"მხოლოდ არჩევნების წლებში არ ცხოვრობენ ადამიანები ამ ქვეყანაზე"

მთავარი თემა

"მხოლოდ არჩევნების წლებში არ ცხოვრობენ ადამიანები ამ ქვეყანაზე"

2018 ნოე 27 13:19:20

"31 დეკემბრამდე 600 000 ათასი მოქალაქეზე მეტი "შავი სიიდან" ამოვა", _ ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე 19 ნოემბერს განაცხადა. მსგავსი გადაწყვეტილება საქართველოს ისტორიაში პირველია და უკვე მოჰყვა დიდი გამოხმაურება.

ამავე დღეს, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2018 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 0.1 პროცენტით გაიზარდა და 12.2 პროცენტი შეადგინა:

"წინა კვარტალთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე და დასაქმების დონე გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა კვარტალთან შედარებით შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 0.9 პროცენტული პუნქტით", _ აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში იმყოფებოდა და აღნიშნულ საკითხებზე მოსახლეობის აზრი მოისმინა.

სოფელ ნატანებში ე. წ. მე-11 რაიონში "გურია ნიუსი" გულნაზ და ბენია ტრაპაიძეებს მაშინ ჩაწერა, როდესაც ისინი მანდარინს კრეფდნენ.

გულნაზ ტრაპაიძე: "მე რომ არ ვარ გაჭირვებული, იმას ხომ არ ნიშნავს, ყველა ასე ცხოვრობს? ძალიან კარგი ამბავია და იმედია, ეს გაჟღერებული ინფორმაცია ბოლომდე ასრულდება. ძალიან უჭირს ხალხს და მსგავსი პროექტი უნდა იყოს არა მხოლოდ არჩევნებისას, არამედ არასაარჩევნო წელსაც".

ჩვენმა რესპონდენტებმა დასაქმების პრობლემასა და უმუშევრობაზეც ისაუბრეს:

"სამუშაო რომც იყოს, არ უნდათ მუშაობა. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში სამკერვალო ფაბრიკები არსებობს და ბევრს იქ მუშაობა არ უნდა. ასწავლიან კერვას და თავიდან 270 ლარს აძლევენ, მაგრამ არ უნდათ. პირდაპირ 1 000 ლარს ვინ მოგცემ?!

ისეთებს აძლევენ სოციალურად დაუცველის სტატუსს, რომლებსაც არ ეკუთვნით. მინდა, რაც შეიძლება მეტად ობიექტურად და სამართლიანად მიანიჭონ ეს ქულები ისეთებს, რომლებსაც მართლა სჭირდებათ დახმარება. სამი მამაკაცი რომ არის სახლში და არაფერს აკეთებენ, მაგათ დახმარება რატომ უნდა მისცეს სახელმწიფომ?! მეზობლად ცხოვრობს ერთი ქალი, რომელსაც ორი შვილი, ქმარი და შვილიშვილი მოუკვდა. უკიდურესად გაჭირვებულია, რამდენიმე ოპერაცია აქვს გადატანილი და წამლების ფული არ აქვთ. სწორედ ასეთ ადამიანებს სჭირდება სახელმწიფოსგან დახმარება ("გურია ნიუსი" ამ ქალბატონის შესახებ სტატიას უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ. ავტ)".

მაყვალა ჯორბენაძე: "ბევრი არის ისეთი, ვისაც დიდძალი ვალი აქვს და  კარგი იქნება მათაც ჩამოაწერონ, მაგრამ ჩვენზე ხომ არ არის ეს დამოკიდებული? ხალხს რაც ბევრი სასიკეთო საქმეს გაუკეთებს მთავრობა, უკეთესია. იმედია, ის ხალხი, ვინც ახლა არიან "შავ სიაში" და დაეხმარებიან, კიდევ არ აიღებენ ვალებს".

