"მიწას ეზიდებიან, რომ კვალი წაშალონ! წაშლილი ვნახე მაგათი სახსენებელი!"

მთავარი თემა

"მიწას ეზიდებიან, რომ კვალი წაშალონ! წაშლილი ვნახე მაგათი სახსენებელი!"

2018 აგვ 26 09:48:13

ოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩის ბოლოში, სადაც მდინარე ბჟუჟის სანაპიროს მოსახლეობისგან ვრცელი ჭალა გამოყოფს, კარგა ხანია, მინდვრებზე დასუფთავების სამსახურის მიერ გატანილი ნაგვის მთები მოზღვავდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.

"გურია ნიუსთან" საუბარში ჯორჯიაშვილის ქუჩის არა ერთი მცხოვრები საუბრობს არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით:

"მოვლენ, მოიტანენ ამდენ სიბინძურეს, ნარჩენებს და დაყრიან. რას ეტყვი? მოძველბიჭო ხალხი ბევრი ჰყავთ იქ".

"ნაგავსაყრელი ოფიციალურად სოფელ მერიაშია გახსნილი _ ეს ყველამ იცის, მით უფრო, მაგ მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელობამ. რატომ ყრიან აქ? მარა "ხალტურაა", ჩემო კარგო, აქამდე ორი ლიტრი საწვავიც არ სჭირდება მანქანას, მერიამდე კი ათი ლიტრი მაინც უნდა. ასე თეთრდება ფული";

 "უფროსმა იცის თუ არა, ჩვენ არ ვიცით, მარა, აბა, რა იცის, მისი სამსახურის მანქანები რომ აქ იცლება, მერე კიდევ მიწა მოაქვთ კვალის წასაშლელად და ზედ აყრიან, ახალი ამბავია?"

"სახელის და გვარის ჩაწერა რად გინდათ _ ისევ ჩვენ გადაგვეკიდონ? ამდენ სამშენებლო ნარჩენს, არხებიდან ამოღებულ ნაგავს, დავიჯეროთ, მხოლოდ ორი "შოფერი" დაყრის აქ და მორჩა? ხომ ხედავთ, უკვე მიწის მოზიდვაც დაწყებულია, რომ კვალი წაშალონ. წაშლილი ვნახეთ მაგათი სახსენებელი"... _ უკმაყოფილებას გამოთქვამენ ნაგავსაყრელის ახლომახლო მცხოვრებთა ერთი ჯგუფი, რომელთაც ვინაობის გამხელა ამჯერად არ ისურვეს: "არაფრის გვეშინია, მაგრამ, ჯერჯერობით, ასე გვირჩევნია. ფაქტებს კი ხედავთ", _ ამბობენ ისინი.

მდინარე ბჟუჟის სანაპირო ზოლის გასწვრივ, ნარჩენების გორებია თავმოყრილი. როცა იქ მივედით, ზოგ მათგანს ცეცხლის კვამლიც ადიოდა. თუმცა, უმეტესობა მკვრივი სამშენებლო მასალების ნარჩენებია და ბუნებრივია, დაწვა ვერ მოხერხდება.

 "გურია ნიუსთან" წყარო ამბობს, რომ ოზურგეთის მომსახურების ცენტრში არაერთხელ რეკავენ კერძო პირები, უმეტესად ჩინოვნიკები ან ახლო ნაცნობები, რომლებიც საკუთარი კარმიდამოს დასუფთავებას ითხოვენ:

"მოუნდება დეპუტატს თუ დირექტორს ეზოს დასუფთავება და მუქთი არ ჯობს? დარეკავენ და მუშაობენ "ვირები". მერე მიაქვთ ახლოს. რა ვალდებულია მომსახურების ცენტრი კერძო პირთა კარმიდამოები ასუფთაოს და მათი ნაგავი ზიდოს? წავა ის მენაგვე და კი დაყრის "ყურის ძირში". ერთ ჭიქა წყალს ასმევს ვინმე სანაცვლოდ? რატომ უნდა გააკეთებინო არაერთხელ ის საქმე თანამშრომელს, რაც არ ევალება? მუქთი კუბოც უყვარს ბევრს..." _ ამბობს ჩვენი წყარო.

"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის დირექტორს, თენგიზ ქუტიძეს დაუკავშირდა:

_ ბატონო თენგიზ, ჯორჯიაშვილის ქუჩის ბოლოში ახალი ნაგავსაყრელი ხომ არ გახსნილა, იქ თქვენი მანქანები ნაგავს რომ ეზიდებიან?!

_ არა, როგორ გეკადრებათ. ახლავე დავუძახებ და გავარკვევ.

