესებული პირის მხრიდან უნდა გასაჩივრებულიყო გამოცემიდან 1 თვის ვადაში. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ სარწმუნო არ არის სისტემური დანაშაული - არ დასტურდება იძულების განგრძობადობა, ვინაიდან რამაზ ახვლედიანისთვის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გარკვეული პირობებით გადაცემა განხორციელდა სწორედ იმავე პრეზიდენტის მიერ იმავე ხელისუფლების მმართველობის პირობებში ქონების დათმობის 2006 წლის 4 ნოემბრის განცხადების შედგენამდე დაახლოებით 4 თვით ადრე, თუმცა მხარე ასაბუტებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კონფლიქტში მოდის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებასთან (ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე) და მეორეს მხრივ ავტორი მოსამართლეების მიერ 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებასთან (საქმე: ბს-236-234 (კ-16)), სადაც სასამართლომ ხანდაზმულობის ვადების ათვლა დაუკავშირა პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებისა და კომპეტენტური ორგანოსადმი მიმართვას ფაქტს, ხოლო სადავო აქტის გასაჩივრებისთვის განსაზღვრა არა მისი გამოცემის თარიღი, არამედ ჩაბარებიდან ერთთვიანი ვადა. მოსამართლეებმა: მაია ვაჩაძემ, ნუგზარ სხირტლაძემ და ვასილ როინიშვილმა სადავო აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის შეფასებისას, სხვა საქმეზე, ცალსახად განმარტეს, რომ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით აქტის ჩაბარება არის აქტის ძალაში შესვლისა და შესაბამისად, აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის პირობა, რამაზ ახვლედიანის შემთხვევაში კი, ამავე მოსამართლეებმა საწინააღმდეგოდ იმსჯელეს, რადგანაც რამაზ ახვლედიანმა სადავო აქტი სწორედ ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 1-თვიან ვადაში გაასაჩივრა, რაც საქმეზე მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორის სასარგებლო დასკვნებისა და სადავო აქტის გაუქმების უპირობო საფუძველს ქმნიდა, რაზეც სამმა მოსამართლემ შეგნებული დუმილი არჩია. საკასაციო სასამართლო სამართლებრივი შეფასების გარეშე ტოვებს რამაზ ახვლედიანის მხრიდან პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარემოების შეფასებას. სწორედ ამ გარემოების სამართლებრივი კვალიფიკაციის შედეგად, სასამართლო ვერ გაექცეოდა სინამდვილეს და რამაზ ახვლედიანის მხრიდან ვალდებულებების შესრულების ფაქტი საქმისთვის იქნებოდა უდავო ფაქტობრივი გარემოება. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი პირდაპირ გააბათილებდა რამაზ ახვლედიანის 2006 წლის 4 ნოემბრის ქონების დათმობის შესახებ განცხადებაში არსებულ ჩანაწერს, რა დროსაც, რამაზ ახვლედიანი, საორგანიზაციო ხასიათის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფოს თითქოსდა უთმობდა ქონებას, ეს კი, სასამართლოს იძულებულს ხდიდა ემსჯელა თავისუფალი ნების საწინააღმდეგოდ მიღებულ გადაწყვეტილებასა და ქონების უკანონოდ დათმობის ფაქტზე. ეროვნული დონის სასამართლოებმა არსებითად შელახეს რამაზ ახვლედიანის უფლებები და სადავო გარემოებების მიმართ არაერთი გამრუდებული დასკვნა წარმოადგინეს - თითქოსდა რამაზ ახვლედიანი არასდროს არ ყოფილა ლისის ტბის მიმდებარედ არსებული სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან არ გაფორმებულა ნასყიდობის ხელშეკრულება და არ მომხდარა უძრავი ქონების საფასურის გადახდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყოველივე ეს წარმოადგენს საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების გარეშე მსჯელობას, რაც გადაწყვეტილების სახით, ქმნის სრულიად წარმოუდგენელ მოცემულობას. ამიტომაც, შეუძლებელია, გადაწყვეტილებას