იამზე ნათენაძე: "ვისაც ეს თანხები ტელეფონის საყიდლად ან გასართობად აქვთ აღებული და ამის გამო მოხვდნენ "შავ სიაში", ამის გამო სესხის დაფარვა, არ მგონია, მართებული იყოს. არის ხალხი, რომლებსაც ისე უჭირთ, წამლის და საჭმლის ფული არ აქვთ. რაღაც უფრო ეფექტური პროექტები უნდა გახორციელდეს, რომ ხალხი დაასაქმონ და შემდეგ ასეთი სიდუხჭირე არ იქნება. 200 ლარზე მეტი წამალი ჭირდება ჩემს დედამთილს, პენსია კი 180 ლარი აქვს".

სოფელ ნატანებში ისეთი ადამიანებიც ვნახეთ, რომლებმაც სახელი და გვარის დასახელებისგან თავი შეიკავეს, თუმცა, საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარეს:

"ჩვენ ვინ ვართ, იცით?! "უკუდო ამპარტავნები"!  არ გვინდა ვთქვათ, როგორ გვიჭირს, არადა ყველას გვიჭირს და ყველა ოჯახში პრობლემებია. ოჯახში თუ ერთი ადამიანი მუშაობს, დიდი ამბავია. თხილის მოსავალი, ორ წელზე მეტია, არ აგვიღია, ახლა დარჩა ხალხი ციტრუსის იმედზე და ვნახოთ, რა იქნება. იმედია, ნორმალურ ფასად ჩააბარებენ ციტრუსს. ნატანებში არის ადგილები, სადაც მანდარინი არ გვაქვს და ახლა ხვალინდელი დღის იმედით ვცხოვრობთ. ათასი დაავადება აქვს თხილს და იმის საშუალება არ გვაქვს, რომ ვუწამლოთ. წელს ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლები კი ჩაატარეს, მაგრამ თხილი საერთოდ არ იყო. მგონი, ამ შეწამვლამ ციტრუსს კი უშველა. მეტი ყურადღებაა საჭირო და ხელისუფლებამ უნდა მიხედოს ხალხს. მხოლოდ არჩევნების წლებში არ ცხოვრობენ ადამიანები ამ ქვეყანაზე".

ნატანებელები ციტრუსოვანთა დაბალ ფასზე საუბრობენ:

"მოსავალი კარგია და კმაყოფილები ვართ, მაგრამ ფასი დაბალია. ჯერ არავინ მოსულა ციტრუსის საყიდლად, არც ჩამბარებელი პუნქტებია გახსნილი. როგორც გავიგეთ, ერთი კილოგრამი მანდარინის ფასი 60 თეთრია. ციტრუსის ფულით ვყიდულობთ სხვადასხვა პროდუქტს შემდეგ და ამით გაგვაქვს თავი", _ გვითხრეს ადგილობრივებმა.

როგორც ნატანების მცხოვრებლებმა გვითხრეს, "სოფელში უკვე გაიყვანეს ბუნებრივი აირი, ახლა წყალი შეყავთ და კარგი იქნება, თუ ასე გაგრძელდება სხვადასხვა პროექტის გახორციელება". თუმცა, მათი თქმით, დიდი ხანია ე. წ. მე-11 რაიონში გზა არ დაუგიათ და ხელისუფლებას სთხოვენ, ამ პრობლემის მოგვარებისთვისაც იზრუნონ.