_ იქ მცხოვრებნი გვეუბნებიან, რომ სოფელ მერიაში, ნაგავსაყრელზე ნაგვის წაღება ეზარებათ და თან საწვავსაც ზოგავენ...

_ რას ამბობთ, როგორ შეიძლება?! გამორიცხულია.

_ ადგილზე ვიყავით, ვნახეთ, გვაქვს ფოტომასალა...

_ დავუძახებ და გავარკვევ, ვისაც ევალება.

_ როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, მიწა მოაქვთ და კვალის წასაშლელად ნაგავს ზემოდან აყრიან...

_ დავუძახებ, ვისაც ევალება, მიწას დავაყრევინებ და მოვასწორებინებ, თუ რაიმე ყრია იქ.

_ თქვენი სამსახურის ტრანსპორტი ნარჩენებს მერიის ნაგავსაყრელზე ეზიდება?

_ დიახ, მერიის ნაგავსაყრელზე, სხვაგან არსად. ვიმეორებ, დავუძახებ და თუკი რაიმე მსგავსი არსებობს, გამოვასწორებინებ.

_ თქვენ დღემდე არ იცოდით ამის შესახებ?

_არა! ეს როგორ შეიძლება?! _ გვითხრა ქუტიძემ.

თენგიზ ქუტიძე მოგვიანებით დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ შესაბამისი ღონისძიება გაატარა:

_ როგორც ჩვენმა თანამშრომლებმა განმარტეს, ჯორჯიაშვილის ქუჩის ბოლოში მცხოვრებმა გაბედავების ოჯახის წარმომადგენლებმა ითხოვეს ნარჩენების მიტანა და დაყრა, არსებული ორმოების ამოსავსებად. მხოლოდ ამიტომ მიიტანეს და მერე მიწაც დააყარეს.

რაც შეეხება იქ არსებული სამშენებლო ნარჩენების გროვებს, ის ჩვენი მიტანილი არ არის. თანამშრომლებმა მითხრეს ისიც, რომ იქ გაიტანეს ქალაქში მოგროვილი ჭადრის ფოთლები და იქვე დაწვეს. რაც შეეხება ვინმეს კარმიდამოს დასუფთავებას, ჩვენ არც ერთი თანამდებობის პირის ეზოს არ ვასუფთავებთ და თუ ასეა, თქვან, კონკრეტულად ვის დავუსუფთავეთ, _ გვითხრა თენგიზ ქუტიძემ.