გააჩნდეს ოდნავი კანონიერების პრეტენზია. მეტიც, მორალურ საფუძვლებსაც მოკლებულია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ რამაზ ახვლედიანს სადავო ქონებაზე არ გააჩნდა საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“, რაც გონივრულ კრიტიკასაც ვეღარ უძლებს. შესაბამისად, რჩება ერთმნიშვნელოვანი აღქმა იმისა, რომ ქართულმა სასამართლომ რამაზ ახვლედიანს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა მოუსპო. გადაწყვეტილება არ ატარებს საქმეზე დამოუკიდებელი მოსამართლეების ხელწერას. ექცევა პოლიტიკური მოვლენების ერთგვარ კონტექსტში და შეგნებულად, მსჯელობის არაერთ მონაკვეთში, მამუკა ხაზარაძის დასახელებასაც გაურბის. მოსამართლეები ხაზარაძეზე საუბრისას იყენებენ ტერმინს -  „ბიზნეს პარტნიორს“. ცნობისთვის: შექმნილია უხერხული გარემოებაც. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ნათქვამია - რამაზ ახვლედიანის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. რამაზ ახვლედიანის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო. შესაბამისად, გაურკვეველია ორი გარემოება - რა ნაწილში გაიზიარა საკასაციო სასამართლომ რამაზ ახვლედიანის დასკვნები, როდესაც აუქმებდა სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, გადაწყვეტილების მთლიან ტექსტში მსჯელობა არ არის. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში საუბარი არ არის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებაზეც, რომელიც მიუთითებლობის გარეშე, ავტომატურად გაუქმებულად ვერ ჩაითვლება. აღნიშნული გარემოებები მხარეს ეჭვს უჩენს შესაძლო სხვა გადაწყვეტილების პროექტზე, რომლითაც, შესაძლოა, საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაბრუნებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, თუმცა პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოებების შედეგად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგ მიმართული აქტი. ცნობისთვის: ლისის ტბის 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობების წართმევის საქმეზე „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მუშაობა 2015 წელს დაიწყეს და ახალი კვლევა გამოაქვეყნეს. ეროვნულ დონეზე, სამართალწარმოების პროცესი რამდენიმე მიმართულებით განვითარდა - ქონების დათმობის შესახებ გამოცემული პრეზიდენტის განკარგულების გაუქმების მოთხოვნითა და საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით რამაზ ახვლედიანის კომპანიის მიმართ გაცემული სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზიის იურიდიულად მოქმედების აღიარების მოთხოვნით. სასამართლომ ლისის ტბაზე ლიცენზია 2024 წლამდე რამაზ ახვლედიანის ექსკლუზიურ უფლებად აღიარა, რითაც აღნიშნული დავა ქართულ სასამართლოში წარმატებით დასრულდა. ქართულ სასამართლოში, მათ შორის ევროპულ სასამართლოში, რამაზ ახვლედიანის ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ... ...
  • 2019 წელს საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა გაიზარდა (R)საქართველოს რკინიგზა 2019 წლის შედეგებს აჯამებს და მაჩვენებლებს ასაჯაროებს. 2019 წელს, პირველად 9 წლის განმავლობაში,  საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა გაიზარდა და ზრდის მაჩვენებელი  ... ...