 ახალი ამბები
  • შესაძლებელია თუ არა სიგარეტზე ფასების მატებით მწეველების რაოდენობის შემცირებასიგარეტებზე ფასები ყოველწლიურად 2-ჯერ ან 3-ჯერ მაინც იმატებს, 2016 წლის შემდეგ თამაბქოზე ფასები გაორმაგებულია, მაგალითად, 2016 წელს, ერთი კოლოფი „მალბორო“ თუ ღირდა 3 ლარი, დღეს მისი ფასი 6 ლარს შეადგენს, „პარლამენტის“ კი 4.30 ლარიდან 6.80 ლარამდე გაიზარდ. გაორმაგდა თუთუნის ფასიც. ეს გამოწვეულია, მთავრობის მიერ საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით, რომლის თანახმად, იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა,  ხოლო, უფილტრო(თუთუნი) აქციზის გადასახადმა მოიმატა. მთავრობის განცხადებით,  სიგარეტებზე ფასების მატება მიზნად ისახავს მოსახლეობაში მწეველების შემცირებას, თუმცა ამ ინიციატივას მოწინააღმდეგებიც გამოუჩნდა, საზოგადოების ნაწილის და ექსპერტების  განცხადებით, მწეველების შემცირება ამ რეგულაციებით ვერ მოხერხდება, პირიქით ეს  შედეგი, მხოლოდ ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს.  როგორც, კომპანია ,,ბრითიშ-ამერიკან-ტობაკოში“ აცხადებენ, დაუსაბუთებელია  ხელისუფლების არგუმენტი იმის შესახებ, რომ სიგარეტზე ფასის ზრდა მოხმარებას შეამცირებს და ხაზს უსვანე იმ ფაქტს,  რომ სიგარეტით ვაჭრობამ “შავ ბაზარზე” გადაინაცვლა. მათი თქმით,  მწეველთა შემცირება,  შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, სოციალურ-ეკონომიკური დონის აწევით. აღნიშნულმა რეგულაციამ კი ქვეყნაში არარეგალური სიგარეტის შემოდინება გამოიწვია.  “საერთაშორისო გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, მოწევას ამცირებს მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური დონის აწევა. თუ ვინმე იტყვის, რომ სიგარეტს თავს დაანებებს საშინელი რეგულაციებით და აქციზის ზრდით, ეს არის სიცრუე. რაც შეეხება გაყიდვების შემცირებას, ამის მოლოდინი გვაქვს, მაგრამ არალეგალური პროდუქტის ხარჯზე. არალეგალური  სიგარეტის შემოდინება გაიზარდა. საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი შემთხვევები ამაზე მეტყველებს. არალეგალური სიგარეტის ორი შემოდინება იქნება რადიკალური ორი მიმართულებიდან: ერთი- რუსეთიდან აფხაზეთის გავლით და მეორე - სომხეთიდან. სულ მალე 500-კოლოფიანი შეფუთვის ფასს შორის განსხვავება სომხეთსა და საქართველოს შორის 500 დოლარი იქნება. ასე რომ, არალეგალური სიგარეტის შემოტანის ცდუნება არის დიდი და ამის ხარჯზე მოხდება ჩვენი გაყიდვების შემცირება, თუმცა მწეველთა რაოდენობა იგივე დარჩება”,_  აცხადებენ კომპანიაში. ,,გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რამდენად შესაძლებელია სიგარეტზე ფასების ზრდით, ადამიანებმა თამბაქოს მოხმარებას თავი დაანებონ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კი   ფსიქიატრს,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს,  პროფესორ ნინო ოკრიბელაშვილს  ესაუბრა. მისი განცხადებით, სიგარეტზე თავის დანებება ძალიან რთულია, რადგან  ადამიანისთვის, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით  მძიმე გამოწვევაა, ასევე აღნიშნავს, რომ თამბაქოს ნაწარმზე მაღალი ფასი   მოწევის შეწყვეტაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ  ახდენს. _ ქალბატონო ნინო, რამდენად რთულია მწეველმა  თამბაქოს მოწევას თავი  დაანებოს? _თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებება მარტივი არ არის - არც ემოციური და არც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ეს არის მძიმე გამოწვევა ადამიანისთვის, მისი სხეულისთვის, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მიეჩვია იმ „ქიმიურ“ სიმშვიდესა და სიამოვნებას, რაც ნიკოტინის მიერ ჰემატო-ენცეფალური ბარიერის გადალახვას და თავის ტვინში დოფამინური სისტემის აქტივაციას მოჰყვება. ანუ მოწევის შეწყვეტა დამოკიდეულების ციკლის გახლეჩას გულისხმობს... მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს მოწევის შეწყვეტის მოტივაცია ბევრ ადამიანს აქვს, მხოლოდ 4-დან 7 პროცენტამდე თამბაქოს მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ერთბაშად,  მკვეთრად შეწყვიტოს მოხმარება. ეს, ერთი მხრივ, ძლიერი ნებისყოფის  საკითხია. თუმცა, არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება თავად თავის დანებებისას გამოვლენილ ე.