 ახალი ამბები
  • ქმარმა ცოლი საჭმლის დროულად არ მიტანის გამო გაკოჭა, სცემა და დანით დაჭრა14 თებერვალს, მარნეულის რაიონში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა მის გამო, რომ მეუღლემ დროულად არ მიუტანა საჭმელი, სასტიკად სცემა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მტავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. როდესაც დაზარალებული  წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, იატაკზე წააქცია და ხელ-ფეხი პლასტმასის ე.წ. ხამუთებით შეუბოჭა, რა დროსაც ცოლის წინააღმდეგობის დასაძლევად ფეხში დანა ჩაარტყა. ქალი შებოჭილი, დაახლოებით, 4 საათის განმავლობაში იყო და ამ დროის განმავლობაში ქმარი მას ფიზიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის მისაყენებლად ფეხებით და ხელებით სცემდა. სამართალდამცველებმა გ.გ. 2018 წლის 17 თებერვალს დააკავეს. მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ) და 111,1441 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება) წარუდგინა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • ახალციხეში გარყვნილი ქმედებისთვის პაკისტანის მოქალაქე დააკავესახალციხეში 7 არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ქმედების  პაკისტანის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ახალციხის სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით ... ...
  • გზავნილებიდან მიღებული შემოსავალი სესხის გაცემისას დამაბრკოლებელი ფაქტორი აღარ იქნება„მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის რეგულაციების ვადა არ იცვვლება და ძალაში შედის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან. კარგია ის, რომ ინდუსტრია და მარეგულირებელი ისეთ კონფიგურაციაზე შეთანხმდნენ, რომელიც მისი ეტაპობრივი დანერგვის საშუალებას იძლევა“, -ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს” მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ დამფუძნებელმა განუცხადა. მისი განმარტებით, ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებების შედეგად, სესხის გაცემისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში, დაუსაბუთებელი შემოსავლების გათვალისწინებაც მოხდება. „რეგულაციების შესახებ არსებული დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პირველი ვერსია გამოვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორისთვის, შემოსავლები, რომლებიც დოკუმენტებით არ არის დადასტურებული, კვლავ იქნება მიჩნეული შემოსავლად და მისი დადგენის სექტორში არსებული პრაქტიკა იქნება გათვალისწინებული. ასევე ჩვენთვის პრაქტიკულად არაფერი არ იცვლება ბიზნესის დაფინანსების კუთხით. გარკვეულწილად შეიზღუდება სამომხმარებლო დაკრედიტება და მოექცევა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოში. საქართველოში მთელი ჯამური შემოსავლის მხოლოდ 45%-ია ხელფასის სახით არსებული შემოსავალი. დანარჩენი ფრაგმენტული, სეზონური და არარეგულარული ბიზნესშემოსავლებია. ასევე ჩვენი კლიენტების შემთხვევაში, დიდი წილი უჭირავს უცხოეთიდან განხორციელებულ გზავნილებს. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინება მოხდა რეგულაციებში. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, რეგულაციებმა სწორი სახე მიიღო. ჩვენ გავაგრძელებთ ბიზნესის დაფინანსებას და ასევე კლიენტების სამომხმარებლო საჭიროებების დაკრედიტებას, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ამ ოჯახების ფინანსური პრობლემები წარმოიშვას,“- განაცხადა არჩილ ბაკურაძემ. „კრისტალის“ დამფუძნებლის პროგნოზით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ფინანსური სექტორი ზრდას განაგრძობს, მაგრამ ტემპი შენელდება. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის დადგენილებით, „ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ“ ახალი რეგულაციები საბანკო სექტორზე 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა აღნიშნულმა ვადამ 15 ნოემბრამდე გადაიწია. დანარჩენ საფინანსო სექტორზე კი რეგულაციების გავრცელება 2019 წლის იანვრიდან ... ...
  • საბერძნეთში ტრეფიკინგში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს 290-წლიანი პატიმრობა მიუსაჯესსალონიკის სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს 290-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობის ვადა საქართველოს მოქალაქის მიერ ჩადენილი დანაშაულის ჯამით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Protothema წერს.  სასამართლომ საქართველოს მოქალაქე არალეგალი მიგრანტების ტრეფიკინგის ცხრა შეთხვევაში ცნო დამნაშავედ, რომლებიც 2016-2017 წლებში ხორციელდებოდა. კრიმინალურ დაჯგუფებას, რომლის მეთაური საქართველოს მოქალაქე იყო, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მიგრანტები თურქეთიდან სალონიკსა და ათენში გადაჰყავდა. ერთ-ერთი ასეთი პროცედურის დროს, ავარიაში დაიღუპა ირანის მოქალაქე, რომლის საშუალებითაც პოლიციამ დაჯგუფებაზე გასვლა მოახერხა.  საქართველოს მოქალაქესთან ერთად ადამიანების ტრეფიკინგში დამნაშავედ საბერძნეთის ერთი და მოლდოვის ერთი მოქალაქე ... ...
  • "ინტერის" მაისური კახა კალაძისთვის და ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე -"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას „ქართული ოცნების“ წევრების გაღიზიანება მოჰყვა. ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ არჩევნების პირველ ტურში წაგების გამო, კახა კალაძე ბაგა-ბაღების დირექტორებს ავიწროებს. ოპოზიციის წარომადგენელმა სხდომაზე მილანის საფეხბურთო ნაკრების „ინტერის“ ფორმა მიიტანა და განაცხადა, რომ დედაქალაქის მერს არ ესმის თბილისელების, ამიტომ მას მისივე ენით უნდა დაელაპარაკოს. „თბილისური და ქალაქური არ ესმის მერს და არაფრის გათვალისწინება არ უნდა. ხალხის წინააღმდეგ რომ არის სულ, დედაქალაქის მერს მის ენაზე მინდა, დაველაპარაკო. ეს არის მილანის „ინტერის“ ფორმა. „მილანი" და მილანის „ინტერი“ არიან დაპირისპირებულები და კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც "ინტერის" ფეხბურთელებს, როგორც მოწინააღმდეგეებს. ეს ფორმა გადაეცით კალაძეს,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რის შემდეგაც ის უმრავლესობის დეპუტატებისკენგაემართა და სცადა მათთვის მაისური გადაეცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი შეეცადა, ლევან ხაბეიშვილისთვის მისივე მოტანილი მაისური ჩაეცვა.  ... ...

არქივი

ზაფრანი

წიწიბურის დიეტა

წიწიბურას სასარგებლო თვისებების წყალობით შესაძლებელია...

როგორ ვამხილოთ მოღალატე მეორე ნახევარი

ბევრი, ვისაც მეორე ნახევარი ღალატობს,...

მკურნალი ძაღლები

ძაღლებს განსაკუთრებულად ძლიერი ყნოსვა აქვთ....

რამდენი კილოგრამი მიიჩნევა სიმსუქნედ?

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 40...

„გულახდილი“ ჯენიფერ ლოპესი

რამდენიმე დღის წინ ტინდერის "Swipe...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?