  • ურეკში ძაღლებმა ოთხი ადამიანი და ერთი თხა დაკბინესოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ურეკში ძაღლებმა ერთი კვირის განმავლობაში ოთხი ადამიანი და ერთ თხა დაკბინეს. “ზღვისპირა ურეკში საშინელი მდგომარეობაა. ამდენი ძაღლების შემოტევა არავის გვახსოვს. ერთ კვირაში ოთხი ადამიანი დაკბინეს. სანამდე უნდა გაგრძელდეს ასე, არ ვიცი და არც არავინ გვეუბნება,“ - უამბო “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა ურეკში მცხოვრებმა. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის“დირექტორი, თენგიზ ქუტიძე ამბობს, რომ არაერთხელ გამოიყვანეს ძაღლები ურეკიდან. “ყველა პროცესი კანონით და წესით ჩავატარეთ. ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში  ჩაუტარდათ აცრა და სხვა პროცესები. ამის შემდეგთკანონის გათვალისწინებით ისევ საიდანაც ავიყვანეთ იქ დავტოვეთ. ბევრი არის გასაკეთებელი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ასევე მინდა გითხრათ, რომ ურეკის გზაზე უპატრონოდ ტოვებენ ძაღლებს. მოყავთ თავიანთი კარმიდამოდან და გზაზე ტოვებენ,“_ გვითხრა თენგიზ ... ...
  • გაიცა თუ არა „სერვისცენტრის“ ბიუჯეტიდან არამიზნობრივად 1000 ლარია(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის“ თანამშრომლების ერთმა ნაწილმა რესტორან “ელეგანტში“, „ბედობას დღეს“, 15 იანვარს, კორპორატიული საღამო გამართეს. ერთი შეხედვით, ამ ღონისძიების გაამართვაში უჩვეულო არაფერია, თუმცა, “გურია ნიუსს“ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მუსიკალური და ე. წ. “მხიარული თამაშებისთვის“ საჭირო 1000 ლარი ზემოთ აღნიშნული ცენტრის ბიუჯეტიდან უნდა გადაიხადონ. “მაქვს ინფორმაცია, რომ ეს თანხა მომსახურების სერვისცენტრის ბიუჯეტიდან გაიწერება. ნამდვილად ვიცი, რომ თანამშრომლებმა მხოლოდ სუფრის ფული დადეს. ასევე, საღამოზე არ იყვნენ მიწვეული ის თანამშრომლები, რომლებიც დღე-ღამე მუშაობენ გარეთ. სამაგიეროდ, იყვნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველი პირები. ამ ხალხს უფრო მეტი  დაფასება უნდა _ 80 ლარი ძლივს გაიმეტეს საახალწლოდ მეეზოვებისთვის და 1000 ლარის გამოყოფას უცებ ახერხებენ“, _ გვითხრა ერთ-ერთმა ოზურგეთელმა, რომლის ვინაობას, მისი თხოვნიდან გამომდინარე, არ ვასაჯაროვებთ. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის“ დირექტორი თენგიზ ქუტიძე: _ არანაირი 1000 ლარი არ გაცემულა. წინასწარ დაჯამდა თანხა და ერთიანად მოხდა გადახდა. _ ბატონო თენგიზ, ჩვენი წყარო ირწმუნება, რომ თანამშრომლებმა მხოლოდ სუფრის თანხა გადაიხადეს? _ არ ვადასტურებ, _ გვითხრა თენგიზ ქუტიძემ. ჩვენ გამოვითხოვთ საჯარო ინფორმაციას „სერვისცენტრიდან“ და გავარკვევთ, მართლაც გადაიხადა თუ არა ბიუჯეტმა აღნიშნული ... ...
  • წვიმა, თოვლი და ქარი-უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 იანვარს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 21-22 იანავარს ზოგიერთ, ხოლო 23 იანვარს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში 20-21 იანვარს შენარჩუნებული იქნება ცივი და ღრუბლიანი ამინდი, ზოგან მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. 22-23 იანვარს ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იწვიმებს, მთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. თბილისში 20-21 იანვარს ცივი, ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, შესაძლებელია მცირე თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი იქნება. 21-23 იანვარს ნალექი მოსალოდნელი არ არის, ტემპეტრატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსამდე მოიმატებს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

საზოგადოება

 

2019 წელს საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა გაიზარდა (R)

საქართველოს რკინიგზა 2019 წლის შედეგებს აჯამებს და მაჩვენებლებს ასაჯაროებს. 2019 წელს, პირველად 9 წლის განმავლობაში,  საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა გაიზარდა და ზრდის მაჩვენებელი  9%-ს შეადგენს!

სრულად