წ. აღკვეთის მძიმე   სიმპტომებს, როგორიცაა   გაღიზიანებადობა,  შფოთვა, მოუსვენრობა, უგუნებობა, მომატებული მადა, თავის ტკივილი, კონცენტრაციის სირთულე, კოშმარები ან ძილის პრობლემები... და ადამიანი, სწორედ ამ სიმპტომების გამო, კვლავ  სიგარეტის მოწევას იწყებს. _ თამბაქოზე ფასების მატება, ხელს თუ შეუწყობს მწეველების შემცირებას? _ დღეს არსებული მტკიცებულებები არასაკმარისია. როგორც კვლევები აჩვენებს, თამბაქოს ნაწარმზე მაღალი ფასი მოწევის შეწყვეტაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. მაგალითად, 100%-ით სიგარეტის ფასის გაზრდა მხოლოდ 5%-ით ამცირებს მოზრდილ პოპულაციაში მის მოხმარებას. იაპონიაში 7 წლიანი დაკვირვებით ნაჩვენებია, რომ სიგარეტის 40%-ით გაძვირების შემდეგ შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც თავის დანებების შემდეგ კვლავ დაიწყეს მოწევა, მცირედ  შემცირდა აქტიურ  მწეველთა რაოდენობა, მაგრამ მოხდა სხვა, “ნაკლებად საყვარელი გემოს“ ანუ უფრო იაფიან მოსაწევზე გადანაცვლება. _ თუ ფასების მატების მიუხედავად ადამიანები, ვერ შეძლებენ   მოწევის დანებებას, ამ შემთხვევაში, ჯანმრთელობის კუთხით თუ  შეექმნებათ  რაიმე სახის პრობლემა, როცა მოთხოვნილების  დააკმაყოფილებას ვერ ახერხებენ? _ დროთა განმავლობაში, ჯანმრთელობას უფრო მეტი პრობლემა შეექმნება, თუ ადამიანი მოწევას გააგრძელებს.  ადამიანი, რომელიც სიგარეტზე მოთხოვნის შემცირებას წინასწარ დაგეგმავს, შემცირებს იმ სიტუაციებს (ე.წ. ტრიგერებს), რაც აცხოველებს სიგარეტის მიმართ მოთხოვნას -  უფრო თანმიმდევრულად და ნაკლები პრობლემებით შეძლებს მოწევისტვის თავის დანებებას.  მინდა ყველამ იცოდეს, რომ კარგი შედეგები უკვე ერთი საათის შემდეგ იწყება... 1 დღის შემდეგ გულის შეტევის განვითარების რისკი შემცირებას იწყებს, 2 დღის შემდეგ მცირედით აღდგება ყნოსვისა და გემოვნებითი შეგრძნებები; 5 წელიწადში - პირის ღრუს, ხორხის, საყლაპავის, ნაღვლის ბუშტის სიმსივნის რისკი ნახევრდება და მკვეთრად მცირდება ინსულტის განვითარების რისკიც. 10 წელში - ფილტვის და პანრეასის კიბოთი სიკვდილის შემთხვევები ნახევრდება. ამიტომაც ყოველი დღე - უსიგარეტოდ გატარებული, აღქმული უნდა იყოს, როგორც წარმატება და ნებისმიერი ჩავარდნა - დამარცხებად არ უნდა აღიქვათ. როგორც ცნობილია, ფასების მატება 2024 წლამდე ისევ ... ...
  • ყაჩაღობა თბილისში-დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეუცხო ქვეყნის მოქალაქემ  თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღაბის მიზნით, ამავე ჯიხურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა 15 იანვარს მოხდა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული 1996 წელს დაბადებული, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ჰ.მ.-ს თანამზრახველის ვინაობა დაადგინა და მისი დაკავების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.    დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ... ...
  • სუს-მა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი დააკავასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ჰ. ნ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰ. ნ-მ  საქართველოს ორ მოქალაქეს ნინოწმინდაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრით სარგებლობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 30 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 3000 ლარი. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნტქით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ... ...
  • ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული- უცხო ქვეყნის მოქალაქეები შუხუთში დააკავესლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში პოლიციამ ავტომობილი შეაჩერა და სამი ადამიანი დააკავა. დაკავებულები თურქეთის მოქალაქეები არიან და მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულში ედებათ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათი დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოხდა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ბათუმში, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს - 1987 წელს დაბადებულ ბ.ე.-ს, რის შემდეგაც იგი ავტომანქანით თბილისის მიმართულებით წაიყვანეს. გამომძალველები მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ დაზარალებულის ძმას და მას 130 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძმის - ბ.ე.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული ავტომობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში შეაჩერა და დანაშაულში მონაწილე სამივე პირი დააკავა. გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. 1975 წელს დაბადებული დ.ს.-ის, 1982 წელს დაბადებული ი.ა.-ის და 1992 წელს დაბადებული ბ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“_ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ... ...
  • მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლებამეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვრის საღამოდან ვეკუას ქუჩაზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ხოლო შეშელიძის ქუჩიდან გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებისკენ ვეკუას ქუჩის გავლით გადაადგილება ნებადართული იქნება. დროებითი სქემის თანახმად, კერძო ტრანსპორტისთვის შეშელიძის ქუჩიდან გლდანის დასახლებისკენ მოძრაობა შესაძლებელი იქნება ხიზანიშვილის ქუჩით და ხიზანიშვილის N17-თან არსებული ვეკუას ქუჩასთან დამაკავშირებელი გზის მეშვეობით; მოსულიშვილის ქუჩიდან ხიზანიშვილის ქუჩის გავლით შეშელიძის ქუჩისკენ მოძრაობა შეიზღუდება; გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებიდან ვეკუას ქუჩაზე ტრანსპორტი ბოჭორიშვილის ქუჩის გავლით მოხვდება; ხიზანიშვილის ქუჩიდან გურამიშვილისა და სარაჯიშვილის გამზირების მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი ქერჩის ქუჩას ომის გმირების, შენგელაიასა ან ლესელიძის ქუჩების გავლით დაუკავშირდება. ამასთანავე, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, ქერჩის ქუჩიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიას ავტობუსები N23, N24, N32, N33, N45, N51, N108 და მიკროავტობუსები N77, N85, N96, N111 და N133 ვასაძის და მოსულიშვილის ქუჩებით დაუკავშირდებიან. შემდეგ ისინი ხიზანიშვილის N17-თან არსებული გზით ვეკუას ქუჩას დაუკავშირდებიან. ხოლო, ავტობუსი N32 შეშელიძის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ხიზანიშვილის ქუჩისკენ და ხიზანიშვილის N17-თან არსებული გზით ვეკუას ქუჩაზე გადავა. „ახმეტელის თეატრიდან“ ავტობუსები N45, N73 და N108 და მიკროავტობუსები N86, N95, N116, N136 და N139  დადგენილი მიმართულებით მოძრაობას განაგრძობენ ვეკუას ქუჩაზე, სადაც ვეკუას N24ა-სთან მოუხვევენ ხიზანიშვილის ქუჩისკენ და ქერჩის ქუჩას ვასაძისა და მოსულიშვილის ქუჩებით დაუკავშირდებიან. N142 და N145 მიკროავტობუსები მუხიანის დასახლებიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისკენ“ იმოძრავებენ გობრონიძის, ნოზაძის, ბოჭორიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით, რის შემდეგაც N24ა-სთან ხიზანიშვილის ქუჩისკენ მოუხვევენ და დადგენილი სქემით იმოძრავებენ,“_წერია განცხადებაში. ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...